გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/2848-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - მანანა გოგიბედაშვილი
მოსარჩელე - ო----------------ე
წარმომადგენელი - თ------------–---–ი
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
წარმომადგენელი - ნ--------------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 11 მარტის N---- გადაწყვეტილება;
1.2. დაევალოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ცვლილება შეიტანოს ო----------------ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 16 ოქტომბრის N----- გადაწყვეტილებაში იმგვარად, რომ თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლად მიეთითოს - ჯანმრთელობის მდგომარეობა;
1.3. დაეკისროს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსარჩელის სასარგებლოდ ერთდროული კომპენსაციის გაცემა 10 000 (ათიათასი) ლარის ოდენობით.
მოსარჩელის განმარტებით, მას აქვს პ---------ის დაავადება. აღნიშნული გამოიწვია სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე ფსიქოლოგიურმა დაძაბულობამ, რომელიც თითქმის 20 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სათანადოდ ვერ ასრულებდა სამოსამართლო საქმიანობას, 2017 წლის 16 ოქტომბერს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ამასთან, გათავისუფლება მოითხოვა ორი საფუძვლით - ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა სამსახურში, კერძოდ, ს----------–-------------------------–--–----------------------------ზე დანიშვნის გამო.
მოსარჩელემ განმარტა, რომ ვინაიდან მან საქმიანობა გააგრძელა ს----------–-------------------------–--–------------ის თანამდებობაზე, ერთჯერადი კომპენსაცია 10 000 ლარის ოდენობით აღარ მოითხოვა. 2018 წლის 31 დეკემბრის შემდეგ შრომითი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მან განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მოითხოვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 16 ოქტომბრის N----- გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა იმგვარად, რომ თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლად მიეთითოს - ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე მოითხოვა ერთდროული კომპენსაციის გაცემა 10 000 (ათიათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 11 მარტის N---- გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეს უკანონოდ და დაუსაბუთებად მიაჩნია და მის ბათილად ცნობას მოითხოვს.
ამასთან, მოსარჩელის განმარტებით გასაჩივრებულ აქტში არასწორად არის მითითებული ,,ყოფილი მოსამართლე“, რამდენადაც მსგავს ჩანაწერს - ,,ყოფილი მოსამართლე“ არ იცნობს ევროპის ქარტია „მოსამართლეთა სტატუტის შესახებ“, ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებები და გაეროს შესაბამისი კონვენციები.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტა, რომ გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
3. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. თ---–-----------–-–---------------–----------------–------------------------მ 2017 წლის 16 ოქტომბერს განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 პუნქტისა და 49-ე მუხლის შესაბამისად, 2017 წლის 18 ოქტომბრიდან მოითხოვა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება. განმცხადებლის განმარტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირდა სამოსამართლო საქმიანობის სრულყოფილად განხორციელება და აღნიშნულის გათვალისწინებით, 2017 წლის 18 ოქტომბრიდან გადადიოდა სამუშაოდ სხვა დაწესებულებაში.
ს----------–--------------------------–-------------------ის 2017 წლის 16 ოქტომბრის №------- ბრძანებით, ო----------------ესთან 2017 წლის 17 ოქტომბრიდან 2018 წლის 01 იანვრამდე გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება ს--------–----------------------------–------------–---------------–----------------–--------–------------–---------------------–------------- პოზიციაზე.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 16 ოქტომბრის №----- გადაწყვეტილებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ო----------------ე გათავისუფლდა თ---–-----------–-–---------------–----------------–-- თანამდებობიდან, 2017 წლის 18 ოქტომბრიდან, სხვა დაწესებულებაში თანამდებობაზე დანიშვნის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თ---–-----------–-–---------------–----------------–-- - ო----------------ის 2017 წლის 16 ოქტომბრის №------- განცხადება (ს.ფ. 119);
- ს----------–--------------------------–-------------------ის 2017 წლის 16 ოქტომბრის №------- ბრძანება (ს.ფ. 120);
- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 16 ოქტომბრის №----- გადაწყვეტილება (ს.ფ. 118).
3.2. ო----------------ემ 2018 წლის 28 დეკემბრის №-------, 2019 წლის 22 იანვრის №------ და 2019 წლის 28 თებერვლის №------ განცხადებებით მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მიუთითა, რომ 2017 წლის 16 ოქტომბერს სამსახურიდან წასვლის მთავარი მიზეზი იყო ჯანმრთელობის მდგომარეობა. შესაბამისად, მოითხოვა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების საფუძვლებში მითითებული გარემოების დაფიქსირება და კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის (10 000 ლარის ოდენობით) ანაზღაურება.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 11 მარტის №---- გადაწყვეტილებით, ო----------------ის მოთხოვნები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 16 ოქტომბრის №----- გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანისა და სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფუძვლით ერთდროული კომპენსაციის 10 000 ლარის ოდენობით გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ განმცხადებელმა ვერ წარადგინა რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას, ასევე განმცხადებლის მიერ ვერ იქნა წარდგენილი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირად აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ო----------------ის 2018 წლის 28 დეკემბრის №------- განცხადება (ს.ფ. 72-73);
- ო----------------ის 2019 წლის 22 იანვრის №------ განცხადება (ს.ფ. 111-112);
- ო----------------ის 2019 წლის 28 თებერვლის №------ განცხადება (ს.ფ. 113-114);
- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 11 მარტის №---- გადაწყვეტილება (ს.ფ. 121-123).
3.3. ო----------------ეს პ----------ის დაავადების დიაგნოზი დაესვა 40 წლის ასაკში, მას შემდეგ იღებს დოფამინის პრეპარატებს; 2012 წელს დაეწყო დოზის პიკის დისკინეზია, ჩართვა-გამორთვის პერიოდები, რის გამოც 2014 წლის 29 აპრილს ჩატარდა ტვინის ღრმა სტიმულაციის სისტემის (DBS) იმპლანტაცია; ოპერაციის შემდგომ დისკინეზიები და გამორთვის პერიოდები საგრძნობლად შემცირდა, რჩებოდა მხოლოდ ტრემორი; 2017 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, პაციენტის მდგომარეობად იყო სტაბილური, უმაღლესი ქერქული ფუნქციები შენახული იყო, კოგნიტური დისფუნქცია არ აღინიშნებოდა, პაციენტი შრომისუნარიანი იყო, შეეძლო გონებრივი დატვირთვით მუშაობა, მოძრაობათა დარღვევის გამო შეზღუდული იყო ფიზიკური დატვირთვა.
ა------- კლინიკამ 2019 წლის 6 თებერვალს გასცა ცნობა ო----------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა №IV-100/ა). ცნობის თანახმად, პაციენტის დიაგნოზს წარმოადგენს პ----------------------------------–------------–--------------. ამასთან, მიუხედავად ტვინის უწყვეტად მიმდინარე სტიმულაციის და მედიკამენტური თერაპიისა, 2019 წლის 6 თებერვლის მდგომარეობით, კვლავ შეინიშნება დისკინეზია, „ჩართვა-გამორთვის“ ფენომენი, გაძნელებული სიარული, ნატიფი მოძრაობების შესრულება, მეტყველება, რაც პაციენტს უქმნის მნიშვნელოვან სირთულეებს ყოველდღიურ შრომით საქმიანობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „ა-------“ კლინიკის ნევროლოგის 2017 წლის 14 ნოემბრის კონსულტაცია (ს.ფ. 42);
- 2019 წლის 6 თებერვლის №---- ცნობა ო----------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა №IV-100/ა) (ს.ფ. 116-117).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს ო----------------ის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია; „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 11 მარტის N---- გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 16 ოქტომბრის №----- გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანასა და სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ერთდროული კომპენსაციის გაცემაზე, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ და სხვა საკანონმდებლო აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამდენად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს კანონშესაბამისია თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა კონკრეტულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანისა და ერთდროული კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის (მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების დროს მოქმედი რედაქცია) 86-ე მუხლით მე-2 პუნქტის თანახმად, მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განისაზღვრება კონსტიტუციითა და ორგანული კანონით, ხოლო 861 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის, მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების და სხვა ამოცანების შესრულების მიზნით იქმნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
ანალოგიურ დებულებებს ითვალისწინებს დღეს მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლი.
კონსტიტუციით განსაზღვრული ნორმები განმტკიცებულია საქართველოს ორგანული კანონით „საერთო სასამართლოების შესახებ“, კერძოდ, 42-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
სასამართლო განმარტავს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტით რეგლამენტირებულია მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები, კერძოდ, მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; მ) სხვა დაწესებულებაში თანამდებობაზე არჩევა ან დანიშვნა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი კი ადგენს, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, მოსამართლე გაათავისუფლოს თანამდებობიდან, თუ იგი ბოლო 12 თვის განმავლობაში 4 თვეზე მეტ ხანს ვერ ახორციელებდა თავის უფლებამოსილებას და არსებობს შესაბამისი სამედიცინო დასკვნა, რომლის თანახმადაც, იგი მომავალშიც ვერ შეძლებს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას.
ამდენად, კანონმდებლობა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების რამდენიმე საფუძველს ითვალისწინებს და იმის მიხედვით, თუ რა საფუძვლით ხდება მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება, ადგენს შესაბამის მოთხოვნებს. აღსანიშნავია, რომ პირადი განცხადების შემთხვევაში მოტივი ანდა რაიმე დასაბუთება არ არის საჭირო, იმ დროს, როდესაც სხვა გარემოებები უნდა დასტურდებოდეს სათანადო მტკიცებულებებით, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების დასადასტურებლად აუცილებელ წარსადგენ დოკუმენტად კანონი განსაზღვრავს სამედიცინო დასკვნას, რომლითაც დადგინდება, რომ მოსამართლე მომავალშიც ვერ შეძლებს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ თ---–-----------–-–---------------–----------------–------------------------მ 2017 წლის 16 ოქტომბერს განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. მან „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, 2017 წლის 18 ოქტომბრიდან მოითხოვა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება. ამასთან, განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირდა სამოსამართლო საქმიანობის სრულყოფილად განხორციელება და აღნიშნულის გათვალისწინებით, 2017 წლის 18 ოქტომბრიდან გადადიოდა სამუშაოდ სხვა დაწესებულებაში.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ს----------–--------------------------–-------------------ის 2017 წლის 16 ოქტომბრის №------- ბრძანებით, ო----------------ესთან 2017 წლის 17 ოქტომბრიდან 2018 წლის 01 იანვრამდე გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება ს--------–----------------------------–------------–---------------–----------------–--------–------------–---------------------–------------- პოზიციაზე.
მითითებული გარემოებების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 16 ოქტომბრის №----- გადაწყვეტილებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ო----------------ე გათავისუფლდა თ---–-----------–-–---------------–----------------–-- თანამდებობიდან, 2017 წლის 18 ოქტომბრიდან, სხვა დაწესებულებაში თანამდებობაზე დანიშვნის გამო.
ასევე დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ო----------------ემ 2018 წლის 28 დეკემბრის №-------, 2019 წლის 22 იანვრის №------ და 2019 წლის 28 თებერვლის №------ განცხადებებით მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მიუთითა, რომ 2017 წლის 16 ოქტომბერს სამსახურიდან წასვლის მთავარი მიზეზი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. შესაბამისად, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების საფუძვლებში მითითებული გარემოების დაფიქსირება და კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის (10 000 ლარის ოდენობით) ანაზღაურება მოითხოვა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 11 მარტის №---- გადაწყვეტილებით, ო----------------ის მოთხოვნები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 16 ოქტომბრის №----- გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანისა და სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფუძვლით ერთდროული კომპენსაციის 10 000 ლარის ოდენობით გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ განმცხადებელმა ვერ წარადგინა რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას, ასევე განმცხადებლის მიერ ვერ იქნა წარდგენილი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირად აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტები.
სასამართლო უპირველეს ყოვლისა ყურადღებას მიქცევს იმ გარემოებას, რომ ო----------------ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 16 ოქტომბრის №----- გადაწყვეტილება წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესულ დოკუმენტს, რომელიც მხარეს სადავოდ არ გაუხდია. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს მითითებულ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანას.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ორგანოს.
დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ო----------------ემ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე 2017 წლის 16 ოქტომბრის განცხადებაში მიუთითა ორი სამართლებრივი საფუძველი - „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი (სხვა დაწესებულებაში თანამდებობაზე დანიშვნა) და ამავე მუხლის მე-3 პუნქტი (ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება). განცხადებასთან ერთად ო----------------ემ წარადგინა მხოლოდ ს----------–--------------------------–-------------------ის 2017 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება ,,--------------------------------–------------–------------–--------------------–------–-------------––-------–-------------------–-------. ამდენად, საქმეში არსებული მასალებით - ს----------–--------------------------–-------------------ის 2017 წლის 16 ოქტომბრის №------- ბრძანებით დგინდება მოსარჩელის კონკრეტულ თანამდებობაზე დასაქმება, მაგრამ საქმეში არსებული არცერთი დოკუმენტით არ დასტურდება ო----------------ის სამოსამართლო უფლებამოსილების ბოლო 12 თვის განმავლობაში 4 თვეზე მეტ ხანს უფლებამოსილების განუხორციელებლობისა და ამავე დროს, მომავალში მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ფაქტი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტული მტკიცებულების გარეშე, მითითებულ გარემოებაზე აპელირება მოკლებულია საფუძველს, ვინაიდან მხოლოდ სათანადო მტკიცებულების არსებობისას გააჩნია საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უფლებამოსილება (და არა ვალდებულება), იმსჯელოს მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 71-ე მუხლით გარანტირებულია დახმარება მოსამართლის დაღუპვის, დასახიჩრების ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირად აღიარების შემთხვევაში. კერძოდ, მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, რაც უკავშირდება მისი სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებას, მოსამართლეს სხეულის დაზიანებისას ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვაგვარი გაუარესებისას, რის შედეგადაც იგი აღიარებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირად, ან დასახიჩრებისას ეძლევა ერთდროული კომპენსაცია 10 000 ლარის ოდენობით.
ამდენად, ერთდროული კომპენსაციის გასაცემად აუცილებელია რამდენიმე პირობის არსებობა, კერძოდ, მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, რაც უკავშირდება სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებას და აღნიშნულის შედეგად, მისი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირად აღიარება.
საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, მოსარჩელეს აქვს პ---------ის ავადმყოფობა, დიაგნოზი დაესვა 40 წლის ასაკში, 2014 წელს ტვინზე ჩაუტარდა ოპერაცია და ექვემდებარება მუდმივ მონიტორინგს და მკურნალობას. სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს შპს „ა-------“ კლინიკის ნევროლოგის 2017 წლის 14 ნოემბრის კონსულტაციასა და ო----------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა №IV-100/ა) 2019 წლის 6 თებერვლის №---- ცნობაზე, რომლითაც არ დგინდება უშუალოდ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირად აღიარების ფაქტები. შესაბამისად, სასამართლო ეთანხმება მოპასუხის წარმომადგენლის პოზიციას, რომ შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოკლებული იყო შესაძლებლობას ერთდროული კომპენსაცია გაეცა.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-17 მუხლებისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას საქმე არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული საფუძვლიანად, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ზეპირი ახსნა-განმარტებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ო----------------ის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 11 მარტის №---- გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე დამატებით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებულ აქტში არასწორად არის მითითებული ,,ყოფილი მოსამართლე“, რამდენადაც მსგავს ჩანაწერს - ,,ყოფილი მოსამართლე“ არ იცნობს ევროპის ქარტია „მოსამართლეთა სტატუტის შესახებ“, ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებები და გაეროს შესაბამისი კონვენციები. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის პოზიციის გათვალისწინების შემთხვევაშიც კი, აღნიშნული გარემოება ვერ გახდება გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ამავე კოდექსის 331 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 11 მარტის №---- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნები -დაევალოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ცვლილება შეიტანოს ო----------------ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 16 ოქტომბრის N----- გადაწყვეტილებაში იმგვარად, რომ თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლად მიეთითოს - ჯანმრთელობის მდგომარეობა და დაეკისროს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსარჩელის სასარგებლოდ ერთდროული კომპენსაციის გაცემა 10 000 (ათიათასი) ლარის ოდენობით, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, როგორც მოსარჩელე ასევე მოპასუხე, განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-24-ე, 32-331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ო----------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე