გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
330-1001800-245117
საქმე №2/289-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე
სხდომის მდივანი სოფიო სუხიტაშვილი
განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე ლ--–----------–---–-
წარმომადგენელი ც---------------ე
მოპასუხე შპს ,,რ-----–ი’’
დირექტორები ნ--------–-----------–---–ი, გ----------–-–---–ი
წარმომადგენლები კ---------------ი, ვ-–-----------------–-–---–-
მოპასუხე შპს ,,გ------------------------------------------------------------------–ა’’
დირექტორი გ---–------------------ი
დავის საგანი ხელშეშლის აღკვეთა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ლ--–----------–---–ს ნება დაერთოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში, მდებარე - ქ. თბილისი, ჩ-----–-ს ქ. N79, ბინა N1---ში მისასვლელად ისარგებლოს: შპს ,,რ-----–ის’’ საკუთრებაში და შპს ,,გ----------------------------------------–ის’’ სარგებლობაში არსებული - ქ. თბილისში, ჩ-----–-ს ქ. N79-ში მდებარე უძრავი ქონების ბეტონის შიდა კიბის უჯრედით, განლაგებული შენობის პირველ და მეორე სართულების გეგმებზე ,,8-9’’ და ,,გ-დ’’ ღერძებში და შენობის მე-2 სართულის დერეფნით მთელ სიგრძეზე - ღერძებზე ,,4/5-9’’ და ,,ბ-გ’’ (ექსპერტიზის დასკვნის დანართის მიხედვით).
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია შემდეგი:
ლ--–----------–---–- 2013 წლის 25 თებერვლიდან წარმოადგენს უძრავი ქონების მესაკუთრეს, მდენარე - ქ. თბილისი, ჩ-----–-ს ქ. N79, ბინა N1-- (ს/კ 01.12.------.055.0-.1--). მითითებული ბინა განთავსებულია ,,გ------------------------------------------------------------------–ის’’ მე-2 სართულზე. მოსარჩელის განმარტებით, ბინაში მოხვედრა შესაძლებელია ბეტონის შიდა კიბის უჯრედით, რომელიც განლაგებულია 1-ლი და მე-2 სართულების გეგმებზე ,,8-9’’ და ,,გ-დ’’ ღერძებში, ბინაში მისასვლელად გასავლელია მე-2 სართულის დერეფანი მთელ სიგრძეზე (ღერძებზე ,,4/5-9’’ და ,,ბ-გ’’). შენობის ორივე ნაწილი კიბის უჯრედიც და დერეფანიც ირიცხება შპს ,,რ-----–ის’’ ბალანსზე, რომელიც იჯარის ხელშეკრულებით დაკავებული აქვს გ----------------------------------------–ას, რომლის დირექტორი გ---–------------------ი უარს აცხადებს მოსარჩელეს მხრიდან კიბის უჯრედისა და დერეფნის გამოყენების შესახებ, რის თაობაზეც მოსარჩელემ გარდა სიტყვიერი განმარტებისა, რომ სხვა გზით ვერ მოხვდება საცხოვრებელ ბინაში (მას სხვა ბინა არ გააჩნია და ცხოვრობს ქირით) გამოიძახა კიდეც საპატრულო ეკიპაჟი. სკოლის ხელმძღვანელმა მათი თანდასწრებითაც განაცხადა, რომ არ მისცემდა ნებას მოსარჩლეს ესარგებლა ბინაში მისასვლელი კიბის უჯრედით და დერეფნით, რის გამოც მხარე იძულებულია სასამართლო გადაწყვეტილების გზით მოიპოვოს უფლება დაუბრკოლებლად ისარგებლოს საკუთრებით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს ,,რ-----–მა’’ 09.0-.2018წ. და 27.09.2018წ. წარმოდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დაუსაბუთებელია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, ვინაიდან ის არ იძლევა პასუხს მარტივ კითხვაზე - შპს ,,რ-----–ის’’ ტერიტორიით სარგებლობა ერთადერთი აუცილებელი შესაძლებლობაა მოსარჩელის მიერ საჯარო გზებთან დასაკავშირებლად თუ არა. გარემოება, რომ მოპასუხის ტერიტორიით შესაძლებელია დაკავშირება საჯარო გზებთან არ ნიშნავს, რომ არ არსებობს სხვა ალტერნატიული გზა. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით შემოთავაზებული მისასვლელი გზის მოწყობის ვარიანტი ორად ყოფს მოპასუხის საკუთრებას და ფუნქციურ და მატერიალურ ღირებულებას უსპობს მას. მოპასუხემ დაადასტურა, რომ მის საკუთრებაშია უძრავი ნივთი, საკადასტრო კოდით 01.12.------.055.0-.5--. 2017 წლის 17 იანვარს უძრავი ნივთი იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე 6 წლის ვადით გადაეცა შპს ,,გ-----------------------------------------------------------------–ას’’, რომელშიც მოიჯარეს მოწყობილი აქვს საგანმანათლებლო დაწესებულება.
მოპასუხის განმარტებით, შპს ,,ერ-------ი 2015’’-ის 2018 წლის 20 მარტის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით N01.12.------.055.0-.1--, შესაძლებელია დაუკავშირდეს საჯარო გზას, რისთვისაც გარე ფასადზე ეზოს მხრიდან უნდა გაიჭრას ფანჯრის ღიობი და მოეწყოს გზასთან დამაკავშირებელი მარტივი კონსტრუქციის კიბის უჯრედი, რომლის სახარჯთარიცხვო ღირებულებაა 6 830 ლარი. ასევე დასკვნის თანახმად, შპს ,,დ--------------–------–-----------------ზის’’ 2017 წლის 5 დეკემბრის დასკვნაში შემოთავაზებული ვარიანტით აუცილებელი გზის მოწყობის და შპს ,,რ-----–ის’’ საკუთრებაში არსებული კორიდორის და კიბის უჯრედის სერვიტუტით დატვირთვის შემთხვევაში, უძრავი ნივთის (ს/კ01.12.------.055.0-.5--) ჯეროვანი გამოყენება შეუძლებელი გახდება, შპს ,,რ-----–ი’’ დაკარგავს 45 000 ლარს ყოველწლიურ შემოსავალს, ხოლო მოპასუხის უძრავი ნივთის ღირებულება შემცირდება 155 500 ლარით. მოპასუხის მითითებით, სკოლის ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 3 750 ლარს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროცედურული ნორმების სტანდარტების გათვალისწინებით, სკოლის შენობის ფართით დაუშვებელია სარგებლობდეს უცხო პირი, რადგან ეს ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხო სკოლის სტანდარტს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოპასუხე შპს ,,რ-----–ის’’ საკუთრებაშია უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, ჩ-----–-ს ქუჩა N79 (ნაკვეთი N1/55), ს/კ 01.12.------.055.0-.5--, რომელიც მოიცავს ცალკე მდგომი ორსართულიანი შენობა-ნაგებობის მე-2 სართულზე არსებული 448.26 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 20-21);
3.1.2. ამავე შენობაში მოსარჩელე ლ--–----------–---–-ს საკუთრებაშია მე-2 სართულზე არსებული ბინა N1-- (ს/კ 01.12.------.055.0-.1--), მისამართი: ქ. თბილისი, ჩ-----–-ს ქუჩა N79 (ნაკვეთი N1/55), რომელიც მოიცავს 74.28 კვ.მ საცხოვრებელ ფართს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 16-17);
3.1.3. შპს ,,რ-----–ის’’ საკუთრებაში არსებული ფართი იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე დროებით სარგებლობაში გადაცემული აქვს შპს ,,გ-----------------------------------------------------------------–ას’’, რომელიც ფართში ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას. იჯარის ხელშეკრულება მხარეთა შორის დაიდო 2017 წლის 17 იანვარს, 6 წლის ვადით.
3.1.4. ქონების მოსარგებლე შპს ,,გ-----------------------------------------------------------------–ა’’ და მესაკუთრე შპს ,,რ-----–ი’’ წინააღმდეგია ლ--–----------–---–- სკოლის შიდა ტერიტორიის გავლის გზით დაუკავშირდეს საკუთრებას, რამეთუ აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის განათლების სისტემაში მოქმედ უსაფრთხოების ნორმებთან.
3.1.5. დღეის მდგომარეობით ლ--–----------–---–ს საკუთრებასთან (ს/კ 01.12.------.055.0-.1--) დასაკავშირებლად სხვა მისასვლელი არ გააჩნია.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2014 წლის 10 სექტემბერს, ქ. თბილისში ჩ-----–-ს ქუჩა N79-ში არსებული შენობის თანამესაკუთრეებს: ს--–-------------ს, გ---–----------ს, ლ----------–--შოეს, ნ-------------–---–ს, შ-----------–--ეს, ლ--–----------–---–სა და შპს ,,რ-----–ს’’ რის დაიდო უძრავი ქონების რეგისტრირებულ მონაცემებში ფართის დაზუსტების მიზნით ცვლილების შეტანისა და უძრავი ქონების გამიჯვნის ხელშეკრულება. რომლითაც განხორციელდა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრირებულ მონაცემებში ფართის დაზუსტება, ცვლილებების შეტანა და ზემო აღნიშნული უძრავი ქონების გამიჯვნა ხელშეკრულებაზე თანდართული თანამესაკუთრეთა შორის შიდა ფართობების გამიჯვნის სქემის შესაბამისად. ამავე ხელშეკრულებით დადასტურდა, რომ ქ. თბილისში, ჩ-----–-ს ქუჩა N79-ში (ნაკვეთი N1/55) მდებარე უძრავი ქონება სარდაფი, ცალკე მდგომი შენობა-ნაგებობა ფართით 68.36 კვ.მ (ს/კ 01.12.------.055.0-.508), სართული I, ცალკე მდგომი ორსართულიანი შენობა-ნაგებობა არასაცხოვრებელი ფართი 74.28 კვ.მ (ს/კ 01.12.------.055.0-.506) და სართული 2, ცალკე მდგომი ორსართულიანი შენობა-ნაგებობა არასაცხოვრებელი ფართი 74.28 კვ.მ (ს/კ 01.12.------.055.0-.507) წარმოადგენს შპს ,,რ-----–ის’’ და ნ-------------–---–ის თანასაკუთრებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მათ საკუთრებაში არსებული ფართები გაემიჯნათ ხელშეკრულების მონაწილე პირებისათვის, მათ შორის ლ--–----------–---–-სათვის, რომელთან მიმართებითაც აღინიშნა, რომ ლ--–----------–---–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ქუჩა ჩ------–ი N79 (ნაკვეთი N1/55), სართული 2, ცალკე მდგომი ორსართულიანი შენობა-ნაგებობა (ს/კ 01.12.------.055.0-.510) არასაცხოვრებელი ფართი 74.28 კვ.მ წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე დარჩა უცვლელი.
ამავე ხელშეკრულების მე-4 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ,,პატივს სცემენ ერთმანეთის საკუთრებას და სარგებლობის უფლებას და მომავალში ერთმანეთის მიმართ არანაირი პრეტენზია არ ექნებათ’’. სწორედ ამ პუნქტზე მითითებით მოპასუხე განმარტავს, რომ ლ--–----------–---–ს არ აქვს უფლება მოითხოვოს კუთვნილ ქონებასთან დასაკავშირებლად მოპასუხის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობა, რამეთუ ხელშეკრულებით შეთანხმდა მხარეთა მიერ ერთმანეთის საკუთრებისა და სარგებლობის უფლების პატივის ცემა და სამომავლოდ ყოველგვარი პრეტენზიის დაუშვებლობა, რაც გამორიცხავს ლ--–----------–---–-ს უფლებას იდავოს სხვის საკუთრების სარგებლობის უფლების მოპოვებისათვის. აღნიშნული მტკიცება ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მხრიდან და მით უფრო ვერ წარმოშობს მოსარჩელის ნეგატორული მოთხოვნის დამაბრკოლებელ გარემოებად მიჩნეული, რამეთუ საკუთრებით სარგებლობის შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და არსებულ ვითარებაში ხელშეკრულების კონკრეტული პუნქტის მოხმობა გაუმართლებელია, რადგანაც უპირველესად იგი ამგვარად - მოპასუხის მიერ შემოთავაზებული ფართო ინტერპრეტაციით ვერ განიმარტა და ამავდროულად არც წარმოშობს მესაკუთრის უფლების შეზღუდვის საფუძველს, იდავოს საკუთრებით სარგებლობისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება (ს.ფ. 186-195).
3.2.2. 2017 წლის 15 დეკემბერს ,,დ--------------–------–-----------------ზის’’ მიერ გაიცა დასკვნა, რომლის შესაბამისადაც ჩ-----–-ს ქუჩის N79-ში, ბინა 1---ში მოსახვედრად აუცილებელ პირობას წარმოადგენს შპს ,,რ-----–ის’’ ბალანსზე რიცხული კიბის უჯრედით და დერეფნით სარგებლობა. ჩ-----–-ს ქუჩის N79-ში მდებარე, ლ. ნ-------–---–ის კუთვნილ N79(1--) საცხოვრებელ ბინაში მოსახვედრად სხვა ალტერნატიული გზა არ არსებობს.
ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ ობიექტის ადგილზე შესწავლით გაირკვა, რომ ლ--–----------–---–-ს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართი განთავსებულია ჩ-----–-ს ქ. N79-ში მდებარე ორსართულიანი სკოლის შენობის მე-2 სართულზე, რომელში მოსახვედრადაც აუცილებელია რ/ბეტონის შიდა კიბით სარგებლობა. კიბის უჯრედი განლაგებულია 1-ლი და მე-2 სართულების გეგმებზე ,,8-9’’ და ,,გ-დ’’ ღერძებში: მე-2 სართულზე გასავლელია მოქმედი სკოლის დერეფანი მთელ სიგრძეზე - ღერძებზე ,,4/5-9’’ და ,,ბ-გ’’. შენობის ორივე ნაწილი - კიბის უჯრედიც და აღნიშნული დერეფანი ირიცხება შპს ,,რ-----–ის’’ ბალანსზე. კიბის უჯრედს აქვს ორი მისადგომი, ერთი - სკოლის ცენტრალური ვესტიბიულიდან, რომელიც არასასწავლო დროს იკეტება ყველასთვის და ერთიც დამოუკიდებელი - უშუალოდ უკანა ეზოში გამავალი. ამრიგად, იქიდან გამომდინარე, რომ ბინაში სხვა გზით მოხვედრა ფაქტიურად შეუძლებელია, მოქ. ლ. ნ-------–---–მა, დაუბრკოლებლად უნდა ისარგებლოს, როგორც კიბის უჯრედით და დამოუკიდებელი შესასვლელით უკანა ეზოდან, ასევე მე-2 სართულის დერეფნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 26-40);
3.2.3. ხსენებული დასკვნის საწინააღმდეგოდ მოპასუხემ წარმოადგინა 2018 წლის 20 მარტის შპს ,,ერ-------ი 2015’’-ის მიერ შედგენილი დასკვნა, რომლის შესაბამისად:
- უძრავი ნივთი (ს/კ 01.12.------.055.0-.1--) შესაძლებელია დაუკავშირდეს საჯარო გზას, რისთვისაც გარე ფასადზე ეზოს მხრიდან უნდა გაიჭრას ფანჯრის ღიობი და მოეწყოს გზასთან დამაკავშირებელი მარტივი კონსტრუქციის კიბის უჯრედი, რომლის პროექტიც უნდა შეთანხმდეს ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურთან.
- შპს ,,დამოუკიდებელ საინჟინრო ექსპერტიზის’’ 2015 წლის 15 დეკემბრის დასკვნაში შემოთავაზებული ვარიანტით აუცილებელი გზის მოწყობის და შპს ,,რ-----–ის’’ საკუთრებაში არსებული კორიდორის და კიბის უჯრედის სერვიტუტით დატვირთვის შემთხვევაში, უძრავი ნივთის (ს/კ 01.12.------.055.0-.5--) ჯეროვანი გამოყენება შეუძლებელი გახდება. შპს ,,რ-----–ი’’ დაკარგავს 45 000 ლარის შემოსავალს.
- უძრავი ნივთის ს/კ 01.12.------.055.0-.5-- ღირებულება შემცირდება 155 500 ლარით.
ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ ექსპერტის მიერ ვიზუალურად დათვალიერდა ქ. თბილისში, ჩ-----–-ს ქ. N79-ში მდებარე შენობა. დამკვეთის მიერ წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, აღნიშნულ შენობაში განთავსებულია თანამესაკუთრეთა საცხოვრებელი ფართები და შპს ,,რ-----–ის’’ კუთვნილი არასაცხოვრებელი ფართი (ს/კ 01.12.------.055.0-.5--), რომელშიც ფუნქციონირებს კერძო სკოლა. აღნიშნული შენობის წითელი ხაზის საზღვრები განთავსებულია შენობის ირგვლივ 6-მ რადიუსით. შენობის მეორე სართულზე მოქ. ლ. ნ-------–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს (ს/კ 01.12.------.055.0-.1--) საჯარო გზასთან კავშირი არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, დღეის მდგომარეობით ერთადერთ გზას საცხოვრებელ ფართში მოსახვედრად წარმოადგენს შპს ,,რ-----–ის’’ ბალანსზე არსებული კიბის უჯრედით და დერეფნით სარგებლობა. იმისათვის, რომ უძრავი ნივთი (ს/კ 01.12.------.055.0-.1--) პირდაპირ დაუკავშირდეს საჯარო გზას, შესაძლებელია შენობის გარე ფასადზე ეზოს მხრიდან გაიჭრას ფანჯრის ღიობი და მოეწყოს გზასთან დამაკავშირებელი მარტივი კონსტრუქციის კიბის უჯრედი (რის საშუალებასაც იძლევა წითელი ხაზების საზღვრები), რომლის პროექტიც უნდა შეთანხმდეს ქ. თბილისის მერიის არქიტექტურულ სამსახურთან. აღნიშნული კიბის უჯრედის მოწყობის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 6 830 ლარს. წარმოდგენილი შპს ,,დ--------------–------–-----------------ზის’’ 2017 წლის 15 დეკემბრის დასკვნაში შემოთავაზებული ვარიანტით აუცილებელი გზის მოწყობის და შპს ,,რ-----–ის’’ საკუთრებაში არსებულ კორიდორის და კიბის უჯრედის სერვიტუტით დატვირთვის შემთხვევაში უძრავი ქონების ს/კ 01.12.------.055.0-.5---------------------------–-----–----–-----------------–----–- გარემოება გამოიწვევს გ-----------------------------------------------------------------–ასა და შპს ,,რ-----–ს’’ შორის გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას და ეს უკანასკნელი დაკარგავს წლიურ შემოსავალს 45 000 ლარის ოდენობით. ხოლო უძრავი ნივთის ს/კ 01.12.------.055.0-.5-- ღირებულება შემცირდება 155 500 ლარით.
[საყურადღებოა, რომ კონკრეტული დასკვნის კვლევით ნაწილშიც აღნიშნულია, რომ დღეის მდგომარეობით ლ--–----------–---–ს სხვა გზით კუთვნილ უძრავ ნივთთან დაკავშირება არ შეუძლია, შესაბამისად იმ ვითარებაში, როდესაც ფართის მესაკუთრე და მოსარგებლე წინააღმდეგია ლ--–----------–---–- მათ საკუთრებასა და სარგებლობაში არსებული ფართის გავლის გზით მოხვდეს კუთვნილ ბინაში, მოსარჩელეს ეზღუდება საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობა, რაც წარმოშობს საფუძველს მესაკუთრის მხრიდან არსებული ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნასთან მიმართებით].
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 79-84);
3.2.4. მოპასუხეთა მიმართვის საფუძველზე 2018 წლის 26 თებერვალს აუდიტორულმა კომპანია ,,კ------------მა’’ შეადგინა დასკვნა, რომლის შესაბამისადაც 26.0-.2018 წლის მდგომარეობით შეფასების ობიექტის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 444 400 ლარით, ხოლო სერვიტუტით დატვირთვის შემთხვევაში ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს 288 900 ლარს. ამდენად, სერვიტუტით დატვირთვის შემთხევაში უძრავი ქონების ს/კ 01.12.------.055.0-.5-- ღირებულება შემცირდება 155 500 ლარით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ფართი იჯარით აღებული აქვს გ----------------------------------------–ას და ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 3 750 ლარს. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროცედურული ნორმების სტანდარტების გათვალისწინებით სკოლის შენობის ფართით დაუშვებელია სარგებლობდეს უცხო პირი, რადგან ეს ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხო სკოლის სტანდარტს. ამრიგად ფართის სერვიტუტით დატვირთვის შემთხვევაში მეიჯარე იძულებული იქნება გააუქმოს ხელშეკრულება და შესაბამისად შპს ,,რ-----–ი’’ დაკარგავს წლიურ შემოსავალს 45 000 ლარის ოდენობით.
[მოცემული აუდიტორული დასკვნით წარმოჩენილია ის ზიანი, რასაც შპს ,,რ-----–ი’’ განიცდის მისი საკუთრებით სარგებლობის შეზღუდვის საფუძველზე, რაც რასაკვირველია სასამართლოს მხრიდან მხედველობაშია მისაღები, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ინტერესის საპირწონედ არის ლ--–----------–---–-სათვის საკუთრებით სარგებლობის უფლების წართმევა, სასამართლო ვერ განიხილავს მოპასუხის ინტერესს უპირატესად, რამეთუ ასეთ ვითარებაში ლ--–----------–---–ს წაერთმევა შესაძლებლობა ისარგებლოს საკუთრებით. ამასთანავე, შპს ,,რ-----–ს’’ რჩება შესაძლებლობა სხვა დატვირთვით ისარგებლოს ქონებით, შესაბამისად ორი დაპირისპირებული ინტერესებიდან გამომდინარე უპირატესობა უნდა მიენიჭოს ლ--–----------–---–-ს ინტერესს, რამეთუ სარჩელის დაუკმაყოფილებლობა მოსარჩელეს უსპობს შესაძლებლობას ისარგებლოს საკუთრებით, რაც ვერ გამართლდება მოპასუხის ინტერესის შეზღუდვის საფუძვლით. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილება, ვერც სამომავლოდ სავარაუდო ნებართვაზე იქნება დამოკიდებული, რადგანაც აღნიშნული მხოლოდ ლ--–----------–---–-ს ნებაზე დამოკიდებული პირობა არ არის, შესაბამისად სასამართლო შესაბამისი ნებართვის არ არსებობის პირობებში მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს სხვა შესასვლელის მოწყობაზე.].
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- აუდიტორული დასკვნა (ს.ფ. 116-128);
3.2.5. 2019 წლის 20 თებერვლის სასამართლოს მიერ დათვალიერდა ქ. თბილისში, ჩ-----–-ს ქუჩა N79 ,,ა’’-ში მდებარე უძრავი ქონება. ადგილზე დათვალიერების ოქმში აღნიშნულია შემდეგი: ,,შენობაში განთავსებულია გ-------------------ის ფიზიკა მათემატიკური ს-----------------–ა, ცენტრალური შესასვლელიდან შევდივართ სკოლის ფოიეში. ამავე შენობას აქვს უკანა შემოსასვლელი, რომელზეც მხარემ მიუთითა, რომ სარგებლობს და ხელშეშლის აღკვეთას ითხოვს სწორედ ამ უკანა შემოსასვლელის მხრიდან. უკანა შესასვლელიდან არსებულ კარში შეხვალ თუ არა ხელმარჯვნივ ადის კიბე, რომლითაც ავდივართ სკოლის მეორე სართულზე დერეფანში, სადაც განთავსებულია სასწავლო ოთახები და მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. დერეფნის ბოლოს არის კარი, რომლითაც მოსარჩელე შედის თავის საკუთრებაში არსებულ ფართში და რომელზეც მხარე მიგვითითებს რომ მის საკუთრებაში მოსახვედრად ეს ერთადერთი შესასვლელია. მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართი წარმოადგენს ორ გასარემონტებელ განცალკევებულ მოზრდილ ოთახს, როგორც მხარე მიგვითითებს ცალ-ცალკე სველი წერტილებით. მოსარჩელის მითითებით მისი საკუთრებიდან სხვა მხარეს კარების გაჭრა შეუძლებელია, რადგან მის ფართს სხვა მხრიდან ესაზღვრება სხვა პირთა საცხოვრებელი ფართები. როგორც მოსარჩელე აზუსტებს, მას სურს ისარგებლოს ზემოხსენებული უკანა შემოსასვლელი კარით, კიბის უჯრედით და საკლასო ოთახებს შორის გამავალი დერეფნით, რათა დაუბრკოლებლად შევიდეს მის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაში, რაშიც ხელს უშლიან მოპასუხეები. ოქმში აღნიშნულია, რომ მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებს შენობის უკანა ფასადზე, მარცხენა მხარეს განთავსებულ რკინის კონსტრუქციით მოწყობილ კიბეზე და განმარტავს, რომ ანალოგიურ შემთხვევაში სხვა მეზობელს აქვს მოწყობილი დამოუკიდებელი შესასვლელი, კიბე, ისე, რომ არ სარგებლობს სკოლის შენობით, ასევე მიუითითებს მოსარჩელის კუთვნილი ფართის ფანჯრებისკენ, რომელი მხრიდანაც მოსარჩელესაც შეუძლია მოიწყოს ანალოგიური დამოუკიდებელი შესასვლელი, კიბე. მოსამართლის შეკითხვაზე გ-------------------ის ფიზიკა მათემატიკური ს-----------------–ის დირექტორის, ქალბატონი გ---–------------------ის მიმართ - სკოლაში არსებული უსაფრთხოების წესების თაობაზე, ქალბატონი განმარტავს, რომ სკოლა უნდა იყოს უსაფრთხო და დაუშვებელია უცხო პირთა შესვლა სკოლის ტერიტორიაზე სასწავლო პროცესის მსვლელობისას, მას იჯარით აქვს ფართი აღებული და სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული გააგრძელებს თუ არა ხელშეკრულებას. მოპასუხე მხარე ასევე განმარტავს, რომ ამავე ფართში, მანამდე არსებულ სხვა სკოლას იმიტომ გაუუქმეს აკრედიტაცია, რომ კომისია როდესაც მივიდა შემოწმებაზე, მოსარჩელე მხარე მის საკუთრებაში რიცხულ ფართში ატარებდა სარემონტო სამუშაოებს. მოპასუხე მხარის შეთავაზებაზე, რომ დამოუკიდებელ კიბეს თავად მოუწყობენ მოსარჩელეს შენობის უკანა მხრიდან, მოსარჩელე განმარტავს, რომ მას ბინაში რემონტი აქვს დაწყებული და ოთახების წყობა უკვე დაგეგმარებულია, ისე რომ პროექტი ვეღარ შეიცვლება. ამიტომ არ სურს მის ფართში შესასვლელის მოწყობა შენობის უკანა ფასადიდან, თან ამას ჭირდება არქიტექტურიდან ნებართვები. მოსამართლის შეკითხვაზე, შემოსასვლელი კარის გასაღები, რომლით სარგებლობით ხელშელის აღკვეთასაც ითხოვს მოსარჩელე აქვს თუ არა მას, მხარე განმარტავს, რომ დღეის მდგომარეობით მას კარის გასაღები აქვს, ამ კარით შედის და სარგებლობს სკოლის დერეფნით (უჩვენა სასამართლოს გასაღები), მაგრამ წარსულში დაფიქსირებულა შემთხვევა, როდესაც კარი ჩაკეტილი დახვედრია და სახლამდე მოსული სახლში ვერ შესულა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სკოლის დირექტორი გ---–------------------ი განმარტავს, რომ მოსარჩელე ლ--–----------–---–- დაუბრკოლებლად სარგებლობს ამ შემოსასვლელი კარით, ის ფლობს ამ კარის გასაღებს და მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც სკოლის დარაჯმა, შემთხვევით, ურდულით დაკეტა კარი და მოსარჩელეს ხელი შეეშალა კარით სარგებლობაში.’’
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ადგილზე დათვალიერების ოქმი (ს.ფ. 182-184).
3.2.6. ლ--–----------–---–ს უფლება აქვს მოითხოვოს საკუთრებასთან დასაკავშირებლად ისარგებლოს მოპასუხის საკუთრებაში არსებული ქონებით და დაუშვებელია მისი საკუთრებით სარგებლობა ხელშეშლილი იქნეს მოპასუხეთა მხრიდან.
სასამართლო სადავო შემთხვევაში მხედველობაში იღებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებითაც დასტურდება, რომ დღეის მდგომარეობით ერთადერთი გზა, რომლითაც შესაძლოა ლ--–----------–---–-ს საკუთრებასთან დაკავშირება გადის მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ფართზე. როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები ადასტურებენ აღნიშნულს, ამავდროულად მითითებულს არ უარყოფს არც მხარეები, თუმცა მოპასუხე უარს აცხადებს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით. რომ ლ--–----------–---–ს შეუძლია შენობასთან დასაკავშირებლად გარე ფასადზე მოაწყოს კიბე და აღნიშნულის საპირისპიროდ მისი საკუთრების შეზღუდვა გაუმართლებელია. სასამართლო მხედველობაში იღებს ორივე მხარის ინტერესებს, მათ შორის მოპასუხის ინტერესს, რომლისთვისაც მის საკუთრებაში არსებული ფართი წარმოადგენს შემოსავლის მიღების წყაროს და იმ შემთხვევაში, თუ ლ--–----------–---–- გააგრძელებს მისი ქონებით სარგებლობას იგი იძულებული იქნება შეწყვიტოს იჯარის ხელშეკრულება, რადგანაც სასწავლო დაწესებულებაში უცხო პირთა შესვლა ეწინააღმდეგება განათლების სისტემაში მოქმედ შესაბამის წესებს. ამავდროულად მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ თავად მოპასუხის საკუთრების შეზღუდვა ხდება იმ ფაქტით, რომ ლ--–----------–---–ს ენიჭება აღნიშნული ქონებით თავისუფლად სარგებლობის შესაძლებლობა, რაც რასაკვირველია შპს ,,რ-----–ისათვის’’, როგორც მესაკუთრისათვის შემზღუდველია, მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც ქონება წარმოადგენს არასაცხოვრებელ ფართს და იგი გამოიყენება სხვადასხვა დაწესებულებისათვის იჯარით გადასაცემად. თუმცა აღნიშნული ინტერესების საპირისპიროდ არსებობს ლ--–----------–---–-ს ინტერესი კუთვნილ ფართთან დასაკავშირებლად, კონკრეტულად იმ შემთხვევაში თუ ლ--–----------–---–ს არ მიეცემა შესაძლებლობა მოპასუხის ფართის გავლით მივიდეს საკუთრებასთან, მას ესპობა ქონებასთან მისასვლელად არსებული ერთადერთი კავშირი, რაც ართმევს მესაკუთრეს შესაძლებლობას ისარგებლოს საკუთრებით, რაც ვერ გამართლდება მოპასუხის უფლების იმგვარი შეზღუდვით, რაც მდგომარეობს მესაკუთრის მიერ საკუთრებასთან მისასვლელად ფართის გავლაში. მართალია აღნიშნული წარმოშობს თავად მოპასუხის უფლების შეზღუდვას, თუმცა დაპირისპირებული ინტერესიდან გამომდინარე მხარეს ევალება ითმინოს ამგვარი შეზღუდვა. ამასთანავე, საგულისხმოა გარემოება, რომ ლ--–----------–---–ს ეზღუდება კუთვნილ ფართთან დაკავშირების შესაძლებლობა, მოპასუხეთა მხრიდან, რაც დასტურდება 2017 წლის 19 იანვარს შედგენილი რეაგირების ოქმითაც, რა დროსაც ლ--–----------–---–- ვერ შევიდა საკუთრებაში, მოპასუხეთა მხრიდან შესაბამისი მისასვლელი დაკეტვის საფუძვლით, რის გამოც იგი იძულებული გახდა მიემართა საპატრულო პოლიციისათვის და რასთან მიმართებითაც შედგენილია შესაბამისი რეაგირების აქტი. ამავდროულად, ფართში არსებული სკოლის დირექტორმაც დაადასტურა, რომ იგი წინააღმდეგია მის ფართის გავლით სარგებლობდეს უცხო პირი.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ არსებულ შემთხვევაში ლ--–----------–---–-ს სასარჩელო მოთხოვნას სამართლებრივ ესადაგება სკ-ს 172.2 მუხლით განსაზღვრული საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა და სადავო სამართლებრივი ურთიერთობა ვერ დარეგულირდება ვერც სკ-ს 180-ე მუხლით განსაზღვრული აუცილებელი გზის მოწყობით და ვერც სერვიტუტის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმებით (სკ-ს 247-253), რადგანაც საუბარია არა მიწის ნაკვეთზე არამედ შენობაში არსებულ ბინაზე და მხარე ითხოვს სხვისი უძრავი ნივთის გამოყენებით საკუთრებასთან დაკავშირებას, ხოლო რაც შეეხება სერვიტუტს, რამდენადაც იგი შეთანხმების საგანს წარმოადგენს სასამართლო ამგვარი შეთანხმების არ არსებობის პირობებში მოკლებულია შესაძლებლობას დაავალდებულოს რომელიმე მხარე ამგვარი სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებისათვის, შესაბამისად სკ-ს მე-5 მუხლის შესაბამისად, ყველაზე მსგავსი ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმად მიჩნეული უნდა იქნეს სწორედ 172.2 მუხლით განსაზღვრული ხელშეშლის აღკვეთა (კანონის ანალოგია), რამეთუ სხვაგვარად მხარე ვერ ისარგებლებს საკუთრებით. ამასთანავე, ხელშეშლის აღკვეთის მომწესრიგებელი ნორმა 172-ე მუხლი, როგორც ზოგადი ნორმა ვერ მიიჩნევა სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმად (საგამონაკლისო ნორმა), რომლის გამოყენებაც ანალოგიის გზით დაუშვებლად შესაძლოა იქნეს მიჩნეული სკ-ს 5.3 მუხლის საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- რეაგირების აქტი (ს.ფ. 42);
- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 26-40);
- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 79-84);
- ადგილზე დათვალიერების ოქმი (ს.ფ. 182-184).
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ლ--–----------–---–-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 115-ე, 170-ე, 172-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის შესაბამისად მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები ანდა თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული ნორმით რეგლამენტირებულია საკუთრების უფლების უმნიშვნელოვანესი ელემენტები: ფლობა, სარგებლობა და განკარგვა, თუმცა, მსგავსად სხვა სამოქალაქო უფლებებისა, იგი არ არის აბსოლუტური და შესაძლოა დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს. თავის მხრივ, უდავოა, რომ უფლების შეზღუდვის პროპორციულობა მოწმდება შეპირისპირებულ სიკეთეთა სამართლიანი ბალანსის დადგენის გზით, როდესაც თანაბარი უფლების მქონე სუბიექტებს შორის უნდა მოხდეს ამ სიკეთით (უფლებით) სარგებლობის მართლზომიერად განსაზღვრა.
სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (იხ. სუსგ, საქმე №ას-1041-998-2016, 12.0-.2016წ., საქმე №ას-843-809-2016, 26.10.2016წ).
უნდა განიმარტოს, რომ ნეგატორული სარჩელი (action negatoria) მიმართულია უფლების ისეთი დარღვევის წინააღმდეგ, რაც არ არის დაკავშირებული ნივთის მფლობელობის დაკარგვასთან, მაგრამ ხელშემშლელია ნივთის სარგებლობისა და განკარგვისათვის, ე.ი. პირი მოკლებულია ამ უფლებამოსილებათა განხორციელების შესაძლებლობას, რადგან სხვა პირი თავისი მოქმედებით ხელს უშლის მათ რეალიზებას. ნეგატორული სარჩელი მიზნად ისახავს მესაკუთრის თავისუფლების აღიარებას ხელმყოფისაგან, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ზიანის ანაზღაურებასა და დაცვის გარანტიების შექმნას შემდგომში შესაძლო ხელყოფისაგან. ნეგატორული სარჩელით სარგებლობს როგორც მესაკუთრე, ისე ნებისმიერი მართლზომიერი მფლობელი. საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. თავის მხრივ, ფაქტის არსებობა დადასტურებული უნდა იყოს სათანადო მტკიცებულებებით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: ,,იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. სრულიად ცხად წარმოდგენას ქმნის სიტყვები: ,,საკუთრება’’ და ,,საკუთრების გამოყენება’’ (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი)/იხ. სუსგ. №ას-412-412-2018, 26.10.2018წ.)
უდავოა, რომ ქ. თბილისში, ჩ-----–-ს ქუჩა N79-ში, როგორც მოსარჩელეს ასევე მოპასუხეს საკუთრებაში აქვთ უძრავი ნივთები, კერძოდ ლ--–----------–---–-ს საკუთრებაშია, მე-2 სართულზე მდებარე ბინა N1-- (ს/კ 01.12.------.055.0-.1--), ხოლო შპს ,,რ-----–ის’’ საკუთრებაშია მე-2 სართულზე არსებული 448.26 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი (ს/კ 01.12.------.055.0-.5--), რომელიც 2017 წლიდან იჯარის ხელშეკრულებით გადაცემული აქვს შპს ,,გ-----------------------------------------------------------------–ას’’, რომელიც აღნიშნულ ფართში ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას. ასევე უდავოა გარემოება, რომ ლ--–----------–---–-ს საკუთრებაში არსებული ბინა საჯარო სივრცეს ვერ უკავშირდება მოპასუხის საკუთრებაში არსებული ფართის გავლის გარეშე. კერძოდ, დღეის მდგომარეობით არ არსებობს კონკრეტულ ბინასთან მისასვლელი სხვა კავშირი. ამავდროულად დადგინდა, რომ ლ--–----------–---–ს რიგ შემთხვევებში შეეზღუდა საკუთრებაში შესვლის შესაძლებლობა, მესაკუთრისა და ფართის მოსაგებლის წინააღმდეგობის გამო, რაც აიძულებს მოსარჩელეს იდავოს აღნიშნული ხელშეშლის თავიდან აცილების საფუძვლით. საყურადღებოა გარემოება, რომ სკოლის ადმინისტრაცია საგანმანათლებლო სისტემაში არსებული უსაფრთხოების რეგულაციებიდან გამომდინარე წინააღმდეგია, მისი ფართით ისარგებლოს უცხო პირმა, რაც ლ--–----------–---–ს ართმევს შესაძლებლობას ისარგებლოს საკუთრებით.
სკ-ს 8.3 მუხლის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. 115-ე მუხლის შესაბამისად კი, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
სასამართლო არსებულ ვითარებაში მხარეთა დაპირისპირებული ინტერესებიდან გამომდინარე უპირატესად განიხილავს ლ--–----------–---–-ს ინტერესს, რამეთუ მისი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობა საერთოდ ართმევს შესაძლებლობას მესაკუთრეს ისარგებლოს საკუთრებით, ხოლო შპს ,,რ-----–ის’’ შემთხვევაში, მართალია იზღუდება მისი საკუთრების უფლება, თუმცა აღნიშნული ლ--–----------–---–-საგან განსხვავებით სრულიად არ უსპობს მხარეს ისარგებლოს საკუთრებით, არამედ ნორმის ფარგლებში, ლ--–----------–---–-ს მიერ საკუთრებასთან მისასვლელი ფართით სარგებლობის თვალსაზრისით შეზღუდვაში მდგომარეობს. ამასთანავე, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ ფაქტსაც, რომ მხარე მსგავსი დაშვების შემთხვევაში კარგავს შემოსავალს, თუმცა აღნიშნული საფუძვლით ლ--–----------–---–ს ვერ მოესპობა საკუთრებასთან დაკავშირების ერთადერთი შესაძლებლობა, მაშინ როდესაც მოპასუხეს შეუძლია სხვაგვარი გამოყენების პირობებში სამომავლოდ მიიღოს შემოსავალი. სასამართლო მოპასუხის ვერც იმ მტკიცებას გაიზიარებს, რომ ლ--–----------–---–ს აქვს შესაძლებლობა გარე ფასადზე კიბის მოწყობის გზით დაუკავშირდეს საკუთრებას, რამეთუ აღნიშნული მხოლოდ ლ--–----------–---–-ს ნებაზე დამოკიდებული არ არის და საჭიროებს შესაბამის ნებართვას, რისი არ არსებობის პირობებში რთულია საუბარი სამომავლო სავარაუდო მოვლენებზე.
უნდა განიმარტოს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნისაგან (სუსგ, საქმე Nას-589-589-2018, 06.07.2018წ.). კონკრეტულ შემთხვევაში, ლ--–----------–---–მა შეძლო დაედასტურებინა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოება, რაც წარმოშობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 120 ლარი (ს.ფ. 43-44).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სსსკ-ს 41.1 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა. კოდექსის 39.2 მუხლის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც დაკმაყოფილდა ლ--–----------–---–-ს სარჩელი, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული 60 ლარის ანაზღაურება. ასევე, ლ--–----------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 60 ლარის ოდენობით. ამასთანავე, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისათვის გაწეული ხარჯის 200 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლ--–----------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ლ--–----------–---–-სათვის ხელშეშლის აღკვეთის მიზნით, ნება დაერთოს ლ--–----------–---–ს მის საკუთრებაში არსებული უძრავ ქონებაში შესასვლელად, მდებარე ქ. თბილისი, ქუჩა ჩ------–ი #79, სართული 2, ბინა #1--, ს/კ #01.12.------.055.0-.1--, ისარგებლოს შპს ,,რ-----–ის’’ საკუთრებაში და შპს ,,გ-----------------------------------------------------------------–ის’’ სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ქუჩა ჩ------–ი #79 ს/კ #01.12.------.055.0-.5-- უკანა შესასვლელით, კიბეებით და დერეფნით;
3. მოპასუხეებს - შპს ,,რ-----–ს’’ და შპს ,,გ------------------------------------------------------------------–ას’’ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე ლ--–----------–---–-ს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 60 ლარის და საინჟინრო ექსპერტიზის საფასურის 200 ლარის გადახდა.
4. ლ--–----------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 60 ლარი (გადახდილია 120 ლარი), რომელიც 18.12.2017 წელს N0 საგადასახადო დავალების საფუძველზე ჩარიცხული იქნა სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე: სს ,,თიბისი ბანკი’’, ბანკის კოდი - TRESGE22, სახაზინო კოდი - 300773150;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე