გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-----------------
საქმე №3/7629-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
29 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე
სხდომის მდივანი გიორგი ჩიქოვანი
მოსარჩელე - შპს „R---------“
წარმომადგენელი - ლ----------------ე
მოპასუხე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
წარმომადგენელი - ი-----–------------–--ე
მესამე პირი - შპს ს----------–----------------------------------------ია
წარმომადგენელი - გ------------------–---–ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის 2018 წლის 13 ნოემბრის №------------- გადაწყვეტილება;
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირი არ დაეთანხმა სარჩელს.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. 2016 წლის 14 აპრილს შპს „ს----------–----------------------------------------იის“ მიერ დამტკიცდა ტექნიკური პირობა №--, რომლის თანახმად, იგი გაიცა „R---------”-ზე და ითვალისწინებდა მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად, მაგისტრალური გაზსადენის სისტემაზე მიერთებას. განცხადებაში მითითებული ობიექტის ადგილმდებარეობისა და მოთხოვნილი სიმძლავრის გათვალისწინებით განისაზღვრა სისტემაზე მიერთების წერტილი: „ყ---------------–---------------იანი მაგისტრალური გაზსადენის 504,6 კმ-ზე „განმცხადებლის“ მიერ მოსაწყობ D--------იანი დიამეტრის 6 (ექვსი) მეტრი სიგრძის კოლექტორზე, კოლექტორამდე და მის შემდეგ მაღალი წნევის სფერული ონკანების ჩაყენებით. ასაშენებელი გგს-ის საბოლოო ადგილმდებარეობას ირჩევს „განმცხადებელი“ წინამდებარე ტექნიკური პირობის პირველი პუნქტის მოთხოვნის გათვალისწინებით. „ობიექტის მაგისტრალურ გაზსადენზე დაერთება უნდა განეხორციელებინა შპს „ს----------–----------------------------------------იას“ შპს „R---------”-თან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების გასაფორმებლად, აუცილებელ პირობას წარმოადგენდა შპს „ს----------–----------------------------------------იის“ მოთხოვნების შესრულება და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა.
მტკიცებულება რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2016 წლის 14 აპრილის ტექნიკური პირობა №-- (ტ. 1, ს.ფ. 24-25);
4.2. შპს „ს----------–----------------------------------------იის“ მიერ 2016 წლის 14 აპრილს გაცემული ტექნიკური პირობა №---ის შესაბამისად, შპს „R---------”-ის მიერ შედგა სამშენებლო პროექტი.
ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2016 წლის 30 ნოემბრის №------- ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისი, გზატკეცილი კახეთი მე-7 კილომეტრი, საშუალო წნევის გაზსადენი მილის (კატეგორია II, კლასი IV) მოწყობის არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 30 ნოემბრიდან 2017 წლის 30 მაისის ჩათვლით. პროექტის ხარჯთაღრიცხვის თანახმად თანხის საერთო რაოდენობამ შეადგინა 1 651 230,04 ლარი.
მტკიცებულება რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- პროექტი (ტ. 1, ს.ფ. 26-59);
- სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის ბრძანება №------- (ტ. 1, ს.ფ. 60-63);
- ხარჯთაღრიცხვა (ტ. 1, ს.ფ. 63);
4.3. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 სექტემბრის № 5------ წერილით სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“, ასევე შპს „ს----------–----------------------------------------იას“ ეცნობა, რომ წარდგენილი პროექტის მიხედვით, გაზსადენი მილი კვეთდა სახელმწიფო საკუთრებაში 0--------------- და 0--------------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შუაში და შპს „ს----------–----------------------------------------იას“ მოეთხოვა სააგენტოსთვის პოზიციისა და წინადადების მიწოდება, შესაძლებელი იყო თუ არა გაზსადენის მილის ალტერნატიული გზით გატარება.
შპს „ს----------–----------------------------------------იამ“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 4 ოქტომბრის №----------- წერილით აცნობა, რომ გაზსადენის ალტერნატიული გზის შერჩევა შესაძლებელი იყო. ამავე წერილით ეცნობა, რომ მარშრუტის კორექტირებას შეიძლება გამოეწვია მაგისტრალურ გაზსადენზე მიერთების (შეჭრის) ადგილის ცვლილება, რაზეც აუცილებელი იქნებოდა დაინტერესებულ მხარეს მიემართა შპს „ს----------–----------------------------------------იისათვის“ და მოეპოვებინა მიერთების ახალი ტექნიკური პირობა, რომლის განხორციელებაც ასევე შესაძლებელი იყო.
შპს „ს----------–----------------------------------------იას“ 2016 წლის 7 ოქტომბერს გაეგზავნა შპს „R---------” -ის წერილი, რომლითაც მოთხოვნილ იქნა ახალი ტექნიკური პირობა მიერთების ადგილის შეცვლის გათვალისწინებით.
მტკიცებულება რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 სექტემბრის №5------ წერილი (ტ. 1, ს.ფ. 64);
- შპს „ს----------–----------------------------------------იის“ წერილი №----------- (ტ. 1, ს.ფ. 65);
- 2016 წლის 7 ოქტომბერს გაეგზავნა შპს „R---------” -ის წერილი (ტ. 1, ს.ფ. 156);
- განაცხადი (ტ. 1, ს.ფ 157);
4.4. 2016 წლის 18 ნოემბერს ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა გამოსცა ბრძანება №------- მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, მშენებლობის ვადად თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 30 ნოემბრის №------- ბრძანების მე-3 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა 2016 წლის 30 ნოემბრიდან 2017 წლის 30 მაისის ჩათვლით პერიოდი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 18 ნოემბრის ბრძანება №------- (ტ. 1, ს.ფ. 66);
4.5. შპს „R---------” -მა შპს „ს----------–----------------------------------------იას“ წარუდგინა ტექნიკური დოკუმენტაცია. 2017 წლის 16 ივნისს შპს „ს----------–----------------------------------------იას“ კვლავ წარედგინა შპს „R---------“-ის წერილი, რომლითაც ეცნობა, რომ გაცემული ტექნიკური პირობის №-- თარიღით: 14.04.2016წ. თანახმად დამთავრდა სამშენებლო სამუშაოები, საპროექტო პარამეტრებით, უსაფრთხოების დადგენილი ნორმებისა და წესების მიხედვით. ტექნიკური პირობის პუნქტი №3-ის მოთხოვნის, შედგენილ იქნა საჭირო დოკუმენტაცია. შესაბამისად ეთხოვათ განეხილათ და შეესრულებინათ შეჭრის სამუშაოები დადგენილი წესით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ტექნიკური დოკუმენტაცია (ტ. 1, ს.ფ. 73-89);
- 2017 წლის 19 ივნისის წერილი (ტ. 1, ს.ფ. 90);
4.6. შპს „ს----------–----------------------------------------იის“ 2017 წლის 5 ოქტომბრის №----------- წერილით შპს „R---------”-ს ეცნობა, რომ ტექნიკური პირობის ვადის გასვლის შემთხვევაში თავიდან ხდებოდა საკითხის შესწავლა და მიზანშეწონილობის შემთხვევაში გაიცემოდა ახალი ტექნიკური პირობა. ასევე ეცნობათ, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმდინარე წლის 31 ივლისის №------------ წერილის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №114 ბრძანებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების“ მე-9 მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული საფუძვლით, იზღუდება პირდაპირი მომხმარებლის ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთება. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ უნდა მომხდარიყო იმ მომხმარებლის ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთება, რომელთა მომსახურებაც შეუძლია ბუნებრივი გაზის განაწილების ქსელს. ვინაიდან აღნიშნული ობიექტი იმყოფება გაზგამანაწილებელი ქსელის არეალში, შპს „ს----------–----------------------------------------იამ“ მიზანშეწონილად არ მიიჩნია გაეცა ტექნიკური პირობა ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთების შესახებ.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2017 წლის 5 ოქტომბრის წერილი (ტ. 1, ს.ფ. 92);
4.7. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის 2017 წლის 31 ივლისის №------------ წერილით შპს „ს----------–----------------------------------------იას“ მოეთხოვა შეეზღუდა იმ მომხმარებლების ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთება, რომელთა მიერთებაც უარყოფითად იმოქმედებდა სისტემის საიმედოობაზე ან მათი მომსახურება შეეძლო ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2017 წლის 31 ივლისის №------------ წერილი (ტ. 1, ს.ფ. 93-96);
4.8. 2018 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას წარედგინა შპს „R---------”-ის საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილ იქნა მათი კუთვნილი ობიექტის მაგისტრალურ გაზსადენზე მიერთება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ადმინისტრაციული საჩივარი (ტ. 1, ს.ფ. 96-101);
4.9. შპს „ს----------–----------------------------------------იის 2018 წლის პირველი ნოემბრის №1/02-2272 წერილით შპს „R---------”-ის დირექტორს ეცნობა, რომ როგორც მათთვის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 22 ოქტომბრის №------------- წერილით გახდა ცნობილი, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემასთან მიერთების საკითხთან დაკავშირებით ორგანიზაციის მიერ 2018 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში წარდგენილ იქნა საჩივარი №-------- შპს „ს----------–----------------------------------------იის“ მიმართ. ზემოაღნიშნული გათვალისწინებით, წერილში დასმული საკითხის თაობაზე შპს „ს----------–----------------------------------------იის“ პოზიცია შეეძლოთ ეხილათ №1/02-2247 წერილში, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში წარდგენილ იქნა 2018 წლის 29 ოქტომბერს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 13 ნოემბრის №------------- წერილით შპს „R---------”-ეცნობა, რომ ვინაიდან კომპანიამ ტექნიკური პირობების მოქმედების ვადაში ვერ უზრუნველყო ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთებისათვის ამავე ტექნიკური პირობით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება, მისი კუთვნილი ობიექტის მიერთება უნდა განხორციელებულიყო ტექნიკური პირობის ვადის გასვლის შემდგომ არსებული კანონმდებლობის გათვალისწინებით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- შპს „ს----------–----------------------------------------იის 2018 წლის პირველი ნოემბრის №1/02-2272 წერილი (ტ. 1, ს.ფ. 105);
- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 13 ნოემბრის №------------- წერილი (ტ. 1, ს.ფ. 106-108).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონი, „ელექტოენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონი,7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება აკმაყოფილებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ვინაიდან სადავო აქტი არის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.
7.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნტის თანახმად, ბ) კოლეგიური საჯარო დაწესებულება – საჯარო დაწესებულება, რომლის ხელმძღვანელი ან სათათბირო ორგანო ერთზე მეტი პირისაგან შედგება და რომელშიც გადაწყვეტილებებს ერთზე მეტი პირი ერთობლივად იღებს ან ამზადებს; ამავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კოლეგიური საჯარო დაწესებულების წევრი – საჯარო მოსამსახურე, რომელიც ხმის უფლებით მონაწილეობს კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში ან მომზადებაში.
ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კოლეგიურ ორგანოში ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ?? ???????? VI ????? დადგენილი წესის შესაბამისად და ამ თავში აღნიშნული დებულებების გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, კოლეგიურ ორგანოში შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო. გამონაკლისს წარმოადგენს კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის უფლება – გადაგზავნოს განცხადება უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ან დაუბრუნოს იგი განმცხადებელს, თუ მასში დასმული საკითხების გადაწყვეტა კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას არ განეკუთვნება.
„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მეორე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე იგი უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელსა და მომხმარებელს შორის.
ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მომხმარებლის განცხადება და საჩივარი განიხილება საჯარო მოსმენის წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია მოიწვიოს დაინტერესებული მხარეები საჯარო მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 7 დღით ადრე. მოწვევის შესახებ ცნობის გამოქვეყნება შეიძლება ნებისმიერი საშუალებით. ცნობაში უნდა მიეთითოს საჯარო მოსმენაზე განსახილველი საკითხი, მოსმენის გამართვის თარიღი, ადგილი და დრო.
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე. კომისიის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრულია ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ამავე კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატი, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, იმპორტიორი, ექსპორტიორი, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი, ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი და მომხმარებელი უფლებამოსილი არიან კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის N6 დადგენილებით დამკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისია არის კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო სადაც სამართლებრივი აქტების მიღება ხდება კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით.
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შენიშვნის „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტების თანხამად, „ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემა” ან „ტრანსპორტირების სისტემა“ არის ყველა მილსადენი, საკომპრესორო სადგური, საზომი სადგური და სხვა მოწყობილობა, რომლებიც გამოიყენება ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისათვის, მუშაობს ან დაპროექტებულია 1,2 მპა-ზე მეტ წნევაზე სამუშაოდ, აკავშირებს მიღების პუნქტს მიწოდების პუნქტთან და რომელთაც ფლობს ან მართავს ან/და ექსპლუატაციას უწევს ტრანსპორტირების ლიცენზიატი. ტრანსპორტირების სისტემა მოიცავს ყველა მილსადენს და მოწყობილობას, რომელიც მუშაობს ან დაპროექტებულია 1,2 მპა-ზე მეტ წნევაზე სამუშაოდ, საკომპრესორო სადგურების, საზომი სადგურებისა და სხვა მოწყობილობების ჩათვლით, რომლებიც მითითებულია ტრანსპორტირების ლიცენზიაში; ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობა – ტრანსპორტირების სისტემის ექსპლუატაცია ტრანსპორტირების სისტემის მეშვეობით ბუნებრივი გაზის მიღების პუნქტიდან მიწოდების პუნქტში ტრანსპორტირების მიზნით; ამავე მუხლის „ჰ28“ ქვეპუნქტის თანახმად, „ბუნებრივი გაზის ქსელის წესები“ არის კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ტრანსპორტირების სისტემისა და გამანაწილებელი ქსელის მართვის და ამ ქსელით სარგებლობის (მათ შორის, მიერთების) პროცედურებს, პირობებსა და პრინციპებს (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებული საკითხებისა) და ამ ნაწილში განსაზღვრავს შესაბამის ლიცენზიატებსა და მათი მომსახურებით მოსარგებლე სუბიექტებს შორის ურთიერთობებს.
მოცემული კანონის მე-40 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემასთან ახალი მიერთების პროცედურები განისაზღვრება „ბუნებრივი გაზის ქსელის წესებით“. ამასთანავე, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემასთან ახალი მიერთება არ საჭიროებს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიის მოდიფიცირებას.
„ბუნებრივი გაზის ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელიეროვნული კომისიის 2018 წლის 31 აგვისტოს №22 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბუნებრივი გაზის ქსელის წესები შემდგომში – წესები) განსაზღვრავს ტრანსპორტირების სისტემისა და გამანაწილებელი ქსელის მართვის და ამ ქსელით სარგებლობის (მათ შორის, მიერთების) პროცედურებს, პირობებსა და პრინციპებს და ამ ნაწილში განსაზღვრავს შესაბამის ლიცენზიატებსა და მათი მომსახურებით მოსარგებლე სუბიექტებს შორის ურთიერთობებს. აღნიშნული დადგენილების 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაძიებლებს უნდა ჰქონდეთ ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთების ან არსებული მიერთების ცვლილების თანაბარი უფლებები, ამ თავის მოთხოვნების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პირი უფლებამოსილია მიერთდეს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე თუ: ა) მიწოდების პუნქტისათვის: ა.ა) იგი არის ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატი; ა.ბ) სურს გახდეს პირდაპირი მომხმარებელი და მისაერთებელი ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება შეუძლებელია.
„ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №114 ბრძანების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთება შეიძლება მოითხოვოს: ა) განაწილების ლიცენზიატმა; ბ) პირმა, რომელსაც სურს გახდეს პირდაპირი მომხმარებელი, თუ მისაერთებელი ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება შეუძლებელია. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია დასაბუთებული უარი განაცხადოს მიერთებაზე, თუ: ა) მიერთების მსურველი ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ პირობებს; ბ) განაწილების ლიცენზიატის ან პირდაპირი მომხმარებლის ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ქსელთან (სისტემასთან) მიერთება აშკარა უარყოფით გავლენას იქონიებს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საერთო სისტემაზე ან/და შესაძლებლობაზე, სტანდარტულ დონეზე გაუწიოს მომსახურება სხვა მომხმარებლებს; გ) ტრანსპორტირების სისტემასთან განაცხადში მითითებულ სავარაუდო მიერთების წერტილთან უკვე არსებობს ტრანსპორტირების ქსელთან მიერთება ან სხვა ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელი, რომელსაც შეუძლია დააკმაყოფილოს განაცხადით მოთხოვნილი პირობები.
დადგენილია, რომ შპს „ს----------–----------------------------------------იის“ 2017 წლის 5 ოქტომბრის №----------- წერილით შპს „R---------“-ს ეცნობა, რომ ტექნიკური პირობის ვადის გასვლის შემთხვევაში თავიდან ხდებოდა საკითხის შესწავლა და მიზანშეწონილობის შემთხვევაში გაიცემოდა ახალი ტექნიკური პირობა. ასევე ეცნობათ, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმდინარე წლის 31 ივლისის №------------ წერილის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №114 ბრძანებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების“ მე-9 მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული საფუძვლით, იზღუდება პირდაპირი მომხმარებლის ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ უნდა მომხდარიყო იმ მომხმარებლის ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთება, რომელთა მომსახურებაც შეუძლია ბუნებრივი გაზის განაწილების ქსელს. ვინაიდან აღნიშნული ობიექტი იმყოფება გაზგამანაწილებელი ქსელის არეალში, შპს „ს----------–----------------------------------------იამ“ მიზანშეწონილად არ მიიჩნია გაეცა ტექნიკური პირობა ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთების შესახებ.
დადგენილია, რომ 2018 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას წარედგინა შპს „R---------“-ის საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილ იქნა მათი კუთვნილი ობიექტის მაგისტრალურ გაზსადენზე მიერთება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 13 ნოემბრის №------------- წერილით შპს „R---------“-ეცნობა, რომ ვინაიდან კომპანიამ ტექნიკური პირობების მოქმედების ვადაში ვერ უზრუნველყო ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთებისათვის ამავე ტექნიკური პირობით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება, მისი კუთვნილი ობიექტის მიერთება უნდა განხორციელებულიყო ტექნიკური პირობის ვადის გასვლის შემდგომ არსებული კანონმდებლობის გათვალისწინებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს „R---------“-მა საჩივარი წარადგინა მარეგულირებელ კომისიაში მასსა და შპს „ს----------–----------------------------------------იას“ შორის არსებული სადავო საკითხის გადასაწყვეტად. საჩივრის ავტორი არ ეთანხმებოდა შპს „ს----------–----------------------------------------იის“ 2017 წლის 5 ოქტომბრის №----------- წერილში ასახულ, გაზსადენზე მიერთებაზე უარის თქმის საფუძვლებს და ითხოვდა მისი კუთვნილი ობიექტის მაგისტრალურ გაზსადენზე მიერთებას. ამდენად, შპს „R---------“-მა საჩივარში დასმული საკითხი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის კომპეტენციას მუკუთვნებული დავის კატეგორიას განეკუთვნებოდა და იგი კომისიის მიერ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყვეტილიყო. სასამართლო აღნიშნავს, რომ „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესი, კერძოდ, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას კომისია უფლებამოსილია საჯარო განხილვის გარეშე განიხილოს მომხმარებლის განცხადება თუ საჩივარი, არ შეიძლება გაგებულ იქნეს იმგვარად, რომ საჩივარში დასმული საკითხი შეფასებული და გადაწყვეტილი იქნეს კოლეგიური ორგანოსათვის დადგენილი განხილვის პროცედურების დაუცველად. აღნიშნული ნორმა ადგენს მხოლოდ საგამონაკლის წესს განცხადება ან საჩივრის საჯარო სხდომის გამართვის გარეშე გადაწყვეტისათვის, თუ მასში დასმული საკითხის გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას.
სასამართლო განმარტავს, რომ „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლში მოხსენიებული ორგანიზებული პროცედურების განხორციელება არ შეიძლება გაიგივებულ იქნეს კოლეგიური ორგანოს სხდომის გამართვისათვის საჭირო პროცედურასთან. ეროვნული მარეგულირებელი კომისიების მიზანი ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში ლიცენზიის მფლობელთა და მომხმარებელთა ინტერესების დაბალანსების, მომსახურებისა და საქონლის ეფექტიანი ფასწარმოქმნისა და მიწოდების უზრუნველყოფაა. აღნიშნული მიზნის შესასრულებლად ეროვნული მარეგულირებელი კომისიების ფუნქცია მოიცავს ტარიფების დადგენისათვის, თავისუფალი ბაზრის შექმნისათვის და სხვა, კომპეტენციის სფეროში შემავალი მარეგულირებელი საკითხების გადაწყვეტას. უდავოა, რომ ამგვარი საკითხების გადაწყვეტა თავისთავად მოითხოვს რიგი ორგანიზებული პრცედურების განხორციელებას. თუმცა, კონკრეტულ ლიცენზიანტსა და სალიცენზიო მომსახურების მიმღებ პირს (მომხმარებელს) შორის დავის გადაწყვეტა საჩივრის განხილვითა და მასზე გადაწყვეტილების მიღებით ხორციელდება, რაც, უშუალოდ, კოლეგიური ორგანოს მიერ საკითხის გადაწყვეტას გულისხმობს. შესაბამისად, კომისიის თავმჯდომარის მიერ საჩივარში დასმული საკითხის ინფორმაციული ხასიათის წერილობითი დოკუმენტით გადაწყვეტა წინააღმდეგობაში მოდის დავის კოლეგიური ორგანოს მიერ გადაწყვეტის კანონისმიერ ვალდებულებასთან. ამდენად, შპს „R---------“-ის საჩივარში დასმული სადავო საკითხის პასუხად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 13 ნოემბრის №------------- წერილის გაცემა ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების ძირითად პრინციპებს.
7.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ?? ???????? VI ????? გათვალისწინებული დებულებანი. ამავე კოდექსის 186-ე მუხლის თანახმად, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის და გადაწყვეტის დროს გამოიყენება აგრეთვე ?? ???????? VII ????? დადგენილი წესი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ შპს „R---------“-ი 05.12.2018 წ. წარმოდგენილი სარჩელით ითხოვდა ბათილად იქნეს ცნობილი შპს ს----------–----------------------------------------იის 2018 წლის პირველი ნოემბრის N--------- გადაწყვეტილება. დაევალოს შპს „ს----------–----------------------------------------იას“ განახორციელოს შპს „R---------”-ის კუთვნილი ობიექტის მაგისტრალური გაზსადენის სისტემაზე მიერთების (შეჭრის) სამუშაოები. აღნიშნული მოთხოვნა მიმართული იყო შპს ს----------–----------------------------------------იისადმი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელე - შპს „R--------“-ის სარჩელი, მოპასუხის - შპს ს----------–----------------------------------------იის მიმართ, შპს ს----------–----------------------------------------იის 2018 წლის პირველი ნოემბრის N--------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ 2018 წლის 13 ნოემბრის №------------- წერილი შპს „R--------“-ის საჩივრის გადაწყვეტის მიზნით გამოცემულია მისი გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითად დარღვევის საფუძველზე. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ შპს „R---------”-ის სასარჩელო მოთხოვნა - დაევალოს შპს „ს----------–----------------------------------------იას“ განახორციელოს კუთვნილი ობიექტის მაგისტრალური გაზსადენის სისტემაზე მიერთების (შეჭრის) სამუშაოები, სასამართლო დავის საგანს წარმოადგენს. შესაბამისად, მოცემული დავის გადაწყვეტისას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო, იმ შემთხვევაში გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „R---------“-ის სარჩელი საფუძვლიანია, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმატიული დანაწესის არსებით დარღვევას. გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის 2018 წლის 13 ნოემბრის №------------- გადაწყვეტილება.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1. მუხლით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-10, მე-12, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ R---------“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 13.11.2018 წლის №------------- გადაწყვეტილება;
3. მოპასუხეს - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა).
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე