განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002612094
1-792/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 მაისი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი
სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი
პროკურორი - ი-----–- დ--------–--ე
ბრალდებული - გ---------------–---–ი
ადვოკატი - რ----- ჯ---------ე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
საქმის გამოძიების ნომერი № 1-----------
ბრალდებული: გ---------------–---–ი
მამის სახელი: ჯ--–----
დაბადებული: 10.07.1-----–--–---------–--------------------–-----------–------------–-------–----–---------------–---------------------------------------------------------------------–-------–-------------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1 ნაწილი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
გ---------------–---–მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 0,01198 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, რაც 2018 წლის 03 ივლისს ქ.ბათუმი, ბ------------------ მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული მისივე პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ნარკოტიკული საშუალების, უკანონო შეძენა, შენახვა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული რიგი მტკიცებულებები სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
გარდა ზემოაღნიშნულისა გ---------------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია მოწმის სახით დაკითხულ შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლის გ-- შ----–-–---–ის ჩვენების ანალიზით, რომელმაც სასამართლოს განუმარტა, რომ მან 2018 წლის 03 ივლისს მონაწილეობა მიიღო გ---------------–---–ის ჩხრეკაში, რომელიც ჩატარდა ქ. ბათუმში ბაგრატიონის ქუჩის შავშეთის ქუჩების კვეთაში. ჩხრეკის დაწყებამდე ბრალდებულმა გ---------------–---–მა გამოძიების შეკითხვაზე განუცხადა, რომ თან ქონდა ნარკოტიკული საშუალება. შედეგად ამოღებული იქნა ორი აბი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც შეიფუთა და დაილუქა.
საქართველოს შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ გამომძიებელ გ----------------ძეს ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მან 2018 წლის 03 ივლისს მიიღო შეტყობინება გ---------------–---–ის შესახებ რომ ეს უკანასკნელი ინახავს ნარკოტიკულ საშუალებას და არის ნარკოტიკების მომხმარებელი და იმყოფება ქ. ბათუმში შავშეთისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში.
2018 წლის ო3 ივლისის გ---------------–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ გ---------------–---–ს პირადი ჩხრეკა ჩატარდა ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩა N6-ის მიმდებარე ტერიტორიაზე რა დროსაც მისგან ამოღებული ორი აბი რომელიც მოთავსებულ იქნა კონვერტში და დაილუქა ადგილზე. ჩხრეკაში მონაწილეობა მიიღეს დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებლებმა ი-----–- გ-------–--ემ და გ-- შ----–-–---–მა. ოქმი შედგენილია შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის, დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელ ანზორ ფუტკარაძის მიერ.
2018 წლის 05 ივლისს ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის №----- დასკვნის თანახმად, გ---------------–---–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული 1 ცალ ტაბლეტსა და 1 ცალ ტაბლეტის ნატეხში, ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინის საერთო რაოდენობრივი შემცველობა შეადგენს 0.01198 გრამს.
”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად ნარკოტიკული საშუალებაა - ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;
”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალება სია 2 გრაფა 10-ში შეტანილია ბუპრენორფინი.
უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხაში N 29 -ის მიხედვით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი 0.01198 გრამი წარმოადგენს მცირე ოდენობას.
სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვაში იგულისხმება, რომ პირმა იგი შეიძინა და შეინახა ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე.
უკანონო შეძენა ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების მოპოვებას უკანონოდ, სხვადასხვა გზით. (მაგ: ყიდვა, სესხის სანაცვლოდ მიღება ,საჩუქრად მიღება, პოვნა, )
უნანონო შენახვა ნიშნავს, ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა, შენახვა ბინაში, მანქანაში, ჯიბეში და ა. შ)
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვაში პირის ბრალდებისას მნიშვნელოვანია დადგინდეს, როგორც ნივთიერების წონა, ასევე ფლობა პირის მიერ.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ გ---------------–---–ს არ აქვს სპეციალური ნებართვა ნარკოტიკული საშუალების შეძენის და შენახვის. იმავდროულად დადგინდა გ---------------–---–ის მხრიდან მისი ფლობა.
გ---------------–---–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული აბები, შეიცავს 0,01198 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ---------------–---–მა შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინს .
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის განაჩენით გ---------------–---–ს განესაზღვრა სასჯელად - 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
სამართლებრივი შეფასება:
ამრიგად სასამართლოს მიაჩნია, რომ გ---------------–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების, უკანონო შეძენა, შენახვა, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ---------------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოება არ გამოვლენილა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, უდაო გახადა მტკიცებულებები, სასამართლო თვლის, რომ გ---------------–---–ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა.
”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებები ჩამოერთმევა 05 წლით და ცალკეული უფლება 10 წლის ვადით.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის საქმეზე კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები განადგურდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
ბრალდებული გ---------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 02 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქოს წინა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთამ და საბოლოოდ გ---------------–---–ს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 03 ივლისის კანონის საფუძველზე გ---------------–---–ს 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში-საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 10 წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
გ---------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2019 წლის 17 მაისიდან. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2019 წლის 06 თებერვლიდან 2019 წლის 17 მაისამდე.
გ---------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნატკოტიკული საშუალება განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი