გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.06.2019
საქმის ნომერი
050210019002881613
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
07.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N0-0--0--900--81613 (N2/178-18)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

07 ივნისი, 20-9 წელი ქ.ოზურგეთი

შესავალი ნაწილი

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ციცინო როხვაძე

სხდომის მდივანი - მაკა გუჯაბიძე

 

მოსარჩელე - სს ,,თ-----------"

წარმომადგენელი - ია------–----ე

 

მოპასუხეები - მა-–-----------–--ე, შპს ,,სა-–------'', მა--------–--ე, ნა----------–---–ი, ბა-------------–-----ი, ლე----------–-----ი, თა-–------------–-----ი, მზ------–ი, ლი-–---------–-----ი

წარმომადგენელი - ტო-------–--ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეებს მა-–-----------–--ეს, შპს სა-–-------ს, მა--------–--ეს, ნა----------–---–ს და ბა-------------–-----ს სს ,,თ-----------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, საბანკო კრედიტის N2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 77 651.13 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 73 312.66 აშშ დოლარი, პროცენტი - 3 072.64 აშშ დოლარი, ჯარიმა -12-5.83 აშშ დოლარი;

 

1.2. მოპასუხეებს მა-–-----------–--ეს, შპს სა-–-------ს, მა--------–--ეს, ნა----------–---–ს და ბა-------------–-----ს სს ,,თ-----------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საბანკო კრედიტის N2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე - 73 312.66 აშშ დოლარზე, 20-9 წლის 2- თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შემოსავლის სახით წლიური 9% სარგებლის გადახდა, ყოველთვიურად 542.31 აშშ დოლარის ოდენობით, მაგრამ არაუმტეს 12 თვისა, არაუმეტეს 6507.75 აშშ დოლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხე მა-–-----------–--ეს სს ,,თ-----------ს” სასარგებლოდ დაეკისროს, საბანკო კრედიტის N2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 10 65-.17 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის - 10 000 ლარი, პროცენტი - 5-5.48 ლარი და ჯარიმა - 90.69 ლარი.

 

3. მოპასუხე მა-–-----------–--ეს სს ,,თ-----------ს” სასარგებლოდ დაეკისროს, საბანკო კრედიტის N20-8----9------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე -2499.46 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის - 1500 ლარი, პროცენტი - 499.46 ლარი და ჯარიმა - 500 ლარი,4. დავალიანების დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს, საბანკო კრედიტის N2------------- ხელშეკრულებიდან და საბანკო კრედიტის N2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების გადახდევინება განხორციელდეს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული მოპასუხეების საკუთრებაში არსებული, სს ,,თ-----------ს” სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებები, რომლის რეკვიზიტებია:

 

4.1. სარეგისტრაციო ზონა - ოზურგეთი 2-, სექტორი - ქ.ოზურგეთი 2-, კვარტალი - 1-, ნაკვეთი - 0--, კოდი - 0-/0--, საკუ---------------------------------------------------–-----------------–--------------------------------–------------------------. მისამართი - ქ.ოზ---------------------–---–---------------–----------------–---------–-----------, საკადასტრო კოდი N 2-.2-.1-.0--.0-.0--, მესაკუთრე ლე----------–-----ი;

 

4.2. სარეგისტრაციო ზონა - ოზურგეთი 2-, სექტორი - ქ.ოზურგეთი 2-, კვარტალი - 1-, ნაკვეთი - 0--, კოდი - 0-/0--, საკუ---------------------------------------------------–-----------------–--------------------------------–------------------------. მისამართი - ქ.ო-----------------------–---–---------------–----------------–---------–-----------, საკადასტრო კოდით N 2-.2-.1-.0--.0-.0--, მესაკუთრე თა-–------------–-----ი;

 

4.3. სარეგისტრაციო ზონა - ოზურგეთი 2-, სექტორი - ქ.ოზურგეთი 2-, კვარტალი - 5-, ნაკვეთი - 0--, საკ------------------------------------------------–-------------–--------------------------------–--------------------------–------------------------------–----------–-----------------------------------------------------------------------–---------, მისამართი - ქ.ოზ-----------–------------–---------------–----, საკადასტრო კოდი N2-.2-.5-.0--, მესაკუთრე მზ------–ი;

 

4.4. სარეგისტრაციო ზონა - ოზურგეთი 2-, სექტორი - ურეკი 2-, კვარტალი - 1-, ნაკვეთი - 0--, საკ------------------------------------------------–-------------–--------------------------------–------------------------------------–----- 2-.2-.0-.1--. მისამართი - ო------------------–----–----------------------ი, საკადასტრო კოდი N2-.2-.1-.0--, მესაკუთრე ლი-–---------–-----ი;

4.5. სარეგისტრაციო ზონა - ოზურგეთი 2-, სექტორი - ქ.ოზურგეთი 2-, კვარტალი - 1-, ნაკვეთი - 0--, კოდი - 0-/0--, საკუ---------------------------------------------------–-----------------–--------------------------------–------------------------. მისამართი - ქ.ოზ---------------------–---–---------------–----------------–---------–-----------, საკადასტრო კოდით N 2-.2-.1-.0--.0-.0--, მესაკუთრე მა-–-----------–--ე;

 

5. თუ იპოთეკის საგანთა რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების დასაფარდ, აღსრულება განხორციელდეს მა-–-----------–--ის, შპს სა-–-------ს, მა--------–--ის, ი.მ. ნა----------–---–ის და ბა-------------–-----ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

20-5 წლის 2- მაისს სს ,,თ-----------ა'' და მა-–-----------–--ეს შორის დაიდო N0-5-.20-8---.0-- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ბანკმა მსესხებელს გაუხსნა საკრედიტო ხაზი.

 

N0-5-.20-8---.0-- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად კრედიტორს და ლე----------–-----ს შორის 20-- წლის 25 ნოემბერს გაფორმდა N1----------- იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ლე----------–-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ოზ---------------------------–---–------------–-----------------–-------------, საკადასტრო კოდი N2-.2-.1-.0--.0-.0--.

 

20-- წლის 25 ნოემბერს N0-5-.20-8---.0-- ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ,,თ-----------ა'' და მოპასუხე მა-–-----------–--ეს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება N1----------- და იპოთეკით დაიტვირთა უძარვი ქონება - უძრავი ქონება მდებარე - ქ.ო-----------------------------–---–-----------–----------------, საკადასტრო კოდი 2-.2-.1-.0--.0-.0--.

 

20-- წლის 25 ნოემბერს N0-5-.20-8---.0-- ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ,,თ-----------ა'' და მოპასუხე თა-–------------–-----ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება N1----------- და იპოთეკით დაიტვირთა უძარვი ქონება - უძრავი ქონება მდებარე - ქ.ოზ---------------------------–---–-----------–-----------------–---------------- , საკადასტრო კოდი 2-.2-.1-.0--.0-.0-- .

 

20-- წლის 25 ნოემბერს N0-5-.20-8---.0-- ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ,,თ-----------ა'' და მოპასუხე მზ------–ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება N1------------ და იპოთეკით დაიტვირთა უძარვი ქონება - უძრავი ქონება მდებარე - ქ.ოზ-----------–--------------–-------------, საკადასტრო კოდი 2-.2-.5-.0-- ;

 

20-- წლის 25 ნოემბერს N0-5-.20-8---.0-- ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ,,თ-----------ა'' და მოპასუხე ლი-–---------–-----ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება N1------------ და იპოთეკით დაიტვირთა უძარვი ქონება - უძრავი ქონება მდებარე - მუნიციპალიტეტი ოზ------------------------, საკადასტრო კოდი 2-.2-.1-.0--;

 

20-- წლის 2- მაისს სს ,,თ-----------ა'' და ი.მ მა-–-----------–--ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N2--------------, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაიცა სესხი 88000 აშშ დოლარის ოდენობით, 84 თვის ვადით, წლიური 9% სარგებლით. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 6.7-ე პუნქტის, ხელშეკრულების 2.9-2.10-ე პუნქტის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების დარღვევისას სესხის ძირითად თანხასა და დარიცხულ პროცენტს დაერიცხებოდა ყოველდღიურად პირგასამტეხლო 10 აშშ დოლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას, დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. პირგასამტეხლო დაანგარიშებულია გადახდის გრაფიკის დარღვევის მომენტიდან, ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდში.

 

N2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 20-- წლის 2- ნოემბერს მოპასუხე შპს ,,სა-–------''-სა და სს ,,თ-----------'' შორის გაფორმებული იქნა N1------------ თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა ძირითად მსესხებელთან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა - 95550 აშშ დოლარით.

 

N2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 20-- წლის 2- ნოემბერს მოპასუხე მა--------–--ესა და სს ,,თ-----------'' შორის გაფორმებული იქნა N1------------ თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა ძირითად მსესხებელთან - მა-–-----------–--ესთან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა - 95550 აშშ დოლარით.

 

N2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 20-- წლის 2- ნოემბერს მოპასუხე ნა---------–---–სა და სს ,,თ-----------'' შორის გაფორმებული იქნა N1------------ თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა ძირითად მსესხებელთან - მა-–-----------–--ესთან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა - 95550 აშშ დოლარით.

 

N2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 20-- წლის 2- ნოემბერს მოპასუხე ბა-------------–-----სა და სს ,,თ-----------'' შორის გაფორმებული იქნა N1------------ თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა ძირითად მსესხებელთან - მა-–-----------–--ესთან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა - 95550 აშშ დოლარით.

 

20-- წლის 12 დეკემბერს სს ,,თ-----------ა'' და ი.მ მა-–-----------–--ეს შორის გაფორმდა N2-------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშკერულება, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაიცა სესხი - 10000 ლარი, 1-61 დღის ვადით, წლიური 24% დარიცხვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლოს დარიცხა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5.% ის ოდენობით.

 

20-8 წლის 20 თებერვალს სს ,,თ-----------ა'' და მა-–-----------–--ეს შორის გაფორმდა N20-8----9------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გაიცა - 1500 ლარი ოდნობით, ერთი წლის ვადით, კლებადი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი განისაზღრა 92.43 %-ით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილების დღეს არსებული ნარჩენი ძირითადი თანხის - 0.41 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზ;

 

საბანკო კრედიტის N2--------------, N2-------------- და N20-8----9------ ხელშეკრულებები ცალმხივად ვადამდე იქნა შეწყვეტილი ბანკის მიერ 20-8 წლის 09 ოქტომბერს, მოპასუხეთა მხრიდან ვალდებულების დარღვევის გამო;

 

მოპასუხეების დავალიანება ბანკის წინაშე 20-9 წლის 2- თებერვლის მდგომარეობით შეადგენს:

1. N2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 77 651,13 აშშ დოლარს, საიდანაც ძირითადი თანხა არის - 73 312,66 აშშ დოლარი, პროცენტი - 3 072,64 აშშ დოლარიდა ჯარიმა - 1 2-5,83 აშშ დოლარი.

2. N2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 10 65-,17 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხა არის - 10 000 ლარი, პროცენტი - 5-5,48 ლარი, და ჯარიმა - 90,69 ლარი.

3. N20-8----9------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 2499.46 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხა არის - 1 500 ლარი, პროცენტი - 499,46 ლარი და ჯარიმა - 500 ლარი.

 

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებად მიქცევის თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა და მათმა წარმომადგენელმა შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებებით არ ცნეს სასარჩელო მოთხოვნა, როგორც დავალიანების, ასევე მიუღებელი შემოსავლისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის ნაწილში.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 20-5 წლის 2- მაისს სს ,,თ-----------ა'' და მა-–-----------–--ეს შორის გაფორმდა N0-5-.20-8---.0 0- საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ გარემოებებს:

- საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N0-5-.20-8---.0-- (ს.ფ. 19-27);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სხდომის ოქმი)

 

3.1.2. 20-- წლის 2- მაისს სს ,,თ-----------ა'' და ი.მ მა-–-----------–--ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N2--------------, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაიცა სესხი 88000 აშშ დოლარის ოდენობით, 84 თვის ვადით, წლიური 9% სარგებლით. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 6.7-ე პუნქტის, ხელშეკრულების 2.9-2.10-ე პუნქტის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების დარღვევისას სესხის ძირითად თანხასა და დარიცხულ პროცენტს დაერიცხებოდა ყოველდღიურად პირგასამტეხლო 10 აშშ დოლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას, დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო სესხის დაფარვის გრაფიკის მიხედვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ გარემოებებს:

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N2-------------- (ს.ფ. 68-71);

- დანართი, გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 72-76)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სხდომის ოქმი)

 

3.1.3. N0-5-.20-8---.0-- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში დადებული N20-8----8----- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, გაფორმდა შემდეგი ხელშეკრულებები:

 

20-- წლის 25 ნოემბერს სს ,,თ-----------სა“ და ლე----------–-----ს შორის გაფორმდა N1----------- იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ლე----------–-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ოზ---------------------------–---–------------–-----------------–-------------, საკადასტრო კოდი N2-.2-.1-.0--.0-.0--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იპოთეკის ხელშეკრულება N1----------- (ს.ფ.2--33);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. 20-- წლის 25 ნოემბერს N0-5-.20-8---.0-- ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ,,თ-----------ა'' და მოპასუხე მა-–-----------–--ეს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება N1----------- და იპოთეკით დაიტვირთა უძარვი ქონება - უძრავი ქონება მდებარე - ქ.ო-----------------------------–---–-----------–----------------, საკადასტრო კოდი 2-.2-.1-.0--.0-.0--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იპოთეკის ხელშეკრულება N1----------- (ს.ფ.52-57);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. 20-- წლის 25 ნოემბერს N0-5-.20-8---.0-- ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ,,თ-----------ა'' და მოპასუხე თა-–------------–-----ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება N1----------- და იპოთეკით დაიტვირთა უძარვი ქონება - უძრავი ქონება მდებარე - ქ.ოზ---------------------------–---–-----------–-----------------–---------------- , საკადასტრო კოდი 2-.2-.1-.0--.0-.0-- .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იპოთეკის ხელშეკრულება N1----------- (ს.ფ.34-39);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.6. 20-- წლის 25 ნოემბერს N0-5-.20-8---.0-- ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ,,თ-----------ა'' და მოპასუხე მზ------–ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება N1------------ და იპოთეკით დაიტვირთა უძარვი ქონება - უძრავი ქონება მდებარე - ქ.ოზ-----------–--------------–-------------, საკადასტრო კოდი 2-.2-.5-.0--;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იპოთეკის ხელშეკრულება N1------------ (ს.ფ.40-45);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.7. 20-- წლის 25 ნოემბერს N0-5-.20-8---.0-- ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ,,თ-----------ა'' და მოპასუხე ლი-–---------–-----ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება N1------------ და იპოთეკით დაიტვირთა უძარვი ქონება - უძრავი ქონება მდებარე - მუნიციპალიტეტი ოზ------------------------, საკადასტრო კოდი 2-.2-.1-.0--;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იპოთეკის ხელშეკრულება N1------------ (ს.ფ.46-51);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.8. N2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 20-- წლის 2- ნოემბერს მოპასუხე შპს ,,სა-–------''-სა და სს ,,თ-----------'' შორის გაფორმებული იქნა N1------------ თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა ძირითად მსესხებელთან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა - 95550 აშშ დოლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავდებობის ხელშეკრულება N1------------ (ს.ფ.78-81);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.9. 20-- წლის 2- ნოემბერს მოპასუხე მა--------–--ესა და სს ,,თ-----------'' შორის გაფორმებული იქნა N1------------ თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა ძირითად მსესხებელთან - მა-–-----------–--ესთან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა - 95550 აშშ დოლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავდებობის ხელშეკრულება N1------------ (ს.ფ.83-86);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.10. 20-- წლის 2- ნოემბერს მოპასუხე ნა---------–---–სა და სს ,,თ-----------'' შორის გაფორმებული იქნა N1------------ თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა ძირითად მსესხებელთან - მა-–-----------–--ესთან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა - 95550 აშშ დოლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავდებობის ხელშეკრულება N1------------ (ს.ფ.88-91);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.1-. 20-- წლის 2- ნოემბერს სს ,,თ-----------ა'' და ბა-------------–-----ს შორის გაფორმებული იქნა N1------------ თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა ძირითად მსესხებელთან - მა-–-----------–--ესთან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა - 95550 აშშ დოლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავდებობის ხელშეკრულება N1------------ (ს.ფ.93-96)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

3.1.12. 20-- წლის 12 დეკემბერს სს ,,თ-----------ა'' და ი.მ მა-–-----------–--ეს შორის გაფორმდა N2-------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშკერულება, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაიცა სესხი - 10000 ლარი, 1-61 დღის ვადით, წლიური 24% დარიცხვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლოს დარიცხა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5.% ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N2-------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშკერულება (ს.ფ.99-103)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.13. 20-8 წლის 20 თებერვალს სს ,,თ-----------ა'' და მა-–-----------–--ეს შორის გაფორმდა N20-8----9------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გაიცა - 1500 ლარი ოდნობით, ერთი წლის ვადით, კლებადი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი განისაზღრა 92.43 %-ით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილების დღეს არსებული ნარჩენი ძირითადი თანხის - 0.41 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N20-8----9------ (ს.ფ.10--107);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 20-9 წლის 2- თებერვალს გაცემული ცნობის თანახმად, 1. მოპასუხეების მა-–-----------–--ის, შპს სა-–-------ს, მა--------–--ის, ნა----------–---–ის და ბა-------------–-----ის დავალიანება სს ,,თ-----------ს” წინაშე, საბანკო კრედიტის N2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს: 77 651,13 აშშ დოლარს, საიდანაც ძირითადი თანხა არის - 73 312,66 აშშ დოლარი, პროცენტი - 3 072,64 აშშ დოლარიდა ჯარიმა - 1 2-5,83 აშშ დოლარი.

 

2. N2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მა-–-----------–--ის დავალიანება სს ,,თ-----------ს” წინაშე შეადგენს - 10 65-,17 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხა არის - 10 000 ლარი, პროცენტი - 5-5,48 ლარი, და ჯარიმა - 90,69 ლარი.

 

3. N20-8----9------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მა-–-----------–--ის დავალიანება სს ,,თ-----------ს” წინაშე შეადგენს 2499.46 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხა არის - 1 500 ლარი, პროცენტი - 499,46 ლარი და ჯარიმა - 500 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ.108);

- გაფრთხილების წერილები (ს. ფ. 1-1-1-5)

- მოსარჩელის წერილობით და ზეპირი ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა სს „თ-----------ს“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 1-5-ე, 2-6-ე, 291-ე, 30--ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 400-ე, 40--ე, 408-ე, 41--ე, 417-ე 418-ე, 420-ე ,463-ე , 464 -ე, 867-ე, 868-ე , 872-ე, 873-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე, მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

 

სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

ზემოაღნიშნული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ სესხით სარგებლობისათვის პროცენტსა და მის ოდენობაზე შეთანხმება მხარეთა ნების ავტონომიის ფარგლებში ხდება. მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა და მსესხებელს გადაეცა სასყიდლიანი სესხი. ამასთან, დადგენილია და აღნიშნულს არც მოვალეები ხდიან სადავოდ, რომ მოპასუხეემა ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულეს, რის გამოც, სს „თ-----------“ უფლებამოსილია მოითხოვოს დავალიანების დაფარვა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ამავე კოდექსის 40-.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას.

 

დადგენილია, რომ 20-5 წლის 2- მაისს სს ,,თ-----------ა'' და მა-–-----------–--ეს შორის დაიდო N0-5-.20-8---.0-- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ბანკმა მსესხებელს გაუხსნა საკრედიტო ხაზი.

ასევე დადგენილია, რომ 20-- წლის 2- მაისს სს ,,თ-----------ა'' და ი.მ მა-–-----------–--ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N2--------------, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაიცა სესხი 88000 აშშ დოლარის ოდენობით, 84 თვის ვადით, წლიური 9% სარგებლით. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 6.7-ე პუნქტის, ხელშეკრულების 2.9-2.10-ე პუნქტის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების დარღვევისას სესხის ძირითად თანხასა და დარიცხულ პროცენტს დაერიცხებოდა ყოველდღიურად პირგასამტეხლო 10 აშშ დოლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას, დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. პირგასამტეხლო დაანგარიშებულია გადახდის გრაფიკის დარღვევის მომენტიდან, ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდში.

 

დადგენილია, რომ 20-- წლის 12 დეკემბერს სს ,,თ-----------ა'' და ი.მ მა-–-----------–--ეს შორის გაფორმდა N2-------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშკერულება, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაიცა სესხი - 10000 ლარი, 1-61 დღის ვადით, წლიური 24% დარიცხვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლოს დარიცხა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5.% ის ოდენობით; ხოლო 20-8 წლის 20 თებერვალს სს ,,თ-----------ა'' და მა-–-----------–--ეს შორის გაფორმდა N20-8----9------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გაიცა - 1500 ლარი ოდნობით, ერთი წლის ვადით, კლებადი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი განისაზღრა 92.43 %-ით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილების დღეს არსებული ნარჩენი ძირითადი თანხის - 0.41 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე, ხოლო მეორეს მხრივ, მოპასუხე შეთანხმებულნი არიან საკრედიტო ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს „თ-----------ს'' მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი, ხოლო მოვალეთა მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები სრულად არ შესრულებულა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს ხელშეკრულების შეწყვეტამდე დარიცხული სესხის პროცენტის თაობაზე მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს წარმოდგენილი ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი) არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:

ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

ვინაიდან დადგენილია, რომ ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ იქნა შესრულებული და დარღვეულია. მოპასუხე ვერ ასახელებს გარემოებას, რის გამოც სასარჩელო განცხადებით მოთხოვნილი, როგორც ძირითადი თანხა ისე სარგებელი არასწორად იქნა დაანგარიშებული, ან არსებობს რაიმე სხვა გარემოება მოთხოვნის ამ ნაწილის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სასამართლოს მიაჩნია, რომ ძირითადი თანხა და საპროცენტო სარგებელი მოპასუხეებს სრულად უნდა დაეკისროთ, ხელშკრულების შეწყვეტამდე პერიოდისთვის, კერძოდ მოპასუხეებს მა-–-----------–--ეს, შპს სა-–-------ს, მა--------–--ეს, ნა----------–---–ს და ბა-------------–-----ს N2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სს ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ, ძირი თანხის სახით- 73 312.66 აშშ დოლარი და პროცენტი სახით - 3 072.64 აშშ დოლარის გადახდა, საბანკო კრედიტის N2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მა-–-----------–--ეს კრედიტორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სესხის ძირი თანხა - 10 000 ლარი, პროცენტის სახით - 5-5.48 ლარის გადახდა, ხოლო N20-8----9------ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მა-–-----------–--ეს დაეკისროს ძირი თანხა სახით - 1500 ლარისა, პროცენტის სახით - 499.46 ლარის გადახდა.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 463-ე და 464-ე მუხლების თანახმად: თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეების შპს ,,სა-–------''-ს, მა--------–--ის, ნა---------–---–ის, ბა-------------–-----ის სოლიდარული პასუხისმგებლობა განისაზღვრა, მხარეთა შორის 20-8 წლის 2- ნოემბერს დადებული თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე, განსახილველ შემთხვევაში ზემოაღნიშნული მოპასუხეები წარმოადგენს კონტრაჰენტს და მათ მა-–-----------–--ესთან ერთად სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ საბანკო კრედიტის N2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა, პასუხისმგებლობის ზღვრული თანხის ფარგლებში, თითიეული მათგანის არაუმეტეს 95550 აშშ დოლარით.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შედეგი გარემოებების გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-5-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

დადგენილია, რომ N2-------------- ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების დარღვევისას სესხის ძირითად თანხასა და დარიცხულ პროცენტს დაერიცხებოდა ყოველდღიურად პირგასამტეხლო 10 აშშ დოლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას, დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. პირგასამტეხლო დაანგარიშებულია გადახდის გრაფიკის დარღვევის მომენტიდან, ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდში. N2-------------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით, ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლოს დარიცხა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5.% ის ოდენობით; ხოლო N20-8----9------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით პირგასამტეხლო განისაზღვრა ვადაგადაცილების დღეს არსებული ნარჩენი ძირითადი თანხის - 0.41 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და მოპასუხეებს: მა-–-----------–--ეს, შპს სა-–-------ს, მა--------–--ეს, ნა----------–---–ს და ბა-------------–-----ს საბანკო კრედიტის N2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ,,თ-----------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროთ 100 აშშ დოლარიუს გადახდა, N2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე მა-–-----------–--ეს სს ,,თ-----------ს” სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - 90.69 ლარის, ხოლო საბანკო კრედიტის N20-8----9------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით 100 ლარის გადახდა.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 2-6-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

ამდენად, იპოთეკა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება, წარმოადგენს მყარ გარანტიას, რომელიც ეძლევა კრედიტორს სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება იპოთეკით დატვირთული ნივთიდან იმ შემთხვევაში, როცა მოვალე არ, ან ვერ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის N0-5-.20-8---.0-- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა შემდეგი ხელშეკრულებები:

 

კრედიტორს და ლე----------–-----ს შორის 20-- წლის 25 ნოემბერს გაფორმდა N1----------- იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ლე----------–-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ოზ---------------------------–---–------------–-----------------–-------------, საკადასტრო კოდი N2-.2-.1-.0--.0-.0--.

 

20-- წლის 25 ნოემბერს N0-5-.20-8---.0-- ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ,,თ-----------ა'' და მოპასუხე მა-–-----------–--ეს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება N1----------- და იპოთეკით დაიტვირთა უძარვი ქონება - უძრავი ქონება მდებარე - ქ.ო-----------------------------–---–-----------–----------------, საკადასტრო კოდი 2-.2-.1-.0--.0-.0--.

 

20-- წლის 25 ნოემბერს N0-5-.20-8---.0-- ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ,,თ-----------ა'' და მოპასუხე თა-–------------–-----ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება N1----------- და იპოთეკით დაიტვირთა უძარვი ქონება - უძრავი ქონება მდებარე - ქ.ოზ---------------------------–---–-----------–-----------------–---------------- , საკადასტრო კოდი 2-.2-.1-.0--.0-.0-- .

 

20-- წლის 25 ნოემბერს N0-5-.20-8---.0-- ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ,,თ-----------ა'' და მოპასუხე მზ------–ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება N1------------ და იპოთეკით დაიტვირთა უძარვი ქონება - უძრავი ქონება მდებარე - ქ.ოზ-----------–--------------–-------------, საკადასტრო კოდი 2-.2-.5-.0-- ;

 

20-- წლის 25 ნოემბერს N0-5-.20-8---.0-- ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ,,თ-----------ა'' და მოპასუხე ლი-–---------–-----ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება N1------------ და იპოთეკით დაიტვირთა უძარვი ქონება - უძრავი ქონება მდებარე - მუნიციპალიტეტი ოზ------------------------, საკადასტრო კოდი 2-.2-.1-.0--;

სამოქალაქო კოდექსის 30--ე მუხლის პირველი და პირველი პრიმა ნაწილების თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის კრედიტორს, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, უფლებამოსილება ენიჭება, სხვა კრედიტორებთან შედარებით, პირველ რიგში დაიკმაყოფილოს მოთხოვნა ნივთის რეალიზაციის გზით. ამასთან, კანონმდებლის მიერ დადგენილია შეზღუდვა, რომლის თანახმადაც, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება თუნდაც მაშინ, როდესაც იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხა საკმარისი არ არის ამ მოთხოვნის დასაფარად, თუკი კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მითითებული ნორმა მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, წინასწარ შეთანხმდნენ სტანდარტულ წესზე. კერძოდ, იმ საკითხზე, რომ რეალიზაციიდან ამონაგები თანხის ნაკლებობისას მოთხოვნის უფლება არ გაუქმდება. ამდენად, მითითებული ნორმა ითვალისწინებს შესაძლებლობას, მხარეები შეთანხმდნენ განსხვავებულ წესზე, რა დროსაც მოთხოვნა არ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად და კრედიტორი კვლავაც იქნება უფლებამოსილი, მოითხოვოს სხვაობა ამონაგებ თანხასა და მოთხოვნის ოდენობას შორის მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევით.

 

ზემოთდასახელებულ იპოთეკის ხელშეკრულების მე-7 პუნქტის 7.2 ქვეპუნქტის თანახმად: იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკარის მიერ იპოთეკის საგნის საკუთრებაში მიღების მომენტისათვის იპოთეკის საგნის ღირებულება იქნება უზრუნველყოფილ მოთხოვნაზე ნაკლები ან თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად (დასაფარად), უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მხოლოდ იპოთეკის საგნის ღირებულების ან იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხის ტოლი ოდენობით.

 

გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების ხელშეკრულების მე-9 პუნქტის 9.3 ქვეპუნქტის თანახმად: იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაფორმებული თითოეული დამატებითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე იპოთეკით დატვირთული ან/და დაგირავებული ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ამ და დამატებითი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების მთლიანად შესასრულებად კლიენტის ვალდებულებები ჩაითვლება შესრულებულად მხოლოდ იპოთეკისა და გირავნობის საგნების რეალიზაციით მიღებული თანხის ტოლი ოდენობით, რაც ნიშნავს იმას, რომ კლიენტი ვალდებული იქნება გადაუხადოს ბანკს თანხა, რომელიც ტოლი იქნება სხვაობისა კლიენტის ვალდებულებების საერთო მოცულობასა და იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხების ჯამურ ოდენობას შორის.

 

6.5. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხეებს მა-–-----------–--ეს, შპს სა-–-------ს, მა--------–--ეს, ნა----------–---–ს და ბა-------------–-----ს სს ,,თ-----------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საბანკო კრედიტის N2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე - 73 312.66 აშშ დოლარზე, 20-9 წლის 2- თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შემოსავლის სახით წლიური 9% სარგებლის გადახდა, ყოველთვიურად 542.31 აშშ დოლარის ოდენობით, მაგრამ არაუმტეს 12 თვისა, არაუმეტეს 6507.75 აშშ დოლარის ოდენობით.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

სამოქალაქო კოდექსის 41--ე მუხლი, რომელიც მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლებას აწესრიგებს, განსაზღვრავს, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 41--ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა ''უნდა-ყოფილიყო'' და ''არის მდგომარეობას'' შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (თოტალრეპარატიონ-ის პრინციპი).

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა ბანკს უფლებას აძლევს მოითხოვოს როგორც დამდგარი ზიანის, ისე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება. ამასთან, საყურადღებოა, ასეთ შემთხვევაში მიუღებელ შემოსავლად რა ჩაითვლება. სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლი ნათლად მიუთითებს, რომ ზიანის საზღაურში ჩაითვლება ის მოგება, რაც კრედიტის გამცემს თანხის სხვაგვარი გამოყენებით შეეძლო მიეღო. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიუღებელი შემოსავალი თანხის კრედიტის გამცემისათვის სარეალიზაციოდ დაბრუნებას უკავშირდება და არა ხელშეკრულების შეწყვეტას. კონკრეტული საპროცენტო განაკვეთი მოქმედებს მხოლოდ იმ პერიოდისათვის, როდესაც ფულადი რესურსი ბანკის სარგებლობაში არ იმყოფება. იმ მომენტიდან, როდესაც სესხის თანხა კრედიტის გამცემს უბრუნდება, მიუღებელი შემოსავალი აღარ არსებობს, რადგანაც კრედიტორს სრული შესაძლებლობა აქვს სხვაგვარად განკარგოს ეს თანხა, თავიდან გასცეს კრედიტი, ან სხვა საშუალებით მიიღოს მოგება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ვერ იქნებოდა მოსარჩელისათვის სავარაუდო, რომ მის მიერ თანხის დაბრუნების შემთხვევაში, ბანკის მიერ აუცილებლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით (9 %-ად) მოხდებოდა მისი ისევ სესხად გაცემა. მით უფრო, უდავოა, რომ ბანკი კრედიტს გასცემს სხვადასხვა საპროცენტო განაკვეთებით და არა ყოველთვის აუცილებლად ამ კონკრეტული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ოდენობით.

 

ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხისათვის მოსალოდნელიც, სავარაუდოც უნდა ყოფილიყო მოსარჩელისათვის შესაბამისი ზიანის მიყენების ფაქტი. სწორედ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ფინანსურ დაწესებულებას, ბუნებრივია მას გააჩნია კიდეც სხვა საკმარისი სახსრები, რომ მოახდინოს მათი კრედიტის სახით გაცემა. ის, რომ მას არ ქონდა სხვა სახსრები, რომ გაეცა კრედიტის სახით და მისთვის ამისათვის აუცილებელი იყო მოპასუხისაგან თანხის დაბრუნება, არც დასაბუთებული არ არის და შესაბამისად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოკლებულია გონივრულობას და ლოგიკას.

 

სასამართლო იმასაც აღნიშნავს, რომ აღნიშნული საკითხი საჭიროებს მეტად გულმოდგინე და ფაქიზ მიდგომას უფრო მეტად დაუცველი მხარის კიდევ უფრო მეტად კაბალურ პირობებში ჩაყენების თავიდან ასაცილებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში უპირობოდ მივიღებთ შემთხვევას, როდესაც პირისათვის, რომლისთვისაც შეუძლებელია მიმდინარე დავალიანების თანხის გადახდაც კი, ყველა შემთხვევაში დაეკისრება მიუღებელი შემოსავლის სახით დასარიცხი პროცენტი, რაც ცხადია მას ჩააყენებს კიდევ უფრო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. აღნიშნული კი ცალსახად ეწინააღმდეგება სამართიანობის პრინციპს და საჯარო წესრიგს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თუ ხელშეკრულება ჯეროვნად შესრულდებოდა, რა თქმა უნდა მოსარჩელე მიიღებდა შესაბამისი ოდენობის სარგებელს, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც მხარეებს შორის წყდება ხელშეკრულება და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება დავალიანების ძირითადი თანხის, დარიცხული სარგებლისა და პირგასამტეხლოს გადახდა, სავარაუდო ზიანი გონივრული განსჯის შედეგად უპირობოდ ხელშეკრულების მოქმედების, ან თუნდაც ვალდებულების სრულად შესრულებამდე მიუღებელი პროცენტის დარიცხვა კი არ იქნებოდა, არამედ შესაძლოა ეს ყოფილიყო მაგალითად, სხვაობა იმ თანხას შორის, რაც უნდა მიეღო და რაც ვერ მიიღო, რადგან ვერ მოხდა იმავე საპროცენტო განაკვეთში მისი კრედიტად გაცემა და ა.შ.

 

ამასთან, ზიანი არის ეკონომიკური დანაკლისი და სწორედ ზიანის ფაქტი უნდა დასაბუთდეს. ასეთად კი სამართლიანად და ობიექტურად ვერ იქნება მიჩნეული მოსარჩელის მიერ უფრო მეტი მოგების მიუღებლობა.

 

სასამართლო რა თქმა უდაოდ მიიჩნევს პრეზუმფციის არსებობას, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, მაგრამ სასამართლოს მოსაზრებით, ეს ცალსახად ვერ დაადასტურებს, რომ მოსარჩელეს მიადგა ზიანი. მან უნდა დაადასტუროს კიდეც, რომ სწორედ ამ ოდენობით საპროცენტო სარგებელი შეეძლო მიეღო კრედიტის კვლავ გაცემით და რომ ვერ მიიღო, განიცადა ზიანი, ეკონომიკური დანაკარგი.

 

სასამართლოს აღნიშნულიდან სურს გააკეთოს დასკვნა, რომ ასეთ შემთხვევაში დასაბუთებული უნდა იყოს ზედმიწევნით არგუმენტირებულად და დამაჯერებლად, რომ სწორედ მითითებულ პროცენტად შეძლებდა იგი თანხის გაცემას მისი დაბრუნების შემთხვევაში, რომ მან ვერ გასცა თანხა და ამით განიცადა ზიანი. ”მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ”წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს”, რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებულ ეჭვის საფუძველს. (სუსგ. საქმე №ას-459-438-20-5).

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის სახით მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. განსახილველ შემთხვევაში, ხელშკრულების ვადამდე შეწყვეტის პირობებში, არ არსებობს პირობა იმისა, რომ მიუღებელი შემოსავალი განისაზღვროს სავალდებულოდ შეწყვეტილი ხელშკრულებით შეთანხმებული სარგებლის - 9 % ოდენობით. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს მიუღებელი შემოსავლის სახით უნდა აუნაზღაურდეს თანხა, ნასესხები ძირითადი თანხის 6%-ის ოდენობით.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხეებს მა-–-----------–--ეს, შპს სა-–-------ს, მა--------–--ეს, ი.მ. ნა----------–---–ს და ბა-------------–-----ს სს ,,თ-----------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ საბანკო კრედიტის N2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე - 73 312.66 აშშ დოლარზე, 20-9 წლის 2- თებერვლიდან აღსრულებამდე წლიური 6% სარგებლის გადახდა, მაგრამ არაუმტეს 12 თვისა.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2-8-ე მუხლის 1- ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში შეთანხმებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი. (იპოთეკის ხელშეკრულებების 8.8 პუნქტი, თავდებობის ხელშეკრულების 4.9 პუნქტი) სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებებზე ხელისმოწერით მხარეებმა გამოხატეს ნება მათ შორის დავის გადაწყვეტის დროს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე, აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის შუამდგომლობა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2-9-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი იმავე სხდომაზე არ განიხილება, მაშინ სასამართლო ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც აცნობებს მხარეებს. მხარეების გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი განხილულ იქნა იმავე სასამართლო სხდომაზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის დასახელებულ ნაწილში დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 5000 ლარის ოდენობით და სასამართლოს გარეშე ხარჯის სპეციალისტისათვის გადახდილი საფასურის - 3136 ლარის ოდენოთ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოპასუხეებს მა-–-----------–--ეს, შპს სა-–-------ს, მა--------–--ეს, ი.მ. ნა----------–---–ს და ბა-------------–-----ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარისა და სასამართლოს გარეშე ხარჯის სპეციალისტისათვის გადახდილი საფასურის - 3136 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 2-3-ე-364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,თ-----------ს” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1. მოპასუხეებს მა-–-----------–--ეს, შპს სა-–-------ს, მა--------–--ეს, ნა----------–---–ს და ბა-------------–-----ს სს ,,თ-----------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, საბანკო კრედიტის N2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 76 485.3 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 73 312.66 აშშ დოლარი, პროცენტი - 3 072.64 აშშ დოლარი, ჯარიმა - 100 აშშ დოლარი;

 

1.2. მოპასუხეებს მა-–-----------–--ეს, შპს სა-–-------ს, მა--------–--ეს, ნა----------–---–ს და ბა-------------–-----ს სს ,,თ-----------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საბანკო კრედიტის N2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე - 73 312.66 აშშ დოლარზე, 20-9 წლის 2- თებერვლიდან აღსრულებამდე წლიური 6% სარგებლის გადახდა, მაგრამ არაუმტეს 12 თვისა.

 

1.3. მოპასუხე მა-–-----------–--ეს სს ,,თ-----------ს” სასარგებლოდ დაეკისროს, საბანკო კრედიტის N2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 10 65-.17 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის - 10 000 ლარი, პროცენტი - 5-5.48 ლარი და ჯარიმა - 90.69 ლარი.

 

1.4. მოპასუხე მა-–-----------–--ეს სს ,,თ-----------ს” სასარგებლოდ დაეკისროს, საბანკო კრედიტის N20-8----9------ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე -2099.46 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის - 1500 ლარი, პროცენტი - 499.46 ლარი და ჯარიმა - 100 ლარი.

 

2. დავალიანების დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს, საბანკო კრედიტის N2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების გადახდევინება განხორციელდეს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული მოპასუხეების საკუთრებაში არსებული, სს ,,თ-----------ს” სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებები, რომლის რეკვიზიტებია:

 

2.1. სარეგისტრაციო ზონა - ოზურგეთი 2-, სექტორი - ქ.ოზურგეთი 2-, კვარტალი - 1-, ნაკვეთი - 0--, კოდი - 0-/0--, საკუ---------------------------------------------------–-----------------–--------------------------------–------------------------. მისამართი - ქ.ოზ---------------------–---–---------------–---------------, საკადასტრო კოდით N 2-.2-.1-.0--.0-.0--, მესაკუთრე ლე----------–-----ი;

 

2.2. სარეგისტრაციო ზონა - ოზურგეთი 2-, სექტორი - ქ.ოზურგეთი 2-, კვარტალი - 1-, ნაკვეთი - 0--, კოდი - 0-/0--, საკუ---------------------------------------------------–-----------------–--------------------------------–------------------------. მისამართი - ქ.ო-----------------------–---–---------------–----------------–---------–-----------, საკადასტრო კოდით N 2-.2-.1-.0--.0-.0--, მესაკუთრე თა-–------------–-----ი;

 

2.3. სარეგისტრაციო ზონა - ოზურგეთი 2-, სექტორი - ქ.ოზურგეთი 2-, კვარტალი - 5-, ნაკვეთი - 0--, საკ------------------------------------------------–-------------–--------------------------------–--------------------------–------------------------------–-----------------------------------------------------------------------------------–---------, მისამართი - ქ.ოზ-----------–------------–---------------–----, საკადასტრო კოდით N2-.2-.5-.0--, მესაკუთრე მზ------–ი;

 

2.4. სარეგისტრაციო ზონა - ოზურგეთი 2-, სექტორი - ურეკი 2-, კვარტალი - 1-, ნაკვეთი - 0--, საკ------------------------------------------------–-------------–--------------------------------–------------------------------------–-----2-.2-.0-.1--. მისამართი - ო------------------–----–----------------------ი, საკადასტრო კოდით N2-.2-.1-.0--, მესაკუთრე ლი-–---------–-----ი;

 

2.5. სარეგისტრაციო ზონა - ოზურგეთი 2-, სექტორი - ქ.ოზურგეთი 2-, კვარტალი - 1-, ნაკვეთი - 0--, კოდი - 0-/0--, საკუ---------------------------------------------------–-----------------–--------------------------------–------------------------. მისამართი - ქ.ოზ---------------------–---–---------------–----------------–---------–-----------, საკადასტრო კოდით N 2-.2-.1-.0--.0-.0--, მესაკუთრე მა-–-----------–--ე;

 

3. თუ იპოთეკის საგანთა რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების დასაფარდ, აღსრულება განხორციელდეს მა-–-----------–--ის, შპს სა-–-------ს, მა--------–--ის, ი.მ. ნა----------–---–ის და ბა-------------–-----ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.

 

4.. მოპასუხეებს მა-–-----------–--ეს, შპს სა-–-------ს, მა--------–--ეს, ი.მ. ნა----------–---–ს და ბა-------------–-----ს სს ,,თ-----------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარისა და სასამართლოს გარეშე ხარჯის სპეციალისტისათვის გადახდილი საფასურის - 3136 ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1- (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო როხვაძე