გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/6----20-9
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გენადი მაკარიძე
სხდომის მდივანი ანნა ხვედელიანი
მოსარჩელე - სსიპ შე-------–---ს სა--------ი.
წარმომადგენელი - სა-–---ე გუ-–--–---–ი.
მოპასუხე - ი--ა თხ--–--ა.
წარმომადგენელი - რო-- მი--------–ი.
დავის საგანი - კრედიტორისათვის ზიანის მომტანი ქმედების საფუძველზე საწარმოდან გატანილი თანხის შპს ,,სა------------თვის’’ დაბრუნება და სამეურვეო ქონებაში შეტანა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა.
1.1. დაეკისროს ი--ა თხ--–--ას 66222,7 ლარის გადახდა შპს ,,სა--------ო’’-ს სასარგებლოდ.
მოსარჩელის განმარტებით 20-9 წლის 4 თებერვლის მდგომარეობით, შპს ,,სა--------ო’’-ს, რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი არის მოპასუხე ი--ა თხ--–--ა, ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 9121,48 ლარის ოდენობით.
შპს ,,სა--------ო’’-ს ერიცხება დეკლარირებული დავალიანება (დღგ). 20-7 წლის 1- ნოემბერს კომპანიას დაერიცხა საბაჟო დღგ 3981 ლარის ოდენობით. ამავდროულად შპს ,,სა--------ო’’-მ 20-7 წლის 10 ნოემბერს შპს ,,სა--–---ს’’ გადააწერა 42077,7 ლარის ღირებულების საქონელი, რომელიც დაადეკლარირა და არ გადაიხადა.
კომპანიის დირექტორს სალაროდან, 20-7 წლის სექტემბრის შემდეგ, ჯამში გატანილი აქვს 66222,7 ლარი, მათ შორის 27534,2 ლარი გატანილია 20---–-–----------------ს, ანუ დავალიანების წარმოშობის შემდეგ. 20---–-–----------ს მოპასუხემ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება იმ საფუძვლით, რომ კომპანია არის გადახდისუუნარო და არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები.
მოსარჩელის განმარტებით შპს ,,სა--------ო’’-სათვის გადასახადის დარიცხვამდე და საწარმოს ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გავრცელებამდე რამდენიმე დღით ადრე დიდი ოდენობით საქონლის გადაწერა სხვა საწარმოზე, დავალიანების წარმოშობამდე და წარმოშობის შემდეგ შპს ,,სა--------ო’’-ს დირექტორის მიერ სალაროდან დიდი ოდენობის თანხების გატანა და გადასახადის არ გადახდა, ამავდროულად სასამართლოსათვის მიმართვა გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით, მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ღონისძიებებისაგან თავის არიდებას და კრედიტორისათვის - შე-------–---ს სა--------ისათვის ზიანის მიყენებას.
მოსარჩელემ მიუთითა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 35-ე მუხლზე და განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში საწარმოდან გატანილი თანხა დაუბრუნდება ნამდვილ მესაკუთრეს, რაც წარმოადგენს შე-------–---ს სა--------ის სამართლებრივ ინტერესს. სადაო თანხები ი--ა თხ--–--ამ არ მიმართა ბიუჯეტის მიმართ არსებული დავალიანების დასაფარად, ამავდროულად ცხადია, რომ თუ მოპასუხე არ განახორციელებდა კრედიტორისათვის ზიანის მომტან ქმედებებს, სადაო თანხები შევიდოდა სამეურვეო ქონებაში. მოპასუხე ი--ა თხ--–--ა, ერთის მხრივ როგორც შპს ,,სა--------ო’’-ს დირექტორი და მეორეს მხრივ, როგორც სარგებლის მიმღები პირი, მოქმედებდა ერთიანი განზრახვით, გაერიდებინა თანხა კომპანიიდან, რითაც თავად მიიღებდა სარგებელს, ხოლო სახელმწიფო, როგორც კრედიტორი დაზარალდებოდა. შპს ,,სა--------ო’’-ს მიმართ გადასახადების დარიცხვამდე და საწარმოს ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გავრცელებამდე მოპასუხის მიერ მიზანმიმართულად, ეტაპობრივად განხორციელდა საწარმოს ქონების გარიდება, რომელსაც შედეგად მოჰყვა შე-------–---ს სა--------ის ინტერესების დაზიანება და სამეურვეო ქონების გაუფასურება. დავალიანების წარმოშობის და ი--ა თხ--–--ას მიერ, 20-7 წლის 15 ნოემბერს რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, 20---–-–----------------ს საწარმოდან გატანილი იქნა 27 534,2 ლარი. აღნიშნული ქმედებების განხორციელების შემდეგ გადასახადების არ გადახდა, გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვა, მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ღონისძიებებისაგან თავის არიდებას და კრედიტორისათვის - შე-------–---ს სა--------ისათვის ზიანის მიყენებას. ი--ა თხ--–--ამ შპს ,,სა--------ო’’-ს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სალაროდან გატანით მიზანმიმართულად შეამცირა სამეურვეო ქონების ღირებულება, რაც ფაქტობრივად წარმოადგენს განზრახ განხორციელებულ კრედიტორისათვის ზიანის მომტან ქმედებას. მოპასუხისათვის ცნობილი იყო 20-7 წლის 1- ნოემბრის დეკლარაციით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების შესახებ, თუმცა მოპასუხემ ვალდებულების დაფარვის ნაცვლად, შეგნებულად განახორციელა დიდი ოდენობით თანხის გარიდება, იმ მიზნით, რომ თავი აერიდებინა გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის და შემცირებულიყო შემდეგში სამეურვეო ქონების მოცულობა.
მოსარჩელის განმარტებით ი--ა თხ--–--ას მიერ შპს ,,სა--------ო’’-ს სალაროდან ყოველგვარი დანიშნულების გარეშე თანხის გატანა, პირდაპირ მიუთითებს მოპასუხის მიერ პასუხისმგებლობის შეზღუდვის პრივილეგიის მარტოოდენ სხვისი ინტერესების საზიანოდ გამოყენებას და საკუთარი ეკონომიკური რისკებისა და დანაკარგების სხვაზე გადაკისრებას, რაც არანებაყოფლობითი ურთიერთობის ნაწილში ქმნის გამჭოლი პასუხისმგებლობის დადგენის სამართლებრივ წინაპირობას.
2. მოპასუხის პოზიცია.
2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით შპს ,,სა--------ო’’-ს 20-7 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო ვალდებულება 7480,61 ლარის ოდენობით, ნაცვლად 9121,48 ლარისა, რომელიც წარმოადგენდა დავალიანებას დღგ-ში. 20-6-20-7 წლებში ი--ა თხ--–--ას შპს ,,სა--------ო’’-ს საბანკო ანგარიშზე შეტანილი აქვს ჯამში 78258,88 ლარი, რომელიც წარმოადგენდა მის პირად თანხას და ახმარდა კომპანიის განვითარებას. მართალია თანხის შეტანის დროს ი--ა თხ--–--ას არ მიუთითებია დანიშნულება, თუმცა სამართლებრივად, აღნიშნული თანხების შეტანა შეიძლება განიმარტოს როგორც პარტნიორის შენატანი, ან პარტნიორის სესხი, მათ შორის ეს უკანასკნელი ექვემდებარება უკან დაბრუნებას. სხვაობა ი--ა თხ--–--ას მიერ კომპანიიდან გატანილ თანხასა და კომპანიაში შეტანილ თანხას შორის შეადგენს 12036,18 ლარს. აღნიშნული თანხით ი--ა თხ--–--ა წარმოადგენს კომპანიის კრედიტორს, თუმცა მას ეს თანხა თავისივე კომპანიისათვის არ მოუთხოვია და არც ოფიციალურად რაიმე სახით არ დაუფიქსირებია. რაც შეეხება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვას, განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ ი--ა თხ--–--ას, როგორც კომპანიის დირექტორის მიმართ, არ დამდგარიყო სისხლის სამართლის კოდექსის 207-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით არ დასტურდება მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, ამასთან შე-------–---ს სა--------ს მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ აღიარებული საგადასახადო დავალიანების ნაწილში, ხოლო დარჩენილ 58742,7 ლარის ნაწილში, მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. სსიპ შე-------–---ს სა--------ი წარმოადგენს არასათანადო მოსარჩელეს, კერძოდ, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის თანახმად სასამართლოში სარჩელის აღძვრის უფლება აქვს კრედიტორს ან გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველს. ამასთან აღნიშნულ პირებს შეუძლიათ მოითხოვონ მხოლოდ მოვალის ისეთი გარიგების ბათილად ცნობა, რომელიც ზიანის მომტან გარიგებად იქნება მიჩნეული. მოცემულ შემთხვევაში სსიპ შე-------–---ს სა--------ს სარჩელი აღძრული აქვს ზემოაღნიშნული საფუძვლით, მაგრამ არ ითხოვს გარიგების ან მოვალის ქმედების ბათილად ცნობას, არამედ ქონების კომპანიისათვის დაბრუნებას მოითხოვს. ასეთი მოთხოვნა კანონით გათვალისწინებული არ არის და შესაბამისად მოთხოვნა უსაფუძვლოა.
მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ იგი არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს, რადგან სარჩელი აღძრულია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის 35-ე მუხლით და ასეთ შემთხვევაში მოპასუხე უნდა იყოს შპს ,,სა--------ო’’
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდაო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. დადგენილია, რომ შპს ,,სა--------ო’’ რეგისტრირებულია 20---–-–---------–-სს და კომპანიის დირექტორი და 100% წილის მფლობელი არის ი--ა თხ--–--ა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 40-41);
3.1.2. დადგენილია, რომ 20---–-–----------ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,სა--------ო’’-ს დირექტორმა და მოითხოვა გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განცხადებაში აღნიშულია, რომ შპს ,,სა--------ო’’-ს საკუთრებაში უძრავ-მოძრავი ქონება არ გააჩნია. ორგანიზაცია არ ფლობს წილს სხვა საწარმოში და არ აქვს თანხები საბანკო ანგარიშზე. ამავდროულად კომპანიას აქვს დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ 8456 ლარის ოდენობით, რომელიც არის ვადამოსული დავალიანება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 20---–-–-----------ის განჩინებით შპს ,,სა--------ოს’’-ს (ს/კ 4--------) უარი ეთქვა გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. ამავე განჩინებაში მიეთითა, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
20---–-–---------------ს თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა სსიპ შე-------–---ს სა--------ის წარმომადგენელმა და შპს ,,სა--------ოს’’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------------ის განჩინებით სსიპ შე-------–---ს სა--------ის განცხადება შპს ,,სა--------ოს’’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნას სასამართლო წარმოებაში და ამავე განჩინებით მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუ----–-----------------ს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღ------–---------------–--------ო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------------ის განჩინება (ს.ფ. 31-34);
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 42-43);
3.1.3. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 20---–-–---------------–ის საოქმო განჩინებით შპს ,,სა--------ო’’-ს მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება და ამავე განჩინებით გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ აღ------–---------------–--------ო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 20---–-–---------------–ის საოქმო განჩინება (ს.ფ. 35-39);
3.1.4. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20---–-–---------------ის განჩინებით აღიარებული იქნა უზრუნველყოფილი კრედიტორის - სსიპ შე-------–---ს სა--------ის მოთხოვნა 9102,78 ლარის ოდენობით და კრედიტორთა რეესტრში შეყვანილი იქნა მე- 4 რიგის მოთხოვნად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 20---–-–---------------–ის საოქმო განჩინება (ს.ფ. 35-39);
3.1.5. დადგენილია, რომ შე-------–---ს სა--------ის 20---–-–--------------ის №0-------- შეტყობინებით შპს ,,სა--------ო’’-ს ეცნობა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ. შეტყობინებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო 20---–-–----------------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შე-------–---ს სა--------ის 20---–-–--------------ის №0-------- შეტყობინება (ს.ფ. 63);
- ამონაწერი შე-------–---ს სა--------ის ელ. გვერდიდან (ს.ფ. 64);
3.1.6. დადგენილია, რომ შე-------–---ს სა--------ის ადმინისტრირების დეპარტამენტის 20---–-–-----------ის ბრძანებით ყადაღა დაედო შპს ,,სა--------ო’’-ს საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას. ბრძანებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2----–-–-------------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შე-------–---ს სა--------ის ადმინისტრირების დეპარტამენტის 20---–-–-----------ის ბრძანება (ს.ფ. 65);
- ამონაწერი შე-------–---ს სა--------ის ელ. გვერდიდან (ს.ფ. 66);
3.1.7. დადგენილია, რომ 20---–-–--------------ს შპს ,,სა--------ო’’-მ შპს ,,სა---–---ს’’ მიაწოდა ჯამში 42077,7 ლარის ღირებულების საქონელი, რის შესახებაც შე-------–---ს სა--------ს ინფორმაცია საგადასახადო ანგარიშფაქტურით აცნობა 20---–-–----------------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო ანგარიშფაქტურა №ე----------- (ს.ფ. 47);
- საგადასახადო ანგარიშფაქტურა №ე----------- (ს.ფ. 48);
- ამონაწერი შე-------–---ს სა--------ის ელ. გვერდიდან (ს.ფ. 46);
3.1.8. დადგენილია, რომ ი--ა თხ--–--ას მიერ შპს ,,სა--------ო’’-ს სალაროდან 20---–-–-----------------ს გატანილია 10800 ლარი, მიზნობრიობა - პირადი ანგარიშიდან გაწეული ხარჯების დაფარვა.
დადგენილია, რომ ი--ა თხ--–--ას მიერ შპს ,,სა--------ო’’-ს სალაროდან 20---–-–------------------ს გატანილია 9905 ლარი, მიზნობრიობა - პირადი ანგარიშიდან გაწეული ხარჯების დაფარვა.
დადგენილია, რომ ი--ა თხ--–--ას მიერ შპს ,,სა--------ო’’-ს სალაროდან 20---–-–-------------რ გატანილია 17983,5 ლარი, მიზნობრიობა - პირადი ანგარიშიდან გაწეული ხარჯების დაფარვა.
დადგენილია, რომ ი--ა თხ--–--ას მიერ შპს ,,სა--------ო’’-ს სალაროდან 20---–-–----------------ს გატანილია 27534,2 ლარი, მიზნობრიობა - პირადი ანგარიშიდან გაწეული ხარჯების დაფარვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ინფორმაცია სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის შესახებ (ს.ფ. 59-60);
3.1.9. დადგენილია, რომ 20-6-20-7 წლებში ი--ა თხ--–--ას შპს ,,სა--------ო’’-ს საბანკო ანგარიშზე შეტანილი აქვს ჯამში 78258,88 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი შპს ,,სა--------ო’’-ს საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 153-154);
3.2. სადაო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შპს ,,სა--------ო’’-ს საგადასახადო დავალიანება შეადგენს 9102,78 ლარს, კერძოდ:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში კრედიტორებმა მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს. მოთხოვნებს ასევე ელექტრონულად უნდა ერთოდეს მათი დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები. მეურვე უფლებამოსილია პირს, რომელსაც აქვს რაიმე პრეტენზია ან მოთხოვნა მოვალის მიმართ (სავარაუდო კრედიტორს), მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები მის მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით.
ამავე კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოსამართლე მოუსმენს მეურვეს, მხარეებს და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას კრედიტორთა მოთხოვნების აღიარების ან უარყოფის შესახებ.
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20---–-–---------------ის განჩინებით აღიარებული იქნა უზრუნველყოფილი კრედიტორის - სსიპ შე-------–---ს სა--------ის მოთხოვნა 9102,78 ლარის ოდენობით და კრედიტორთა რეესტრში შეყვანილი იქნა მე-4 რიგის მოთხოვნად.
ამდენად საქმის მასალებით დგინდება და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ სსიპ შე-------–---ს სა--------ის მოთხოვნა შპს ,,სა--------ო’’-ს მიმართ აღიარებულია სასამართლო განჩინების საფუძველზე და იგი შეადგენს 9102,78 ლარს. ამასთან საქმეში წარმოდგენილია შედარების აქტი (ს.ფ. 62), რომლის თანახმად კომპანიის საგადასახადო ვალდებულება 20---–-–--------------–ის მდგომარეობით არის 9121,48 ლარი. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შპს ,,სა--------ო’’-ს საგადასახადო დავალიანება შეადგენს 9102,78 ლარს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო გაეცნო სარჩელს, წარმოდგენილ წერილობით მასალებს, მხარეთა ახსნა-განმარტებებს და მიაჩნია, რომ სსიპ შე-------–---ს სა--------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონი;
6. სამართლებრივი შეფასება.
6.1. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,რ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად სამეურვეო ქონება არის ქონება, რომელიც მოვალეს ეკუთვნის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის მომენტისათვის, ასევე ამ მომენტიდან შეძენილი ან/და წარმოებული (შექმნილი) ქონება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, იმ ნივთებისა და მოთხოვნების გამოკლებით, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით იძულებით აღსრულებას არ ექვემდებარება.
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------------ის განჩინებით სსიპ შე-------–---ს სა--------ის განცხადება შპს ,,სა--------ოს’’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნას სასამართლო წარმოებაში და ამავე განჩინებით მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუ----–-----------------ს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღ------–---------------–--------ო.
ასევე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 20---–-–---------------–ის საოქმო განჩინებით შპს ,,სა--------ო’’-ს მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება და ამავე განჩინებით გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ აღ------–---------------–--------ო.
მოსარჩელე, რომელიც წარმოადგენს კრედიტორს შპს ,,სა--------ო’’-ს მიმართ მიმდინარე გაკოტრების საქმეზე, წინამდებარე სარჩელით მოითხოვს დაეკისროს ი--ა თხ--–--ას 66222,7 ლარის გადახდა შპს ,,სა--------ო’’-ს სასარგებლოდ, ანუ მისი მიზანი არის მოვალე კომპანიის სამეურვეო ქონების გაზრდა, რაც ხელს შეუწყობს სსიპ შე-------–---ს სა--------ის, როგორც კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირებსა და მესამე პირებს უფლება აქვთ, მიმართონ სასამართლოს დავის საერთო სასარჩელო წესით განსახილველად: ა) იმ მოთხოვნებზე, რომლებიც არ აისახება კრედიტორთა ნუსხაში; ბ) ?? ??????? ??-4 ?????? ??-5, 5?1 , 5?2 ?? 53 ????????? გათვალისწინებულ მოვალის ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე.
ამავე კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კრედიტორისათვის ზიანის მომტანად ჩაითვლება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანამდე 1 წლის განმავლობაში განხორციელებული შემდეგი ქმედებები: ა) მოვალის ქმედება, რომელმაც ხელი შეუშალა კრედიტორთა თანაბარზომიერ დაკმაყოფილებას და კონკრეტულ კრედიტორს უპირატესობა მიანიჭა იმავე რიგის სხვა კრედიტორებთან შედარებით; ბ) მოვალის მიერ ისეთი გარიგების დადება ან სხვა ისეთი ქმედების განხორციელება, რომელსაც შედეგად მოჰყვა სამეურვეო ქონების გაუფასურება (მათ შორის, სამეურვეო ქონების ან მისი ნაწილის გაჩუქება ანდა საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად გასხვისება, ვალის პატიება და სხვა).
ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კრედიტორს ან გაკოტრების მმართველს/რეაბილიტაციის მმართველს უფლება აქვს, სარჩელით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ამ მუხლით გათვალისწინებული გარიგების ბათილად ცნობა ან/და ზიანის ანაზღაურება.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის მიზანს მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება წარმოადგენს (მუხლი პირველი). თავად გაკოტრების საქმის წარმოება არის საპროცესო და ხელმძღვანელობითი მოქმედებების ერთობლიობა, რომელიც ხორციელდება ამ კანონის შესაბამისად და მიზნად ისახავს კრედიტორთა მოთხოვნების კანონით დადგენილი წესითა და პირობებით შესაძლოდ სრულ დაკმაყოფილებას უმთავრესად სამეურვეო ქონების რეალიზაციის გზით (მე-3 მუხლის ,,ტ’’ ქვეპუნქტი), ანუ თუ საქმის წარმოება სრულდება კომპანიის გაკოტრებით, კრედიტორთა დაკმაყოფილების საშუალება არის სამეურვეო ქონების რეალიზაციით მიღებული თანხის განაწილება. შესაბამისად ცხადია, რომ სამეურვეო ქონების მოცულობას და ღირებულებას არსებითი მნიშვნელობა გააჩნია კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების პროცესში.
ზემოდასახელებული, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტი შესაძლებლობას აძლევს კრედიტორს სარჩელი აღძრას სასამართლოში და დავა წამოიწყოს იმ ქონების შესახებ, რომელიც ეკუთვნოდა მოვალე კომპანიას, თუმცა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დროისათვის ქონება გასულია მოვალის საკუთრებიდან და შესაბამისად ქონების ღირებულებით შემცირებულია მოვალის აქტივი. ასეთი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ქონება უბრუნდება მოვალე კომპანიას, რაც ბუნებრივად ზრდის კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. გათვალისწინებით იმისა, რომ შპს ,,სა--------ო’’-ს მიმართ მიმდინარეობს გაკოტრების საქმის წარმოება და მოვალე კომპანიის კრედიტორს წარმოადგენს სსიპ შე-------–---ს სა--------ი, ამ უკანასკნელს სრული უფლება აქვს აღძრას სარჩელი და მოითხოვოს იმ ქონების შპს ,,სა------------თვის’’ დაბრუნება, რომლითაც გაიზრდება სამეურვეო მასა. აღნიშნულის და ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სსიპ შე-------–---ს სა--------ის მოთხოვნა დაკავშირებულია ი--ა თხ--–--ას მიერ შპს ,,სა--------ოდან’’ თანხების გატანასთან, სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის არგუმენტაციას, რომ სსიპ შე-------–---ს სა--------ი წარმოადგენს არასათანადო მოსარჩელეს, ხოლო ი--ა თხ--–--ა არასათანადო მოპასუხეს.
6.2. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კრედიტორისათვის ზიანის მომტანად ჩაითვლება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანამდე 1 წლის განმავლობაში განხორციელებული შემდეგი ქმედებები: ა) მოვალის ქმედება, რომელმაც ხელი შეუშალა კრედიტორთა თანაბარზომიერ დაკმაყოფილებას და კონკრეტულ კრედიტორს უპირატესობა მიანიჭა იმავე რიგის სხვა კრედიტორებთან შედარებით; ბ) მოვალის მიერ ისეთი გარიგების დადება ან სხვა ისეთი ქმედების განხორციელება, რომელსაც შედეგად მოჰყვა სამეურვეო ქონების გაუფასურება (მათ შორის, სამეურვეო ქონების ან მისი ნაწილის გაჩუქება ანდა საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად გასხვისება, ვალის პატიება და სხვა).
დასახელებული საკანონმდებლო ნორმა კრედიტორს (განსახილველ შემთხვევაში სსიპ შე-------–---ს სა--------ს) აძლევს შესაძლებლობას სადაო გახადოს მოვალის მიერ ისეთი გარიგების დადება ან სხვა ისეთი ქმედების განხორციელება, რომელსაც შედეგად მოჰყვა სამეურვეო ქონების გაუფასურება.
განსახილველ შემთხვევაში სსიპ შე-------–---ს სა--------ი მოითხოვს დაეკისროს ი--ა თხ--–--ას 66222,7 ლარის გადახდა შპს ,,სა--------ო’’-ს სასარგებლოდ და აღნიშნულ მოთხოვნას მოსარჩელე უკავშირებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ი--ა თხ--–--ას, რომელიც არის კომპანიის დირექტორი, სალაროდან 20-7 წლის სექტემბრის შემდეგ ჯამში გატანილი აქვს 66222,7 ლარი, მათ შორის 27534,2 ლარი გატანილია 20---–-–----------------ს, ანუ დავალიანების წარმოშობის შემდეგ.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ითვალისწინებს მოვალის (ანუ განსახილველ შემთხვევაში შპს ,,სა--------ო’’-ს) მიერ დადებული გარიგების შეცილების შესაძლებლობას, რაც თავის მხრივ უკავშირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლს, რომლის შესაბამისად ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. აღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელე პირველ რიგში ვალდებული იყო მიეთითებინა ი--ა თხ--–--ას მიერ სალაროდან თანხების გატანამ რა სახის გარიგება წარმოშვა შპს ,,სა------------’’ და ი--ა თხ--–--ას შორის და რატომ არის აღნიშნული გარიგება ბათილი, რაც მოსარჩელის მიერ არა თუ არ განხორციელებულა, არამედ მოსარჩელემ საერთოდ არ მიუთითა, რომ სალაროდან თანხების გატანა არის გარიგება მოპასუხეს, როგორც ფიზიკურ პირსა და შპს ,,სა--------ო’’-ს შორის. ი--ა თხ--–--ას მიერ სალაროდან თანხების გატანა მოსარჩელემ დაუკავშირა დირექტორის ფიდუციურ ვალდებულებებს (და არა გარიგებას) და სსიპ შე-------–---ს სა--------ი (წარმომადგენელი) მხოლოდ ზოგადი მითითებით შემოიფარგლა, რომ სალაროდან თანხის გატანით შემცირდა სამეურვეო ქონება, თუმცა მოსარჩელის მიერ არ არის დასაბუთებული ის გარემოება, თუ რატომ არ ჰქონდა ი--ა თხ--–--ას სალაროდან თანხის გატანის უფლება. აღნიშნული მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ საქმის მასალების მიხედვით 20-6-20-7 წლებში ი--ა თხ--–--ას შპს ,,სა--------ო’’-ს საბანკო ანგარიშზე შეტანილი აქვს ჯამში 78258,88 ლარი და სასამართლო სხდომაზე (ასევე შესაგებელში) მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ სალაროში შეტანილი თანხები იყო მისი კუთვნილი და კომპანიაში შეტანილია სესხის სახით.
საყურადღებოა, რომ მოსარჩელე ერთის მხრივ უთითებს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის 35-ე მუხლს, რაც გულისხმობს მოვალის მიერ ისეთი ქმედებების განხორცილებას რომელმაც მოვალე გადახდისუუნარობამდე მიიყვანა (ან თუ მოვალე უკვე გადახდისუუნარო იყო და სარგებლის მიმღებმა ეს იცოდა ან უნდა სცოდნოდა) და ამავდროულად მის მიერ არ არის მითითებული არცერთი ფაქტობრივი გარემოება შპს ,,სა--------ოს’’ მიერ განხორციელებული ქმედების შესახებ.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის არგუმენტაციას ვერც იმ ნაწილში, რომლითაც იგი უთითებს ი--ა თხ--–--ას გამჭოლი პასუხისმგებლობის თაობაზე, კერძოდ: პირველ რიგში აღნიშნული არ არის დაკავშირებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის 35-ე მუხლთან, რაც წინამდებარე სარჩელის ძირითადი არგუმენტია, და ამავდროულად მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ ი--ა თხ--–--ამ კომპანიის სალაროდან თანხის გატანით დაარღვია მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი დირექტორის ვალდებულებები, საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებისათვის.
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. თუ ანაზღაურება აუცილებელია, საზოგადოების ხელმძღვანელების ვალდებულება არ წყდება იმის გამო, რომ ისინი მოქმედებდნენ პარტნიორთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ას-1307-1245-20-4 საქმეზე განმარტა შემდეგი ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები კომპანიის წინაშე, რომლებსაც ეწოდება ფიდუციური მოვალეობები და რომლებიც, სხვასთან ერთად, მოიცავს დირექტორის მოვალეობას საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის („ზრუნვის მოვალეობა“). აღნიშნული მოვალეობა ხშირ შემთხვევაში განმტკიცებულია როგორც კანონით, ისე კომპანიის წესდებით’’.
სასამართლო განმარტავს, რომ დირექტორი სამეწარმეო საზოგადოების მართვის აუცილებელი ორგანოა, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების საქმიანობის სწორად წარმართვაში და მის მიერ მიღებული ბიზნეს-გადაწყვეტილებები, უნდა იყოს საზოგადოების ინტერესებში. დირექტორს კომპანიის წინაშე აქვს ვალდებულება განახორციელოს მასზე დაკისრებული მოვალეობები კეთილსინდისიერად, იმ რწმენით რომ მისი მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია კომპანიისათვის და იმგვარი ზრუნვით, როგორც ზრუნავს ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი გულისხმიერი ადამიანი. დირექტორის მიერ მიღებული სამეწარმეო გადაწყვეტილებები და შესაბამისად გარიგებები დაცულია სამართლებრივი თვალსაზრისით თუ დირექტორი არ არის დაინტერესებული სამეწარმეო გადაწყვეტილების საგნით და გარიგება შეესაბამება კომპანიის სა--------ო ინტერესებს. ამასთან დირექტორი „დაინტერესებულ პირად“ ჩაითვლება სამეწარმეო გადაწყვეტილების საგნით, თუ აღნიშნული მასზე პირადად ახდენს გავლენას, მათ შორის, როგორც კომპანიასთან დასადები გარიგების მეორე მხარეზე.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ას-11-4-10---20-5 საქმეზე განმარტა შემდეგი ,,საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი არა მხოლოდ მატერიალურ-სამართლებრივი, არამედ, საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისითაცაა მნიშვნელოვანი და პასუხს იძლევა კითხვაზე - როგორ უნდა განაწილდეს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი. საზოგადოების წინაშე დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხის განხილვისას საზოგადოების მიერ სარჩელის საფუძვლიანობის დასადასტურებლად წარდგენილი მტკიცებულებების გაქარწყლების ვალდებულება ეკისრება დირექტორს, რომელმაც უნდა დაადასტუროს, რომ მას არ მიუძღვის საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის დადგომაში ბრალი და რომ ის მოქმედებდა გულმოდგინე ხელმძღვანელის კეთილსინდისიერებით. მტკიცების თვალსაზრისით, მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენს ზიანის არსებობის ფაქტის დამტკიცება, ხოლო საწარმოს ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი ვალდებულია გააქარწყლოს ეს გარემოება იმგვარად, რომ იგი კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს და თუნდაც მატერიალური დანაკლისის არსებობის შემთხვევაში, ეს მდგომაროება არ არის დირექტორის ბრალეული ქმედების შედეგი (იხ. სუსგ №ას-245-230-20-4, 23 ოქტომბერი, 20-5 წელი.)’’.
განსახილველ შემთხვევაში სსიპ შე-------–---ს სა--------ის წარმომადგენელი მოპასუხე ი--ა თხ--–--ას, როგორც დირექტორის მიერ, ფიდუციური მოვალეობების დარღვევის დამადასტურებლად უთითებს იმ გარემოებებზე, რომ ი--ა თხ--–--ას კომპანიიდან გატანილი აქვს თანხა, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი კანონის დადგენილი წესით გათვალისწინებული მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მოპასუხის მიერ კომპანიის ანგარიშიდან თანხების გატანა ხდებოდა კომპანიის ინტერესების საზიანოდ. მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ 20-6-20-7 წლებში ი--ა თხ--–--ას შპს ,,სა--------ო’’-ს საბანკო ანგარიშზე შეტანილი აქვს ჯამში 78258,88 ლარი. შესაბამისად ამავე პერიოდში კომპანიიდან ი--ა თხ--–--ას მიერ თანხების გატანა ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს, რომ დირექტორი მოქმედებდა კომპანიის ინტერესების საზიანოდ.
სასამართლო განმარტავს, რომ შესაბამისი საგადასახადო კონტროლის ფარგლებში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გარეშე, საწარმოს სალაროდან თანხების გატანის მიჩნევა საწარმოსთვის ზიანის მიყენებად შეუძლებელია. გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების დარღვევა და გადასახადებისაგან თავის არიდება, მათ შორის სალაროდან თანხების არამიზნობრივად გატანა, შესაძლებელია დადგინდეს საგადასახადო შემოწმების ჩატარების გზით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე სალაროდან თანხის გატანა არ წარმოადგენს უპირობოდ საწარმოსათვის ზიანის მიყენების მცდელობას და ასეთი ოპერაცია შესაძლებელია საწარმოს მიზნებს ემსახურებოდეს. შესაბამისად უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება, რომ ვინაიდან ი--ა თხ--–--ამ შპს ,,სა--------ოს’’ სალაროდან გაიტანა თანხები, აღნიშნულით მოვალე კომპანიის მიერ მოხდა ისეთი გარიგების დადება ან/და ისეთი ქმედების განხორციელება, რომელსაც შედეგად მოჰყვა სამეურვეო ქონების გაუფასურება.
7. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფი ბაჟის გადახდისაგან. გათვალისწინებით იმისა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს არ დაეკისრება სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 20---–-–------------ის განჩინებით სსიპ შე-------–---ს სა--------ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ა) ყადაღა დაედო უძრავ ქონებას მდებარე ქ. თბილისი, ქუჩა შალვა ნ--–-----------ა, ს/კ 0-.1-.15.0-2.0--, დაზუსტებული ფართობი 309 კვ. მეტრი, რომელიც საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ი--ა თხ--–--ას სახელზე; ბ) ყადაღა დაედო უძრავ ქონებას მდებარე ქ. თბილისი, ქუჩა ნ--–-----------, ს/კ 0-.1-.15.0-2.0--, დაზუსტებული ფართობი 31- კვ. მეტრი, რომელიც საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ი--ა თხ--–--ას სახელზე.
გათვალისწინებით იმისა, რომ სსიპ შე-------–---ს სა--------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 20---–-–------------ის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სსიპ შე-------–---ს სა--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 20---–-–------------ის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც დაკმაყოფილდა სსიპ შე-------–---ს სა--------ის შუამდგომლობა და ა) ყადაღა დაედო უძრავ ქონებას მდებარე ქ. თბილისი, ქუჩა შალვა ნ--–-----------ა, ს/კ 0-.1-.15.0-2.0--, დაზუსტებული ფართობი 309 კვ. მეტრი, რომელიც საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ი--ა თხ--–--ას სახელზე; ბ) ყადაღა დაედო უძრავ ქონებას მდებარე ქ. თბილისი, ქუჩა ნ--–-----------, ს/კ 0-.1-.15.0-2.0--, დაზუსტებული ფართობი 31- კვ. მეტრი, რომელიც საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ი--ა თხ--–--ას სახელზე.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე: გენადი მაკარიძე