განაჩენი

სისხლის სამართლის 03.06.2019
საქმის ნომერი
020100118002486240
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
03.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100118002486240

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

 

საქმე N1/305-18 29 მაისი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი

 

მოსამართლე შოთა ბიჭია

 

სხდომის მდივანი თათია აქუბარდია

 

სხდომის სახე - ღია

 

1. ბრალდების მხარე:

1.1. პროკურორი დ------------

 

2. დაცვის მხარე:

2.1. ბრალდებული ნ-----------------–-------------------–-------–-–--------------------------------–----------–---------------------------------------–-----------------------------------–-----------------------------------------–------–-------–----–----------------------------------------------------------

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი

ქმედების შემადგენლობა: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

2.2. ადვოკატები: მ------------, ლ-------------–---–-

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

 

საქართველოს შ-----------–--------–-–-------------------------–-------------------- ნ-------–----- 2013 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ს--–----------–---სთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში მისამართზე: ქალაქი ფ-----, რ------ს ქუჩა N1---. 2018 წლის აპრილის თვის დსაწყისში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ნ-------–-----მ ქალაქი ფ-----, რ------ს ქუჩა N1----ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში, ფიზიკური ძალის გამოყენებით, რასაც თან სდევდა სიტყვიერი შეურაცხყოფა, სახის არეში ხელი დაარტყა მეუღლეს - ს--–----------–---ს, რასაც არ მოჰყოლია სხეულის მძიმე, ნაკლებად მძიმე და მსუბუქი ხარისხის დაზიანება და რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, 2018 წლის 3 მაისს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ნ-------–-----მ კვლავ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, უმიზეზოდ დაუყწო ლანძღვა-გინება და სიტყვიერი შეურაცხყოფა მეუღლე ს--–----------–---ს, რის შემდეგ გადავიდა ფიზიკურ ძალადობაზე, ორივე ხელით სწვდა მას თმებზე, დააგდო იატაკზე და სხეულზე ფიზიკური ძალადობით მიაყენა ტკივილი, რასაც ასევე არ მოჰყოლია სხეულის მძიმე, ნაკლებად მძიმე და მსუბუქი ხარისხის დაზიანება. მეორე დღეს, 2018 წლის 4-----ს ნ-------–-----მ კვლავ გაიმეორა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, დაახლოებით 19:30 საათზე იგი არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა რა თავის საცოხვრებელ ბინაში, უმიზეზოდ დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება მეუღლე ს--–----------–---ს, ლანძღავდა და აგინებდა მას, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა სულიერი ტანჯვა, რითაც ნ-------–-----მ ჩაიდინა მეუღლის ანუ მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117, 118 ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

ნ-------–-----სთვის წარდგენილი ბრალდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა.

 

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების განხილვამდე აუცილებელია გამოძიების პროცესში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვის/დაუცველობის შესახებ მსჯელობა, ვინაიდან, სსსკ-ის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დაუშვებელი მტკიცებულება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. იმავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელი მტკიცებულებაა და იურიდიული ძალა არ გააჩნია. ამდენად, სასამართლო უნდა დაეყრდნოს ფაქტების დადგენისას მხოლოდ იმ მტკიცებულებებს, რომლებიც საპროცესო კოდექსის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი ნორმების მოთხოვნათა დაცვით არის მოპოვებული. ამისათვის აუცილებელია ფაქტების შესახებ მსჯელობამდე იმ მტკიცებულებების გამორიცხვა, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, რათა მათ ბრალდებულის საუარესოდ გავლენა არ იქონიონ ფაქტების დადგენაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი, პროკურორი უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებაზე ვრცელდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 14-2-14-10 მუხლების (ფარული საგამოძიებო მოქმედებები) დებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 14-3-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს გარემოებები, რომლებიც ადასტურებს, რომ: ა) გამოძიება დაწყებულია ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება განზრახი მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის გამო.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ მიმართვით გამოთხოვილ და შემდგომ დათვალიერებულ იქნა აუდიო მასალის შემცველი დისკი. დათვალიერების შემდეგ საქმეს დაერთო წარმოდგენილი დისკი. სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ ვითარებაში ციფრულ ფორმატში ინფორმაციის შემნახველი დისკი, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 27-ე ნაწილის თანახმად, წარმოადგენს კომპიუტერულ სისტემას, ხოლო მასში შესაღწევად და გარკვეული ინფორმაციის მოსაპოვებლად გამომძიებელს უნდა ეხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის შესაბამისად.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, მტკიცებულება არის კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მხარეები სასამართლოში ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, სამართლებრივად აფასებენ მათ, ხოლო სასამართლო ადგენს გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე. დოკუმენტი მტკიცებულებაა, თუ ის შეიცავს სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დასადგენად საჭირო ცნობას. დოკუმენტად ითვლება ნებისმიერი წყარო, რომელშიც ინფორმაცია აღბეჭდილია სიტყვიერ-ნიშნობრივი ფორმით ან/და ფოტო-, კინო-, ვიდეო-, ბგერისა თუ სხვა ჩანაწერის სახით ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. ამდენად, ვინაიდან გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი იყო, დარწმუნებულიყო, ბრალდებულის ბრალეულობაში, მას მისთვის საჭირო ინფორმაცია უნდა მიეღო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს N1გ/337-17 საქმეზე სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2017 წლის 9 მარტის განჩინებაზე, რომლის მიხედვითაც დადგენილია, რომ სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდების შემთხვევაშიც პროკურორი ვალდებულია იხელმძღვანელოს სსსკ-ის 136-ე მუხლით დადგენილი წესით. იმავე განჩინებით დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, დისკზე ასახული ვიდეო ჩანაწერის გამოძიებისთვის გამომძიებლის მიმართვის საფუძველზე გადაცემა წარმოადგენს არსებით კანონდარღვევას. ამავე განჩინებაში განმარტებულია სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2016 წლის 24 თებერვლის N1გ/272-16 განჩინების ის ნაწილი, სადაც საუბარია, რომ ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში გამომძიებელს შეუძლია დაათვალიეროს ინფორმაციის შემცველი საგანი. ამ დებულებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია განმარტავს, რომ ეს გამომძიებელს დისკზე ინფორმაციის გადმოტანის და შემდეგ მისი დათვალიერების უფლებას კი არ აძლევს, არამედ უფლებას აძლევს, ჩანაწერი დაათვალიეროს დისკზე ვინმეს მიერ მისი გადმოწერის გარეშე, იმ ფორმით, რა ფორმითაც ის არსებობს დისკზე ჩაწერამდე, რათა აირიდოს თავიდან ავთენტურობასთან დაკავშირებული პრობლემები, ხოლო შემდეგ თავად ინფორმაციის მოპოვება უნდა მოხდეს ისევ და ისევ სსსკ-ის 136-ე მუხლის თანახმად.

ამასთან, დოკუმენტის ამოღება დათვალიერებით მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ ის აღმოჩენილია სხვა საგნის დათვალიერების მიმდინარეობის პროცესში და არა თვითონ ამ საგნის დათვალიერებისას. ე.ი. ნივთის დათვალიერება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ ეს საგანი მოპოვებულია ჩხრეკით, ამოღებით, საგამოძიებო ექსპერიმენტით, საბანკო ანგარიშების მონიტორინგით, ექსჰუმაციით, ინფორმაციის გამოთხოვით, ექსპერტიზით, ნიმუშის აღებით, შემთხვევის ან სხვა ადგილის დათვალიერებით ან ფარული საგამოძიებო მოქმედებით. მტკიცებულების მოპოვების სხვა გზას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს. ამდენად, ირკვევა, რომ მტკიცებულების მოპოვება მიმართვის საფუძველზე ეწინააღმდეგება საპროცესო კოდექსის მოთხოვნას.

განსახილველ შემთხვევაში მიმართვის საფუძველზე მიღებული და დათვალიერების შედეგად საქმეზე დართული აუდიო მასალა, როგორც სსსკ-ის 136-ე მუხლის არსებითი დარღვევით მოპოვებული მასალა, ვერ იქნება მხედველობაში მიღებული განაჩენის გამოტანისას. იმავე მოტივით ვერ იქნება მხედველობაში მიღებული აუდიო მასალის გამოთხოვის შესახებ მიმართვები, აუდიო მასალის გადაგზავნის შესახებ მომართვა და აუდიო მასალის, როგორც კანონის არსებითი დარღვევით მოპოვებული მასალის, დათვალიერების ოქმი, აუდიო მასალის შემცველი დისკი.

 

4. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

4.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა

 

ბრალდების მხარე ბრალდებას აყრდნობს მოწმეების: თ----------------ს, რ-----------–--ს, ა-------–----–-------ს, დ--------------ას, შ------------------ს, ვ---------–-------–---–-ს, ლ---------–--ს, ს----------------ს, გ--------–---–-ს ბ---------------ს ჩვენებებს, ქორწინების სააქტო ჩანაწერს, ასევე გამოქვეყნებულ მ-------------------ს ჩვენებას.

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების: შ------------------ს და ვ---------–-------–---–-ს ჩვენებებით ირკვევა, რომ ბრალდებული ცხოვრობდა მეზობლად მეუღლესთან და 2 შვილთან ერთად. მათ შემაწუხებელი, კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდათ, ისმოდა ცოლის ისტერიკული ხმები, კამათის ხმა. ბრალდებულის ხმა არ იყო, ქალის ხმა ისმოდა. ხშირი იყო ეს. ბრალდებულმა უთხრა, რომ მეუღლე ნერვიულია ჰყავდა, ასეთი ცხოვრება ჰქონდა და ბოდიშიმოუხადა, უთხრა, მერიდებაო მეზობლების, მაგრამ რა ვქნაო.

მოწმე ლ---------–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ 5------------- საათზე შემოასახლეს ბრალდებული. გამოიძახეს 112, რადგან მას ნაკაწრები აღენიშნებოდა შუბლზე, გულმკერდზე. ბრალდებულმა თქვა, რომ დაკავებამდე მიიღო დაზიანება.

მოწმეების: ა---------–----–-------ს, რ-----------–--ს, დ--------------ას ჩვენებებით დასტურდება, რომ 4-----ს საღამოს შევიდა შეტყობინება ოჯახურ ძალადობაზე. ავიდნენ რ------ს ქუჩაზე მე-4 სართულზე. ბინიდან ისმოდა ჩხუბის ხმა, კარი გააღო ბრალდებულმა. განერვიულებული, მომტირალი გოგო დახვდათ, რომელმაც უთხრა, რომ ბრალდებული მთვრალი მოვიდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რომ გუშინაც და წინა თვეებშიც ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. ცოლის მეჯვარემაც დაადასტურა, რომ შეესწრო 1 თვის წინ ფიზიკურ შეურაცხყოფას. შედგა შემაკავებელი ორდერი. მსხვერპლი ამბობდა, რომ ბრალდებული კვლავ მივიდოდა და რამეს დაუშავებდა მას, ფიზიკური ძალადობა მოხდებოდა. ბრალდებული დააკავეს. მსგავსი შინაარსის შეტყობინება დაზარალებულისგან 2-ჯერ შევიდა. პირველი შეტყობინება გაუქმდა 2-3 წუთში. ინიციატორს დაურეკა რ-----------–--მ და ჰკითხა, ხომ არ სჭირდებოდა დახმარება, რაზეც მიიღო პასუხი, მე გავაუქმეო შეტყობინება, რადგან ქმარი წავიდაო. მერე ნახევარ საათში ისევ მივიდა ქმარი და ისევ დარეკა. ბრალდებული მთვრალი იყო. ბრალდებული სხვა ოთახიდან უყვიროდა დაზარალებულს, კარგად დაუფიქრდი, რას იტყვიო და ა.შ. დაზარალებულს, ბრალდებულისგან განსხვავებით, დაზიანებები არ ჰქონდა. ბრალდბუელმა თქვა, რამდენიმე დღის წინ სოფელში რემონტის დროს მივიღეო დაზიანება.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე ს----------------ს ჩვენების თანახმად, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, გამოკითხა ს--–--------–---, თ----------------. ს--–----ს დაზაინება ფიზიკურად არ აღენიშნებოდა. სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენაო ბრალდებულმა,- თქვა დაზარალებულმა.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულ გ--------–---–-ს ჩვენების მიხედვით, გამოკითხა მეზობლები, პოლიციის თანამშრომლები.

მოწმე ბ---------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ არასრუწლოვანი მოწმე მ------------------- გამოკითხა ბებიის თანდასწრებით.

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ მოწმე მ-------------------ს ჩვენების თანახმად, ბრალდებულმა და დაზარალებულმა დაიწყეს ხმამაღლა ერთმანეთის ლანძღვა, რა დროსაც ბრალდებულმა თმაში ჩაავლო ხელი დაზარალებულს. ამ დროს თვითონაც შეეცადა გაშველებას, თუმცა ბოლომდე ვერ მოახერხა მათი გაშველება, რის გამოც ს--–---- დაეცა იატაკზე, ბრალდებული ისევ აგრძელებდა თმების ქაჩვას. ბოლო შეძლო და დაზარალებული მეორე ოთახში გააგდო.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე თ----------------ს ჩვენების თანახმად, აპრილში იკამათეს ბრალდებულმა და დაზარალებულმა. ბრალდებული იყო არაფხიზელი. 4-----ს ბრალდებული დაზარალებულს ხელით შეეხო, ყვიროდა, ჩხუბობდა. 112-ში დარეკა. ბრალდებული ჯინზე იყო, ამბობდა, დაურეკე პოლიციას, მანამ არ წავალ, სანამ არ მოვლენო. 4-----ს ბრალდებულმა შუბლზე ჰკრა ხელი დაზარლაებულს, დაზარალებული შებარბაცდა. 3 მაისს დაზარალებული მოუყვა, რომ ბრალდებულთან იკამათა. მანამდე დაზარალებულს ეუბნებოდა, როცა გამოფხიზლდება, მაშინ უთხარი სათქმელიო, მაგრამ როცა 4-----ს ხელი დაარტყა ბრალდებულმა დაზარალებულს, დაზარალებულის მხარე დაიჭირა. ბრალდებული როცა მთვრალი მოდიოდა, დაზარალებული საყვედურობდა. ლუდის სმაზე რომ გადავიდა ბრალდებული, მას შემდეგ ბრალდებულიც აყვებოდა ხლომე დაზარალებულს, მანამდე არ ეპასუხებოდა. 4-----ს მოხდა ხელის დარტყმა. ამის გამო დაზარლაებული მოწყენილი იყო, რაიმე უფრო მძიმე შედეგი ამას არ მოჰყოლია.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულ ბრალდებულ ნ-------–-----ს ჩვენების თანახმად, ხელი დაზარალებულისთვის არ დაურტყამს, კამათობდნენ ხოლმე თ----------------სთან დაზარალებულის ხშირი ურთიერთობის გამო. არ უნდოდა, რომ მასთან ჰქონოდა ურთიერთობა. დაკავების წინა დღესაც იკამათეს იმავე საკითხზე. მ------------------- იყო მათთან ამ დროს. თვითონ ფხიზელი იყო. 4-----ს ლუდის ნასვამი იყო, მაგრამ აცნობიერებდა ყვლაფერს. იმ დღესაც ამავეზე იკამათეს. დაზარალებულს არ მოსწონდა ნასვამი როცა მიდოდა, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა დაზარალებულს.

სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება ძალადობაში და სისტემატურ შეურაცხყოფაში. ოჯახში ძალადობის განმარტებას არ იძლევა სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა ის მოცემულია სხვა კანონში, კერძოდ, ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

სისტემატური შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით. სისტემატიურობა გულისხმობს დროის გარკვეულ ინტერვალში განხორცილებულ განგრძობად ქმედებას.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები: გ--------–---–-, ბ--------------- და ს----------------, რომლებმაც აღწერეს და დაადასტურეს მათ მიერ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარება. არც ერთი მათგანი არ არის ბრალდებულის ქმედების პირდაპირი მოწმე. მოწმეები: ვ---------–-------–---–- და შ------------------ განმარტავენ ბრალდებულის ოჯახში არსებულ ვითარებას, იმას, რომ ხშირად მათი საცხოვრებელი სახლიდან გამოდიოდა ხმაური, თუმცა აღნიშნავენ, რომ ბრალდებულის ხმა არ ისმოდა და ძირითადად ისმოდა ქალის ხმა. ისინიც ბრალდებულის ქმედებებს არ ადასტურებენ. მოწმეები: რ-----------–--, ა---------–----–-------, დ--------------ა განმარტავენ შემთხვევის ადგილზე არსებულ სიტუციას და გადმოსცემენ დაზარალებულის მიერ მათვის მიწოდებულ ინფორმაციას. არც ისინი არიან პირდაპირი მოწმეები ბრალდებულის ქმედებისა.

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა პირდაპირი მოწმე - თ----------------, რომლის ჩვენების თანამხადაც 4-----ს ბრალდებული დაზარალებულს ხელით შეეხო, ყვიროდა, ჩხუბობდა, ეჩხუბებოდა დაზარლაებულს. ბრალდებულმა შუბლზე კრა ხელი დაზარალებულს, დაზარლაებული შებარბაცდა. 3 მაისს დაზარალებული მოუყვა, რომ ბრალდებულთან იკამათა. ბრალდებული როცა მთვრალი მოდიოდა, დაზარალებული საყვედურობდა. ლუდის სმაზე, რომ გადავიდა, ბრალდებულიც აყვებოდა ხლომე დაზარალებულს. 4-----ს მოხდა ხელის დარტყმა. ამის გამო დაზარალებული მოწყენილი იყო, უფრო მძიმე შედეგი ამას არ მოჰყოლია. მნიშვნელოვანია, რომ მოწმე განმარტავს 4-----ს ბრალდებულის მიერ დაზარალებულისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს მაშინ, როცა დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ მას აღნიშნული ქმედება არ აქვს ბრალად წარდგენილი და ბრალდების მხარე მას ედავება 4-----ს დაზარალებულის მიმართ განხორციელებულ მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ამ კუთხით სასამართლო განმარტავს, რომ მოწმის მიერ მოწოდებული ინფრომაცია - ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ 4-----ს განხორციელებული ფიზიკური ძალადობის საკითხის განხილვა სცდება მოცემული საქმის განხილვის ფარგლებს, ვინაიდან საქმე განიხილება მხოლოდ წარდგენილი ბრალდების ფარგლებში და სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს ის ფაქტები, რასაც ბრალდებულს არ ედავებიან. ამდენად, განსახილველი ბრალდების ფარგლებს სცდება 4-----ს ფიზიკური ძალადობის შესახებ ინფორმაციის შეფასება, ხოლო უშუალოდ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფიზიკური ძალადობის ფაქტებს მოწმე არ ადასტურებს. მათ შორის ის არ ადასტურებს დაზარალებულისგან ფიზიკური ძალადობის შესახებ ინფორმაციის ფლობასაც.

ბრალდებულის ქმედების დადასტურების კუთხით მნიშვნელოვანია მოწმეების: რ-----------–--ს, ა---------–----–-------ს, დ--------------ას ჩვენების გაანალიზება, რომლებიც გადმოსცემენ ბრალდებულის მიერ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას, თუმცა აღნიშნავენ, რომ მათ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია აქვთ დაზარალებულისგან. ამდენად, არც აღნიშნული მოწმეები წარმოადგენენ პირდაპირ მოწმეებს.

ირკვევა, რომ რ-----------–--ს, ა---------–----–-------ს, დ--------------ას ჩვენებები წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რომელთა შინაარსი არც ერთი სხვა ისეთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება, რადგან თავად ინფრომაციის წყარომ - ს--–----------–---მ ისარგებლა საქართვლოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

იმავე საკითხზე მნიშვნელოვანია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დაირღვევა მხოლოდ მაშინ, თუ ირიბი ჩვენება გამოყენებულ იქნება მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის გამო ინფორმაციის პირველწყაროს სასამართლოში გამოუცხადებლობისას და ამასთან, თუ ირიბი ჩვენება არ იქნება განაჩენის არსებითი ან ერთადერთი საფუძველი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom; ასევე გადაწყვეტილება საქმეზე Horncastle and others v. The United Kingdom). ამდენად, ირიბი ჩვენების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსა და სამართლიანი სასამართლოს უფლების თაობაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე, ერთი ან თუნდაც რამდენიმე ირიბი მოწმის ჩვენება დამოუკიდებლად ან თუნდაც ერთი პირდაპირი მოწმის ჩვენებასთან ერთად არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას, რასაც შეიძლება სასამართლო დაეყრდნოს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას.

ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანამხად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. მოცემულ შემთხვევაში, ირკვევა, რომ თავად ირიბი მოწმეების მიერ მითითებულმა ინფრომაციის წყარომ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

საყურადღებოა ასევე სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მ-------------------ს გამოკითხვის ოქმი, რომელიც წარმოადგენს მტკიცებულებას, რომელიც ასახავს წარდგენილი ბრალდების ერთ ეპიზოდს.

მნიშვნელოვანია, რომ პროკურორმა ვერ შეძლო მ-------------------ს სასამართლო სხდომაზე წარმოდგენა იმ მოტივით, რომ ის იმყოფება საზღვარგარეთ უცნობ მისამართზე. მართალია, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს ასეთ ვითარებაში გამოკითხვის ოქმის გამოქვეყნებას, თუმცა კოდექსი, სასამართლო სისტემაში დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ასევე ითვალისწინებს დისტანციურად მოწმის დაკითხვის შესაძლებლობასაც, რა დროსაც მას მოუწევდა პასუხის გაცემა მხარეთა თუ მოსამართლის მიერ წარმოშობილ კითხვებზე უშუალოდ ქმედების დეტალების შესახებ. აღსანიშნავია ასევე, რომ მოწმეს არ აქვს უფლება, უარი თქვას სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემაზე, რის გამოც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ბრალდების მხარეს აძლევს არაერთ ბერკეტს, რათა უზრუნველყოს მოწმის მიერ უშუალოდ სასამართლოში არსებითი განხილვის დროს ჩვენების მიცემა. ასეთი მექანიზმია მოწმის დაბარება, მისი გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს მიერ მოწმის გამოძახება, მისი სასამართლოში უშუალოდ საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში - დისტანციური წესით მისი დაკითხვა, საერთაშორისო დახმარების თხოვნა. უკიდურეს ღონისძიებას, როცა არც ერთი ზემოაღნიშნული არ არის ეფექტური, წარმოადგენს გამოძიების ეტაპზე მოწმის მიერ მიცემული ჩვენების გამოქვეყნება, თუმცა გამოძიების ეტაპზე მოწმის მიერ მიცემული ინფორმაცია, რასაკვირველია, არ ცვლის მის მიერ სასამართლოს წინაშე არსებითი განხილვის ეტაპზე მისაცემ ჩვენებას, ვინაიდან ამ ეტაპზე მხარეებს უკვე აქვთ ინფორმაცია სხვა მოწმეთა მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებების, ასევე სხვა მტკიცებულებების შესახებ, რაც არ იყო ცნობილი გამოძიების ეტაპზე მოწმის გამოკითხვისას და აქვთ უფლება, მოწმისათვის კითხვების დასმით ამოწურონ მათთვის საინტერესო საკითხები. ამასთან, სასამართლო სხდომაზე არ დადასტურდა, რომ ბრალდების მხარემ ყველა აუცილებელ ზომას მიმართა მოწმის დისტანციური წესით დაკითხვის უზრუნველსაყოფად და რომ გადაულახავი ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოახერხა აღნიშნული. გასათვალისწინებელია ასევე სასამართლო სხდომებზე განვითარებული ის მოვლენები, რასაც მოჰყვა მოწმის გამოკითხვის ოქმის გამოქვეყნება. კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ დასაკითხ პირთა წრეში მითითებულ პირთაგან პირდაპირმა არც ერთმა მოწმემ არ დაადასტურა ბრალდება. ერთადერთი დარჩენილი პირდაპირი მოწმე, რომლისგანაც შეიძლებოდა სასამართლოს მიეღო უტყუარი ინფორმაცია სასამართლო სხდომაზე, იყო მ-------------------, თუმცა სასამართლოს, ისევე, როგორც მხარეებს, არ მიეცათ შესაძლებლობა, კითხვები დაესვათ მისთვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით გამოქვეყნდა მოწმის გამოკითხვის ოქმი.

გარდა ამისა, სსსკ-ის 24--ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს.

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში წარმაოდგინა მოწმეები, რომლებიც არ არიან თვითმხილველები, ხოლო უშუალოდ თვითმხილველი მოწმე არ წარმოადგინა და გამოიყენა მის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რის საფუძველზეც მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის მიღება. აღსანიშნავია, რომ სწორედ მ-------------------ს ჩვენებაა ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს ბრალდებულისთვის ბარალად წარდგენილი ქმედების განხორციელებას. ამდენად, დგას საკითხი, რამდენად არის შესაძლებელი გამამტყუნებელი განაჩენი დაეყრდნოს მხოლოდ გამოძიების ეტაპზე მიცემულ და სასამართლოში გამოქვეყნებულ გამოკითხვის ოქმს. ამისათვის აუცილებელია განიმარტოს, რას ნიშნავს, რომ არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება.

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ სსსკ-ის 24--ე მუხლი არ არეგულირებს გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო მტკიცებულებით სტანდარტებს, რადგან ამისათვის საქართველოს კონსტიტუციაში, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და საპროცესო კოდექსში არის სპეციალური ნორმები: საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლი, რომელთა თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილი და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელთა თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას; ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში; საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას და ადგენს გამამტყუნებელი განაჩენის მიღების შესაძლებლობას მხოლოდ პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობის შედეგად.

ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმები პირდაპირ მიუთითებს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი შეიძლება დაეყრდნოს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხარისხობრივად ასეთი რომ შეიძლება იყოს მხოლოდ პირდაპირი მტკიცებულებები, აღნიშნული მითითებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში. ამდენად, ამ ნორმების საფუძველზე აშკარაა, რომ დაუშვებელია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მხოლოდ ერთი პირდაპირი და სხვა ირიბი ჩვენებების საფუძველზე. ეს არის ძირითადი არსი, რაც გადმოცემულია გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტის შესახებ ნორმებში. სსსკ-ის 24--ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებაც ამ კონტექსტში უნდა იქნეს გააზრებული, რადგან ის იმავე კოდექსის სისტემური ნაწილია და ამ ნორმებში დადგენილ სტანდარტებს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს.

ამდენად, სიტყვები "მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს" არ ნიშნავს იმას, რომ ამ მტკიცებულებასთან ერთად სხვა ირიბი მტკიცებულებები უკვე საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის მისაღებად, რადგან ეს ეწინააღმდეგება როგორც საპროცესო კოდექსისა და კონსტიტუციის ძირითად სულისკვეთებას, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ის, რომ არსებითად საქმის განხილვისას აუცილებელია საქმის ბედის გადამწყვეტი მტკიცებულებების უშუალოდ მიღება პირველწყაროდან. სწორედ ამას ნიშნავს საქმის არსებითი განხილვა, ხოლო ამ წესით მხოლოდ არაარსებითი მტკიცებულებების მიღებისა და გამოძიების ეტაპზე მიღებული არსებითი მტკიცებულებების მხოლოდ გამოქვეყნების შედეგად საქმის არსებითი განხილვა შეუძლებელია. მოვლენათა ასეთი თანმიმდევრობით განვითარების შემთხვევაში გამოდის, რომ ბრალდების მხარე სასამართლოში უშუალოდ არ წარადგენს არსებით მოწმეებს, წარადგენს მხოლოდ არაარსებითს, ხოლო არსებითი მოწმეების გამოძიებაში მიცემულ ინფორმაციებს გამოაქვეყნებს, რაც არის საქმის არსებითი განხილვისათვის თავის არიდება და გამოძიებაში მიღებულ გამოკითხვის ოქმებზე დაყრდნობით საქმის გადაწყვეტის მცდელობა.

სასამართლომ უნდა გაარკვიოს საქმის ირგვლივ ყველა რელევანტური დეტალი. მათ შორის ის, თუ რა მოქმედებები განახორციელა ბრალდებულმა. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელი იყო სასამართლო სხდომაზე გარკვეულიყო მნიშვნელოვანი დეტალები ქმედების შესახებ, რაში გამოიხატებოდა კამათი, გადადიოდა თუ არა კამათი სიტყვირ შეურაცხყოფაში და ა.შ.

ამდენად, ერთი მხრივ, სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მხოლოდ ერთი პირდაპირი მოწმე, რომელმაც დაადასტურა სიტყვიერი კამათის არსებობა, მეორე მხრივ, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მეორე პირდაპირი მტკიცებულება იქნა წარმოდგენილი - გამოქვეყნებული, რომელის საუბრობს ერთ-ერთ ეპიზოდზე - თმის მოქაჩვაზე, თუმცა ის არ აზუსტებს მის თარიღს. სასამართლო მიიჩნევს, რომ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, გამოქვეყნებული გამოკითხვის ოქმი ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის არსებითი საფუძველი, მით უფრო, რომ აღნიშნული გამოკითხვის ოქმის შინაარსის სისწორე მოწმეს სასამართლო სხდომაზე არ დაუდასტურებია. მით უფრო, რომ თმის მოქაჩვის თაობაზე მეორე მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.

ყოველივე აღნიშნულის შედეგად სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად არ დასტურდება ბრალდების დადგენილებაში მითითებული ქმედებებიდან ბრალდებულის მიერ რომელიმე მათგანის ობიექტური შემადგენლობის ჩადენა.

 

3.2. რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ქმედებას - ძალადობას, შედეგს - ფიზიკურ ტკივილს და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.

სსკ-ის მე-8 მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, შედეგის არსებობა, ვინაიდან სასამართლოში დაკითხულ მოწმეებს ტკივილის და ტანჯვის შესახებ ინფორმაცია სასამართლოსთვის არ მიუწოდებიათ. შესაბამისად, მიზეზობრივი კავშირი მოცემულ შემთხვევაში არ შეიძლება არსებობდეს.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის და ტანჯვის განცდა ვერ დადგინდა, ვინაიდან არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება არ წარმოდგენილა იმის თაობაზე, რომ დაზარალებულთან კამათს დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია.

 

4.სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა უტყუარ დასაშვებ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავდა საქმის ბედით დაუინტერესებელი პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობის ჩადენას და დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის ან ფსიქიკური ტანჯვის განცდას, რის გამოც ბრალდებულის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა

 

საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შემთხვევაში ფულადი თანხის ნაცვლად შეტანილ უძრავ ქონებას ედება ყადაღა, რაც გამოყენებულია კიდეც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე. სსსკ-ის 158-ე მუხლის თანახმად, ქონებას ყადაღა ედება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე. საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ ბრალდებული კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, მის სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში. ბრალდებულის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების დარღვევა საქმის მასალებით არ იკვეთება. ამდენად, გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 მარტის №12/261-19 განჩინებით 5000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ უძრავ ქონებას (საკადასტრო კოდი 4-.0-.4-.0--) მოეხსნას ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ საქმეს ერთვის კომპაქტ დისკი მასში ასახული კომპიუტერული მონაცემით, რაც მოპოვებულია კანონის არსებითი დარღვევით, რის გამოც აღნიშნული ნივთმტკიცება უნდა განადგურდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-3 მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და ადგილზე თათბირით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ნ-------–----- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

ნ-------–-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 მაისის №12/552-18 განჩინებით დაყადაღებულ უძრავ ქონებას, მდებარე ხობ--------------------–-----------ში (საკადასტრო კოდი 45.19.22.0-8), მოეხსნას ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცება: სიდი დისკი განადგურდეს.

გამართლებულ ნ-------–-----ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა ბიჭია