გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N050210019002819844 (N2/35-19)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 მაისი, 2019 წელი ქ.ოზურგეთი
შესავალი ნაწილი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ციცინო როხვაძე
სხდომის მდივანი - მაკა გუჯაბიძე
მოსარჩელე - შპს ,,მი--------------------ი"
წარმომადგენელი - ნი----------–---–ი
მოპასუხეები - გო---–---–---–ი, გი---------------ე
წარმომადგენელი - რე----------------ე
დავის საგანი - სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა
1. მოპასუხეებს - გო---–---–---–სა და გი---------------ეს შპს ,,მი--------------------ის'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირითადი თანხის - 824 აშშ დოლარისა, სარგებლის - 782 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - 136 აშშ დოლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2----–-–----- დეკემბერს შპს "მი--------------------სა" და გო---–---–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №B---------0 და შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ №B---------0, რომელთა საფუძველზეც, მოსარჩელემ მოპასუხეს 5.0%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 1 000 აშშ დოლარის ოდენობით. სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა ავტომობილი ,------------------------–---------------------------–------–--–-------------------------–---------------------- მოპასუხე ვალდებული იყო სესხი და მასზე დარიცხული სარგებლის გადახდა უზრუნველეყო 18 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
2----–-–----- დეკემბერს შპს "მი--------------------სა" და გი---------------ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება "სოლიდარული თავდებობის შესახებ", რომლითაც გი---------------ემ იკისრა ყველა ის სამართლებრივი შედეგი, რაც "საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ №B---------0 ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დადგებოდა.
მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულების პირობები 2----–-–---------------- და ერიცხება დავალიანება. კერძოდ, სესხის ძირითადი თანხა - 824 (რვაასოცდაოთხი) აშშ დოლარი, სარგებელი - 782 (შვიდას ოთხმოცდა ორი) აშშ დოლარი (2----–-–----------------, ყველა 06 რიცხვში ერიცხება ძირი თანხის 5.0% ყოველთვიურად 41.2 აშშ დოლარის ოდენობით. ვადაგადაცილების დღიდან სარჩელის აღძვრის დღემდე გასულია სრული 19 თვე, მოვალეს ერიცხება სრული 19 თვის სარგებელი) და პირგასამტეხლო - 300 (სამასი) აშშ დოლარი (ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.3 და 3.4 პუნქტების თანახმად პირგასამტეხლო 21-30 კალენდარული დღისთვის შეადგენს 30 აშშ დოლარს, ხოლო მე-30 დღიდან თითოეულ ვადაგადაცილებული დღისთვის სესხის 0.5% (4.12 აშშ დოლარს). ვინაიდან ვადაგადაცილება იწყება 2----–-–--------------- და სულ ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობაა 360 დღე, ჯამში 1 360 აშშ დოლარი, თუმცა გამსესხებლის ითხოვს შემცირებულ პირგასამტეხლოს 136 აშშ დოლარამდე).
არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, ხელშეკრულებით დადგენილი წესით, მოსარჩელემ მოითხოვა დაგირავებული ავტომობილის გადაცემა, თუმცა მიუხედავად ამგვარი ვალდებულებისა, მოპასუხეებმა არ უზრუნველყვეს მისი შესრულება. ავტომობილის მფლობელობაში გადაცემისა და მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
2----–-–--------------ს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იქნა გირავნობის მოწმობა.
2018 წლის 01 თებერვალს გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებულია სააღსრულებო წარმოება, თუმცა მანქანა არ მოიძებნა, რაც ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ შესაძლოა მანქანა გაიყვანეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ან სულაც ნაწილებად დაშალეს და აღარ არსებობს, სააღსრულებო წარმოების დაწყებისათვის აღმასრულებელს კომპანიამ გადაუხადა მომსახურების საზღაური 150 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე გი---------------ეს შესაგებლი არ წარმოუდგენია, ხოლო მოპასუხემ გო---–---–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ მისმა წარმომადგენელმა სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის ნაწილში, ხოლო საპროცენტო სარგებლის თაობაზე მიუთითა, რომ იყო შეუსაბამოდ მაღალი, მიზნად ისახავს მსესხებლის მძიმე მდგომარეობაში ჩაგდებას და იყო კაბალური, ასევე, არაგონივრულად მიიჩნია პირგასამტეხლოს ოდენობაც.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2----–-–----- დეკემბერს, შპს ,,მი--------------------ისა'' და გო---–---–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ №B---------0 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სესხის გადაცემის შესახებ №B---------0 შეთანხმებით, გო---–---–---–ს თვეში 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით, 18 თვის ვადით, გადაეცა სესხი - 1000 აშშ დოლარის ოდენობით. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხა და დარიცხული სარეგებლი უნდა გადაეხადა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა გო---–---–---–ის კუთვნილი ავტომობილი - ,,ბ------''.
ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, გადახდის ვადის 1 დღიდან 10 კალენდარული დღის ჩათვლით გადაცილების შემთხვევაში, თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის - 10 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო 11 დღიდან 20 კალენდარული დღით გადაცილების შემთხვევაში ჯარიმა - 20 აშშ დოლარის ოდენობით, გადახდის 21 დღიდან 30 კალენდარული დღით ვადაგადაცილების შემთხვევაში ჯარიმა - 30 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულების 3.4. პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენდა ვადაგადაცილებული სესხის 0,5%-ს;
ხელშეკრულების მე-8 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 17-22);
- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ (იხ. ს.ფ. 25);
- სესხის დაფარვის გრაფიკი (იხ. ს.ფ. 26);
3.2.2. 2----–-–----- დეკემბრის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად, სესხის დაბრუნებისა და სარგებლის გადახდის, აგრეთვე შესაძლო ზიანის (პირგასამტეხლო, ჯარიმა, გირავნობის მოვლა-შენახვის (როცა აღნიშნული ხორციელდება მოგირავნის მიერ), დაზღვევის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სასამართლო, რეალიზაციის, სააღსრულებო, გამსესხებლის იურიდიული მომსახურების ხარჯები და სხვა) ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, დამგირავებელმა მოგირავნის სასარგებლოდ გირავნობით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის მახასიათებლებია: ,,ბ------'' ს------------–---------------------------–------–--–-------------------------–---------------------; გირავნობის სახედ გამოყენებულ იქნა რეგისტრირებული გირავნობა. გირავნობის საგანი დარჩა დამგირავებლის მფლობელობაში და მოგირავნისათვის მისი მფლობელობაში გადაცემა უნდა მომხდარიყო მისი მოთხოვნის საფუძველზე.
ხელშეკრულების 4.5 პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გირავნობის საგანი არ წარმოადგენს მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთადერთ საშუალებას და მოგირავნეს უფლება აქვს მოითხოვოს მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა მსესხებლის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 17-22);
- შეთანხმება (ს.ფ. 25)
- სესხის დაფარვის გრაფიკი (იხ. ს.ფ. 26);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
3.2.3. 2----–-–----- დეკემბერს, შპს ,,მი--------------------ისა'' და გი---------------ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ, რომლის საფუძველზეც გი---------------ემ იკისრა ვალდებულება თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მსესხებელს - გო---–---–---–ის მის მიერ ძირითადი ვალის გადახდის უზრუნველსაყოფად იმგვარად, რომ მსესხებლის მიერ კრედიტორისათვის ძირითადი ვალის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თავდებმა უზრუნველყოს კრედიტორის მიმართ ძირითადი ვალის გადახდის აღნიშნული ვალდებულების შესრულება. თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვრა - 4800 აშშ დოლარის ოდენობით.
ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 06.12.2---წ. წერილობითი განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ (იხ. ს.ფ. 27);
- 06.12.2---წ. ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ (იხ. ს.ფ. 28-29);
3.2.4. მოპასუხე გო---–---–---–ის მიერ მოსარჩელის მიმართ ვალდებულების შესრულების მიზნით გადახდილია 05 თვის გადასახადი ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით. გო---–---–---–ს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდა აღარ განუხორციელებია 2----–-–---------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- მიმართვები (ს.ფ. 32-33)
3.2.5. 20---–-–----- ივნისს შპს ,,მი--------------------მა გი---------------ს წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა, რომლითაც აცნობა, რომ - 06.12.2---წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ,,მსესხებლის“ მიერ ვალდებულბის დარვევის თაობაზე, აღნიშნული შეტყობინება გი---------------ეს არ ჩაბარებია, რის გამოც 20---–-–----- ივლისს უზრუნველყოფილ იქნა შეტყობინების საჯარო გამოქვეყნება გაზეთ „სიტყვა და საქმეში“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- - წერილობითი შეტყობინების უკუგზავნილი (იხ. ს.ფ. 34);
- - ამონაწერი გაზეთ „სიტყვა და საქმე“-დან (იხ. ს.ფ. 35-36);
3.2.6. გო---–---–---–ის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და შპს ,,მი--------------------ს“ შორის 06.12.2--- წელს გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებითა და ამავე დღეს გაფორმებული - სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, თანხა არ გადაუხდია - 2----–-–---------------- და ერიცხება დავალიანება: სესხის ძირითადი თანხა - 824 აშშ დოლარი, სარგებელი - 782 აშშ დოლარი და შემცირებული პირგასამტეხლო - 136 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის დაფარვის გრაფიკი (იხ. ს.ფ. 26);
- წერილობითი შეტყობინებები (იხ. ს.ფ. 32-36);
- ცნობა დავალიანების შესახებ (იხ. ს.ფ. 39);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.2.7. სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული N0----- გირავნობის მოწმობის თანახმად, 06.12.2--- წლის №B---------0 ხელშეკრულების საფუძველზე, დაგირავებული იქნა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: ,,ბ------'' ს------------–---------------------------–------–--–-------------------------–---------------------, მესაკუთრე არის - გო---–---–---–ი, გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო წარმოება, თუმცა ავტომობილი ვერ მოიძებნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული N0----- გირავნობის მოწმობა (ს.ფ. 37).
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.2.8. 2----–-–----- დეკემბრის, შპს ,,მი--------------------სა'' და გოჩა შავიშვილს შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ №B---------0 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ 2----–-–-------------ს მდგომარეობით ერიცხება შემდეგი დავალიანება: სესხის ძირითადი თანხა - 824 აშშ დოლარი, სარგებელი - 782 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 1 360 აშშ დოლარი, თუმცა გამსესხებლის გადაწყვეტილებით იგი შემცირდა 136 აშშ დოლარამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (იხ. ს.ფ. 31);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, რათა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში მართლმსაჯულების როლი შეზღუდული არ არის. პირიქით, სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XIII თავით, რომლის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულია ნუსხა, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მტკიცების საპროცესო სამართლებრივ სტანდარტებზე და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.
ფულადი ვალდებულების სპეციფიკისა და სამოქალაქო ბრუნვის თავისებურების გათვალისწინებით, თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ვალდებულების არსიდან გამომდინარე, თავადვე აგებს პასუხს იმ სამოქალაქო რისკის თაობაზე, რომელიც ვალდებულების შესრულების, ან შეუსრულებლობის დამადასტურებელი მტკიცებულების მოუპოვებლობას შეიძლება მოჰყვეს შედეგად. ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი ორიენტირებულია მატერიალური თვალსაზრისით მტკიცებულებათა სათანადოობის დადგენაზე.
განსახილველ შემთხვევაში, სადავოა 2----–-–----- დეკემბრის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების ფაქტი, მოქმედი კანონმდებლობა ფულადი ვალდებულების შესრულების მიმართ მხოლოდ რიგ შემთხვევაში ითვალისწინებს მტკიცების განსხვავებულ სტანდარტს.
სასამართლო თვლის, რომ სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურება შესაძლებელია ემყარებოდეს ასევე სხვა მტკიცებულებებსაც (მაგ. მოწმეთა ჩვენებას). თავის მხრივ, მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი).
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებას მასზედ, რომ თითქოს მოპასუხემ ბოროტად და არაკეთილსინისიერად გამოიყენა თავისი გაბატონებული მდგომარეობა, რის შედეგადაც, ისარგებლა რა მოსარჩელის მძიმე ეკონომიური მდგომარეობით 2----–-–----- დეკემბირს გაუფორმა სესხის კაბალური ხელშეკრულება, ბანკს მიჰქონდა დიდი პროცენტი და არ ითვალისწინებდა მხარის ეკონომიურ მდგომარეობას.
აღნიშულთან სასამართლო განმარატვს, რომ ასეთის არსებობის შემთხვევაში, მსესხებელს შეეძლო მოეთხოვა დადებული გარიგებების ბათილად ცნობა, რაც განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენს. სასამართლოს მიაჩნია, რომ 2----–-–----- დეკემბრის სესხის ხელშეკრულება მხარეთა შორის დადებულია ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, მოსარჩელე მხარისათვის ცნობილი იყო თუ რა ოდენობით თანხის გადახდა მოუწევდა ხელშეკრულების პირობებისა და სესხის გადახის გრაფიკის შესაბამისად.
სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს კანონით გათვალისწინებული მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გო---–---–---–ის მიერ 2----–-–----- დეკემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების არ არსებობის ფაქტს, ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ საქმეზე ვერ უზრუნველყო ზემოაღნიშნული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულის სრულად და ჯეროვნად შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,მი--------------------ის" სარჩელი საფუძვლიანია სრუად უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე, 361-ე, 394-ე, მე-400, 417-418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე, 891-892-ე, 895-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხოლო ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ხოლო, ამავე კოდექსის კოდექსის 625-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2----–-–----- დეკემბერს, შპს ,,მი--------------------ისა'' და გო---–---–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ №B---------0 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით, გო---–---–---–ს თვეში 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით, 18 თვის ვადით, გადაეცა სესხი - 1000 აშშ დოლარის ოდენობით. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხა და დარიცხული სარეგებლი უნდა გადაეხადა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა გო---–---–---–ის კუთვნილი ავტომობილი - ,,ბ------''.
ამდენად, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. მხარეები - ერთი მხრივ მოსარჩელე, ხოლო მეორე მხრივ მოპასუხე შეთანხმებულნი არიან საკრედიტო ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:
ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას;
დადგენილია, ასევე, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და შპს „მი--------------------“-ს შორის 06.12.2---წ. გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებითა და ამავე დღეს გაფორმებული - სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, მის მიერ გადახდილ იქნა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული მხოლოდ 05 თვის გადასახადი, ხოლო, აღნიშნულის შემდგომ მსესხებლის მიერ სესხზე გადახდა აღარ განხორციელებულა.
შესაბამისად, ზემოთ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის - 824 აშშ დოლარისა და ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში დარიცხული სარგებლის - 782 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
2----–-–----- დეკემბერს, შპს ,,მი--------------------ისა'' და გო---–---–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ №B---------0 ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში , გადახდის ვადის 1 დღიდან 10 კალენდარული დღის ჩათვლით გადაცილების შემთხვევაში, თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის - 10 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო 11 დღიდან 20 კალენდარული დღით გადაცილების შემთხვევაში ჯარიმა - 20 აშშ დოლარის ოდენობით, გადახდის 21 დღიდან 30 კალენდარული დღით ვადაგადაცილების შემთხვევაში ჯარიმა - 30 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულების 3.4. პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენდა ვადაგადაცილებული სესხის 0,5%-ს;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, მხარეთა ინტერესებსა და უფლება-მოვალეობებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს დისკრეციას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.
მოცემულ საქმესთან მიმართებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არ არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი სრულად დაკისრება - 136 აშშ დოლარის ოდენოთ;
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლით, კი თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
თავდებობის ხელშეკრულება ცალმხრივია და კრედიტორს მოთხოვნის უფლება წარმოეშობა თავდების მიმართაც. ამიტომ თავდებობის ხელშეკრულებაში თავდები შეიძლება გამოდიოდეს მოვალის როლშიც. მას ძირითად მოვალესთან ერთად ეკისრება პასუხისმგებლობა ამ უკანასკნელის მიერ ნაკისრი ვალდებულებისათვის. თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა, რომ იგი მიიღოს კრედიტორმა და დარწმუნდეს, რომ ამ დოკუმენტში გამოხატული ნება ნამდვილად გამომდინარეობს ხელშეკრულების მხარისაგან. თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, ასევე საჭიროა თავდებობის დოკუმენტში თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
სასამართლო, ასევე განმარტავს, რომ სოლიდარული თავდებობის შემთხვევაში თავდებს მოვალესთან ერთად ეკისრება სოლიდარული ვალდებულება და ეს უკანასკნელები წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს 463-ე მუხლის გაგებით. ასეთ დროს კრედიტორს შეუძლია თავისი არჩევანით მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება ერთ-ერთ ან ორივე სოლიდარულ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ყველა შემთხვევაში ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე სოლიდარული მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2----–-–----- დეკემბერს, შპს ,,მი--------------------ისა'' და გი---------------ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ, რომლის საფუძველზეც გი---------------ემ იკისრა ვალდებულება თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მსესხებელს - გო---–---–---–ის მის მიერ ძირითადი ვალის გადახდის უზრუნველსაყოფად იმგვარად, რომ მსესხებლის მიერ კრედიტორისათვის ძირითადი ვალის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თავდებმა უზრუნველყოს კრედიტორის მიმართ ძირითადი ვალის გადახდის აღნიშნული ვალდებულების შესრულება. თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვრა - 4800 აშშ დოლარის ოდენობით. თავდებობის ხელშეკრულებას წინ უძღვოდა თავდების წერილობითი განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე გი---------------ე (თავდები პირები) ძირითად მსესხებელთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს მოსარჩელის წინაშე და ვალდებულია სოლიდარულად გადაიხადოს შპს „მი--------------------“-ის მიმართ არსებული დავალიანება.
6.4. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე, ასევე ითხოვს მოპასუხისათვის გირავნობის მოწმობის ასაღებად გაწეული ხარჯის - 50 ლარისა და სააღსრულებო წარმოებისათვის გაწეული ხარჯის - 150 ლარის დაკისრებას.
მოცემულ შემთხვევაში შპს „მი-------------------- “-ის მიერ არ არსი წარმოდგილი გირავნობის მოწმობის გაცემის სანაცვლოდ გადახდილი საფასურის - 50 ლარისა და
აღნიშნული გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ხარჯი - 150 ლარის გადახდის დამადასტურებული რაიმე დოკუმენტი, აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხეთათვის გირავნობის მოწმობის ასაღებად გაწეული ხარჯისა და სააღსრულებო წარმოებისათვის გაწეული ხარჯის, ჯამში - 200 ლარის დაკისრების თაობაზე, უსაფუძლოა და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.5. მოსარჩელემ იშუამდგომლა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, რაც უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში შეთანხმებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებებზე ხელისმოწერით მხარეებმა გამოხატეს ნება მათ შორის დავის გადაწყვეტის დროს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე. შესაბამისად, მოსარჩელის შუამდგომლობა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი იმავე სხდომაზე არ განიხილება, მაშინ სასამართლო ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც აცნობებს მხარეებს. მხარეების გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი განხილულ იქნა იმავე სასამართლო სხდომაზე.
7. საპროცესო ხარჯები:
მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა - 160 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამდენად, მოპასუხეებს გო---–---–---–სა და გი---------------ეს მოსარჩელე შპს „მი--------------------“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის თანხა - 160 ლარის ოდენობით, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 250-ე, 257-ე, 2591-ე, 263-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,მი--------------------ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1. მოპასუხეებს - გო---–---–---–სა და გი---------------ეს შპს ,,მი--------------------ის'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირითადი თანხის - 824 აშშ დოლარისა, სარგებლის - 782 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - 136 აშშ დოლარის გადახდა.
1.2. მოპასუხეებს - გო---–---–---–სა და გი---------------ეს შპს ,,მი--------------------ის'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 160 ლარის გადახდა.
1.3. თანხის გადახდა განხორციელდეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით.
1.4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო როხვაძე