გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210016001512540
საქმე №2/2253-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 მაისი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მანანა ნიკაჭაძე
სხდომის მდივანი - თამარ შალამბერიძე
მოსარჩელე - სს ,,ვ-----------------------“
წარმომადგენელი - შპს ,,ტ-----“,წარმომადგენელი- ვ------- ს-----–---–ი, ლ--–- ბ-----–--ე
მოპასუხე - ი-----–- ჭ--------
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ი-----–- ჭ--------ს სს ,,ვ-----------------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს:
1.1. 2015 წლის 20 მაისის #605.0248924.002 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების- 19 385.34 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 13 848.62 ლარი, პროცენტი - 1 300.69 ლარი, წინსწრებით დაფარვის ჯარიმა 232.56 ლარი და ვადაგაცილების ჯარიმა 4 003.47 ლარი;
1.2. 2016 წლის 14 სექტემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 13 848.62 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 13,50% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 155.80 ლარს.
1.3. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 749.82 ლარის გადახდა.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
სს ,,ვ-----------------------სა“ და ი-----–- ჭ--------ს შორის 2015 წლის 20 მაისს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება #605.0248924.002 და მსესხებელზე გაიცა კრედიტი 15 550.00 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 13,50 %-ით, კრედიტის ვადა - 1 461 დღე, 2019 წლის 20 მაისამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად 423.40 ლარის გადახდით, რომლითაც დაიფარებოდა როგორც ძირი თანხა, ასევე - სარგებელი. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა კრედიტის ვადამდე დაფარვის საკომისიო: 2016 წლის 1-ლ იანვრამდე წინსწრებით დაფარული თანხის 2 %, აღნიშნული თარიღის შემდეგ: ა) კრედიტის სხვა ბანკის მიერ რეფინანსირების შემთხვევაში წინსწრებით დაფარული თანხის 7 %, ბ) სხვა შემთხვევაში წინსწრებით დაფარული თანხის 2 %. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო ერთჯერადად 20.00 ლარის ოდენობით, დამატებით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 1 %.
მსესხებლის მიერ სესხზე გადახდილმა თანხამ ჯამში შეადგინა 2 988.44 ლარი, საიდანაც 1 701.38 ლარით დაიფარა ძირი თანხა, 1 262.83 ლარით - პროცენტი და 24.03 ლარით - ჯარიმა.
მსესხებელს სესხის თანხა გამსესხებლისათვის არ დაუბრუნებია, რის შედეგად 2016 წლის 14 სექტემბრის მდგომარეობით, გამსესხებლის წინაშე მისი ფულადი ვალდებულება შეადგენს 19 385.34 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 13 848.62 ლარი, პროცენტი - 1 300.69 ლარი, წინსწრებით დაფარვის ჯარიმა 232.56 ლარი, ვადაგადაცილების ჯარიმა - 4 003.47 ლარი.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა ვადაგადაცილების ჯარიმის ნაწილში 2 003,47 ლარით და მოითხოვა:
1. ი-----–- ჭ--------ს დაეკისროს სს ,,ვ-----------------------ს“ სასარგებლოდ #605.0248924.002 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხის 17 381,87 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა- 13 848.62 ლარი, პროცენტი - 1 300.69 ლარი, წინსწრებით დაფარვის ჯარიმა 232.56 ლარი და ვადაგადაცილების ჯარიმა 2 000.00 ლარი. სხვა მოთხოვნები დარჩა უცვლელად.
2. მოპასუხის პოზიცია
სასამართლო სხდომებზე მოპასუხემ მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ წერილობით შესაგებელს, სადაც სარჩელი ნაწილობრივ ცნო და თანხმობა განაცხადა სესხის ხელშეკრულების არსებობის თაობაზე- ძირი თანხის 13 848.62 ლარის ფარგლებში, ხოლო რაც შეეხება ჯარიმების დარიცხვის სისტემას, მას მიაჩნია, რომ არ შეესაბამება კანონს და უსამართლოა მისი დიდი საპროცენტო მოცულობიდან გამომდინარე. სასამართლოს მთავარ სხდომაზე კი მოპასუხემ სარჩელი ცნო სარგებლის და ჯარიმის ნაწილშიც 2151.38 ლარის ფარგლებში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს ,,ვ-----------------------სა“ და ი-----–- ჭ--------ს შორის 2015 წლის 20 მაისს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება #605.0248924.002 და მსესხებელზე გაიცა კრედიტი 15 550.00 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 13,50 %-ით, კრედიტის ვადა - 1 461 დღე, 2019 წლის 20 მაისამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად 423.40 ლარის გადახდით, რომელითაც დაიფარებოდა როგორც ძირი თანხა, ასევე - სარგებელი. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა კრედიტის ვადამდე დაფარვის საკომისიო: 2016 წლის 1-ლ იანვრამდე წინსწრებით დაფარული თანხის 2 %, აღნიშნული თარიღის შემდეგ: ა) კრედიტის სხვა ბანკის მიერ რეფინანსირების შემთხვევაში წინსწრებით დაფარული თანხის 7 %, ბ) სხვა შემთხვევაში წინსწრებით დაფარული თანხის 2 %. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო ერთჯერადად 20.00 ლარის ოდენობით, დამატებით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 1 %.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საკრედიტო ხელშეკრულება #605.0248924.002. (სფ. 16-18);
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 19-20).
3.1.2. ი-----–- ჭ--------ს მიერ სესხზე გადახდილმა თანხამ ჯამში შეადგინა 2 988.44 ლარი, საიდანაც 1 701.38 ლარით დაიფარა ძირი თანხა, 1 262.83 ლარით - პროცენტი და 24.03 ლარით - ჯარიმა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გადახდების ისტორია (სფ. 21-22);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხეს, ი-----–- ჭ--------ს, სს ,,ვ-----------------------ს“ მიმართ 2016 წლის 14 სექტემბრის მდგომარეობით #605.0248924.002 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 19 385.34 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა- 13 848.62 ლარი, პროცენტი - 1 300.69 ლარი, წინსწრებით დაფარვის ჯარიმა 232.56 ლარი და ვადაგადაცილების ჯარიმა 4 003.47 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (სფ. 23)
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ სს ”ვ-----------------------ს” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 131-ე, 153-ე, 268-ე, 286-ე, 289-ე, 301-ე, 411-ე, 412-ე, 417-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 799-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით მოპასუხემ სარჩელი, შემცირებული მოთხოვნის ფარგლებში, ცნო ნაწილობრივ - სს „ვ-----------------------სთან“ დადებული ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის და სარგებლის ნაწილში, რაც წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს. შესაბამისად, მოპასუხე ი-----–- ჭ--------ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს #605.0248924.002 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის 16 382,74 ლარის (საიდანაც ძირი თანხა - 13 848.62 ლარი, პროცენტი - 1 300.69 ლარი, წინსწრებით დაფარვის ჯარიმა - 232.56 ლარი, ვადაგადაცილების ჯარიმა - 1 000.87 ლარი) გადახდა.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებელთა მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე უფლებამოსილია, მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა.
6.5. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისათვის ვადაგადაცილების ჯარიმის დაკისრებას ერთჯერადი 20 ლარის და დამატებით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%-ს ვადაგადაცილებული თანხის, ჯამში 2000 ლარის ოდენობით.
6.6. სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრედიტორმა ბოროტად უნდა ისარგებლოს მისთვის ხელშეკრულებით ან/და კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს არაგონივრულად მიაჩნია პირგასამტეხლოს დარიცხვა 0,5%-ის ოდენობით. მოცემულ ნაწილში პირგასამტეხლოს მოცულობა უნდა შემცირდეს 0,25%-მდე, და მოპასუხეს გადასახდელად უნდა დაეკისროს ვადაგადაცილების ჯარიმის (პირგასამტეხლოს) სახით 1 000.87 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იქნა წლიური პროცენტის ოდენობა. ამდენად, მითითებული პირობებით ხელშეკრულების დადებისას, მსესხებლისათვის წინასწარ იყო ცნობილი მის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების მოცულობა, ისევე, როგორც ამ ვალდებულებათა დარღვევის შედეგად ბანკისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის მოცულობა. მოვალის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, ბანკმა დაკარგა ის შემოსავალი, რასაც მიიღებდა ხელშეკრულებაში გათვალისწინებული წლიური სარგებლის სახით. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილით - სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, 1. თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. 2. თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
იმის გამო რომ, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი დაკმაყოფილებული სარჩელის პროპორციულად უნდა გადახდეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად. მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა სარჩელის აღძვრისას 749.82 ლარი, ვინაიდან მან მოთხოვნა შეამცირა 2003.47 ლარით, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 60.11 ლარი სსს კოდექსის 42-ე მუხლის და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად მას უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხემ სარჩელი ცნო 13 848.62 ლარის ნაწილში მოსამზადებელ სტადიაზე და 2151.38 ლარის ნაწილში მთავარ სხდომაზე, შესაბამისად, ამ ნაწილში 13 848.62 ლარის გადახდილი ბაჟი 415,44 ლარი მთლიანად და 2151.38 ლარის ნაწილში გადახდილის ბაჟის ნახევარი 32,28 ლარი ასევე უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 212.02 ლარი.
სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილის პროპორციულად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 29.97 ლარი უნდა ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „ვ-----------------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე ი-----–- ჭ--------ს (პ/ნ 6----------) დაეკისროს სს „ვ-----------------------ს“ (ს/ნ 2--------) სასარგებლოდ 2015 წლის 20 მაისის #605.0248924.002 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 16382,74 ლარის გადახდა (საიდანაც ძირი თანხა - 13848.62 ლარი, პროცენტი - 1300.69 ლარი, წინსწრებით დაფარვის ჯარიმა - 232.56 ლარი, ვადაგადაცილების ჯარიმა - 1000.87 ლარი);
1.2. მოპასუხე ი-----–- ჭ--------ს სს „ვ-----------------------ს’’ (ს/ნ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს, 2016 წლის 14 სექტემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 13848.62 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 13,50% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 155.80 ლარს;
3. მოპასუხე ი-----–- ჭ--------ს (პ/ნ 6----------) მოსარჩელე სს „ვ-----------------------ს“ (ს/ნ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 212.02 ლარის გადახდა;
4. სს „ვ-----------------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (749.42 ლარიდან) 507,83 ლარი (რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშიდან: საგადახდო დავალება №7, გადამხდელი - სს „ვ-----------------------”, ანგარიშის სახაზინო კოდი - 300183150, მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22), ხოლო 29,97 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მანანა ნიკაჭაძე
მოსამართლე