გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.06.2019
საქმის ნომერი
010210018002438614
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე, ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
13.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210018002438614

N2-1970/18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10 მაისი 2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ირმა ტოგონიძე

სხდომის მდივანი სოფიო ქარცივაძე

მოსარჩელე - ირ----–-------------–-ვა

მოპასუხე - ზვ--------------ძე

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრი

წარმომადგენელი - გუ-–-------–------ძე

დავის საგანი - განქორწინება, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. შეწყდეს ირ----–-------------–-ვას და ზვ--------------ძეს შორის 20-- წლის 1-----------ს რეგისტრირებული ქორწინება განქორწინებით;

1.2. არასრულწლოვანი ბავშვების მა---------------ძის (დაბ. 20-- წლის 2---------ოს) და გი-------------ის (დაბ. 201--–-–-----------რს) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის ირ----–-------------–-ვას საცხოვრებელი ადგილი

1.3. დაეკისროს ზვ--------------ძეს არასრულწლოვანი შვილების მა---------------ძის (დაბ. 20-- წლის 2---------ოს) და გი-------------ის (დაბ. 201--–-–-----------რს) სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა 350 ლარის ოდენობით (შემცირებული სასარჩელო მოთხოვნა, სხდომის ოქმი 22/04/2019წ).

2.მოსარჩელის პოზიცია:

20-- წლის 1-----------ს, მოსარჩელე და მოპასუხე დაქორწინდნენ რეგისტრირებული ქორწინებით. ქორწინების განმავლობაში შეეძინათ შვილები-მა---------------ძე (დაბ. 20-- წლის 2---------ოს) და გი-------------ე (დაბ. 201--–-–-----------რს). 20-- წლის ს----------დან მათი ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია. ამჟამად, არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ დედასთან, ქ. ბათ---–- ლერმონტოვის ქ. N 107 „ლ“-ში. ბინა წარმოადგენს მოსარჩელის დედის საკუთრებას. ზვ--------------ძეს საკუთარი საცხოვრებელი არ გააჩნია და ცხოვრობს ქირით. ამდენად, მოსარჩელე ითხოვს მოხდეს მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა და ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

მოსარჩელის განმარტებით მამა არ ზრუნავს შვილების აღზრდა განვითარებაზე და არ უწევს მოსარჩელეს არავითარ ფინანსურ დახმარებას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს დაეკისროს ზვ--------------ძეს ალიმენტის სახით 350 ლარის ოდენობით.

მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ. შესაგებლის თანახმად, მოსარჩელე სარჩო ალიმენტს მოითხოვს არაგონივრულ ფარგლებში, რადგან მოპასუხეს არ გააჩნია შემოსავალი და ვერ უზრუნველყოფს ალიმენტის გადახდას ამ ოდენობით. მოპასუხემ ალიმენტის ნაწილში სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ შეუძლია მხოლოდ 200 ლარის გადახდა. მოპასუხემ ცნო სარჩელი განქორწინების და არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში.

მესამე პირის პოზიცია - სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის დასკვნის თანახმად, არასრულწლოვანი ბავშვების საყოფაცხოვრებო პირობები და სოციალური გარემო როგორც დედის, ისე მამის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შეესაბამება ბავშვების ინტერესებს. თუმცა, თავად ბავშვების პოზიციაა იცხოვრონ დედასთან.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 20-- წლის 1-----------ს ირ----–-------------–-ვასა და ზვ--------------ძეს შორის რეგისტრირებულია ქორწინება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობის ასლი (ს.ფ 15);

 

3.1.2. ირ----–-------------–-ვას და ზვ--------------ძეს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები 20-- წლის 29 აგვისტოს დაბადებული მა---------------ძე და 201--–-–-----------რს დაბადებული გი-------------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-დაბადების მოწმობის ასლები (ს.ფ 20);

 

3.1.3. არასრულწლოვანი მა---------------ძე და გი-------------ე ცხოვრობენ დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ქ. ბათ---–- ლ-----------------------ში (ს/კ 05-------------------5). საცხოვრებელი ბინა ირიცხება მოსარჩელის დედის ზი------------ს საკუთრებაში.

ზვ--------------ძე დედასთან და დასთან ერთად ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საჯარო რეესტრის ამონაწერი

-მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, ამავე კოდექსის მე-2 ნაწილით საქმის გარემოებათა გასარკვევად სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს ამ კოდექსში გათვალისწინებულ ღონისძიებებს ამავე კოდექსის 354-ე მუხლის პირველი ნაწილით საოჯახო დავებზე სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ.

 

ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პრინციპიდან გამონაკლისი დადგენილია საოჯახო საქმეთა განხილვისას. ამ კატეგორიის საქმეებზე სასამართლო არაა შეზღუდული დისპოზიციურობის პრინციპით და დასადგენ გარემოებათა წრეს ადგენს და მტკიცებულებებს მოიპოვებს საკუთარი ინიციატივითაც.

 

მოსარჩელე ითხოვს თვეში ალიმენტის სახით მოპასუხეს დაეკისროს 350 ლარი ორივე ბავშვზე. მოპასუხე აფიქსირებს პოზიციას, რომ არ მუშაობს, არ აქვს შემოსავალი და შესაბამისად 200 ლარზე მეტი ოდენობით ვერ უზრუნველყოფს საალიმენტო დანაკისრის გადახდას.

 

აღნიშნული გარემოებების გადამოწმების მიზნით, სასამართლომ საკუთარი ინიციატივით გამოითხოვა შესაბამისი ინფორმაცია შემოსავლების სამსახურიდან. მიღებული ცნობის თანახმად (წერილი N21-11/138195) ზვ--------------ძე გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის და პირადი აღრიცხვის ბარათი არ გააჩნია.

 

აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარეს მოპასუხის ქონებრივი შესაძლებლობების ან შემოსავლების ოდენობის შესახებ არ მიუთითებია, არც რაიმე მტკიცებულება წარმოუდგენია. მოსარჩელე მხარეს სადავოდ არ გაუხდია მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ ზვ--------------ძე არ მუშაობს და შემოსავლები არ გააჩნია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-შემოსავლების სამსახურის წერილი

-მხარეთ ახსნა-განმარტება

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, სარჩლი უნდა დაკმაყოფილდეს განქორწინების და არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში, ხოლო ალიმენტის ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხე ზვ--------------ძეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტი 240 ლარის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

-გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენცია

-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის ,,გ'' ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით. ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. ამავე კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია.

მოცემულ შემთხვევაში, ორივე მხარეს სურვილი აქვს შეწყდეს მათ შორის რეგისტრირებული ქორწინება, ამდენად, მათი ოჯახური ცხოვრების აღდგენის არავითარი პერსპექტივა არ იკვეთება, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.

6.2. გაეროს ბავშვთა უფლებათა დაცვის კონვენციის 3.1 მუხლით ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის 9.1 მუხლით მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. ასეთი განსაზღვრა შეიძლება საჭირო გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს ან არ ზრუნავენ მასზე, ანდა, როცა მშობლები ცალ–ცალკე ცხოვრობენ და საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ბავშვის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით. კონვენციის 19.1 მუხლი ადგენს მონაწილე სახელმწიფოების ვალდებულებას ყოველი ღონე იხმარონ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

ამავე კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

6.2. სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ალიმენტის რაოდენობის დადგენის რამდენიმე სავალდებულო კრიტერიუმს. მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია ალიმენტის ოდენობა განსაზღვროს გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე: 1) ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით 2)ალიმენტის რაოდენობა უნდა უზრუნველყოფდეს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის საჭირო მინიმალურ ოდენობას მაინც.

სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო ფინანსური რესურსი ორივე მშობელმა თანაბრად უნდა გაიღოს. სასამართლოს მოვალეობაა საოჯახო-სამართლებრივი დავა, რომელიც ბავშვის ინტერესს ეხება, გადაწყვიტოს ბავშვის უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. გაეროს ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენცია მონაწილე სახელმწიფოებს ავალებს ყოველი ღონე იხმარონ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპი გულისხმობს ბავშვის უფლებას და მშობლების მოვალეობას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები (გაეროს “ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის 27-ე მუხლი).

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტი წარმოადგენს სამოქალაქო და საერთაშორისო კანონმდებლობით განმტკიცებული ბავშვთა უფლების დაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარანტიას. იგი არ უნდა იყოს იმდენად მცირე, რომ ვერ უზრუნველყოფდეს არასრულწლოვნის ზრდა-განვითარებისათვის საჭირო და აუცილებელ მინიმალურ მოთხოვნილებებს. ამასთან, მშობლების სტაბილური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს იმდაგვარად, რომ შეუნარჩუნოს ბავშვს ცხოვრების დონე, რომელიც არასრულწლოვანს ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.

 

ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ხარჯები, ასევე მხარეთა კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესები.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ დასაკისრებელი ალიმენტის ოდენობას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს იმ მშობლის მატერიალური შემოსავლები, რომელთანაც არ ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები. თუმცა, აღნიშნული ფაქტორი არაა გადამწყვეტი, რამეთუ სასამართლომ რაოდენობის განსაზღვრისას უნდა გაითვალისწინოს მოპასუხი ფიზიკური შესაძლებლობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სოციალური სტატუსი, ოჯახური მდგომარეობა. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ზვ--------------ძეს არ უფიქსირდება შემოსავლები, თუმცა, არ დგინდება, რომ მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, არ შეუძლია იმუშაოს და მიიღოს შემოსავალი. ზვ--------------ძეს არ ჰყავს სხვა არასრულწლოვანი შვილები და რეალურად არ უწევს ოჯახის სხვა წევრების რჩენაზე ზრუნვა. აქედან გამომდინარე, სასამართლოს უმტკიცდება იმის ვარაუდი, რომ ზვ--------------ძეს აქვს შესაძლებლობა მშობლის საალიმენტო ვალდებულება შეასრულოს გონივრულ ფარგლებში და ამით მიიღოს მონაწილეობა არასრულწლოვანი შვილების აღზრდა-განვითარების, მათი განათლების, სულიერი და მატერიალური საჭიროებების უზრუნველსაყოფაში.

სასამართლო ხაზს უსვამს იმას, რომ ბავშვის აღზრდა-განვითარება ნებისმიერი მშობლის ყველაზე მაღალი პრიორიტეტი და ამოცანაა. იმ პირობებში, როცა ბავშვები მხოლოდ ერთ მშობელთან იზრდებიან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეორე მშობლის ჩართულობა და მონაწილეობა ამ პროცესში, რაც ზემოაღნიშნული საერთაშორისო აქტებითა და ეროვნული კანონმდებლობით მშობლის ერთ-ერთ უპირობო ვალდებულებადაა აღიარებული.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზვ--------------ძეს არასრულწლოვანი შვილების 20-- წლის 29 აგვისტოს დაბადებული მა---------------ძის და 201--–-–-----------რს დაბადებული გი-------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩო ალიმენტის სახით თითოეულ ბავშვზე 120 ლარის, ჯამში 240 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან მათ სრულწლოვანებამდე.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლი ადგენს მშობლების განქორწინებისასა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრიოს წესს. აღნიშნული მუხლის თანახმად თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს. 1202 ე- მუხლის თანახმად კი მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

ზემოაღნიშნული ყველა ეროვნული თუ საერთაშორის ნორმა, რომელიც არეგულირებს ბავშვთა უფლებების დაცვის სამართლებრივ სფეროს, ცალსახად განმარტავს, რომ ყველა პირი, რომელიც მონაწილეობს ბავშვის აღზრდა/განვითარებაში, ვალდებულია გააკეთოს ეს მხოლოდ არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. აღნიშნული მოიცავს ამ პირთა ვალდებულებას განახორციელონ ქმედებები ისე, რომ განხორციელებულმა ცვლილებებმა უარყოფითი ფსიქოემოციური ცვლილებები არ გამოიწვიოს ბავშვის ხასიათსა და მის აღქმაში. ნებისმიერი ცვლილება, რომელიც უკვშირდება ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილიდან სხვა ადგილას საცხოვრებლად გადაყვანას უნდა განხორციელდეს მშობლების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში აღნიშნულის განხორცილება დაუშვებელია სასამართლო კონტროლისა და შესაბამისი სოციალური დაცვის ორგანოების ჩართულობის გარეშე.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ირ----–-------------–-ვას საყოფაცხოვრებო პირობები, სოციალური და ფსიქოლოგიური გარემო შეესაბამება არასრულწლოვანი ბავშვების საუკეთესო ინტერესს. ამასთან, მოპასუხე არაა წინააღმდეგი ბავშვების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55–ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

7.2. არაქონებრივი დავის ნაწილში მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი. მოპასუხემ სარჩელი ცნო განქორწინების ნაწილში საქმის მომზადების ეტაპზე და ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში, მთავარ სხდომაზე. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი თანხიდან 75 ლარი, ხოლო მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 25 ლარი.

7.3. ალიმენტის ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, სასამართლომ ალიმენტის თანხა განსაზღვრა 240 ლარის ოდენობით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის ა) ქვეპუნქტით მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელებზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის გ) ქვეპუნქტით მოცემულ საქმეზე დავის საგნის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით, რაც შეადგენს 2880 ლარს. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა მოცემულ საქმეზე შესადგენს 50 ლარს (სსკ-ის 14-ე და 39-ე მუხლები). მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, მთავარ სხდომაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. მოპასუხემ სარჩელი ცნო 200 ლარის ნაწილში. შესაბამისად, პროპორციულად უნდა განახევრდეს გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა (41 ლარი), რაც შეადგენს 20.8 ლარს და მას დაემატოს დაკისრებული ბაჟის ოდენობა 9 ლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 29.8 ლარი.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 248-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ირ----–-------------–-ვას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შეწყდეს ირ----–-------------–-ვასა და ზვ--------------ძეს შორის 20-- წლის 1-----------ს რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერის N7----------) განქორწინებით;

3. ზვ--------------ძეს (პ/ნ 33---------) არასრულწლოვანი შვილების 20-- წლის 2---------ოს დაბადებული მა---------------ძის და 201--–-–-----------რს დაბადებული გი-------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა თვეში 240 ლარის ოდენობით (თითოეულ ბავშვზე 120 ლარი) - სასამართლოში სარჩელის აღძვრის დღიდან - 2018 წლის 10 მაისიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე;

4. არასრულწლოვანი ბავშვების 20-- წლის 2---------ოს დაბადებული მა---------------ძის და 201--–-–-----------რს დაბადებული გი-------------ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის ირ----–-------------–-ვას საცხოვრებელი ადგილი;

5. ირ----–-------------–-ვას დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 75 ლარი. დაეკისროს ზვ--------------ძეს ირ----–-------------–-ვას სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 25 ლარის ოდენობით.

6. მოპასუხე ზვ--------------ძეს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი 29.8 ლარი.

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავს წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

8. ამ პირებმა გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივრონ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

9. იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივრონ, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირმა ტოგონიძე