გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N 101210019002885267
2/73 -19 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
03.06.2019 წელი ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე: ს.ს.,, ლ-------------ი“
წარმომადგენელი: ლ--–---------ა
მოპასუხე: ს---------–---–---–ი
დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა მოსარჩელე - ს.ს ” ლ-------------ი”-ს (ს/კ 2--------) წარმომადგენელმა, მოპასუხე - ს---------–---–---–ის (პ/ნ 5----------) მიმართ, ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით.
მოსარჩელე განმარტავს, რომ 2018 წლის 11 იანვარს ს---------–---–---–ზე გაცემული იქნა სწრაფი სესხი (LIBERTY EX{PRESS) 1500 ლარის ოდენობით; ვადა განისაზღვრა 24 თვე; კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთია 68%, ყოველთვიური შესატანის ოდენობა 115.86 ლარი ხოლო მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია გადაუხადოს კრედიტორს ვადაგადაცილების პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული თანხის 0.4%-ის ოდენობით; სს "ლ-------------მა" შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და გასცა საბანკო კრედიტი, რის შემდეგაც წარმოეშვა აღნიშნული თანხის შეთანხმებული პირობებით მოთხოვნის უფლება, მოპასუხემ კი დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 2018 წლის 12 თებერვალს და დღემდე არ ასრულებს; აღნიშნულიდან გამომდინარე, 2019 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით ს.ს „ლ-------------ის“ მიმართ, სესხზე N21039750 ერიცხება დავალიანება 3198.75 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა-1500 ლარი; პროცენტი- 1040.86 ლარი, და ჯარიმა 657.89 ლარი;
სასარჩელო მოთხოვნაა მოპასუხე ს---------–---–---–ს (პ/ნ 5----------) დაეკისროს შემცირებული დავალიანების 3040.86 (სამიათასორმოცი ლარი და ოთხმოცდაექვსი თეთრი) ლარის გადახდა მოსარჩელე ს.ს „ლ-------------ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ; საიდანაც ძირი თანხაა-1500 ლარი, პროცენტი- 1040.86 ლარი, ჯარიმა 500 ლარი; ასევე სახელმწიფო ბაჟის დაკისრება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოცემულ სარჩელზე მოპასუხე ს---------–---–---–მა შესაგებელში და სასამართლოს სხდომაზე მიუთითა, რომ სარჩელს ცნობს ნაწილობრივ. მსესხებელი განმარტავს, რომ მართალია მან აიღო ს.ს „ლ-------------იდან“ სესხი 1500 ლარის ოდენობით, მაგრამ მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო მისი გადახდა ვეღარ შეძლო და მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა იგი თანახმაა დაფაროს სესხის ძირი თანხა 1500 ლარის ოდენობით ეტაპობრივად;
- (იხ. შესაგებელი და სხდომის ოქმი )
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2018 წლის 11 იანვარს ს---------–---–---–ზე გაცემული იქნა სწრაფი სესხი (LIBERTY EX{PRESS) 1500 ლარის ოდენობით; ვადა განისაზღვრა 24 თვე; კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთია 68%, ყოველთვიური შესატანის ოდენობა 115.86 ლარი ხოლო მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია გადაუხადოს კრედიტორს ვადაგადაცილების პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული თანხის 0.4%-ის ოდენობით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება და სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ.15-34)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.2. 2019 წლის 15 თებერვალს გაცემული დავალიანების ცნობის მიხედვით მოპასუხის მიერ გადასახდელი თანხა შეადგენს 3204 ლარს და 34 თეთრს, საიდანაც ძირითადი თანხაა 1500 ლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი შეადგენს 1040.86 ლარი, სესხზე ვადაგადაცილებული ჯარიმა შეადგენს 657.89 ლარს, თუმცა სასარჩელო მოთხოვნით ჯარიმა შემცირებულია 500 ლარამდე.
2018 წლის 12 თებერვლიდან მოპასუხემ დაარღვია სესხის გადახდის გრაფიკი, მას გაეგზავნა გაფრთხილების წერილები გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის თაობაზე, თუმცა სესხი არ იქნა გადახდილი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ.40)
- გაფრთხილების წერილები (ს.ფ.35-36)
- მხარეთა განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ ს.ს. ,, ლ-------------ი”-ს სარჩელი ს---------–---–---–ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ ძირითადი თანხის და დარიცხული საპროცენტო სარგებლის მოთხოვნა შეესაბამება კანონს. პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს გონივრულ ფარგლებში.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 403-ე, 405-ე, 407-ე, 414-ე, 417-ე, 418-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, 799-ე, 891-ე და 895-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეებმა აიღეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. მითითებული ნორმებიდან სახეზეა სესხის ხელშეკრულება (სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი )
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
6.5.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. თუ შეთანხმებით გათვალისწინებული ცვალებადი საპროცენტო განაკვეთისა და მისი სიდიდის განსაზღვრა შეეძლო კრედიტის გამცემს,იგი ვალდებულია ეს განსაზღვროს სამართლიანობის საფუძველზე; იგი ასევე მოვალეა საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გაზრდას ან შემცირებას შეუსაბამოს თავისი საპროცენტო განაკვეთი.
2018 წლის 11 იანვარს ს---------–---–---–ზე გაცემული იქნა სწრაფი სესხი (LIBERTY EX{PRESS) 1500 ლარის ოდენობით; ვადა განისაზღვრა 24 თვე; კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთია 68%, ყოველთვიური შესატანის ოდენობა 115.86 ლარი ხოლო მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია გადაუხადოს კრედიტორს ვადაგადაცილების პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული თანხის 0.4%-ის ოდენობით; სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად მასში აღნიშნულ სარგებელთან.
2019 წლის 15 თებერვალს გაცემული დავალიანების ცნობის მიხედვით მოპასუხის მიერ გადასახდელი თანხა შეადგენს 3204 ლარს და 34 თეთრს, საიდანაც ძირითადი თანხაა 1500 ლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი შეადგენს 1040.86 ლარი, სესხზე ვადაგადაცილებული ჯარიმა შეადგენს 657.89 ლარს, თუმცა სასარჩელო მოთხოვნით ჯარიმა შემცირებულია 500 ლარამდე.
2018 წლის 12 თებერვლიდან მოპასუხემ დაარღვია სესხის გადახდის გრაფიკი, ჩაბარდა გაფრთხილების წერილები გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის თაობაზე, თუმცა სესხი არ იქნა გადახდილი;
6.6. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული და განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის ხელშეკრულების თანახმად ვადაგადაცილების პირგასამტეხლო იყო ვადაგადაცილებული თანხის 0,4 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
მოცემულ საქმეზე სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს გონივრულ ფარგლებში, კერძოდ ძირი თანხის 10 პროცენტამდე;
6.8. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
1.1. ამდენად სასამართლო თვლის, რომ ს---------–---–---–ს (პ/ნ 5----------) უნდა დაეკისროს სს.,, ლ-------------ი“-ს სასარგებლოდ 2690 ლარისა და 86 თეთრის გადახდა (საიდანაც 1500 ლარი ძირი თანხა, 1040 ლარი და 86 თეთრი არის პროცენტი და 150 ლარი არის პირგასამტეხლო)
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად „თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.ს.ს. ,, ლ-------------ის“-ს (ს/კ2--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.2. ს---------–---–---–ს (პ/ნ5----------) დაეკისროს სს.,, ლ-------------ი“-ს სასარგებლოდ 2690 (ორიათასექვსასოთხმოცდაათი) ლარისა და 86(ოთხმოცდაექვსი) თეთრის გადახდა (საიდანაც 1500 ლარი ძირი თანხა, 1040 ლარი და 86 თეთრი არის პროცენტი და 150 ლარი არის პირგასამტეხლო)
2. ს---------–---–---–ს დაეკისროს სს.,, ლ-------------ი“-ს სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 19 ლარი და 56 თეთრი.
3. ს.ს. ,, ლ-------------“-ს (ს/კ2--------) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 24.66 (ოცდაოთხი ლარი და სამოცდაექვსი თეთრი); საგადახდო დავალება N5153101088 (გადახდის თარიღი – 26.02.2019წ; გადამხდელი – .ს.ს. ,,ლ-------------ი“ (ს/კ2--------); გადამხდელის ბანკი – სს ,,ლ-------------ი” ბანკის კოდი - LBRTGE22; მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი- TRESGE22; ანგარიშის სახაზინო კოდი – 300263150;) გადახდის დანიშნულება: ს---------–---–---–ის (პ/ნ5----------) სახელმწიფო ბაჟი - კანონით დადგენილი წესით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს ჭიათურის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (ჭიათურა, გ. თხელიძის ქ. N41).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: /ივანე ყიფიანი/