გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.05.2019
საქმის ნომერი
330310018002315094
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
03.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/1067-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

3 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე

 

სხდომის მდივანი ციალა გახელაძე

 

მოსარჩელე - ი------------ი

წარმომადგენელი - მ------–--–---–---–ი

 

მოპასუხე - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

წარმომადგენლები - ნ--------–--ე, ქ---------------–---–ი

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ი------------ის სასარგებლოდ დაეკისროს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის არსებობამდე საოჯახო მომვლელის ხარჯების ანაზღაურება, რაც სარჩელი შეტანის დროისათვის ყოველთვიურად შეადგენს 800 (რვაას) ლარს.

 

1.2. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ი------------ის სასარგებლოდ დაეკისროს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის არსებობამდე ღამის მომვლელის ხარჯების ანაზღაურება, რაც სარჩელის შეტანის დროისათვის ყოველთვიურად შეადგენს 900 (ცხრაას) ლარს.

 

1.3. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ი------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ეტლის საფასურის 5362 (ხუთიათასსამასსამოცდაორ) ევროს ექვივალენტი ლარის ანაზღაურება გადაწყვეტილების აღსრულების პერიოდში მოქმედი კურსის მიხედვით.

 

1.4. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ი------------ის სასარგებლოდ დაეკისროს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის არსებობამდე და-----------–---–--------------–-------–----------------–----–----–------ში ჩასატარებელი სამედიცინო სარეაბილიტაციო კურსის ყოველთვიური საფასური, რაც სარჩელის შეტანის დროისათვის ყოველთვიურად შეადგენს 1080 (ათასოთხმოც) ლარს.

 

1.5. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ი------------ის სასარგებლოდ დაეკისროს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის არსებობამდე ადაპტირებული ტრანსპორტით მომსახურების საფასური, რაც სარჩელის შეტანის დროისათვის ყოველთვიურად შეადგენს 600 (ექვსას) ლარს. (იხ. 2019 წლის 3 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, მხარი დაუჭირეს წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტეს, რომ არ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ი------------ი დაიბადა 1--- წლის 0--------ს ა---–-------------------------–---------აში. იგი სწავლობდა ა---–-----ის №1 საშუალო სკოლაში. 1--- წლის 24 მაისს, სკოლის დამთავრებისას, ე.წ. „ბოლო ზარზე“, ა---–-----ის №1 საშუალო სკოლის მასწავლებლებმა ი------------ი და მისი კლასელები წაიყვანეს გარდაცვლილი კლასელის სასაფლაოზე. გზაში მასწავლებლებმა გააჩერეს სატვირთო ავტომანქანა, გ-------, სახელმწიფო ნომრით - რ---------, რომელსაც მართავდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი - რ---–-----–------------------–---–ი. ბავშვები, მათ შორის, ი------------ი, დასხდნენ ავტომანქანის ძარაზე და გაუდგნენ გზას. მძღოლმა ნასვამობის გამო დაარღვია რა საგზაო მოძრაობის წესი, ავტომანქანა გადაბრუნდა, რა დროსაც მოსარჩელე მოჰყვა ავტომანქანის ძარის ქვეშ. ავტოავარიის შედეგად ი------------მა მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება - ზურგის ტვინის დაჟეჟილობა, წელის მე-3 მალის კომპრესიული მოტეხილობა. ა---–-----ის რაიონის სასამართლოს 1--- წლის 25 სექტემბრის განაჩენით მომხდარი ავტოავარიის ფაქტთან დაკავშირებით მძღოლი - რ---–-----–------------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, მასვე მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა. პედაგოგებს, რომლებმაც ი------------ი წაიყვანეს გარდაცვლილი კლასელის სასაფლაოზე, დაეკისრათ დისციპლინური პასუხიმსგებლობა - გამოეცხადათ საყვედური.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება №3--------- საქმეზე (ს.ფ.12-23).

 

3.2. ი------------ს 1--- წლის ივნისში და 1--- წლის ნოემბერში ჩაუტარდა ორი ოპერაცია ხერხემალზე, ასევე 1998 წლის მაისში - ჩაუტარდა ლაპარატომია, ასევე 1999 წლის იანვარში - ორთოპედიული ოპერაცია ხერხემალზე, ასევე 1999 წლის მარტში - ოპერაცია შარდის ბუშტზე, 2002 წლის აგვისტო-სექტემბერში - ორი ოპერაცია მარცხენა საჯდომის ძვლის ოსტეომელიტზე, 2002 წლის ნოემბერში - ოპერაცია მარცხენა საჯდომის ძვლის ოსტეომელიტზე, ასევე 2003 წლის ნოემბერში - ოპერაცია მარჯვენა თეძოს სახსარზე, 2005 წლის დეკემბერში - ოპერაცია მარჯვენა საჯდომის ძვლის ოსტეომელიტზე, 2008 წლის ივნისში - ოპერაცია ჰემოროიდული კვანძის მოსაშორებლად. ი------------ი დაავადებულია ქრონიკული C-----------თ, ღვიძლის ფუნქციის დარღვევით.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება №3--------- საქმეზე (ს.ფ.12-23).

 

3.3. ი------------მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასმართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მის სასარგებლოდ დაეკისროს - სპეციალური სამედიცინო მომვლელის ხარჯის - თვეში 1180 ლარის გადახდა; ყოველთვიური სარჩოს სახით 800 ლარის გადახდა; იმ სარეაბილიტაციო ხარჯების გადახდა, რომელსაც მოსარჩელე გასწევს მომავალში (კერძოდ, წელიწადში ერთხელ სევასტოპოლში); მომავალში მოსალოდნელი ოპერაციის ხარჯების გადახდა, რომელიც გამომდინარე და დაკავშირებული იქნება მოსარჩელის დასახიჩრებასთან; არაქონებრივი ზიანის სახით 300 000 ლარის ანაზღაურება; ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 500 ლარის ანაზღაურება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 იანვრის გადაწყვეტლებით ი------------ს უარი ეთქვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დავალდებულებაზე, აუნაზღაუროს მას (მოსარჩელეს) მატერიალური და მორალური (არაქონებრივი) ზიანი.

 

გადაწყვეტილების მიხედვით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ი------------ის სასარჩელო მოთხოვნები მატერიალური და მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების თაობაზე ხანდაზმულია, რადგან ი------------ისთვის როგორც ზიანის, ისე ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ ცნობილი გახდა ჯერ კიდევ 1--- წლის 24 მაისიდან, ხოლო ი------------ს 2011 წლის 24 ნოემბრამდე (ანუ სასამართლოში სარჩელის წარმოდგენის დღემდე) ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით არასდროს მიუმართავს არც სასამართლოსთვის, არც სხვა რომელიმე ადმინისტრაციული ორგანოსთვის ან პირისთვის.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება №3--------- საქმეზე (ს.ფ.12-23).

 

3.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება ი------------მა გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, რომლის 2012 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით ი------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ი------------ის სასარგებლოდ დაეკისრა 25 000 ლარის გადახდა.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება №ბ---------------- საქმეზე (ს.ფ.26-30).

 

3.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება ი------------მა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაასაჩივრა საკასაციო წესით.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით (№ბ---------------- საქმეზე) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ი------------ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ი------------ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად დაეკისრა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის გადახდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება სპეციალური სამედიცინო მომვლელის მომსახურებისთვის გათვალისწინებული ხარჯის, ყოველთვიური სარჩოს, აგრეთვე წელიწადში ერთხელ სარეაბილიტაციო მკურნალობის ხარჯის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა, საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება №ბ---------------- საქმეზე (ს.ფ.26-30).

 

3.6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით ი------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

 

გადაწყვეტილების თანახმად, მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ი------------ის სარჩელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2013 წლის 16 დეკემბრიდან ი------------ის სასარგებლოდ ყოველთვიურად დაეკისრა სპეციალური სამედიცინო მომვლელის მომსახურების ხარჯის 1180 ლარის ოდენობით და სარჩელის შეტანიდან სარჩოს 800 ლარის ოდენობით ანაზღაურება. სასარჩელო მოთხოვნა - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოსარჩელე ი------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ი------------ისათვის გასაწევი სარეაბილიტაციო მომსახურების ხარჯის ანაზღაურება მოსარჩელის მიერ არჩეულ სარეაბილიტაციო დაწესებულებაში, ი------------ის მიერ წარმოდგენილი ინვოისის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან, ი------------ის სიცოცხლის ბოლომდე, არ დაკმაყოფილდა.

 

გადაწყვეტილების თანახმად, დასაბუთებულია მოთხოვნა სპეციალური სამედიცინო მომვლელის მომსახურების და სარჩოს ანაზღაურების ნაწილში, შესაბამისად ამ ნაწილში, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ი------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მისი ანაზღაურება. რაც შეეხება მოთხოვნას, ი------------ისათვის გასაწევი სარეაბილიტაციო მომსახურების ხარჯის ანაზღაურების თაობაზე, მის მიერ არჩეულ სარეაბილიტაციო დაწესებულებაში, წარმოდგენილი ინვოისის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან, ი------------ის სიცოცხლის ბოლომდე, პალატამ მიიჩნია, რომ მოთხოვნა ბუნდოვანი იყო განსახილველი დავის გარემოებების და საქმეში დაცული მასალების გათვალისწინებით, არ იყო დასაბუთებული და შესაბამისად, არ არსებობდა სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება №3--------- საქმეზე (ს.ფ.12-23).

 

3.7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება გაასაჩივრა როგორც ი------------მა, ისე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საკასაციო წესით.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 20 ნოემბრის განჩინებით (№---------------- საქმეზე) ი------------ისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 20 ნოემბრის განაჩენით №----------------) საქმეზე (ს.ფ.24-25).

 

3.8. 2012 წლის 26 მარტის სსე აქტის ამონაწერის თანახმად (სერია №0------) ი------------ს მინიჭებული აქვს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი უვადოდ, იგი მიჩნეულია შრომისუნარდაკარგულად და საჭიროებს მომვლელს.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსე აქტის ამონაწერი სერია №0------ (ს.ფ.31-32).

 

3.9. „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის ცნობის თანახმად, ი------------ს ძირითად დაავადებად განესაზღვრა G----------–---ა და ტ--------–--ია, თანმხლებ დაავადებებად - D---------------–---------------, B----------------–------------–-----------ი C, I----------–-------------), K-------–-–-------ი. ნევროლოგის რეკომენდაციით ი------------ი საჭიროებს მუდმივ რეაბილიტაციურ მკურნალობას სპეციალიზირებულ კლინიკაში.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის ცნობა (ს.ფ.42-43).

 

3.10. 2017 წლის 12 ოქტომბრის ნერვოლოგიური პაციენტის გასინჯვის ფურცელის თანახმად (ამბულატორიული ბარათის №a----), ი------------ის დიაგნოზად განსაზღვრულია ზურგის ტვინის დაჟეჟილობა, წელის II მალის მოტეხილობის (1---წ.) შემდგომი პერიოდი, ქვედა პ------–---ა. დაენიშნა მკურნალობა პაციენტი საჭიროებს მუდმივ რეაბილიტაციურ მკურნალობას სპეციალიზირებულ კლინიკაში.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 12 ოქტომბრის ნერვოლოგიური პაციენტის გასინჯვის ფურცელი ამბულატორიული ბარათის №a---- (ს.ფ.39-41).

 

3.11. 2017 წლის 19 ოქტომბრის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების №4------ აქტის თანახმად, ი------------ის დიაგნოზად განისაზღვრა - წელის მეორე მალის კომპრესული მოტეხილობა, ზურგის ტვინის ტრამვული დაჟეჟილობა (1---წ.) შემდგომი მყარი ნარჩენი მოვლენები, ქვედა დუნე პ------–---ა, თანმხლებ დიაგნოზად განისაზღრა C-----------.

 

აღნიშნული აქტით განსაზღვრულია, რომ ი------------ს შრომითი საქმიანობის უნარი შეზღუდული აქვს (მე-3), არ შეუძლია გადაადგილება. საჭიროებს ეტლ-სავარძელს, საჭიროებს მუდმივ რეაბილიტაციას.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 19 ოქტომბრის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების №4------ აქტი (ს.ფ.33-36).

 

3.12. „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“ 2017 წლის 27 ნოემბრის ცნობის თანახმად, ი------------ის დიაგნზად განსაზღვრულია ზ---------------------------------, პ------–----------. ი------------ზე გაიცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები - საჭიროებს მუდმივ რეაბილიტაციას და მეორადი გართულებების პრევენციას.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“ 2017 წლის 27 ნოემბრის ცნობა (ს.ფ.37-38).

 

3.13. „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“ 2018 წლის 22 იანვრის ცნობის თანახმად, ი------------ის სრულ დიაგნოზად განისაზღვრა G----------–---ა, თანმხლებ დაავადებებად - რ----------–--------------ა, ქრონიკული ვ---------–-----------ი C, ქ---–-–--------. ცნობის თანახმად ი------------ი საჭიროებს რეაბილიტაციურ მკურნალობას ეტაპობრივად, უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული ფიზიოპროცედურების ჩატარებისას ესაჭიროება დამხმარე პირი. ცნობის თანახმად, ი------------ს, ასევე, ესაჭიროება - ელექტროფორეზი კარიპაზიმ-ეუფილინით №20 კისრის არეზე. №20(R4R160), ელექტროთერაპია მიორელაქსაცია კისრის არეზე №20(R4R160), ელექტროსტიმულაცია №40 (ორივე ქვედა კიდურზე) (R4R160), ფონოფორეზი №10 (კისრის არეზე პარავერტებრულად (R4R160) მაგნიტოთერაპია №10 (R4R160), სარეაბილიტაციო ვარჯიში აუზში №20(R4R160), სამკურნალო ვარჯიში №20(R4R160), ხერხემლის სამკურნალო მასაჟი №20(R4R160), ორივე ქვედა კიდურის სამკურნალო მასაჟი №20(R4R160), ტრანსპორტირება 2 გზა №40(ვაკე-საბურთალო)3.E.2.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“ 2018 წლის 22 იანვრის ცნობა (ს.ფ.44-45).

 

3.14. 2018 წლის 28 მარტის სისხლის ბიოქიმიური გამოკვლევის შედეგების თანახმად, ი------------ის სისხლში რკინის მაჩვენებელი შეადგენს 10 ერთეულს, მაშინ როდესაც დასაშვებ ნორმას წარმოადგენს 37-145. ი------------ის 2018 წლის 23 მარტის სისხლის საერთო ანალიზის მიხედვით კი, ჰემოგლობინი არის 8.1, ნორმას კი წარმოადგენს 12-15.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 28 მარტის სისხლის ბიოქიმიური გამოკვლევის შედეგები (ს.ფ.130).

- 2018 წლის 23 მარტის სისხლის საერთო ანალიზი (ს.ფ.131).

 

3.15. 2017 წლის 10 ნოემბრის საოჯახო მოვლის ხელშეკრულების თანახმად, მომვლელი ვალდებულია მოსავლელ პირს ჩაუტაროს ყველა საჭირო საოჯახო დახმარება. მოსავლელი - ი------------ი იღებს ვალდებულებას საოჯახო მომვლელს გადაუხადოს 800 (რვაასი) ლარი ყოველთვიურად, მას შემდეგ რაც დაიწყება საოჯახო მომვლელის ხარჯი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის დაკისრების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 10 ნოემბრის საოჯახო მოვლის ხელშეკრულება (ს.ფ.64-65).

 

3.16. 2017 წლის 10 ნოემბრის ღამის მომვლელის ხელშეკრულების თანახმად, მოვლელი ვალდებულია მოსავლელ პირს ჩაუტაროს ყველა საჭირო პროცედურა და მეთვალყურეობა, რაც მოსავლელ პირს ღამით ესაჭიროება. მოსავლელი - ი------------ის იღებს ვალდებულებას, ღამის მომვლელს გადაუხადოს 900 (ცხრაასი) ლარი ყოველთვიურად, მას შემდეგ, რაც დაიწყება საოჯახო მომვლელის ხარჯი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის დაკისრების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 10 ნოემბრის ღამის მომვლელის ხელშეკრულება (ს.ფ.67-68).

 

3.17. შპს „და-----------–---–--------------–-------–----------------–----–----–------ის“ 2017 წლის 22 ნოემბრის კალკულაციის თანახმად, ი------------ისათვის ჩასატარებელი სამედიცინო მომსახურების ღირებულებაა - კიდურის მასაჟი 12-ჯერ, ღირებულება ჯამში 240 ლარი, ელექტროსტიმულაცია 12-ჯერ, ღირებულება, ჯამში 240 ლარი, ინდივიდუალური სამკურნალო ვარჯიში 12-ჯერ, ღირებულება ჯამში 240 ლარი, ჰიდროკინეზოთერაპია 12-ჯერ, ღირებულება ჯამში 360 ლარი, სულ გადასახდელი თანხა 1080 ლარი.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს და-----------–---–--------------–-------–----------------–----–----–------ის 2017 წლის 22 ნოემბრის კალკულაცია (ს.ფ.47).

 

3.18. შპს „ა----------–----ის“ 2018 წლის 23 იანვრის წინასწარი ანგარიშ-ფაქტურის თანახმად, ი------------ისათვის შემდეგი სამედიცინო მომსახურების ღირებულებებია: ნევროლოგია (ინდივიდუალური) 1-საათიანი ვარჯიში, 20-ჯერ, ღირებულება ჯამში 800 ლარი; ელექტროფორეზი კარიპაზიმით, 20-ჯერ, ღირებულება ჯამში 500 ლარი; ფონოფორეზი ერთი პროცედურა, 10-ჯერ, ღირებულება ჯამში 200 ლარი; აპარატურული ელექტროთერაპია (მუდმივი და ცვალებადი დენები) ერთი პროცედურა, 60-ჯერ, ღირებულება ჯამში 1200 ლარი; ერთჯერადი სარეაბილიტაციო ვარჯიში აუზში, 20-ჯერ, ღირებულება ჯამში 600 ლარი; მაგნიტოთერაპია, 10-ჯერ, ღირებულება ჯამში 150 ლარი; ხერხემლის მიდამოს მასაჟი (კისერი, ზურგი, წელი), 20-ჯერ, ღირებულება ჯამში 500 ლარი; ორივე ქვედა კიდურის მასაჟი (წელის ჩათვლით), 20-ჯერ, ღირებულება ჯამში 600 ლარი; ტრანსპორტირება 2 გზა (ვაკე-საბურთალო), 40-ჯერ, ღირებულება ჯამში 400 ლარი. სულ ღირებულება 4950 ლარი.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს „ა----------–----ის“ 2018 წლის 23 იანვრის წინასწარი ანგარიშ-ფაქტურა (ს.ფ.46).

 

3.19. შპს „ე---–-–---------------------–------------------–----–----–------ის“ 2018 წლის 24 იანვრის №3 ინვოისის თანახმად, ი------------ისათვის სამკურნალო ფიზკულტურა და სამკურნალო მასაჟის ღირებულებაა სულ 1400 ლარი.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს „ე---–-–---------------------–------------------–----–----–------ის“ 2018 წლის 24 იანვრის №3 ინვოისი (ს.ფ.171).

 

3.20. თ-------------–ის 2018 წლის 23 იანვრის №-- ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით, ი------------ის ერთი თვის ღამის მოვლის (ჰიგიენურ პროცესებში დახმარება, გამოყოფაში დახმარება, პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება გართულებების თავიდან აცილება) ღირებულება შეადგენს სულ 1050 ლარს.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თ-------------–ის 2018 წლის 23 იანვრის №-- ანგარიშ-ფაქტურა (ს.ფ.63).

 

3.21. „კო--–-–---–-------–-------------–--ში“-ის 2018 წლის 25 იანვრის ცნობის თანახმად, ი------------ს, 2018 წლის იანვრის თვეში კოალიციის პერსონალის მიერ ჩატარებული გამოკვლევით ბარათელის უძლურების ინდექსმა შეადგინა 15 (ნორმა 100), რაც ნიშნავს იმას, რომ ის საჭიროებს მნიშვნელოვან დახმარებას მზრუნველისგან ან გადაყვანას სპეციალურ მოვლით დაწესებულებაში. ამასთან შეფასდა ი------------ის ბინაზე მოვლის საჭიროებები და დაიყო დღის და ღამის ნაწილად. ღამის მოვლის პაკეტის მიხედვით, შედგა ერთი თვის მომსახურების გაანგარიშება, რომელიც დანართის სახით ახლავს წინამდებარე ცნობას.

 

ცნობის თანახმად, ი------------ის ღამის მომვლელის მომსახურების ღირებულების გაანგარიშების მიხედვით, ჰიგიენური მოვლა-საწოლის მოწესრიგება, ჰიგიენურ პროცესში დახმარება, ღირებულება შეადგენს ჯამში 150 ლარს, სამედიცინო მოვლა - სასიცოცხლო მაჩვენებლის კონტროლი, პროფილაქტიკური ღონისძიებები, ღირებულება ჯამში შეადგენს 247.5 ლარს, მეთვალყურეობა - მარტივი ძირეული, ღირებულება ჯამში 720. აღნიშნული მომსახურების ღირებულება სულ არის 1117.50 (ერთიათასასჩვიდმეტი ლარი და 50 თეთრი) ლარი.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- „კო--–-–---–-------–-------------–--ში“-ის 2018 წლის 25 იანვრის ცნობა (ს.ფ.61-62).

 

3.22. „ნ-----------------------–---------–---–-----------–---------------------------ის-კურორტული საგზურის ღირებულება განთავსებით ორ-ადგილიან ნომერში აბაზანით 2018 წელს შეადგენს - პაციენტების მკურნალობა ტრამვის შემდგომი მდგომარეობით და ზურგის ტვინისა და ხერხემლის (სპინალური) დაავადების მქონე და სხვა პაციენტებისათვის, რომლებიც გადაადგილდებიან რეაბილიტაციური საშუალებების მეშვეობით - იანვარი აპრილი 3305, მაისი-ივნისი 3330, ივლისის-ოქტომბერი 3765, ნოემბერ-დეკემბერი 3440; მკურნალობა პაციენტებისა, რომლებსაც აქვთ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების, ნერვული სისტემის დაავადებებისა და ტრავმის შემდგომი მდგომარეობა და არ საჭიროებენ დამატებით მესამე პირის დახმარებას - იანვარ-აპრილი 2915, მაისი-ივნისის 2940, ივლისი-ივნისი 3325, ნოემბერი-დეკემბერი 3040. სანატორიუმ-კურორტული საგზურის ღირებულებაში შედის განთავსება, სამკურნალო კვება და სანატორიუმ-კურორტული (რეაბილიტაციური) მკურნალობა, ტრანსფერი (პაციენტი დახვედრა და მიყვანის, აგრეთვე უკან გამგზავრების ორგანიზება სიმფეროპოლის აეროპორტიდან, საკისა და სიმფეროპოლის რკინიგზის სადგურიდან და ავტოსადგურიდან სანატორიუმში), პირადი ავტოტრანსპორტის სადგომი. სანატორიუმში ანგარიშსწორების დრო 8.00.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- „ნ-----------------------–---------–---–-----------–---------------------------ის-კურორტული საგზურის ღირებულების შესახებ ინფორმაცია (ს.ფ.52-53).

 

3.23. „ა---–--–------–------–----------–----ის“ 2018 წლის 18 თებერვლის №2 ინვოისის თანახმად, ადაპტირებული ტრანსპორტით მომსახურების (20 დღე) ღირებულებას შეადგენს 600 ლარს.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ა---–--–------–------–----------–----ის 2018 წლის 18 თებერვლის №2 ინვოისი (ს.ფ.72).

 

3.24. ჰ--------------–----ის 2007 წლის 9 მარტის წერილის თანახმად, ეტლის სერვომატიკით, 50%-იანი ფასდაკლებით, ღირებულებაა 3270 ევრო.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2007 წლის 9 მარტის ელექტრონული ფოსტის ამონაწერი (ს.ფ.128-129).

 

3.25. მ-----–----–---ის 2016 წლის 24 ივნისის წერილის თანახმად, სოპურსის ფირმის მიერ დამზადებული მაღალი ხარისხის ეტლის საბაზისო მოდელის ღირებულებაა 3000 ევრო, რასაც ემატება ფეხის დასაყრდნობის, ხელის დასადების, დასაჯდომი ბალიში და ა.შ ღრებულებები.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 24 ივნისის ელექტრონული ფოსტის ამონაწერი (ს.ფ.132-133).

 

3.26. ბ---–----------ეს 2016 წლის 24 ივნისის წერილის თანახმად, „ქვიქი ქსენონი 2“-ის ეტლის საბაზისო მოდელის ღირებულებაა 2955.39 ევრო, ამასთან, დამატებითი დეტალები და დამატებითი ნაწილები ცალკე იანგარიშება.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 24 ივნისის ელექტრონული ფოსტის ამონაწერი (ს.ფ.135-136).

 

3.27. „ო-----------------------“-ს 2018 წლის 23 იანვრის პროფორმა ინვოისის თანახმად, ეტლი სავარძელის ღირებულებას წარმოადგენს 5326 (ხუთათასსამასოცდაექსვი) ევრო.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ო------------------------ს 2018 წლის 23 იანვრის პროფორმა ინვოისი (ს.ფ.48-51).

 

3.28. 2018 წლის 26 აპრილის ელექტრონული ფოსტის ამონაწერის თანახმად, ეტლების საწარმოს მიერ დამზადებული ელექტრონული ეტლის წონა არის 36-40კგ, მექანიკურის წონა 18-20კგ, ამასთან წონა დამოკიდებულია ეტლის ზომაზე.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 26 აპრილის ელექტრონული ფოსტის ამონაწერი (ს.ფ.127).

 

3.29. „ზრდასრულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის რეაბილიტაცია/აბილიტაციის მომსახურების უზრუნველყოფის თაობაზე“ საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის 18 აგვისტოს №0--------- წინადადების თანახმად, სახალხო დამცველმა შეისწავლა საქართველოში ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ აბილიტაციისა და რეაბილიტაციის უფლების რეალიზების კუთხით არსებულ მდგომარეობა და გამოწვევები, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ საქართველოში მოქმედ სარეაბილიტაციო ცენტრების სერვისები მიუწვდომელია აღნიშნული სამიზნე ჯგუფისთვის. სახელმწიფოს მოქმედი სოციალური პროგრამების ცალკეული კომპონენტები ფრაგმენტულად ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნებს, თუმცა, მის ფარგლებში არ ხდება ყველა შესაბამისი საჭიროების მქონე პირისთვის ადეკვატური სპეციალიზებული სერვისის მიწოდება, ასეთი მომსახურების თვითდაფინანსების შესაძლებლობა კი შშმ პირთა უმრავლესობას არ გააჩნია. მოქმედი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის პროგრამები არ ითვალისწინებს ზრდასრული ასაკის შშმ პირთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის სპეციალიზების მომსახურებას, რომელიც ყველა ასეთი საჭიროების მქონე პირს შესთავაზებდა შესაბამის თერაპიულ ინტერვენციას. „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები გარკვეული სარეაბილიტაციო მომსახურებას იღებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამავდროულად არიან ომის ვეტერანები ან დღის ცენტრის მომსახურების მოსარგებლეები. ამ შემთხვევაშიც, სერვისების მიმღებთა რაოდენობა და შეთავაზებული სერვისის მოცულობა არ შეესაბამება არსებულ საჭიროებას.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- „ზრდასრულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის რეაბილიტაცია/აბილიტაციის მომსახურების უზრუნველყოფის თაობაზე“ საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის 18 აგვისტოს №0--------- წინადადება (ს.ფ.54).

 

3.30. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 20 აპრილის №0------- წერილის თანახმად, 2017 წლის 29 დეკემბრის №601 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამით“ გათვალისწინებული ქვეპროგრამებია (კომპონენტებია): ა) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა; გ) ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა; გ) ბავშვთა რეაბილიტაციის/აბილიტაციის ქვეპროგრამა; დ) ომის მონაწილეთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა; ე) დღის ცენტრების ქვეპროგრამა; ვ) დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა: ვ.ა) სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი; ვ.ბ) საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი; ვ.გ) სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი; ვ.დ) კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი; ვ.ე) ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებით, უსინათლოთა ხელჯოხებითა და გადასაადგილებელი ჩარჩოებით უზრუნველყოფის კომპონენტი. ზ) ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა; თ) დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა; ი) მინდობით აღზრდის ქვეპროგრამა; კ) მცირე საოჯახო ტიპის სახლების ქვეპროგრამა; ლ) მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა; მ) სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამა; ნ) მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამა; ო) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამა.

 

წერილის მიხედვით, „სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტის“ მიზანია შშმ პირების ინდივიდუალურად ადაპტირებადი მექანიკური და ელექტრო სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფა. კომპონენტის ღონისძიებები ითვალისწინებს: სავარძელ-ეტლების ბენეფიციარზე გაცემა და ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით მორგება საჯდომის სიგანის, საზურგის სიმაღლის, ფეხის დასადების მიხედვით; საჭიროების შემთხვევაში სავარძელ-ეტლთან ერთად ნაწილებისგან დამცავი სპეციალური ბალიშის გაცემა; სავარძელ-ეტლების გამოყენებასთან დაკავშირებული სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურების გაწევა; გაცემული სავარძელ-ეტლების საგარანტიო მომსახურება მინიმუმ 24 თვის განმავლობაში; საგარანტიო მომსახურების ვადის ამოწურვამდე გაცემული სავარძელ-ეტლის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში (რაც არ არის გამოწვეული ბენეფიციარის მიზეზით) - მისი უფასო შეცვლა, თუ მისი შეკეთება ვერ ხერხდება საგარანტიო მომსახურების მიღების მოთხოვნით მიმართვიდან 7 კალენდარული დღის ვადაში; ელექტრო სავარძელ-ეტლის შემთხვევაში დამატებით: - ელექტრო სავარძელ-ეტლის ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით მორგება და გადაცემა ხორციელდება ბენეფიციარის საცხოვრებელ ადგილზე; მენჯისა და გვერდითა დამჭერების, მხრების ქამრის, ფეხის დამჭერი ქამრის, თავის დამჭერის, ტერფის კორექტორის, მაგიდისა და ხელის დასადების დამონტაჟება. მართვის პულტი უნდა მონტაჟდებოდეს ბენეფიციარის შესაძლებლობისა და საჭიროებების მიხედვით. ასევე სავარძელ-ეტლების გამოყენებასთან დაკავშირებული ტრენინგების ჩატარება; ელექტრო სავარძელ-ეტლი უნდა იყოს დასაკეცი და მისი მასა არ უნდა აღემატებოდეს 45 კგ-ს; ძრავის სიმძლავრე არანაკლებ 180 W; დატვირთვის მასა არანაკლებ 110 კგ; ელექტრო სავარძელ-ეტლის სახელმძღვანელოს ბენეფიციარისთვის გადაცემა. რაც შეეხება სავარძელ-ეტლების ღირებულებას, მომწოდებელი ორგანიზაცია უზრუნველყოფს პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, მექანიკური სავარძელ-ეტლის შემთხვევაში, 560 ლარად, ხოლო ელექტრო სავარძელ-ეტლის შემთხვევაში - 3580 ლარად; რაც ანაზღაურდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებისათვის - შშმ პირებისათვის გადაცემული ვაუჩერით. აღნიშნული დამხმარე საშუალების მისაღებად სავარძელ-ეტლის საჭიროების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა განცხადებით უნდა მიმართოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ან მის ტერიტორიულ ერთეულს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამასთან, აღნიშნულ განცხადებას თან უნდა ერთოდეს: 1. პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში კი დაბადების მოწმობა და მისი ასლი (პირადობის მოწმობის არქონისას); 2. პირის კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში - პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3. შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი; 4. პირზე გაცემული სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი - ფორმა №IV-50/2, სადაც მითითებული იქნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული სავარძელ-ეტლის საჭიროება.

 

წერილის თანახმად, საოჯახო მომვლელისა და ღამის მომვლელის ან მათ ეკვივალეტურ ცნებას, ამ ფუნქციის მქონე მომსახურების სახეობა არცერთ სამართლებრივ დოკუმენტში განმარტებული ვერ იქნება და არც სახელმწიფო პროგრამით არის გათვალისწინებული ეს მომსახურება. შესაბამისად, მისი საშუალო/საბაზრო ღირებულების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს სამინისტრო. სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულია „მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამა“, რომლის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან 7-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას და ჯანმრთელობის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია/შეუსაბამოა მისი სკოლაში და/ან დღის ცენტრის მომსახურებაში ჩართვა.

 

წერილის მიხედვით, სამედიცინო სარეაბილიტაციო კურსის (კიდურის მასაჟი, ელექტროსტიმულაცია, ინდივიდუალური სამკურნალო ვარჯიში და ჰიდროკინეზოთერაპია) საშუალო/საბაზრო ღირებულება, ზოგადად სამედიცინო მომსახურებების (მათ შორის სარეაბილიტაციო ღონისძიებების) ღირებულება განისაზღვრება იმ სამედიცინო დაწესებულების შიდა სტანდარტით, სად ხდება მომსახურების გაწევა. ასევე ადაპტირებული ტრანსპორტით შშმ პირთა მომსახურება სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული არ არის. შესაბამისად, მისი საშუალო/საბაზრო ღირებულების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს სამინისტრო.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 20 აპრილის №0------- წერილი (ს.ფ.143-149).

 

3.31. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 27 აპრილის №1------------- წერილის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკის ფინანსური დახმარებით 2016 წელს ჩაატარა კონკურსი და მიღებული შედეგების გათვალისწინებით შეისყიდა 143 (ასორმოცდასამი ) ერთეული “MAN”-ის მარკის “Lion's City”-ის მოდელის (12 მეტრიანი) ავტობუსები, (ტევადობა 87 მგზავრი), რომლებშიც ეტლით მოსარგებლე პირთათვის ადაპტირებულია ერთი ადგილი. აღნიშნული M3 კატეგორიის ავტობუსები განკუთვნილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრთა გადაყვანის მიზნით, რომლებიც ჩართულია დედაქალაქში მომუშავე სხვადასხვა 12 მარშრუტზე (N-9,14,21,24,37,39,51,61,87,88,140,150). ამასთან, შპს „თ---–----------------------------------“ მუნიციპალური ტრანსპორტის სახით შშმ პირებისათვის სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები არ გააჩნია.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სასამხურის 2018 წლის 27 აპრილის №1------------- წერილი (ს.ფ.151).

 

3.32. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2018 წლის 26 აპრილის №M------------- წერილით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისაგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია - ითვალისწინებს თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული პროგრამები თუ სხვა წყაროები: 1. საოჯახო მომვლელისა და ღამის მომვლელის ან მათ ეკვივალენტურ ცნებას და არის თუ არა დადგენილი აღნიშნულ მომსახურებებზე საშუალო/საბაზრო ღირებულება; 2. ეტლ-სავარძლების ტიპებს, ფუნქციურ მახასიათებლებსა და მათ საშუალო/საბაზრო ღირებულებას; 3. სამედიცინო სარეაბილიტაციო კურსის (კიდურის მასაჟი, ელექტროსტიმულაცია, ინდივიდუალური სამკურნალო ვარჯიში და ჰიდროკინეზოთერაპია) საშუალო/საბაზრო ღირებულებას და ინფორმაციას - თუ რომელი სამედიცინო დაწესებულებები ახორციელებენ აღნიშნული ტიპის სარეაბილიტაციო კურსებს (შესაბამისი ღირებულების მითითებით); 4. ადაპტირებული ტრანსპორტით მომსახურებასა და აღნიშნული მომსახურების საშუალო/საბაზრო ღირებულებას.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის 2018 წლის პირველი მაისის №1------------- წერილი თანახმად, 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამები, თუმცა ისინი არ ითვალისწინებენ წერილში ჩამოთვლილი მომსახურებების დაფინანსებას, ამასთან, განმცხადებელს ეცნობა, რომ სამედიცინო სარეაბილიტაციო კურსი (მასაჟი და ა.შ.) შესაძლოა დაფინანსდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედი სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების ხელშემწყობი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, პირის მიერ შესაბამისი წესით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2018 წლის 26 აპრილის №M------------- წერილი (ს.ფ.152-154);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის 2018 წლის პირველი მაისის №1------------- წერილი (ს.ფ.167).

 

3.33. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 3 მაისის №-------- წერილის თანახმად, ი------------ს ეცნობა, რომ ზრდასრული შშმ პირებისთვის ბინაზე მოვლის მომსახურება „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში არ ხორციელდება. თუმცა, აღნიშნული მომსახურება ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამების ფარგლებში ხორციელდება ქვეყნის რამდენიმე მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 3 მაისის №-------- წერილი (ს.ფ.168-169).

 

3.34. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 16 მარტის №1------ მიმართვის თანახმად, ი------------ს აუნაზღაურდა სხვა სარეაბილიტაციო თერაპია 250 ლარის ოდენობით.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 16 მარტის №1------ მიმართვა (ს.ფ.170).

 

3.35. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 2011 წლის 20 დეკემბრის №0------ გადაწყვეტილების თანახმად, მ------–--–---–---–ი დაინიშნა სრულწლოვანი პირის, შვილის - ი------------ის მზრუნველად.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 2016 წლის 20 დეკემბრის №0------ გადაწყვეტილება (ს.ფ.115-116).

 

3.36. „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“ 2017 წლის 17 ნოემბრის ცნობის თანახმად, შ--–---–---–--------ს დიაგნოზად განსაზღვრული აქვს I20.0 გიდ: ა----------–--------------------- (პროგრესირებადი), Z95.5 კორონარული სტენტირების შემდგომი მდგომარეობა, თანმხლები დაავადებები - I---------------–-------------------------------------- ვ----------------------------------–-- (პერიფერიული).

 

ცნობის მიხედვით, პაციენტი კლინიკაში მოთავსდა 2017 წლის 15 ნოემბერს, გიდ. მწვავე კორონარული სინდრომის (ST-ელევაციის გარეშე) დიაგნოზით. გამოხატული იყო მოჭერითი ტკივილი გულმკერდის არეში. ტროპონინის ანალიზით მიოკარდიუმის მწვავე დაზიანება გამოირიცხა. ჰოსპიტალიზაციის პერიოდში, მიუხედავად მაქსიმალური ანტიიშემიური თერაპიისა, რამდენჯერმე განმეორდა სტენოკარდიული შეტევა, რომლის კუპირება მოხდა ნიტრომინტის ს/ შესხურებით. თანმხლები რისკ-ფაქტორებისა და ხშირი ანგინოზური ტკივილის გათვალისწინებით ჩატარდა გადაუდებელი კორონაროგრაფია, გამოვლინდა წინა დასწვრივი არტერიის ჰემოდინამიკურად მნიშნელვანი შევიწროვება, სადაც იმპლანტირებულ იქნა ერთი წამლით დაფარული სტენტი. პროცედურა ჩატარდა გართულების გარეშე. ჩატარებული მკურნალობის ფონზე 2017 წლის 17 ნოემბრის დილიდან მიღწეულ იქნა მდგომარეობის სტაბილიზაცია, ტკივილი აღარ განახლებულა. გაეწერა კლინიკიდან საჭირო რეკომენდაციებით და დანიშნულებით.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“ 2017 წლის 17 ნოემბრის ცნობა (ს.ფ.57-60).

 

3.37. „ჯანმრთელობის შესახებ“ 2019 წლის 18 იანვრის ცნობის თანახმად, შ--–---–---–--------ს დიაგნოზად განსაზღვრულია ს-–---–----------------------–-------------------------–--------------------------. სამკურნალო და შრომით რეკომენდაციად განესაზღვრა გინეკოლოგის მეთვალყურეობა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- „ჯანმრთელობის შესახებ“ 2019 წლის 18 იანვრის ცნობა (ს.ფ.125).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 408-ე, 409-ე, 412-ე, 992-ე, 1005-ე მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-17 მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 272-ე მუხლები, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

 

სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმე №23/630), სადაც აღნიშნულია, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა პირის სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები. კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებლის ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე №ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც „ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.

 

ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურებისთვის უნდა არსებობდეს შესაბამისი წინაპირობები. კერძოდ, პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), დამდგარი ზიანი, მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და შედეგს შორის და ზიანის მიმყენებლის ბრალეულობა. მოხელის ქმედება, რომელმაც ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურებრივი მოვალეობიდან და უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული, რაც გამოიხატება პირის შეგნებულ, მიზანმიმართულ უმოქმედობაში ან უხეშ გაუფრთხილებლობაში ანუ პირი შეგნებულად უნდა უშვებდეს პირისათვის ზიანის მიმყენებელი გარემოების დადგომას და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს მის თავიდან ასაცილებლად. ამასთან, ქმედების უკანონობა დადასტურებული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით, რომელიც პირდაპირ მიზეზობრივ კავშირში იქნება დამდგარ ზიანთან. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა კი წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.

 

6.2. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი------------ი დაიბადა 1--- წლის 0--------ს ა---–-------------------------–---------აში. იგი სწავლობდა ა---–-----ის №1 საშუალო სკოლაში. 1--- წლის 24 მაისს, სკოლის დამთავრებისას, ე.წ. „ბოლო ზარზე“, ა---–-----ის №1 საშუალო სკოლის მასწავლებლებმა ი------------ი და მისი კლასელები წაიყვანეს გარდაცვლილი კლასელის სასაფლაოზე. გზაში მასწავლებლებმა გააჩერეს სატვირთო ავტომანქანა, გ-------, სახელმწიფო ნომრით - რ---------, რომელსაც მართავდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი - რ---–-----–------------------–---–ი. ბავშვები, მათ შორის - ი------------ი, დასხდნენ ავტომანქანის ძარაზე და გაუდგნენ გზას. მძღოლმა - რ---–-----–------------------–---–მა ნასვამობის გამო დაარღვია რა საგზაო მოძრაობის წესი, ავტომანქანა გადაბრუნდა, რა დროსაც მოსარჩელე მოჰყვა ავტომანქანის ძარის ქვეშ. ავტოავარიის შედეგად ი------------მა მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება - ზურგის ტვინის დაჟეჟილობა, წელის მე-3 მალის კომპრესიული მოტეხილობა. ა---–-----ის რაიონის სასამართლოს 1--- წლის 25 სექტემბრის განაჩენით მომხდარი ავტოავარიის ფაქტთან დაკავშირებით მძღოლი - რ---–-----–------------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, მასვე მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა. პედაგოგებს, რომლებმაც ი------------ი წაიყვანეს გარდაცვლილი კლასელის სასაფლაოზე დაეკისრათ დისციპლინური პასუხიმსგებლობა - გამოეცხადათ საყვედური.

 

დადგენილია, ასევე, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ი------------ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად დაეკისრა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის გადახდა. ამასთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2013 წლის 16 დეკემბრიდან ი------------ის სასარგებლოდ ყოველთვიურად დაეკისრა სპეციალური სამედიცინო მომვლელის მომსახურების ხარჯის 1180 ლარის ოდენობით და სარჩელის შეტანიდან სარჩოს 800 ლარის ოდენობით ანაზღაურება. (იხ. 3.5, 3.6 და 3.7 ფაქტობრივი გარემოებები).

 

კონკრეტულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს მოპასუხისათვის ი------------ის სასარგებლოდ დაეკისროს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის არსებობამდე საოჯახო მომვლელის ხარჯების, ღამის მომვლელის ხარჯების, ეტლის საფასურის, და-----------–---–--------------–-------–----------------–----–----–------ში ჩასატარებელი სამედიცინო სარეაბილიტაციო კურსის ყოველთვიური საფასურისა და ადაპტირებული ტრანსპორტით მომსახურების საფასურის ანაზღაურება.

 

სარჩელის დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით სასამართლო პირველ რიგში შეაფასებს, არსებობს თუ არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.

 

მითითებული მუხლის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით საქმის წარმოების შეწყვეტა დასაშვებია, თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იგივე სარჩელზე. სარჩელი იგივეა, თუ იგივეა სასარჩელო მოთხოვნა (სარჩელის საგანი), სარჩელის საფუძველი და იგი აღძრულია იმავე მხარეებს შორის, მაგრამ თუ ერთ-ერთი ელემენტი სხვაა, სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ი------------მა 2011 წლის 24 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მის სასარგებლოდ დაეკისროს - სპეციალური სამედიცინო მომვლელის ხარჯის - თვეში 1180 ლარის გადახდა; ყოველთვიური სარჩოს სახით 800 ლარის გადახდა; იმ სარეაბილიტაციო ხარჯების გადახდა, რომელსაც მოსარჩელე გასწევს მომავალში (კერძოდ, წელიწადში ერთხელ სევასტოპოლში); მომავალში მოსალოდნელი ოპერაციის ხარჯების გადახდა, რომელიც გამომდინარე და დაკავშირებული იქნება მოსარჩელის დასახიჩრებასთან; არაქონებრივი ზიანის სახით 300 000 ლარის ანაზღაურება; ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 500 ლარის ანაზღაურება.

 

სასამართლო იზიარებს მოსარჩელის არგუმენტაციას, რომ ღამისა და საოჯახო მომვლელი მომსახურება განსხვავდება ფუნქციურად 2011 წლის 24 იანვრის სასარჩელით მოთხოვნილ სამედიცინო მომვლელის მომსახურებისაგან, რასაც ადასტურებს თ-------------–ის 2018 წლის 23 იანვრის №-- ანგარიშ-ფაქტურა (სადაც ჩამოთვლილია რა შედის ღამის მოვლაში - ჰიგიენურ პროცესებში დახმარება, გამოყოფაში დახმარება, პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება გართულებების თავიდან აცილება) და „კო--–-–---–-------–-------------–--ში“-ის 2018 წლის 25 იანვრის ცნობა (სადაც ჩამოთვლილია, ასევე, ჰიგიენური მოვლა - საწოლის მოწესრიგება, ჰიგიენურ პროცესში დახმარება, სამედიცინო მოვლა - სასიცოცხლო მაჩვენებლის კონტროლი, პროფილაქტიკური ღონისძიებები, მეთვალყურეობა - მარტივი ძირეული). ამასთან, 2017 წლის 10 ნოემბრის ღამის მომვლელის ხელშეკრულების თანახმად, მოვლელი ვალდებულია მოსავლელ პირს ჩაუტაროს ყველა საჭირო პროცედურა და მეთვალყურეობა, რაც მოსავლელ პირს ღამით ესაჭიროება, ხოლო 2017 წლის 10 ნოემბრის საოჯახო მოვლის ხელშეკრულების თანახმად, მომვლელი ვალდებულია მოსავლელ პირს ჩაუტაროს ყველა საჭირო საოჯახო დახმარება.

 

რაც შეეხება სარეაბილიტაციო კურსის საჭიროებას მოსარჩელისთვის, მას იგი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე წარმოეშვა, მას შემდეგ რაც 2011 წლის 24 იანვრის სარჩელზე კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლო გადაწყვეტილებები (იხ. 3.9-3.13 ფაქტობრივი გარემოებები). შესაბამისად, დაუსაბუთებელია მოპასუხის პოზიცია, რომ სარეაბილიტაციო კურსის ყოველთვიური საფასურის გადახდის მოთხოვნა განსახილველ შემთხვევაში არის საფუძველი აღნიშნული საქმის განხილვის შეწყვეტისა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

დაუსაბუთებელია, ასევე, მოპასუხის არგუმენტაცია საქმის განხილვის შეწყვეტასთან დაკავშირებით იმავე საფუძვლით, ეტლის საფასურისა და ადაპტირებული ტრანსპორტით მომსახურების საფასურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, რადგან არათუ იდენტური, არამედ მსგავსი მოთხოვნა მოსარჩელეს არ დაუყენებია 2011 წლის 24 იანვრის სარჩელით.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის განხილვის შეწყვეტის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუქნტის საფუძლები, რადგან მართალია იმავე მხარეებს შორის, იმავე სამართლებრივი საფუძვლით ხდება შედავება, თუმცა განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილია განსხვავებული სასარჩელო მოთხოვნები.

 

6.3. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ასევე აფასებს სარჩელის ხანდაზმულობის საკითხს.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

სასამართლო დამატებით მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებას №ბ---------------- საქმეზე, სადაც განმარტებულია, რომ „სამედიცინო მომვლელის ხარჯის, ყოველთვიური სარჩოს, სარეაბილიტაციო მკურნალობის ხარჯის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარი არ არის საკმარისად დასაბუთებული. მოსარჩელის მოთხოვნათა ეს ნაწილი პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებათა რიგს განეკუთვნება, რომელზედაც ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა, რომლის ათვლაც გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. პერიოდულად შესასრულებელი თითოეული ვალდებულების დარღვევა ცალ-ცალკე წარმოშობს მოთხოვნის უფლებას და ცალკე ქმნის ხანდაზმულობის ვადას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ი.გ-ი ითხოვს მიყენებული ტრავმის შედეგად მომავალში და არა წარსულში გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, ამასთანავე 1--- წელს მომხდარი ავარიის შედეგად დამდგარი ზიანი განგრძობადი ხასიათისაა, მიყენებული ზიანის შედეგად მოსარჩელეს გაეზარდა მოთხოვნილებები დაკავშირებული ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები. მომვლელის, სარჩოს დაკისრების მოთხოვნა შესაძლოა არ წამოიშვას დაზიანებისთანავე, ეს მოთხოვნა შესაძლოა მკურნალობის უშედეგობის გამო დადგეს, რის გამო ამგვარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა დადგენილია არა საქართველო სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის დანაწესით, არამედ საქართველო სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით, მოთხოვნის აღნიშნული ნაწილი ეფუძნება საქართველო სამოქალაქო კოდექსის 408.2 მუხლის დანაწესს, რის გამო ამ მოთხოვნის ხანდაზმულობის დადგენა ხანდაზმულობის ზოგად წესს უნდა დაემყაროს. სარჩოს დანიშვნის სხვა შემთხვევები (მაგ.მშობლის მიერ არასრულწლოვანი შვილისთვის სარჩოს გადახდა, შვილის მიერ მშობლის რჩენის ვალდებულება), უკავშირდება მხოლოდ სარჩოს გადახდის საჭიროებას და არ არის დაკავშირებული მოთხოვნის წარმოშობის მომენტის ხანდაზმულობასთან. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე სადავოდ არ ხდის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ხოლო პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებში თვითოეული პერიოდი ცალკე ხანდაზმულობის ვადას ქმნის და მოთხოვნილია არა წარსული პერიოდის, არამედ მხოლოდ სამომავლო ხარჯების ანაზღაურება, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ პერიოდულად შესასრულებელ მოთხოვნებთან დაკავშირებით უარის თქმა არ არის სათანადოდ დასაბუთებული, მით უფრო, რომ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონი სპეციალური სამედიცინო მომვლელის დანიშვნას არ ზღუდავს ინვალიდობის დადგენის მომენტიდან კონკრეტული ვადით. ამდენად, მოქმედი კანონმდებლობით სათანადო საჭიროებისას პირს აქვს შესაძლებლობა მისთვის მისაღებ დროს მოითხოვოს სამედიცინო მომვლელის დანიშვნა.“

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნები განეკუთვნება პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას ხანდაზმულობის ვადა კონკრეტული შესრულების დარღვევიდან აითვალოს. შესაბამისად, დაუსაბუთებელია მოპასუხის არგუმენტაცია სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.

 

6.4. მოსარჩელისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლზე, რომლის პირველი-მესამე ნაწილების თანახმად, 1. იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. 2. თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. 3. დაზარალებულს უფლება აქვს მკურნალობის ხარჯები მოითხოვოს წინასწარ. იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როცა აუცილებელი ხდება პროფესიული გადამზადება.

 

ამავე კოდექსის 409-ე მუხლის მიხედვით, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

აღნიშნული კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების მთავარ მიზანს წარმოადგენს მიყენებული დანაკლისის გამოსწორება. მთელ რიგ შემთხვევებში დაზარალებულს უნდა ჰქონდეს უფლება დამზიანებლისაგან მოითხოვოს ფულადი ანაზღაურება განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საქმე ეხება ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებას. ამასთან, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანებამ შესაძლებელია განაპირობოს დაზარალებულის მოთხოვნილებათა გაზრდა დროთა განმავლობაში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. ამ შემთხვევაში აუცილებელია სახეზე იყოს დაზიანებით გამოწვეული, ხანგრძლივი და რეგულარული ხასიათის მქონე დანახარჯები, რამაც უნდა გამოასწოროს უნარშეზღუდულობით გამოწვეული ზიანი.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადგენილია, რომ საქართველოს განათლების სამინისტროს თანამშრომლების მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების საფუძველზე ი------------ს მიადგა ზიანი.

 

საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის შესახებ ცნობებით დგინდება, რომ ი------------ის დიაგნოზია G----------–---ა, თანმხლებ დაავადებებად განსაზღვრულია რ----------–--------------ა, ქრონიკული ვ---------–-----------ი C, ქ---–-–--------. მას დაკარგული აქვს შრომის უნარი, არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება და ესაჭიროება მუდმივი რეაბილიტაციური მკურნალობა სპეციალიზებულ კლინიკაში (იხ. 3.8-3.13 ფაქტობრივი გარემოებები).

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 20 აპრილის №0------- წერილზე, რომლის თანახმად, ზოგადად სამედიცინო მომსახურებების (მათ შორის სარეაბილიტაციო ღონისძიებების) ღირებულება განისაზღვრება იმ სამედიცინო დაწესებულების შიდა სტანდარტით, სად ხდება მომსახურების გაწევა. ასევე ადაპტირებული ტრანსპორტით შშმ პირთა მომსახურება სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული არ არის.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 27 აპრილის №1------------- წერილის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკის ფინანსური დახმარებით 2016 წელს ჩაატარა კონკურსი და მიღებული შედეგების გათვალისწინებით შეისყიდა 143 (ასორმოცდასამი ) ერთეული “MAN”-ის მარკის “Lion's City”-ის მოდელის (12 მეტრიანი) ავტობუსები, (ტევადობა 87 მგზავრი), რომლებშიც ეტლით მოსარგებლე პირთათვის ადაპტირებულია ერთი ადგილი. აღნიშნული M3 კატეგორიის ავტობუსები განკუთვნილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრთა გადაყვანის მიზნით, რომლებიც ჩართულია დედაქალაქში მომუშავე სხვადასხვა 12 მარშრუტზე (N-9,14,21,24,37,39,51,61,87,88,140,150). ამასთან, შპს „თ---–----------------------------------“ მუნიციპალური ტრანსპორტის სახით შშმ პირებისათვის სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები არ გააჩნია.

 

საქმეში წარმოდგენილი შპს „და-----------–---–--------------–-------–----------------–----–----–------ის“ 2017 წლის 22 ნოემბრის კალკულაციის თანახმად, ი------------ისათვის ჩასატარებელი სამედიცინო მომსახურების ღირებულებაა - კიდურის მასაჟი, 12-ჯერ, ღირებულება ჯამში 240 ლარი, ელექტროსტიმულაცია 12-ჯერ ღირებულება ჯამში, ინდივიდუალური სამკურნალო ვარჯიში 12-ჯერ ღირებულება ჯამში 240 ლარი, ჰიდროკინეზოთერაპია 12-ჯერ ღირებულება ჯამში 360 ლარი, სულ გადასახდელი თანხა 1080 ლარი. ამასთან, „ა---–--–------–------–----------–----ის“ 2018 წლის 18 თებერვლის №2 ინვოისის თანახმად, ადაპტირებული ტრანსპორტით მომსახურების (20 დღე) ღირებულებას შეადგენს 600 ლარს.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სამედიცინო ჩვენებებიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩნება-გაუმჯობესების მიზნით, ესაჭიროება სარეაბილიტაციო მკურნალობა, რომლის მიღების შესაძლებლობას იძლევა შპს „და-----------–---–--------------–-------–----------------–----–----–------ი“, ასევე, მოსარჩელეს არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება, ხოლო სახელმწიფო სოციალური პროგრამების ფარგლებში ასეთი მომსახურება არ არის გათვალისწინებული, შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ტრანსპორტირების ხარჯებიც. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადგენილია მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანში მოპასუხის პასუხისმგებლობის ფაქტი, ვინაიდან მოსარჩელეს წარმოეშვა დამატებითი საჭიროებები, შესაბამისად მოპასუხე ვალდებულია უზრუნველყოს ასეთი დამატებითი ხარჯების დაფარვა, რაც განსახილველ შემთხვევაში გამოიხატება შპს „და-----------–---–--------------–-------–----------------–----–----–------ში“ სარეაბილიტაციო მკურნალობაზე გაწეული ხარჯისა და ადაპტირებული ტრანსპორტით მომსახურების საფასურის ანაზღაურებაში.

 

6.5. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს, ასევე, როგორც ზევით აღინიშნა, საოჯახო და ღამის მომვლელის მომსახურებაზე გადასახდელი თანხის ანაზღაურება, ასევე, ეტლის შესაძენად გასაწევი ხარჯების ანაზღაურება.

 

სასამართლო აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნების დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით მოიხმობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლს, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი სტანდარტის შესაბამისად, არ შეიძლება მხარეს მოეთხოვებოდეს იმაზე მეტის მტკიცება, ვიდრე ეს მას ობიექტურად შეუძლია. აღნიშნული მიდგომა მოიცავს მტკიცებულებათა მოპოვების ობიექტურ შესაძლებლობას, რის გამოც, გარკვეული კატეგორიის საქმეებში, ე.წ. „სუსტ“ მხარეს, შესაძლოა, შეუმსუბუქდეს მისთვის სასარგებლო ფაქტების მტკიცების ვალდებულება, თუმცა, მტკიცების ტვირთის შებრუნებისა და მოპასუხეზე გადაკისრების შემთხვევაშიც კი, მოსარჩელეს ევალება, შექმნას გარკვეული პრეზუმფცია, გონივრული ვარაუდი მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ი------------ს ჰყავს სამედიცინო მომვლელი, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელისათვის ღამისა და საოჯახო მომვლელის დანიშვნის აუცილებლობას. გარდა ამისა, ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს ღამისა და საოჯახო მომვლელის დანიშვნის შესაძლებლობას. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების იურიდიული და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას ეტლის შეძენასთან დაკავშირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ორგანიზაციას უწევს და ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამედიცინო, პროფესიული და სოციალური რეაბილიტაციის სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას, რაც წარმოადგენს ორგანიზმის დარღვეული ან დაკარგული ფუნქციების, თვითმომსახურების, სხვადასახვაგვარი პრფესიული საქმიანობის უნარის აღდგენისა და კომპენსაციისათვის გამიზნულ ღონისძიებათა კომპლექსს, აგრეთვე საშუალებას აძლევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ ებს იცხოვრონ სრულფასოვნად და უზრუნველყონ თავიანთი უფლებებისა და პოტენციური შესაძლებობების რეალიზაცია.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, ასევე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 20 აპრილის №0------- წერილზე, რომლის თანახმად, 2017 წლის 29 დეკემბრის №601 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამით“ გათვალისწინებულ ერთ-ერთ ქვეპროგრამას წარმოადგენს დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, რომელიც მოიცავს, მათ შორის, სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფის კომპონენტს. წერილის მიხედვით, „სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტის“ მიზანია შშმ პირების ინდივიდუალურად ადაპტირებადი მექანიკური და ელექტრო სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფა. კომპონენტის ღონისძიებები ითვალისწინებს: სავარძელ-ეტლების ბენეფიციარზე გაცემა და ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით მორგება საჯდომის სიგანის, საზურგის სიმაღლის, ფეხის დასადების მიხედვით; საჭიროების შემთხვევაში სავარძელ-ეტლთან ერთად ნაწილებისგან დამცავი სპეციალური ბალიშის გაცემა; სავარძელ-ეტლების გამოყენებასთან დაკავშირებული სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურების გაწევა; გაცემული სავარძელ-ეტლების საგარანტიო მომსახურება მინიმუმ 24 თვის განმავლობაში; საგარანტიო მომსახურების ვადის ამოწურვამდე გაცემული სავარძელ-ეტლის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში (რაც არ არის გამოწვეული ბენეფიციარის მიზეზით) - მისი უფასო შეცვლა, თუ მისი შეკეთება ვერ ხერხდება საგარანტიო მომსახურების მიღების მოთხოვნით მიმართვიდან 7 კალენდარული დღის ვადაში; ელექტრო სავარძელ-ეტლის შემთხვევაში დამატებით: - ელექტრო სავარძელ-ეტლის ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით მორგება და გადაცემა ხორციელდება ბენეფიციარის საცხოვრებელ ადგილზე; მენჯისა და გვერდითა დამჭერების, მხრების ქამრის, ფეხის დამჭერი ქამრის, თავის დამჭერის, ტერფის კორექტორის, მაგიდისა და ხელის დასადების დამონტაჟება. მართვის პულტი უნდა მონტაჟდებოდეს ბენეფიციარის შესაძლებლობისა და საჭიროებების მიხედვით. ასევე სავარძელ-ეტლების გამოყენებასთან დაკავშირებული ტრენინგების ჩატარება; ელექტრო სავარძელ-ეტლი უნდა იყოს დასაკეცი და მისი მასა არ უნდა აღემატებოდეს 45 კგ-ს; ძრავის სიმძლავრე არანაკლებ 180 W; დატვირთვის მასა არანაკლებ 110 კგ; ელექტრო სავარძელ-ეტლის სახელმძღვანელოს ბენეფიციარისთვის გადაცემა. რაც შეეხება სავარძელ-ეტლების ღირებულებას, მომწოდებელი ორგანიზაცია უზრუნველყოფს პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, მექანიკური სავარძელ-ეტლის შემთხვევაში, 560 ლარად, ხოლო ელექტრო სავარძელ-ეტლის შემთხვევაში - 3580 ლარად; რაც ანაზღაურდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებისათვის - შშმ პირებისათვის გადაცემული ვაუჩერით. აღნიშნული დამხმარე საშუალების მისაღებად სავარძელ-ეტლის საჭიროების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა განცხადებით უნდა მიმართოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ან მის ტერიტორიულ ერთეულს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამასთან, აღნიშნულ განცხადებას თან უნდა ერთოდეს: 1. პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში კი დაბადების მოწმობა და მისი ასლი (პირადობის მოწმობის არქონისას); 2. პირის კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში - პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3. შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი; 4. პირზე გაცემული სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი - ფორმა №IV-50/2, სადაც მითითებული იქნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული სავარძელ-ეტლის საჭიროება.

 

ზემოაღნიშნულის გათალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მხრიდან არ მომხდარა დასაბუთება მის მიერ მოთხოვნილი კონკრეტული ეტლის სამედიცინო საჭიროების აუცილებლობის შესახებ, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში სარჩელი არის დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები, სასწავლო-საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები – ყველა სარჩელზე, ხოლო „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე. შესაბამისად, მხარეები გათავისუფლებული არიან ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ი------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ი------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად სარეაბილიტაციო ხარჯის 1080 (ათასოთხმოცი) ლარისა და ადაპტირებული ტრანსპორტით მომსახურების საფასურის ყოველთვიურად 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით გადახდა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან მოსარჩელის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის არსებობამდე.

 

3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

4. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე