გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე #2/6948-18 03 მაისი 2019 წელი
ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
სხდომის მდივანი მარი კირვალიძე
მოსარჩელე: ილ----------------–-–---–ი მოპასუხეები: შ.პ.ს. ,,ქა-------–------------–---------------–-----------“, ს.ს.ი.პ. შე-------–---------------ი, ს.ს. ,,ბა------------“, ნი----–----------–----ე, თე-----------–---–ი, ბი----------------ა, აკ-----------–---–ი, ნო---------–-–---–ი, კა---------ე, პა--------–---–ი, ნა-----------ი, გი------------–--ე, შ.პ.ს. ,,ი-----------“, ,,ი----------------------–---------------------------------–---------–---–ი, ლა-–---–---------–---–ი დავის საგანი: ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ ცნობა და სამართლებრივი შეზღუდვებისგან გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 ილ----------------–-–---–ი (პ/ნ 0----------) ცნობილი იქნას ავტომანქანა ,,SA-----------“-ს (სახ. ნომრით ,,X------’’, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, საიდენტიფიკაციო ნომერი NA---------------, გამოშვების წელი 2009) მესაკუთრედ. 1.2 მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა გათავისუფლდეს შ.ს.ს. მომსახურების სააგენტოს ინფორმაციის შესაბამისად რეგისტრირებული უფლებრივი შეზღუდვების, შე-------–---------------ის გირავნობის უფლებისგან. მოსარჩელის მითითებით, მას და შ.პ.ს. ,,ქა-------–------------–---------------–-----------ს“ შორის 2009 წლის 8 აპრილს გაფორმდა იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებები. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, ხდებოდა ავტომანქანის სარგებლობაში გადაცემა, ხოლო მოვალე უზრუნველყოფდა გამოძახებების სერვისის მიწოდებას. პირს უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით განსაზღვრული საფასური, რომელიც მოიცავდა ავტომანქანის საფასურს და ყოველდღიურ გეგმიურ შენატანს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებების შესრულების შემდგომ, ავტომანქანა გადაეცემოდა მოსარჩელეს საკუთრებაში. ილ----------------–-–---–ის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შესრულდა სრულად, მაგრამ არ მოხდა ავტომანქანის რეგისტრაცია მის სახელზე მომსახურეობის სააგენტოში. მოსარჩელემ მიმართა შ.პ.ს. ,,---------–------------–--------------–-----------’’-ს და მოითხოვა ავტომობილის მის სახელზე რეგისტრაცია, მაგრამ პასუხად მიიღო, რომ ავტომანქანა გამოსყიდულია და მოსარჩელეს წარმოეშვა მასზე საკუთრების უფლება, თუმცა იმ გარემოების გამო, რომ ავტომანქანაზე რეგისტრირებული იქნა შეზღუდვები, ვერ ხერხდება ავტომანქანის გადაფორმება. სარჩელის აღძვრისას ავტომანქანა გაჩერებულია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ. შ.პ.ს. ,,ქა-------–------------–---------------–-----------’’-ს მიმართ გახსნილია გაკოტრების საქმის წარმოება. გამოსყიდული ავტომანქანა შეტანილია სამეურვეო ქონების ნუსხაში და უახლოეს მომავალში მოხდება ავტომანქანის გასხვისება აუქციონზე გაკოტრების წარმოების ფარგლებში, რაც ხელყოფს მოსარჩელის საკუთრების უფლებას.
2. მოპასუხის პოზიცია 2.1 შ.პ.ს. ,,ქა-------–------------–---------------–-----------“ -ს გაკოტრების მმართველმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურომ სასამართლო სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ მსგავს დავაზე აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მოსარჩელეები აღიარებული იყვნენ მესაკუთრეებად, აღნიშნულ ნაწილში ცნობს სარჩელს, ხოლო ავტომანქანის უფლებრივი შეზღუდვებისგან გათავისუფლების ნაწილში სარჩელს არ ცნობს. 2.2 ს.ს. ,,ბა------------“-მ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 22 ი------ განჩინებით დაიწყო შპს ,,ქა-------–------------–---------------–-----------ს’’ გაკოტრების საქმის წარმოება. კანონით დადგენილ ვადაში წარადგინა განცხადება, რომლის საფუძველზე დააფიქსირა სს ,,ბა------------’’-ს მოთხოვნა მოვალე შპს ,,ქა-------–------------–---------------–-----------’’-ს მიმართ. 2011 წლის 23 მარტს სს ,,ბა------------’’-ს და შპს ,,ქ--------–-----------–---------------–-----------’’-ს შორის დაიდო გენერალური ხელშეკრულება და მის ფარგლებში მოქმედებდა ორი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ბანკმა გასცა კრედიტი ჯამში 215000 აშშ დოლარის ოდენობით. აღიშნული საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება მოვალის მიერ არ იქნა შესრულებული ჯეროვნად და გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების დროისათვის, 2--- წლის 22 ი------ მდგომარეობით მსესხებლის დავალიანებამ ბანკის მიმართ შეადგინა 84270.45 აშშ დოლარი შესაბამისი კურსით ლარში (186473.65 ლარი). ზემოაღნიშნული მოთხოვნა უზრუნველყოფილია მესამე პირის ნა-----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით და გირავნობის საგნებით. გირავნობის საგნებს წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალებები და გირავნობის გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს. 2.3 სსიპ ,,შე-------–---------------მა“ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მიუხედავად წარმოდგენილი იჯარისა და შემდგომში გამოსყიდვის ხელშეკრულების სახელწოდებისა, შინაარსობრივი მხარე ნათლად არ განმარტავს თანხის გადახდის შემდგომ მოიჯარის მიერ ნივთზე საკუთრების უფლების შეძენას. ხელშეკრულების 5.4 პუნქტი ითვალისწინებს საიჯარო ქირის სრულად დაფარვისა და ურთიერთშედარების აქტის შედგენის შემდგომ ნივთის მოიჯარის მფლობელობაში გადასვლას. ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლების შეძენის ბუნდოვანების მიუხედავად, აღნიშნული საიჯარო ქირის გადახდის ვადა გაწერილია 4 წელზე და 48 თვეზე, შესაბამისად საკუთრების უფლების წარმოშობა და შესაბამისი რეგისტრაცია უნდა განხორციელებულიყო დაახლოებით 2013 წელს, თუმცა მოსარჩელის განმარტებით საკუთრების რეგისტრაციას ხელი შეუშალა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის ღონისძიებამ. კონკრეტული ღონისძიება არ ზღუდავს ქონების გადასვლას სხვა პირის საკუთრებაში. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვარის N150 ბრძანების მე-10 მუხლი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე სავალდებულო რეგისტრაციას განკუთვნილი მსუბუქი ავტომობილების ჩამონათვალს, ხოლო მათზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესაძლო სახეები მოცემულია აღნიშნული ბრძანების მე-11 მუხლში, ამასთან სავალდებლო რეგისტრაციას ითვალისწინებს "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონი. სარჩელში მოხსენიებული მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლის გათვალისწინებით, მას შეეძლო განეხორციელებინა საკუთრების უფლების რეგისტრაცია კანონით დადგენილი წესით, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 22 ი------ განჩინებით შ.პ.ს. ,,ქა-------–------------–---------------–-----------ს” მიმართ გაიხსნა გადახდისუუნარობის საქმე, სადავო ავტომობილი დღეის მდგომარეობით შესულია გაკოტრების მასაში, რაც უპირობოდ წარმოადგენს კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების საშუალებას. სსიპ ,,შე-------–---------------ი" წარმოადგენს უზრუნველყოფილ კრედიტორს, შ.პ.ს. ,,ქა-------–------------–---------------–-----------ს” გადავადებული საგადასახადო ვალდებულება კი შეადგენს 364722.93 ლარს. სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. 2.4 ,,ი----------------------–---------------------------------–---------–---–ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა და არ უნდა მოხდეს მოსარჩელეთათვის საკუთრებაში სადავო ავტომობილების გადასვლა შემდეგ გარემოებათა გამო: პირველ რიგში მოსარჩელის მიერ არაა შესრულებული ვალდებულება სრულყოფილად. მის მიერ არ მომხდარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდა. ის ფაქტი რომ შ.პ.ს. „ქა-------–------------–--------------–-----------“-ს მიერ გაცემულია ცნობები, არ ადასტურებს თანხის გადახდის ფაქტს. აღნიშნული თანხის გადახდა შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენით და შპს „ქა-------–------------–--------------–-----------“-ს მიერ გაცემული ცნობა ვერ ჩაითვლება საკმარის მტკიცებულებად ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად. გარდა ამისა, მოსარჩელესთან დადებულ ხელშეკრულებაში არ არსებობს რაიმე ნორმა, რომლითაც პირდაპირ იქნება გათვალისწინებული ავტომობილზე საკუთრების უფლების გადასვლის შესაძლებლობა. თუნდაც მომხდარიყო ვალდებულების სრულად შესრულება (რასაც ადგილი არ ჰქონია), საკუთრება ავტომობილებზე ავტომატურად არ გადაეცემა მოსარჩელეს. საკუთრების გადაცემისათვის აუცილებელი წინაპირობა იყო შპს „ქა-------–------------–--------------–-----------“-ს მიერ დამატებით გამოვლენილი ნება საკუთრების გადაცემის შესახებ, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. შპს „ქა-------–------------–--------------–-----------“-ს უფლებაც კი არ ჰქონდა გადაეცა მოსარჩელისთვის საკუთრების უფლება, რადგან ამ დროს სადავო ავტომობილი იყო დაყადაღებული, რასაც თავად მოსარჩელეც აღნიშნავს. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ იზღუდება სამეურვეო ქონების განკარგვის უფლება, კანონი სამეურვეო ქონების სრულ რეალიზაციას და ამ გზით კრედიტორთა დაკმაყოფილებას ითვალისწინებს მხოლოდ გაკოტრების საქმის წარმოების შემთხვევაში აუქციონის გზით და აუქციონზე ქონების გაყიდვას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო. საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს სამეურვეო ქონების შემცირების ან სამეურვეო ქონებიდან რაიმე ნივთის ამორიცხვის წესს. ამას თავად მოსარჩელეც აღიარებს. სამართლებრივად შეუძლებელია სამეურვეო ქონებიდან ამოირიცხოს ქონება. მოცემულ შემთხვევაში, რადგან სადავო ავტომობილები გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების დროს იმყოფებოდა მოვალის საკუთრებაში იგი მართლზომიერად არის შესული სამეურვეო მასაში და უნდა მოხდეს აუქციონზე რეალიზაცია. სადავო ავტომობილი არ არის მოსარჩელის საკუთრება. შესაბამისად, მასზე სწორად მოხდა შესაბამისი შეზღუდვების რეგისტრაცია და არ არსებობს ამ შეზღუდვების გაუქმების სამართლებრივი წინაპირობა. 2.5 მოპასუხე ნა-----------ის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების და მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობის შემთხვევაშიც ავტომანქანას უნდა გადაყვეს მასზე რეგისტრირებული გირავნობის უფლება. 2.6 მოპასუხე ბი----------------ამ სარჩელი ცნო. 2.7 მოპასუხე აკ-----------–---–მა სარჩელი ცნო. 2.8 მოპასუხეებს _ ლა-–---–---------–---–ს, ნი----–----------–----ეს, თე-----------–---–ს, ნო---------–-–---–ს, კა---------ეს, პა--------–---–ს, გი------------–--ეს, შ.პ.ს. ,,ი-----------“ სარჩელზე წერილობითი შესაგებლები არ წარმოუდგენიათ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1 ილ----------------–-–---–ს და შ.პ.ს. ,,ქა-------–-----------–--------------–-----------’’-ს შორის 2009 წლის 08 აპრილს გაფორმდა იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ი/მ ილ----------------–-–---–ს მფლობელობაში გადაეცა ავტომანქანა ,,ს-------------“ სახ.ნომრით ,,X-----“, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 48 თვით, საიჯარო ქირა 47952 ლარი, საიჯარო ქირა მოიცავდა ქონების გამოსყიდვის ღირებულებას (მუხლი 1). საიჯარო ქირის სრულად გადახდის შემთხვევაში, მეიჯარესა და მოიჯარეს შორის უნდა გაფორმებულიყო ურთიერთშედარების აქტი და დავალიანების არ არსებობის შემთხვევაში მოიჯარე უფლებამოსილი იქნებოდა მიეღო ავტომობილი მფლობელობაში (ტ. 1, ს.ფ. 20-26). 3.1.2 შ.ს.ს. მომსახურების სააგენტოს ინფორმაციის მიხედვით, ავტომანქანა ,,ს-------------” სახ. ნომრით ,,X------“ აღრიცხულია შ.პ.ს. ,,---------–------------–--------------–-----------ს” სახელზე. მასზე რეგისტრირებულია შემდეგი სამართლებრივი შეზღუდვები: უფლებრივი შეზღუდვა - 01.04.2015 წლიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 მარტის N2-----15 განჩინებით; უფლებრივი შეზღუდვა - 13.10.2015 წლიდან, თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ნ----------–---- NA--------------- დოკუმენტით; უფლებრივი შეზღუდვა - 08.08.2--- წლიდან თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ნ---------------- NA--------------- დოკუმენტით. ფინანსთა სამინისტროს შე-------–---------------ის ელექტრონული ბაზის მონაცემებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა. სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში. (ტ.1, ს.ფ. 30). 3.1.3 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 22 ი------ განჩინებით შ.პ.ს. "ქა-------–------------–---------------–-----------"-ს მიმართ დაიწყო გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, სასამართლოს 2018 წლის 1---------- განჩინებით შ.პ.ს. "ქა-------–------------–---------------–-----------"-ს მიმართ დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო (ტ. 1, ს.ფ. 139-142).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 3.2.1 შ.პ.ს. "ქა-------–------------–---------------–-----------"-ს მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, მოსარჩელეს შ.პ.ს. ,,ქა-------–------------–---------------–-----------"-ს მიმართ არ აქვს დავალიანება მასთან გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე (ტომი 1, ს.ფ. 27); არც გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ფარგლებში იქნა მითითებული მეურვის მხრიდან აღნიშნული პირის ვალდებულებების შესახებ (იხ. შ.პ.ს. "ქა-------–------------–---------------–-----------"-ს გადახდისუნარობის საქმეში მეურვის მოხსენება). შესაბამისად, დადგენილია, რომ მოსარჩელე ილ----------------–-–---–ს სრულად აქვს შესრულებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება შ.პ.ს. "ქა-------–------------–---------------–-----------"-ს მიმართ. სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ილ----------------–-–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე, 188-ე, 158, 276-ე, 576-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ: ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება; ბ) ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს და შ.პ.ს. ,,ქა-------–------------–---------------–-----------”-ს შორის გაფორმდა ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელეს მფლობელობაში გადაეცა ავტომანქანა შესყიდვის უფლებით, განისაზღვრა ყოველთვიური გადასახადი, რომელიც მოიცავდა ქონების შესყიდვის ღირებულებას და ღირებულების დაფარვის შემდეგ შ.პ.ს. ,,ქა-------–------------–---------------–-----------”-ს ავტომანქანა საკუთრებაში უნდა გადაეცა მოსარჩელისათვის და გადაეფორმებინა მის სახელზე შ.ს.ს. მომსახურების სააგენტოში. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებაში მითითებული _ საიჯარო ქირა მოიცავს ქონების გამოსყიდვის ღირებულებას, შესყიდვის უფლებით ქონების ლიზინგით გადაცემას ადასტურებს ასევე ლიზინგის ხელშეკრულების 5.4 მუხლი, რომლის მიხედვით ლიზინგის საფასურის სრულად გადახდის და დავალიანების არარსებობის შემდეგ, მოსარგებლეს გადაეცემოდა ავტომობილი მფლობელობაში. დადგენილია, რომ ილ----------------–-–---–ის მიერ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება და თანხა გადახდილია სრულად, მოსარჩელეს ავტომანქანა გადაცემული აქვს პირდაპირ მფლობელობაში. შ.ს.ს. მომსახურების სააგენტოში ვერ განხორციელდა ავტომანქანის გადაფორმება მოსარჩელის სახელზე შ.პ.ს. ,,ქა-------–------------–---------------–-----------”-ს მიმართ გავრცელებული სამართლებრივი შეზღუდვების გამო, შემდეგ შ.პ.ს. ,,ქა-------–------------–---------------–-----------”-ს მიმართ დაიწყო გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და სადავო ავტომანქანა განისაზღვრა მოვალის სამეურვეო ქონებად. 6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნივთის გადაცემად ითვლება: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება. 6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ გამსხვისებელმა პირობად დათქვა საკუთრების გადასვლა შემძენზე მხოლოდ ნივთის საფასურის გადახდის შემდეგ, ივარაუდება, რომ საკუთრება გადავა შემძენზე საფასურის სრულად გადახდის შემდეგ. 6.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. დადგენილია, რომ ილ----------------–-–---–მა ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება შეასრულა, ავტომანქანა გადაეცა პირდაპირ მფლობელობაში და საკუთრებაში. შ.ს.ს. მომსახურების სააგენტოში ავტომანქანის კვლავ შ.პ.ს. ,,ქა-------–------------–---------------–-----------”-ს სახელზე რეგისტრაცია არ ადასტურებს ავტომანქანის შ.პ.ს. ,,ქა-------–------------–---------------–-----------”-ს კუთვნილების ფაქტს, რადგან ავტომანქანა არის მოძრავი ნივთი და მასზე ვრცელდება მოძრავი ნივთის შეძენისათვის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესები და მოსარჩელე არის სადავო ავტომანქანების მესაკუთრე. ამდენად, მოსარჩელე ილ----------------–-–---–ს შესრულებული აქვს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება, არის სადავო ავტომანქანის მესაკუთრე და სარჩელი მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს. 6.5 ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. დადგენილია, რომ მოსარჩელის კუთვნილ ავტომანქანაზე თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ საქმეებზე სააღსრულებო წარმოების ფარგლებში რეგისტრირებულია უფლებრივი შეზღუდვები შ.პ.ს. ,,ქა-------–------------–---------------–-----------’’-ს ვალდებულებების გამო, რის გამოც მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა უნდა გათავისუფლდეს აღნიშნული უფლებრივი შეზღუდვებისგან. 6.6 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 274-ე მუხლის მიხედვით, გირავნობის საგნის გასხვისებისას შემძენზე გადადის გირავნობით დატვირთული საკუთრება, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შ.ს.ს. მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობით დადგენილია, რომ შ.პ.ს. ,,ქა-------–------------–---------------–-----------’’-ს ვალდებულებების გამო საგადასახადო გირავნობა რეგისტრირებულია სადავო ავტომანქანაზე, როდესაც ავტომანქანის მესაკუთრე იყო შ.პ.ს. ,,ქა-------–------------–---------------–-----------’’. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 274-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები, ამავე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელის მფლობელობაში გადავიდა გირავნობით დატვირთული ქონება და მოსარჩელის მოთხოვნა ავტომანქანის გირავნობისგან გათავისუფლების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. 7. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს: შ.პ.ს. ,,ქა-------–------------–---------------–-----------“-ს, ს.ს.ი.პ. შე-------–---------------ს, ს.ს. ,,ბა------------“-ს, ნი----–----------–----ეს, თე-----------–---–ის, ბი----------------ას, აკ-----------–---–ს, ნო---------–-–---–ს, კა---------ეს, პა--------–---–ს, ნა-----------ს, გი------------–--ეს, შ.პ.ს. ,,ი-----------“-ს, ,,ი----------------------–---------------------------------–---------–---–ს, ლა-–---–---------–---–ს მოსარჩელე ილ----------------–-–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 50 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. სარეზოლუციო ნაწილი სასამართლომ იხელმძღვანელა სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-11 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244, 248-249-ე, 364-ე მუხლებით, გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : 1. ილ----------------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. 2. ილ----------------–-–---–ი (პ/ნ 0----------) ცნობილი იქნას ავტომანქანა ,,ს-------------”-ის (სახ. ნომერი: ,,X------“, საიდენტიფიკაციო ნომერი: NA---------------) მესაკუთრედ. 3. ილ----------------–-–---–ის კუთვნილი ავტომანქანა ,,ს-------------” სახ. ნომრით ,,X------“, საიდენტიფიკაციო ნომერი: NA--------------- გათავისუფლდეს შემდეგი უფლებრივი შეზღუდვებისგან: 1) უფლებრივი შეზღუდვა: 01.04.2015 წლიდან., თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 მარტის N2-----15 განჩინების საფუძველზე; 2) უფლებრივი შეზღუდვა: 13.10.2015 წლიდან, თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ნ----------–---- NA--------------- დოკუმენტის საფუძველზე; 3) უფლებრივი შეზღუდვა: 08.08.2--- წლიდან, თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ნ---------------- NA--------------- დოკუმენტის საფუძველზე. 4. ილ----------------–-–---–ის სარჩელი შე-------–---------------ის გირავნობის უფლებისგან ავტომანქანის გათავისუფლების შესახებ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს. 5. მოპასუხეებს: შ.პ.ს. ,,ქა-------–------------–---------------–-----------“-ს, ს.ს.ი.პ. შე-------–---------------ს, ს.ს. ,,ბა------------“-ს, ნი----–----------–----ეს, თე-----------–---–ის, ბი----------------ას, აკ-----------–---–ს, ნო---------–-–---–ს, კა---------ეს, პა--------–---–ს, ნა-----------ს, გი------------–--ეს, შ.პ.ს. ,,ი-----------“-ს, ,,ი----------------------–---------------------------------–---------–---–ს, ლა-–---–---------–---–ს მოსარჩელე ილ----------------–-–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 50 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. 6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 5 დღის ვადაში. მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი