გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 1003100190028789-3
საქმე #3/6-19 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29.05.2019 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე - რო-–----- ბრ-----ე
წარმომადგენელი: ირ---–- ბრ-----ე
მოპასუხე - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ნო-- ჩი---–--ე
დავის საგანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი 2019 წლის 5 თე------–-- ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის N6- განკარგულება და დაევალოს ხსენებულ კომისიას გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჭიათურის, სოფელ კ-–-–- მდებარე 28-- კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებულ შენობა - ნაგებობების რო-–----- ბრ-----ის (პ/ნ 0----------) საკუთრებად აღიარების თაობაზე( დაზუსტდა სხდომაზე : 15:16:40 დან 15:19:31. 04.04.19 წ.).
1.2. წარმოდგენილ სარჩელში მოსარჩელე მიუთითებს, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დ--- კ-–-–-, მდებარე 28-- კვ.მ სასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთზე მამის ვა------ სე------ ძე ბრ-----ის მიერ დატოვებულ აქვს მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია მის მიერ აშენებული შენობა - ნაგებობები და მის მიერ გამწვანებული ხეხილის ბაღი და ნაძვნარი. აღნიშნულ ქონებაზე ვა------ ბრ-----ის საკუთრება არ ფიქსირდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, თუმცა მიწის ნაკვეთზე მასზე არსებულ შენობა - ნაგებობებზე მამის საკუთრებისა და მფლობელობის ფაქტი დასტურდება 199- წლის მიღება - ჩაბარების აქტით, ამასთან მიწის ნაკვეთზე და ხსენებულ შენობა - ნაგებობებზე მამის საკუთრების ფაქტის დადასტურება შეუძლიათ მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს.
1.2. 2018 წლის 24 ი--–--- ზემოთ აღნიშნული უძრავი ქონების მის საკუთრებაში დარეგისტრირების მიზნით მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა განცხადებით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საქმის მასალების შესასწავლად განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია გადაუგზავნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომელმაც 2019 წლის 5 თე------–-- გადაწყვეტილებით ხსენებული განცხადება არ დააკმაყოფილა და უარი უთხრა უძრავი ქონების დარეგისტრირებაზე. წინამდებარე სარჩელით, როგორც გარდაცვლილ ვა------ ბრ-----ის შვილი მოსარჩელე მოითხოვს, ბათილად იქნას ცნობილი 2019 წლის 5 თე------–-- ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის განკარგულება და დაევალოს ხსენებულ კომისიას გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჭიათურის, სოფელ კ-–-–- მდებარე 28-- კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებულ შენობა - ნაგებობების რო-–----- ბრ-----ის (პ/ნ 0----------) საკუთრებად აღიარების თაობაზე( დაზუსტდა სხდომაზე : 15:16:40 დან 15:19:31. 04.04.19 წ.).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. წარმომადგენლის განმარტებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიღებულია კანონის სრული დაცვით, რო-–----- ბრ-----ეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებულობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე რო-–----- ბრ-----ე (პ/ნ 0----------) არის აწ გარდაცვლილ ვა------ ბრ-----ის შვილი. ვა------ ბრ-----ე გარდაიცვალა 197- წლის 27 სექტემბერს. დადგენილია, რომ 1997 წლის 18 მ------ რო-–----- ვა------ის ძე ბრ-----ის სახელზე გაცემულია მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტი N6--ით დადგენილია, რომ რო-–----- ბრ-----ეზე გაცემულია 4540 კვ.მ. მიწის ფართობი, ჭიათურის რაიონის სოფელ დ--- კ-–-–-. მიწის რეფორმამდე არსებული მიწის რაოდენობა განისაზღვრება 1120 კვადრატული მეტრით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ.1-11)
- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 12)
- მიღება - ჩაბარების აქტი № 6- (ს.ფ.14)
- მხარის ახსნა - განმარტებები (იხ.ოქმი)
3.2.2 დადგენილია, 2019 წლის 24 ი--–--- მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, განცხადებით მოთხოვნილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, მდებარე ჭიათურა, სოფელი დ---ი კ-–-- 28-- კვ.მ. რაზეც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 11 თებერვალს მიღებულ იქნა N 8------------1- გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ არ ყო წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი განცხადებაზე წარმოდგენილი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია გადაეგზავნა ჭიათურის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ.1-11)
- გადაწყვეტილება N 8------------1- (11.02.2019წ.) (ს.ფ.17)
- მიღება - ჩაბარების აქტი № 6- (ს.ფ.14)
- მხარის ახსნა - განმარტებები (იხ.ოქმი)
3.2.3. დადგენილია, რომ 2019 წლის 0- თებერვალს გაიმართა კომისიის სხდომა. 0-.02.2019 წლის კომისიის სხდომის N3 ოქმით დადგენილია, რომ სხდომას როგორც დაინტერესებული პირი ესწრებოდა - რო-–----- ბრ-----ე. ხსენებული ოქმით ასევე, დადგენილია, რომ აზრი გამოთქვეს კომისიის ყველა წევრმა (კომისიის თავმჯდომარე: გი------ ბი–--ე, კომისიის წევრები: ირ---–- მე------–---–ი, ირ---–- მე-----–-–---–ი, ლა–- კო------ე, აკ--- აზ-----–---–ი, მა-–---- ხუ–-–---–ი, ნა---- ცა--–--ე, ნი-- სა--------, და---- ბი–--ე) აღნიშნეს, რომ დაინტერესებული პირის განცხადებასთან დაკავშირებით მიწის ნაკვეთი ნანახი იყო მათ მიერ და აღნიშნეს, რომ დართული დოკუმენტებით და ადგილზე გადამოწმების შედეგად თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული არის დანგრეული შენობა - ნაგებობა, კომისიამ მსჯელობის შედეგად შეთავაზა რო-–----- ბრ-----ეს, რომ წარედგინა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რაზედაც ვლინდებოდა ფლობის კვალი რის შედეგადაც მოხდებოდა კანონის ფარგლებში დაკმაყოფილება, რო-–----- ბრ-----ემ ნახაზი დაკორექტირებაზე განაცხადა უარი. კომისიამ გადაწყვიტა, რომ რო-–----- ბრ-----ის მიერ წარდგენილი ნახაზს არ ეთანხმება, არ ვლინდება მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი და არ ექვემდებარება აღიარებას, რასაც კომისიის ცხრავე წევრი დაეთანხმა. აღნიშნულის თაობაზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2019 წლის 0- თებერვალს მიღებულ იქნა N 6- განკარგულება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე მოქალაქე რო-–----- ბრ-----ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
განკარგულებით კომისიამ გადაწყვიტა, რომ უარი ეთქვას რო-–----- ბრ-----ეს ჭიათურა, სოფელი დ--- კ-–-–- მდებარე 28-- კვ.მ. სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე შემდეგ გარემოებათა გამო: დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და ფორმის დამტკიცების შესახე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №37- დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“ დადგენილ მოთხოვნებს, რადგან დაინტერესებული პირის განცხადებაზე დართული დოკუმენტებით და ადგილზე გადამოწმებით არ დასტურდება მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი.
აღნიშნული გარემოება სასამართლო სხდომაზე დადასტურებულ იქნა მოპასუხე მხარის მიერ, რომლის განმარტებით მოსარჩელის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი რომელზედაც ითხოვს საკუთრების უფლების აღიარებას, არ დასტურდება დაინტერესებული პირის მიერ ფლობის ფაქტი, ტერიტორიაზე გაშენებულია მწვანე ნარგავები, მათ შორის მრვალწლიანი ნარგავები (ნიგოზი, ვაშლი), აღნიშნული ტერიტორია არ არის შემოსაზღვრული, მწვანე ნარგავებს მიღმა შეინიშნება რაგვის კვალი. მისივე განმარტებით მწვანე ნარგავებიანი ტერიტორია წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით მრავალწლიანი ნარგავები, ნაძვნარი და ხეხილის ბაღი გაშენებულია მისი ბაბუის ვა------ ბრ-----ის მიერ, ადრე ტერიტორია იყო შემოსაზღვრული და ამუშავებდნენ, ხოლო მას შემდეგ რაც თბილისში გადავიდნენ საცხოვრებლად ტერიტორიას აღარ ამუშავებს და რაგვიც გაიტანეს. მისივე განმარტებით ტერიტორიას სოფლის მოსახლეობა იყენებს პირუტყვის საძოვრად და არ სურთ რომ აღირიცხოს მის საკუთრებაში. მისივე განმარტებით აღნიშნული ნარგავები შესაძლებელია დარგული ყოფილიყო ბაბუის მიერ კომუნისტების პერიოდში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2019 წლის 0- თე------–-- კომისიის სხდომის N3 ოქმი (ს.ფ. 45-54)
- 2019 წლის 0- თებერვალის N 6- განკარგულება (ს.ფ.19-20)
- მხარის ახსნა - განმარტებები (იხ.ოქმი)
3.2.4. სასამართლოს მიერ ადგილზე დათვალიერებით დადგენილია, რომ მწვანე ნარგავები, რომელიც განთავსებულია რო-–----- ბრ-----ის მიერ წარდგენილი ნახაზის ფარგლებში, მდებარეობს საქალაქთაშორისო - ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გასწვრივ და სავარაუდოდ ათეული წლებია, რაც გაშენებულია და ქარსაცავი ზოლის ფუნქციასაც შესაძლებელია ასრულებდეს. გზიდან მწვანე ნარგავების მიღმა დანგრეული შენობაა, ხოლო შენობასა და მწვანე ნარგავებს შორის ცარიელი მონაკვეთია საავტომობილო გზიდან შენობის მიმართულებით სამხრეთ მხარეს არ დგინდება შემოღობვის არავითარი კვალი, ხოლო დანარჩენ მხარეს ეს კვალი ჩანს. აშკარაა, რომ მწვანე ნარგავების განთავსების ადგილი საზოგადოებრივ სივრცეს წარმოადგენს. აღნიშნული გარემოებები ფოტოებიდანაც ნათლად ჩანს. მწვანე ნარგავებით დაფარული მიწის ნაწილის გამო შეთავაზა კომისიამ ნახაზის კორექტირება განმცხადებელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- ადგილზე დათვალიერების ოქმი(ს.ფ.63-65)
- ფოტოები (ს.ფ.25, 71,72)
- მხარის ახსნა-განმარტებები (იხ.ოქმი)
3.2.5. ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების მერის წარმომადგენლის კა–--- ადმინისტრაციულ ერთეულში მუ----- ხვ-----–--ის 2018 წლის 26 ნ--------- მოხსენებითი ბარათის N 1-37-/5- საფუძველზე გაცემული ცნობით რო-–----- ბრ-----ე ჭიათურის მუნიციპალიტეტის კა–--- ადმინისტრაციული ერთეულის დ--- კ-–-–- 1993 წლიდან თვითნებურად ფლობს 28-- მ2 სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზედ განთავსებული შენობა - ნაგებობებით (საცხოვრებელი დანგრეული).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა (ს.ფ. 13)
- მხარის ახსნა - განმარტებები (იხ.ოქმი)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სარჩელის საფუძვლიანობა, მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან კომისიისა და სასამართლოს მიერ გამოკვლეული გარემოებების საფუძველზე რო-–----- ბრ-----ის სამართლებრივი მდგომარეობა არ შეესაბამება მითითებული ფორმით მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღიარების პირობებს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის №376 დადგენილება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საკითხის განხილვისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს ფართო დისკრეციით. სასამართლოს მიაჩნია, რომ რო-–----- ბრ-----ის სარჩელი კომისიის სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა, რამდენადაც მოსარჩელემ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ვერ დაასაბუთა, თუ რატომ ეწინააღმდგება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას მიღებული გადაწყვეტილება კანონს და კონკრეტულად რა გარემოება არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომლის გამოკვლევისა და დადგენის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა სხვაგავარი ანუ მოსარჩელისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები და ვერ დაასაბუთა გარემოებანი, რომლებითაც შესაძლებელი იქნებოდა სარჩელის საფუძვლიანობის დადასტურება.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ. ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტი წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. Aამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა, კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ხსენებული სამართლებრივი საფუძვლით სარჩელით მოითხოვა სადაო ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
6.3. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
6.4. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის თანახმად კანონი არეგულირებს ურთიერთობას, რომელიც გამომდინარეობს მიწის თვითნებურად დაკავებიდან. განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნა უკავშირდება მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტს, კერძოდ მოსარჩელე რო-–----- ბრ-----ე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიმართა ჭიათურის მუნიციპალიტეტის, სოფელ დ--- კ-–-–- არსებულ 28-- კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით.
6.5. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ 2007 წლის 1 იანვრამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული,მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელიც საკუთრების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონში 2008 წლის 23 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, -აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმდ გ) თვითნებურად დაკავებული მიწა – ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ხსენებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით
ხსენებული კანონის მე-51 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში.
6.6. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სწორად იქნა გამოკვლეული და შეფასებული გარემოებები ასაღიარებელ მიწის ნაკვეთთან მიმართებაში. კომისიის მიერ დაინტერესებული პირის განცხადებასთან დაკავშირებით მიწის ნაკვეთი ნანახი იყო ადგილზე და აღნიშნეს, რომ დართული დოკუმენტებით და ადგილზე გადამოწმების შედეგად თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული არის დანგრეული შენობა - ნაგებობა, გაშენებულია მწვანე ნარგავები (ნაძვნარი) ასევე ხეხილის ნარგავები, ტერიტორია არ არის შემოსაზღვრული. კომისიამ მსჯელობის შედეგად შეთავაზა რო-–----- ბრ-----ეს, რომ წარედგინა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რაზედაც ვლინდებოდა ფლობის კვალი რის შედეგადაც მოხდებოდა კანონის ფარგლებში დაკმაყოფილება, რო-–----- ბრ-----ემ ნახაზი დაკორექტირებაზე განაცხადა უარი. კომისიამ გადაწყვიტა, რომ რო-–----- ბრ-----ის მიერ წარდგენილი ნახაზს არ ეთანხმება, არ ვლინდება მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი და არ ექვემდებარება აღიარებას.
6.7. სასამართლოს მიერ ადგილზე დათვალიერებით დადგენილია, რომ მწვანე ნარგავები, რომელიც განთავსებულია რო-–----- ბრ-----ის მიერ წარდგენილი ნახაზის ფარგლებში, მდებარეობს საქალაქთაშორისო - ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გასწვრივ და სავარაუდოდ ათეული წლებია, რაც გაშენებულია და ქარსაცავი ზოლის ფუნქციასაც შესაძლებელია ასრულებდეს. გზიდან მწვანე ნარგავების მიღმა დანგრეული შენობაა, ხოლო შენობასა და მწვანე ნარგავებს შორის ცარიელი მონაკვეთია საავტომობილო გზიდან შენობის მიმართულებით სამხრეთ მხარეს არ დგინდება შემოღობვის არავითარი კვალი, ხოლო დანარჩენ მხარეს ეს კვალი ჩანს. აშკარაა, რომ მწვანე ნარგავების განთავსების ადგილი საზოგადოებრივ სივრცეს წარმოადგენს. აღნიშნული გარემოებები ფოტოებიდანაც ნათლად ჩანს. მწვანე ნარგავებით დაფარული მიწის ნაწილის გამო შეთავაზა კომისიამ ნახაზის კორექტირება განმცხადებელს. ასევე საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მოცემული საცხოვრებელი სახლი აშენებულია მე-20 საუკუნის 90-იან წლებამდე და რეფორმამდე არსებული მიწის ნაკვეთს ფლობდა 1120 კვადრატული მეტრის ოდენობით. დადასტურებულია და მოსარჩელეც არ უარყოფს, რომ 197- წელს გარდაიცვალა ვა------ ბრ-----ე, რომელმაც მოსარჩელის განმარტებით დარგა მცენარეები ამ პერიოდისათვის მიწა მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებობდა და შესაბამისად მის მიერ ვერ იქნებოდა მიწა ამ კანონის მიზნებისათვის თვითნებურად მიტაცებული.
დადგენილია, რომ თვითნებურად დაკავების ფაქტი ვერ დასტურდება თვით მოსარჩელის მიერ დასახელებული გარემოებებით და პირიქით გამორიცხავს დაკავების ფაქტს კერძოდ ის, რომ მოსარჩელე ოთხმოცდაათიან წლებში ამუშავებდა მიწის ნაკვეთს, თუმცა შემდეგ გადავიდა თბილისში საცხოვრებლად და აღარ ამუშავებს, ტერიტორია არ არის შემოსაზღვრული. მის არ ყოფნაში, წლებია სოფლის მოსახლეობა ტერიტორიას იყენებდა საძოვრად.
6.8.ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის№376 დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის (შემდგომში წესი) პირველი მუხლის შესაბამისად ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს, განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების მქონე ორგანოს სამართლებრივ სტატუსს, კომპეტენციასა და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე საკუთრების უფლების აღიარების პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
6.9.წესის მეორე მუხლის შესაბამისად ამ რეგულაციის ფარგლებში მიწის ნაკვეთი არის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე
მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი კი არის ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი; მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო არის მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი. მოწმის ჩვენება არის მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის თაობაზე მოწმის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება.
6.10.წესის მე-6 მუხლის შესაბამისად კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით.
კომისია შედგება არანაკლებ 5 და არაუმეტეს 11 წევრისაგან. კომისიის წევრთა რაოდენობა უნდა იყოს კენტი. კომისია შედგება მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის თანამდებობის პირებისგან/მოხელეებისგან. კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნონ, აგრეთვე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები (მათი თანხმობით), რომელთა რაოდენობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს, აგრეთვე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, ამავე სააგენტოს თანხმობით.
წესის მე-10 მუხლის შესაბამისად კომისია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გადაწყვეტილებას იღებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - განკარგულებით. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სხდომაზე. კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6.11.წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შესაბამისად „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამის კომისიას, კომპეტენციის ფარგლებში, საკითხის განსახილველად. შუამდგომლობას უნდა ერთვოდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, აგრეთვე სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით სააგენტოში დაცული/წარდგენილი სრული დოკუმენტაცია/ინფორმაცია.
აღნიშნული ფორმა იქნა გამოყენებული სააგენტოს მიერ. ერთმნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელის მიერ ნაწილობრივ არ იყო მართლზომიერ მფლობელობაში სადაო მიწის ნაკვეთი , თუმცა ასევე ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია, რომ სახეზე არ არის მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფატი იმ ნაწილში სადაც მწვანე ნარგავებია განთავსებული და სადაც მოსარჩელე ამტკიცებს მამის-ვა------ ბრ-----ის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტს. საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული სადაო მიწის ნაკვეთის ნაწილი წარმოადგენს ფაქტობრივად ქარსაცავ ზოლს და ნაწილი კი წარმოადგენს საზოგადოებრივ სივრცეს. სწორედ ამ ნაწილში მოსთხოვა კომისიამ მოსარჩელეს ნახაზის კორექტირება.
6.12.წესის მე-12 მუხლის მეორე ნაწილით „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ კომისიისთვის მიმართვის სხვა პირობები და პროცედურები განისაზღვრება „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მესამე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა:ა) პირუტყვის გადასარეკი ტრასა;ბ) წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომელთა საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელია „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; გ) სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომლებიც დაკავებულია ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ, რომელთა საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელია სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის შესაბამისად და რომელთა სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვა ხელს არ შეუშლის სახელმწიფო ტყის ფონდის მართვისა და დაცვის განხორციელებას; დ) დაცული ტერიტორია, გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა; ე) რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა ტერიტორია, გარდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მქონე ტერიტორიებისა; ვ) ისტორიის, კულტურის, ბუნებისა და საკულტო-რელიგიური ძეგლები ზ) საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი; თ) თუ მასზე განთავსებულია წყალსაცავი, ჰიდროტექნიკური ნაგებობა და ამ ობიექტების სანიტარიულ-დაცვითი ზონები;ი) თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები;კ) სპეციალური დანიშნულების (თავდაცვისა და მობილიზაციისათვის განკუთვნილი) მიწის ნაკვეთები;ლ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას; მ) სასაფლაო და პანთეონი;ნ) სანიტარიული და დაცვითი ზონები;ო) თუ იგი განკუთვნილია ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენებისა და მათთან დაკავშირებული მიწისქვეშა და მიწისზედა საშუალებების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის.
6.13.წესის მე-17 მუხლის შესაბამისად თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, არ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ წესით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას, საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.
თუ კომისიამ განცხადების განხილვის ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება საკუთრების უფლების აღიარების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე, ეს ჩაითვლება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6.14. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც საკუთრების უფლების მოპოვებას ცდილობდა მოსარჩელე, არ პასუხობს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ წესით განსაზღვრულ პირობებს, ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით და გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, მოსარჩელეს კი აღნიშნულის საწინააღმდეგოს დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია სასამართლოსთვის.
იმავეს ითვალისწინებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-7 პუნქტი - თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.
.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა, კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში რო-–---- ბრ-----ემ სარჩელით მოითხოვა იმ სადაო ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც უარი ეთქვა საკუთრების აღიარებაზე.
6.15.ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის შესაბამისად საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 5.02.2019 წლის მიღებული #60 განკარგულება გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება და სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით დადგენილი ბათილობის პირობები.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.16. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის გათვალისწინებით, სასამართლო პროცესი წარიმართება დისპოზიციურობისა და ინკვიზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც თავისი შინაარსით მოითხოვს, რომ საქმის განხილვა უნდა წარიმართოს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, მხარეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა შეჯიბრებითობის პრინციპის რეალიზაციით წარმართონ და დაასაბუთონ თავიანთი პოზიციები და ამავე დროს, ინკვიზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, არ უგულებელყონ საჯარო ინტერესი. აღნიშნული ფუნდამენტალური პრინციპების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები, რომელსაც ეფუძნება, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსით მოწესრიგებული ადმინისტრაციული წარმოება, რომლის მიხედვითაც, ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე, ყველა პირი უფლებამოსილია სასარჩელო მოთხოვნის საფუძველზე, საქმე აწარმოოს სასამართლოში და დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი, ხოლო სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 32-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53.1, 243-ე, 244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. რო-–----- ბრ-----ის (პ/ნ 0----------) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. საჩხერე დავით აღმაშენებლის ქუჩა # 3).
მოსამართლე: ივანე ყიფიანი