გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2-1177-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14 ივნისი 2019 წელი ქ.რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე ყანჩელი
სხდომის მდივანი სალომე არევაძე
მოსარჩელე - ლე-–----------–---–ი
მოსარჩელის წარმომადგენელი - დი-------------–--ე
მოპასუხე - ნა------–-–---–ი, მა---------------ე, ბა-----------–-ა
მოპასუხეების წარმომადგენელი - ან---------------------ი
დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლებში ცვლილების შეტანა, პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი განაკვეთის შემცირებისა და გადახდილი ფულადი თანხების, ნაწილობრივ შესრულებუილ ვალდებულებად მიჩნევისა და დაკისრებული თანხიდან მათი გამონაკლების გზით
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნოტარიუს მე-----------–---–ის მიერ 2018 წლის 28 მარტს გაცემულ №18------0 სააღსრულებო ფურცელში შევიდეს ცვლილება - აღნიშნული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული ძირი თანხა 7000 აშშ დოლარის ნაცვლად განისაზღვროს 5320 აშშ დოლარით, ხოლო პირგასამტეხლო 0.3 %-ის ოდენობით შემცირდეს 0.01 %-მდე და 9534 აშშ დოლარის ნაცვლად განისაზღვროს 359 აშშ დოლარით.
1.2. ნოტარიუს მე-----------–---–ის მიერ 2018 წლის 28 მარტს გაცემულ № 18------2 სააღსრულებო ფურცელში შევიდეს ცვლილება - აღნიშნული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული ძირი თანხა 3000 აშშ დოლარის ნაცვლად განისაზღვროს 2280 აშშ დოლარით, ხოლო პირგასამტეხლო 0.3 %-ის ოდენობით შემცირდეს 0.01 %-მდე და 4086 აშშ დოლარის ნაცვლად განისაზღვროს 153 აშშ დოლარით.
1.3. ნოტარიუს მე-----------–---–ის მიერ 2018 წლის 02 აპრილს გაცემულ №18------7 სააღსრულებო ფურცელში შევიდეს ცვლილება - აღნიშნული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული ძირი თანხა 3000 აშშ დოლარის ნაცვლად განისაზღვროს 2100 აშშ დოლარით, ხოლო პირგასამტეხლო 0.3 %-ის ოდენობით შემცირდეს 0.01 %-მდე და 3312 აშშ დოლარის ნაცვლად განისაზღვროს 141 აშშ დოლარით.
1.4. მოპასუხეებს ბა-----------–-ას, ნა------–-–---–ს და მა---------------ეს ლე-–----------–---–ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროთ 1433 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით, ასევე მათ დაეკისროთ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯები.
სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები:
სარჩელში მითითებულია, რომ 2015 წლის 30 ნოემბერს ლე-–----------–---–მა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმდა ნა------–-–---–თან, მა---------------ესა და ბა-----------–-ასთან, სამივე მოპასუხისაგან მან სესხის სახით მიიღო 13000 აშშ დოლარი, საიდანაც მა---------------ის თანხა იყო 7000 აშშ დოლარი, ხოლო ბა-----------–-ასი და ნა------–-–---–ის 3000-3000 აშშ დოლარი. სესხი იყო სარგებლიანი და მოიცავდა თვეში 3 %-ს, სულ 390 აშშ დოლარი, საიდანაც 210 აშშ დოლარი იყო მა---------------ის, ხოლო 90-90 აშშ დოლარი ნა------–-–---–ის და მა---------------ის. პირგასამტეხლო შეადგენდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.3 %-ის ოდენობით. სესხის ვადა განისაზღვრა 6 თვით, სესხი უზრუნველყოფილი იქნა ლე-–----------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით.
მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულების გაფორმებიდან თოთხმეტი თვის განმავლობაში იგი მოპასუხეებს უხდიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარგებელს (ბა-----------–-ას შემთხვევაში მან დამატებით, ორჯერ გადაიხადა 90 აშშ დოლარი), ანუ ექვსი თვის ნაცვლად დამატებით კიდებ რვა თვე იხდიდა თანხებს, თუმცა მისთვის ცნობილი იყო რომ საბოლოოდ აღნიშნული თანხები ჩაითვლებოდა ძირ თანხაში გადახდილად.
სარჩელში აღნიშნულია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ლე-–----------–---–მა ვეღარ შესძლო თანხის გადახდა, რის გამოც იპოთეკარებს შესთავაზა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად მოთხოვნის დაკმაყოფილება, თუმცა მათგან მიიღო უარი, აღმოჩნდა რომ მის მიერ გადახდილი სარგებელი არ ითვლებოდა გადახდილად და მოსარჩელეს მოსთხოვეს გასესხებული თანხის სამმაგი ოდენობის უკან დაბრუნება.
2018 წლის 30 მარტს ლე-–----------–---–ს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ჩაბარდა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, რომლის მიხედვით, მა---------------ის მიერ მოთხოვნილი თანხა შეადგენს 16534 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირია 7000 აშშ დოლარი, ხოლო პროცენტის და პირგასამტეხლოს ოდენობა 9534 აშშ დოლარი, ნა------–-–---–ის მოთხოვნას წარმოადგენს 7086 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირია 3000 აშშ დოლარი, ხოლო პროცენტი და პირგასამტეხლო- 4086 აშშ დოლარი, რაც შეეხება ბა-----------–-ას, მის მოთხოვნის მოცულობა შეადგენს 6312 აშშ დოლარი, საიდანაც ძირია 3000 აშშ დოლარი, ხოლო პროცენტი და პირგასამტეხლო 3312 აშშ დოლარი.
მოსარჩელე მიიჩნევს რა მოთხოვნილ პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღლად, ითხოვს:
1. ნოტარიუს მე-----------–---–ის მიერ 2018 წლის 28 მარტს გაცემულ №18------0 სააღსრულებო ფურცელში შევიდეს ცვლილება - აღნიშნული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული ძირი თანხა 7000 აშშ დოლარის ნაცვლად განისაზღვროს 5320 აშშ დოლარით, ხოლო პირგასამტეხლო 0.3 %-ის ოდენობით შემცირდეს 0.01 %-მდე და 9534 აშშ დოლარის ნაცვლად განისაზღვროს 359 აშშ დოლარით.
2. ნოტარიუს მე-----------–---–ის მიერ 2018 წლის 28 მარტს გაცემულ № 18------2 სააღსრულებო ფურცელში შევიდეს ცვლილება - აღნიშნული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული ძირი თანხა 3000 აშშ დოლარის ნაცვლად განისაზღვროს 2280 აშშ დოლარით, ხოლო პირგასამტეხლო 0.3 %-ის ოდენობით შემცირდეს 0.01 %-მდე და 4086 აშშ დოლარის ნაცვლად განისაზღვროს 153 აშშ დოლარით.
3. ნოტარიუს მე-----------–---–ის მიერ 2018 წლის 02 აპრილს გაცემულ №18------7 სააღსრულებო ფურცელში შევიდეს ცვლილება - აღნიშნული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული ძირი თანხა 3000 აშშ დოლარის ნაცვლად განისაზღვროს 2100 აშშ დოლარით, ხოლო პირგასამტეხლო 0.3 %-ის ოდენობით შემცირდეს 0.01 %-მდე და 3312 აშშ დოლარის ნაცვლად განისაზღვროს 141 აშშ დოლარით.
4. მოპასუხეებს ბა-----------–-ას, ნა------–-–---–ს და მა---------------ეს ლე-–----------–---–ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროთ 1433 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით, ასევე მათ დაეკისროთ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯები.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა მა---------------ემ, ნა------–-–---–მა და ბა-----------–-ამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მა---------------ე და ნა------–-–---–ი 7 თვის განმავლობაში იღებდნენ პროცენტებს, როგორც მიუღებელ შემოსავალს, სხვა თანხა მოვალისაგან მათ არ მიუღიათ, ხოლო ბა-----------–-ამ მიიღო პროცენტი 8 თვის განმავლობაში. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, იგი სააღსრულებო ბიუროში შემცირდა 0.06 %-მდე, შესაბამისად, მოპასუხეებს მიაჩნიათ რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულია და იგი არ უნდა შემცირდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 30 ნოემბერს ლე-–----------–---–ს, ნა------–-–---–ს, მა---------------ეს და ბა-----------–-ას შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 06 თვის ვადით, რომლის საფუძველზეც ლე-–----------–---–მა მა---------------ისაგან ისესხა 7000 აშშ დოლარი, ნა------–-–---–ისაგან- 3000 აშშ დოლარი, ბა-----------–-ასაგან- 3000 აშშ დოლარი, 3%-იანი სარგებლით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,3%-ის ოდენობით. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ლე-–----------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. რუსთავი, მე-17 მკრ, #17, საკადასტრო კოდით: 02.--------------37.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 30 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება;
3.1.2. 2018 წლის 28 მარტს ნოტარიუს მე-----------–---–ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი #18------0, სადაც კრედიტორია მა---------------ე, ხოლო მოვალე ლე-–----------–---–ი, სააღსრულებო ფურცლით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა 7000 აშშ დოლარი, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხს დაემატა პირგასამტეხლო - 21 აშშ დოალრი (სესხის 0,3%) 2016 წლის 30 დეკემბრიდან აღსრულებამდე, ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი- 124.36 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
2018 წლის 28 მარტის სააღსრულებო ფურცელი #18------0
3.1.4. 2018 წლის 28 მარტს ნოტარიუს მე-----------–---–ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი #18------2, სადაც კრედიტორია ნა------–-–---–ი, ხოლო მოვალე ლე-–----------–---–ი, სააღსრულებო ფურცლით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა 3000 აშშ დოლარი, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხს დაემატა პირგასამტეხლო - 9 აშშ დოალრი (სესხის 0,3%) 2016 წლის 30 დეკემბრიდან აღსრულებამდე, ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი- 124.36 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
2018 წლის 28 მარტის სააღსრულებო ფურცელი #18------2
3.1.5. 2018 წლის 02 აპრილს ნოტარიუს მე-----------–---–ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი #18------7, სადაც კრედიტორია ბა-----------–-ა, ხოლო მოვალე ლე-–----------–---–ი, სააღსრულებო ფურცლით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა 3000 აშშ დოლარი, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხს დაემატა პირგასამტეხლო - 9 აშშ დოლარი (სესხის 0,3%) 2017 წლის 30 მარტიდან აღსრულებამდე, ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი- 124.36 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
2018 წლის 02 აპრილის სააღსრულებო ფურცელი # 18-----7
3.1.6. თბილისის და ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლების წინადადებებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, მოვალე ლე-–----------–---–ს მიეცა შვიდი დღე, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხის გადასახდელად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 30.03.2018 წლის და 10.04.2018 წლის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე, 317-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე. 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.
''ნოტარიატის შესახებ'' საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ხოლო, ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.
სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს ნასესხების დაბრუნება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიხედვით, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
დადგენილია, რომ 2015 წლის 30 ნოემბერს ლე-–----------–---–ს, ნა------–-–---–ს, მა---------------ეს და ბა-----------–-ას შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 06 თვის ვადით, რომლის საფუძველზეც ლე-–----------–---–მა მა---------------ისაგან ისესხა 7000 აშშ დოლარი, ნა------–-–---–ისაგან- 3000 აშშ დოლარი, ბა-----------–-ასაგან- 3000 აშშ დოლარი, 3%-იანი სარგებლით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,3%-ის ოდენობით. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ლე-–----------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. რუსთავი, მე-17 მკრ, #17, საკადასტრო კოდით: 02.--------------37. განსახილველ შემთხვევაში მხარეები არ ხდიან სადაო იმ გარემოებას, რომ ლე-–----------–---–მა მა---------------ის და ნა------–-–---–ის სასარგებლოდ გადაიხადა 7 თვის პროცენტი, ხოლო ბა-----------–-ას სასარგებლოდ 8 თვის პროცენტი. შესაბამისად, ნოტარიუს მე-----------–---–ის მიერ 2018 წლის 28 მარტს გაცემულ №18------0 სააღსრულებო ფურცელში უნდა შევიდეს ცვლილება - აღნიშნული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული ძირი თანხა 7000 აშშ დოლარი შემცირდეს 1470 აშშ დოლარით და გადასახდელი ძირი თანხა განისაზღვროს 5530 აშშ დოლარით, № 18------2 სააღსრულებო ფურცელშიშევიდეს ცვლილება - აღნიშნული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული ძირი თანხა 3000 აშშ დოლარი შემცირდეს 630 აშშ დოლარით და გადასახდელი ძირი თანხა განისაზღვროს 2370 აშშ დოლარით, №18------7 გაცემულ სააღსრულებო ფურცელში შევიდეს ცვლილება - აღნიშნული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული ძირი თანხა 3000 აშშ დოლარი შემცირდეს 720 აშშ დოლარით და გადასახდელი ძირი თანხა განისაზღვროს 2280 აშშ დოლარით.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
დადგენილია, რომ №18------0, #18------2 და #18------7 სააღსრულებო ფურცლებით განისაზღვრა მოვალის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრება - 0.3%-ის ოდენობით.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ №18------0, #18------2 და #18------7 გაცემულ სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლოს განაკვეთი - გადასახდელი თანხის 0.3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე არაგონივრულია, უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 0.03%-ით. ამდენად, 2018 წლის 28 მარტს გაცემულ №18------0 სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლო განისაზღვროს 953.40 აშშ დოლარით, #18------2 სააღსრულებო ფურცელში 408.60 აშშ დოლარით და 2018 წლის 02 აპრილს გაცემულ #18------7 სააღსრულებო ფურცელში 331.20 აშშ დოლარით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, ლე-–----------–---–ს უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ნაწილი 982.82 ლარის ოდენობით, მა---------------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს 174.48 ლარის გადახდა, ნა------–-–---–ის- 74.78 ლარის გადახდა, ხოლო ბა-----------–-ას- 75.69 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 აპრილის განჩინებით ლე-–----------–---–ის წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 2591-ე, 364-ე, 365-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლე-–----------–---–ის სარჩელი მოპასუხეების მა---------------ის, ნა------–-–---–ის და ბა-----------–-ას მიმართ ნოტარიუს მე-----------–---–ის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანის შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ნოტარიუს მე-----------–---–ის მიერ 2018 წლის 28 მარტს გაცემულ №18------0 სააღსრულებო ფურცელში შევიდეს ცვლილება - აღნიშნული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული ძირი თანხა 7000 აშშ დოლარი შემცირდეს 1470 აშშ დოლარით და გადასახდელი ძირი თანხა განისაზღვროს 5530 აშშ დოლარით, ხოლო პირგასამტეხლო 0.3 %-ის ოდენობით შემცირდეს 0.03 %-მდე და 9534 აშშ დოლარის ნაცვლად განისაზღვროს 953.40 აშშ დოლარით.
ვალდებულების სრული მოცულობა განისაზღვროს 6607.76 აშშ დოლარით, საიდანაც სესხის ძირია 5530 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო- 953.40 აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი- 124.36 ლარი.
3. ნოტარიუს მე-----------–---–ის მიერ 2018 წლის 28 მარტს გაცემულ № 18------2 სააღსრულებო ფურცელში შევიდეს ცვლილება - აღნიშნული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული ძირი თანხა 3000 აშშ დოლარი შემცირდეს 630 აშშ დოლარით და გადასახდელი ძირი თანხა განისაზღვროს 2370 აშშ დოლარით, ხოლო პირგასამტეხლო 0.3 %-ის ოდენობით შემცირდეს 0.03 %-მდე და 4086 აშშ დოლარის ნაცვლად განისაზღვროს 408.60 აშშ დოლარით .
ვალდებულების სრული მოცულობა განისაზღვროს 2902.96 აშშ დოლარით, საიდანაც სესხის ძირია 2370 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო- 408.60 აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი- 124.36 ლარი.
4. ნოტარიუს მე-----------–---–ის მიერ 2018 წლის 02 აპრილს გაცემულ №18------7 სააღსრულებო ფურცელში შევიდეს ცვლილება - აღნიშნული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული ძირი თანხა 3000 აშშ დოლარი შემცირდეს 720 აშშ დოლარით და გადასახდელი ძირი თანხა განისაზღვროს 2280 აშშ დოლარით, ხოლო პირგასამტეხლო 0.3 %-ის ოდენობით შემცირდეს 0.03 %-მდე და 3312 აშშ დოლარის ნაცვლად განისაზღვროს 331.20 აშშ დოლარით.
ვალდებულების სრული მოცულობა განისაზღვროს 2735.56 აშშ დოლარით, საიდანაც სესხის ძირია 2280 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო- 331.20 აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი- 124.36 ლარი.
5. მოსარჩელე ლე-–----------–---–ს უკან დაუბრუნდეს 2018 წლის 20 აპრილს საგადახდო დავალება #25 გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 793 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში. მიმღების ანგარიში სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22;
6. მოსარჩელე ლე-–----------–---–ს უკან დაუბრუნდეს 2018 წლის 20 აპრილს საგადახდო დავალება #258 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 300 ლარიდან ნაწილი 189.82 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში. მიმღების ანგარიში სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22;
7. მოპასუხე მა---------------ეს ლე-–----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 174.48 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით.
8. მოპასუხე ნა------–-–---–ს ლე-–----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 74.78 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით.
9. მოპასუხე ბა-----------–-ას ლე-–----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 75.69 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით.
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი