გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/20--4-18
გადაწყვეტილება - დაუსწრებელი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13 ივნისი, 20-9 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლია ავალიშვილი
სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი
მოსარჩელე – სს ,,თე-–--ი“
წარმომადგენელი – ვა----------------ე
მოპასუხეები – თი---------–---ი, ელ--------------ე, ნა---------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 სს "თე-–--ი”-ს სასარგებლოდ მოპასუხეებს - თი---------–---ს, ელ--------------ესა და ნა---------ეს სოლიდარულად დაეკისროთ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების - 305.98 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
თი---------–---ი, ნა---------ე და ელ--------------ე არიან სს "თე-–--ის" აბონენტები, აბონენტის ნომერია #0-----6.
დღეის მდგომარეობით მოპასუხეებს სს „თე-–--ი“-ს მიმართ ერიცხებათ დავალიანება 305.98 ლარი.
დავალიანება წარმოშობილია ელექტროენერგიის ღირებულების გადაუხდელობით. სს „თე-–--ი“ მოპასუხეებს ამარაგებს ელექტროენერგიით და ისინი ვალდებულნი არიან გადაიხადონ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური.
სს „თე-–--ი“ და მოპასუხეები - ნა---------ე, თი---------–---ი და ელ--------------ე (აბონენტის #0-----6) იმყოფებიან ერთმანეთის მიმართ სახელშეკრულებო ურთიერთობაში. მოპასუხეებს გააჩნიათ მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანება 305.98 ლარის ოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ სს „თე-–--ი“ აწვდის ელექტროენერგიას მოპასუხეს, იგი არ იხდის მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს.
მოპასუხე მოიხმარს ელექტროენერგიას, რომელიც აღირიცხება მრიცხველზე, მაგრამ არ ხორციელდება დავალიანების დაფარვა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებს - ნა---------ესა და თი---------–---ს სარჩელთან დაკავშირებით წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.
სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა მოპასუხე ნა---------ე, რომელმაც სარჩელი არ ცნო და სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ სააბონენტო მისამართზე - ქ.თბილისი, ქუჩა პე-----–ი, #1-, ბინა #1-, ს/კ # 0-.1--0--0--.0--.0-.01-, არასოდეს უცხოვრია და არც ელექტროენერგია მოუხმარია.
მოპასუხე თი---------–---ი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
2.2. მოპასუხე ელ--------------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. შესაგებელში აღნიშნა, რომ სააბონენტო მისამართზე - ქ.თბილისი, ქუჩა პე-----–ი, #1-, ბინა #1-, ს/კ # 0-.1--0--0--.0--.0-.01-, ფაქტობრივად არ ცხოვრობს, არ მოიხმარს ელექტროენერგიას და არც გადახდის ვალდებულება გააჩნია.
ელ--------------ე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოპასუხეებს - თი---------–---ს, ნა---------ესა და ელ--------------ეს საკუთრებაში გააჩნიათ უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, ქუჩა პე-----–ი, #1-, ბინა #1-, ს/კ # 0-.1--0--0--.0--.0-.01-, საიდანაც თი---------–---ის საკუთრებაშია 12/24 ნაწილი, ნა---------ის საკუთრებაშია 2/24 ნაწილი, ხოლო და ელ--------------ის საკუთრებაშია 7/24 ნაწილი.
თი---------–---ი, ნა---------ე და ელ--------------ე არიან სს "თე-–--ის" აბონენტები, აბონენტის ნომერია #0-----6.
მოპასუხე მხარეს სს „თე-–--ი“-ს მიმართ ერიცხება დავალიანება 305.98 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აბონენტის ბრუნვის ისტორია და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 18-21);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. სს ,,თე-–--ის” აბონენტის N 0-----6 დავალიანება 305.98 ლარის ოდენობით, მოიცავს 201- წლის დეკემბრის თვიდან 20-7 წლის აპრილამდე მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 18-19);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხეებმა ნა---------ემ და ელ--------------ემ სადავო გახადეს მისამართზე - თბილისი, პე-----–ის 1-, ბინა - 1--ში ცხოვრებისა და მათ მიერ აღნიშნულ მისამართზე ელექტროენერგიის მოხმარების ფაქტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
მოპასუხე ელ--------------ის მიერ მითითებული სადავო გარემოება წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს მტკიცების მაღალი სტანდარტით ევალება დაადასტუროს სადავო გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
სასამართლო თვლის, რომ მოპასუხე ელ--------------ეს არ წარმოუდგენია უტყუარი მტკიცებულებები იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ სააბონენტო მისამართზე - ქ.თბილისი, ქუჩა პე-----–ი, #1-, ბინა #1-, ს/კ # 0-.1--0--0--.0--.0-.01-, ფაქტობრივად არ ცხოვრობს და არ მოიხმარს ელექტროენერგიას. ამასთან, 20-9 წლის 29 მაისის სასამართლო სხდომაზე ელ--------------ე არ გამოცხადდა.
20-9 წლის 29 მაისის სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ნა---------ემ განმარტა, რომ მისამართზე - ქ.თბილისი, ქუჩა პე-----–ი, #1-, ბინა #1-, ს/კ # 0-.1--0--0--.0--.0-.01-, არასდროს უცხოვია და არც ელექტროენერგია მოუხმარია. მან წარმოადგინა ელექტროენერგიის გადახდის ქვითრები, სალაროს შემოსავლის ორდერები და ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. აღნიშნული დოკუმენტებით დასტურდება, რომ მოპასუხე ნა---------ე უწყვეტად ცხოვრობს ქ. თბილისში, მისამართზე - კო---------–--------ა #5 და სწორედ ამ მისამართზე იხდის ის მუდმივად კომუნალურ გადასახადებს, ასევე იღებს შემწეობას. ამავე დროს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-9 წლის 29 მაისის სხდომაზე მოპასუხე ნა---------ის შუამდგომლობის საფუძველზე დაიკითხა მოწმე - თინათინ კოხტაშვილი, რომელმაც დაადასტურა, რომ მოპასუხე ნა---------ეს არასოდეს უცხოვრია მისამართზე - თბილისი, პე-----–ის N 1-, ბინა 1-, ის დღესაც ცხოვრობს მისამართზე - ქ.თბილისი, კო---------–--------ა #5 .
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლოს მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ ნა---------ე საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად მესაკუთრედ ირიცხება მისამართზე - ქ.თბილისი, ქუჩა პე-----–ი, #1-, ბინა #1-, ს/კ # 0-.1--0--0--.0--.0-.01-, მას სს "თე-–--ის" სააბონენტო ნომერზე #0-----6 არსებული ელექტროენერგიის დავალიანების გადახდა არ უნდა დაეკისროს, რადგან აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობს და არ მოუხმარია ელექტროენერგია .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კომუნალური გადასახადების ქვითრები და სალაროს შემოსავლის ორდერები, ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ს.ფ. 81-94);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- მოწმის ჩვენება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სს "თე-–--ი"-ს სარჩელი ნა---------ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
ამასთან, სს "თე-–--ი"-ს სარჩელი მოპასუხეების თი---------–---ისა და ელ--------------ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 230-ე მუხლით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 477-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა.
სს ,,თე-–--ი“ აბონენტს #0-----6 მისამართზე, ქ.თბილისი, ქუჩა პე-----–ი, #1-, ბინა #1-, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აწვდიდა ელექტროენერგიას. აბონენტი ვალდებული იყო გადაეხადა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური.
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 200- წლის 20 სექტემბრის #10 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის მიწოდების, მომსახურებისა და მოხმარების პირობების” მე-15 მუხლის თანახმად, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური ქვითარში მითითებულ ვადაში, რომელიც შეადგენს მრიცხველის ბოლო ჩვენების დაფიქსირებიდან არანაკლებ 15 კალენდარულ დღეს. ქვითარი მომხმარებელს მიეწოდება ყოველი თვის დაახლოებით ერთსა და იმავე დღეს.
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” მე-9 მუხლის თანახმად, მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით. მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა და საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად (საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისად). საცალო მომხმარებელმა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაიხადოს ქვითარში მითითებულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები. თუ გადახდის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს და ამ დღეებში გადახდის პუნქტები არ მუშაობს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
დღეის მდგომარეობით აბონენტს #0-----6 სს ,,თე-–--ის“ მიმართ გააჩნია მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანება - 305.98 ლარი.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.
ამავე კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებით ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.
სასამართლომ დადგენილად მიაჩნია, რომ ნა---------ეს სს "თე-–--ის" სააბონენტო ნომერზე #0-----6 არსებული ელექტროენერგიის დავალიანების გადახდა არ უნდა დაეკისროს, რადგან ნა---------ე აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობს და არც ელექტროენერგიას მოიხმარს.
ამდენად, სარჩელში მითითებული სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებებიდან არ გამომდინარეობს ნა---------ისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივი წინაპირობები. მოსარჩელე ვერ ასაბუთებს ნა---------ისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნის საფუძვლიანობას, რის გამოც სს "თე-–--ი" არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს მისგან მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების დაკისრება.
ამასთან, სს „თე-–--ი“-ს სარჩელი მოპასუხეების ელ--------------ისა და თი---------–---ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანით.
6.2. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასამართლო სხდომა დაინიშნა 20-9 წლის 29 მაისს 14:00 საათზე.
სასამართლოს სხდომის შესახებ მოპასუხეები ელ--------------ე და თი---------–---ი გაფრთხილებულნი იყვნენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით. კერძოდ, მოპასუხე ელ--------------ეს სხდომის შესახებ ეცნობა ტელეფონის საშუალებით (იხ. სატელეფონო აქტი), ხოლო მოპასუხე - თი---------–---ს პირადად ჩაბარდა სასამართლო უწყება კურიერის მეშვეობით (იხ. სასამართლო ხელწერილი).
20-9 წლის 29 მაისის 14:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს სხდომაზე მოპასუხეები -თი---------–---ი და ელ--------------ე არ გამოცხადებულან, მათ არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებიათ სასამართლოსთვის.
მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო იშუამდგომლა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
ამდენად, მოპასუხის საწინააღმდეგოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოწმდება სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს თუ არა სარჩელის მოთხოვნას.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეების - ელ--------------ისა და თი---------–---ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელის მიერ მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 477-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
უდავოა, რომ სს „თე-–--ი“ აწვდიდა ელექტროელერგიას საქმეში არსებულ მისამართზე რეგისტრირებულ აბონენტს, და შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს გახარჯული ელექტროენერგიის ანაზღაურება მოპასუხეებისგან.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 50.00 ლარი.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება ელ--------------ისა და თი---------–---ის მიმართ, მათ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა გადახდეთ 50.00 ლარი, სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 230-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 250-ე, 257-ე, 2591-ე, 365-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „თე-–--ი“-ს სარჩელი მოპასუხეების - ნა---------ის, თი---------–---ისა და ელ--------------ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ გამოტანილი იქნეს ნაწილობრივ დაუსწრებელი გადაწყვეტილება;
2. მოპასუხეებს თი---------–---სა და ელ--------------ეს სს „თე-–--ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის - 305.98 ლარის გადახდა.
3. სს "თე-–--ი"-ს სარჩელი მოპასუხე ნა---------ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს.
4. მოპასუხეებს თი---------–---სა და ელ--------------ეს მოსარჩელე სს ,,საქართველოს ბანკი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 50.00 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
5. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თი---------–---ისა და ელ--------------ის მიმართ თანხის გადახდის დაკისრების თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მხარეთათვის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
8. განემარტოთ მხარეებს, რომ ვინაიდან განხილულ დავაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 (ორი ათას) ლარს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
მოსამართლე ლია ავალიშვილი