გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.06.2019
საქმის ნომერი
330210118002474262
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
04.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/16148-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

04 ივნისი, 2019 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელეები: ი-----–----–--–-ვა, შპს „ფ------------“, შპს „პ---------ი“

მოსარჩელეთა წარმომადგენელი: და-------------–---–ი

 

მოპასუხე: დ------------–-ა

წარმომადგენელი: რ----------–---–---ე

 

დავის საგანი: სააღსრულებო ფურცლის გაუქმება, ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გაუქმდეს 2018 წლის 09 აპრილს ნოტარიუს ნ----------------- მიერ გაცემული №--------- სააღსრულებო ფურცელი.

 

1.2. გაუქმდეს 2018 წლის 09 აპრილს ნოტარიუს ნ----------------- მიერ გაცემული №--------- სააღსრულებო ფურცელი.

 

1.3. დ------------–-ას ი-----–----–--–-ვას სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურების მიზნით, დაეკისროს - 378 490 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2016 წლის 09 აპრილს გაფორმებული №1-------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, დ------------–-ას ი-----–----–--–-ვასათვის სესხის სახით უნდა გადაეცა 107 000 აშშ დოლარი, ორი წლის ვადით, სარგებლისა და პირგასამტეხლოს გარეშე, თუმცა ფაქტობრივად გაცემულ იქნა 85 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების მე-2 პუნქტის თანახმად, დარჩენილი 22 000 აშშ დოლარის გაცემა უნდა მომხდარიყო შპს „ფ------------ს“ უძრავ ქონებაზე სს „ს----------–----------“ მიერ დადებული იპოთეკის მოხსნისა და გირავნობის გაუქმებისთანავე. თანხის გადაცემის შემთხვევაში, მხარეებს უნდა შეედგინათ მიღება-ჩაბარების აქტი. ი-----–----–--–-ვამ პირნათლად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და საჯარო რეესტრის 2016 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებებით, ზემოთ დასახელებული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა შპს „ფ------------ს“ კუთვნილი უძრავი ქონება ს/კ 4----------- და ს/კ 4-----------. კრედიტორმა დ------------–-ამ დაარღვია ხელშეკრულების მე-2 პუნქტით ნაკისრი ვალდებულება და აღარ გადასცა მსესხებელს დარჩენილი 22 000 აშშ დოლარი. შესაბამისად, არც მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილა.

 

2016 წლის 09 აპრილს გაფორმებული №1-------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, დ------------–-ას ი-----–----–--–-ვასათვის სეხის სახით უნდა გადაეცა 93 000 აშშ დოლარი, ორი წლის ვადით, სარგებლისა და პირგასამტეხლოს გარეშე, თუმცა ფაქტობრივად გაცემულ იქნა 75 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების მე-2 პუნქტის თანახმად, დარჩენილი 18 000 აშშ დოლარის გაცემა უნდა მომხდარიყო შპს „პ---------ის“ უძრავ ქონებაზე სს „ს----------–----------“ მიერ დადებული იპოთეკის მოხსნისა და გირავნობის გაუქმებისთანავე. თანხის გადაცემის შემთხვევაში, მხარეებს უნდა შეედგინათ მიღება-ჩაბარების აქტი. ი-----–----–--–-ვამ პირნათლად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და საჯარო რეესტრის 2016 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით, დასახელებული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა შპს „პ---------ის“ კუთვნილი უძრავი ქონება ს/კ 4-----------. კრედიტორმა დ------------–-ამ დაარღვია ხელშეკრულების მე-2 პუნქტით ნაკისრი ვალდებულება და აღარ გადასცა მსესხებელს დარჩენილი 18 000 აშშ დოლარი. შესაბამისად, არც მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილა.

 

მიღებული 160 000 აშშ დოლარიდან 110 000 აშშ დოლარი წარიმართა ი-----–----–--–-ვას მიერ დაფუძნებული შპს „B---------”-ის საჭიროებისამებრ. 50 000 აშშ დოლარიდან ნაწილი - 34 000 აშშ დოლარი წარიმართა შპს „ფ------------ს“ სესხის დასაფარად, ხოლო დარჩენილი 16 000 აშშ დოლარი, კი ი-----–----–--–-ვას სესხისა და სხვა ვალდებულებების დასაფარად.

 

მოსარჩელის განმარტებით, მას ზემოთ აღნიშნული სესხი ნაწილობრივ დაფარული აქვს. კერძოდ, 160 000 აშშ დოლარიდან გადახდილი აქვს 8500 აშშ დოლარი და 33 000 აშშ დოლარი. დ------------–-ამ 33 000 აშშ დოლარის გადასაცემად ცალკე მოითხოვა უზრუნველყოფა. ამისათვის მისი მეგობრის ლ---------------ის სახელზე ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით გადაფორმებულ იქნა ი-----–----–--–-ვას მეგობრის თამაზ გაბაიძის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: დ-----------------------------------------ი, ბინა 37, 228.9 კვ.მ. 33 000 აშშ დოლარის დ------------–-ასათვის დაბრუნების შემდგომ, ხელშეკრულება გაუქმდა. ამდენად, ი-----–----–--–-ვას 160 000 აშშ დოლარიდან დ------------–-ასათვის დაბრუნებული აქვს 41 500 აშშ დოლარი და მისი დარჩენილი დავალიანება შეადგენს 118 500 აშშ დოლარს და არა სააღსრულებო ფურცელში მითითებულ 200 000 აშშ დოლარს.

 

დ------------–-ას მიერ უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად, ი-----–----–--–-ვამ 107 000 აშშ დოლარიდან ვერ მიიღო 22 000 აშშ დოლარი, ხოლო 93 000 აშშ დოლარიდან 18 000 აშშ დოლარი, რის გამოც ვერ შეძლო სესხის აღების ძირითადი მიზნის სს „ს----------–----------“ წინაშე არსებული პირადი ვალის რესტრუქტურიზაცია და მისთვის სასურველი გადახდის გრაფიკის მიღება. აღნიშნულის გამო, არსებული დავალიანების დასაფარად, 2017 წლის 06 დეკემბერს იძულებით რეალიზებული და სს „ს----------–----------“ მიერ შეძენილ იქნა ი-----–----–--–-ვას კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ნ--–----------------------–-------------------------------, ღირებულება 125 000 ლარი და მდებარე: ქ. თბილისი, წ-------–-----------------, ღირებულება 285 000 ლარი. ხოლო, ვინმე მაგდა კინგსბერგის მიერ 2017 წლის 23 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებით შეძენილ იქნა ი-----–----–--–-ვას კუთვნილი უძრავი ქონება. კერძოდ, წალკის რაიონის სოფელ გუმბათში მდებარე 105 001 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი, ღირებულება 56 000 ლარი, იქვე 165 003 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ღირებულება 87 000 ლარი და 230 015 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ღირებულება 117 000 ლარი. სულ მიღებულმა ქონებრივმა ზიანმა შეადგინა 670 000 ლარი.

 

2018 წლის 09 აპრილს ნოტარიუს ნ----------------- მიერ უკანონოდ გაიცა №--------- სააღსრულებო ფურცელი 107 000 აშშ დოლარის დაფარვის მიზნით შპს „ფ------------ს“ კუთვნილი უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის შესახებ. დ------------–-ას მიერ ი-----–----–--–-ვას სასარგებლოდ ფაქტობრივად სესხის სახით გადაცემულ იქნა 85 000 აშშ დოლარი. ამასთან, ვინაიდან სესხის სახით მიღებული თანხიდან მსესხებლის მიერ საერთო ჯამში დაფარულ იქნა 41 500 აშშ დოლარი, თითოეული სესხის შესაბამისი პროცენტულობით, (მოცემულ შემთხვევაში 53.5%), აღნიშნული თანხიდან მსესხებელს დაფარული აქვს 22 202.5 აშშ დოლარი (41 500*53.5%/100=22 202.5). ასევე, უკანონოდ გაიცა №--------- სააღსრულებო ფურცელი 93000 აშშ დოლარის დაფარვის მიზნით შპს „პ---------ის“ კუთვნილი უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის შესახებ. დ------------–-ას მიერ ი-----–----–--–-ვას სასარგებლოდ ფაქტობრივად სეხის სახით გადაცემულ იქნა 75 000 აშშ დოლარი, ხოლო ზემოთ აღნიშნული დაანგარიშების შესაბამისად (მოცემულ შემთხვევაში 46.5%), აღნიშნული თანხიდან მსესხებელს დაფარული აქვს 19 297.5 აშშ დოლარი (41 500*46.5%/100=19 297.5).

 

2018 წლის 19 აპრილს დ------------–-ამ განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს ნ-------------ს და მოითხოვა შპს „ფ------------სა“ და შპს „პ---------ის“ კუთვნილ უძრავ ქონებაზე იძულებითი აღსრულება 107 000 აშშ დოლარისა და 93 000 აშშ დოლარის დაფარვის მიზნით. გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადებაზე გამოთქმული პრეტენზიის შედეგად, 2018 წლის 11 მაისს დ------------–-ამ განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს და მოითხოვა დავალიანების შემცირება 25 000-25 000 აშშ დოლარით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ი-----–----–--–-ვასა და დ------------–-ას შორის 2016 წლის 09 აპრილს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე, დ------------–-ამ ი-----–----–--–-ვას გადასცა 85 000 აშშ დოლარი და 75 000 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა შპს „ფ------------ს“ და შპს „პ---------ის“ კუთვნილი უძრავი ქონება. დასახელებული ხელშეკრულებებით დადგენილი ვალდებულებების შესრულებისათვის ი-----–----–--–-ვას მიერ აღებული სესხის მიზნობრიობასა და მისი გახარჯვის ფორმებს მნიშვნელობა არ ჰქონია. სესხი გაცემული იყო ყოველგვარი სარგებლისა და პირგასამტეხლოს გარეშე 2018 წლის 09 აპრილამდე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის მიერ არ შესრულდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, გამსესხებელს უფლება ჰქონდა მოეთხოვა მოთხოვნის დაკმაყოფილება ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას 8 500 აშშ დოლარისა და 33 000 აშშ დოლარის დაბრუნების თაობაზე, არ შეესაბამება სიმართლეს. ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით გაფორმებულია 2015 წლის 29 დეკემბერს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებულია 2015 წლის 30 დეკემბერს. ამასთან, დასახელებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები არიან ლ---------------ე და შპს „მ------------“. შესაბამისად, 2016 წლის 09 აპრილის ხელშეკრულებების საფუძველზე გაცემული 160 000 აშშ დოლარიდან 33 000 აშშ დოლარის დაბრუნება 2015 წლის 29 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომლის მხარეც დ------------–-ა არ არის შეუძლებელია. ამას გარდა, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა 8 500 აშშ დოლარის დ------------–-ასათვის გადაცემის თარიღი, დანიშნულება ან ვალდებულების შინაარსი და ვერც წარმოადგენდა, რადგანაც აღნიშნულ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებულია მხარის აპელირება დ------------–-ას მიერ უფლების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით. თავად მოსარჩელე განმარტავს სარჩელში, რომ სესხის გაცემა ემსახურებოდა ი-----–----–--–-ვას სავალალო მდგომარეობიდან გამოყვანას. დ------------–-ას რომ ჰქონოდა ი-----–----–--–-ვასათვის რაიმე ზიანის მიყენების სურვილი არც იმ თანხას ასესხებდა, რომელიც დღეისათვის მას აქვს მიღებული. ამასთან, თავად ქონების შეფასება და ღირებულება მიუთითებს იმ გარემოებას, რომ შეუძლებელია იმ სესხის 40 000 აშშ დოლარით დაფარვა, რომლის უზრუნველყოფის მიზნითაც აუქციონზე რეალიზებულ იქნა 670 000 ლარის ღირებულების ქონება.

 

ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლები გაცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით და მოსარჩელის დაანგარიშება არსებულ დავალიანებასთან დაკავშირებით მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 09 აპრილს დ------------–-ასა და ი-----–----–--–-ვას შორის გაფორმდა №1-------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დ------------–-ას ი-----–----–--–-ვასათვის სესხის სახით უნდა გადაეცა 107 000 აშშ დოლარი. სესხი უნდა დაბრუნებულიყო 2018 წლის 09 აპრილის ჩათვლით. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა შპს „ფ------------ს“ კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ს-------------------------–-----, ს/კ 4----------- და მდებარე: ქ. სენაკი, ქ------------------------–-----, ს/კ 4-----------.

 

ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, გამსესხებელმა მსესხებელს 60 000 აშშ დოლარი გადასცა ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურებამდე; 25 000 აშშ დოლარი უნდა გადაეცა 11.04.2016წლის ჩათვლით; ხოლო 22 000 აშშ დოლარის გადახდა უნდა განხორციელებულიყო იპოთეკის საგნებზე იპოთეკის მოხსნისა და გირავნობის გაუქმებისთანავე. თანხის გადაცემის შესახებ მხარეებს უნდა შეედგინათ მიღება-ჩაბარების აქტი.

 

სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ ზემოთ აღნიშნული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დ------------–-ამ ი-----–----–--–-ვას ფაქტობრივად გადასცა - 85 000 აშშ დოლარი.

 

3.1.2. 2016 წლის 09 აპრილს დ------------–-ასა და ი-----–----–--–-ვას შორის გაფორმდა №1-------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დ------------–-ას ი-----–----–--–-ვასათვის სესხის სახით უნდა გადაეცა 93 000 აშშ დოლარი. სესხი უნდა დაბრუნებულიყო 2018 წლის 09 აპრილის ჩათვლით. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა შპს „პ---------ის“ კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. სენაკი, ქ-------------------------------------- №2, ს/კ 4-----------.

 

ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, გამსესხებელმა მსესხებელს 50 000 აშშ დოლარი გადასცა ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურებამდე; 25 000 აშშ დოლარი უნდა გადაეცა 11.04.2016წლის ჩათვლით; ხოლო 18 000 აშშ დოლარის გადახდა უნდა განხორციელებულიყო იპოთეკის საგნებზე იპოთეკის მოხსნისა და გირავნობის გაუქმებისთანავე. თანხის გადაცემის შესახებ მხარეებს უნდა შეედგინათ მიღება-ჩაბარების აქტი.

 

სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ ზემოთ აღნიშნული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დ------------–-ამ ი-----–----–--–-ვას ფაქტობრივად გადასცა - 75 000 აშშ დოლარი.

 

3.1.3. 09.04.2016წ. №1-------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, 2018 წლის 19 აპრილს ნოტარიუს ნ----------------- მიერ გაიცა №--------- სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად განისაზღვრა სესხის თანხა - 107 000 აშშ დოლარის ოდენობით. ასევე, დადგინდა იპოთეკის საგნის, შპს „ფ------------ს“ კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ს-------------------------–-----, ს/კ 4----------- და მდებარე: ქ. სენაკი, ქ------------------------–-----, ს/კ 4-----------, რეალიზაცია.

 

კრედიტორის - დ------------–-ას მოთხოვნით, ზემოთ აღნიშნული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შემცირდა 25 000 აშშ დოლარით და მოთხოვნა განისაზღვრა 82 000 აშშ დოლარით.

 

3.1.4. 09.04.2016წ. №1-------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, 2018 წლის 19 აპრილს ნოტარიუს ნ----------------- მიერ გაიცა №--------- სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად განისაზღვრა სესხის თანხა - 93 000 აშშ დოლარის ოდენობით. ასევე, დადგინდა იპოთეკის საგნის, შპს „პ---------ის“ კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: ქ. სენაკი, ქ-------------------------------------- №2, ს/კ 4-----------, რეალიზაცია.

 

კრედიტორის - დ------------–-ას მოთხოვნით, ზემოთ აღნიშნული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შემცირდა 25 000 აშშ დოლარით და მოთხოვნა განისაზღვრა 68 000 აშშ დოლარით.

 

3.1.5. 2015 წლის 29 დეკემბერს შპს „მ------------ა L--------------“-სა და ლ---------------ეს შორის დაიდო უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, დ-----–----------------------------------------------, მიმდებარედ, ნაკვეთი №------, ს--------–------------, ს/კ 0----------------------- ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში და მყიდველს აეკრძალა ნასყიდობის საგნის რაიმე ფორმით განკარგვა 2016 წლის 28 ივნისამდე.

 

დღეის მდგომარეობით, აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია შპს „მ------------ა L--------------“-ს სახელზე. ამასთან, უძრავ ქონებაზე აღარ არის რეგისტრირებული ზემოთ აღნიშნული ვალდებულება.

 

3.1.6. ი-----–----–--–-ვას კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: წ--–---------------------–-----------, ს/კ 8-----------; წ--–---------------------–-----------, ს/კ 8-----------; წ--–---------------------–-----------, ს/კ 8-----------; ქალაქი თბილისი, ა---- წ-------–-----------------, ს/კ 0---------------------- და ქალაქი თბილისი, ფ-------------–----------------------–-----------–--------------------------–------------, ს/კ 0----------------------, დატვირთული იყო იპოთეკით ი-----–----–--–-ვასა და სს „-----------–---------“ შორის 04.12.2012წ., 12.11.2015წ., 24.12.2009წ. და 22.09.2014წ. დადებული იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე. ი-----–----–--–-ვას მიერ იპოთეკით უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, განხორციელდა ზემოთ აღნიშნული უძრავი ქონების რეალიზაცია.

 

3.1.7. ე--------------ს შემფასებლის - ბ----------–---–ის მიერ 23.05.2018წ. შედგენილი შეფასების ანგარიშის თანახმად:

- უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, ფ-------------–----------------------–-----------–--------------------------–------------, ს/კ 0----------------------, საბაზრო ღირებულება (დამრგვალებული უახლოეს ათასეულამდე) შეადგენს 125 000 ლარს.

- უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, ა---- წ-------–-----------------, ს/კ 0----------------------, საბაზრო ღირებულება (დამრგვალებული უახლოეს ათასეულამდე) შეადგენს 285 000 ლარს.

- უძრავი ქონების, მდებარე: წ--–---------------------–-----------, ს/კ 8-----------, საბაზრო ღირებულება (დამრგვალებული უახლოეს ათასეულამდე) შეადგენს 56 000 ლარს.

- უძრავი ქონების, მდებარე: წ--–---------------------–-----------, ს/კ 8-----------, საბაზრო ღირებულება (დამრგვალებული უახლოეს ათასეულამდე) შეადგენს 87 000 ლარს.

- უძრავი ქონების, მდებარე: წ--–---------------------–-----------, ს/კ 8-----------, საბაზრო ღირებულება (დამრგვალებული უახლოეს ათასეულამდე) შეადგენს 117 000 ლარს.

 

3.1.8. მოწმე ლ---------------ის ჩვენების თანახმად:

 

მოწმის განმარტებით, მას უნდოდა ბინის ყიდვა. იგი ი-----–----–--–-ვას იცნობდა დ------------–-ასაგან, ვინაიდან იმ პერიოდში, როცა იგი დ------------–-ასთან მუშაობდა იქ ხშირად მიდიოდა ი-----–----–--–-ვაც. პირად საუბარში ი-----–----–--–-ვამ თქვა რომ გასაყიდი ჰქონდა ბინები დიდ დიღომში და შესთავაზა ყიდვაში დახმარება. ფასიც მისაღები უთხრა. წაიყვანა, აჩვენა ბინა და შეთანხმდნენ, რომ ერთ კვ.მ.-ს 300 აშშ დოლარად მიყიდდა. ლ---------------ემ გადასცა 33 000 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც მისთვის უნდა გადაეფორმებინა 110 კვ.მ. ფართი. თუმცა, შემდგომ, როგორც აუხსნა, გამიჯვნა არ იყო ჯერ დასრულებული და ამ საფუძვლით ნაცვლად 110 კვ.მ.-სა გადაუფორმა 214 კვ.მ., რის გამოც დადეს ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, ვინაიდან საბოლოოდ ლ---------------ეს მხოლოდ 110 კვ.მ. უნდა დაეტოვებინა, ხოლო დანარჩენი უკან უნდა გადაეფორმებინა. გამოსყიდვის ვადა იყო 6 თვე. ლ---------------ე მშენებელს არ იცნობდა, თუმცა ი-----–----–--–-ვამ განუმარტა, რომ ისინი ერთად იყვნენ ამ საქმეში. გარკვეული პერიოდის შემდგომ, მშენებელსა და ი-----–----–--–-ვას ურთიერთობა აერიათ. ი-----–----–--–-ვა აღარ ჩანდა, ხოლო ლ---------------ე ვეღარ შეთანხმდა მშენებელთან იმ თანხაზე რაზეც მანამდე ი-----–----–--–-ვას მოურიგდა. ლ---------------ის განმარტებით, მან სწორედ იმიტომ გადაწყვიტა ბინის ყიდვა, რომ შეთავაზებული ფასი ნაკლები იყო მის რეალურ საბაზრო ფასთან. შესაბამისად, ვინაიდან ამ თანხაზე მშენებელს ვერ მოურიგდა, უთანხმოების თავიდან აცილების მიზნით, გადახდილი 33 000 აშშ დოლარი უკან დაიბრუნა, ხოლო ბინა გადაუფორმა. აღნიშნული 30 000 აშშ დოლარი მისი კუთვნილი თანხა იყო. მასთან დ------------–-ას შეხება არ ჰქონია.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ი-----–----–--–-ვას მასსა და დ------------–-ას შორის 2016 წლის 09 აპრილს დადებული №1-------- და №1-------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, დ------------–-ასათვის გადაცემული აქვს ჯამში - 41 500 აშშ დოლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.

 

მსგავსი კატეგორიის დავებთან დაკავშირებით არსებობს მყარი სასამართლო პრაქტიკა, რომლითაც სესხის ხელშეკრულების არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება გამსესხებელს, ხოლო ვალდებულების შესრულებისა და სესხის სახით მიღებული თანხის დაბრუნების მტკიცების ტვირთის მატარებელია მსესხებელი.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე განმარტავს, რომ მას დ------------–-ასათვის 2016 წლის 09 აპრილს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით გადაცემული აქვს 8500 აშშ დოლარი და 33 000 აშშ დოლარი. თუმცა, მოსარჩელეს გარდა საკუთარი ახსნა-განმარტებისა, არ წარმოუდგენია სხვა არანაირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მას სესხის დაფარვის მიზნით გადახდილი აქვს 8500 აშშ დოლარი. რაც შეეხება 33 000 აშშ დოლარს, მისი განმარტებით, 33 000 აშშ დოლარის მისაღებად დ------------–-ამ ცალკე მოითხოვა უზრუნველყოფა. ამისათვის მისი მეგობრის ლ---------------ის სახელზე ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით გადაფორმებულ იქნა ი-----–----–--–-ვას მეგობრის თამაზ გაბაიძის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, დ-----------------------------------------ი, მიმდებარედ, ნაკვეთი 0-----, ს--------–------------, 228.90 კვ.მ.. 33 000 აშშ დოლარის დ------------–-ასათვის დაბრუნების შემდგომ, ხელშეკრულება გაუქმდა. მოსარჩელის მტკიცებით აღნიშნული თანხა რეალურად გადაეცა დ------------–-ას სესხის დაფარვის მიზნით. თუმცა, მოსარჩელეს, გარდა საკუთარი ახსნა-განმარტებისა არც ამ შემთხვევაში წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად.

 

მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელის მითითებას ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების თაობაზე. მისი განმარტებით, მოსარჩელეს სრულად აქვს დასაბრუნებელი სააღსრულებო ფურცლით (რომელიც შემდგომ კორექტირებულ იქნა კრედიტორის მიერ) დაკისრებული თანხა. ამასთან, 33 000 აშშ დოლართან დაკავშირებით მოსარჩელის პოზიციის გასაქარწყლებლად, მოპასუხის შუამდგომლობით სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ლ---------------ე, რომელმაც განმარტა, რომ მას ი-----–----–--–-ვამ შესთავაზა ბინის შეძენა დიდ დიღომში შეღავათიან ფაში. კერძოდ 110 კვ.მ. ფართი უნდა შეეძინა 33 000 აშშ დოლარად. შესაბამისად, მშენებლსა და ლ---------------ეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება-გამოსყიდვის უფლებით. თუმცა, ვინაიდან საბოლოოდ მოლაპარაკება ვერ შედგა ი-----–----–--–-ვასა და მშენებელს შორის ურთიერთობის გაფუჭების გამო, ლ---------------ემ, უთანხმოების თავიდან აცილების მიზნით, უკან გადაუფორმა მშენებელს აღნიშნული უძრავი ქონება, ხოლო მისთვის გადაცემული ნასყიდობის თანხა დაიბრუნა. ლ---------------ის განმარტებით 33 000 აშშ დოლარი წარმოადგენს მის კუთვნილ თანხას და მასთან დ------------–-ას არანაირი შეხება არ ჰქონია. ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ ლ---------------ესა და შპს „მ------------ა L--------------“-ს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით დაიდო 2015 წლის 29 დეკემბერს და გამოსყიდვის ვადად განისაზღვრა 6 თვე. ხოლო, მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულებები გაფორმდა თითქმის 4 თვის შემდგომ - 2016 წლის 09 აპრილს.

 

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეს გარდა საკუთარი ახსნა-განმარტებისა არ წარმოუდგენია სხვა უკეთესი მტკიცებულება მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, ხოლო მოპასუხე უარყოფს მოსარჩელის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების ფაქტს, მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება, ვერ იქნება მიჩნეული სასაჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელ სათანადო და კვალიფიციურ მტკიცებულებად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, მოწინააღმდეგე მხარის მიერ მისი უარყოფის პირობებში საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დასადგენად საკმარის მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება.

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-----–----–--–-ვას სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე, 408-ე, 412-ე, 623-ე მუხლებით;

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე, მე-40 მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა, კი წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 09 აპრილს დ------------–-ასა და ი-----–----–--–-ვას შორის გაფორმდა №1-------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დ------------–-ას ი-----–----–--–-ვასათვის სესხის სახით უნდა გადაეცა 107 000 აშშ დოლარი. სესხი უნდა დაბრუნებულიყო 2018 წლის 09 აპრილის ჩათვლით. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა შპს „ფ------------ს“ კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი ს-------------------------–-----, ს/კ 4----------- და მდებარე: ქ. სენაკი, ქუჩა ვახტანგ გორგასლის №96, ს/კ 4-----------. ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, გამსესხებელმა მსესხებელს 60 000 აშშ დოლარი გადასცა ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურებამდე; 25 000 აშშ დოლარი უნდა გადაეცა 11.04.2016წლის ჩათვლით; ხოლო 22 000 აშშ დოლარის გადახდა უნდა განხორციელებულიყო იპოთეკის საგნებზე იპოთეკის მოხსნისა და გირავნობის გაუქმებისთანავე.

 

სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ ზემოთ აღნიშნული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დ------------–-ამ ი-----–----–--–-ვამ ფაქტობრივად გადასცა - 85 000 აშშ დოლარი.

 

2016 წლის 09 აპრილს დ------------–-ასა და ი-----–----–--–-ვას შორის, ასევე გაფორმდა №1-------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დ------------–-ას ი-----–----–--–-ვასათვის სესხის სახით უნდა გადაეცა 93 000 აშშ დოლარი. სესხი უნდა დაბრუნებულიყო 2018 წლის 09 აპრილის ჩათვლით. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა შპს „პ---------ის“ კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. სენაკი, ქუჩა ა. არჩაია (ყოფ, ჰიპოდრომი) №2, ს/კ 4-----------. ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, გამსესხებელმა მსესხებელს 50 000 აშშ დოლარი გადასცა ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურებამდე; 25 000 აშშ დოლარი უნდა გადაეცა 11.04.2016 წლის ჩათვლით; ხოლო 18 000 აშშ დოლარის გადახდა უნდა განხორციელებულიყო იპოთეკის საგნებზე იპოთეკის მოხსნისა და გირავნობის გაუქმებისთანავე.

 

სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ ზემოთ აღნიშნული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დ------------–-ამ ი-----–----–--–-ვამ ფაქტობრივად გადასცა - 75 000 აშშ დოლარი.

 

ამდენად, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. მხარეები - ერთი მხრივ მოსარჩელე, ხოლო მეორე მხრივ მოპასუხე შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების არსებით პირობებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, მხარეებს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე. თუმცა, მოსარჩელემ დაარღვია რა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების დანაწესი, კრედიტორმა შეთანხმებისამებრ, გამოიყენა მისთვის მინიჭებული უფლება და ნოტარიუსს მიმართა სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით.

 

6.2. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნოტარიუსი ასრულებს შემდეგ სანოტარო მოქმედებებს: გასცემს სააღსრულებო ფურცელს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კი ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.

 

’’ნოტარიატის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის ’’გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა დაერთოს სანოტარო დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც განმცხადებელი ითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაცემას. კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ უნდა შეიცავდეს: მონაცემებს შეუსრულებელი ძირითადი და დამატებითი ვალდებულებების მოცულობის შესახებ.

 

09.04.2016წ. №1-------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, 2018 წლის 19 აპრილს ნოტარიუს ნ----------------- მიერ გაიცა №--------- სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად განისაზღვრა სესხის თანხა - 107 000 აშშ დოლარის ოდენობით. ასევე, დადგინდა იპოთეკის საგნის, შპს „ფ------------ს“ კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ს-------------------------–-----, ს/კ 4----------- და მდებარე: ქ. სენაკი, ქ------------------------–-----, ს/კ 4-----------, რეალიზაცია. ამასთან, კრედიტორის - დ------------–-ას მოთხოვნით, ზემოთ აღნიშნული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შემცირდა 25 000 აშშ დოლარით და მოთხოვნა განისაზღვრა 82 000 აშშ დოლარით.

 

ასევე, 09.04.2016წ. №1-------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, 2018 წლის 19 აპრილს ნოტარიუს ნ----------------- მიერ გაიცა №--------- სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად განისაზღვრა სესხის თანხა - 93 000 აშშ დოლარის ოდენობით. ასევე, დადგინდა იპოთეკის საგნის, შპს „პ---------ის“ კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: ქ. სენაკი, ქ-------------------------------------- №2, ს/კ 4-----------, რეალიზაცია. ამასთან, კრედიტორის - დ------------–-ას მოთხოვნით, ზემოთ აღნიშნული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შემცირდა 25 000 აშშ დოლარით და მოთხოვნა განისაზღვრა 68 000 აშშ დოლარით.

 

მოსარჩელის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი მხარეთა შორის 09.04.2016წ. დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები, ამასთან სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე მსესხებელს რეალურად მიღებული აქვს 85 000 აშშ დოლარი და 75 000 აშშ დოლარი. თუმცა, მოსარჩელე სადავოდ ხდის სააღსრულებო ფურცლით მისთვის დაკისრებული სესხის ძირი თანხის ნაწილს. მისი განმარტებით, მას სესხის დაფარვის მიზნით დ------------–-ასათვის გადაცემული აქვს 8500 აშშ დოლარი და 33 000 აშშ დოლარი, საიდანაც 22 202.5 აშშ დოლარით დაიფარა №1-------- სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ხოლო 19 297.5 აშშ დოლარით, კი №11-------- სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. შესაბამისად, მისი განმარტებით, №--------- სააღსრულებო ფურცლით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა უნდა იყოს განსაზღვრული 62 797.5 აშშ დოლარით, ხოლო №--------- სააღსრულებო ფურცლით, კი 55 702.5 აშშ დოლარით. თუმცა, მოსარჩელემ სათანადოდ ვერ დაადასტურა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული (იხ. 3.2.1. პუნქტი). ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე ითხოვს სააღსრულებო ფურცლების სრულად გაუქმებას, თუმცა სადავოდ ხდის აღსასრულებელი ვალდებულების მხოლოდ ნაწილს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასების სტანდარტი, რაც ფორმულირებულია დასახელებული კოდექსის 105-ე მუხლში. მტკიცებულებები გამოკვლეულ უნდა იქნას სრული და ობიექტური განხილვის გონივრული განსჯის შედეგად, რა დროსაც სასამართლოს მათი ერთობლიობაში შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად უყალიბდება შინაგანი რწმენა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის თაობაზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.

 

შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში წარმოდგენილია 09.04.2016წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები და ამასთან სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ აღნიშნული სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე, დ------------–-ამ ირაკლი აბშლავას ფაქტობრივად გადასცა 85 000 აშშ დოლარი და 75 000 აშშ დოლარი, ხოლო მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული მის მიერ მითითებული გარემოება სესხის ნაწილობრივ დაფარვის თაობაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ნოტარიუსის მიერ 19.04.2018წ. გაცემული №--------- და №--------- სააღსრულებო ფურცლების გაუქმების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 09 აპრილის სესხის ხელშეკრულებების გაფორმების ძირითად მიზანს წარმოადგენდა სს „საქართველოს ბანკში“ არსებული ფულადი ვალდებულებების რესტრუქტურიზაცია, თუმცა ვინაიდან დ------------–-ამ ჯეროვნად არ შეასრულა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არ გადასცა მას სესხის თანხა სრულად, კერძოდ 22 000 აშშ დოლარი და 18 000 აშშ დოლარი, მოსარჩელემ ვერ განახორციელა აღნიშნული ვალდებულების რესტრუქტურიზაცია, რის გამოც აუქციონზე რეალიზებულ იქნა ვალდებულების უზრუნველსაყოფად დატვირთული მისი კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: წ--–---------------------–-----------, ს/კ 8-----------; წ--–---------------------–-----------, ს/კ 8-----------; წ--–---------------------–-----------, ს/კ 8-----------; ქალაქი თბილისი, ა---- წ-------–-----------------, ს/კ 0---------------------- და ქალაქი თბილისი, ფ-------------–----------------------–-----------–--------------------------–------------, ს/კ 0----------------------. მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს ე--------------ს შემფასებლის - ბ----------–---–ის მიერ 23.05.2018წ. შედგენილი შეფასების ანგარიში, რომლის თანახმადაც ზემოთ დასახელებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება (დამრგვალებული უახლოეს ათასეულამდე) ჯამში შეადგენს - 670 000 ლარს. შესაბამისად, მოსარჩელე მიყენებული ზიანს სწორედ ამ ოდენობით განსაზღვრავს. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე სადავოდ არ ხდის მოპასუხის მიმართ არსებულ დავალიანებას 118 500 აშშ დოლარის ოდენობით, ითხოვს აღნიშნული თანხის ექვივალენტი 378 490 ლარის გაქვითვას და მოპასუხისათვის ზიანის სახით მხოლოდ 378 490 ლარის დაკისრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, კი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების მთავარ მიზანს წარმოადგენს მიყენებული დანაკლისის გამოსწორება (გამოსწორების ფუნქცია). ამდენად, ზიანი ეს არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა ''უნდა-ყოფილიყო'' და ''არის მდგომარეობას'' შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). გარდა ამისა, მას ენიჭება პოტენციურ დამაზიანებელზე პრევენციული ზემოქმედების განხორციელების ფუნქცია, რათა საერთოდ ააღებინოს ხელი სხვისათვის ზიანის მიყენებაზე (პრევენციის ფუნქცია). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი განსაზღვრავს ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. შესაბამისად, აღნიშნულიდან გამომდინარეობს ე. წ. სრულად გამოსწორების პრინციპი, რომლის მიხედვითაც დამზიანებელმა ზიანი, რომელიც მას შეერაცხება, სრულად უნდა აანაზღაუროს. ამგვარად, ანაზღაურებადი ზიანის ოდენობა განისაზღვრება დაზარალებულისათვის მიყენებული დანაკლისის და არა დამზიანებლის ბრალის ხარისხის მიხედვით. ამასთან, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელის განმარტებით, სესხის ხელშეკრულებების გაფორმების ძირითად მიზანს წარმოადგენდა სს „საქართველოს ბანკში“ არსებული ფულადი ვალდებულებების რესტრუქტურიზაცია, თუმცა აღნიშნულის საწინააღმდეგოდ დ------------–-ასა და ი-----–----–--–-ვას შორის 2016 წლის 09 აპილს დადებულ სესხის ხელშეკრულებებში არ არის მითითებული სესხის მიზნობრიობის თაობაზე. ამასთან, მოსარჩელე წარმოდგენილ სარჩელში თავად განმარტავს, რომ სესხად მიღებული თანხის ნაწილი 110 000 აშშ დოლარი წარიმართა ი-----–----–--–-ვას მიერ დაფუძნებილი შპს „B---------”-ის საჭიროებისამებრ. 50 000 აშშ დოლარიდან ნაწილი - 34 000 აშშ დოლარი წარიმართა შპს „ზაკუს“ სესხის დასაფარად, ხოლო დარჩენილი 16 000 აშშ დოლარი, კი ი-----–----–--–-ვას სესხისა და სხვა ვალდებულებების დასაფარად. უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ ი-----–----–--–-ვამ სესხის სახით მიიღო 160 000 აშშ დოლარი. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, დაუსაბუთებელია მოსარჩელის მითითება სესხის მიზნობრიობასთან დაკავშირებით. ამასთან, იმ შემთხვევაშიც თუკი რესტრუქტურიზაციის მიზნებისათვის გათვალისწინებული იყო მხოლოდ ის 40 000 აშშ დოლარი, რომელიც არ იქნა მსესხებლისთვის გადაცემული, ასევე დაუსაბუთებელია რატომ შეიძლება ყოფილიყო რესტრუქტურიზაციის საფუძველი აღნიშნული თანხის ი-----–----–--–-ვასათვის გადაცემა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე ვალდებულია, სასამართლოს მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომელიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას, რადგან მოთხოვნა არსებობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მოცემულია კანონით გათვალისწინებული წინაპირობები. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არ მიუთითებს ისეთ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე არ აქვს წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებითაც უტყუარად დადასტურდებოდა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხის სრულად მიუღებლობით ი-----–----–--–-ვასათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ფაქტი. მოსარჩელე მხოლოდ აბსტრაქტულად მიუთითებს ასეთი გარემოებების თაობაზე, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული. მაშინ როცა ხელშეკრულება არ შეიცავს არანაირ დათქმას სესხის მიზნობრიობასთან დაკავშირებით და ამაზე მხარეები ვერ თანხმდებიან, მხოლოდ მოსარჩელის აბსტრაქტული მითითებების საფუძველზე შეუძლებელია დადგინდეს ზიანის არსებობა, შესაბამისად მიზეზობრივი კავშირი დ------------–-ას მიერ სესხის მხოლოდ ნაწილობრივ გადაცემასა და ი-----–----–--–-ვას კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაციას და ამგვარად მისთვის ზიანის მიყენებას შორის.

 

შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით - 378 490 ლარის დაკისრების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა - 3000 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე - 100 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამდენად, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა ი-----–----–--–-ვას, შპს „ფ------------სა“ და შპს „პ---------ის“ სარჩელი, მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, აგრეთვე საჩივარზე – თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია – 50 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი აქვს 100 ლარი. შესაბამისად, მას უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი თანხა 50 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 ივნისის განჩინებით, ი-----–----–--–-ვას შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და შეჩერდა 2018 წლის 09 აპრილს ნოტარიუს ნ----------------ის მიერ გაცემული №--------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, შპს ,,ფ------------ს" კუთვნილი უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის შესახებ 107 000 დოლარის დაფარვის მიზნით სააღსრულებო წარმოება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ასევე, შეჩერდა 2018 წლის 09 აპრილს ნოტარიუს ნ----------------ის მიერ გაცემული №--------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, შპს ,,პ---------ის" კუთვნილი უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის შესახებ 93 000 დოლარის დაფარვის მიზნით სააღსრულებო წარმოება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ი-----–----–--–-ვას, შპს „ფ------------ს“ და შპს „პ---------ის“ სარჩელი დ------------–-ას მიმართ სააღსრულებო ფურცლის გაუქმებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც:

- შეჩერდა 2018 წლის 09 აპრილს ნოტარიუს ნ----------------ის მიერ გაცემული №--------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, შპს ,,ფ------------ს" კუთვნილი უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის შესახებ 107 000 დოლარის დაფარვის მიზნით სააღსრულებო წარმოება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;

- შეჩერდა 2018 წლის 09 აპრილს ნოტარიუს ნ----------------ის მიერ გაცემული №--------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, შპს ,,პ---------ის" კუთვნილი უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის შესახებ 93 000 დოლარის დაფარვის მიზნით სააღსრულებო წარმოება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

4. ი-----–----–--–-ვას, შპს „ფ------------ს“ და შპს „პ---------ს“ დაუბრუნდეთ კახი ზირაქაშვილის მიერ 2018 წლის 31 მაისს სს ,,თიბისი ბანკში“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან - 3100 ლარიდან - 50 ლარი (საგადასახადო დავალება №0), რაც განთავსებული იქნა ხაზინის ერთიან ანგარიშზე N300773150; ბანკის კოდი TRESGE22.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

საქმე №2/16148-18

 

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

სარეზოლუციო ნაწილი

04 ივნისი, 2019 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელეები: ი-----–----–--–-ვა, შპს „ფ------------“, შპს „პ---------ი“

მოსარჩელეთა წარმომადგენელი: და-------------–---–ი

 

მოპასუხე: დ------------–-ა

წარმომადგენელი: რ----------–---–---ე

 

დავის საგანი: სააღსრულებო ფურცლის გაუქმება, ზიანის ანაზღაურება

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ი-----–----–--–-ვას, შპს „ფ------------ს“ და შპს „პ---------ის“ სარჩელი დ------------–-ას მიმართ სააღსრულებო ფურცლის გაუქმებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც:

- შეჩერდა 2018 წლის 09 აპრილს ნოტარიუს ნ----------------ის მიერ გაცემული №--------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, შპს ,,ფ------------ს" კუთვნილი უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის შესახებ 107 000 დოლარის დაფარვის მიზნით სააღსრულებო წარმოება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;

- შეჩერდა 2018 წლის 09 აპრილს ნოტარიუს ნ----------------ის მიერ გაცემული №--------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, შპს ,,პ---------ის" კუთვნილი უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის შესახებ 93 000 დოლარის დაფარვის მიზნით სააღსრულებო წარმოება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

4. ი-----–----–--–-ვას, შპს „ფ------------ს“ და შპს „პ---------ს“ დაუბრუნდეთ კახი ზირაქაშვილის მიერ 2018 წლის 31 მაისს სს ,,თიბისი ბანკში“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან - 3100 ლარიდან - 50 ლარი (საგადასახადო დავალება №0), რაც განთავსებული იქნა ხაზინის ერთიან ანგარიშზე N300773150; ბანკის კოდი TRESGE22.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი