გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/23302-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
03 მა-სი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი - ანა მეშველიანი
მოსარჩელე - სს ”ს-----------ო კ------ია ჯ- პ- ა- ჰ---–-----ი”
წარმომადგენელი - კ---ა ა---–-–---–ი
მოპასუხე - ლ--–ა წ-–---–---–ი
წარმომადგენელი - მ----ა ნ-------ე, ნ--ა კ-------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხისათვის სს "ს-----------ო კ------ია ჯ- პ- ა- ჰ---–-----ის" სასარგებლოდ 2530,65 ლარის გადახდის დაკისრება.
სარჩელში განმარტებულია, რომ 2--- წლის 17 დ--------ს თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს შეეჯახა „ტ-------ა“-ს მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით „L-- 8--“, რომელსაც მართვადა ლ--–ა წ-–---–---–ი და „ა----ი“-ს მარკის ა-----------–ი სახელმწიფო ნომრით ,,R- 1-- N-“, რომელსაც მართავდა მოქალაქე პ---–ე კ------ე. შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც შეადგინა სქემატური ნახაზი, ჩამოართვა მხარეებს ახსნა-განმარტებები და შეადგინა ელექტრონული საჯარიმო ქვითრი, რომლითაც დამრღვევ მძღოლად ცნობილ იქნა ლ--–ა წ-–---–---–ი.
„ა----ი“-ს მარკის ა-----------–ი სახელმწიფო ნომრით „R- 1-- N-“ წარმოადგენდა პ---–ე კ------ის საუთრებას, რომელიც დაზღვეული იყო სს "ს-----------ო კ------ია ჯ- პ- ა- ჰ---–-----ში". დაზიანებული ავტომანქანა, ზიანის განსაზღვრისათვის, წარდგენილი იქნა შ-- „ა--------------ი--ა“-ში, რომლის ინვოისის თანახმად, ავტომანქანის აღდგენისათვის საჭირო იყო 2945 ლარის გადახდა. მზღვეველმა დამზღვევის ანგარიშზე ჩარიცხა 2530,65 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ საქმის მასალებიდან არ ირკვევა რა დაზიანებები მიიღო ა-----------–მა შეჯახების შედეგად; საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება ფაქტი, რომ სასარჩელო მოთხოვნით განსაზღვრული თანხის ოდენობის ზიანი მიადგა ა-----------–ის მფლობელს ავტოავარიის შედეგად.
მოპასუხემ სარჩელი ცნო 500 ლარის ნაწილში (იხ, 2019 წლის 05 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი, 13:35:37).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2--- წლის 17 დ--------ს თბილისში, ვ-–ა-ფ–----–ას გ-------ზე №--- ში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა „ა----ი“-ს მარკის ა-----------–ი სარეგისტრაციო ნომრით ,,R- 1-- N-“.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4)
ელექტრონული საჯარიმო ქვითარი №--– 7----- (ს.ფ. 18).
საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის სქემა (ს.ფ. 16).
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისადმი ლ--–ა წ-–---–---–ის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 17).
3.1.2. ლ--–ა წ-–---–---–მა ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, დაარღვია მანევრირების წესები, რასაც მოჰყვა შეჯახება და ლ--–ა წ-–---–---–ი დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1-5-ე მუხლის შესაბამისად, 250 ლარით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4)
ელექტრონული საჯარიმო ქვითარი №--– 7----- (ს.ფ. 18).
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისადმი ლ--–ა წ-–---–---–ის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 17).
3.1.3. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალება „ა----ი“-ს მარკის ა-----------–ი სარეგისტრაციო ნომრით ,,R- 1-- N-“, დაზღვეული იყო სს ”ს-----------ო კ------ია ჯ- პ- ა- ჰ---–-----ში“ დამზღვევის პ---–ე კ------ის მიერ მისსავე სასარგებლოდ.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
ა-----------–ის დ--------ის პოლისი №-- 1-------- (ს.ფ. 20).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხის მიერ ავტოავარიის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს 500 ლარით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით დაწესებულია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯ-ბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მოსარჩელე მხარის მიერ საქმეში ზიანის ოდენობის დასადასტურებლად წარმოდგენილია შ-- „ა--------------ი--ას“ ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 2-) და 2--- წლის 2- დეკემბრის საგადახდო დავალება (ს.ფ. 22). შ-- „ა--------------ი--ას“ ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, დეტალების ჩამონათვალისა და შესასრულებელი სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენს 2945 ლარს. 2--- წლის 2- დეკემბრის საგადახდო დავალების თანახმად, „R- 1-- N-“ სარეგისტრაციო ნომრით რეგისტრირებული ავტომანქანის დ--------ის №-- 1-------- პოლისიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ გადარიცხული თანხა შეადგენს 2530,65 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ სადავოდ გახადა სს „ს-----------ო კ------ია ჯ- პ- ა- ჰ---–-----ისათვის“ ასანაზღაურებელი თანხის 2530,65 ლარის ოდენობა, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ შ-- „ა--------------ი--ას“ ხარჯთაღრიცხვით არ დასტურდება „R- 1-- N-“ სარეგისტრაციო ნომრით რეგისტრირებული ავტომანქანისათვის შემთხვევის შედეგად მიყენებული დაზიანებები, კერძოდ, ავტომანქანის რა ნაწილები დაზიანდა ავტოავარიის შედეგად და შესაბამისად, რა ოდენობის ზიანი შეადგინა ავტომანქანის აღდგენისათვის გაწეულმა ხარჯმა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პ-რთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. ამასთან, საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში მართლმსაჯულების როლი შეზღუდული არ არის. პ-რიქით, სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. მართლმსაჯულების მი--ანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალი--ის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარა----ს, არამედ განპ--------ული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალი--ით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით -,,სასამართლოს უპ-რველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპ-რობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას...
მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ სა-დან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალი--აცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალი--ით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპ--------ულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება (იხ. სუსგ #ას -1322-2018, 04 აპრილი, 2019 წელი).
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე ცნო სარჩელი 500 ლარის ნაწილში, შესაბამისად, მოპასუხე აღიარებს რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მისი ბრალით, ავტომანქანისათვის მიყენებული ზიანი უნდა განისაზღვროს 500 ლარით. ამდენად, მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში სადავო საკითხს წარმოადგენს მი--ეზობრივი კავშირის არსებობა მომხდარ შეჯახებასა და მოთხოვნილ ზიანის ოდენობას შორის.
სასამართლო ი--იარებს მოპასუხის წარმომადგენლის პოზიციას მასზედ, რომ წარმოდგენილი შ-- „ა--------------ი--ას“ ხარჯთაღრიცხვით არ დგინდება მოპასუხის მიერ ავტომანქანისათვის 2530,65 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტი, რამდენადაც ხარჯთაღრიხვაში აღწერილი დეტალებისა და შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი არ ადასტურებს უშუალოდ ავტოავარიის შედეგად მოპასუხის მიერ მიყენებულ დაზიანებებს და შესაბამისად, მიყენებული ზიანის ოდენობას. ზემოთ მითითებული მტკიცებულებები, რომლებიც შედავებულია მოპასუხე მხარის მიერ, წარმოადგენს ცალმხრივ დოკუმენტებს და შესაბამისად უტყუარად ვერ ადასტურებს მი--ეზშედეგობრივი კავშირის არსებობას ავტოსაგზაო შემთხვევასა და შ-- „ა--------------ი--ას“ ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრულ დაზიანებებს შორის. ასევე, ვერ ადასტურებს ზარალის ოდენობის შესაბამისობას.
სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული მოსარჩელის პოზიცია მიყენებული დაზიანებებისა და აღდგენისათვის საჭირო თანხის ოდენობის თაობაზე, ვინა-დან აღნიშნული გარემოებები სარწმუნოდ არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფოტო მასალაც ვერ მიიჩნევა განკუთვნად მტკიცებულებად, ვინა-დან არ არის სათანადოდ დადასტურებული, რომ ეს ფოტოები გადაღებულია სწორედ სადავო ავტოავარიის დროს.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ ს-----------ო კ------იის წარმომადგენლების მიერ ს-----------ო შემთხვევის ამსახველი სარწმუნო მტკიცებულებები, გარდა ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებებისა, წარმოდგენილი არ არის. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილებისას მოსარჩელისათვის ობიექტურად უფრო მარტივია და შესაძლებელია ზიანის ამსახველი სათანადო მტკიცებულებების შეგროვება და წარმოდგენა, ვიდრე მოპასუხისათვის, ვინა-დან მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ ს-----------ო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოხდა ,,ა-----------–ის დ--------ის პ--------ის’’ 5.2-.1 პუნქტით გათვალისწინებული ე.წ. ,,დაჩქარებული სერვისით’’ ზარალის განაცხადის შევსებიდან 5 სამუშაო დღეში. შემთხვევა მოხდა 2--- წლის 17 დ--------ს, ხოლო ს-----------ო კ------იის მიერ თანხის ჩარიცხვა განხორციელდა 2-/1-/2--- წელს. სარჩელი წარმოდგენილია სასამართლოში 2018 წლის 02 აგვისტოს. ამდენად, მოპასუხე, რომელიც იმთავითვე არ არის ინფორმირებული ს-----------ო კ------იის მიერ თანხის ანაზღაურებისა და ზიანის ოდენობის თაობაზე და არ აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ამ პროცესებში ჩართვა, მოთხოვნის თაობაზე ინფორმირებული ხდება მხოლოდ სარჩელით და ამ ეტაპზე უკვე მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება, ვინა-დან ს-----------ო შემთხვევიდან გასულია დიდი დრო და დაზიანებული ა-----------–ი უკვე აღდგენილია.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცების პროცესუალური ვალდებულება სათანადოდ და შესაბამისად, სასამართლო ზიანის ოდენობას დადასტურებულად მიიჩნევს მხოლოდ მოპასუხის მიერ აღიარებული ზიანის ფარგლებში - 500 ლარით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 500,00 ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 408-ე, 409-ე, 832-ე, 992-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება. მოცემულ შემთხვევაში თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რაც დაზარალებულს უფლებას აძლევს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ზიანის მიმყენებლისგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პ-რი, რომელიც სხვა პ-რს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპ--------ს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მი--ეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა: ზიანი - დადგენილია, რომ პ---–ე კ------ეს მიადგა ზიანი; სახეზეა მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება - დადგენილია, რომ ლ--–ა წ-–---–---–მა დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რამაც გამოიწვია შეჯახება; 3. არსებობს მი--ეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის - რომ არა ლ--–ა წ-–---–---–ის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, არ დაზიანდებოდა ა-----------–ი და შესაბამისად, პ---–ე კ------ეს არ მიადგებოდა ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლიდან გამომდინარე, იმ პ-რმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აქედან გამომდინარე, ზიანი პასუხისმგებელმა სუბიექტმა უნდა აანაზღაუროს სრულად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მიყენებული ზიანისათვის კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
მოცემულ შემთხვევაში მიყენებული ზიანის ანაზღაურება ს-----------ო კ------იის მიერ უკვე განხორციელებულია, რის შემდგომაც ს-----------ო კ------იას წარმოეშვა მოთხოვნის უფლება ზიანის ანაზღაურების მი--ნით გადახდილი თანხის სუბროგაციის წესით ამოღებისა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პ-რველი ნაწილის პ-რველი წინადადების თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პ-რს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს.
აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პ-რის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვეველის მიერ გაცემული ს-----------ო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპ-ს სახით. ეს პრინციპ- გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პ-რის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პ-რის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული ს-----------ო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს ს-----------ო კ------ია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება ს-----------ო კ------იით (მზღვეველით) (იხ, სუსგ, 22 ივნისი, 2016 წელი, საქმე №---------------).
ამდენად, სუბროგაციის პრინციპ-ს რეალი--აცია დამოკიდებულია მესამე პ-რის მიმართ დამზღვევის მოთხოვნის უფლების დაკმაყოფილებაზე. თუმცა, იმ პ--------ში როდესაც მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მოთხოვნილი ოდენობით მოპასუხის მიერ დაზღვეული ავტომანქანისათვის ზიანის მიყენების დადასტურება, ვერ მივიჩნევთ, რომ აღნიშნული დანაწესი მოიაზრებს ახალი კრედიტორის უფლებას იმავე მოცულობით მოითხოვოს ვალდებულების შესრულება მესამე პ-რისაგან. სასამართლო მიიჩნევს, რომ სუბროგაციის შემთხვევა არ ათავისუფლებს ახალ კრედიტორს მტკიცების ტვირთის ვალდებულებისაგან.
სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი უკავშირებს ერთმანეთს დ--------ის ხელშეკრულებას, რომელიც ნების ავტონომიის პრინციპებზეა აგებული და დელიქტურ ვალდებულებებს. შესაბამისად, დ--------ის ხელშეკრულების პ--------ის და მისთვის დამახასიათებელი კატეგორიების ავტომატური გადმოტანა დელიქტურ ვალდებულებებში დაუშვებელია. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზიანის ცნება და მისი მოცულობითი ნაწილი, რომელიც ორივე სამართლებრივ ურთიერთობაში განსხვავებული შინაარსით მოქმედებს.
სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლში ასახული ზიანის ანაზღაურება, როგორც უფლების გადასვლის წინაპ-რობა, ს-----------ო ზიანის მნიშვნელობით მოიაზრება, რომლის მოცულობას განაპ--------ს მხარეთა ნება და ინტერესები. ამ პ--------ით ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების შედეგს და არ არის მიმართული დელიქტური რესტიტუციისაკენ. ამდენად, სახელშეკრულებო შესრულებით მესამე პ-რის ავტომატური ბოჭვა დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, ს-----------ო კ------იის მიერ ანაზღაურებული მოცულობა შეცილებადი კატეგორიაა და ვერ იქნება უპ-რობოდ გაზიარებული ზიანის ოდენობის განსაზღვრისას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ს-----------ო კ------ია ჯ- პ- ა- ჰ---–-----ის“ მიერ ვერ იქნა სათანადოდ დადასტურებული მოთხოვნილი ზიანის ოდენობა, რის გამოც მოპასუხე ლ--–ა წ-–---–---–ს უნდა დაეკისროს მხოლოდ მის მიერ აღიარებული ზიანი 500,00 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პ-რველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპ- სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპ-ს ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნო სს „ს-----------ო კ------ია ჯ- პ- ა- ჰ---–-----ის“ სარჩელი 500,00 ლარის ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა შესაბამის ნაწილში (500 ლარი) სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პ-რველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს-სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პ-რველი ნაწილის თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მი--ნით 9,88 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 50 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.
სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; მე-3, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „ს-----------ო კ------ია ჯ- პ- ა- ჰ---–-----ის" სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ლ--–ა წ-–---–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 500 ლარის გადახდა.
3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 9,88 ლარის ანაზღაურება.
4. მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარიდან 50 ლარი (საგადახდო დავალება №---------, 0---------).
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-1- კმ, №6).
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩა-ბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა და-წყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე