გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210117002096207
საქმე №2/1439-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 აპრილი, 2019 წელი ქ. გორი
სარეზოლუციო ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი
მოსარჩელე - სს „კ------------ი“
წარმომადგენელი - გ------------–--–ი
მოპასუხეები - ე---------------–---–ი
ზ-----------–---–ი
ხ--------–------–-–---–ი
ვ------------------ი (მონაწილეობის გარეშე)
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებს: ე---------------–---–ს, ზ-----------–---–ს, ვ------------------ს და ხ--------–------–-–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ 3 368.93 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 2 6-9.21 აშშ დოლარი, სარგებელი - 442.84 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 108.29 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 191.44 აშშ დოლარი, წლიური საკომისიო - 17.15 აშშ დოლარი.
1.2. მოპასუხე ე---------------–---–ს ინდივიდუალურად გადასახდელად დაეკისროს ჯამურად 794.46 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც დავალიანება შეადგენს:
ა) სესხზე LD1429500958 - 386 აშშ დოლარს (ძირი თანხა - 296.98 აშშ დოლარი, 6.44. აშშ დოლარი - სიცოცხლის დაზღვევა, 83.39 აშშ დოლარი - ჯარიმა).
ბ) სესხზე LD1431401188 – 201.95 აშშ დოლარი (ძირი თანხა - 159.86 აშშ დოლარი, 3.85 აშშ დოლარი - სიცოცხლის დაზღვევა, 38.24 აშშ დოლარი - ჯარიმა).
გ) სესხზე LD1431401187 – 205.70 აშშ დოლარი (ძირი თანხა - 162.84 აშშ დოლარი, 3.91 აშშ დოლარი - სიცოცხლის დაზღვევა, 38.95 აშშ დოლარი - ჯარიმა.
მოსარჩელის პოზიცია:
2014 წლის 26 სექტემბერს მოსარჩელესა და მოპასუხე ე---------------–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე სესხის სახით გაიცა 4 000 აშშ დოლარი 24 თვის ვადით, 2.35% ყოველთვიური სარგებლით. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით.
ამავე ხელშეკრულებით მსესხებელმა იკისრა სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება სესხის ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე უნდა ყოფილიყო გამსესხებელი და იკისრა ვალდებულება დროულად და სრულად განეხორციელებინა სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები.
2014 წლის 26 სექტემბერს დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მოპასუხეებმა ზ-----------–---–მა, ვ------------------მა და ხ--------–------–-–---–მა კრედიტორის წინაშე იკისრეს ძირითადი მოვალის დავალიანების სოლიდარულად დაფარვის ვალდებულება მაშინაც კი როცა ადგილი არ ექნებოდა იძულებით აღსრულებას. მათი პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 5 521.06 აშშ დოლარით.
მსესხებლის მიერ გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდა შეწყდა 2015 წლის სექტემბრიდან, მსესხებელი და თავდებები არაერთხელ გააფრთხილეს ვალდებულების შეუსრულებლობის მოსალოდნელ შედეგებზე, თუმცა ვალდებულება არ შესრულებულა, რის გამოც მოპასუხეების სოლიდარული დავალიანება სარჩელის წარმოდგენის მომენტისათვის შეადგენს 3 368.93 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხაა 2 6-9.21 აშშ დოლარი, სარგებელი - 442.84 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 108.29 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 191.44 აშშ დოლარი, წლიური საკომისიო - 17.15 აშშ დოლარი.
გარდა ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებისა, 2014 წლის 26 სექტემბრს ე---------------–---–სა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება №1737703a05, განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა „ნატვრის ბარათი“. ბარათის ლიმიტად დამტკიცდა 1 610 აშშ დოლარი, ხოლო მოქმედების ვადად - 48 თვე.
ე---------------–---–მა 2014 წლის 22 ოქტომბერს ნატვრის ბარათით შეიძინა საქონელი, აღნიშნულ ტრანზაქციაზე 2015 წლის 22 ოქტომბერს წარმოიშვა სესხი LD1429500958 – 742.48 აშშ დოლარზე, 10 თვით;
2014 წლის 10 ნოემბერს ნატვრის ბარათით შეიძინა საქონელი, აღნიშნულ ტრანზაქციაზე 2015 წლის 22 ოქტომბერს წარმოიშვა სესხი LD1431401188 – 319.71 აშშ დოლარზე, 10 თვით;
2014 წლის 10 ნოემბერს ნატვრის ბარათით შეიძინა საქონელი, აღნიშნულ ტრანზაქციაზე 2015 წლის 22 ოქტომბერს წარმოიშვა სესხი LD1431401187 – 325.64 აშშ დოლარზე, 10 თვით.
