განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100118002673560
№1/406-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
“ 21 “ ნოემბერი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა
მ----- შოთაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - მ-----– ბ-----შვილის,ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ--- ტ-----შვილის,ბრალდებულ ვ-----–- მ------ძის
მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:
ვ-----–- ვ-------ის-ძე მ------ძის (დაბადებული 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 5----------- დაოჯა-ხებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები გ-------------------------–-------------–ი) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხ-ლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ორი ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანა-შაულთა ჩადენაში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 10 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართვე-ლოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში გამოძიება დაიწყო №0----------- სისხლის სამარ-თლის საქმეზე, ვ-----–- მ------ძის მიერ მ----- მ------ძის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალა-დობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ვ-----–- მ-------ძე ბრალდებულად დაკავებულ იქნა 2018 წლის 10 სექტემბერს, 18 საათსა და 30 წუთზე. 2018 წლის 12 სექტემბერს მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ერთობლიობის ჩადენისათ-ვის და გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 სექტემბრის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახედ შეერჩა პატიმრობა.
კერძოდ, ბრალდების შესახებ დადგენილებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ვ-----–- მ------ძეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
მანვე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწი-ნებული შედეგი; ასევე ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
ვ-----–- მ------ძის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:
- 2018 წლის 10 სექტემბერს, დილის საათებში, გორის რაიონის სოფელ ზ----------ში მდებარე მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში ვ-----–- მ------ძე მეუღლეს - მ----- მ-------ძეს, მის ხელთ არსებული ცულის გამოყენებით, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგად მ----- მ-------ძეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული მოქმედებით ვ-----–- მ------ძემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშული;
- 2018 წლის 10 სექტემბერს, დაახლოებით 17 საათსა და 30 წუთზე, გორის რაიონის სოფელ ზ----------ში მდებარე მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში ვ-----–- მ------ძემ განახორციელა ოჯახში ძალადობა მეუღლის - მ----- მ------ძის მიმართ. კერძოდ, საყო-ფაცხოვრებო საკითხზე წარმოშობილი შელაპარაკებისას მან თავისა და ტანის არეში სამ-ჯერ დაარტყა ხის ჯოხი მ----- მ------ძეს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება. ამავე დროს, ვ-----–- მ-------ძე მ----- მ------ძეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგად მ----- მ------ძეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული მოქმედებებით ვ-----–- მ------ძემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწი-ლით გათვალისწინებული დანაშული;
დასკვნითი სიტყვის წარდგენისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მ-----– ბ-----შვილმა აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და მხარეთა შეთანხმებით უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით - დაზარალებულისა და თვითმხილველი მოწმეების გამო-კითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერ-ტიზის დასკვნითა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დას-ტურდება ვ-----–- მ------ძის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადე-ნის ფაქტი, რის გამოც ვ-----–- მ------ძის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი, (იხ. 2018 წლის 21 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
ვ-----–- მ------ძემ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და აღნიშნა, რომ ინანიებს ჩადენილს. ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, დანაშაულის ჩადენის გარემო-ებების, ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლებისა და იმ ფაქტის გათვალიწინებით, რომ ვ-----–- მ------ძე არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი და მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში, ბრალდებულის ინტერესე-ბის დამცველმა, ადვოკატმა გ--- ტ-----შვილმა ითხოვა ვ-----–- მ------ძის მიმართ ისეთი სასჯელის გამოყენება, რაც დაკავშირებული არ იქნება თავისუფლების რეალურ აღკვეთას-თან, რასაც დაეთანხმა ბრალდებულიც, (იხ. 2018 წლის 21 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლომ შეაფასა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ვ-----–- მ------ძის მხრიდან მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილ და ერთმანეთთან შეთანხმებულ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა მიერ მიჩნეულია ვ-----–- მ------ძის ბრალდების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებად, კერძოდ -
- დაზარალებულ მ----- მ------ძის გამოკითხვის ოქმით, (ს. ფ. 98-108);
- მოწმე ზ----- მ------ძის გამოკითხვის ოქმით, (ს. ფ. 30-35);
- მოწმე მ----------შვილის გამოკითხვის ოქმით, (ს. ფ. 79-83);
- მოწმე ა-----– ბ-----ნიძის გამოკითხვის ოქმით, (ს. ფ. 75-78);
- მოწმე ბ----------შვილის გამოკითხვის ოქმით, (ს. ფ. 53-56);
- მოწმე გ----–- მ------ძის გამოკითხვის ოქმით, (ს. ფ. 146-149);
- მოწმე ტ--------------რის გამოკითხვის ოქმით, (ს. ფ. 42-45);
- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, (ს. ფ. 196-197);
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, (ს. ფ. 58-67);
- ტანსაცმლის ამოღების ოქმით, (ს.ფ. 20-24);
- ამოღებული სამედიცინო დოკუმენტებითა (ს. ფ. 154-158) და ნივთიერი მტკიცებულებე-ბით, რაც სხვა მტკიცებულებებსა და საპროცესო დოკუმენტებთან (იხ. საქმის მასალები) ერ-თობლიობაში უტყუარად ადასტურებს ვ-----–- მ------ძისათვის წარდგენილ ბრალდებას.
ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის საფუძ-ველზე მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმა-ნეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუა-რად დასტურდება ვ-----–- მ------ძის მიერ მისთვის ინკრიმინირებულ დანაშაულთა ჩადე-ნის ფაქტი. კერძოდ, დადგენილია, რომ ვ-----–- მ------ძემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშა-ულის ორი ეპიზოდი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოც-ხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციე-ლების საფუძვლიანი შიში; მანვე ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახში ძალადობა, ესე იგი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამო-იწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანი-შვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.
სასჯელის დანიშვნისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულის პასუხის-მგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ გაითვალისწინა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აგრეთვე მან ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.
სასამართლომ აგრეთვე გაითვალისწინა ვ-----–- მ------ძის პიროვნება, წარსული ცხოვ-რება, მის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ძალადობის გამოხატვის ფორმა და სიმძიმე, მისი ქმედებით გამოწვეული მართლსაწინააღ-მდეგო შედეგი - ჯანმრთელობის დაზიანება. ამასთანავე, სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ, მოცემულ შემთხვევაში, არის სასჯელის დამამძიმებელი გარემოება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის გამო.
ამდენად, ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლების, მისი წარსული ცხოვრებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საზო-გადოებრივი წესრიგის დაცვისა და დანაშაულის პრევენციის მიზნით მიზანშეწონილია ვ-----–- მ------ძის საზოგადოებისაგან იზოლაცია და მას თითოეული დანაშაულისათვის სასჯელად უნდა დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციებით განსაზღვრული ამ სასჯელების ფარგლებში, მინიმალური ვადით, რაც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ-----–- ვ-------ის-ძე მ------ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სა-მართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ორი ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:
1.1 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექ-ვსი) თვის ვადით;
1.2 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექ-ვსი) თვის ვადით;
1.3 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექ-ვსი)თვის ვადით;
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამი-სად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას სასჯელთა შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე, ვ-----–- მ------ძეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით;
3. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ვ-----–- მ------ძეს დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 10 სექტემბრიდან;
4. ვ-----–- მ-------ძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქ-მდეს;
5. ნივთიერი მტკიცებულებების (საქმეზე დართული საგნები და ნივთები, რომლებიც ინახება შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში) საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
5.1 ხის ჯოხი - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
5.2 ვ-----–- მ------ძის და მ----- მ------ძის კუთვნილი ტანსაცმელი - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
6. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საა-პელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე:
ნიკოლოზ მარსაგიშვილი