გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №820210119002801979
№ 2-07/19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 მაისი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი
სხდომის მდივანი სოფია კობახიძე
მოსარჩელე - სს ,,ს---------------------------------“
მოსარჩელის წარმომადგენელი - ს--–---- ა------–-–---–ი,მოპასუხე - ნ-------- ტ----ე
მოსარჩელის წარმომადგენელი - ჯ------- ქ--------–-–---–ი
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ნ-------- ტ----ეს სს ,,ს---------------------------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 16572,05 ლარი.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
2015 წლის 4 ნოემბერს სს ,,ს--------------------------------სა“ და შპს „ა----“ შორის გაფორმდა ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევა №------. კერძოდ დამზღვევმა დააზღვია თავის საკუთრებაში არსებული T---------------- L---- სახელმწიფო ნომრით A------. დაზღვევის პოლისის მოქმედების ვადა კი განისაზღვრა 04.11.2015-04.11.2016 წ.წ.
2016 წლის 1 იანვარს 21:30 საათზე ქ. ბათუმში მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. მოპასუხე ნ-------- ტ----ე მოძრაობდა ავტომობილ T------------ით სახ. ნომრით I------, რა დროსაც შეეჯახა შპს „ა----ს“ საკუთრებაში არსებულ ავტომობილ T---------------- L-----ს. აღნიშნული ავტომობილის მძღოლის განცხადებით მანქანას დაუზიანდა უკანა მარცხენა კარი, უკანა მარცხენა ფრთა, უკანა სავალი ნაწილი.
შემთხვევის ადგილზე მოხდა საჯარიმო ქვითრის გამოწერა და მხარეთა მიერ ახსნა-განმარტების წარდგენა. იქიდან გამომდინარე, რომ დაზარალებულის მანქანა იყო დაზღვეული სადაზღვევო კომპანია სს „ს--------------------------------ში“, დაზღვეული ავტომობილის მძღოლმა დ----- შალიკაძემ, რომელიც შემთხვევის მომენტში მართავდა ავტომობილს შეავსო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადი. მოსარჩელე მხარემ 2016 წლის 14 მარტს შეადგინა სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტს №------ და აანაზღაურა დაზარალებულის ავტომანქანის შეკეთებისათვის აუცილებელი ხარჯები, კერძოდ T-------------------ს მიერ გამოწერილი ინვოისი №12622-ის მიხედვით მანქანის შეკეთებისათვის გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა 16127.05 ლარი, რაც შეეხება ტრანსპორტირებას, აღნიშნულის ოდენობამ შპს ავტოდახმარება „ჯ----ს“ მიერ გამოწერილი ინვოისი №168/01-ის მიხედვით შეადგინა 445 ლარი. შესაბამისად სს „ს--------------------------------მა დაზარალებულის ავტომობილის შეკეთებისათვის გაიღო 16 572,05 ლარი.
ვინაიდან სრულად მოხდა სადაზღვევო კომპანიის მიერ დაზარალებულისთვის დამდგარი ზიანის ანაზღაურება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიერ მინიჭებული უფლების საფუძველზე, სს „ს---------------------------------“ ითხოვს მის მიერ გადახდილი სადაზღვევო თანხის სრულად ანაზღაურებას მესამე პირისგან, რომელიც წარმოადგენს ზიანის მიმყენებელს .
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე ნ-------- ტ----ემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ სცნო და სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.
3.ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები;
3.1.1. 2015 წლის 4 ნოემბერს სს ,,ს--------------------------------სა“ და შპს „ა----“ შორის გაფორმდა ავტოსატრანსპორტო საშუალების - T---------------- L---- სახელმწიფო ნომრით A------ დაზღვევა №------. დაზღვევის პოლისის მოქმედების ვადა კი განისაზღვრა 04.11.2015-04.11.2016 წ.წ
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- ახსნა-განმარტებები
3.1.2. 2016 წლის 1 იანვარს 21:30 საათზე მოპასუხე ნ-------- ტ----ე მოძრაობდა ავტომობილი T------------ით სახ. ნომრით I------, რა დროსაც მან დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და შეეჯახა შპს „ა----ს“ საკუთრებაში არსებულ ავტომობილ T---------------- L-----ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- ახსნა-განმარტებები
3.1.3 საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების დაზიანება, ნ-------- ტ----ე 2016 წლის 1 იანვარს, დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდართვევათა კოდქსის 125-ე მუხლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- ახსნა-განმარტებები, საჯარიმო ელექტრონული ქვითარი
3.1.4 შპს „ა----ს“ საკუთრებაში არსებული ავტომობილის, T---------------- L---- სახელმწიფო ნომრით A------, მძღოლმა დ----- შ--–-----მა, 2016 წლის 04 იანვარს 2016 წლის 01 იანვარს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ზიანის დადგომის შესახებ განაცხადით აცნობა სადაზღვევო კომპანია სს „ს--------------------------------ს“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- ახსნა-განმარტებები, განაცხადი ზიანის დადგომის შესახებ.
3.1.5 მოსარჩელე მხარემ 2016 წლის 14 მარტს შეადგინა სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტს №------ და აანაზღაურა დაზარალებულის ავტომანქანის შეკეთებისათვის აუცილებელი ხარჯები, 16 572,05 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- ახსნა-განმარტებები, სარჩელზე დართული მასალები
3.1.6 მოსარჩელემ ზიანის მიმყენებლის, ნ-------- ტ----ის, მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში წარსადგენი სარჩელი სარჩელი საფოსტო განყოფილებას ჩააბარა 2016 წლის 11 იანვარს, აღნიშნული სარჩელი სასამართლოს კანცელარიაში შემოვიდა 2016 წლის 14 იანვარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- ახსნა-განმარტებები, სარჩელზე დართული საფოსტო გზავნილის ჩაბარების ინფორმაცია.
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
მხარეებმა სარჩელში მითითებული არცერთი გარემოება სადაოდ არ მიიჩნიეს.
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა
6. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე, 1008-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე 128--130-ე მუხლები,7. სამართლებრივი შეფასება:
7.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
7.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
7.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი ადგენს, რომ იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409 მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი ხარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. ამასთან სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით იმპერატიულად არის განსაზღვრული, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს
7.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992 მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამდენად აღნიშნული მუხლით იმპერატიულადაა განსაზღვრული თუ როდის შეიძლება დაეკისროს დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მხარეს. კერძოდ აღნიშნული მუხლის თანახმად, პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, ანუ თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ზიანის მიმყენებლისთვის დაყენების სამართლებრივი საფუძველი (დელიქტი).
7.5 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ დაზარალებულმა 2016 წლის 1 იანვარს შეიტყო როგორც ზიანის, ისე მისი ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ, თავის მხრივ დაზღვეულმა მზღვეველს აღნიშნულის შესახებ აცნობა 2016 წლის 4 იანვარს.
7.6. სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის აუნაზღაურებს დამზღვევს ზიანს.
აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვევლის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით).
სუბროგაციის შემთხვევაში ვალდებულებაში იცვლება მხოლოდ კრედიტორი, თვით ვალდებულება კი უცვლელი რჩება. სუბროგაციის დროს მზღვეველი ცვლის დამზღვევს იმ ვალდებულებაში, რომელიც წარმოიშვა ზიანის მიყენებისაგან, სწორედ ამიტომ მისი დადგომა არ განაპირობებს ახალი ვალდებულების წარმოშობას და დამზღვევსა და ზიანის მიმყენებელს შორის არსებული ძირითადი ვალდებულება აგრძელებს არსებობას. ასეთ დროს ხდება ვალდებულებით ურთიერთობაში პირების შეცვლა კანონის საფუძველზე, კრედიტორის უფლებების სხვა პირზე გადასვლის გზით, კერძოდ, მზღვეველი ცვლის ზიანის მიმყენებლის მიმართ მოთხოვნის უფლების მქონე დამზღვევს. ამასთან, მოთხოვნის დათმობის სამართლებრივი შედეგია ის, რომ მოთხოვნა გადადის ახალ კრედიტორზე, რითაც ეს უკანასკნელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობაში იკავებს თავდაპირველი კრედიტორის ადგილს. მოთხოვნის დათმობით არ ხდება არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის შეცვლა, არ იცვლება არც მოთხოვნა, რომელიც შესაბამისი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარეობს. მოთხოვნა ისეთივე მდგომარეობაში გადადის ახალ კრედიტორზე, როგორიც იყო თავდაპირველი კრედიტორის ხელში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალ კრედიტორს შეუძლია, თავდაპირველი კრედიტორის კუთვნილი მოთხოვნა წაუყენოს მოვალეს, ხოლო, მოვალე უფლებამოსილია ახალ კრედიტორს წაუყენოს ყველა ის შესაგებელი, რაც მას გააჩნდა თავდაპირველი კრედიტორის მიმართ. აღნიშნული ეხება ასევე მოვალის შესაგებელს კრედიტორის მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, კერძოდ, ვალდებულებაში კრედიტორის ან მოვალის შეცვლის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს შეუძლია მოითხოვოს ხანდაზმულობის ვადის გამოყენება ვალდებულებაში პირთა შეცვლის მიუხედავად. ამასთან, პირთა შეცვლა ვალდებულებაში არ იწვევს ხანდაზმულობის ვადისა და მისი გამოთვლის წესის შეცვლას. აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ ვალდებულებაში კრედიტორის შეცვლის შემთხვევაში, ახალი კრედიტორის მიმართ მოქმედებს ხანდაზმულობის ის ვადა და მისი გამოთვლის ის წესი, რაც თავდაპირველი (ჩანაცვლებული) კრედიტორის მიმართ მოქმედებდა, ამიტომ, თუ ამ უკანასკნელის მოთხოვნა ხანდაზმულია, მაშინ ხანდაზმული იქნება ასევე ახალი კრედიტორის მოთხოვნაც.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი უნდა გადაწყდეს იმ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებით, რომლებიც არეგულირებენ დამზღვევსა და ზიანის მიმყენებელს შორის არსებულ ურთიერთობას, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, სუბროგაციის დროს ახალი ვალდებულება კი არ წარმოიშობა, არამედ დამზღვევსა და ზიანის მიმყენებელს შორის არსებული ძირითადი ვალდებულება აგრძელებს არსებობას, რომელშიც ხდება დამზღვევის (კრედიტორის) ჩანაცვლება მზღვეველით.
განსახილველ შემთხვევაში, დამზღვევსა და ზიანის მიმყენებელს შორის არსებული ურთიერთობა გამომდინარეობს მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით (დელიქტი) მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებით, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ, ამიტომ მოსარჩელის (მზღვეველის) მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს სწორედ მითითებული ნორმით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა და მისი გამოთვლის წესი.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ დაზარალებულმა 2016 წლის 1 იანვარს შეიტყო როგორც ზიანის, ისე მისი ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ, თავის მხრივ დაზღვეულმა მზღვეველს აღნიშნულის შესახებ აცნობა 2016 წლის 4 იანვარს, შესაბამისად ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2016 წლის 1 იანვრიდან.
7.7 სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილით ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
სასამართლოს მიერ დადგენილია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელემ ზიანის მიმყენებლის, ნ-------- ტ----ის, მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში წარსადგენი სარჩელი საფოსტო განყოფილებას ჩააბარა 2016 წლის 11 იანვარს, აღნიშნული სარჩელი სასამართლოს კანცელარიაში შემოვიდა 2016 წლის 14 იანვარს, შესაბამისად გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა და მოვალეს უფლება აქვს ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე, შესაბამისად სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-მუხლის თანახმად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
შესაბამისად ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა უნდა გაუქმდეს განსახილველ საქმეზე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019წლის 14 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
9. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 497,17 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოპასუხე მხარეს მოსარჩელის მიერ საქმის სასამართლო განხილვისათვის გადახდილი ბაჟი და სხვა თანხები არ დაეკისრება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 250-ე 257-ე, 364-ე, 365-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მოსარჩელე სს ,,ს---------------------------------ს“ სარჩელი ნ-------- ტ----ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 497,17 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედოს მოპასუხე ნ-------- ტ----ის (პ--------------) კუთვნილ საბანკო ანგარიშებს სს სადაზღვევო კომპანიის წინაშე არსებული დავალიანების - 16572,05 ლარის ფარგლებში საქართველოში მოქმედ ყველა შემდეგ ბანკში, მათ შორის შემდეგ ბანკებში: ს-------------–-----------------–-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–------------------------------------------------------------------------------–----------------------------------------------------------------------------–----------------------------–---------------------------------------------------–-------------------------------------------------–-------------------–------------------- ბანკი საქართველო.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე
ხვიჩა კიკილაშვილი