მოსარჩელესა და ე---------------–---–ს შორის 2014 წლის 26 სექტემბერს გაფორმებული ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ე---------------–---–ის სახელზე ინდივიდუალური დავალიანება შეადგენს:
სესხზე LD1429500958 – 386.81 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირია 296.98 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 83.39 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 6.44 აშშ დოლარი;
სესხზე LD1431401188 – 201.95 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირია 159.86 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 38.24 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 3.85 აშშ დოლარი;
სესხზე LD1431401187 – 205.70 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირია 162.84 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 38.95 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 3.91 აშშ დოლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე ხ--------–------–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ დავალიანებს დაფარვის ვალდებულება ე---------------–---–ია ეკისრება. რაც შეეხება დანარჩენ მოპასუხეებს, მათ შესაგებელი სასამართლოში არ წარმოუდგენიათ მიუხედავად იმისა, რომ მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხეებს ე---------------–---–ს და ზ-----------–---–ს მიეცათ შესაძლებლობა წარმოედგინათ შესაგებელი.
მოპასუხეებმა ე---------------–---–მა, ხ--------–------–-–---–მა და ზ-----------–---–მა მოსამზადებელ სხდომაზე ნაწილობრვ ცნეს სარჩელი, კერძოდ, სოლიდარული ვალდებულების ნაწილში მხოლოდ ძირითადი თანხის, 26-9.21 აშშ დოლარის ნაწილში, ხოლო ე---------------–---–მა მის მიმართ ინდივიდუალური მოთხოვნის ნაწილში მხოლოდ 350 აშშ დოლარი ცნო (იხ. 30.04.2019წ სასამართლო სხდომის ოქმი). რაც შეეხება მოპასუხე ვ------------------ს, იგი არც სასამართლო სხდომებზე გამოცხადებულა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2014 წლის 26 სექტემბერს მოსარჩელესა და მოპასუხე ე---------------–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით:
სესხის თანხა - 4 000 აშშ დოლარი;
ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 24 თვე;
სარგებელი - ყოველთვიურად 2.35%;
პირგასამტეხლო - ძირი თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
სიცოცხლის დაზღვევა გამსესხებლის სასარგებლოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2014 წლის 26 სექტემბრის №20140926EBZIS ხელშეკრულება
3.1.2. 2014 წლის 26 სექტემბერს დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მოპასუხეებმა: ზ-----------–---–მა, ვ------------------მა და ხ--------–------–-–---–მა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე ე---------------–---–ის მიმართ წარმოშობილი ვალდებულების სოლიდარულად დაფარვის შესახებ და მათი პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 5 521.06 აშშ დოლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2014 წლის 26 სექტემბრის თავდებობის ხელშეკრულებები.
3.1.3. მოპასუხეების მხრიდან ვალდებულება არ არის შესრულებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება.
3.1.4. 2014 წლის 26 სექტემბრს ე---------------–---–სა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება №1737703a05, განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა „ნატვრის ბარათი“, ბარათის ლიმიტად დამტკიცდა 1 610 აშშ დოლარი, ხოლო მოქმედების ვადად - 48 თვე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2014 წლის 26 სექტემბრის ხელშეკრულება №1737703a05, განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ.
3.1.5. ე---------------–---–ის მხრიდან ვალდებულება დარღვეულია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება.
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მსესხებელი და თავდებები არაერთხელ გააფრთხილეს ვალდებულების შეუსრულებლობის მოსალოდნელ შედეგებზე, თუმცა ვალდებულება არ შესრულებულა, რის გამოც მოპასუხეების სოლიდარული დავალიანება სარჩელის წარმოდგენის მომენტისათვის შეადგენს 3 368.93 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხაა 2 6-9.21 აშშ დოლარი, სარგებელი - 442.84 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 108.29 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 191.44 აშშ დოლარი, წლიური საკომისიო - 17.15 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ;
- გაფრთხილების წერილები.
3.2.2. ე---------------–---–ის ინდივიდუალური დავალიანება შეადგენს:
სესხზე LD1429500958 – 386.81 აშშ დოლარს (სესხის ძირი 296.98 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 83.39 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 6.44 აშშ დოლარი);
სესხზე LD1431401188 – 201.95 აშშ დოლარს (სესხის ძირი - 159.86 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 38.24 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 3.85 აშშ დოლარი);
სესხზე LD1431401187 – 205.70 აშშ დოლარს (სესხის ძირი - 162.84 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 38.95 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 3.91 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ;
- ამონაწერი ე---------------–---–ის ანგარიშიდან.
3.2.3. მოპასუხე მხარემ ნაწილობრივ აღიარა მისი მხრიდან მოსარჩელის მიმართ შესასრულებელი სოლიდარული ვალდებულება კერძოდ, ძირითადი თანხის - 26-9.21 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება, ხოლო ინდივიდუალურად ვალდებულების ნაწილში მოპასუხე ე---------------–---–მა აღიარა 350 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოპასუხის აღიარება (30.04.2019 წ. სხდომის ოქმი)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე სს „კ------------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე და 895-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს, როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.
ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აგრეთვე სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში სს „კ------------სა“ და ე---------------–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
6.6. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2014 წლის 26 სექტემბერს მოსარჩელესა და მოპასუხე ე---------------–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფილი იყო დანარჩენ მოპასუხეებთან დადებული თავდებობის ხელშეკრულებებით და რომელიც იყო სარგებლიანი და ასევე გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში. ასევე დადასტურებულია, 2014 წლის 26 სექტემბერს მოსარჩელესა და მოპასუხე ე---------------–---–ს შორის დადებული ნატვრის ბარათის ხელშეკრულება და ამ ბარათიდან გამომდინარე სამი სესხის ხელშეკრულების არსებობა, რომელიც ასევე არის სარგებლიანი და ასევე გათვალისწინებულია პირგასამტეხლო. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.
განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის სადავო არ გამხდარა მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნამდვილობა, ასევე სადავო არ გამხდარა, რომ მსესხებლის მიერ ვალდებულება არ არის შესრულებული. მოპასუხე მხარემ მხოლოდ სასამართლო სხდომაზე გახადა სადავო სარგებლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში, რასთან დაკავშირებითაც სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხეებს ე---------------–---–ს (მსესხებელს) და ზ-----------–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ, ხოლო ხ--------–------–-–---–ს შესაგებელში ფაქტობრივ გარემოებებზე არ მიუთითებია, ამასთან მოპასუხე მხარეს სადავო არ გაუხდიათ, რომ სესხი იყო სარგებლიანი. ამდენად მათ სარჩელზე კვალიფიციური შედავება არ აქვთ წარმოდგენილი.
6.8. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხეებისათვის პირგასამტეხლოს ნაწილში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418-ე მუხლის მეორე ნაწილი კი ადგენს, რომ შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
როგორც უკვე აღინიშნა, უდავოდაა დადგენილი ის ფაქტი, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და გადახდის გრაფიკი, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული როგორც ძირითადი თანხის, ისე სარგებლის მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია.
რაც შეეხება საკომისიოს და სადაზღვევო შენატანს, აღნიშნული ვალდებულებების შესრულება მხარეებმა გაითვალისწინეს ხელშეკრულებით, ამასთან, მოპასუხე მხარემ აღიარა ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება, თუმცა არ აღიარა ამავე გრაფიკით დადგენილი სხვა შესასრულებელი ვადებულებების არსებობა მაშინ, როცა მას სესხის მომსახურების საკომისიოსა და სიცოცხლის დაზღვევის გადასახადის გადახდა უნდა დაესრულებინა გრაფიკით დადგენილ ვადაში. ამდენად, მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს როგორც საკომისიო, ისე დაზღვევის თანხა.
გარდა ზემოთ აღნიშნული გარემოებებისა, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო თუმცა დასაბუთებული არგუმენტი მისი მხრიდან ვალდებულების არარსებობის შესახებ ვერ იქნა წარმოდგენილი მაშინ, როცა მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებები, რომლებიც მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია და რომლის პირობებიც მოპასუხე მხარემ დაარღვია. შესაბამისად, სახეზეა კრედიტორის მხრიდან პირგასამტეხლოს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.
6.9. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხეთათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობას, სასამართლო განმარტავს, რომ 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „კ------------ის“ მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოა მოპასუხე მხარის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებასთან მიმართებაში, რის გამოც პირგასამტეხლოს ოდენობა სოლიდარული ვალდებულების ნაწილში უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე 100 აშშ დოლარამდე, ხოლო ე---------------–---–ის ინდივიდუალური ვალდებულების ნაწილში სამივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე 6- აშშ დოლარამდე.
6.10. გარდა ზემოთ აღნიშნული გარემოებებისა, მოცემულ შემთხვევაში სს „კ------------სა“ და ე---------------–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო თავდებებთან - ამ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დადებული თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე.
6.11. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
6.1-. სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ძირითად მსესხებელთან ერთად თავდებთათვის სოლიდარულად თანხის დაკისრების ნაწილშიც საფუძვლიანია.
7. საპროცესის ხარჯები:
7.1. სამოქალქო საპროცესო მოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით სოლიდარული ვალდებულების ნაწილში გადახდილი აქვს 249.24 ლარი სარჩელზე და 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე, ხოლო ინდივიდუალური მოთხოვნის ნაწილში - 50 ლარი. ასევე დადასტურებულია, რომ მოპასუხეებმა მოსამზადებელ ეტაპზე ნაწილობრივ ცნეს სარჩელი. შესაბამისად, მოსარჩელეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 249.24 ლარიდან უნდა დაუბრუნდეს 193 ლარი და 22 ლარი, ხოლო დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ როგორც სახელმწიფო ბაჟის, ისე მოსარჩელის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯის ანაზღაურება, კერძოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თახის ანაზღაურება სოლიდარულად 99.50 ლარის (სარჩელისა და უზრუნველყოფის ბაჟი) ოდენობით და საპროცესო ხარჯის სახით - 33 ლარის ანაზღაურება, ხოლო მოპასუხე ე---------------–---–ს ინდივიდუალურად 22 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
გორის რაიონული სასამრთლოს 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ვ------------------ს (პ/ნ: 5----------) აეკრძალა მის თანასაკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: გ-----------------------–-------ი, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 800.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის საერთო ფართი: 292.86, სხვა ფართი საზაფხულო: 83.17 კვმ, საკადასტრო კოდი №6-.6-.1-.2--, მისი წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, რომელიც იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, უნდა დარჩეს ძალაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს „კ------------ის“ სარჩელი მოპასუხეების: ე---------------–---–ის, ზ-----------–---–ის, ხ--------–------–-–---–ის და ვ------------------ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხეებს: ე---------------–---–ს, ზ-----------–---–ს, ხ--------–------–-–---–ს და ვ------------------ს მოსარჩელე სს „კ------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 3 277.49 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 26-9.21 აშშ დოლარი, სარგებელი - 442.84 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 108.29 აშშ დოლარი, საკომისიო - 17.15 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 100 აშშ დოლარი.
3. მოპასუხე ე---------------–---–ს, მოსარჩელე სს „კ------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 693.88 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც დავალიანება შეადგენს: პირველი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 333.42 აშშ დოლარი (ძირი თანხა - 296.98 აშშ დოლარი, 6.44. აშშ დოლარი - სიცოცხლის დაზღვევა, 30 აშშ დოლარი - ჯარიმა; მეორე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 178.71 აშშ დოლარი (ძირი თანხა - 159.86 აშშ დოლარი, 3.85 აშშ დოლარი - სიცოცხლის დაზღვევა, 15 აშშ დოლარი - ჯარიმა; მესამე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 181.75 აშშ დოლარი (ძირი თანხა - 162.84 აშშ დოლარი, 3.91 აშშ დოლარი - სიცოცხლის დაზღვევა, 15 აშშ დოლარი - ჯარიმა.
4. მოსარჩელე სს „კ------------ს“ (ს/№205232238) დაუბრუნდეს 2017 წლის 18 სექტემბერს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300833150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი 249.24 ლარიდან (საგადასახადო დავალება №255024) დაუბრუნდეს 193 ლარი, დანარჩენი 56.24 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
5. მოსარჩელე სს „კ------------ს“ (ს/№205232238) დაუბრუნდეს 2017 წლის 18 სექტემბერს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300833150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით ე---------------–---–ის სარჩელზე გადახდილი 50 ლარიდან (საგადასახადო დავალება №255025) დაუბრუნდეს 22 ლარი, დანარჩენი 28 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
6. მოპასუხეებს: ე---------------–---–ს, ზ-----------–---–ს, ხ--------–------–-–---–ს და ვ------------------ს მოსარჩელე სს „კ------------ის“ სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 99.50 ლარის გადახდა და ასევე სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურება 33 ლარის ოდენობით.
7. მოპასუხე ე---------------–---–ს მოსარჩელე სს „კ------------ის“ სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, დაეკისროს 22 ლარის გადახდა.
8. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილის გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის: ქ. გორი ჯორბენაძის ქ. № 30) მისი დასაბუთებული ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 ( თოთხმეტი) დღის ვადაში ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით;
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მაია კუთხაშვილი