გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/594-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
2 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნანა ჭიჭილეიშვილი
სხდომის მდივანი - ნათია ფურელიანი
მოსარჩელეები - გ----------------–---–-, ნ-----–----------–---–-;
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია;
წარმომადგენელი - გ---------------------;
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენელი - ბ-----------------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისი მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის (უფლებამონაცვლე: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია) 2017 წლის 20 დეკემბრის N------ დადგენილება და მის საფუძველზე 2018 წლის 21 ივნისს გამოცემული სააღსრულებო ფურცელი.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წ. 5 თებერვლის N-- ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
მოსარჩელეთა განმარტებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 დეკემბრის N------ დადგენილების თანახმად დაჯარიმდნენ 8000 ლარით და დაევალათ ქ. თბილისში, უ------------ (ს/კ:0----------------------- შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების საინვენტარიზაციო გეგმასთან მოყვანა. აღნიშნული აქტის საფუძველზე 2018 წლის 21 ივნისს გამოიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც დაიწყო აღსრულება. მოსარჩელეთა განმარტებით, აღნიშნული აქტების არსებობის შესახებ შეიტყვეს მას შემდეგ, რაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აცნობა. მოსარჩელეთა განმარტებით, აღნიშნული სარდაფი მათ არ აუშენებიათ, იგი აშენდა სახლის აშენებისას 1904 წელს, ხოლო სახლი მოსარჩელეებმა შეიძინეს 1996 წელს. გაუგებარია, რომელ საინვენტარიზაციო გეგმაზე უთითებს დადგენილებაში ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, რადგან არ არსებობს რაიმე საინვენტარიზაციო გეგმა, რომელთანაც წინააღმდეგობაში იქნება მოსული აღნიშნული ობიექტი. სარდაფი აშენდა 1904 წელს სახლთან ერთად და არანაირი უკანონო მშენებლობა არ მომხდარა. გაურკვეველია, თუ რა რეგულაციები არ დაიცვეს 1904 წელს სახლის მაშინდელმა მესაკუთრეებმა, რომლის გამოც მოსარჩელეებმა უნდა აგონ პასუხი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გადმოცემული გეგმის დამოწმებული ასლიდან ნათლად დგინდება, რომ მოსარჩელეებს არანაირი მშენებლობა არ უწარმოებიათ და აღნიშნული ფართების სარდაფები შედიოდა გეგმაში. საქართველოს სსრ ადგილობრივი მეურნეობის სამინისტროს 1959 წლის 22 ოქტომბერს გაცემული ფორმა I ის თანახმად, სახლს ჰქონდა სარდაფი იმ კონფიგურაციით რაც დღემდე არსებობს, შესაბამისად, სრულიად გაუგებარია, თუ რაზე დავობს თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური და გაურკვეველია, თუ რომელ საინვენტარიზაციო გეგმაზე უთითებს იგი სააღსრულებო ფურცელსა და დადგენილებაში. მას შემდეგ, რაც მოსარჩელეებმა შეიტყვეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 დეკემბრის დადგენილებისა და მის საფუძველზე გამოცემული სააღსრულებო ფურცლის არსებობის შესახებ, 2018 წლის 19 ივლისს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერს კანონით დადგენილ ვადაში და მოითხოვეს აღნიშნული აქტის ბათილად ცნობა. 2018 წლის 0------------------ საათზე ჩატარდა ზეპირი მოსმენა, ხოლო 2019 წლის 05 თებერვლის N-- ბრძანებით მათი ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ N------ დადგენილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
2.2. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილ შესაგებელში განმარტა, რომ ზედამხედველობის სამსახურის 2017 წ. 20 დეკემბრის N------ დადგენილება ნ-----–----------–---–ს და გ----------------–---–-ს ოჯახის წევრს - მეუღლეს ჩაბარდა 2017 წლის 29 დეკემბერს. ხოლო მოსარჩელეებმა მერიას ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს 2018 წ. 9 ივლისს, რაც ნიშნავს, რომ მათ მიერ გაშვებულია აქტის გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი ვადა. აქედან გამომდინარე, არსებობდა ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ტექნიკური აღიცხვის არქივში დაცული მონაცემების მიხედვით, ქ. თბილისში, უ–----------------ში მდებარე უძრავი ნივთის ყველა ტიპის ნაგებობის ფართობისა და მოცულობის შესახებ 1959 წლის 22 ოქტომბრის ცხრილის თანხმად, A ლიტერაზე განთავსებულია 110 კვ.მ. სარდაფი. ასევე B ლიტერაზე განთავსებულია 173 კვ.მ სარდაფი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საარქივო მასალა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურიდან (ტ. I, ს.ფ. 24);
- 1959 წლის 22 ოქტომბერს შედგენილი ცხრილი, საქართველოს სსრ ადგილობრივი მეურნეობის სამინისტრო (ტ.I, ს.ფ. 27);
3.1.2. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. თბილისი, უ---------------- ს.კ. 0----------------------- დაზუსტებული ფართობი: 1245 კვ.მ, საკუთრების უფლებით 2013 წლის 13 თებერვლიდან აღირიცხა გ----------------–---–-სა და ნ-----–----------–---–-ს სახელზე (თანასაკუთრება). კერძოდ, ნ-----–----------–---–-ს სახელზე აღრიცხულია ფართი N-- სართული 1-------- კვ.მ. ხოლო გ----------------–---–-ს სახელზე აღრიცხულია სარდაფი, 12.60 კვ.მ. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია: ბმა ,,უ------------ კრების N- ოქმი; N----- ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 26.02.1996 წ. უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 28.02.2017 წ; N M-------- გადაწყვეტილება, დამოწმების თარიღი: 09.08.2016 წ., N--------- გადაწყვეტილება, დამოწმების თარიღი: 09.11.2012 წ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 02.03.2017 წ. (ს.ფ. 37, ტ. I);
3.1.3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 14 სექტემბრის N------ დადგენილებით შეწყდა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება ნ-----–----------–---–-ს მიმართ, ვინაიდან დაუდგენელი იყო სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი პირი ქ. თბილისში, უ---------------- ს.კ. 0-----------------------ზე არსებულ ობიექტზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 14 სექტემბრის N------ დადგენილება (ს.ფ. 113-114, ტ. I);
3.1.4. 2017 წლის 2 ოქტომბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარდა ქ. თბილისში, უ------------ში მოწყობილი სარდაფის ადგილზე დათვალიერება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 02.10.2017 წ. N-------------- დათვალიერების ოქმი (ს.ფ. 234, ტ.I);
3.1.5. 2017 წლის 2 ოქტომბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ იქნა N------ მითითება ნ-----–----------–---–-სა და გ----------------–---–-ს მიმართ. მითითების თანახმად, ქ. თბილისში, უ-------------------–- (ს.კ. 0----------------------- მოწყობილია სარდაფი. ნ-----–----------–---–სა და გ----------------–---–- დაევალათ სარდაფის მოწყობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ან ობიექტის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა. დარღვევის გამოსასწორებლად განისაზღვრა 14 კალენდარული დღე.
2017 წლის 20 ოქტომბერსა და 2017 წლის 27 ნოემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ იქნა N------ შემოწმების აქტები ნ-----–----------–---–-სა და გ----------------–---–-ს მიმართ. შემოწმების აქტების თანახმად, ნ-----–----------–---–-სა და გ----------------–---–-ს მიერ არ შესრულდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 2 ოქტომბერს შედგენილი N------ მითითებით გათვალისწინებული პირობები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 02.10.2017 წ. N------ მითითება (ს.ფ. 212; 217 ტ. I);
- 20.10.2017 წ. N------ შემოწმების აქტი (ს.ფ. 224; 217 ტ. I);
- 27.11.2017 წ. N------ შემოწმების აქტი (ს.ფ. 225; ტ. I);
3.1.6. 2017 წლის 20 ნოემბერს გ----------------–---–მა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსს და განმარტა, რომ ის მეუღლესთან ერთად ცხოვრობს უ–----------------ში, ბ------- აღნიშნული ბინა მათ შეიძინეს 1996 წლის თებერვალში. ბინას აქვს 12,6 კვ.მ სარდაფი. ბინაც და სარდაფიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. სახლი არის აშენებული 1904 წელს და მის გენგეგმაზე არ არის ასახული სარდაფები. ზედამხედველბოის საქალაქო სამსახურმა, გენგეგმაზე სარდაფების არარსებობის საბაბით, აღნიშნული სარდაფი ჩათვალა უნებართვო მშენებლობად. განმცხადებელმა მიუთითა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურიდან გამოთხოვილ საბუთზე, საიდანაც ირკვევა, რომ რომ A ლიტერაზე განთავსებულია 110 კვ.მ. სარდაფი. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა ითხოვა ჯარიმის გაუქმება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ. 124, ტ. I);
- განცხადება (ს.ფ. 198-199, ტ. I);
3.1.7. 2017 წლის 5 დეკემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც გამოცხადდა გ----------------–---–- და განმარტა, რომ საცხოვრებელი სახლი და სარდაფი არის ძველი. სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულია (სარდაფი მოწყობილია) 1904 წელს და არა მათ მიერ. მათ შეძენილი აქვთ სარდაფი 1996 წელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 05.12.2017 წ. ოქმი N------ (ს.ფ. 189, ტ. I);
3.1.8. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 20.12.2017 წლის მოხსენებითი ბარათის თანახმად, ნ-----–----------–---–-სა და გ----------------–---–-ს მიერ არ შესრულდა 2017 წლის 2 ოქტომბრის N------ მითითებით განსაზღვრული პირობები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-20.12.2017 წ. მოხსენებითი ბარათი N--- (ს.ფ. 187, ტ. I);
3.1.9. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 დეკემბრის N------ დადგენილებით, ნ-----–----------–---–- და გ----------------–---–- დაჯარიმდნენ 8000 ლარით, ქ. თბილისში, უ---------------- ს.კ. 0-----------------------ზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისთვის (მოწყობილია სარდაფი). ამავე დადგენილებით, ქ. თბილისში, უ---------------- ს.კ. 0-----------------------ით რეგისტრირებული ობიექტის მესაკუთრეებს დაევალათ მისი საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა. ნ-----–----------–---–სა და გ----------------–---–- დაევალათ ჯარიმის გადახდა დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღეში.
საქართველოს ფოსტის უკუგზავნილის ( N-------------- თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 დეკემბრის N------ დადგენილება ნ-----–----------–---–ს ჩაბარდა 2017 წლის 29 დეკემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 დეკემბრის N------ დადგენილება (ს.ფ. 17-19, ტ. I);
-საქართველოს ფოსტის უკუგზავნილის ( N-------------- (ს.ფ. 172, ტ. I);
3.1.10. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 21 ივნისს გაცემულ იქნა N---------------- სააღსრულებო ფურცელი, N------ დადგენილების საფუძველზე. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლით ქ. თბილისში, უ---------------- ს.კ. 0-----------------------ით რეგისტრირებული ობიექტის მესაკუთრეებს (ნ-----–----------–---–სა და გ----------------–---–-) დაევალათ ობიექტის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 21 ივნისს გაცემულ იქნა N---------------- სააღსრულებო ფურცელი, 2017 წლის 20 დეკემბრის N------ დადგენილების საფუძველზე. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლით ნ-----–----------–---–სა და გ----------------–---–- დაევალათ ბიუჯეტის სასარგებლოდ 8000 ლარის გადახდა, ქ. თბილისში, უ---------------- ს.კ. 0-----------------------ზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისთვის (მოწყობილია სარდაფი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2018 წ. 21 ივნისის N---------------- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 20-21, ტ. I);
-2018 წ. 21 ივნისის N---------------- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 178-179, ტ. I);
3.1.11. 2018 წლის 9 ივლისის გ----------------–---–მა და ნ-----–----------–---–მა N----------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 დეკემბრის N------ დადგენილების ბათილად ცნობა.
2018 წ. 3 აგვისტოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა 09.07.18 წ. N----------------- ადმინისტრაციული საჩივართან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-09.07.18 წ. N----------------- ადმინისტრაციული საჩივარი. (ს.ფ. 104-105, ტ. I);
-ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიის მიღების ბარათი. (ს.ფ. 103, ტ. I);
-ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 03.08.2018 წ. ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი N-----------------. (ს.ფ. 95-96, ტ. I);
გ----------------–---–-სა და და ნ-----–----------–---–-ს განცხადებები; ჯანმრთელობის ცნობა. (ს.ფ. 98-102.ტ. I);
3.1.12. საქართველოს პარლამენტის წევრის, ქ. თბილისის დ------------------------------–------–-----------------------------------------–---–-- ბიუროს 2018 წლის 22 აგვისტოს N--- წერილით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსს ეცნობა, რომ ქ. თბილისის დ------------------–--------–------------ ბიუროს, 2018 წ. 9 აგვისტოს წერილობით მიმართა ქ. თბილისში, უ–-------------------ში მცხოვრებმა პ-------------- - გ----------------–---–მა და ნ-----–----------–---–მა, რომლებიც 2017 წლის 20 დეკემბრის N------ დადგენილების საფუძველზე დაჯარიმებულნი არიან 8000 ლარით. დადგენილება გადაცემულია აღსასრულებლად. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნ-----–----------–---–- დადგენილების ჩაბარების დროს - 2017 წ. 20 დეკემბერს, იყო შეუძლოდ, რაც დასტურდება წარმოდგენილი ჯანმრთელობის ცნობით. მძიმე ავადმყოფობის გამო მან ვერ გააცნობიერა დოკუმენტის შინაარსი, გასაჩივრების წესი და ის შედეგები, რაც დადგა მოგვიანებით. განმცხადებლები არიან პენსიონერები, რომლებისთვისაც 8000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა არის შეუძლებელი. აღსანიშნავია, რომ ამავე საქმეზე სხვა მაცხოვრებლებს დადგენილების გასაჩივრების შემდეგ ჯარიმები მოეხსნათ, ხოლო განმცხადებელთა მიმართ ჯარიმა ძალაში დარჩა. ადრესატს ეთხოვა, გადახედონ ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების ვადის აღდგენის შესაძლებლობას და აღუდგინონ განმცხადებლებს 2017 წლის 20 დეკემბრის N------ დადგენილების გასაჩივრების ვადა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს პარლამენტის წევრის, ქ. თბილისის დ------------------------------–------–-----------------------------------------–---–-- ბიუროს 2018 წლის 22 აგვისტოს N--- წერილი. (ს.ფ. 143-144, ტ. I);
3.1.13. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წ. 5 თებერვლის N-- ბრძანებით, განუხილველი დარჩა გ----------------–---–-სა და ნ-----–----------–---–-ს 2018 წ. 9 ივლისის N----------------- ადმინისტრაციული საჩივარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 05.02.2019 წ. N-- ბრძანება (ს.ფ. 92-94, ტ. I);
3.1.14. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 21 სექტემბრის N------ დადგენილებით ე-–--------------- დაჯარიმდა 8000 ლარით, ქ. თბილისში, უ---------------- ს.კ. 0-----------------------ზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისთვის (მოწყობილია სარდაფი). ამავე დადგენილებით, ქ. თბილისში, უ---------------- ს.კ. 0-----------------------ით რეგისტრირებული ობიექტის მესაკუთრეს დაევალა მისი საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა და ჯარიმის გადახდა დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღეში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 21 სექტემბრის N------ დადგენილება;( ს.ფ.30-32. ტ. II);
2018 წლის 10 მაისს ე-–---------------მ N1---------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 21 სექტემბრის N------ დადგენილების ბათილად ცნობა.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 21 ივნისის N2-- ბრძანებით ე-–--------------ის ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 21 სექტემბრის N------ დადგენილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 21.06. 2018 წლის N2-- ბრძანება (23-29, ტ. II);
3.1.15. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 14 ივლისის N------ დადგენილებით ლ----------------–---–- დაჯარიმდა 8000 ლარით, ქ. თბილისში, უ---------------- ს.კ. 0-----------------------ზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისთვის (მოწყობილია სარდაფი). ამავე დადგენილებით, ქ. თბილისში, უ---------------- ს.კ. 0-----------------------ით რეგისტრირებული ობიექტის მესაკუთრეს დაევალა მისი საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა და ჯარიმის გადახდა დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღეში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 14 ივლისის N------ დადგენილება. ( ს.ფ.38-39. ტ. II);
2018 წლის 27 ივლისს ლ----------------–---–მა N1---------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 14 ივლისის N------ დადგენილების ბათილად ცნობა.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 26 ივნისის N--- ბრძანებით ლ----------------–---–-ს ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საქალაქო სამსახურს 2017 წლის 21 სექტემბრის N------ დადგენილება.მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდგომ ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 26.06. 2018 წლის N--- ბრძანება.(ს.ფ. 33-37, ტ. II );
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს გ----------------–---–-ს და ნ-----–----------–---–-ს მიერ აღძრული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 5 თებერვლის N-- ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გ----------------–---–-ს და ნ-----–----------–---–-ს მიერ წარდგენილ 2018 წლის 9 ივლისის N----------------- ადმინისტრაციული საჩივრის დასაშვებობაზე, ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 დეკემბრის №------ დადგენილებასთან მიმართებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. ხოლო დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსი’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ”პუნქტის თანახმად ,ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინიტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი,რომელიც აწესებს ,ცვლის ან წყვეტს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.ინდივიდუალურ ადმინიტრაციულ აქტად მიიჩნევა ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამისილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კანონის 15-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად- მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი(შემდგომ – ობიექტი) არის – ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 იანვრის №1-2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების’’ 3.2 მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ფუნქციას წარმოადგენს თბილისის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე (გარდა საკულტო-რელიგიურ და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) გაცემული ნებართვების საფუძველზე შესრულებული შუალედური და საბოლოო ანგარიშების მიღება, სამუშაოების მიღების ან მიღებაზე უარის თქმის თაობაზე შესაბამისი აქტის გამოცემა, ასევე წარმოებული სამუშაოების ან/და სანებართვო პირობების კონტროლი.
დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე ნათელია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებელობის, რეკონსტრუქცის ან/და დემონტაჟის წარმოება.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 19.15 მუხლის თანახმად, მითითება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია და იგი გასაჩივრდება დადგენილებასთან ერთად. დასახელებული კანონის 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, – ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ნ-----–----------–---–-ს და გ----------------–---–-ს მიმართ 2017 წლის 02 ოქტომბერს შედგენილ იქნა მითითება №------, რომლის თანახმადაც ქ. თბილისში, უ-------------------–- (ს.კ. 0----------------------- მოწყობილია სარდაფი. ნ-----–----------–---–სა და გ----------------–---–- დაევალათ სარდაფის მოწყობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ან ობიექტის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა. დარღვევის გამოსასწორებლად განისაზღვრა 14 კალენდარული დღე.
6.3. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, – დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.
დადგენილია ასევე, რომ 2017 წლის 20 ოქტომბერსა და 2017 წლის 27 ნოემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ იქნა N------ შემოწმების აქტები ნ-----–----------–---–-სა და გ----------------–---–-ს მიმართ. შემოწმების აქტების თანახმად, ნ-----–----------–---–-სა და გ----------------–---–-ს მიერ არ შესრულდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 2 ოქტომბერს შედგენილი N------ მითითებით გათვალისწინებული პირობები.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44.1 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და ,,წყლის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - 8 000 ლარით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 20 დეკემბერს მიღებული იქნა დადგენილება N------ დადგენილება, რომლითაც ნ-----–----------–---–- და გ----------------–---–- დაჯარიმდნენ 8000 ლარით, ქ. თბილისში, უ---------------- ს.კ. 0-----------------------ზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისთვის (მოწყობილია სარდაფი). ამავე დადგენილებით, ქ. თბილისში, უ---------------- ს.კ. 0-----------------------ით რეგისტრირებული ობიექტის მესაკუთრეებს დაევალათ მისი საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა. ნ-----–----------–---–სა და გ----------------–---–- დაევალათ ჯარიმის გადახდა დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღეში.
დადგენილია ასევე რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 21 ივნისს გაცემულ იქნა N---------------- სააღსრულებო ფურცელი, N------ დადგენილების საფუძველზე. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლით ქ. თბილისში, უ---------------- ს.კ. 0-----------------------ით რეგისტრირებული ობიექტის მესაკუთრეებს (ნ-----–----------–---–სა და გ----------------–---–-) დაევალათ ობიექტის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა.
6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავი აწესრიგებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ზემდგომ ორგანოში გასაჩივრების უფლების რეალიზაციასა და საჩივრის განხილვის გადაწყვეტის საკითხებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177.1 მუხლის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი ქმედებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში იგი უნდა აღდგეს, თუ ამ ვადის გაშვება მოხდა დაუძლეველი ძალის ან სხვა საპატიო მიზეზით.
დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 დეკემბრის №------ დადგენილება, ერთჯერადად, ადმინისტრაციული საჩივრით იქნა გასაჩივრებული გ----------------–---–-ს და ნ-----–----------–---–-ს მიერ ქ.თბილისის მუნიციიპალიტეტის მერიაში, რომლის 2019 წლის 05 თებერვლის №-- ბრძანებით გ----------------–---–-ს და ნ-----–----------–---–-ს ადმინისტრაციული საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველი.
მოსარჩელე მხარის ერთი-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს სწორედ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 05 თებერვლის №-- ბრძანების ბათილად ცნობა. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ირკვევა, რომ გ----------------–---–-ს და ნ-----–----------–---–-ს ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ გასული იყო სადავო დადგენილების (ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 დეკემბრის №------ დადგენილება) გასაჩივრების 15 დღიანი ვადა.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ 25.22 მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 15 დღის განმავლობაში. ამასთანავე, გასაჩივრება არ აჩერებს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების აღსრულებას მშენებლობის ან დემონტაჟის შეჩერების ნაწილში.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე №------ დადგენილება მიღებული იქნა 2017 წლის 20 დეკემბერს. ამასთან, გასაჩივრებული - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 05 თებერვლის №-- ბრძანებით გ----------------–---–-ს და ნ-----–----------–---–-ს ადმინისტრაციული საჩივარი განუხილველი დარჩა იმ საფუძვლით, რომ სადავო დადგენილება მოქალაქე ნ-----–----------–---–ს (როგორც დაინტერესებულს მხარეს და მეორე დაინტერესებული მხარის გ----------------–---–-ს ოჯახის წევრს) ჩაბარდა 2017 წლის 29 დეკემბერს, ადმინისტრაციული საჩივარი კი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შეტანილია 2018 წლის 09 ივლისს, შესაბამისად გასულია გასაჩივრების 15 დღიანი ვადა.
მოსარჩელე-ნ-----–----------–---–მა განმარტა, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას მისი მხრიდან დაფიქსირდა, რომ ჯანმრთელობის გუარესებისა და მძიმე ავადმყოფობის გამო, სადავო დადგენილება ვერ გადასცა მეუღლეს, ვერ გააცნობიერა დოკუმენტის შინაარსი, გასაჩივრების წესი და ის შედეგები, რაც დადგა მოგვიანებით. სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისთვის გაშვებული ვადის აღდგენის საფუძვლად მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებაში, განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქმეზე წარდგენილ ნ-----–----------–---–-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას, რომლითაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემების არსებობა მოსარჩელეს უდასტურდება. მოცემულ შემთხვედვაში, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს წარდგენილი საჩივრის ფარგლებში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის ვადის აღდგენის საფუძველად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი და შეფასებული არ აქვს, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დასკვნა- საჩივრის განხილვაზე უარი, ეყრდნობა იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილი იქნა კანონით დადგენილი ვადის გაშვებით, რასაც მოსარჩელე სადავოდ არ ხდის.
6.5. სასამართლო, ყურადღებას ამახვილებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი, დაინტერესებული მხარის მიერ გაშვებული ვადის აღდგენის შესაძლებლობაზე, კერძოდ, ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ გაშვებული ვადა უნდა აღადგინოს, თუ მისი გაშვება მოხდა დაუძლეველი ძალის ან სხვა საპატიო მიზეზით. ამდენად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის უფლებამოსილება განეკუთვნება ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. სასამართლო მიუთითებს, რომ ვადის აღდგენისა თუ მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ ჯეროვნად უნდა გამოიკვლიოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რამაც განაპირობა კანონით დადგენილი ვადის გაშვება, უნდა შეაფასოს, რამდენად ობიექტურ ხასიათს ატარებს ის მიზეზები, რამაც ვადის გაშვება გამოიწვია, ვინაიდან, შესაძლოა, აღნიშნული გახდეს მოსარჩელისათვის ხელსაყრელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველი.
სასამართლოს მიუთითებს, საქართველ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1. მუხლის თანახმად ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, გ----------------–---–-სა და ნ-----–----------–---–-ს მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის სათანადოდ გამოკვლეული და დასაბუთებული ის გარემოება, დაინტერსებულ მხარეთა მიერ დადგენილების ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრების ვადის გაშვება ხომ არ მოხდა საპატიო მიზეზით, აღნიშნული კი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180.4 მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის გაშვებული ვადის აღდგენის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო დასაბუთებული გადაწყვეტილება.
6.6. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: დადგენილია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 21 სექტემბრის N------ დადგენილებით ე-–--------------- დაჯარიმდა 8000 ლარით, ქ. თბილისში, უ---------------- ს.კ. 0-----------------------ზე (მოსარჩელეთა მომიჯნავედ) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისთვის (მოწყობილია სარდაფი). ამავე დადგენილებით, ქ. თბილისში, უ---------------- ს.კ. 0-----------------------ით რეგისტრირებული ობიექტის მესაკუთრეს დაევალა მისი საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა და ჯარიმის გადახდა დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღეში.
2018 წლის 10 მაისს ე-–---------------მ N1---------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 21 სექტემბრის N------ დადგენილების ბათილად ცნობა.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 21 ივნისის N2-- ბრძანებით ე-–--------------ის ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 21 სექტემბრის N------ დადგენილება.
დადგენილია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 14 ივლისის N------ დადგენილებით ლ----------------–---–- დაჯარიმდა 8000 ლარით, ქ. თბილისში, უ---------------- ს.კ. 0-----------------------ზე (მოსარჩელეთა მომიჯნავედ) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისთვის (მოწყობილია სარდაფი). ამავე დადგენილებით, ქ. თბილისში, უ---------------- ს.კ. 0-----------------------ით რეგისტრირებული ობიექტის მესაკუთრეს დაევალა მისი საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა და ჯარიმის გადახდა დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღეში.
2018 წლის 27 ივლისს ლ----------------–---–მა N1---------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 14 ივლისის N------ დადგენილების ბათილად ცნობა.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 26 ივნისის N--- ბრძანებით ლ----------------–---–-ს ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს 2017 წლის 21 სექტემბრის N------ დადგენილება. მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდგომ ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიუთითებს, რომ კანონის და სასამართლოს წინაშე თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა (სზაკ-ის 4.3 მუხ.) და პირიქით საქმის გარემოებათა არაიდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ იდენტური გადაწყვეტილებების მიღება. ამდენად, მსგავსი საკითხები არ უნდა წყდებოდეს განსხვავებულად, ხოლო განსხვავებული - ერთნაირად.
6.7. სასამართლო დამატებით განმარტავს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში –ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამდენად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის აუცილებელია, რომ ერთ შემთხვევაში (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს მიერ აქტის ბათილად ცნობა) სახეზე გვქონდეს ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივა, შეამოწმოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, მეორე შემთხვევაში კი (ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა), დაინტერესებული პირის საჩივარი უკვე გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონთან შესაბამისობის შემოწმების, გაბათილების მოთხოვნით. ამდენად, კანონის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა შეუძლია: 1) თავად აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს (კანონი არ ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ უფლებამოსილების გამოყენებისთვის აუცილებელ რაიმე განსაკუთრებულ წინაპირობას, მინიმალურ დონეზე ინფორმირებულობაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკუთარი ინიციატივით დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება თავისივე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შესამოწმებლად, გასაბათილებლად; 2) ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს, დაინტერესებული პირის ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენის შემთხვევაში, უკვე გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონთან შესაბამისობის შემოწმების, გაბათილების მოთხოვნით; 3) სასამართლოს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი ერთ-ერთი ფუნდამენტური პროცესუალური პრინციპის - დისპოზიციურობის პრინციპის თანახმად, მხოლოდ დაინტერესებული პირის (მოსარჩელის) მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელს შეუძლია სათავე დაუდოს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას, რომლის ფარგლებშიც სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონთან შესაბამისობის საკითხს, იღებს გადაწყვეტილებას უკანონო აქტის გაბათილების შესახებ.
ამდენად, მითითებული ნორმის დანაწესი იძლევა შესაძლებლობას ადმინისტრაციულმა ორგანომ თავადვე გამოასწოროს შეცდომა, რაც წარმოადგენს ადმინსიტრაციული წარმოების მთავარ მახასიათებელს, საერთო მმართველობითი ყველა სფეროსთვის და აძლევს დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობას მოითხოვოს ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების გადასინჯვა, სწორედ ამ გარემოებით არის განპირობებული ზოგადი ადმინსიტრაციული კოდექსის 178-ე მუხლში განხორციელებული ჩანაწერი, რომლის შესაბამისად დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციული აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის აგმომცემი თანამდებობის პირის სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი.
6.8. სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა ადმინისტრაციულმა ორგანომ- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. ასეთი გამოკვლევის არარსებობის შემთხვევაში კი, სასამართლო შესაბამის მსჯელობას, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასებისა და გამოკვლევის საგანი უნდა იყოს - ვერ იქონიებს, რის გამოც უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია, სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით, სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები.
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 5 თებერვლის N-- ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გ----------------–---–-ს და ნ-----–----------–---–-ს მიერ წარდგენილ 2018 წლის 9 ივლისის N----------------- ადმინისტრაციული საჩივრის დასაშვებობაზე, ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 დეკემბრის №------ დადგენილებასთან მიმართებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
6.9. რაც შეეხება გ---------------–---–-ს და ნ-----–----------–---–-ს სარჩელს, რომლითაც იგი ითხოვს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 დეკემბრის N------ დადგენილების და მის საფუძველზე გამოცემული 2018 წლის 21 ივნისს N--------------- სააღსრულებო ფურცელის ბათილად ცნობას,- სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ერთჯერადად, ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში აღნიშნულ დადგენილებაზე არ უმსჯელია წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის საფუძვლიანობაზე, მისი განუხილველად დატოვების გამო, ამასთან, იმ პირობებში, როდესაც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საქმეზე გამოსაკვლევი და შესაფასებელია რიგი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთაც განმსაზღვრელი მნიშვნელობა გააჩნია გ---------------–---–-ს და ნ-----–----------–---–-ს მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე საკითხის მსჯელობისათვის, - ამ ეტაპზე სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას არსებითად იმსჯელოს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 დეკემბრის N------ დადგენილებასა და მის საფუძველზე გამოცემული სააღსრულებო ფურცლის კანონიერებაზე. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ეტაპისათვის, არ არსებობს აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, ვინაიდან სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ- სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, გ----------------–---–-ს და ნ-----–----------–---–-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის განჩინებით ნ-----–----------–---–-სა და გ----------------–---–-ს შუამდგომლობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა. შეჩერდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 დეკემბრის №------ დადგენილების მოქმედება და აღნიშნული დადგენილების საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 21 ივნისის N--------------- გამოცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის შეჩერების თაობაზე ძალას კარგავს მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. გ----------------–---–-ს და ნ-----–----------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 5 თებერვლის N-- ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გ----------------–---–-ს და ნ-----–----------–---–-ს მიერ წარდგენილ 2018 წლის 9 ივლისის N----------------- ადმინისტრაციული საჩივრის დასაშვებობაზე, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
3. სარჩელი დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. მოპასუხეს - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, მოსარჩელეების - გ----------------–---–-ს და ნ-----–----------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი