გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/23042-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 მაისი, 2019 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე
სხდომის მდივანი გვანცა ტურაშვილი
მოსარჩელე: შპს „კნ----------------–--ი“, ს/ნ 2--------
წარმომადგენლები: და-------–-------–---–ი, მა-------------–--ე, თა-----------ე
მოპასუხე: შპს „თ------------“, ს/ნ 2--------
წარმომადგენლები: გი-------–-----–-ა, გი-------------ე, ლა–------–--–--ე
მოპასუხე: მ--–-----------–---–ი, პ/ნ 0----------
წარმომადგენელი: ბა----------------ი
მესამე პირი: შპს „თ--------------------------------–-------------–-----------–----–-“
წარმომადგენელი (დირექტორი): მა-------------–--ი
დავის საგანი: გზით (სარკინიგზო ლიანდაგით) სარგებლობის უფლების დადგენა, ზიანის ანაზღაურება
შეგებებული სარჩელით მოსარჩელე: შპს „თ------------“, ს/ნ 2--------
წარმომადგენლები: გი-------–-----–-ა, გი-------------ე, ლა–------–--–--ე
შეგებებული სარჩელით მოპასუხე: შპს „კნ----------------–--ი“, ს/ნ 2--------
წარმომადგენლები: და-------–-------–---–ი, მა-------------–--ე, თა-----------ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება
შეგებებული სარჩელით მოსარჩელე: მ--–-----------–---–ი, პ/ნ 0----------
წარმომადგენელი: ბა----------------ი
შეგებებული სარჩელით მოპასუხე: შპს „თ------------“, ს/ნ 2--------
წარმომადგენლები: გი-------–-----–-ა, გი-------------ე
შეგებებული სარჩელით მოპასუხე: შპს „კნ----------------–--ი“, ს/ნ 2--------
წარმომადგენლები: და-------–-------–---–ი, მა-------------–--ე, თა-----------ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე: შპს „თ-----------------------------------–-------------–-----------–----–ის“ დირექტორი, მა-------------–--ი
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნები
1.1. შპს „კნ----------------–--ის“ პირვანდელი სარჩელის მოთხოვნები
1.1.1. დაევალოს მ--–-----------–---–ს ნება დართოს შპს „კნ----------------–--ს“ ისარგებლოს აუცილებელი გზით მის საკუთრებაში არსებულ სარკინიგზო ლიანდაგზე საკადასტრო კოდით 0-------- შპს „კნ----------------–--ის“ სარკინიგზო ლიანდაგთან საკადასტრო კოდით 0-------- მისასვლელად.
1.1.2. დაევალოს შპს „თ------------“-ს ნება დართოს შპს „კნ----------------–--ს“ ისარგებლოს აუცილებელი გზით მის საკუთრებაში არსებულ სარკინიგზო ლიანდაგზე საკადასტრო კოდით 0-------- შპს „კნ----------------–--ის“ სარკინიგზო ლიანდაგთან საკადასტრო კოდით 0-------- მისასვლელად.
1.1.3. 2017 წლის 26 აგვისტოდან 2017 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში მიყენებული ზიანისთვის, შპს „თ------------“-ს შპს „კნ----------------–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 50367,30 (ორმოცდაათი ათას სამას სამოცდაშვიდი ლარი და ოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით.
(იხ. დაზუტებული სასარჩელო მოთხოვნა, ტომი I, ს.ფ. 280-284; იხ. 2018 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინება, ტომი II, ს.ფ. 72-74, 103)
შპს „კნ----------------–--ის“ წარმომადგენელმა განმარტა, რომ საწარმოს საკუთრებაში აქვს ქ. თბილისში, ქ------------------ში მდებარე შიდა მისასვლელი ლიანდაგი საკადასტრო კოდით N0--------, რომლითაც მოსარჩელეს თავისი სამეწარმეო საქმიანობის განხორცილების მიზნით, ლიანდაგის ბოლოს არსებულ, მოსარჩელის კუთვნილ საწყობში ტვირთი გადააქვს. შპს „კნ----------------–--ის“ კუთვნილი ლიანდაგის ერთი ბოლო აღნიშნულ საწყობში შემავალი ჩიხია, ხოლო მეორე მხრიდან, ლიანდაგი გრძელდება შპს „თ------------“-ისა და მ--–-----------–---–ის კუთვნილი ლიანდაგით (იხ. ტ. I, ს. ფ. 390). მოსარჩელემ განმარტა, რომ 2011 წელს, მოსარჩელემ მრავალათასიანი სარემონტო სამუშაო ჩაატარა შპს „თ------------“-ის კუთვნილ ლიანდაგზე და შპს „თ------------“-თან ლიანდაგით სარგებლობის ხელშეკრულება გააფორმა. 2013 წელს, შპს „კნ----------------–--მა“ ლიანდაგით სარგებლობის ხელშეკრულება გააფორმა მ--–-----------–---–თან. სასამართლოსთვის სარჩელით მომართვამდე, მხარეებს შორის წარმოიშვა შეუთანხმებლობა ლიანდაგით სარგებლობის საფასურთან დაკავშირებით - მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული საზღაური არ უნდა იყოს სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ განსაზღვრულ საზღაურზე მაღალი, მაგრამ შპს „თ------------“-ი თავისი კუთვნილი ლიანდაგით სარგებლობისთვის შეუსაბამოდ მაღალ საზღაურს ითხოვს. შპს „კნ----------------–--ის“ წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ საწარმოს მოპასუხეთა კუთვნილი ლიანდაგებით სარგებლობის უფლება უნდა დაუდგინდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ შპს „კნ----------------–--ს“ შეიძლება ტვირთის თავის კუთვნილ საწყობში მიტანის ალტერნატიული სატრანსპორტო გზა ჰქონდეს, რადგან ამ უფლების დადგენის გარეშე, მოსარჩელის კუთვნილი ლიანდაგი უფუნქციოდ რჩება. შპს „კ-----------------–--ის“ წარმომადგენელმა ასევე მიიჩნია, რომ შპს „თ------------“-ს მოსარჩელე საწარმოს სასარგებლოდ 50367,30 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს, რადგან 2017 წლის 26 აგვისტოდან 2017 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით, მოსარჩელე საწარმო იძულებული იყო, ტვირთი ალტერნატიული ტრანსპორტით მიეტანა საწყობში, შპს „თ------------“-ის მიერ თავის კუთვნილ ლიანდაგზე დაწყებული სარემონტო სამუშაოების გამო.
1.2. შპს „თ------------“-ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნები
1.2.1. შპს „კნ----------------–--ს“ შპს „თ------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის ბოლო ექვსი თვის საიჯარო ქირის დავალიანების ანაზღაურება 33146 (ოცდაცამეტი ათას ას ორმოცდაექვსი) ლარის ოდენობით.
1.2.2. შპს „კ-----------------–--ს“ შპს „თ------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის ბოლო ექვსი თვის საიჯარო ქირის (33146 ლარის) გადახდის ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდა 32 061 (ოცდათორმეტი ათას სამოცდაერთი) ლარის ოდენობით.
1.2.3. შპს „კ-----------------–--ს“ შპს „თ------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 621948,50 (ექვსას ოცდაერთი ათას ცხრაას ორმოცდარვა ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შპს „თ------------“-ის ლიანდაგით (ს/კ 0--------) სარგებლობისათვის.
1.2.4. შპს „კნ----------------–--ს“ შპს „თ------------“-ის სასარგებლოდ 2018 წლის 1 იანვრიდან ყოველდღიურად დაეკისროს 809 ლარის გადახდა შპს „თ------------“-ის ლიანდაგით (ს/კ 0--------) სარგებლობისათვის.
(იხ. დაზუსტებული შეგებებული სარჩელის მოთხოვნა, ტომი III, ს.ფ. 9-11 და 2019 წლის 21 მარტის სხდომის ოქმი)
შპს „თ------------“-ის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შპს „თ------------“-ი და და შპს „კნ----------------–--ი“ 2011 წლიდან სალიანდაგო გზით სარგებლობის სახელშეკრულებო ურთიერთობაში იყვნენ, რის გამოც, შპს „კნ----------------–--ი“ ვალდებული იყო, გადაეხადა შპს „თ------------“-ისთვის მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული საზღაური. მიუხედავად აღნიშნულისა, შპს „კნ----------------–--ს“ მოსარჩელე საწარმოსთვის არ გადაუხდია 2015 წლის ბოლო 6 თვის საიჯარო ქირა, რის გამოც, შპს „თ------------“-ის წარმომადგენელი შპს „კნ----------------–--ზე“ გადაუხდელი საიჯარო ქირის სახით 33146 ლარის გადახდის დაკისრებას ითხოვს. შპს „თ------------“-ის წარმომადგენელი ასევე ითხოვს, რომ შპს „კ-----------------–--ს“ შპს „თ------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის ბოლო ექვსი თვის საიჯარო ქირის, 33146 ლარის, დაფარვის ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდა 32061 ლარის ოდენობით. შპს „თ------------“-ის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შპს „კ-----------------–--ი“ შპს „თ------------“-ის კუთვნილი ლიანდაგით სარგებლობას აგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ მხრეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში აღარ არიან. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, შპს „თ------------“-ის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ შპს „კ-----------------–--ს“ შპს „თ------------“-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 621948,50 ლარის გადახდა 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შპს „თ------------“-ის ლიანდაგით სარგებლობისთვის და დამატებით, შპს „კნ----------------–--ს“ შპს „თ------------“-ის კუთვნილი ლიანდაგით სარგებლობისთვის უნდა დაეკისროს 2018 წლის 1 იანვრიდან ყოველდღიურად 809 ლარის გადახდა.
1.3. მ--–-----------–---–ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა
1.3.1. შპს „თ------------“-ს მ--–-----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 1000 (ათასი) ლარის გადახდა.
1.3.2. 2017 წლის 1 აპრილიდან 2018 წლის 1 თებერვლამდე მ--–-----------–---–ის კუთვნილი ლიანდაგით (საკადასტრო კოდი 0--------) სარგებლობისთვის შპს „კნ----------------–--ს“ მ--–-----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 15 000 ლარის გადახდა, ე.ი. ათი თვის სარგებლობის თანხის გადახდა თვეში 1500 ლარის დაანგარიშებით.
1.3.3. შპს „კნ----------------–--ს“ 2018 წლის 1 მარტიდან მ--–-----------–---–ის კუთვნილ სარკინიგზო ლიანდაგზე (საკადასტრო კოდი 0--------) ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში, ყოველ გატარებულ 1 ტონა ტვირთზე დაეკისროს 3 ლარის გადახდა.
(იხ. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა, ტომი II, ს.ფ. 225-228)
მ--–-----------–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 6 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „თ------------“-ს მ--–-----------–---–ის სასარგებლოდ გადასახადი აქვს 1000 ლარი, თუმცა, შპს „თ------------“-ს აღნიშნული ვალდებულება არ შეუსრულებია, რისი მიზეზიც შეგებებული სარჩელის მოსარჩელისთვის უცნობია. მ--–-----------–---–მა განმარტა, რომ ლიანდაგი საკადასტრო კოდით 0--------, მ--–-----------–---–ს ეკუთვნის 2002 წლიდან. 2011 წელს, შპს „კნ----------------–--ის“ წარმომადგენლებმა მ--–-----------–---–ს ლიანდაგით სარგებლობის თხოვნით მიმართეს და მხარეებს შორის გაფორმდა და არსებობდა ლიანდაგით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მ--–-----------–---–ი ვალდებული იყო, უზრუნველეყო თავისი კუთვნილი ლიანდაგით სარგებლობა შპს „კ-----------------–--ისთვის“, ხოლო შპს „კნ----------------–--ი“, თავის მხრივ, ლიანდაგით სარგებლობის სანაცვლოდ, ვალდებული იყო, ეხადა მხარეთა შორის შეთანხმებული საზღაური. 2017 წლამდე, მხარეთა შორის არანაირი უთანხმოება არ არსებობდა, თუმცა, 2017 წელს, შპს „კნ----------------–--მა“ მოულოდნელად შეწყვიტა მხარეთა შორის 5 წლის ვადით დადებული ხელშეკრულება, ამ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე 18 თვით ადრე. მიუხედავად აღნიშნულისა, შპს „კნ----------------–--ი“ თვითნებურად განაგრძობს მ--–-----------–---–ის კუთვნილი ლიანდაგით სარგებლობას და არანაირ საზღაურს ლიანდაგით სარგებლობისთვის აღარ იხდის.
მ--–-----------–---–მა განმარტა, რომ თუ შპს „კნ----------------–--ს“ აღარ სურს მ--–-----------–---–ის კუთვნილი ლიანდაგით სარგებლობა, მ--–-----------–---–ს ხელშეკრულების შეწყვეტის საწინააღმდეგო არაფერი აქვს. მ--–-----------–---–მა მიიჩნია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტითა და ლიანდაგით სარგებლობის გაგრძელებით, შპს „კნ----------------–--ი“ უსაფუძვლოდ მდიდრდება მ--–-----------–---–ის ხარჯზე, ზოგავს რა ტვირთის ალტერნატიული ტრანსპორტით გადაზიდვის ხარჯს, რის გამოც, მ--–-----------–---–ი მიიჩნევს, რომ შპს „კნ----------------–--ს“ მ--–-----------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2017 წლის 1 აპრილიდან 2018 წლის 1 თებერვლამდე მ--–-----------–---–ის კუთვნილი ლიანდაგით სარგებლობისათვის 15000 ლარის გადახდა და დამატებით, 2018 წლის 1 მარტიდან მ--–-----------–---–ის კუთვნილ სარკინიგზო ლიანდაგზე ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში, ყოველ გატარებულ 1 ტონა ტვირთზე - 3 ლარის გადახდა.
2. მოპასუხეთა და მესამე პირის პოზიცია
2.1. შპს „თ------------“-მა და მ--–-----------–---–მა არ ცნეს სარჩელი ლიანდაგით სარგებლობის უფლების დადგენის შესახებ და მიიჩნიეს, რომ შპს „კნ----------------–--ს“ უარი უნდა ეთქვას აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რადგან შპს „კნ----------------–--ს“ თავის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი არაერთი ალტერნატიული გზა აქვს. მოპასუხეებმა აღნიშნეს, რომ ალტერნატიული გზით ტვირთის გადაზიდვა პირვანდელი სარჩელის მოსარჩელეს უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე მოპასუხეთა კუთვნილი ლიანდაგის გავლით და საწარმოს ბიზნეს ინტერესი არ უნდა იქნეს შეფასებული, როგორც მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველი, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი ამგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას არ იძლევა.
შპს „თ------------“-მა არ ცნო შპს „კნ----------------–--ის“ მოთხოვნა ზიანის სახით შპს „თ------------“-ზე 50367,30 ლარის დაკისრების თაობაზე და მიიჩნია, რომ მოთხოვნას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო, რადგან სადავო პერიოდში, მხარეები არ იყვნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში. მიუხედავად აღნიშნულისა, შპს „კნ----------------–--ი“ წინასწარ ინფორმირებული იყო სადავო პერიოდში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესახებ და მისთვის ცნობილი იყო, რომ წინასწარი შეტყობინების საფუძველზე, შპს „თ------------“-ი მზად იყო, უზრუნველეყო შპს „კ-----------------–--ის“ ტვირთის გატარება შპს „თ------------“-ის კუთვნილ ლიანდაგზე, თუმცა, შესაბამისი თხოვნით შპს „კნ----------------–--ს“ შპს „თ------------“-ისთვის არ მიუმართავს. მოპასუხემ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები გამორიცხავს შპს „თ------------“-ზე ზიანის დაკისრების შესაძლებლობას.
2.2. შპს „კ-----------------–--მა“ შპს „თ------------“-ის სარჩელი 2015 წლის ბოლო ექვსი თვის საიჯარო ქირის ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნებით არ ცნო და მიიჩნია, რომ შეგებებული სარჩელის მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
შპს „კ-----------------–--მა“ არ ცნო არც შპს „თ------------“-ის მოთხოვნები ლიანდაგით სარგებლობისთვის თანხის დაკისრების ნაწილში და მიიჩნია, რომ აღნიშნულ მოთხოვნებსაც უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო, რადგან აუცილებელი გზით სარგებლობის მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევაში, შპს „თ------------“-ის კუთვნილი ლიანდაგით სარგებლობის საზღაური უნდა განისაზღვროს არა შპს „თ------------“-ის მიერ შეთავაზებული, არამედ სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ განსაზღვრული საზღაურის შესაბამისად.
2.3. შპს „თ------------“-მა ცნო მ--–-----------–---–ის მოთხოვნა 1000 ლარის დაკისრების თაობაზე, დაეთანხმა ამ მოთხოვნის ნაწილში მ--–-----------–---–ის მიერ მითითებლ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
შპს „კნ----------------–--მა“ არ ცნო მ--–-----------–---–ის მოთხოვნები და მიიჩნია, რომ მათ უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
2.4. საქმეში დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე ჩაბმულ მე-3 პირს წერილობითი, ან ზეპირი პოზიცია არ წარმოუდგენია, საქმის განხილვის განმავლობაში, ფორმალურად დაესწრო ერთ სხდომას, თუმცა, საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ქ------------------ში მდებარე ხაზობრივი ობიექტი 285, კერძოდ - 471 მეტრი ლიანდაგი საკადასტრო კოდით N0--------, რეგისტრირებულია შპს „კნ----------------–--ის“ საკუთრებად (ტ. I, ს.ფ. 24).
3.1.2. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ქ------------------ში მდებარე ხაზოვანი ობიექტი 1--, კერძოდ - 992 მეტრი ლიანდაგი საკადასტრო კოდით N0--------, რეგისტრირებულია შპს „თ------------“-ის საკუთრებად. დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან ფაქტობრივ გარემოებას, რომ შპს „კან----------------–--ი“ შპს „თ------------“-ის კუთვნილი ლიანდაგის 622 მეტრიან მონაკვეთს იყენებს. საზღაურის კალკულაციის მიზნებისთვის, შპს „კნ----------------–--ის“ ნებითა და შპს „თ------------“-ის თანხმობით, შპს „კნ----------------–--ის“ სარგებლობაში არსებული, შპს „თ------------“-ის კუთვნილი ლიანდაგის სიგრძე 700 მეტრზე მრგვალდება (ტ. I, ს.ფ. 154, მხარეთა ახსნა-განმარტება, ტ. III, ს.ფ. 24-40).
3.1.3. 2011 წლის 1 ივნისს შპს „კნ----------------–--სა“ და შპს „თ------------“-ს შორის გაფორმებული სარკინიგზო გზის იჯარის N--------1 ხელშეკრულებით დადგენილია, რომ შპს „კნ----------------–--ს“ იჯარით გადაეცა შპს „თ------------“-ის კუთვნილი სარკინიგზო გზა, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ქ--------------, სარკინიგზო გზის საერთო სიგრძე 622 მეტრი, საკადასტრო კოდი N---------. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2--- წლის 31 დეკემბერი, ყოველთვიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 5500 ლარად. ხელშეკრულების 5.2. პუნქტის თანახმად, მხარეთა შორის შეთანხმდა საურავი საიჯარო ქირის ვადაგადაცილებისათვის ყოველდღიურად საიჯარო ქირის ვადაგადაცილებული თანხის 0.1%-ის ოდენობით. შპს „კნ----------------–--ის“ ახსნა-განმარტებით დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან გარემოებას, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებაში დაშვებულია შეცდომა და ნომერი 0-------- საკადასტრო კოდის ნაცვლად, მითითებული უნდა იყოს საკადასტრო კოდი ნომერი 01.02.1--, რადგან შპს „კნ----------------–--ი“ სარგებლობდა და სარგებლობს შპს „თ-------------“-ის კუთვნილი, მხოლოდ N---------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ლიანდაგით (ტომი III, ს.ფ. 24-40, მხარეთა ახსნა-განმარტება).
3.1.4. შპს „საქართველოს რკინიგზის“ 2007 წლის მარტის სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის პასპორტით დადგენილია, რომ მისამართზე ქ. თბილისი, ქ---------------ში მდებარე, შპს „თ------------“-ის მფლობელობაში არსებული ლიანდაგის საერთო სიგრძეა 2 456 მეტრი, მათ შორის, გარე მისასვლელი ლიანდაგის სიგრძეა 992 მეტრი, შიდა მისასვლელი ლიანდაგის - 1464 მეტრი (ტომი III, ს.ფ. 58-69).
3.1.5. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ქიზიყის N12-ში მდებარე ხაზოვანი ობიექტი 521, კერძოდ - 779 მეტრი ლიანდაგი საკადასტრო კოდით N0--------, რეგისტრირებულია მ--–-----------–---–ის საკუთრებად. დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან ფაქტობრივ გარემოებას, რომ შპს „კან----------------–--ი“ მ--–-----------–---–ის კუთვნილი ლიანდაგის 350 მეტრიან მონაკვეთს იყენებს. საზღაურის კალკულაციის მიზნებისთვის, შპს „კნ----------------–--ის“ ნებითა და მ--–-----------–---–ის თანხმობით, შპს „კნ----------------–--ის“ სარგებლობაში არსებული, მ--–-----------–---–ის კუთვნილი ლიანდაგის სიგრძე 400 მეტრზე მრგვალდება (ტ. I, ს.ფ. 26, მხარეთა ახსნა-განმარტებები, ტ. II, ს.ფ. 289).
3.1.6. მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია და შპს „კნ----------------–--ი“ სადავოდ არ ხდის გარემოებას, რომ შპს „კნ----------------–--ი“ სარგებლობს შპს ,,თ------------“-ის კუთვნილი ლიანდაგით საკადასტრო კოდით N0-------- და მ--–-----------–---–ის კუთვნილი ლიანდაგით საკადასტრო კოდით N0--------.
3.1.7. შპს „თ------------“-ის ახსნა-განმარტებით დადგენილია და შპს „კნ----------------–--ი სადავოდ არ ხდის გარემოებას, რომ შპს „თ------------“-ი და შპს „კნ----------------–--ი“ სახელშეკრულებო ურთიერთობაში იყვნენ 2011 წლიდან 2--- წლის ჩათვლით პერიოდში.
3.1.8. შპს „კნ----------------–--ის“ ახსნა-განმარტებით დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან გარემოებას, რომ 2017 წლის 26 აგვისტოდან 2017 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით, ე.ი. სავარაუდო ზიანის წარმოშობის პერიოდში, შპს „კნ----------------–--სა“ და შპს „თ------------“-ს შორის არ არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა სალიანდაგო გზით სარგებლობის შესახებ.
3.1.9. შპს „კნ----------------–--ის“ ახსნა-განმარტებით დადგენილია და შპს „თ------------“ სადავოდ არ ხდის გარემოებას, რომ შპს „თ------------“-ის კუთვნილ სადავო ლიანდაგზე შპს „კნ----------------–--ს“ 2011 წელს ჩატარებული აქვს დაახლოებით 250 000 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოები სალიანდაგო გზის მოწესრიგებისა და ვარგის მდგომარეობაში მოყვანისთვის. მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ შპს „კნ----------------–--ის“ მიერ სარემონტო სამუშაოებში გაწეული ხარჯი გაიქვითა შპს „კ-----------------–--სა“ და „თ------------“-ს შორის 2011 წელს გაფორმებული სალიანდაგო გზით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებაში შეთანხმებული დაბალი საიჯარო ქირის ხარჯზე (მხარეთა-ახსნა-განმარტებები).
3.1.10. მ--–-----------–---–ის ახსნა-განმარტებით დადგენილია და შპს „კნ----------------–--ი“ სადავოდ არ ხდის გარემოებას, რომ მ--–-----------–---–ი და შპს „კნ----------------–--ი“ სახელშეკრულებო ურთიერთობაში იყვნენ 2013 წლიდან.
3.1.11. შპს „კნ----------------–--ის“ ახსნა-განმარტებით დადგენილია და „შპს კნ----------------–--ი“ სადავოდ არ ხდის გარემოებას, რომ გარდა სალიანდაგო გზისა, არსებობს ალტერნატიული სატრანსპორტო გზა, რომლითაც შპს „კნ----------------–--ი“ თავის საკუთრებში არსებულ საწყობს უკავშირდება (შპს „კნ----------------–--ის“ ახსნა-განმარტება, ტ. I, ს. ფ. 311).
3.1.12. მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია და შპს „კნ----------------–--ი“ სადავოდ არ ხდის გარემოებას, რომ მას, როგორც წერილში მითითებულ ერთ-ერთ ადრესატს, ჩაბარდა შპს „თ------------“-ის 2017 წლის 11 აგვისტოს წერილი, რომელშიც შპს „თ------------“ განმარტავს, რომ პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 2017 წლის 22 აგვისტოდან, საწარმოს კუთვნილი ლიანდაგის გადაკეტვა იგეგმებოდა და ლიანდაგზე ვაგონების მოძრაობის შეფერხების თავიდან არიდების მიზნით, აუცილებელი იყო, რომ ლიანდაგით მოსარგებლე პირებს შპს „თ------------“-ისთვის ვაგონების გატარების წინასწარი გრაფიკი წარედგინათ (ტ. III, ს.ფ. 120-121).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისთვის მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში წარმოდგენილი არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „კნ----------------–--ის“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შპს „თ-------------“-ისა და მ--–-----------–---–ის სარჩელები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, სს „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოს 2017 წლის 17 მარტის N27/12 დადგენილება, სს „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოს 2--- წლის 29 ნოემბრის N30/50 დადგენილება
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. შპს „კ-----------------–--ის“ მოთხოვნები
6.1.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა კანონისმიერი ბოჭვის ამსახველ ისეთ დანაწესს წარმოადგენს, როდესაც მხოლოდ აუცილებლობა, ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლების მხოლოდ ამგვარ შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საკუთრების უფლების თავისუფლებით, რომლის შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ აუცილებელი ბოჭვის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელეს თავის კუთვნილ საწყობთან მიმავალი ალტერნატიული სატრანსპორტო გზა აქვს. განსახილველ საქმეში ერთმნიშნვნელოვნად დგინდება, რომ შპს „კნ----------------–--ი“ თავისუფლად სარგებლობს თავისი საკუთრებით და აუცილებელი გზის უფლების დადგენის მოთხოვნა დაყენებულია მხოლოდ ტვირთის უფასოდ გადაზიდვის უზრუნველსაყოფად, რაც ვერ იქნება შეფასებული, როგორც მოპასუხეთა საკუთრების უფლების შეზღუდვის საკმარისი საფუძველი. როგორც ზევით განიმარტა, აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენა და მოპასუხეებზე თმენის ვალდებულების დაკისრება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური (და არა სუბიექტური) ფაქტორებით, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში, ერთმნიშნვნელოვანია, რომ ლიანდაგით სარგებლობის უფლების დადგენას მოსარჩელე სუბიექტური ფაქტორის - ფინასური მიზანშეწონილობის - გათვალისწინებით ითხოვს, რაც გამორიცხავს გზით სარგებლობის უფლების დადგენის შესახებ დაყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილებას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „კნ----------------–--ის“ მოთხოვნებს შპს „თ------------“-ისა და მ--–-----------–---–ის მიმართ ლიანდაგით სარგებლობის უფლების დადგენის თაობაზე უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
6.1.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი, ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურებაზე მსჯელობისას, აუცილებელია ამ მოთხოვნის მქონე მხარემ მიუთითოს და უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაამტკიცოს მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. ზიანი ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ზიანის ანაზღაურება განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით, ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება. დამდგარ ზიანს პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოპასუხის ქმედებასთან, ე.ი. აუცილებელია, რომ დგინდებოდეს მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ლოგიკური ბმა.
სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისთვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ე.ი. მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას, მოსარჩელეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით იმის მტკიცება ევალება, რომ სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა არსებობს.
განსახილველ შემთხვევაში, შპს „კნ----------------–--ი“ ითხოვს შპს „თ------------“-ზე ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებას იმ გარემოებებზე მითითებით, რომ შპს „თ------------“-ის მიერ მისსავე კუთვნილ ლიანდაგზე სარემონტო სამუშაოების გამო, მოსარჩელეს ტვირთის ალტერნატიული ტრანსპორტით გადაზიდვა და დამატებითი ხარჯის გაღება მოუწია. ამასთან, განსახილველ საქმეში უდავოა, რომ 2017 წლის 26 აგვისტოდან 2017 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, მხარეები ერთმანეთში სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ იყვნენ და მოსარჩელე მიიჩნევს, რომ შპს „თ------------“-მა დაარღვია თავისი კანონისმიერი ვალდებულება, უზრუნველეყო შპს „კნ----------------–--ისთვის“ ლიანდაგით სარგებლობის შესაძლებლობა.
სასამართლო განმარტავს, რომ ლიანდაგით სარგებლობის უფლების დადგენამდე, შპს „თ------------“-ს შპს „კნ----------------–--ის“ მიმართ ლიანდაგით სარგებლობის უზრუნველყოფის კანონისმიერი ვალდებულების დარღვევა ვერ შეერაცხება. ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე დადგენილ უდავო გარემოებაზე, რომ შპს „კ-----------------–--ისთვის“ ცნობილი იყო შპს „თ------------“-ის 2017 წლის 11 აგვისტოს წერილის შინაარსი, რომელშიც აღნიშნულია, რომ პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 2017 წლის 22 აგვისტოდან, შპს „თ------------“-ის კუთვნილი ლიანდაგის გადაკეტვა იგეგმებოდა და ლიანდაგზე ვაგონების მოძრაობის შეფერხების თავიდან არიდების მიზნით, აუცილებელი იყო, რომ ლიანდაგით მოსარგებლე პირებს შპს „თ------------“-ისთვის ვაგონების გატარების წინასწარი გრაფიკი წარედგინათ. შპს „კნ----------------–--ის“ მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ საწარმომ ვაგონების გატარების სურვილის თაობაზე შპს „თ------------“-ს აცნობა და შპს „თ------------“-მა, 2017 წლის 11 აგვისტოს შინაარსის საწინააღმდეგოდ, არ უზრუნველყო შპს „კნ----------------–--ის“ ვაგონების თავის კუთვნილ ლიანდაგზე გატარება. მითითებული გარემოებები ადასტურებს, რომ შპს „თ------------“-ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ისეთ ქმედებას, რომელიც შეიძლება შეფასდეს, როგორც მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და, შესაბამისად, არ დგინდება არც მიზეზობრივი კავშირი შპს „თ------------“-ის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „კნ----------------–--ის“ მოთხოვნას შპს „თ------------“-ზე ზიანის ანაზღაურებეის ვალდებულების დაკისრების თაობაზე უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
6.2. შპს „თ------------“-ის მოთხოვნები
6.2.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი 2011 წლის 1 ივნისის ხელშეკრულებით დასტურდება, რომ შპს „კნ----------------–--სა“ და შპს „თ------------“-ს შორის დადებული იყო სარკინიგზო გზის იჯარის ხელშეკრულება N--------1, რომლის საფუძველზეც, შპს „თ------------“-მა აიღო ვალდებულება, შპს „კნ----------------–--ისთვის“ საიჯარო ქირის გადახდის სანაცვლოდ, დროებით მფლობელობასა და სარგებლობაში გადაეცა თავისი კუთვნილი 622 მეტრი ლიანდაგი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ქ-----------------. ხელშერულება გაფორმდა 2--- წლის 31 დეკემბრამდე ვადით და იმ პირობით, რომ შპს „კნ----------------–--ი“ შპს „თ------------“-ს საიჯარო ქირის სახით ყოველთვიურად 5500 ლარს გადაუხდიდა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია ასევე მხარეთა შორის 2015 წლის 23 დეკემბრის შეთანხმება 2011 წლის 1 ივნისს გაფორმებული N--------1 იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, მხარეებმა თავიანთი ხელმოწერებით დაადასტურეს 2011 წლის 1 ივნისს გაფორმებული N--------1 იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა და გარემოება, რომ მათ ერთმანეთის წინაშე რაიმე სახის მოთხოვნა ან/და პრეტენზია არ გააჩნიათ (ტ. III, ს.ფ. 207).
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს გარემოებაზე, რომ 2015 წლის 23 დეკემბრის შეთანხმება შპს „კნ----------------–--ის“ მიერ წარმოდგენილ იქნა 2018 წლის 6 ივნისის შესაგებელთან ერთად და მისი შინაარსთან დაკავშირებით, შპს „თ------------“-ს პოზიცია არ დაუფიქსირებია მტკიცებულებათა გამოკვლევამდე, კერძოდ - 2015 წლის 23 დეკემბრის შეთანხმების სასამართლოს ინიციატივით გამოკვლევამდე. მტკიცებულებათა გამოკველვის ეტაპზე, შპს „თ------------“-ის წარმომადგენელმა სადავოდ გახადა შეთანხმებაზე გაკეთებული ხელმოწერის ნამდვილობა, შეადარა რა შპს „თ------------“-ის სახელით შესრულებული ხელმოწერა საწარმოს დირექტორის მიერ სხვა მტკიცებულებებზე შესრულებულ ხელმოწერას და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შეთანხმება ვერ იქნება შპს „თ------------“-ის დირექტორის მიერ ხელმოწერილი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 2015 წლის 23 დეკემბრის შეთანხმებას შპს „თ------------“-ი არც საქმის განხლვის მოსამზადებელ ეტაპზე და არც მოგვიანებით, პაექრობის ეტაპზე არ შედავებია, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მხარეთა შორის 2015 წლის 23 დეკემბერს წერილობით გაფორმებული შეთანხმების სანდო და სარწმუნო მტკიცებულებად არმიჩნევის საფუძველი და შპს „კ-----------------–--ის“ მიერ წარმოდგენილი 2015 წლის 23 დეკემბრის შეთანხმება შეფასებულ უნდა იქნეს, როგორც მხარეთა მიერ სათანადო ფორმის დაცვით გაფორმებული შეთანხმება, რომლითაც დასტურდება, რომ მხარეთა შორის 2011 წლის 1 ივნისს გაფორმებული N--------1 იჯარის ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმებით შეწყდა 2015 წლის 23 დეკემბერს და მხარეებს ერთამნეთის მიმართ 2011 წლის 1 ივნისის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნები არა აქვთ. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს შპს „თ------------“-ის მიერ შპს „კ-----------------–--ის“ მიმართ 2015 წლის ბოლო ექვსი თვის საიჯარო ქირისა და ამ ქირის გადახდის ვადაგადაცილებისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნების საფუძველი და, შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნებს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
6.2.2. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულია ხელშეკრულების თავისუფლად დადებისა და მისი შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის პრინციპი, თუმცა, ზოგიერეთ შემთხვევაში, საჭიროა ჩარევა ერთი მხრივ, კანონმდებლის მიერ, რაც განხორციელებადია იმპერატიული ნორმების საფუძველზე, და, მეორე მხრივ, სასამართლოს მიერ კანონის ან ხელშეკრულების პირობის სამართლიანი, მხარეთა ორმხრივი ინტერესების შესაბამისად განმარტების გზით, რაც უზრუნველყოფს სამოქალაქო ბრუნვის, როგორც ფასეულობის დაცვას. იძულებითი კონტრაჰირებისას, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა, თავად განსაზღვროს და დაადგინოს სამართლიანი პირობები. ამგვარი ნორმატიული შინაარის მატარებელია სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლი, რომლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილია, რომ თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე; თუ მხარე პირობებს არ მიიჩნევს სამართლიანად, ან მათი განსაზღვრა ჭიანურდება, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.
„საქართველოს სარკინიგზო კოდექსის“ მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, „კონტრაჰენტი“ არის ხელშეკრულების მონაწილე მხარე, რომელსაც მისასვლელი ლიანდაგის ფარგლებში აქვს თავისი სასაქონლო საწყობები, დატვირთვისა და გადმოტვირთვისათვის განკუთვნილი შესაბამისი ადგილები და მასთან მიერთებული სარკინიგზო ლიანდაგები. ამავე მუხლის „ჰ12“ პუნქტის თანახმად, „ტვირთგამგზავნი“ არის პირი, რომლის მიერ ან რომლის სახელით იდება ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის ხელშეკრულება, ან რომლის მიერ ან რომლის სახელით ტვირთი, ბარგი, ტვირთ-ბარგი და ფოსტა ბარდება რკინიგზას, გადაზიდვის ხელშეკრულების შესაბამისად, ხოლო „ჰ15“ პუნქტის თანახმად, „ტვირთმიმღები“ არის ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის მიღების უფლებამოსილების მქონე პირი.
„საქართველოს სარკინიგზო კოდექსის“ 31-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, იმ ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მომსახურების წესი, რომელსაც სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის ფარგლებში ჰყავს ერთი ან რამდენიმე ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) - კონტრაჰენტი და აქვს თავისი საწყობები ან მასთან მიერთებული სარკინიგზო ლიანდაგები, განისაზღვრება უშუალოდ კონტრაჰენტსა და იმ ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) შორის დადებული ხელშეკრულებით, რომელსაც ეკუთვნის სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი და ამ ლიანდაგის მომსახურე სამანევრო საშუალებები. ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების საფასური არ უნდა აღემატებოდეს რკინიგზის მიერ ანალოგიური მომსახურებისათვის დადგენილ საფასურს.
სს „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოს 2017 წლის 17 მარტის N27/12 დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, ცვლილება შევიდა სს „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოს 2--- წლის 29 ნოემბრის N30/50 დადგენილებით დამტკიცებულ „სატვირთო გადაზიდვების ტარიფებსა და დამატებით საფასურებში“, რომლის მე-8 მუხლს დაემატა ახალი მე-18 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „რკინიგზის კუთვნილ მისასვლელ ლიანდაგზე (ან მის ნაწილზე), როდესაც რკინიგზა კონკრეტულ გადაზიდვასთან დაკავშირებით არ ახორციელებს ვაგონების მიწოდება-გამოტანას ან ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ სხვა სახელშეკრულებო მომსახურებას, კლიენტის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მის მიერ ერთი ვაგონის (დატვირთული; ცარიელი) გატარების საფასური ერთი მიმართულებით ყოველ დაწყებულ 100 მეტრზე შეადგენს 1.00 აშშ დოლარს“ .
განსახილველ შემთხვევაში, შპს „კნ----------------–--ი“ მიიჩნევს, რომ შპს „თ------------“-ის მიერ შეთავაზებული საიჯარო ქირა არაგონივრულად მაღალია და ლიანდაგით სარგებლობის საზღაური უნდა განისაზღვროს არა შპს „თ------------“-ის სურვილის, არამედ - „საქართველოს სარკინიგზო კოდექსითა“ და სს „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოს ზემოგანმარტებული დადგენილებით დადგენილი წესის შესაბამისად (ხელშეკრულებით განსაზღვრული საზღაური არ უნდა აღემატებოდეს რკინიგზის მიერ ანალოგიური მომსახურებისათვის დადგენილ საფასურს. ერთი ვაგონის (დატვირთული; ცარიელი) გატარების საფასური ერთი მიმართულებით ყოველ დაწყებულ 100 მეტრზე შეადგენს 1.00 აშშ დოლარს). სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის განხილვის ფარგლებში, გადაწყვეტილების კანონიერ ძლაში შესვლამდე, სამართლიანი იქნებოდა მხარეთა შორის ურთიერთობის „საქართველოს სარკინიგზო კოდექსის“ 31-ე მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესისა და სს „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოს 2--- წლის 29 ნოემბრის N30/50 დადგენილებით დამტკიცებული „სატვირთო გადაზიდვების ტარიფებისა და დამატებითი საფასურების“ შესაბამისად დარეგულირება. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მხარეები კვლავ უფლებამოსილნი იქნებიან, მოაწესრიგონ თავიანთი სახელშეკრულებო ურთიერთობა ურთიერთშეთანხმების გზით, სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით.
მოცემულ შემთხვევაში, შპს „კნ----------------–--ი“ იყენებს შპს „თ------------“-ის სარკინიგზო მისასვლელ 622 მეტრ ლიანდაგს. სს „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოს 2--- წლის 29 ნოემბრის N30/50 დადგენილებით დამტკიცებული „სატვირთო გადაზიდვების ტარიფების და დამატებითი საფასურების“ მე-8 მუხლის მე-18 პუნქტის თანახმად, ერთი ვაგონის გატარების საფასური ერთი მიმართულებით ყოველ დაწყებულ 100 მეტრზე შეადგენს 1 აშშ დოლარს. შპს „კნ----------------–--ის“ მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებული ფაქტობრივი გარემოების თანახმად, რაც შპს „თ------------“-ს სადავოდ არ გაუხდია, შპს „კნ----------------–--ის“ წლიური ტვირთბრუნვა საშუალოდ 60 000 ტონას შეადგენს (იხ. სარჩელი და 2018 წლის 27 დეკემბრის სხდომის ოქმი). ერთი ვაგონი კი, საშუალოდ 65 ტონას იწონის. შესაბამისად, წელიწადში გატარებული ვაგონების რაოდენობა შეადგენს 923 ვაგონს (60 000 გაყოფილი 65-ზე). შპს „კნ----------------–--ის“ განმარტებით, ერთი მიმართულებით ვაგონის გატარებისას, ტვირთი 700 მეტრს გადის, ხოლო ორივე მიმართულებით - 1 400 მეტრს. 100 მეტრზე 1 აშშ დოლარი, ჯამში შეადგენს 14 აშშ დოლარს. 923 ვაგონი გადამრავლებული 14 აშშ დოლარზე კი, 12 922 აშშ დოლარის ტოლია. შესაბამისად, ლიანდაგით სარგებლობის საშუალო წლიური საფასური დღგ-ს გარეშე 12 922 აშშ დოლარს შეადგენს, დღგ-ს ჩათვლით კი - 15 248 აშშ დოლარს (12 922 აშშ დოლარს + 18%). ამდენად, ყოველწლიური საშუალო საფასური დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 15 248 აშშ დოლარს, ხოლო ყოველდღიური - 41.78 აშშ დოლარს (15 248 გაყოფილი 365 დღეზე). მოცემულ შემთხვევაში, შპს „თ------------“-ის მოთხოვნაა 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ე.ი. 2 წლის, საზღაურის ანაზღაურება. საქართველოს ეროვნული ბანკის საჯარო მონაცემების თანახმად, მითითებულ პერიოდში 1 აშშ დოლარის საშუალო გაცვლითი კურსი 2.70 იყო. შესაბამისად, 2 წლის საზღაური ტოლია 2X15248X2.70-ზე, რაც უდრის 82.339.20 ლარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „თ------------“-ის მოთხოვნა შპს „კნ----------------–--ის“ მიმართ 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შპს „თ------------“-ის კუთვნილი სარკინიგზო ლიანდაგით სარგებლობისთვის თანხის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და შპს „კნ----------------–--ს“ შპს „თ------------“-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 82.339 ლარისა და 20 თეთრის ანაზღაურება.
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებითვე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „თ------------“-ის მოთხოვნა საწარმოს კუთვნილი ლიანდაგით სარგებლობისათვის შპს „კნ----------------–--ზე“ 2018 წლის 1 იანვრიდან ყოველდრიურად 809 ლარის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, შპს „კნ----------------–--ს“ შპს „თ------------“-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ყოველდღიურად 41.78 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხის გადახდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად (15248:365).
6.3. მ--–-----------–---–ის მოთხოვნები
6.3.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. განსახილველ შემთხვევაში, შპს „თ------------“-ი სადავოდ არ ხდის მ--–-----------–---–ის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას 2017 წლის 6 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მ--–-----------–---–ის მიმართ 1000 ლარის ოდენობით დავალიანების ქონის თაობაზე და შპს „თ------------“-მა მ--–-----------–---–ის სარჩელი ცნო მოსამზადებელ სხდომაზე (ტ. II, ს.ფ. 304-313). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ--–-----------–---–ის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და შპს „თ------------“-ს მ--–-----------–---–ის სასარგებოდ 1000 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.
6.3.2. მ--–-----------–---–ი ითხოვს, რომ შპს „კნ----------------–--ს“ მ--–-----------–---–ის კუთვნილი ლიანდაგით 2017 წლის 1 აპრილიდან 2018 წლის 1 თებერვლამდე სარგებლობისთვის 15000 ლარი დაეკისროს, თვეში 1500 ლარის დაანგარიშებით.
შპს „კნ----------------–--ი“ მ--–-----------–---–ის აღნიშნულ მოთხოვნას ფორმალურად არ ცნობს, თუმცა, განმარტავს, რომ 2017 წლის 1 აპრილიდან 2018 წლის 2 აპრილის ჩათვლით, შპს „კნ----------------–--ს“ მ--–-----------–---–ის ლიანდაგის გავლით მიღებული აქვს 900 ვაგონი ტვირთი და ასანაზღაურებელი თანხა 17 330, 81 ლარს შეადგენს (ტომი II, ს.ფ. 289, 292).
ზემოაღნიშნული უდავო გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ--–-----------–---–ის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს - 2017 წლის 1 აპრილიდან 2018 წლის 1 თებერვლამდე მ--–-----------–---–ის კუთვნილი ლიანდაგით სარგებლობისთვის, შპს „კნ----------------–--ს“ მ--–-----------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 15 000 ლარის გადახდა.
6.3.3. მ--–-----------–---–ი ითხოვს, რომ 2018 წლის 1 მარტიდან, მ--–-----------–---–ის კუთვნილ ლიანდაგზე ტვირტის გადაზიდვის შემთხვევაში, შპს „კნ----------------–--ს“ მ--–-----------–---–ის სასარგებლოდ ყოველ გატარებულ 1 ტონა ტვირთზე 3 ლარის გადახდა დაეკისროს. შპს „კ-----------------–--ის“ ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ ტვირთის გადაზიდვის საზღაურის კალკულაციისას, შპს „კნ----------------–--ი“ მ--–-----------–---–ის კუთვნილი ლიანდაგის სიგრძეს 400 მეტრამდე ამრგვალებს, რასაც მ--–-----------–---–ი არ შედავებია (ტ. II, ს.ფ. 289). შესაბამისად, მხარეთა პოზიციის გათვალისწინებით, მ--–-----------–---–ის კუთვნილი ლიანდაგის სიგრძედ, მხარეთა ნების შესაბამისად, კალკულაციისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს 400 მეტრის მანძილი.
ვინაიდან სს „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოს 2--- წლის 29 ნოემბრის N30/50 დადგენილებით დამტკიცებული „სატვირთო გადაზიდვების ტარიფების და დამატებითი საფასურების“ მე-8 მუხლის მე-18 პუნქტის თანახმად, ერთი ვაგონის გატარების საფასური ერთი მიმართულებით ყოველ დაწყებულ 100 მეტრზე შეადგენს 1 აშშ დოლარს, გადაწყვეტილების 6.2.2. პუნქტის პირველ აბზაცში და გადაწყვეტილების მე-15 გვერდის მე-3 აბზაცში განვითარებული მსჯელობის შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ--–-----------–---–ის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მ--–-----------–---–ის კუთვნილი ლიანდაგით სარგებლობისთვის შპს „კნ----------------–--ს“ თითოეულ გატარებულ ვაგონზე ლარში 8 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხის გადახდა უნდა დაეკისროს (ერთი მიმართულებით ვაგონი გადის 400 მეტრს, ორივე მიმართულებით - 800 მეტრს; 100 მეტრზე 1 აშშ დოლარი ჯამში 8 აშშ დოლარს შეადგენს).
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის მიერ გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თ არაქონებრივ დავასთან ერთად განიხილება მისგან წარმოშობილი ქონებრივ-სამართლებრივი დავა, დავის საგნის ფასი განისაზღვრება უფრო მაღალი ღირებულების მოთხოვნის მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავას სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჯის გადახდისაგან.
ვინაიდან შპს „კნ----------------–--ს“ უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, მის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი (ტ. I, ს.ფ. 68-70, 73, 166-167, 170-175, 314, 315, 318-321, 413-414, 428-431, ტ. IV, ს.ფ. 88, 97, 118, , 119-125, 126-131, 198, 199-203).
ვინაიდან შპს „თ------------“-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, დაკმაყოფილდა მოთხოვნის 13, 24%-ი (82339,2:621948,5x100), შპს „კნ----------------–--ს“ შპს „თ------------“-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შპს „თ------------“-ის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5000 ლარის 13,24%-ის, ე.ი. 662 ლარის ანაზღაურება. შპს „კნ----------------–--ს“ უნდა დაეკისროს ასევე შპს „თ------------“-ის მიერ ადვოკატის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით. ვინაიდან დანარჩენ ნაწილში სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, შპს „თ------------“-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის დანარჩენი ნაწილი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი.
ვინაიდან მ--–-----------–---–ის მოთხოვნა 1000 ლარის დაკისრების ნაწილში შპს „თ------------“-მა მოსამზადებელ ეტაპზე ცნო, მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებსგან. შესაბამისად, მ--–-----------–---–ს უნდა დაუბრუნდეს 120 ლარი მის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 670 ლარიდან (ტ. II, ს.ფ. 57, 277). ვინაიდან მ--–-----------–---–ის მოთხოვნა შპს „კნ----------------–--ის“ მიმართ 15000 ლარის დაკისრებისა და ლიანდაგით სარგებლობის საზღაურის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა, შპს „კნ----------------–--ს“ მ--–-----------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 550 ლარის ოდენობით (450+100 ლარი ორივე მოთხოვნაზე; 450 ლარი = 15000 ლარის 3%-ს).
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
ვინაიდან შპს „კნ----------------–--ის“ მოთხოვნა ლიანდაგით სარგებლობის უფლების დადგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 სექტემბრისა და 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინებებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები (ტომი I, ს.ფ. 73-77, 170-175).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით, შპს „თ------------“-ის შუამდგომლობა მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოსარჩელე შპს „კნ----------------–--ს“ სადეპოზიტო ანგარიშზე 130 000 ლარის ან ამ ოდენობის ფასიანი ქაღალდის ან საკრედიტო დაწესებულების მიერ გაცემული თავდებობის დამადასტურებელი დოკუმენტის შეტანა დაევალა (ტომი I, ს.ფ. 263-268). 2017 წლის 6 ნოემბერს, შპს „კნ----------------–--მა“ 130 000 ლარის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსების დამადასტურებელი ქვითარი წარმოადგინა (ტომი I, ს.ფ. 271-272).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 სექტემბრის განჩინებით, შპს „თ------------“-ის შუამდგომლობა მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფაზე დაკმაყოფილდა და მოსარჩელე შპს „კნ----------------–--ს“ სადეპოზიტო ანგარიშზე 130 000 ლარის ან ამ ოდენობის ფასიანი ქაღალდის ან საკრედიტო დაწესებულების მიერ გაცემული თავდებობის დამადასტურებელი დოკუმენტის შეტანა დაევალა (ტომი III, ს.ფ. 267-272). 2018 წლის 26 სექტემბრეს, შპს „კნ----------------–--მა“ 130 000 ლარის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსების დამადასტურებელი ქვითარი წარმოადგინა (ტომი IV, ს.ფ. 99-100).
ვინაიდან შეგებებული სარჩელით მოსარჩელეთა მოთხოვნები შპს „კნ----------------–--ის“ მიმართ თანხის დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ვალდებულების მოცულობა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დროსთან არის დაკავშირებული, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „კნ----------------–--ის“ მიერ მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით განკარგული თანხა უნდა დარჩეს სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „კნ----------------–--ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. შპს „კნ----------------–--ის“ მოთხოვნა შპს „თ------------“-ის კუთვნილი სარკინიგზო ლიანდაგით სარგებლობის უფლების დადგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
3. შპს „კნ----------------–--ის“ მოთხოვნა მ--–-----------–---–ის კუთვნილი სარკინიგზო ლიანდაგით სარგებლობის უფლების დადგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. შპს „კნ----------------–--ის“ მოთხოვნა შპს „თ------------“-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
5. შპს „კნ----------------–--ის“ მიერ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი.
6. შპს ,,თ------------"-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
7. შპს „თ------------“-ის მოთხოვნა შპს „კნ----------------–--ის“ მიმართ 2015 წლის ბოლო ექვსი თვის საიჯარო ქირის დავალიანების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
8. შპს „თ------------“-ის მოთხოვნა შპს „კნ----------------–--ის“ მიმართ 2015 წლის ბოლო ექვსი თვის გადაუხდელი საიჯარო ქირის ვადაგადაცილებისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
9. 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შპს „თ------------“-ის კუთვნილი სარკინიგზო ლიანდაგით სარგებლობისთვის, შპს „კნ----------------–--ს“ შპს „თ------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 82.339,20 (ოთხმოცდაორი ათას სამას ოცდაცხრამეტი ლარი და ოცი თეთრი) ლარის ანაზღაურება.
10. 2018 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, შპს „კნ----------------–--ს“ „თ------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს ყოველდღიურად ლარში 41.78 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხის გადახდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად.
11. შპს „თ------------“-ის მიერ შეგებებულ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი.
12. შპს „კნ----------------–--ს“ შპს „თ------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 662 (ექვსას სამოცდაორი) ლარის ოდენობით.
13. შპს „კნ----------------–--ს“ შპს „თ------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს შპს „თ------------“-ის მიერ ადვოკატის დახმარებისთვის გაწერული ხარჯის ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით.
14. მ--–-----------–---–ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
15. შპს „თ------------“-ს მ--–-----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 1000 (ათასი) ლარის გადახდა.
16. 2017 წლის 1 აპრილიდან 2018 წლის 1 თებერვლამდე მ--–-----------–---–ის კუთვნილი სადავო სარკინიგზო ლიანდაგით სარგებლობისთვის, შპს „კნ----------------–--ს“ მ--–-----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარის გადახდა.
17. 2018 წლის 1 მარტიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მ--–-----------–---–ის კუთვნილი ლიანდაგით საკადასტრო კოდით N0-------- ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში, შპს „კნ----------------–--ს“ თითოეულ გატარებულ ვაგონზე დაეკისროს 8 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხის გადახდა.
18. შპს „კნ----------------–--ს“ მ--–-----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მ--–-----------–---–ის მიერ შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
19. შპს „კნ----------------–--ს“ მ--–-----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მ--–-----------–---–ის მიერ შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით.
20. პა-–-----------–---–ს დაუბრუნდეს 120 ლარი ბა----------------ის მიერ თიბისი ბანკის მეშვეობით სახელმსწიფო ბაჟის სახით 2018 წლის 13 თებერვალს გადახდილი 670 ლარიდან. გადახდის რეკვიზიტებია: საგადასახადო დავალება N0, მიმღების სახაზინო კოდი: 300773150, ბანკის კოდი: TRESGE22.
21. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 სექტემბრის განჩინებით საქმეზე N2/23042-17 შპს „კნ----------------–--ის“ შუამდგომლობის საფუძველზე შპს „თ------------“-ის მიმართ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
22. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინებით საქმეზე N2/23042-17 შპს „კნ----------------–--ის“ შუამდგომლობის საფუძველზე შპს „თ------------“-ის მიმართ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
23. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის 24-ე პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
24. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ვერა დობორჯგინიძე