გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.06.2019
საქმის ნომერი
110210119002948786
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
03.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110210119002948786

№ 2/214-2019 წელი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

3 ივნისი 2019 წელი ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე შოთა ნიკურაძე

სხდომის მდივანი ზურაბ ფოცხვერაშვილი

მოსარჩელე _ სს ,, კ-------------- '' ;

წარმომადგენელი_ ლ------------–---–ი;

მოპასუხეები _რ-----–----ე, ი--–------ე;

წარმომადგენელი- ნ-----–-----------ა;

დავის საგანი_ თანხის დაკისრება, ჩუქების ხელშეკრულების ბათილდ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

რ-----–----ეს 2018 წლის 19 აპრილის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2 278.24 ლარის გადახდა.

 

რ-----–----ეს 2018 წლის 19 აპრილის დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 37.03 ლარის გადახდა.

 

რ-----–----ეს 2018 წლის 26 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 4293.90 ლარის გადახდა.

 

საერთო ჯამში რ-----–----ეს სს ,,კ------------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს 6 609. 17 ლარის გადახდა.

 

ბათილად იქნას ცნობილი რ-----–----ესა და ი--–------ეს შორის 2----–-–---------------- დეკემბერს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება.

 

სარჩელის გარემოებები:

 

2018 წლის 19 აპრილს სს ,,კ------------სა’’ (გამსესხებელი, კრედიტორი) და რ-----–----ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც რ-----–----ემ ისესხა 2100 ლარი, 18 თვის ვადით, წლიური 28% სარგებლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, მასში აღნიშნულ საპროცენტო სარგებელთან, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად. სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა (პირგასამტეხლო): დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0.41% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე, მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში.

 

2018 წლის 22 ნოემბრის შემდგომ მოპასუხეს გადახდა არ განუხორციელებია. ამჟამად მისი დავალიანება შეადგენს 2278.24 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 1388.12 ლარი, პროცენტი- 201.38 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა 62.70 ლარი, პირგასამტეხლო -626.04 ლარი.

 

2018 წლის 19 აპრილსვე რ-----–----ემ მის საკუთრებაში არსებული N3----------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების დაზღვევის მიზნით ბანკთან გააფორმა დაზღვევის ხელშეკრულება, რის საფუძველზე მან ისესხა 60 ლარი, 12 თვის ვადით. მსეხებელს 2018 წლის 22 ნოემბრის შემდგომ გადახდა არ განუხორციელებია და აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მას გადასახდელი აქვს 37.03 ლარი.

 

2018 წლის 26 ივლისს მხარეებს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც რ-----–----ემ ისესხა 2000 ლარი, 24 თვის ვადით, წლიური 65% სარგებლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, მასში აღნიშნულ საპროცენტო სარგებელთან, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად. სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა (პირგასამტეხლო): დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0.41% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე, მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში.

 

აღნიშნულ სესხზე მოპასუხეს 2018 წლის ნოემბრის შემდგომ გადახდა არ განუხორციელებია და მისი დავალიანება შეადგენს 4293.90 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 1886.30 ლარი, პროცენტი- 1316.07 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა -101.60 ლარი, პირგასამტეხლო - 989.93 ლარი.

 

მას შემდეგ, რაც რ-----–----ეს შეექმნა ფინანსური პრობლემები და ვეღარ იხდიდა სესხს, 2----–-–---------------- მან მიმართა საჯარო რეესტრს და თავის საკუთრებაში არსებული N3----------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება მოჩვენებითად გააჩუქა მეუღლეზე, ი--–-------ეზე. საცხოვრებელ სახლს რეალურად ფლობს და მისით სარგებლოს რ-----–----ე თავის მეუღლესთან, ოთხ შვილთან და დედასთან ერთად.

 

2. მოპასუხეების პოზიცია.

 

მოპასუხე რ-----–----ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია. (რ.წ----ის სახელით შემოტანილ შესაგებელს ხელს აწერს წარმომადგენელი, თუმცა არ ახლავს წარმომადგენელობის დამადასტურებელი დოკუმენტი)

 

მოპასუხე ი--–------ემ სარჩელი არ ცნო, განმარტა, რომ მას არავითარი შემხებლობა არ აქვს რ-----–----ის ვალებთან. ასევე უსაფუძვლოა, რომ რ-----–----ესა და ი--–------ეს შორის დადებული ხელშეკრულება არ არის მოჩვენებითი. მოპასუხეები დაშორდნენ ერთმანეთს, ვინაიდან ოჯახში პრობლემები ჰქონდათ, თუმცა დაშორებამდე, შეთანხმდნენ, რომ სახლი ი--–------ეს დარჩებოდა და ამის შემდეგ ი--–------ემ თანხმობა მისცა რ-----–----ეს განქორწინებაზე. ი--–------ემ ეს გააკეთა თავისი შვილების კეთილდღეობისათვის. დღეს რ-----–----ე საზღვარგარეთაა, ხოლო ი--–------ე შვილებთან ერთად ცხოვრობს ამ სახლში. თუნდაც ასე არ ყოფილიყო, რ-----–----ეს ვინ აუკრძალა გამოხატოს ნება და თავისი ქონება გააჩუქოს. მოსარჩელეს ერთი მტკიცებულებაც არ წარმოუდგნია, რომ ი--–------ემ იცოდა რ----- ვალდებულებების თაობაზე. მოპასუხისათვის ბანკს არავითარი გაფრთხილება არ მიუცია და არ აუკრძალავს ქონების გასხვისება. მეუღლეებმა განქორწინებამდე გაიყვეს თანასაკუთრებაში შეძენილი ქონება, რაც შეესაბამება კანონის მოთხოვნას.

 

3.საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. 2018 წლის 19 აპრილს სს ,,კ------------სა’’ (გამსესხებელი, კრედიტორი) და რ-----–----ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც რ-----–----ემ ისესხა 2100 ლარი, 18 თვის ვადით, წლიური 28% სარგებლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, მასში აღნიშნულ საპროცენტო სარგებელთან, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად. სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა (პირგასამტეხლო): დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0.41% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე, მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_ 2018 წლის 19 აპრილის სესხის ხელშეკრულებას.

 

3.2. 2018 წლის 22 ნოემბრის შემდგომ მოპასუხეს გადახდა არ განუხორციელებია. ამჟამად, 2018 წლის 19 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მისი დავალიანება შეადგენს 2278.24 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 1388.12 ლარი, პროცენტი- 201.38 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა 62.70 ლარი, პირგასამტეხლო -626.04 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

გადახდის ისტორიას, გაფრთხილების წერილებს.

 

3.3.2018 წლის 19 აპრილსვე რ-----–----ემ მის საკუთრებაში არსებული N3----------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების დაზღვევის მიზნით, ბანკთან გააფორმა დაზღვევის ხელშეკრულება, რის საფუძველზე მან ისესხა 60 ლარი, 12 თვის ვადით. მსეხებელს 2018 წლის 22 ნოემბრის შემდგომ გადახდა არ განუხორციელებია და აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მას გადასახდელი აქვს 37.03 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-2018 წლის 19 აპრილის ხელშეკრულებას, დაზღვევის პოლისს, გადახდის ისტორიას, გაფრთხილების წერილებს.

 

3.4 2018 წლის 26 ივლისს მხარეებს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც რ-----–----ემ ისესხა 2000 ლარი, 24 თვის ვადით, წლიური 65% სარგებლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, მასში აღნიშნულ საპროცენტო სარგებელთან, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად. სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა (პირგასამტეხლო): დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0.41% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე, მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-2018 წლის 26 ივლისის ხელშეკრულებას.

 

3.5. აღნიშნულ სესხზე მოპასუხეს 2018 წლის ნოემბრის შემდგომ გადახდა არ განუხორციელებია და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მისი დავალიანება შეადგენს 4293.90 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 1886.30 ლარი, პროცენტი- 1316.07 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა -101.60 ლარი, პირგასამტეხლო - 989.93 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-2018 წლის 26 ივლისის ხელშეკრულებას, გადახდის ისტორიას, გაფრთხილების წერილებს.

 

3.6. რ-----–----ე და ი--–------ე ფაქტობრივად დაქორწინდნენ 2001 წელს, ხოლო ქორწინების რეგისტრაციაში გატარდნენ 2----–-–--------------

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-ი--–------ის ახსნა-განმარტებას, ქორწინების მოწმობას.

 

3.7. ქორწინების პერიოდში მათ შეეძინათ ოთხი შვილი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებებს, დაბადების მოწმობებს.

 

3.8. 2001 წლიდან, შეუღლებიდან,რ---- წ----ე და ი--–------ე ცხოვრობდნენ ქ.ზესტაფონში, ჩ------ ქუჩაზე მდებარე სახლში.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ი--–------ის ახსნა- განმარტებას.

 

3.9. მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში, 2014 წლის 25 აგვისტოს, ი--–------ემ და რ-----–----ემ შეიძინეს ქ.ზესტაფონში, დ---------------–- მდებარე N3----------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება (საცხოვრებელი სახლი), რომელიც საჯარო რეესტრში აღირიცხა მხოლოდ რ-----–----ის სახელზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ი--–------ის ახსნა- განმარტებას, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.10. ქ.ზესტაფონში, დ---------------–- მდებარე N3----------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება 2014 წლის 25 აგვისტოდან 2018 წლის 6 დეკემბრამდე ირიცხებოდა რ-----–----ის სახელზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

საჯარო რეესტრის 2019 წლის 5 აპრილის N------- წერილს.

 

3.11. 2----–-–---------------- ჩუქების ხელშეკრულებით, რ-----–----ემ ი--–------ეს აჩუქა ქ.ზესტაფონში, დ---------------–- მდებარე N3----------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2----–-–---------------- ჩუქების ხელშეკრულებას, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.12. რ-----–----ე და ი--–------ე განქორწინდნენ 2----–-–-----------------.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- განქორწინების მოწმობას.

 

3.13 რ-----–----ე ამჟამად საზაღვარგარეთ იმყოფება, ხოლო ი--–------ე თავის ოთხ შვილთან და დედამთილთან ერთად ცხოვრობს ქ.ზესტაფონში, დ---------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში ს/კოდით N3-----------.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მხარეთა ახსნა-განმარტებებს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ სს ,,კ------------ის '' სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 231 1-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 56, 316-ე,317-ე, 361-ე, 416-ე, 417-ე, 420-ე, 463-ე, 524-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

6.1 ამავე კოდექსის 2321-ე მუხლით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის `ბ’ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველის ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 19 აპრილს სს ,,კ------------სა’’ (გამსესხებელი, კრედიტორი) და რ-----–----ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც რ-----–----ემ ისესხა 2100 ლარი, 18 თვის ვადით, წლიური 28% სარგებლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, მასში აღნიშნულ საპროცენტო სარგებელთან, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად. სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა (პირგასამტეხლო): დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0.41% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე, მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 19 აპრილსვე რ-----–----ემ მის საკუთრებაში არსებული N3----------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების დაზღვევის მიზნით ბანკთან გააფორმა დაზღვევის ხელშეკრულება, რის საფუძველზე მან ისესხა 60 ლარი, 12 თვის ვადით. მსეხებელს 2018 წლის 22 ნოემბრის შემდგომ გადახდა არ განუხორციელებია და აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მას გადასახდელი აქვს 37.03 ლარი.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 26 ივლისს მხარეებს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც რ-----–----ემ ისესხა 2000 ლარი, 24 თვის ვადით, წლიური 65% სარგებლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, მასში აღნიშნულ საპროცენტო სარგებელთან, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად. სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა (პირგასამტეხლო): დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0.41% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე, მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

დადგენილია, რომ 2019 წლის 19 აპრილის სესხზე, რ-----–----ეს 2018 წლის 22 ნოემბრის შემდგომ გადახდა არ განუხორციელებია. ამჟამად, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მისი დავალიანება შეადგენს 2278.24 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 1388.12 ლარი, პროცენტი- 201.38 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა 62.70 ლარი, პირგასამტეხლო -626.04 ლარი.

 

დადგენილია, რომ ქონების დაზღვევის ხელშეკრულებაზე, მსეხებელს 2018 წლის 22 ნოემბრის შემდგომ გადახდა არ განუხორციელებია და აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მას გადასახდელი აქვს 37.03 ლარი.

 

2018 წლის 26 ივლისის სესხის ხელშეკრულებაზე, მოპასუხეს 2018 წლის ნოემბრის შემდგომ გადახდა არ განუხორციელებია და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მისი დავალიანება შეადგენს 4293.90 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 1886.30 ლარი, პროცენტი- 1316.07 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა -101.60 ლარი, პირგასამტეხლო - 989.93 ლარი.

 

ამდენად, ხელსეკრულებებიდან გამომდინარე, სესხის ძირი თანხის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის (სესხის ხელშეკრულებბის დადების მომენტისათვის, ანუ 2018 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში. ამ ნაწილის მიზნებისათვის სესხის ვადის გაგრძელებად მიიჩნევა არსებული სესხის დაფარვის შემდეგ ახალი სესხის გაცემა, თუ არსებული სესხის დაფარვიდან ახალი სესხის გაცემამდე 5 სამუშაო დღე არ გასულა.

 

მხარეებს შორის გაფორმებული 2018 წლის 19 აპრილის სესხის ხელშეკრულების მნიშვნელოვან პირობებში სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთია 28%. ამავე ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახად, ,,გამსესხებლის’’ მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში ,,მსესხებელი’’ ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაიხადოს გადასახდელი დარჩენილი ძირი თანხა მთლიანად, ხელშეკრულებას თანდართული გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სარგებელი მთლიანად, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელები და ამ ხელშეკრულების შეწყვეტამდე პარიოდისათვის დარიცხული ჯარიმა.

 

2018 წლის 26 ივლისის სესხის ხელშეკრულების მნიშვნელოვან პირობებში სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთია 65%. ამავე ხელშეკრულების 7.4 პუნქტის თანახად, ,,გამსესხებლის’’ მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში ,,მსესხებელი’’ ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაიხადოს გადასახდელი დარჩენილი ძირი თანხა მთლიანად, ხელშეკრულებას თანდართული გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სარგებელი მთლიანად, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელები და ამ ხელშეკრულების შეწყვეტამდე პარიოდისათვის დარიცხული ჯარიმა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის საბანკო კრედიტის პროცენტზე შეთანხმება მოხდა ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელთა თანახმად, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში ,,მსესხებელი’’ ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაიხადოს თანდართული გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სარგებელი მთლიანად.

 

ამდენად, პროცენტის მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და ამ ნაწილშიც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, ხელშეკრულებებით განსაზღვრული პროცენტის ოდენობები შეესაბამება და არ აღემატება იმ დროისათვის მოქმედი კანონით გათვალისწინებულ პროცენტის ოდენობას.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს. (ხელშეკრულებების დადებისას მოქმედი რედაქცია).

 

საქართველოს სკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის გაფორმებული 2018 წლის 19 აპრილის სესხის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობებით, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება პირგასამტეხლოს ოდენობაზე. კერძოდ: სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა (პირგასამტეხლო), დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0.41% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე, მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში.

 

ასევე, 2018 წლის 26 ივლისის სესხის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობებში განისაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა. კერძოდ: სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა (პირგასამტეხლო), დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0.41% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე, მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სესხის ხელშეკრულებებზე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრულია მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულების საფუძველზე, და ჯამურად შეესაბამება და არ აღემატება კანონით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობას.

 

6.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 524-ე მუხლის მიხედვით, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). მოჩვენებითად ჩაითვლება გარიგება თუკი ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა. ე.ი. გარეგნულად გამოხატეს ნება, იქცევიან ისე, თითქოს ნამდვილად სურთ ამ გარეგნულად გამოხატულის მიღწევა, სინამდვილეში არც ფიქრობენ ამ შედეგის დადგომაზე.

 

სსკ-ის 56-ე მუხლის პირველ ნაწილში ის შემთხვევა იგულისხმება, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში, ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას იურიდიული შედეგი არ მოჰყვება. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება, მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. ამ მხრივ, დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. შესაბამისად, იმისათვის, რათა განსახილველ შემთხვევაში, გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება მოჩვენებითად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია ერთობლიობაში შეფასდეს გარიგების მხარეთა ნება, ქონების გაჩუქების მიზანი, მხარეთა ნათესაური კავშირი, ამ მოვლენის მესამე პირების მიერი აღქმა, მხარეთა ნება გარკვეული სამართლებრივი შედეგის დადგომის თაობაზე და გარიგების გაფორმების შემდგომ განვითარებული მოვლენები. (იხ, უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის Nას-1470-2018წ. გადაწყვეტილება).

 

ჩუქების ხელშეკრულების შესაბამისი იურიდიული შედეგია, ის რომ მჩუქებელმა დასაჩუქრებულს უსასყიდლოდ გადასცეს მისი კუთვნილი ქონება.

 

განსახილველ შემთხევაში, დადგენილია, რომ მსეხებელმა რ-----–----ემ სს ,,კ------------ის'' დავალიანება არ დაფარა საკრედიტო ხელშეკრულებების დანართი გრაფიკის მიხედვით და დაარღვია ხელშეკრულებები ნაკისრი ვალდებულება თანხის შეთანხმებულ ვადაში გადახდის შესახებ.

 

დადგენილია, რომ რ-----–----ეს შეექმნა ფინანსური პრობლემები და 2018 წლის 22 ნოემბრის შემდგომ მას არც ერთ ხელშეკრულებაზე გადახდა არ განუხორციელებია, ხოლო 2----–-–---------------- ჩუქების ხელშეკრულებით, რ-----–----ემ თავის მეუღლეს ი--–------ეს აჩუქა ქ.ზესტაფონში, დ---------------–- მდებარე N3----------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება.

 

ამდენად, საქმის მასალებითა და განხილვის შედეგად სრულიად ნათლად და ლოგიკური თანმიმდევრობით დადგინდა გარემოებები იმის თაობაზე, რომ რ-----–----ემ დააღვია ხელშეკრულება, შეწყვიტა სესხის თანხის გადახდა და ამის შემდეგ თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გააჩუქა მეუღლეზე. რ-----–----ესა და ი--–------ეს შორის 2----–-–---------------- ჩუქების ხელშეკრულება დაიდო იმ მიზნით, რომ რ---- წ----ეს თავიდან აეცილებინა სს ,,კ------------ის'' მიმართ არსებული ვალდებულებების შესრულება, აერიდებინა დავალიანების ამოღების მიზნით, მის ქონებაზე იძულებითი აღსრულება.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩუქების ხელშეკრულება წარმოადგენს მოჩვენებით, ფიქტიურ გარიგებას, რომელიც მიზნად არ ისახავდა ქონების გადასვლას სხვის საკუთრებაში და დადებულია პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით, რაც სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს მისი ბათილობის საფუძველს.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

 

სამოქალაქო 1159-ე მუხლის თანახმად, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები.ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის თანახმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქმის გარემოებებით ასევე დადგენილია, რომ 2014 წლის 25 აგვისტოს, თანაცხოვრებისას, ი--–------ემ და რ-----–----ემ ერთობლივად შეიძინეს ქ.ზესტაფონში, დ---------------–- მდებარე N3----------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება. (საცხოვრებელი სახლი), რომელიც აღირიცხა რ-----–----ის სახელზე. აღნიშნული ქონება 2014 წლის 25 აგვისტოდან 2018 წლის 6 დეკემბრამდე ირიცხებოდა რ-----–----ის სახელზე, 2----–-–---------------- სადაო ქონებაზე მეუღლეებს შორის დაიდო ჩუქების ხელშეკრულება, ხოლო 2----–-–----------------- ისინი განქორწინდნენ.

 

ამდეანდ, ნათელია, რომ ქ.ზესტაფონში, დ---------------–- მდებარე N3----------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება მეუღლეთა რ-----–----ისა და ი--–------ის თანასაკუთრებას წარმოადგენდა და ი--–------ე ნივთის შეძენის მენტიდანვე იყო ამ ქონების 1/2 წილის მესაკუთრე. მართალია, ი--–------ეს თავისი კუთვნილი წილი ჩუქების ფორმით გადაეცა, თუმცა საბოლოო შედეგი, რომ ეს წილი საჯარო რეესტრში აღრიცხულია მის საკუთრებად აბსოლუტურად სწორია. შესაბამისად, ჩუქების ხელშეკრულება ბათილად უნდა იქნას ცნობილი ნივთის 1/2 წილზე, იმ წილზე, რომელიც რეალურად ეკუთვნოდა რ-----–----ესა და რომელიც მან მოჩვენებითად გაასხვისა, ხოლო სადაო უძრავი ქონების 1/2 წილი საჯარო რეესტრში უნდა დარჩეს ი--–------ის საკუთრებად.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ბათილად უნდა იქნას ცნობილი 2----–-–----------------, რ-----–----ესა და ი--–------ეს შორის, ქ.ზესტაფონში, დ---------------–- მდებარე N3----------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე დადებული ჩუქების ხელშეკრულება ქონების 1/2 ნაწილზე.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, პირველი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში რ-----–----ეს სს,,კ------------ის'' სასარგებლოს უნდა დაეკისროს ბაჟის 198.28 ლარის გადახდა, ხოლო მეორე სასარჩელო მოთხოვნის ბაჟიდან-120 ლარიდან, 60 ლარის გადახდა მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ, დარჩენილი 60 ლარი კი უნდა დარჩეს ბიუჯეტში. ასევე, უზრუნველყოფისათვის გადახდილი ბაჟის 50 ლარის გადახდა მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.

 

სსკ-ის 199.1 მუხლის თანახმად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხე ი--–------ის (პ/ნ 1----------- საკუთრებაში არსებულ ქ.ზესტაფონში,----------------------–- მდებარე 3----------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებას, უნდა გაუქმდეს ნივთის 1/2 ნაწილზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,კ------------ის'' (ს/კ 2--------- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე რ-----–----ეს (პ/ნ 1----------- სს ,,კ------------ის'' (ს/კ 2--------- სასარგებლოდ დაეკისროს 6 609 (ექვსი ათას ექვსას ცხრა) ლარისა და 17 (ჩვიდმეტი) თეთრის გადახდა.

 

3. ბათილად იქნას ცნობილი 2----–-–----------------, რ-----–----ესა (პ/ნ 1----------- და ი--–------ეს (პ/ნ 1----------- შორის, ქ.ზესტაფონში, დ---------------–- მდებარე N3----------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე დადებული ჩუქების ხელშეკრულება ქონების 1/2 ნაწილზე.

 

4. მოპასუხე რ-----–----ეს (პ/ნ 1----------- სს ,,კ------------ის'' (ს/კ 2--------- სასარგებლოდ დაეკისროს პირველი სასარჩელო მოთხოვნის ბაჟის 198 (ას ოთხმოცდათვრამეტი) ლარისა და 28 (ოცდარვა) თეთრის გადახდა.

 

მეორე სასარჩელო მოთხოვნის ბაჟის 120 (ას ოცი) ლარის ნახევრის 60 (სამოცი) ლარის გადახდა მოპასუხეებს რ-----–----ესა (პ/ნ 1----------- და ი--–------ეს (პ/ნ 1----------- სს ,,კ------------ის'' (ს/კ 2--------- სასარგებლოდ დაეკისროთ სოლიდარულად, ხოლო დარჩენილი 60 (სამოცი) ლარი დარჩეს ბიუჯეტში.

 

მოპასუხეებს რ-----–----ესა (პ/ნ 1----------- და ი--–------ეს (პ/ნ 1----------- სს ,,კ------------ის'' (ს/კ 2--------- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ უზრუნველყოფის ღონისძიების ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

5. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხე ი--–------ის (პ/ნ 1----------- საკუთრებაში არსებულ ქ.ზესტაფონში,----------------------–- მდებარე 3----------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებას, გაუქმდეს ნივთის 1/2 ნაწილზე.

 

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

7.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

8.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: შოთა ნიკურაძე