გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.02.2019
საქმის ნომერი
330210018002332136
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
14.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/6737-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - თინა ვაშაყმაძე

სხდომის მდივანი - ნინო სიდამონიძე

მოსარჩელე - შპს ,,C----’’

წარმომადგენელი - ვ------ა გ--–-–---–ი

მოპასუხე - ხ------- ფ--–-ა

წარმომადგენლები - ლ--------–-–---–ი, ნ-------------–---–ი

დავის საგანი - უკანონო ხელშეშლის აღკვეთა,აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ხ------- ფ--–-ას აეკრძალოს უკანონო ხელშეშლა შპს ,,C----’’-თვის, კერძოდ, აეკრძალოს ხელის შეშლა მის მიერ პროექტის დარღვევით გაჭრილი 2 ღიობის ამოშენების დროს.

 

(იხ. სარჩელი ტომი I, ს.ფ. 2-17, 2018 წლის 02 ნოემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი 12:56:28 მოსარჩელის ახსნა-განმარტება, 2019 წლის 07 თებერვლის სხდომის ოქმი, მოსარჩელის მიერ მოთხოვნის დაკონკრეტება 13:08:38, ტომი II).

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მრავალბინიანი საცხოვრებელი ბინის მშენებლობისთვის, 2013 წელს დაარსდა შპს ,,C----’’-ს და ქ. თბილისში, ყ--–----–---–ის ქუჩა №---ში აშენდა საცხოვრებელი ბინა. მოპასუხე ხ------- ფ--–-ამ 2015 წლის 25 თებერვალს აღნიშნულ კორპუსში შეიძინა მე-5 სართულზე მდებარე ბინა №--, ფართით 175.64 კვ.მ. აღნიშნული ბინა შენობის არქიტექტურული პროექტის მიხედვით განთავსებულია +13.2 ნიშნულზე.

 

საცხოვრებელი სახლი დღეის მდგომარეობით არის მშენებარე სტატუსით, იგი არ არის ექსპლუატაციაში მიღებული რიგი უმნიშვნელო დარღვევების გამო, მაგრამ ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი და ხელისშემშლელი გარემოებაა ის, რომ ხ------- ფ--–-ას მიერ დაირღვა შენობის გარე ფასადის პროექტი, რაც გამოიხატა შემდეგში: გარე ფასადზე გაჭრილი აქვს ორი უნებართვო ფანჯარა, რაც დასტურდება ლ----------------–-ს ს----–----ს ე------------------------–----------ს მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნით. დასკვნაში მითითებულია, რომ ყ--–----–---–ის ქუჩა №---ში მდებარე შენობის ღერძი 1-6, ნიშნულზე +13.2-ზე ფაქტიური მდგომარეობით მოწყობილია 5 ერთეული ფანჯარა, ხოლო პროექტით გათვალისწინებულია 3 ერთეული ფანჯარა. შესაბამისად, ხ------- ფ--–-ას მიერ დარღვეულია პროექტის გარე ფასადი და მას უკანონოდ გაჭრილი აქვს ორი ფანჯარა. აღნიშნული დარღვევა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ არქიტექტურაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებს ე.წ. ,,სხივის’’ პრინციპი, რაც იმას ნიშნავს, რომ შენობის იმ ადგილზე, სადაც ხ------- ფ--–-ას გაჭრილი აქვს უკანონოდ ფანჯრები, არანაირ კორექტირებას არ ექვემდებარება და იგი ყველა ვარიანტში უნდა იყოს ამოშენებული.

 

აღნიშნული დარღვევის გამოსწორებისთვის არაერთხელ მიმართეს ხ------- ფ--–-ას, მაგრამ მან თვითნებურად დარღვეული პროექტი არ აღმოფხვრა. იმის გათვალისწინებით, რომ დღეის მდგომარეობით ვერ ხერხდება საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღება იმის გამო, რომ დარღვეულია პროექტი, მოსარჩელე იძულებული იყო მისულიყო მოპასუხის საცხოვრებელ ბინაში და ამოეშენებინა უკანონოდ გაჭრილი ფანჯრების ღიობები, რადგან კორპუსი ჯერ არის მშენებარე და პასუხისმგებლობა აკისრია მოსარჩელეს პროექტის დარღვევისთვის, თუმცა ხ------- ფ--–-ამ კარი არ გააღო და არ მისცა საშუალება ხელოსნებს, რომ გამოესწორებინათ მის მიერ დარღვეული პროექტი. გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და დაფიქსირდა ხ------- ფ--–-ას მიერ ხელის შეშლა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ხ------- ფ--–-ა არ ცნობს სარჩელს და განმარტავს, რომ მართალია შპს ,,C----’’ 2013 წლიდან ყ--–----–---–ის ქუჩა №---ში მართლაც აშენებს საცხოვრებელ კორპუსს, რომელიც ჯერ არ დაუსრულებია, მაგრამ ტყუილია, რომ აღნიშნულს ვერ ახერხებს ხ------- ფ--–-ას მიერ თვითნებურად ამოჭრილი კარ/ფანჯრის კორექტირების შეუძლებლობის გამო. სინამდვილეში კორპუსის დასრულების ნაცვლად 2014-2015-2016 წლებში მხოლოდ პარამეტრების გაზრდაზე შეჰქონდა განცხადებები არქიტექტურის სამსახურში. კორპუსის მაცხოვრებლებმა თავდაპირველად მერიის სამსახურს მიმართეს დახმარებისთვის, შემდეგ კი მშენებლების მხრიდან მრავალჯერადი შეურაცხყოფის და დაჟინებული წაქეზების ,,მიჩივლეთ სასამართლოშიო’’ გამო მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს და საქმე გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. პარალელურად მოპასუხეები აცხადებდნენ მზაობას რომ შეწყვეტდნენ დავას ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, თუ კორპუსს დაასრულებდა არსებული პროექტით, აღნიშნული წინადადება დღესაც ძალაშია, მაგრამ ასეთ ჰუმანურ მორიგებაზე კატეგორიული წინააღმდეგია მოსარჩელე.

 

ხ------- ფ--–-ა არ ეთანხმება იმას, რომ თითქოს მან დაარღვია პროექტი. მას კორპუსის ფასადის როგორც გარე პერიმეტრის, ისე ბინის შიდა ტიხრების უმნიშვნელო ცვლილებაც კი არ მოუხდენია, მით უმეტეს ღიობი არ ამოუჭრია. მოლაპარაკების შემდეგ, შპს ,,C----’’-სგან ბინა №--, აღნიშნულ 1/6 ღერძზე არსებული გარე პერიმეტრით, კერძოდ -11 მეტრიანი სიგრძის აივნით, მისი გადმოხურვით, ამ აივანზე გამავალი ოთხი ღიობით (ღიობები კარ/ფანჯრებით) გადაეცა 2015 წლის ნოემბრის ბოლოს-თეთრი კარკასი-ტიხრებით, ელსადენებით, ცენტრალური გათბობის მილებით, გაზის მილებით, უსაფრთხოების სხვადასხვა სადენებით, შიდა კედლების ლესვით და იატაკის მოჭიმვით, დღეის მდგომარეობით ისეთივე სახით არის ბინა და მოპასუხეს თვითნებურად რაიმე უმნიშვნელო ცვლილებაც კი არ მოუხდენია.

 

შპს ,,C----’’-ს წარმოდგენილი აქვს სრულიად განსხვავებული არქიტექტურული ნახაზები, რომელთაგან არცერთი არ შეესაბამება არსებულს, არც აივნის სიგრძით და მისი მონოლითური გადახურვის კონსტრუქციით, არც კორპუსის გარე პერიმეტრის გეომეტრიული კონფიგურაციით, არც ფანჯრების ადგილმდებარეობით და რაოდენობით. ერთი გენგეგმა 3 სარკმლით, შიგნით შეჭრილი გარე პერიმეტრით და 7 მეტრი სიგრძის აივნითაა წარმოდგენილი, აივნის მონოლითური გადმოხურვის გარეშე; მეორე გენგეგმა 3 სარკმლით, შიგნით შეჭრილი პერიმეტრით და 11 მეტრი სიგრძის მონოლითური აივნით. კონსტრუქციული ნახაზი კი წარმოდგენილია სწორი პერიმეტრით - ,,შეჭრის’’ გარეშე, გადმოხურვა კი არც აქ არის და არ არის არცერთ ნახაზში.

 

ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად მშენებელს ხ------- ფ--–-ასთვის ბინა უნდა ჩაებარებინა თეთრი კარკასის მდგომარეობაში და ბინის თეთრი კარკასი ჩაბარდა 2015 წლის ნოემბერში. 2015 წლის ივლისიდან, მას შემდეგ რაც შპს ,,C----’’-მ ე.წ ,,სტიაჟკა’’ დაასხა, პარალელურად მოპასუხე ბინას არემონტებდა, დაიწყო აბაზანის და აივნების კაფელ/მეტლახით მოწყობა, ჭერის მუყაო/თაბაშირით მოწყობა, სამზარეულოს სვეტის და კედლის ნაწილის ქვით მოპირკეთება და სხვა. მაგრამ სექტემბერში აღმოჩნდა, რომ იატაკის მოჭიმვისას გამოყენებული იქნა უხარისხო ცემენტის და ქვიშის ნარევი, რის გამოც მოპასუხეს მოუხდა ე.წ. ,,სტიაჟკის’’ აყრა და 2015 წლის 22 და 28 სექტემბერს სპონტანურად, ადგილზევე ე.წ. ხელწერილ/ხელშეკრულების შედგენა, რომელზეც ხელს აწერს შპს ,,C----’’-ს სამშენებლო საქმის მწარმოებელი შ-------------. მშენებელმა თ---------–-----მ ხელი არ მოაწერა. სწორედ ამ ფაქტის გამო 23.09.2016 წელს შემთხვევით გადაღებულ სურათში და ვიდეო მასალაში კარგად ჩანს როგორც საქმისმწარმოებელი შ-------------, ისე სარჩელში ნახსენები ორი ფანჯარა სამზარეულოში, ასევე ონიაშვილის 79-დან 32.07.2015 წელს გადაღებულ ფოტოში ჩანს სადავო კარი 11 მეტრი სიგრძის აივანი მოაჯირით და მონოლითური გადმოხურვით.

 

აქვე აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 17 ივნისს შპს ,,C----’’-მ მოითხოვა არქიტექტურის სამსახურიდან მშენებლობის ვადის გაგრძელება და მალევე 26 ივნისს მიიღო თანხმობა. მოსარჩელე მშენებლობის გრაფიკში უთითებს დარჩენილი სამუშაოების შესასრულებლად საჭირო დროს, მათ შორის კარკასის დასრულებას პირველ 5 თვეში, ანუ 2015 წლის 26 ნოემბრამდე, სახურავის დასრულებას 2015 წლის 26 ოქტომბრიდან - 26 დეკემბრამდე, შიდა კედლების მოწყობას 2015 წლის 26 დეკემბრიდან - 2016 წლის 26 მარტამდე, შენობის შეღებვა/შელესვას 2016 წლის 26 თებერვლიდან 2016 წლის - 26 მაისამდე. ზემოაღნიშნულიდან ჩანს, რომ 2015 წლის 17 ივნისის მშენებლობის გრაფიკში მოსარჩელე აღარ უთითებს გარე კედლების მოწყობას და კარ/ფანჯრების და ვიტრაჟების დაყენებას, რადგან აღნიშნული დროისთვის ეს სამუშაოები გრაფიკის მიხედვით უკვე დასრულებული აქვს და თუ გარე კედლები და კარ/ფანჯრები დაყენებულია ამ დროისთვის, გამოდის, რომ აღნიშნული დააყენა თავად მოსარჩელემ და სხვამ არავინ, რადგან მოპასუხეს ჩაბარდა თეთრი კარკასი - 2015 წლის ნოემბერში.

 

შესაბამისად, მოსარჩელის მხრიდან ადგილი აქვს მოპასუხისათვის წაყენებულ ცილისწამებას. კორპუსის სახურავის გადაუხურავობის გამო ბინაში მრავალჯერადი წყლის ჩასვლით მოპასუხეს მიადგა ზიანი, არა მარტო ფინანსური, არამედ იმყოფება მუდმივ სტრესში და შეერყა ჯანმრთელობა. მოსარჩელის მხრიდან მოპასუხის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს და ცილისმწამებლურ ქმედებებს ადგილი განსაკუთრებით მას შემდეგ აქვს, რაც ხ------- ფ--–-ამ პირადად მიმართა საჩივრით თბილისის მერიის იურიდიულ სამსახურს, თბილისის მერს და შესაბამის სამსახურებს და კორპუსის მესაკუთრეებმა წერილი გააგზავნეს მერიის შესაბამის სამსახურებში, რომ შპს ,,C----’’-ს ბოლოსდაბოლოს დაესრულებინა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და შეეწყვიტა მერიაში პარამეტრების გაზრდაზე განცხადებების შეტანა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

(იხ. შესაგებელი, ტომი I, ს.ფ. 45-52, მოპასუხის წერილობით ახსნა-განმარტება ს.ფ. 65-69, ტომი II - 2018 წლის 02 ნოემბრის სხდომის ოქმი, მოპასუხის ახსნა-განმარტება 13:09:28).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 25 თებერვალს, ხ------- ფ--–-ას და შპს ,,C----’’-ს შორის დაიდო უძრავი ქონების გამიჯვნის, გაერთიანების და ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს ,,C----’’-ს დირექტორი თ---------–----- თანხმობას აცხადებს გაიმიჯნოს უძრავი ქონება მდებარე - ქ. თბილისი, ყ--–----–---–ის ქუჩა №--, სართული მე-5, ბინა №--, მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №0------------------------- საერთო ფართი 93.3- კვ.მ. გამიჯვნა მოხდეს შპს ,,ი----------’’ მიერ ურთიერთგამიჯვნის სქემატური ნახაზის შესაბამისად - ქ. თბილისი, ყ--–----–---–ის ქუჩა №--, სართული მე-5, ბინა №-- მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №0-------------------------, საერთო ფართი 93.3- კვ.მ. გაიმიჯნოს ორ ნაწილად 71.07 კვ.მ-ად, რომელი ფართიც აღირიცხოს როგორც ბინა №---ად და დარჩეს კვლავ შპს ,,C----’’-ს საკუთრებაში, ხოლო გამიჯნული მერე ნაწილი 22.24 კვ.მ გაერთიანდეს შპს ,,ი----------’’ მიერ ურთიერთგაერთიანების სქემატური ნახაზის შესაბამისად ბინა №---თან მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №0-------------------------, რომლის ფართი არის 153.40 კვ.მ და საერთო ფართი გაერთიანების შედეგად დარეგისტრირდეს 153.40+22.24=175.64 კვ.მ.

 

გაერთიანების შედეგად მიღებული ბინა №-- საერთო ფართით 175.64 კვ.მ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში აღირიცხოს მყიდველის ხ------- ფ--–-ას საკუთრებად.

 

გამიჯვნის ხელშეკრულების დარეგისტრირების შემდეგ ბინა №--, 175.64 კვ.მ, საიდანაც საცხოვრებელი ფართი არის 132.62 კვ.მ, რომლის ღირებულებაც შეადგენს 92834 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში, საზაფხულო ფართი 43.02 კვ.მ, რომლის ღირებულებაც შეადგენს 12906 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში, გასხვისდეს მყიდველ ხ------- ფ--–-ას სახელზე. ნასყიდობის ფასი მხარეთა შეთანხმებით შეადგენს 105740 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში.

 

უძრავი ქონება მყიდველს გადაეცემა თეთრი კარკასის მდგომარეობაში, კერძოდ: გარე პერიმეტრზე ჩასმული იქნება მეტალო პლასტმასის კარფანჯარა, შემოსასვლელი რკინის კარი, ამოშენებული ტიხრები და ჭერი გალესილი გაჯით, ელექტრო გაყვანილობით, რომელსაც მყიდველი გააკეთებს თავისი ხარჯით, მოჭიმული იატაკით, ცენტრალური კანალიზაცია, წყალი და ბუნებრივი აირი მიყვანილი ბინამდე (წყლის და ბუნებრივი აირის, ელექტრო მრიცხველი შეიძინოს და დაამონტაჟოს თავისი ხარჯით). ცენტრალური გამათბობელი სისტემა მოწყობილი (რომელსაც ასევე მყიდველი მოაწყობს თავისი ხარჯით).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- უძრავი ქონების გამიჯვნის, გაერთიანების და ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 20-21).

 

3.1.2. ხ------- ფ--–-ას სახელზე საჯარო რეესტრში ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ყ--–----–---–ის ქუჩა №-- (ს/კ 0-------------------------) ფართი მშენებარე, სართული 5, ბინა №--, ფართი 175.64 კვ.მ. ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება. ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 740 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 3-; შენობა-ნაგებობები: №1 (მშენებარე); საერთო ფართობი 2449.2 კვ.მ, მათ შორის საცხოვრებელი ფართობი 1364.4 კვ.მ; კომერციული ფართობი 96.9 კვ.მ. საზაფხულო ფართობი 511.8 კვ.მ. სარდაფის ფართობი 50.1 კვ.მ. კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობი 139.6 კვ.მ. ავტოსადგომის ფართობი 286.4 კვ.მ. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ქონების გამიჯვნის, გაერთიანების და ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 2--------- წელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი I, ს.ფ. 22-23).

 

3.1.3. 2015 წლის 22 სექტემბერს, ხ------- ფ--–-ას და სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელ შ-------------ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად 2015 წლის 27 ივლისს შ-------------მ აღებული ვალდებულების შესაბამისად შეასრულეს იატაკის მოჭიმვა უხარისხო მასალით, რის გამოც იატაკი შეიქმნა გამოუსადეგარი პარკეტის დასაგებად. ამ მომენტისთვის ბინის შიდა სამუშაოები თითქმის დასრულებულია: გაილესა ჭერი და კედლები, გიბსოკარდონის ჭერი, ,,გაშპაკლული’’ და ,,გაშკურკული’’ კედლები-მზად გადასაღებად. იატაკში ჩაყრილი უმაღლესი ხარისხის ცენტრალური გათბობის ფოლგინი, ალუმინის მილები-იტალიური წარმოების. კორპუსის დამკვეთი თ---------–----- და სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი შ------------- იღებენ ვალდებულებას მოახდინოს იატაკიდან ე.წ ,,სტიაჟკის’’ აყრა და ხელმეორედ დაგება უმოკლეს დროში, არაუგვიანეს 4-7 დღეში-ზემოთხსენებული ბინის ჭერის, კედლების, ცენტრალური გათბობის მილების, აბაზანების (დასრულებულია ესპანურ კაფელ-მეტლახში), აივნების (დასრულებულია ესპანურ კერამო-გრანიტში) მცირეოდენი დაზიანების გარეშე. აღნიშნულ სამუშაოს დაიწყებს 22.09-ს და დაასრულებს 28.09.2015 წელს.

 

2015 წლის 28 სექტემბერს, შ-------------სა და ხ------- ფ--–-ას შორის ხელმეორედ დაიდო ხელშეკრულება ზარალის ანაზღაურების შესახებ, რომლის თანახმად ხ------- ფ--–-ა საკუთარი სახსრებით მოახდენდა წინა ხელშეკრულებაში მოხსენებული სამუშაოების შესრულებას, რაც გულისხმობს უხარისხო ,,სტიაჟკის’’ ბოლომდე აყრას, გატანას, ცენტრალური გათბობის აწ. უკვე დაზიანებული ალუმინის მილების კეთებას, სტიაჟკისთვის ყველა საჭირო მასალის შეძენას, ხელობის თანხის გადახდას და ყველა იმ საჭირო სამუშაოს ჩატარებას და უზრუნველყოფას, რაც საჭიროა იატაკის მოჭიმვისთვის, ხოლო თავის მხრივ შ------------- იღებს ვალდებულებას ხ------- ფ--–-ას აუნაზღაუროს ყველა გახარჯული თანხა არაუგვიანეს 2 თვისა ხელშეკრულების დადებიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ 206-207);

- ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ 208).

 

3.1.4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 25 აპრილის სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე №0----- დადგენილებით ირკვევა, რომ ქ. თბილისში, ყ--–----–---–ის ქუჩა №---ში განხორციელებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის №9----- 05.11.2013 წლის ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის დარღვევით:

 

ფასადი ,,6-1’’ +0.00 ნიშნულზე ,,ე-ე’’ და ,,4-4’’ ღერძების გადაკვეთასთან არ არის მოწყობილი კიბე, ,,დ-დ’’ და ,,4-4’’ ღერძების გადაკვეთასთან მოწყობილია ლითონის მოაჯირი და შეცვლილია მიმდებარედ ლითონის მოაჯირის ვიზუალური მხარე, ,,6-5’’ და ,,გ-დ’’ მონაკვეთების გადაკვეთაზე არ არის მოწყობილი ლითონის მოაჯირი. +6-60 ნიშნულზე ,,გ-გ’’ და ,,6-6’’ ღერძების გადაკვეთასთან გაუქმებულია აივანზე გასასვლელი კარი, +13.20 ნიშნულზე აივანზე შუშის მოაჯირის ნაცვლად მოწყობილია კაპიტალური, +16.50 ნიშნულზე ,,5-4’’ მონაკვეთში ,,დ-დ’’ ღერძზე გაუქმებულია კარი.

 

ფასადი ,,ა-ე’’ -1.80 ნიშნულზე ,,გ-გ’’ და ,,6-6’’ ღერძების გადაკვეთასთან დამატებულია ლითონის კარი, ასევე აღნიშნულ ნიშნულზე ,,6-6’’ ღერძზე ,,ბ-გ’’ მონაკვეთში დამატებით მოწყობილია მცირე ზომის ფანჯრები გისოსებით, ბადით და საჰაერო. =0.00 ნიშნულზე ,,5-4’’ და ,,დ-ე’’ მონაკვეთების გადაკვეთაზე არ არის მოწყობილი ლითონის მოაჯირი და მიმდებარედ ლითონის მოაჯირს შეცვლილი აქვს გაბარიტი და ვიზუალური მხარე. +13.200 ნიშნულზე ,,გ-გ’’ და ,,5-5’’ ღერძების გადაკვეთასთან აივნის კარზე დამატებით მოწყობილია გისოსი.

 

ფასადი ,,1-6’’ -1.800 ნიშნულზე ,,4-6’’ მონაკვეთში ,,ბ-ბ’’ ღერძზე დამატებით მოწყობილია მცირე ზომის ფანჯრები გისოსებით, ბადით და გამწოვი. ასევე აღნიშნულ ნიშნულზე მცირე ზომის ფანჯარა გისოსით დამატებულია. ,,3-4’’ მონაკვეთში ,,ა-ა’’ ღერძზე, +6.40 ნიშნულზე ,,1-1’’ ღერძთან დამატებულია სატელიტური ანტენა და ,,1-2’’ მონაკვეთში ,,დ-დ’’ ღერძთან აივანზე სარეცხის ლითონის კონსტრუქცია. =9.900 ნიშნულზე ,,1-4’’ მონაკვეთში ,,ბ-ბ’’ ღერძთან ორი ინდივიდუალური აივანი გაერთიანებულია ერთ აივნად და ,,4-4’’ და ,,ბ-ბ’’ ღერძების გადაკვეთასთან გაუქმებულია კარი. როდესაც გეგმის მიხედვით ,,2-4’’ მონაკვეთში ,,ბ-ბ’’ ღერძის გარეთ შეცვლილია აივნის კონფიგურაცია, გაბარიტი და ,,4-4’’ და ,,ბ-ბ’’ ღერძების გადაკვეთასთან გაუქმებულია ფანჯარა.

 

ფასადი ,,ე-ა’’ +3.300 ნიშნულიდან მაღლა სართულებზე ,,1-1’’ და ,,დ-დ’’ ღერძების გადაკვეთასთან აივნების ლითონის მოაჯირების ნაცვლად მოწყობილია კაპიტალური მოაჯირები. +0.000 და +3.300 ნიშნულებზე ,,დ-გ’’ მონაკვეთში ,,2-2’’ ღერძზე მინაბლოკების ნაცვლად მოწყობილია ფანჯრები. ასევე აღნიშნულ მონაკვეთში +6.660 და +16.500 ნიშნულზე მოწყობილ მინაბლოკებში დატოვებულია ღიობები. _3.000 ნიშნულზე დამატებულია მონოლითური კედლები. ,,5-4’’ მონაკვეთში ,,დ-დ’’ ღერძზე დამატებულია ღიობი. ,,დ-დ’’ და ,,4-4’’ ღერძების გადაკვეთასთან ავტოფარეხში ჩასასვლელ კარს შეცვლილი აქვს გაბარიტები და ,,4-4’’ ღერძის გარეთ ,,დ-ე’’ და ,,6-4’’ მონაკვეთების გადაკვეთასთან დამატებულია ჩასასვლელი პანდუსი. +0.000 ნიშნულზე ,,დ-ე’’ მონაკვეთში ,,4-4’’ ღერძის გარეთ გაუქმებულია მონოლითური ფილა. ,,გ-დ’’ და ,,6-5’’ მონაკვეთების გადაკვეთაზე კიბე და პანდუსი შეტრიალებულია, შეცვლილია გაბარიტები და კიბის საფეხურების რაოდენობა. ასევე დამატებულია ლითონის მოაჯირები. ,,2-2’’ და ,,ე-ე’’ ღერძების გადაკვეთაზე შესასვლელ კიბეს შეცვლილი აქვს გაბარიტები და მოკლებული აქვს საფეხური. +0.000 და +3.300 ნიშნულზე ,,ბ-ა’’ და ,,1-2’’ მონაკვეთების გადაკვეთაზე აივნებს გაზრდილი აქვს გაბარიტები.

 

+13.200 ნიშნულზე ,,2-4’’ მონაკვეთში კედელი კარებით მონაცვლებულია ,,ბ-ბ’’ ღერზე და აივნის ნაწილის ხარჯზე გაზრდილია საცხოვრებელი ფართი. ასევე აღნიშნულ მონაკვეთში ,,ბ-ბ’’ ღერზე აღნიშნულ აივანს შეცვლილი აქვს კონფიგურაცია და ფართი, ,,4-4’’ და ,,ბ-ბ’’ ღერძების გადაკვეთასთან დამატებით მოწყობილია ვიტრაჟი და კარი, ასევე ,,3-4’’ მონაკვეთში ,,ბ-ბ’’ ღერძის მიმდებარედ გაუქმებულია აივანზე გასასვლელი კარი. ,,5-5’’ ღერძის გარეთ ,,ბ-გ’’ მონაკვეთში აივანს შემცირებული აქვს გაბარიტი, მიმდებარედ კედელი მონაცვლებულია ,,ა-ა’’ ღერძისკენ, რის ხარჯზეც გაზრდილია საცხოვრებელი და შემცირებულია საზაფხულო ფართები. +16.500 ნიშნულზე შეცვლილია სართულშუა გადახურვის მონოლითური ფ--–-ს კონფიგურაცია და ფართი. ,,გ-დ’’ მონაკვეთში ,,5-5’’ ღერძზე დამატებულია ღიობი. დარჩენილია კოლონების არმატურების ნაშვერები. +19.800 ნიშნულზე შეცვლილია სართულშუა გადახურვის მონოლითური ფილების კონფიგურაცია და ფართი. დარჩენილია კოლონების არმატურების ნაშვერები. ასევე ,,2-3’’ და ,,დ-გ’’ მონაკვეთების გადაკვეთაზე მონოლითური კიბე შებრუნებულია, შეცვლილი აქვს მიმართულება, მარშების ნაწილზე შემცირებული აქვს საფეხურების რაოდენობა და ლიფტის შახტას შემცირებული აქვს გაბარიტები. გაზრდილია კოლონების რაოდენობა, ნაწილს შემცირებული აქვს გაბარიტი და ნაწილობრივ მონაცვლებული აქვს ადგილმდებარეობა. გაზრდილია რიგელების რაოდენობა. სართულში გადახურვის მონოლითურ ფილაში შეცვლილია საკომუნიკაციო შახტების რაოდენობა და საპროექტოების ნაწილს მონაცვლებული აქვს ადგილმდებარეობა. კარების, ფანჯრების და ვიტრაჟების ნაწილს მონაცვლებული აქვთ ადგილმდებარეობა და ნაწილობრივ შეცვლილი აქვთ ვიზუალური მხარე. აივნების ნაწილზე შეცვლილია ლითონის, შუშის და კაპიტალური მოაჯირების რაოდენობა, გაბარიტები და ვიზუალური მხარე, ასევე აივნებზე შეცვლილია ლითონის ჟალუზების ვიზუალური მხარე. აივნების ნაწილზე დამატებულია კარადები და გამწოვი მილები. ფასადებზე დამატებულია მცირე ზომის მილები, საკომუნიკაციო ღიობები და სანათები. ნაწილობრივ შეცვლილია ფასადის ლესვის და მოპირკეთების მასალა და ვიზუალური მხარე. შენობის გარეთ დამატებით მოწყობილია კაპიტალური ღობე, კიბე და ტერიტორიის ნაწილი მოპირკეთებულია ქვით.

 

ზემოაღნიშნული დარღვევების გამო შპს ,,C----’’ დაჯარიმებული იქნა - 4000 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 25 აპრილის სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული №0----- დადგენილება (ტომი I, ს.ფ 272-275).

 

3.1.5 აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 1 ივლისის №F-------- ფაქტების კონსტანტაციის შესახებ ოქმით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ყ--–----–---–ის ქუჩა №---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში სახურავი დაუსრულებელია, ხოლო მე-5 სართულზე ბინა №---ში წვიმის შედეგად ფიქსირდება ჩამოსული წყლის კვალი, კერძოდ: აივანზე გასასვლელ კართან კედელზე შეინიშნება სისველის კვალი, კედელზე შეინიშნება სისველის კვალი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აღსრულების ეროვნული ბიუროს 216 წლის 1 ივლისის №F-------- ფაქტების კონსტანტაციის შესახებ ოქმი (ტომი I, ს.ფ 199-205).

 

3.1.6. 2017 წლის 29 დეკემბერს, შპს ,,C----’’-ს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მიეცა მითითება №0-----, რომ დარღვეულია ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 05.11.2013 წლის №9---- ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტი. დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა პროექტი მოეყვანა შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტთან შესაბამისობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული ზომები.

 

იმავე სამსახურის 2018 წლის 25 იანვრის №0----- შემოწმების აქტით დადგენილია, რომ შპს ,,C----’’-ს მიერ ქ. თბილისში ყ--–----–---–ის ქუჩა №---ში მდებარე საცხოვრებელი სახლი შემოწმების მომენტში დაუსრულებელია და 2017 წლის 29 დეკემბრის მითითებით გაცემული მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები არ შესრულდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მითითება (ტომი I, ს.ფ. 36);

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის შემოწმების აქტი (ტომი I, ს.ფ. 33-35).

 

3.1.7. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 20 მარტის №0----- სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილებაში მითითებულია:

 

ფასადი ,,ა-ე’’ +19.800 ნიშნულზე ,,გ-დ’’ მონაკვეთში დამატებით მოწყობილია ორი ლითონის კარი.

ფასადი ,,6-1’’ +19.800 ნიშნულზე ,,3-2’’ მონაკვეთში დამატებით მოწყობილია მცირე ზომის ფანჯრის ღიობი.

ფასადი ,,1-6’’ 9.700 ნიშნულზე ,,4-4’’ და ,,ბ-ბ’’ ღერძების გადაკვეთასთან აივნის ძირში მოწყობილია საჩრდილობელი.

+16.500 ნიშნულზე დამატებით მოწყობილია თუნუქის საცრემლე.

+0.000 ნიშნულზე ,,4-1’’ მონაკვეთში ,,ე-ე’; ღერძის გარეთ მოწყობილია კაპიტალური საყვავილეები და წინ დამატებულია ლითონის კონსტრუქცია და ტერიტორიის მოპირკეთება, რომლებიც სცილდება საკადასტრო საზღვრებს.

+16.500 ნიშნულზე არ არის დასრულებული კედლების ნაწილის, კარ-ვიტრაჟების და გარე პერიმეტრის კედლების და მოაჯირების მოწყობა.

+19.800 ნიშნულზე ,,2-3’’ და ,,დ-გ’’ მონაკვეთების გადაკვეთაზე შემცირებულია კიბის და ლიფტის დანაშენის გაბარიტი და გაზრდილია სიმაღლეში. დამატებით მოწყობილია კოლონები. არ არის მოწყობილი კაპიტალური მოაჯირები.

+22.900 ნიშნულზე ,,2-3’’ და ,,დ-გ’’ მონაკვეთის გადაკვეთაზე კიბის და ლიფტის დანაშენზე გაუქმებულია პარაპეტები.

ფასადების ნაწილზე დამატებით დამონტაჟებულია კონდიციონერები, საკომუნიკაციო ხვრელები და სატელიტური ანტენები. შენობის გარეთ მოწყობილ კაპიტალურ ღობეში დამატებით მოწყობილია ჭიშკრები. დასასრულებელია სამღებრო სამუშაოები. აივნების ნაწილზე არ არის მოწყობილი ლითონის ჟალუზები და ნაწილზე შეცვლილია მათი მასალა.

 

+13.200 ნიშნულზე ,,2-4’’ მონაკვეთში კედელი კარებით მონაცვლებულია ,,ბ-ბ’’ ღერძზე და აივნის ნაწილის ხარჯზე გაზრდილია საცხოვრებელი ფართი. ასევე აღნიშნულ მონაკვეთში ,,ბ-ბ’’ ღერძზე აღნიშნულ აივანს შეცვლილი აქვს კონფიგურაცია და ფართი, ,,4-4’’ და ,,ბ-ბ’’ ღერძების გადაკვეთასთან დამატებით მოწყობილია ვიტრაჟი და კარი, ასევე ,,3-4’’ მონაკვეთში ,,ბ-ბ’’ ღერძის მიმდებარედ გაუქმებულია აივანზე გასასვლელი კარი. ,,5-5’’ ღერძის გარეთ ,,ბ-გ’’ მონაკვეთში აივანს შემცირებული აქვს გაბარიტი, მიმდებარედ კედელი მონაცვლებულია ,,ა-ა’’ ღერძისკენ, რის ხარჯზეც გაზრდილია საცხოვრებელი და შემცირებულია საზაფხულო ფართობი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დადგენილება №0----- (ტომი II, ს.ფ. 97-103).

 

3.1.8. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 30 მარტის №0----- შემოწმების აქტში სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მითითებულია, რომ შპს ,,C----’’-ს მიერ სრულად არ იქნა აღმოფხვრილი სამსახურის 2016 წლის 25 აპრილის დადგენილებით ჯარიმის სახით დაკისრებული სამართლებრივი საფუძვლები, დემონტირებულია მხოლოდ ტერიტორიაზე განთავსებული მცირე ზომის ნაგებობა. სხვა დარღვევები აღმოფხვრილი არ არის, რაც მითითებულია დანართი №4-ში.

 

+13.200 ნიშნულზე ,,2-4’’ მონაკვეთში კედელი კარებით მონაცვლებულია ,,ბ-ბ’’ ღერძზე და აივნის ნაწილის ხარჯზე გაზრდილია საცხოვრებელი ფართი. ასევე აღნიშნულ მონაკვეთში ,,ბ-ბ’’ ღერძზე აღნიშნულ აივანს შეცვლილი აქვს კონფიგურაცია და ფართი, ,,4-4’’ და ,,ბ-ბ’’ ღერძების გადაკვეთასთან დამატებით მოწყობილია ვიტრაჟი და კარი, ასევე ,,3-4’’ მონაკვეთში ,,ბ-ბ’’ ღერძის მიმდებარედ გაუქმებულია აივანზე გასასვლელი კარი. ,,5-5’’ ღერძის გარეთ ,,ბ-გ’’ მონაკვეთში აივანს შემცირებული აქვს გაბარიტი, მიმდებარედ კედელი მონაცვლებულია ,,ა-ა’’ ღერძისკენ, რის ხარჯზეც გაზრდილია საცხოვრებელი და შემცირებულია საზაფხულო ფართები.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 30 ივლისის №0----- დადგენილებით მითითებულია, რომ აღნიშნული დარღვევებით საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის შპს ,,C----’’ დაჯარიმდა 4000 ლარით. სრულად არაა აღმოფხვრილი ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები, კერძოდ: მათ შორის +13.200 ნიშნულზე ,,2-4’’ მონაკვეთში კედელი კარებით მონაცვლებულია ,,ბ-ბ’’ ღერძზე და აივნის ნაწილის ხარჯზე გაზრდილია საცხოვრებელი ფართი. ასევე აღნიშნულ მონაკვეთში ,,ბ-ბ’’ ღერძზე აღნიშნულ აივანს შეცვლილი აქვს კონფიგურაცია და ფართი, ,,4-4’’ და ,,ბ-ბ’’ ღერძების გადაკვეთასთან დამატებით მოწყობილია ვიტრაჟი და კარი, ასევე ,,3-4’’ მონაკვეთში ,,ბ-ბ’’ ღერძის მიმდებარედ გაუქმებულია აივანზე გასასვლელი კარი. ,,5-5’’ ღერძის გარეთ ,,ბ-გ’’ მონაკვეთში აივანს შემცირებული აქვს გაბარიტი, მიმდებარედ კედელი მონაცვლებულია ,,ა-ა’’ ღერძისკენ, რის ხარჯზეც გაზრდილია საცხოვრებელი და შემცირებულია საზაფხულო ფართობი.

 

ხარვეზების აღმოუფხვრელობის გამო შპს ,,C----’’ დაჯარიმდა 12000 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შემოწმების აქტი №0----- (ტომი II, ს.ფ. 34-39);

- დადგენილება №0----- (ტომი II, ს.ფ. 105-109).

 

3.1.9. ლ----------------–-ს ს----–----ს სასამართლო ე------------------------–----------ს 2017 წლის 07 ივლისის №5--------- დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ყ--–----–---–ის ქუჩა №---ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე დაუსრულებელი სამუშაოების საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება წარმოდგენილი დოკუმენტაციის, დამკვეთის მითითებით, კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების, მოქმედი ნორმატიული აქტების, 2017 წლის II კვარტალის დონეზე არსებული სამშენებლო რესურსების ფასების მიხედვით დღგ-ს და ნორმატიული დანარიცხების გათვალიწინებით შეადგენს 110444,89 ლარს.

 

დასკვნაში ნათქვამია, რომ ქ. თბილისში ყ--–----–---–ის ქუჩა №---ში ექსპერტიზის ჩატარებისას გამოვლინდა როგორც დაუსრულებელი სამუშაოები, ისე პროექტის გადახვევით შესრულებული სამუშაოები, კერძოდ, მე-6 სართულზე არ არის დასრულებული კედლების და კარ-ფანჯრის მოწყობის სამუშაოები, მოაჯირების და ტერასების მოპირკეთების სამუშაოები, ასევე აღნიშნულ სართულზე დასაჭრელია არმატურის ნაშვერები, გამომდინარე აღნიშნულიდან სრულად არ არის დასრულებული ფასადის დეკორატიული ლესვის სამუშაოები, მოსაწყობია წყალსადენი სისტემა და ა. ს. დამკვეთის მითითებით კიბის უჯრედში მოსაწყობია მოაჯირები, სარდაფში სამრეწველო იატაკი, ხოლო ეზოში შესასვლელში ნაცვლად მოწყობილი ბეტონისა უნდა იყოს დაგებული ქვაფენილი. შენობაში არ არის დამონტაჟებული ლიფტი, რომელიც განთავსებულია ადგილზე. თუმცა ექსპერტიზის მიერ ლიფტის დეტალების და კონსტრუქციის გამართულობაზე მსჯელობა ვერ მოხდა. აღნიშნული უნდა დადგინდეს მისი მონტაჟის მიმდინარეობისას. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ლიფტის შახტის შემომსაზღვრელი კედლები მოწყობილია თაბაშირ-მუყაოს ფილებით, რაზეც ვერ მოხდება ლიფტის კონსტრუქციის დამონტაჟება. ექსპერტიზის მიერ შედგენილ ხარჯთაღრიცხვაში მოცემულია ლიფტის მონტაჟის ღირებულება, თუმცა შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რაც შესაძლებელს გახდის ლიფტის მონტაჟს აღნიშნული ღირებულება გაიზრდება. ექსპერტიზის ჩატარებისას დამკვეთის მიერ მითითებული იქნა, რომ საცხოვრებელ სახლს არ გააჩნია ცენტრალურ სანიაღვრე სისტემასთან დაერთება, რაც ასევე მოითხოვს შესაბამის პროექტირებას და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ გახდება შესაძლებელი ღირებულებაზე მსჯელობა.

 

სასამართლოს ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ლ----------------–-ს ს----–----ს სასამართლო ე------------------------–----------ს 2017 წლის 07 ივლისის №5--------- დასკვნა (ტომი I, ს.ფ. 174-189).

 

3.1.10. ლ----------------–-ს ს----–----ს სასამართლო ე------------------------–----------ს 2018 წლის 07 სექტემბრის №---------- წერილის თანახმად, 2018 წლის 03 სექტემბერს სსიპ ლ----------------–-ს ს----–----ს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მიღებული იქნა შპს ,,C----’’-ს დირექტორის თემურ ვაშაკიძის განცხადება საექსპერტო მომსახურეობის შესახებ. კერძოდ, დავალების მიხედვით განმცხადებელს სურდა დაედგინა: ქ. თბილისში, ლ-----ს (ყ--–----–---–ის) ქუჩა №---ის მე-5 სართულზე ა-4-ა-6 ღერძებში ფანჯრის ღიობების მოწყობის (გაჭრის) პერიოდი (თვე, წელი).

 

ფანჯრის ღიობების მოწყობის (გაჭრის) თარიღის განსაზღვრა მეცნიერულად დასაბუთებული შესაბამისი სახის მეთოდიკის არარსებობის გამო შეუძლებელია და მოთხოვნილი ექსპერტიზა ვერ ჩატარდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ლ----------------–-ს ს----–----ს სასამართლო ე------------------------–----------ს (ტომი II, ს.ფ. 110).

 

3.1.11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით ო------–--–---ას, ლ--------–-–---–ის, ნ-----–- თ-------ის, ლ--------------ს, ხ------- ფ--–-ას, ანრი გუგეშაშვილის და მარიამ სიგუას სარჩელი, მოპასუხე შპს ,,C----’’-ს მიმართ ნასყიდობის ფასის შემცრების, შემცირებული თანხის უკან დაბრუნების და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლოს ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება (ტომი II, ს.ფ. 40-53).

 

3.1.12. 2018 წლის 06 თებერვლის რეაგირების ოქმის თანახმად, ქ. თბილისის II სახაზო-საპატრულო სამმართველოს (ვ---------------–--) პატრულ ინსპექტორის დ------------ე გამოცხადდა, ქ. თბილისში, ლ-----ს ქუჩა №---ში, სადაც დახვდა შპს ,,C----’’-ს დირექტორი თ---------–-----, რომლის განმარტებით, მე-5 სართულზე მდებარე №-- ბინაში არის უკანონოდ გაჭრილი ფანჯარა, რომელიც დასტურდება ექსპერტიზის დასკვნით, მიყვანილი ჰყავდა 2 მუშა ფანჯრების ამოსაშენებლად, მაგრამ კარები არ გაუღეს და ამოშენებაზე უარი განუცხადეს, რაზედაც შედგა ოქმი.

 

სასამართლოს ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 06 თებერვლის რეაგირების ოქმი (ტომი I, ს.ფ. 37).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ლ----------------–-ს ს----–----ს სასამართლო ე------------------------–----------ს 2017 წლის 21 ივნისის №5--------- დასკვნაში დასმულ კითხვაზე: როგორია ქ. თბილისში, ყ--–----–---–ის ქუჩა №---ში მდებარე შენობის ღერძი 1-6, ნიშნული +13,2 არსებული ფანჯრების პროექტთან შესაბამისობა და აღნიშნული ბინის სართულის მოწყობის პროექტთან შესაბამისობა, დადგენილია, რომ: ქ. თბილისში, ყ--–----–---–ის ქუჩა №---ში მდებარე შენობის ღერძი 1-6, ნიშნული +13.2-ზე, ფაქტიური მდგომარეობით მოწყობილია 5 ცალი ერთეული ფანჯარა, რაც არ შეესაბამება წარმოდენილ საპროექტო მონაცემებს, სადაც +13.2 ნიშნულზე დაფიქსირებულია 3 ერთეული ფანჯარა, ამასთან შენობის ღერძი 1-6, ნიშნული +13.2-ზე, ფაქტიური მდგომარეობით გათბობა-გაგრილების კონდიციონერის გარე მონტაჟის ბლოკები (სულ 2 ერთეული) არ არის მოწყობილი იმ ადგილას, სადაც ითვალისწინებს განმცხადებლის მიერ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დადგინდა, რომ ქ. თბილისში, ყ--–----–---–ის ქუჩა №---ში მდებარე შენობის ღერძი 1-6, ნიშნული +13.2-ზე მოწყობილი ფანჯრების რაოდენობა და კონდიციონერის გარე მოწყობის ბლოკების ადგილმდებარეობა არ შეესაბამება განმცხადებლის მიერ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ საპროექტო დოკუმენტაციას.

 

რაც შეეხება აღნიშნული ბინის, მდებარე ქ. თბილისი, ყ--–----–---–ის ქუჩა №---ში სართულის მოწყობის პროექტთან შესაბამისობის დადგენას, ვინაიდან განმცხადებელმა ვერ უზრუნველყო შენობის ღერძი 1-6, _13.2 ნიშნულზე არსებული საცხოვრებელი ბინის ფართში ექსპერტის დაშვება, საკვლევი მასალის არარსებობის გამო, დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა დღეის მდგომარეობით ტექნიკურად შეუძლებელია.

 

მოპასუხე მხარის მიერ შედავებული იქნა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ფანჯრების რაოდენობა და განმარტებული იქნა, რომ უშუალოდ მის საკუთრებაში არსებულ ბინას გააჩნდა 4 ღიობი. სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის საოქმო განჩინებით, დანიშნული იქნა ადგილზე დათვალიერება, რომელიც ჩატარდა 2019 წლის 16 იანვარს. ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ მართალია აღნიშნულ ნიშნულზე განთავსებულია 5 ღიობი, თუმცა აქედან 4 არის განთავსებული მოპასუხის უძრავ ქონებაში, საიდანაც 2 არის პროექტის დარღვევით გაჭრილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ლ----------------–-ს ს----–----ს სასამართლო ე------------------------–----------ს 2017 წლის 21 ივნისის №5--------- დასკვნა (ტომი I, ს.ფ. 24-30);

- ადგილზე დათვალიერების ოქმი (ტომი II, ს.ფ.. 167-169)

 

3.2.2. დ--------------–-------------–---------------ის ცენტრის 2018 წლის 11 მაისის ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ წარმოდგენილი ფოტო/ვიდეო მასალიდან და ამჟამად არსებული ფაქტიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყ--–----–---–ის ქუჩა №--, ბინა №---ში უკანა ფასადის-ეზოში გამავალი ოთხი ღიობი არსებობდა ჯერ კიდევ 01.05.2015 წლამდე - ობიექტის მშენებლობის პროცესში. შენობის +13.2 და +16.5 ნიშნულზე კონსტრუქციული ნაწილი შეესაბამება კონსტრუქციულ პროექტს (მონოლითური რკინაბეტონის კოლონები და მონოლითური სართულშუა ფილები). შენობა მთლიანობაში არ არის დასრულებული, კერძოდ არ არის ამოშენებული ზედა მე-6 სართულის კედლები. აღსანიშავია, რომ სხვენიდან არ არის გატანილი სამშენებლო ნარჩენები და ყალიბები. ბრტყელი სახურავის ნაწილი +16.5 ნიშნულზე გადახურულია ,,მოხრეშილი’’ ტოლით და მის ქვეშ არ არის ქვედა დრეკადი ტოლის ფენა, რაც ვერ უზრუნველყოფს ბრტყელი სახურავის სრულ ჰიდროიზოლაციას. +16.5 ნიშნულზე ამოშვერილი არმატურა მოსაჭრელია და კოლონების დაბოლოებებზე მოსაწყობია ჰიდროიზოლაცია. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: - დ--------------–-------------–---------------ის ცენტრის 2018 წლის 11 მაისის ექსპერტიზის დასკვნა (ტომი II, ს.ფ. 11-15). 3.2.3. პროექტის მთავარი არქიტექტორის განმარტებითი ბარათის თანახმად ქ. თბილისში, ყ--–----–---–ის (ლ-----ს ქუჩა) №---ში შეთანხმებული არქიტექტურული პროექტი დაგეგმარებულია ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენების და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილების შესაბამისად, რომელიც ფანჯრის ღიობების მოწყობას არეგულირებს მუხლი 34-ის 19 ქვეთავი. შენობის სამეზობლო საზღვრის მხარეს კარის, ფანჯრის, სამტრედეს და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილის საანგარიშო ზედაპირზე მოწყობის სიმაღლე დამოკიდებულია შენობის სამეზობლო საზღვრის მხარეს არსებული საანგარიშო ზედაპირის და სამეზობლო საზღვრის წარმოსახვით ვერტიკალურ სიბრტყემდე პერპენდიკულარულ დაშორებაზე ქვემოთ მოცემული ჩამონათვალის შესაბამისად: ა) 3.0 დაშორების შემთხვევაში - 7.5 მ-მდე სიმაღლეზე; ბ) 3.0 მ-დან 7.5 მ-მდე დაშორების შემთხვევაში -შემდეგი ფორმულის შემდეგი შეფარდების შესაბამისად: დაშორება გაყოფ--–- 0.4-ზე; გ) 7.5 მ-ზე მეტი დაშორების შემთხვევაში-საანგარიშო ზედაპირის მაქსიმალურ სიმაღლემდე. არქიტექტურულ პროექტში ,,1-6’’ ფასადზე ,,ბ’’ ღერძზე განლაგებული ღიობები დამუშავებულია, წარმოდგენილია მუხლი 34-ის 19 ქვეთავის შესაბამისად, ,,ბ’’ ღერძიდან საკადასტრო საზღვრამდე არის 5.1 მ, რაც საშუალებას იძლევა ღიობები გაკეთდეს მიწის დონიდან 12.75 მეტრის სიმაღლეზე (მეოთხე სართულამდე), 12.75 მეტრიდან ზევით (მეხუთე სართულზე) მოწყობილი ნებისმიერი ღიობი არღვევს კანონს. შესაბამისად პროექტის დაკორექტირება და შემდგომში შენობის ექსპლუატაციაში მიღება ვერ მოხერხდა. პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა გაუქმდეს ყველა ღიობი, რათა მოხდეს პროექტის კორექტირება და შენობის ექსპლუატაციაში მიღება. აღნიშნული განმარტებითი ბარათი შეცვალა პროექტის არქიტექტორმა და წარმოდგენილი იქნა მეორე დასკვნა, რომლის თანახმად არსებული სიტუაციით 1-6 ფასადზე ,,ბ’’ ღერძზე ნიშნული +13.200 განლაგებული ორი ღიობით ირღვევა სამეზობლო მიჯნა. პრობლემის მოსაგვარებლად არსებობს სხვადასხვა საშუალება: 1. გაუქმდეს ერთი ღიობი რომელიც არღვევს სამეზობლო მიჯნას, ხოლო მეორე ღიობი მოყვანილი იქნას თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილების შესაბამისად; 2. წარმოდგენილი იქნას მეზობლის თანხმობა ღიობების მოწყობის თაობაზე. წინა განმარტებით ბარათში გაიპარა შეცდომა და აღნიშნული უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ერთ-ერთი პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა გაუქმდეს ერთი ღიობი, რომელიც არღვევს სამეზობლო მიჯნას, ხოლო მეორე ღიობი მოყვანილი იქნას ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილების შესაბამისად ან წარმოდგენილ იქნას მეზობლის თანხმობა ღიობების მოწყობის თაობაზე, რათა მოხდეს პროექტის კორექტირება და შენობის ექსპლუატაციაში მიღება. ვინაიდან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამზედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გაცემულია №0----- 19.12.2017 წლის მითითება სამშენებლო-სამართალდარღვევის საქმეზე, საიდანაც დგინდება, რომ ზემოთ აღნიშნული მშენებარე ობიექტის პროექტის კორექტირებისას არაა საკმარისი მხოლოდ ფანჯრის ღიობების პრობლემის მოგვარება და არსებობს სხვა უამრავი ფაქტორი მისი შესაბამისობაში მოსაყვანად, ასევე პროექტის კორექტირება და შემდგომში მისი შეთანხმება სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურში სულ მცირე 2-3 თვეს მოითხოვს. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - განმარტებითი ბარათ (ტომი II, ს.ფ. 113); - განმარტებითი ბარათ (ტომი II, ს.ფ. 146). 3.2.4. შპს ,,ყ---------------თბილისის’’ 2018 წლის 10 მაისის №0---------- წერილის თანახმად, საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების და წესების თანახმად, საყოფაცხოვრებო გაზქურის მონტაჟი დასაშვებია სამზარეულოებში ან ინდივიდუალური სარგებლობის დერეფნებში ბუნებრივი ვენტილაციით და განათებით, რომელთა ჭერის სიმაღლე შეადგენს არანაკლებ 2,2 მეტრს. ამასთან ფართს, რომელშიც განთავსდება გაზქურა უნდა გააჩნდეს ფანჯარა სარკმლით და სავენტილაციო არხი. ხოლო სავენტილაციო არხის არარსებობის შემთვევაში სარკმელი უნდა მიეწყოს ფანჯრის ზედა ნაწილში. გაზქურას და მოპირდაპირე კედელს შორის დაშორება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 მეტრს. ფართის მოცულობა დამოკიდებულია გაზქურის ტიპზე და უნდა შეადგენდეს 8 კუბ.მ-ს 2 სანათურიანი გაზქურისთვის; 12 კუბ.მ-ს 3 სანათურიანი გაზქურისთვის და 15 კუბ.მ-ს 4 სანათურიანი გაზქურისთვის. აქვე მნიშვნელოვანია, რომ სამზარეულოში ფანჯრების ამოშენების შემთხვევაში გაზქურის დასამონტაჟებლად უნდა გამოინახოს ალტერნატიული ფართი, რომელიც დააკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ პირობებს. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: - შპს ,,ყ---------------თბილისის’’-ს წერილი (ტომი II, ს.ფ. 30). სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე და 102.1 მუხლებში, რომელთა მიხედვითაც მოსარჩელე განსაზღვრავს თუ სარჩელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნა რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაამყაროს, ხოლო მხარეებს ევალებათ დაამტკიცონ სარჩელში და შესაგებელში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზე სასამართლოს უპირველესი ვალი მტკიცებულებათა იურიდიული ძალის, მათი სანდოობის განსაზღვრა, ღირებულებითი ძალის დადგენაა, რომელიც მათი შინაარსობრივი კვლევის შედეგად უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ კრიტერიუმით გამორჩეული თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულებების ინდივიდუალურად და ერთობლიობაში შეფასებით ექმნება სასამართლოს შინაგანი რწმენა მტკიცების საგანში შემავალი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ (სსკ-ს 105.3 მუხლი). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხე ხ------- ფ--–-ას აეკრძალოს შპს ,,კ--------თვის’’ ხელშეშლა, კერძოდ, ხ------- ფ--–-ამ ხელი არ შეუშალოს მის მიერ პროექტის დარღვევით გაჭრილი ორი ღიობის ამოშენებაში. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მოპასუხის უძრავ ქონებაში განთავსებული 2 ღიობი არ არის გათვალისწინებული პროექტით და წარმოადგენს დარღვევით გაჭრილს. თუმცა, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ ღიობები გაჭრილი იქნა უშუალოდ მოპასუხის მიერ, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი იქნა ექსპერტიზის დასკვნა, ასევე ფოტომასალა, ამასთან, მთავარი არქიტექტორის განმარტებითი ბარათი, რომელიც განმარტავს, რომ ერთი ღიობის დაკორექტირება არის შესაძლებელი. ამასთან, არაერთი დადგენილება, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელეს მშენებლობა ნაწარმოები აქვს დარღვევებით. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელემ ნაწილობრივ დაძლია კუთვნილი მტკიცების ტვირთი, რაც სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველია. სამოტივაციო ნაწილი 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის, საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. 5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლები. 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარად ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. სასამართლო განმარტავს, რომ ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და, ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას, არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით. ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი

 

მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და, ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. ფაქტის არსებობა კი დადასტურებული უნდა იქნეს სათანადო მტკიცებულებებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების მარეგულირებელი სანივთო-სამართლებრივი ნორმები აკონკრეტებენ საკუთრებით ბოროტად სარგებლობის ინსტიტუტს. ამგვარად განიხილება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია.

 

მსგავსად ეროვნული კანონმდებლობისა, ადამიანის უფლებათა კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლი ადგენს საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის უფლებას, რაც იმას ნიშნავს, რომ უფლებით დაცულ სფეროს, ერთი მხრივ, წარმოადგენს კანონის საფუძველზე მოპოვებული საკუთრების უფლება, ხოლო, მეორე მხრივ, უკვე მოპოვებული საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის შესაძლებლობა. მართალია, საკუთრების უფლების წარმოშობის მიმართ არ არსებობს ერთიანი ევროპული კონსენსუსი და უფლების წარმოშობის თვალსაზრისით სახელმწიფოები სარგებლობენ შეფასების ფართო ზღვარით, თუმცა უდავოა, რომ უკვე წარმოშობილი კანონიერი საკუთრების მშვიდობიანი სარგებლობის უფლების უმთავრესი მიზანი ამ უფლების დაცვაა, რაც სახელმწიფოს ნეგატიურ ვალდებულებას უდგენს, ხელი არ შეუშალოს ამ უფლების რეალიზაციას. უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის შესაძლებლობას, ბუნებრივია, ითვალისწინებს კონვენციური სამართალი და იმის დასადგენად, ამ ჩარევის შედეგად დაირღვა თუ არა დაცული უფლება, გამოიყენება მიხედულების ზღვრის დოქტრინა _ ე.წ „პროპორციულობის ტესტი“, რომლის თანახმადაც ჩარევა გამართლებულია, თუ ის ემსახურება ლეგიტიმური მიზნის მიღწევას (აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვათა უფლებებისა და ინტერესების დასაცავად) და ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია უფრო ნაკლებად შემზღუდავი საშუალებით.

 

საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ ყ--–----–---–ის (ლ-----ს) ქუჩა №---ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი აშენებულია შპს ,,C----’’-ს მიერ. დღეის მდგომარეობით შენობა დასრულებულია, თუმცა არ არის მიღებული ექსპლოატაციაში, რაზედაც პასუხისმგებლობა ეკისრება მოსარჩელე მხარეს.

 

,,მშენებლობის ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, საპროექტო დოკუმენტაცია არის ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული შემადგენლობის, შემუშავებული, შეთანხმებული და დამტკიცებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია; სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან, სანებართვო პირობების შესრულებასთან და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესთან დაკავშირებული საკითხები საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს განეკუთვნება. საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის რეგულირებას ახორციელებენ მშენებლობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისათვის უფლებამოსილი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოები. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ საპროექტო ნორმატივების დარღვევისათვის მოსარჩელე დაჯარიმებულია რამდენჯერმე.

 

დადგენილია ასევე, რომ მოპასუხემ შპს ,,C----’’-სთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა უძრავი ქონება. მოპასუხის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის სამზარეულოს კედელზე ღიობები ამოჭრილია არსებული პროექტის დარღვევით (ვიტრაჟი და კარი). ასევე დადგენილია, რომ ხ------- ფ--–-ა არ აძლევს საშუალებას მოსარჩელეს ამოაშენოს და პროექტთან შესაბამისობაში მოიყვანოს არსებული ღიობები.

 

მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ უშუალოდ მოპასუხის მიერ იქნა აღნიშნული ღიობები გაჭრილი. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები, ფოტომასალა, შემოწმების აქტები და დადგენილებები სასამართლოს აძლევს საკმარის საფუძველს დასკვნისათვის, რომ მოპასუხეს არ განუხორციელებია ღიობების ამოჭრა. შესაბამისად, ამ მხრივ მოპასუხის ბრალეულობა არ იკვეთება.

 

ადგილზე დათვალიერებისას დადგენილი იქნა, რომ 2-ივე ღიობი არის განთავსებული სამზარეულოში და შესაბამისად, მისი ამოშენებით, მოპასუხე ვერ ისარგებლებს სამზარეულოთი, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი, შპს ,,ყ-------------- თბილისის’’ წერილით. აღნიშნულით კი შეილახება მოპასუხის, როგორც მესაკუთრის უფლებები, ინტერესები - სრულფასოვნად ისარგებლოს კუთვნილი უძრავი ქონებით.

 

სასამართლო ვერ გაიზიარეს მოსარჩელის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ არქიტექტურაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებს ე.წ. ,,სხივის’’ პრინციპი, რაც იმას ნიშნავს, რომ შენობის იმ ადგილზე, სადაც გაჭრილია ღიობები, პროექტი არანაირ კორექტირებას არ ექვემდებარება და იგი ყველა ვარიანტში უნდა იყოს ამოშენებული. აღნიშნული გარემოების საპირისპიროდ, მოპასუხის მიერ წარმოდგენილია პროექტის არქიტექტორის განმარტებითი ბარათი, რომლის მიხედვით პრობლემის მოსაგვარებლად არსებობს სხვადასხვა საშუალება: 1. გაუქმდეს ერთი ღიობი რომელიც არღვევს სამეზობლო მიჯნას, ხოლო მეორე ღიობი მოყვანილი იქნას თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებისათან შესაბამისობაში; 2. წარმოდგენილი იქნას მეზობლის თანხმობა ღიობების მოწყობის თაობაზე. ამდენად, დგინდება, რომ ერთი ღიობი ექვემდებარება კორექტირებას, რაზედაც მოპასუხე მხარეს უკვე განხორციელებული აქვს ქმედებები. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ერთი ღიობის ამოშენებით დაცული იქნება ბალანსი და მხარეს ექნება შესაძლებლობა მოახდინოს ერთი ღიობის დაკორექტირება, რაც საშუალებას მისცემს მას სრულფასოვნად ისარგებლოს კუთვნილი უძრავი ქონებით. ასევე ერთი ღიობის ამოშენებით, მომავალში აღმოიფხრება ის დარღვევა, რაც მითითებულია სამართლადარღვევის ოქმებში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, მომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია ნაწილობრივ და შესაბამისად, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ - მოპასუხე ხ------- ფ--–-ას უნდა აეკრძალოს უკანონო ხელშეშლა შპს ,,კ--------თვის’’, კერძოდ, აეკრძალოს ხელის შეშლა პროექტის დარღვევით გაჭრილი 1 ღიობის ამოშენების დროს, რომელიც განთავსებულია და არღვევს სამეზობლო მიჯნას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი, კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლებში. ზოგადი პრინციპი ასეთია _ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა. სასამართლო ასევე მიუთითებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს.

 

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, შესაბამისად, დავის საგნის ფასი 4000 ლარია, რის გამოც ნახევრდება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა და შეადგენს - 60 ლარს. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 120 ლარის ოდენობით, შესაბამისად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 60 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 30 ლარის გადახდა, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, ხოლო მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 30 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პროპორციულად. ამასთან, მოსარჩელეს უნდა დაეკისროს მოპასუხის მიერ ექსპერტიზაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1200 ლარის ოდენობით.

 

რაც შეეხება წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზაღურების საკითხს, სასამართლო განმარტავს, რომ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით სამოქალაქო კოდექსის 907-ე მუხლით გათვალისწინებული გარიგებაა, რომელიც ფორმათავისუფალია და შეიძლება დაიდოს, როგორც წერილობით, ისე _ ზეპირი ფორმით. ამავე კოდექსის 710-ე მუხლის თანახმად კი, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. გასამრჯელო ჩაითვლება უსიტყვოდ შეთანხმებულად, თუ გარემოებათა მიხედვით მოქმედების შესრულება მხოლოდ გასამრჯელოთი არის მოსალოდნელი. თუ გასამრჯელოს ოდენობა არ არის განსაზღვრული, მაშინ რაიმე ნიხრის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სანიხრო გასამრჯელო, ისევე, როგორც ნიხრის არარსებობისას – ჩვეულებრივი გასამრჯელო.

 

საქმის მასალებით დასტურდება მოპასუხესა და მის წარმომადგენელს შორის დავალების ხელშეკრულების არსებობა, რომელიც, საქმის გარემოებათა მიხედვით სასყიდლიანია, საქმეში წარმოდგენილია ასევე მტკიცებულება, რომლითაც დგინდება, რომ მოპასუხემ წარმომადგენლის მომსახურებისთვის გადაიხადა 2500 ლარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს გასამრჯელოს ოდენობას, შესაბამისად, არსებობს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების წინაპიროები. რაც შეეხება ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას, სასამართლო მისი განსაზღვრის მიზნით ყურადღება შემდეგ საკითხებზე გაამახვილებს:

 

განსახილველი დავის საგანი უკანონო ხელშეშლის აღკვეთაა. ამ კატეგორიის დავის საგნის ღირებულება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 4 000 ლარით განისაზღვრება, ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ამ თანხის 4% შეადგენს 160 ლარს, ხოლო გათვალისწინებით იმისა, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პროპორციულობის გათვალისწინებით, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 80 ლარის გადახდა, წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით ჩდა

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,კ--------’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

co

1.1. მოპასუხე ხ------- ფ--–-ას აეკრძალოს უკანონო ხელშეშლა შპს ,,C----’’-თვის, კერძოდ აეკრძალოს ხელის შეშლა პროექტის დარღვევით გაჭრილი ერთი ღიობის ამოშენების დროს;

ჩ

1.2. დანარჩენ ნაწილში შპს ,,C----'’ -ს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

2. მოპასუხე ხ------- ფ--–-ას დაეკისროს 30 ლარის გადახდა მოსარჩელე შპს ,,C----''-ს სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, ხოლო მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 30 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

3. მოსარჩელე შპს ,,C----’’-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 2018 წლის 02 მარტს, სს ,,თიბისი ბანკში’’ ვ------ა გ--–-–---–ის (ვ------) მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 120 ლარიდან, 60 ლარი როგორც ზედმეტად გადახდილი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ბანკის კოდი:TRESGE22, ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში: 300773-50, საგადასახადო დავალება #0.

 

4. მოსარჩელე შპს ,,C----’’-ს დაეკისროს - 1200 ლარის ანაზღაურება მოსარჩელე ხ------- ფ--–-ას სასარგებლოდ, ექსპერტიზის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ;

 

5. მოსარჩელე შპს ,,C----’’-ს დაეკისროს 80 ლარის ანაზღაურება მოსარჩელე ხ------- ფ--–-ას სასარგებლოდ წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თინა ვაშაყმაძე