განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
(№------------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
03 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე იზა კელენჯერიძე
სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ-------------–-–---–ი,დაცვის მხარე:
ბრალდებულ - გ--------------------------–---–ი (დაბადებული - 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: თბილისი, ვ---------–-----ს დასახლება, პ------–--------------------------------------).
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 22:39 საათზე, ქ. თბილისში, ა-–--------–----–---ს ქუჩაზე, N-------------ს მიმდებარედ, 2000 წლის 6 აპრილს, ყაჩაღობისთვის ნასამართლევმა გ------- ბ-------–---–მა ჩაამტვრია ნ---------–----–-–---–ის კუთვნილი ,,ტ-------------–--“ მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით - S------) წინა მ---–---- კარის მინა და სცადა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლებოდა ავტომანქანაში მოთავსებულ ნივთებს, რაც ვერ შეძლო მანქანაში მათი არარსებობის და შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ-----------------------------------–----------- განყოფილების თანამშრომლების დროული რეაგირების გამო.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა გ------- ბ-------–---–ის საქმის არსებით სხდომაზე შესავალ და დასკვნით სიტყვებში ბრალდებულის პოზიცია, გაანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და გ------- ბ-------–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია გ------- ბ-------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის; შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. ბრალდებულმა გ------- ბ-------–---–მა წინასასამართლო სხომაზე სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. საქმის არსებით სხდომაზე, შესავალ და დასკვნით სიტყვებში მან განმარტა, რომ 2019 წლის 11 აპრილს, ოჯახში მომხდარი გაუგებრობის გამო, იგი გაბრაზებული გამოვიდა სახლიდან და ვინაიდან ღამით ციოდა, ჩაამტვრია უცხო ადამიანის ავტომანქანის ფანჯარა და ჩაჯდა ავტომანქანაში, სადაც მოწია სიგარეტი; ავტომანქანაში დაჰყო სადღაც ნახევარი საათი, რა დროსაც მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა იგი დააკავეს. გ------- ბ-------–---–ის განმარტებით, მას ავტომანქანიდან არაფერი მოუპარავს, რადგან არც არაფერი იყო მოსაპარი.
3.2. მოწმე ბ---- მ-------–---–ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2019 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 22:25 საათზე, თავისი საცხოვრებელი სახლის აივნიდან დაინახა მისი საცხოვრებელი კორპუსის წინ, ა-–--------–----–---ს ქუჩაზე, მ---–---- სანაპიროს მიმართულებით მოძრავი მამაკაცი, რომელიც პერიოდულად ჩერდებოდა ქუჩაზე დაყენებულ სხვადასხვა მარკის ავტომანქანებთან და იყურებოდა შიგნით. რამდენიმე წუთში, აღნიშნული მამაკაცი გაჩერდა მის კორპუსთან გაჩერებულ ვერცხლისფერ მსუბუქ ავტომანქანასთან და ხელით ჩაამტვრია ავტომანქანის წინა მ---–---- მინა და ავტომანქანის დაზიანებულ მინაში შეძვრა ნახევარი ტანით ისე, რომ ფეხები ჰქონდა გარეთ. ბ---- მ-------–---–ის მეუღლემ - ნ-----------ემ მომხდარის შესახებ აცნობა პოლიციას და აღნიშნული პიროვნება რამდენიმე წუთში პოლიციის თანამშრომლებმა ადგილზე დააკავეს.
3.3. მოწმე დ----- ო------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, იგი მუშაობს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ-----------------------------------–-------- განყოფილებაში უ-----------------ად. 2019 წლის 11 აპრილს, სამსახურში შესული შეტყობინების საფუძველზე, რომლითაც მოქალაქე ნ-----------ე იუწყებოდა, რომ თბილისში, ა-–--------–----–---ს ქუჩაზე, მ--------------ის მიმდებარედ, უცნობი მამაკაცი ქურდავდა ავტომანქანას, თანამშრომლებთან -გ------- ბ------–---–თან და ნ-----–-------------–---–თან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც მისვლისას დაინახა ,,ტ-------------–--“ ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით - S------, წინა მ---–---- კარის მინაში ტანით ნახევრად შესული მამაკაცი, რომელსაც დაზიანებული ჰქონდა კარის მინა და სალონში სინჯავდა ნივთებს. მათ მოთხოვნაზე, მამაკაცი გამოვიდა კარის მინიდან და ხელში ეკავა მუყაოს წმინდა ნ----- ხატი, რომელიც უცნობი მამაკაცის განმარტებით, აიღო ავტომანქანის წინა მ---–---- სათავსოდან (საბარგულიდან). გადამოწმებისას, უცნობი მამაკაცი აღმოჩნა 1----–--–- დაბადებული გ------- ბ-------–---–ი, რომელიც ადგილზე დააკავეს და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი მარჯვენა ხელიდან ამოიღეს წმინდა ნ----- მუყაოს ხატი, ასევე პირადი ჩხრეკისას ამოღებული სხვა პირადი ნივთები დალუქეს კანონშესაბამისი წესით.
3.4. იგივე ფაქტობრივი გარემოებებია დადასტურებული შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ-----------------------------------–-------- განყოფილების დ---------ის - გ------- ბ------–---–ის და შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ-----------------------------------–-------- განყოფილების უფროსი დ---------ის - ნ-----–-------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით.
3.5. დაზარალებულ ნ---------–----–-–---–ის გამოკითხვის ოქმით, მის საკუთრებაშია ,,ტ-------------–--“ ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით - S------, რომელსაც 2019 წლის 11 აპრილს, ჩამსხვრეული ჰქონდა წინა მ---–---- კარის მინა და წვიმისაგან დამცავი პლასტმასის საფარი. დაზარალებულმა ავტომანქანის დათვალიერებისას ნახა, რომ ავტომანქანის მ---–---- წინა სალონში, სავარძლის წინ არსებული სათავსო (საბარგული) იყო გამოხსნილი და ნივთები გადმოყრილი სავარძელზე და იატაკზე. საბარგულიდან ამოღებული და მოპარული იყო წმინდა ნ----- მუყაოზე გამოსახული საშუალო ზომის ხატი.
3.6. ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის 2019 წლის 11 აპრილის ოქმის თანახმად, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, მისი მარჯვენა ხელიდან ამოღებულია საშუალო ზომის მუყაოზე გამოსახული წმინდა ნ----- ხატი, რაც დაილუქა კანონშესაბამისი წესით.
3.7. გ------- ბ-------–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ნ---------–----–-–---–ის და მოწმეების: ნ-----------ის, ბ---- მ-------–---–ის, დ----- ო------ის, გ------- ბ------–---–ის და ნ-----–-------------–---–ის გამოკითხვის ოქმებს; ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის 2019 წლის 11 აპრილის ოქმს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2019 წლის 12 აპრილის ოქმს; ქ. თბილისის დ--------------------ის რაიონული სასამართლოს 2----–-–-----------–-ს განაჩენს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.
3.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულ გ------- ბ-------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
3.9. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
3.11. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
3.12. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
3.13. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
3.14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.
4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, რაც თავისთავად გულისხმობს იმ გარემოებას, რომ როგორც დაცვის მხარე, ასევე ბრალდების მხარე აღნიშნულ მტკიცებულებებში მოცემული ინფორმაციის სისწორეს და ნამდვილობას საეჭვოდ არ მიიჩნევს და ეთანხმება. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა.
4.3. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
4.4. ყველა ზემოხსენებული მტკიცებულების მხედველობაში მიღებით, ასევე ბრალდებულის პოზიციის მოსმენის შემდგომ, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებულმა გ------- ბ-------–---–მა ჩაიდინა მისთვის ინკრიმინირებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. სასამართლომ არ გაიზიარა და სარწმუნოდ არ მიიჩნია ბრალდებულის პოზიცია, რომ მას არ ჰქონდა ქურდობის მიზანი და დაზარალებულის ავტომანქანა დააზიანა მხოლოდ იმ მიზნით, რომ ავტომანქანაში სიგარეტი მოეწია და გამთბარიყო, რადგან საპირისპიროს მეტყველებს საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები; კერძოდ, მოწმე ბ---- მ-------–---–ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ ბრალდებული შემთხვევამდე ათვალიერებდა ა-–--------–----–---ს ქუჩაზე მდგარ ავტომანქანებს და ბრალდებული ტანით ნახევრად იყო გადასული ავტომანქანის კარის ჩამსხვრეულ მინაში, ასევე ავტომანქანის მინის ჩამსხვრევიდან, ბრალდებული მალევე წაასწრეს პოლიციის თანამშრომლებმა სწორედ აღნიშნულ მდგომარეობაში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ბრალდებული ავტომანქანაში არ მჯდარა, როგორც ეს ბრალდებულმა განაცხადა. აღნიშნული ასევე დასტურდება პოლიციის თანამშრომლების გამოკითხვის ოქმებით, რომელთა თანახმადაც, ბრალდებული ავტომანქანის კარის მინაში ტანით ნახევრად იყო შესული და ბრალდებული ავტომანქანის სალონში სინჯავდა ნივთებს. ბრალდებულის პოზიციის საპირისპიროდ, თითქოსდა მას არ ჰქონდა ქურდობის მიზანი, მეტყველებს ის ფაქტიც, რომ პირადი ჩხრეკისას მისი მარჯვენა ხელიდან ამოიღეს წმინდა ნ----- საშუალო ზომის მუყაოს ხატი, რაც დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის თანახმად, ამოღებული იყო სწორედ ავტომანქანის საბარგულიდან.
4.5. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით კრიმინალიზებულია ქურდობის მცდელობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად და მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მცდელობა, ჩადენილი არაერთგზის;
4.6. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობა მთლიანად; იგი მოიცავს როგორც ყველა მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ასევე ქონების სხვა კანონიერი მფლობელის უფლებასაც, ხოლო უშუალო ობიექტს კი წარმოადგენს ისეთი ქონებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საკუთრების ან ქონების ფლობასთან. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით; მათ შორის ეს უფლება საერთაშორისო მასშტაბით განმტკიცებულია 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით (აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...),“ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმითა და სხვა საერთაშორისო ნორმებით.
4.7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. განსახილველ შემთხვევაში, ბრალდებულმა, მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, ვერ შეძლო დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა; შესაბამისად, გ------- ბ-------–---–ს მსჯავრი უნდა დაედოს დაუმთავრებელი დანაშაულის ჩადენისთვის.
4.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული გამოიხატება: სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობაში, ჩადენილი არაერთგზის. მოცემულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს დაუმთავრებელ დანაშაულთან, კერძოდ, დანაშაულის მცდელობასთან, რომლის შემთხვევაშიც აუცილებელია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და სამართლებრივი სიკეთისთვის შექმნილ საფრთხეს შორის.
4.9. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსით დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) ნივთის კუთვნილება და სახე (ნივთი უნდა განეკუთვნოდეს მოძრავ ნივთს და უნდა იმყოფებოდეს სხვა სუბიექტის საკუთრებაში/მფლობელობაში); 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება (ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა); 3) აღნიშნულმა ქმედებამ უნდა შექმნას კონკრეტული საფრთხე (დაზარალებულის საკუთრების უფლებისთვის ზიანის მიყენების სახით); 4) ქმედება ჩადენილი უნდა იყოს არაერთგზის.
4.10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამავე კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ნასამართლობა გაქარწყლდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა - სასჯელის მოხდიდან რვა წლის შემდეგ. ქ. თბილისის დ--------------------ის რაიონული სასამართლოს 2----–-–-----------–-ს განაჩენით, გ------- ბ-------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ ყაჩაღობის ჩადენისათვის; გ------- ბ-------–---–ი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2----–-–----- დეკემბერს. აღნიშნული დანაშაულისათვის იგი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებული არ ყოფილა და არც ნასამართლობა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული; შესაბამისად, ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენისას, გ------- ბ-------–---–ი ნასამართლევი იყო საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის და სახეზეა მის მიერ ქურდობის მცდელობის ჩადენა არაერთგზის.
4.11. აღნიშნული ფაქტები მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით. ვინაიდან მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, ისინი სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტების დამადასტურებელ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ, უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ უდავო მტკიცებულებებად, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და რომლებიც საკმარისია ობიექტური პირის იმაში დარწმუნებისათვის, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება.
4.12. სასამართლო, ბრალდებულ გ------- ბ-------–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ, ყურადღებას ამახვილებს მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში: დაზარალებულ ნ---------–----–-–---–ის და მოწმეების: ნ-----------ის, ბ---- მ-------–---–ის, დ----- ო------ის, გ------- ბ------–---–ის და ნ-----–-------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის 2019 წლის 11 აპრილის ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2019 წლის 12 აპრილის ოქმით; ქ. თბილისის დ--------------------ის რაიონული სასამართლოს 2----–-–-----------–-ს განაჩენით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2000 წლის 6 აპრილს ყაჩაღობისთვის ნასამართლევმა გ------- ბ-------–---–მა, 2019 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 22:39 საათზე, ქ. თბილისში, ა-–--------–----–---ს ქუჩაზე, N-------------ს მიმდებარედ, ჩაამტვრია ნ---------–----–-–---–ის კუთვნილი ,,ტ-------------–--“ მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით S------) წინა მ---–---- კარის მინა და სცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლებოდა ავტომანქანაში მოთავსებულ ნივთებს, რაც ვერ შეძლო მანქანაში მათი არარსებობის და შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ-----------------------------------–----------- განყოფილების თანამშრომლების დროული რეაგირების გამო. სასამართლოს შეფასებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის ელემენტები სახეზეა, რაც დასტურდება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.
4.13. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
4.14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- ბ-------–---–მა ჩაიდინა - ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. გ------- ბ-------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.
5.2. გ------- ბ-------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოება არ გააჩნია.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.
6.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.
6.3. განაჩენის 6.1. და 6.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
6.4. სასჯელის შემსუბუქების კუთხით, სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულ გ------- ბ-------–---–ის მხრიდან სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება - ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ოთხიდან შვიდ წლამდე. ამავე კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,დაუმთავრებელი დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღება გარემოებანი, რომელთა გამოც დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი“. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გ------- ბ-------–---–მა ბოლომდე ვერ მიიყვანა მის მიერ წინასწარ განზრახული ქმედება მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, კერძოდ, შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ სამართალდამცავები და ბრალდებული დააკავეს; განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ასევე იმ ფაქტს, რომ გ------- ბ-------–---–ს არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ მინიმალური სასჯელის გამოყენების შემთხვევაშიც იქნება მიღწეული სასჯელის კანონისმიერი მიზნები.
6.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------- ბ-------–---–ს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
- გ------- ბ-------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ხატი - 1 (ერთი) პაკეტად დალუქული; გ------- ბ-------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული საფულე, მასში მოთავსებული ნივთებით; გ------- ბ-------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ბანქო - 1 (ერთი) პაკეტად დალუქული - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
- პირადი ჩხრეკისას გამოყენებული ხელთათმანი 1 (ერთი) პაკეტად დალუქული; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის ნიმუში 1 (ერთი) პაკეტად დალუქული; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები - 1 (ერთი) პაკეტად დალუქული; გ------- ბ-------–---–ის ნერწყვის ნიმუში - 1 (ერთი) პაკეტად დალუქული; გ------- ბ-------–---–ის სუნის ნიმუში - 1 (ერთი) პაკეტად დალუქული; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული პლასტმასის ნატეხები - 1 (ერთი) პაკეტად დალუქული - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- ბ-------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 4 (ოთხი) წლის ვადით;
2. გ------- ბ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 11 აპრილის 23:40 საათიდან.
3. მსჯავრდებულ გ------- ბ-------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- გ------- ბ-------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ხატი - 1 (ერთი) პაკეტად დალუქული; გ------- ბ-------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული საფულე, მასში მოთავსებული ნივთებით; გ------- ბ-------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ბანქო - 1 (ერთი) პაკეტად დალუქული - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
- პირადი ჩხრეკისას გამოყენებული ხელთათმანი 1 (ერთი) პაკეტად დალუქული; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის ნიმუში 1 (ერთი) პაკეტად დალუქული; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები - 1 (ერთი) პაკეტად დალუქული; გ------- ბ-------–---–ის ნერწყვის ნიმუში - 1 (ერთი) პაკეტად დალუქული; გ------- ბ-------–---–ის სუნის ნიმუში - 1 (ერთი) პაკეტად დალუქული; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული პლასტმასის ნატეხები - 1 (ერთი) პაკეტად დალუქული - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე იზა კელენჯერიძე