განაჩენი

სისხლის სამართლის 31.05.2019
საქმის ნომერი
090100118002738145
დავის ტიპი
303 1
თარიღი
31.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N(1/39–2018) 090100118002738145

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

31 მაისი, 2019 წელი ქ.ა-------–-----ი

 

ა-------–-----ის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ლეილა გურგუჩიანი

სხდომის მდივანი - იამზე მურუსიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ზ------–--–---------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - დ------------–---

მამის სახელი: ა---------

დაბადებული: 0--------- წელი;

დაბადების ადგილი: საქართველო, ა-------–-----ი;

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: უ-----–----

ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-;

ნასამართლეობა: ნ----------–----------------;

პირადი ნომერი: 0-----------

რეგისტრაციის მისამართი: ქვეყანა-საქართველო, რაიონი- ა-------–-----ი, სოფელი - ს------–-;

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა-საქართველო, რაიონი-ა-------–-----ი, სოფელი - ს------–-;

ადვოკატი - გ------------–---–---

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

დისპოზიცია: ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს 2012 წლის 13 აგვისტოს N13---- ბრძანებით, ინდ. მეწარმე დ------------–---- მიერ, 9350 კუბური მეტრი წიწვოვანი და ფოთლოვანი მერქნული რესურსის მოჭრა განისაზღვრა ნიკორწმინდის სატყეოს N1 კვარტალში, 134 ჰექტარ ფართობზე და შესაბამისად გაიცა ლიცენზია N1------. მოქმედების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 13 აგვისტოდან, 2015 წლის 07 ივნისამდე.

 

N1------ ლიცენზიით დადგენილ ვადაში დ------------–---მ აითვისა 4249 კუბური მეტრი წიწვოვანი და ფოთლოვანი მერქანი, ხოლო ლიცენზიით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ, ანუ 2015 წლის 07 ივნისიდან 2015 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით, უკანონოდ მოჭრა 2316.905 კუბური მეტრი სოჭის ჯიშის ხე–ტყე, რითაც გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 254 859.55 ლარი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა დ------------–---- მიერ ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

3.3. ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების (ბრალდებისა და დაცვის მხარეების მტკიცებულებების) შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, ასევე სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს, კერძოდ:

 

3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ი/მ დ------------–---- მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა დაზარალებულის წარმომადგენლის პ---------------, ბ---------–-–---–--, ლ---------–--–-–---–--, დ--–---------–---–--, ბ---------------- ი-----–-----------–---–--, გ-------------------, ს-----------------, მ-------------, დ-------------–----, გ-------–----------, ზ-------------–----, ჩვენებები, დოკუმენტების დათვალიერების ოქმი, ამოღების ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტოცხრილით, გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშების ოქმი, ბრძანებები, მიმართვები შესაბამისი პასუხებით. ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიები N1---------------

 

დაცვის მხარის მიერ ბრალდებულის ქმედების შესაფასებლად სასამართლოს წარედგინა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის 2015 წლის ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვის დეკლარაციები, დამატებითი ღირებულების გადასახადის 2015 წლის ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვის დეკლარაციები, 2015 წლის ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის თვის საგადასახადო ანგარიშფაქტურები, განცხადება ი/მ ,,დ------------–---- მიერ წლიური დღგ-ს ჯამური ბალანსის ბრუნვის გამოთხოვაზე, ი/მ ,,დ------------–---ზე“ 2012 წლის 5 ივლისიდან, 2012 წლის 07 აგვისტოს ჩათვლით ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გაცემული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი, ი/მ ,,დ------------–---ზე“ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გაცემული ფირნიშები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს /გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ ცენტრალური სამმართველოს უფროსის ლ-–------------ 2015 წლის 08 სექტემბრის წერილი ი/მ ,,დ------------–---ს“ და მეწარმის 2015 წლის 15 სექტემბრის პასუხი ამ წერილზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ეროვნული სატყეო სააგენტოს რ-----–------------------------ სატყეო სამსახურიდან თ--------------------- 2015 წლის 31 აგვისტოს წერილი ი/მ ,,დ------------–---ს“, 2015 წლის 10 სექტემბრის აქტი, ი/მ ,,დ------------–----“ 2012 წლის 31 აგვისტოს განცხადება სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოსადმი, ბუნებრივი რესურსების სააგენტოს 2012 წლის 10 სექტემბრის N08-10/1496 წერილი ი/მ ,,დ------------–---ს“, ი/მ ,,დ------------–----“ 2018 წლის 21 ნოემბრის განცხადება გარემოსდაცვითი დეპარტამენტის უფროსის ი-----–---------–---–-------, ტყეკაფის აღრიცხვის უწყისები ელექტრონული ბაზიდან, ა-------–-----ის რაიონის სოფელ ნიკორწმინდის 2014 წლის 5 ივლისის შემოწმების აქტი, 2017 წლის 29 სექტემბრის ტყეკაფის გაუქმების აქტი, ექსპერტ ე------------------ დასკვნა, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის გ--------------–---–-- 2012 წლის 13 აგვისტოს N13---- ბრძანება, ა-------–-----ის რაიონული სასამართლოს 2015 წლის N4/113 დადგენილება ი/მ ,,დ------------–---“-სათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ, 2012 წლის 6 ივნისის N1------ ლიცენზია, 2012 წლის 13 აგვისტოს N1------ ლიცენზია, დ--–---------–---–--, ი-----–-----------–---–--, პ---------------, დ------------–---- ჩვენებები.

 

3.5. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება და სადავო არ არის ის გარემოება, რომ დ------------–--- ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე.

 

3.6.სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა პ--------------- განმარტა, რომ იცის ის, რაც საგამოძიებო ორგანოში უამბეს. არაფერი იცის ტყეკაფის ჩაბარების შესახებ შენიშვნებით თუ შენიშვნების გარეშე, მათი სამსახურის მხრიდან რაიმე დარღვევაზე რეაგირება არ ყოფილა დ------------–---- მიმართ, არ იცის დ------------–---- მიერ სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების ვადების შესახებ, არც ის იცის დ------------–--- საქმიანობდა თუ არა უკანონოდ, პოლიციისგან ინფორმაციის მიღებამდე არ იცოდა მისი უწყება დაზარალებული იყო თუ არა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე დაზარალებულად ცნობილი უწყება არ არის ინფორმირებული დ------------–---- ქმედებით მიადგა თუ არა რაიმე ზიანი, ბრალდებას არ ჰყავს დაზარალებული და შესაბამისად ბრალის წარდგენის საფუძველიც არ არსებობდა. ბრალდება ემყარება მხოლოდ ვარაუდებს და არა მტკიცებულებებს დ------------–---- მხრივ შესაძლო დანაშაულის ჩადენის შესახებ და მცდელობის მიუხედავად ვერ მიაკვლია დაზარალებულს, რადგან დანაშაულის გარეშე ზარალი არ არსებობს. დანაშაული კი დ------------–---ს არ ჩაუდენია. ამის კატეგორიულობას თვით დაზარალებულად ცნობილი უწყების წარმომადგენლის სარწმუნო განმარტება ადასტურებს.

 

3.7.სასამართლო სხდომაზე, მოწმე ბ--------------- (სსიპ ე---------–-------------------------------–------------------------------------------ - მეტყევე) განმარტა, რომ დ------------–---ს რა ვადით ჰქონდა ლიცენზია არ იცის. მის მიმართ არსებითი დარღვევა არ გამოვლენილა ოთხივე ტყეკაფის შემოწმებით, სულ 4 ძირი ხე იყო უკანონოდ მოჭრილი დ------------–---- მხრივ მის მიმართ ჩატარებული შემოწმების დროს ზეწოლა არ ყოფილა. ტყეკაფის გადაბარებას ისინი ანხორციელებენ და როცა ტყე-კაფები გადაიბარეს რაიმე უკანონო ჭრებზე შენიშვნა არ დაწერილა(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.8..მოწმის სახით დაკითხულმა, ბ---------–-–---–-ა (სსიპ ე---------–-------------------------------–------------------------------------------ - მეტყევე) დაადასტურა, რომ მეტყევე კ------------- და ტ--–--–-–---–---- ერთად შეამოწმეს ჯ----–---- ტყე-კაფი, რომელიც გაუწმენდელი იყო, მიუთითა მხოლოს 4 ძირი ხის უკანონო ჭრაზე, ხოლო ლიცენზიასთან დაკავშირებულ საკითხზე აღნიშნა რომ არაფერი იცის (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.9.მოწმის სახით დაკითხულმა, ლ---------–--–-–---–-- (სსიპ ე---------–-------------------------------–------------------------------------------ - მეტყევე) განმარტა, რომ დათვალიერებული იქნა 4 ტყე-კაფი, გამოვლინდა 4 ძირი ხე-ტყის უკანონო ჭრა, დაადასტურა, რომ მეტყევე კ-------------, ტ--–--–-–---–---- ერთად შეამოწმეს ჯ----–---- ტყე-კაფი, რომელიც გაუწმენდელი იყო, მიუთითა მხოლოდ 4 ძირი ხის უკანონო ჭრაზე, ხოლო ლიცენზიასთან დაკავშირებულ საკითხზე მის მიერ წინასწარ გამოძიებაში მოწმის სახით გამოკითხვის ოქმის შინაარსზე არაფერი იცოდა. (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა ბ---------------, ბ---------–-–---–-ა და ლ---------–--–-–---–-- დ------------–---- მხრიდან სალიცენზიო პირობების დარღვევასა და ტყე-კაფის ათვისების ლიზენზიით გათვალისწინებული ვადის დარღვევის შესახებ არაფერი იცოდნენ.

 

3.10. მოწმის სახით დაკითხულმა, გ-------–---------- (ა-------–-----ის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი) დაადასტურა, მის მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ (შემთხვევის ადგილის დათვალიერება, მოწმეთა გამოკითხვა). მანვე მიუთითა რომ ლიცენზიის ვადა 3 წელი იყო. აგვისტოში უნდა დაწყებულიყო. (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.11.მოწმის სახით დაკითხულმა, ზ-------------–---- (ა-------–-----ის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე -გამომძიებელი) დაადასტურა, მის მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ (მოწმის გამოკითხვა, წარდგენილი დოკუმენტების საქმეზე დართვა). ლიცენზიის ვადასთან დაკავშირებით რაიმე მოსაზრება, თუნდაც მის მიერ დაკითხული მოწმისაგან მიღებული ინფორმაციის სახით არ გაუჟღერებია.

 

დ------------–---- მიმართ წარდგენილი ბრალდებასთან შემხებლობაში არ არის და მის დასადასტურებლად ვერ გამოდგება ბრალდების მხარის მოწმეების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა-------–-----ის რაიონული სამმართველოს გამომძიებლების გ-------–----------ა და ზ-------------–---- ჩვენებები, რომელთა მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები ეხება მხოლოდ შემთხვევის ადგილის დათვალიერებას და იმ მოწმეთა გამოკითხვას, რომლებსაც რაიმე ინფორმაცია N1------ ლიცენზიით გათვალისწინებული ვადის დარღვევასთან დაკავშირებით არ მოეპოვებათ. ბრალდება კი დ------------–---ს მხოლოდ მითითებული ლიცენზიით გათვალისწინებული ვადის დარღვევით გამოწვეულ ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვას ედავება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

3.12.მოწმის სახით დაკითხულმა ი-----–-----------–---–-- (წ------------------–----------------–-–--------------------------- უფროსის მოადგილე) განმარტა, რომ პირველიდან მეორე ლიცენზიაში მხოლოდ მიწის ნაკვეთი დაკორექტირდა და რეალურად არაფერი შეცვლილა, მეორე ლიცენზია რა დოკუმენტის საფუძველზე გაიცა არ იცის, იქვე უთითებს, რომ რომ მეორე ლიცენზია გაიცა კონკრეტული ბრძანების საფუძველზე და ამავე ბრძანებაშია მითითებული მეორე ლიცენზიის გაცემის საფუძველი. განმარტა, რომ 13 აგვისტოს გამოცემულ ბრძანებაში მითითებულია ლიცენზიის გაცემის ვადად 3 წელი და არ არის აღნიშნული ვადის დასრულების თარიღად 6 ივნისი. შემდეგ დააკონკრეტა ახალი ლიცენზია არ გაცემულაო. ამავდროლუად განმარტა, რომ ეთანხმება ბრძანების შინაარსს, რის საფუძველზეც ახალი ლიცენზია გაიცა და რომ ამ ბრძანებასა და ლიცენზიას შორის ცდომილება არ არის. მოწმე ნ--------–---–- არ ჰქონდა პასუხი კითხვაზე, თუ რატომ მოხდა მოჭრილი ხეების რაიოდენობის ათვლა ახალი ლიცენზიიდან, თუ ვადა ძველი ლიცენზიიდან უნდა ათვლილიყო.

 

მოწმის სახით დაკითხული ი-----–-----------–---–-- ჩვენებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ახალი ტერიტორიის გამოყოფა ტყე-კაფისათვის არ არის მიწის ნაკვეთის კორექტირება, არამედ არის ახალი ლიცენზიის გაცემით დადასტურებული სხვა ტერიტორიაზე განთავსებული ახალი ტყე-კაფის გამოყოფა. ამასთან გაზიარების შესაძლებლობას მოკლებულია მისი დროსა და სივრცეს აცდენილი, ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებით გაჯერებული, ბრალმდებლის პოზიციის ტყვეობაში მოქცეული და რეალობისაგან მკვეთრად გამიჯნული ჩვენება.

 

3.13. მოწმის სახით დაკითხულმა ს----------------- (გ-----------–--------------------–-----------------------------------ს ანალიტიკოსი) განმარტა, რომ იცოდა, დ------------–--- ლიცენზიანტი რომ იყო და ვალდებულება ეკისრებოდა წინა თვეში გადამუშავებული ხე-ტყის ფირნიშების ჩაბარებისა მომდევნო თვეში. ფირნიშებს გასცემს სატყეო სააგენტო. პირადად აკონტროლებს მისი წარმოდგენის ვადებს. წინა თვეში გაწერილი ბარდება მომდევნო თვის 10 რიცხვამდე. ფირნიში მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტია, რომელიც ინახება და უყურებს ელექტრონულ ბაზაში მთელი დეპარტამენტი. 2015 წლის ივნისში გაცემული ფირნიშები და ბილეთები ჩაბარდა მას დ------------–---- მიერ კანონის შესაბამისად, 2015 წლის ივლისში. იცოდნენ რომ 2015 წლის 6 ივნისის შემდგომ დ------------–--- საქმიანობას აგრძელებდა. მის მიერ ამ დოკუმენტების წარდგენით ინფორმირებული იყვნენ მისი საქმიანობის შესახებ. მის მიმართ რაიმე პრობლემა არ შექმნილა. ელექტრონული ბაზა ყველას მხრიდან კონტროლდება.

 

დ------------–---- მხრივ უკანონო საქმიანობის შემთხვევაში მასზე არ გაიცემოდა მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი ფირნიშის სახით, ასევე დადგებოდა საკითხი ვადის გადაცილებისთანვე მის მიმართ სალიცენზიო პირობების დარღვევის შესახებ, მით უფრო, რომ ელექტრონულ ბაზასთან წვდომა აქვს ყველა კომპეტენტურ უწყებას, რომელიც ანხორციელებს ლიცენზიანტ პირთა საქმიანობის კონტროლს.

 

3.14.მოწმის სახით დაკითხულმა გ------------------- (გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ინსპექტორი) განმარტა, რომ მის მიერ 2015 წლის 2 სექტემბრის ჯარიმის ოქმი დ----- ჯ----–---- მიმართ შედგენილია ივლისის თვის დარღვევაზე. ხოლო ოქტომბრის ოქმი - აგვისტოს თვის დარღვევაზე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები შედგენილია ელექტრონულ ბაზაში ანალიტიკოსის მიერ გამოვლენილ დარღვევების გამო.

 

გ------------------- ჩვენებიდან დასტურდება, რომ 2015 წლის 6 ივნისიდან 13 აგვისტომდე დ------------–---- საქმიანობის შესახებ ყველა მაკონტროლებელი ორგანოსათვის ცნობილი იყო, უდგენდნენ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს, მაგრამ არავის დაუსვამს საკითხი ლიცენზიით გათვალისწინებული ვადის დარღვევასთნ დაკავშირებით, სანამ კონკრეტული სუბიექტური დამოკიდებულების მსხვერპლად არ იქცა.

 

3.15.მოწმის სახით დაკთხულმა დ--–---------–---–-- (გ-----------–---------------------–---------------------------------–--------------------------------–--------------- ინსპექტორი), განმარტა, რომ მუშაობს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დასავლეთის რეგიონულ სამმართველოში. 2015 წლის აგვისტოს ბოლოს შევიდა წერილი სადაც მითითებული იყო მეწარმე ,,დ------------–---“-მ, რომელიც ფლობდა ლიცენზიას ა-------–-----ის ტერიტორიაზე სატყეო უბნაში, დაამთავრა ლიცენზიით გათვალისწინებული ვადა და არ აქვს ტერიტორია ჩაბარებული. ითხოვდნენ ღონისძიების გატარებას. დაეწერა მას და დაიწყო მოკვლევა. გაარკვია რომ გაცემული იყო ლიცენზია 2012 წლის 6 ივნისს და შემდეგ შევიდა ცვლილება, გაიცა ახალი ლიცენზია 3 წლის ვადით. პირადად ჩავთვალა რომ აგვისტომდე იყო ვადა. ბრძანება გაცემული იყო აგვისტოში. მოიძია ლიცენზია და აღმოჩნდა რომ ჯ----–---- ლიცენზიის ვადა უმთავრდებოდა 2015 წლის 6 ივნისს. 6 ივნისის შემდეგ მოპოვებული ხე ტყე ჩაითვალა უკანონოდ. დაითვალა ზიანი, აღმოჩნდა რომ იყო მნიშვნელოვანი და გადაიგზავნა პროკურატურაში მოკვლევისათვის დოკუმენტები. ზიანი გამოიანგარიშება მოცულობის მიხედვით. მოპოვებული რაოდენობა მრავლდება ხუთმაგ ოდენობაზე და გამოვიდა 254,856 ლარი. ტექნიკური რეგლამენტის ზიანის გათვლის მეთოდიკის მიხედვით მოხდა ზიანის გამოანგარიშება.

 

პროკურორის შეკითხვაზე მოწმე კ------–---–-- კვლავ დაადასტურა, რომ მხოლოდ მოკვლევის შემდეგ ჩათვალა ლიცენზიის ვადა დარღვეულად, მოახდინა გაანგარიშება ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით, იმიტომ რომ ნახა დოკუმენტი და მიიჩნია რომ უკანონო მოპოვება იყო 2 თვის განმავლობაში. ლიცენზიაზე კონტროლი ევალება ზედამხედველობის სამსახურს, მაგრამ რადგან სპეციალისტი მეტყევე არ ჰყავდათ და ზედამხედველობას დეპარტამენტი ახორციელებდა. ბაზებთანაც მათ აქვთ წვდომა. მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორეს ადასტურებს.

 

ადვოკატის შეკითხვაზე დაადასტურა, რომ გაეცანო 2012 წლის 13 აგვისტოს ბრძანებას და იხელმძღვანელა ამ ბრძანებით. დაადასტურა, რომ ამ ბრძანების საფუძველზე ლიცენზია გაიცა 3 წლის ვადით, 9 000 კუბურ მეტრ ხე-ტყეზე. რა რაოდენობის ხე-ტყე მოჭრა მეწარმე დ------------–---მ ლიცენზიის ფარგლებში არ იცის. გააკეთა ანალიზი იმ პერიოდის ზიანის გათვლისათვის რა დოკუმენტებიც ჰქონდა მას. ჯ----–---მ ლიცენზიის ფარგლებს მიღმა მოჭრა ხე თუ ფარგლებში არ დაუდგენია. არ ახსოვს სულ რამდენი აქვს მოპოვებული ბატონ დ-----ს, მაგრამ იცის რომ 9000 კუბზე გადამეტება არ ჰქონდა. მისთვის საინტერესო იყო 2015 წლის 6 ივნისიდან 2015 წლის 13 აგვისტომდე რა რაოდენობის ხე–ტყე იყო მოჭრილი, რაოდენობა დადგენილი იქნა ჯ----–---- ხე–ტყის მოპოვების დოკუმენტის მიხედვით. უკანონო მოპოვებულად რაც ჩაითვალა იმ ციფრზე მოხდა ზიანის გაანგარიშება.

 

მოწმე დ--–---------–---–-- ადვოკატის შეკითხვაზე დაადასტურა, რომ მხოლოდ მას შემდეგ ჩათვალა ლიცენზიის დასრულების ვადად 2015 წლის 6 ივნისი, როცა ლიცენზიის გამცემი ორგანოდან მივიდა წერილი, რომ ლიცენზიის ვადა 6 ივნისს იწურებოდა.

 

რაოდენობა გაანგარიშებული იყო წარმოშობის დოკუმენტის მიხედვით. ლიცენზია რომ გაიცა 3 წლის განმავლობაში 9 ათას კუბზე. მაგრამ მოპოვება რომ არ შეწყვიტა ივნისში და გააგრძელა აგვისტომდე იმ პერიოდში მოპოვებულის გაანგარიშება მოხდა. ძველი ლიცენზია გაუქმდა და ბრძანების საფუძველზე გაიცა ახალი ლიცენზია. ბრძანება გაიცა 2012 წლის 13 აგვისტოს.

 

ამ ფაქტის გამოკვლევის შემდეგ დ----- ჯ----–--- გაეგზავნა წერილი, რომ ხე–ტყე არ გამოიტანა, მაგრამ მათგან არ წასულა წერილი ლიცენზიის ვადის დამთავრების შესახებ.

 

წერილი მივიდა ეროვნული სააგენტოდან, რომ ლიცენზიის ვადა იყო 2015 წლის 6 ივნისის ჩათვლით. მეწარმე ჯ----–---- მიერ წარდგენილი ხე–ტყის წარმოშობის დოკუმენტის მიხედვით 2015 წლის 6 ივნისიდან 2015 წლის 7 აგვისტოს ჩათვლით ჩაითვალა უკანონოდ. მოწმე განმარტავს, რომ ამოკრებილი მონაცემებით სადავო პერიოდში მოპოვებული ხე-ტყე არის პირველი კატეგორიის, და პასუხისმგებელია ამ განცხადებაზე.

 

მოწმე კ------–---–-- მიუთითა, რომ 1977 წლიდან მუშაობს ამ უწყებაში და მსგავსი შემთხვევა არ ჰქონია.

 

მოწმის სახით დაკითხული დ--–---------–---–-- სასამართლოზე მის მიერ მიცემულ ჩვენებაში ხაზგასმით მიუთითა, რომ დ------------–---ზე გაიცა ახალი ლიცენზია 3 წლის ვადით. მან სრულიად გონივრულად მიიჩნია, რომ ლიცენზიის დასრულების ვადად განსაზღვრული იყო აგვისტო. მხოლოდ წერილის შემდეგ გაკეთებული მოკვლევის საფუძველზე შეიცვალა მოსაზრება მისი უწყების მხარდაჭერისა და მაამებელი პოზიციის გასატარებლად და ჩათვალა, რომ დ------------–---ს ლიცენზიის ვადა უმთავრდებოდა 2015 წლის 6 ივნისს. 6 ივნისის შემდეგ მოპოვებული ხე ტყე ჩაუთვალა უკანონოდ, არც კი გაურკვევია რა კატეგორიის რესურსის ათვისებას ედავებოდნენ ჯ----–----, კანონის ფარგლებში მოპოვებული ხე-ტყის უკანონოდ ჩათვლა არ აღმოჩნდა საკმარისი და ნაცვლად პირველი, მეორე და მესამე კეტეგორიის ტყის რესურსის ათვისებისა, მის მიერ სადავო პერიოდში მოპოვებული ხეტყე ჩათვალა პირველ კატეგორიად და დადგენილი მეთოდიკით ზარალი განუსაზღვრა 254 856 ლარით. რაც დასტურია ამ უწყების განსაკუთრებული ინტერესისა დ------------–---ს წარდგენოდა ბრალდება ქმედების გამო, რომელიც არ ჩაუდენია.

 

მოწმე კ------–---–-- ჩვენება მთლიანად მისი უწყების ინტერესზე გავლილ ემოციებზეა აგებული, ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებით გაჯერებული და იმის მიუხედავად, რომ წვდომა აქვს ბაზასთან და გაანგარიშება ზარალისა მოახდინა რეალობაზე აცდენილ ფაქტებზე დაყრდნობით, მაინც ადასტურებს ამ დასკვნის სისწორეს .

 

პროკურორის შეკითხვაზე მოწმე კ------–---–-- კვლავ დაადასტურა, რომ მხოლოდ მოკვლევის შემდეგ ჩათვალა ლიცენზიის ვადა დარღვეულად, მოახდინა გაანგარიშება ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით, იმიტომ რომ ნახა დოკუმენტი და მიიჩნია რომ უკანონო მოპოვება იყო 2 თვის განმავლობაში. ლიცენზიაზე კონტროლი ევალება ზედამხედველობის სამსახურს, მაგრამ რადგან სპეციალისტი მეტყევე არ ჰყავდათ და ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებდა, ბაზებთანაც მათ აქვთ წვდომა. მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორეს ადასტურებს.

 

ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა გაიცა წარმოშობის დოკუმენტზე დაყრდნობით დადასტურდა, რომ დ------------–---- მიერ სადავო პერიოდში მოჭრილი 2316 კუბიდან 370 კუბური მეტრი იყო პირველი კატეგორიის, 2115 კუბური მეტრი კი - მეორე და მესამე კატეგორიის. ყველა კატეგორიაზე არის მეწარმე სუბიექტისაგან შესაბამისი თანხები გადახდილი. ღირებულება განისაზღვრა 25 529 ლარითა და 53 თეთრით. თუნდაც მოწმე კ------–---–-- მიერ მითითებული მეთოდიკით გაანგარიშების შემთხვევაში, რაც ზიანის ღირებულების ხუთმაგ ოდენობას ითვალისწინებს, ზიანი შეადგენდა 112 646.65 ლარს და არა 254 846 ლარს, შესაბამისად, კ------–---–-- ჩვენებაც და დასკვნაც აცდენილია რეალობას და ბრალდების დასადასტურებლად ვერ გამოდგება.

 

3.16.მოწმის სახით დაკითხულმა მ------------- (გ--------------------–--------------------------------------------------–--------------------–------------------------------------–-------------------------–--------------- უფროსი) განმარტა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში მუშაობს 2013 წლის 14 აპრილიდან ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსად. ტყით რესურსებით სარგებლობის განყოფილება ერთერთი განყოფილებაა რაც მის კონტროლში შედის.

 

2012 წელს არის გაცემული ლიცენზია ი/მ დ------------–---ზე. ისინი ამოწმებენ ყველა ლიცენზიის მფლობელს, როგორ ასრულებენ ლიცენზიის პირობებს. შემოწმებისას ეყრდნობიან მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემასაც. ამ სისტემაში შესულია მონაცემები ყველა მერქნული რესურსების მოსარგებლის შესახებ.

 

2014 წელს, ანუ ლიცენზიის გაცემიდან ორი წლის თავზე შემოწმდა N1------ ლიცენზიის მფლობელი ი/მ ,,დ------------–---“, თუ როგორ ასრულებდა ლიცენზიით გათვალისწინებულ პირობებს. ლიცენზიის ვადის გასვლასთან დაკავშირებით განმარტა, რომ 2012 წლის ივნისის თვეში არის ლიცენზია გაცემული. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეროვნული სატყეო სააგენტოდან შევიდა წერილი სადაც მითითებული იყო რომ სატყეო სააგენტოს შეექმნა პრობლებემი ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის გადაბარებასთან დაკავშირებით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე დაიწყო საქმის წარმოება. საქმის წარმოების შესწავლა დაევალა ტერიტორიულ ორგანოს. კონკრეტულად დასავლეთ ცენტრალურ რეგიონალურ სამმართველოს. მათ ხელთ არსებული ინფორმაციით ლიცენზია გაცემულია 2012 წლის 6 ივნისიდან. ლიცენზიის გაცემის შესახებ ბრძანებით ლიცენზიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 3 წლის ვადით. ლიცენზიით განისაზღვრება მოსაპოვებელი რესურსის რაოდენობა, ლიცენზიით გათვალისწინებულია ადგილი, ლიცენზიის გაცემის თარიღი და ლიცენზიის მოქმედების ვადა. საქმეში არსებული მასალებით დგინდება რომ მოხდა ლიცენზიით გათვალისწინებული ადგილის ადგილმონაცვლეობა. არის ორი ბრძანება. პირველ ბრძანებაში არის მითითებული როდის გაიცა ლიცენზია. მეორე ბრძანებით შევიდა ცვლილება და ლიცენზიით გათვალიწინებული ადგილი შეიცვალა და ფართობი. არ შეცვლილა მხოლოდ მოსაპოვებელი რესურსის რაოდენობა. გაწერილია ლიცენზიის მოქმედების ვადა. მითითებულია გაცემის თარიღი და დასრულების თარიღი. ლიცენზიას ხელს აწერს ლიცენზიის გამცემი ორგანო და ი/მ ,,დ------------–---“, მიუხედავად ამ გარემოებებისა დგინდება რომ გადაწყვეტილება იმის თაობაზე რომელი იყო ძალაში და როდის სრულდებოდა ლიცენზიის მოქმედების ვადა რეალურად 13 აგვისტოს თუ 6 ივნისს სადავო გახდა.

 

დასავლეთ რეგიონული სამმართველოს მიერ, ლიცენზიის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, წერილით ეცნობა რომ ლიცენზიის ვადა მთავრდებოდა 2015 წლის 6 ივნისს. ამის შემდეგ მოხდა გარემოზე მიყენებული ზიანის დათვლა. დასავლეთ ცენტრალური სამმართველოს მიერ და გადაიგზავნა საგამოძიებო ორგანოში . 2015 წლის 6 ივნისიდან 2015 წლის 13 აგვისტომდე მოპოვებული მერქნული რესურსი ჩაითვალა უკანონოდ, რომელიც ასახული იყო ასევე მერქნული რესურსის მოპოვების ელექტრონულ სისტემაში.

 

პროკურორის კითხვაზე- მოწმე მ------------ პასუხობს-გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპატრამენტის მთავარი ფუნქცია- მოვალეობებს შეადგენს ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის პირობების კონტროლი, თუმცა შეუძლებელია ყველა ლიცენზიის ვადების თვალის მიდევნება. ყველა ლიცენზია როდესაც იცემა მეწარმე ეცნობა ლიცენზიის პირობებს, არის ელექტრონული სისტემა სადაც ყველა ინფორმაცია იტვირთება და ჩანს. ბაზას არ აქვს ის ფუნქცია აჩვენოს როდის ამოიწურა ლიცენზიის ვადა.

 

ადვოკატის კითხვაზე- მ------------ პასუხობს- მეწარმე ჯ----–---- ჰქონდა 9 ათასამდე კუბური მეტრი ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-ტყის მოჭრის უფლება.-ზუსტი ციფრი არ იცის, მაგრამ იცის, რომ უფრო ნაკლები მოიპოვა ვიდრე უფლება ჰქონდა. -ლიცენზიით მოპოვებული. მერქნული რესურსის შესახებ ინფორმაცია დაცულია ელექტრონულ სისტემაში. რამდენის ათვისება მოხდა ლეცენზიებით ცალ ცალკე ესეც დაცულია. 7 ათას კუბამეტრამდე მოიპოვა მგონი, ზუსტად ციფრები არ ახსოვს. გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშება მოხდა დასავლეთ ცენტრალური რეგიონული სამმართველოს მიერ მათ ხელთ არსებული ყველა ინფორმაციის საფუძველზე რაც დაცულია მერქნული რესურსის მოპოვების შესახებ ელექტრონულ სისტემაში. ლიცენზიის გაცემის თარიღად ითვლება 2012 წლის 6 ივნისი-ცალსახად და არის დადასტურებული ბოლო ლიცენზიის გაცემის ბრძანების საფუძვლებში მითითებულია პირველი ბრძანება და ასევე მეორე ბრძანებაც. შეუძლია თქვას რომ ეს ლიცენზია არის ძალაში 2012 წლის 6 ივნისიდან და შემდგომში აგვისტოში მხოლოდ ცვლილება შევიდა მასში.

 

არ არის დეტალურად გაცნობილი როგორ მოხდა ზიანის დათვლა და გაანგარიშება. დარწმუნებულია რომ ზიანი გაანგარიშებული იქნება ყველა იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც დაცულია მერქნული რესურსების ელექტრონულ სისტემაში. ზიანის გაანგარიშება მოხდა დასავლეთ ცენტრალური რეგიონალური სამმართველოს მიერ და კონკრეტული დეტალები არ იცის რომელ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოხდა ზიანის დათვლა.

 

საქმის წარმოების დაწყების საფუძველი იყო ეროვნული სატყეო სააგენტოდან შესული კონკრეტული წერილი, რომლის საფუძველზეც იყო მითითება რომ კონკრეტული ტერიტორიის გადაბარება ვერ ხერხდება. გარემოსათვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშება ხორციელდება კონკრეტული მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მეთოდიკით. რა რაოდენობაც ჩაითვალა უკანონოდ არის 6 ივნისიდან 13 აგვისტომდე პერიოდში რაც ასახულია მართვის ელექტრონულ სისტემაში. არ ამტკიცებს რომ ლიცენზია 2012 წლის 6 ივნისიდან იწყება. მთავარი დოკუმენტი არის ლიცენზია. პირველი გაიცა ივნისში და მეორე აგვისტოში. მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაცია მიეწოდა მეწარმე ჯ----–----, რამდენი რესურსის ათვისება მოხდა 1------ ლიცენზიის საფუძველზე პასუხი არ აქვს.

 

მხოლოდ შეუძლია 2014 წლის შემოწმების შედეგებზე ისაუბროს. ეს აქტი შედგენილია ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, იმ შემოწმების შემდეგ, რაც ჩაატარეს, ანუ 2014 წლის შემოწმებისას გამოვლინდა დარღვევები და ინფორმაცია გადაეცა დასავლეთ ცენტრალურ რეგიონულ სამმართველოს.

 

მათ მხოლოდ ეჭვი გაუჩნდათ ეროვნული სატყეო სააგენტოს წერილის შემდეგ. რითაც ეცნობა რომ მიღება ჩაბარების აქტი ვერ ფორმდებოდა, ასევე იყო მინიშნება წერილში რომ ლიცენზიის ვადა ამოიწურა 2015 წლის 6 ივნისს და მასალების შესწავლის შემდეგ დადგინდა რომ ლიცენზიის ვადა ამოიწურა 6 ივნისს და მის შემდეგ მოპოვებული მერქნული რესურსი 13 აგვისტომდე ჩაითვალა უკანონოდ მოპოვებულად.

 

როდესაც ლიცენზიანტს გასდის ლიცენზიით გათვალისწინებული ვადა უნდა გადააბაროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ფართობი. შედიან ტერიტორიაზე რეინჯერები ნახულობენ ტერიტორიას და ამოწმებენ. შემოწმების შედეგად ფართობის გადაბარების პროცესში გამოვლინდა უკანონო ჭრა, გაუწმენდაობა და ასევე საუბარიც იყო რომ ლიცენზიის ვადა ამოიწურა 6 ივნისს თუ ზუსტად მახსოვს. სატყეო სააგენტოს ლიცენზიანტისათვის სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება არ გააჩნია. მხოლოდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს გააჩნია უფლებამოსილება ლიცენზიანტს შეუდგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

 

შემოდის მასალები ცენტრალურ აპარატში და რეგიონალურ სამმართველოს ეგზავნება ქვემდებარეობით.

 

ფირნიშებისა და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ხორციელდება სატყეო სააგენტოს მიერ.

 

არ უნდა ყოფილიყო ფირნიშები და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაცემული 6 ივნისის შემდეგ. პირადად არ ამბობს, დოკუმენტიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ ლიცენზიას ვადა ჰქონდა 2012 წლის 6 ივნისიდან 2015 წლის 6 ივნისის ჩათვლით.

 

მისი უფლებამოვალეობები გასაზღვრულია დებულებით. მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის კონტროლი არ ევალება დებულებით. შემოწმება ხდება გეგმიურად და ბრძანებით შედის ელექტრონულ სისტემაში ლიცენზიის შესამოწმებლად. მეწარმე ჯ----–--- შემოწმებულია 2014 წელს ანუ ლიცენზიის ვადის გასვლამდე ერთი წლით ადრე. შესაბამისად 2014 წელს გაეცანო ყველა ინფორმაციას ლიცენზიასთან დაკავშირებით და დეტალურად შეამოწმა ყველა ტყე-კაფი. გამოავლინა დარღვევები და გადაგზავნეს საგამოძიებო უწყებაში. მეწარმე ჯ----–--- ელექტრონულ ბაზაში ტვირთავდა ინფორმაციას ყოველთვის ასევე ტვირთავდა ინფორმაციას 6 ივნისიდან 13 აგვისტომდეც.

 

ყველა ლიცენზიანტი მოწმდება გეგმიურად და არაგეგმიურად. დ------------–--- სატყეო სააგენტოს წერილის შესვლის შემდეგ შემოწმდა. მაგრამ თვეში ერთხელ ანალიტიკოსები ამოწმებენ ელექტრონულ ბაზას.

 

მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში ხდება ინფორმაციის თავმოყრა, ანალიზი, რა რაოდენობის მოპოვება ხდება, იპოვებენ და იძიებენ ინფორმაციას იმ შემთხვევაში როდესაც ახორციელებენ ლიცენზიანტის შემოწმებას.

 

როდესაც უკან იბარებს სახელმწიფო ლიცენზიით გათვალისწინებულ ტერიტორიას მიღება–ჩაბარების აქტის საფუძველზე, განსაზღვრულია ეს წესი. უნდა მოხდეს ტერიტორიის შემოწმება, აღრიცხვა, უნდა შეფასდეს თუ არის დარღვევები. ტყის მართვის შესაბამისი სამსახურის მიერ ხდება აღნიშნულის გაკეთება.

 

მიღება ჩაბარების აქტს აფორმებს ეროვნული სატყეო სააგენტო. აქტში აღირიცხება რეინჯერი რა დარღვევასაც აღმოაჩენს ადგილზე.

 

როდესაც ტყის მართვის ორგანო უკან იბარებს ტერიტორიას, ორგანო ვალდებულია ლიცენზიით გათვალისწინებული ტერიტორია შეამოწმოს, თუ რაიმე დარღვევა გამოვლინდება უნდა აღრიცხოს მიღება–ჩაბარების აქტში. არ არის სავალდებულო ლიცენზიანტი შეამოწმოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

 

132–ე დადგენილების თანახმად არის ვალდებულება ლიცენზიის გასვლის ვადაში უნდა მოხდეს ლიცენზიით გათვალისწინებული ტერიტორიის გადაბარება ეროვნულ სატყეო სააგენტოზე და უნდა მოხდეს აღრიცხვა უკანონო ჭრების და დარღვევების შესახებ აქტში უნდა მიეთითოს და აქტის წარდგენა უნდა მოხდეს დეპარტამენტში. ეროვნულმა სატყეო სააგენტომ რა აქტიც წარადგინა დარღვევები აღრიცხული არ არის.

 

მეწარმე ჯ----–--- იყო სანიმუშო ლიცენზიანტი, მაქსიმალურად ცდილობდა დაეცვა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.

 

ლიცენზია არის დოკუმენტი რომელიც პირს აძლევს ხე–ტყით სარგებლობის უფლებას. ლიცენზიაში იმიტომ იწერება გარკვევით მოცულობა, სწორედ ეს რაოდენობა უნდა ყოფილიყო ათვისებული ლიცენზიის თანახმად. ის რაც ლიცენზიაში იყო მითითებული– ლიცენზიის გაცემიდან ლიცენზიის დასრულებამდე სახელმწიფომ ჩათვალა რომ იმ ხე–ტყით იმ ფართობზე იმ რაოდენობით სარგებლობა შესაძლებელი იყო და სახელმწიფოს ზიანი არ მიადგებოდა.

 

ეროვნული სატყეო სააგენტოსა და ლიცენზიანტს შორის ხდება ტერიტორიის გადაბარება მიღება–ჩაბარებით, შემდეგ ტყე–კაფის გახსნის სამუშაოების წარმოება. ტყე კაფი გაიხსნება მხოლოდ მას შემდეგ რაც დათვალიერება მოხდება. შეადგენს დათვალიერების აქტს და ატვირთავს ბაზაში. სატყეო სააგენტომ და ლიცენზიატმა უნდა ითანამშრომლონ დროულად შეთანხმებულად მოახდინონ ტყე–კაფის გახსნისათვის სამუშაოების წარმოება. სატყეო სააგენტომ და ლიცენზიატმა უნდა ითანამშრომლონ და პასუხისმგებელი არიან რომ დროულად მოხდეს ტყე–კაფის გახსნის სამუშაოები.

 

მოწმე მ------------ მის ჩვენებაში შემოიფარგლა ზოგადი განმარტებებით ლიცენზიის გაცემის წესის და მოქმედების ვადის შესახებ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და მის უწყებას შორის ფუნქციათა გამიჯვნის თაობაზე. კატეგორიულად ვერ დაადასტურა, დ------------–---მ მიაყენა თუ არა რაიმე ზიანი სახელმწიფოს და დაირღვა თუ არა მის მიერ ლიცენზიით გათვალისწინებული მერქნული რესურსის ათვისების ვადა. მიუთითა, რომ დასავლეთ რეგიონული სამმართველოს მიერ, ლიცენზიის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, წერილით ეცნობა რომ ლიცენზიის ვადა მთავრდებოდა 2015 წლის 6 ივნისს.

 

მეწარმე ჯ----–---- ჰქონდა 9 ათასამდე კუბური მეტრი ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-ტყის მოჭრის უფლება-ზუსტი ციფრი არ იცის, მაგრამ იცის, რომ უფრო ნაკლები მოიპოვა ვიდრე უფლება ჰქონდა.

 

მოწმე მ------------- კატეგორიულად მიუთითა, რომ ლიცენზია არის დოკუმენტი რომელიც პირს აძლევს ხე–ტყით სარგებლობის უფლებას. ლიცენზიაში იმიტომ იწერება გარკვევით მოცულობა, სწორედ ეს რაოდენობა უნდა ყოფილიყო ათვისებული ლიცენზიის თანახმად. ის რაც ლიცენზიაში იყო მითითებული– ლიცენზიის გაცემიდან ლიცენზიის დასრულებამდე სახელმწიფომ ჩათვალა რომ იმ ხე–ტყით იმ ფართობზე იმ რაოდენობით სარგებლობა შესაძლებელი იყო და სახელმწიფოს ზიანი არ მიადგებოდა

 

ორი უწყბა, რომელთა მონაცემებსაც დაეყრდნო ბრალდება დ------------–---- მიმართ ბრალის წარდგენის დროს, არც იცნობს ერთმანეთის მასალებს, არც ინტერესი აქვთ და რომ არა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის წერილი ლიცენზიის გამცემი უწყებისადმი, დ------------–---- მიმართ ლიცენზიის ამოწურვის ვადად ჩათვლილი იყო 2015 წლის 13 აგვისტო და არა 2015 წლის 6 ივნისი, პირველი და გაუქმებული ლიზენზიის ვადის ამოწურვის თარიღი.

 

გასათვალისწინებელია დ------------–----, როგორც მეწარმე სუბიექტის დამოკიდებულება საქმიანობის განხორციელების პროცესში კანონის დაცულობასთან მიმართებაში, როცა ლიცენზიის გამცემი უწყება ახასიათებს როგორც მოწესრიგებულ და სამეწარმეო საქმიანობის მაღალი კულტურის მქონე პიროვნებას, შესაბამისად გამოირიცხება მისი მხრივ ისეთი ქმედება, რომელიც ლიცენზიის ვადის ამოწურვის შემდგომ საქმიანობის განხორციელებას ეხება.

 

3.16..მოწმის სახით დაკითხულმა, ე------------------ (დამოუკიდებელი ექსპერტი, 40 წლის დარგის სპეციალისტად და 15 წლის ექსპერტად მუშაობის გამოცდილებით) განმარტა, რომ დ------------–---ზე გაცემულია ორი ლიცენზია, თითოეული სამწლიანი ვადით. პირველი - 2012 წლის 7 ივნისს და მეორე - 2012 წლის 13 აგვისტოს, 2015 წლის 13 აგვისტომდე ვადით. მეორე ლიცენზიაში სავარაუდოდ არის შეცდომა, ვინაიდან მეორე ლიცენზიაში დამთავრების თარიღად მითითებულია არა 13 აგვისტო, არამედ 7 ივნისი. ორივე ლიცენზიაში ხე-ტყის ერთი და იგივე რაოდენობის მოპოვების უფლება იყო გაცემული.

 

მეორე ლიცენზიით მოჭრილია გათვალისწინებულზე ერთი მესამედით ნაკლები. ორივე ლიცენზიით, ჯამში მოჭრილი ხეების რაოდენობის გაერთიანების შემთხვევაშიც კი მოჭრილი ხეების რაოდენობას ბევრად აღემატება ლიცენზიით გათვალისწინებული მოსაჭრელი ხეების რაოდენობა.

 

2015 წლის 7 ივნისიდან, 2015 წლის 13 აგვისტომდე, სადავო პერიოდში მოჭრილი ხეების რაოდენობა შეადგენს 2302.17 კუბურ მეტრს და მოიცავს სამივე კატეგორიას. პირველი კატეგორიის ხე-ტყის ფასია 22 ლარი, მეორე და მესამე კატეგორიის ხე-ტყის - 9 ლარი. მოჭრილი ხეების ღირებულება ჯამში შეადგენს 25 529.53 ლარს.

 

მანვე მიუთითა, რომ პროკურატურას მასალის ოდენობის გაანგარიშებაში ცდომილება აქვს მხოლოდ 14.73 კუბური მეტრი, მაგრამ ზარალის გაანგარიშებაში სხვაობა დიდია, რაც გამოწვეულია იმით, რომ დათვლილი ხე-ტყე პირველი კატეგორიის მასალადაა მიჩნეული, მაშინ როცა სახეზე იყო სამივე კატეგორიის მასალა. ექსპერტმა განმარტა, რომ მის მიერ შედგენილი დასკვნის ეს ნაწილი აღებულია ელექტრონული ბაზებიდან, შემოსავლების სამსახურის ამონაწერებიდან, საგადასახადო დოკუმენტაციიდან.

 

ვადებთან დაკავშირებით განმარტა, რომ ახალი ლიცენზიით დ----- აჯ----–---მ რეალურად იმუშავა 2 წელი, 7 თვე და 17 დღე. მას გაუცდინეს 127 დღე, ვინაიდან ი/მ დ------------–---ს სახელმწიფომ ახალი N1------ ლიცენზიის გაცემის შემდგომ საქმიანობის უფლება მისცა 2012 წლის 18 დეკემბერს.

 

2015 წლის 7 ივნისიდან, 2015 წლის 13 აგვისტომდე შუალედში დ------------–--- იხდიდა აღნიშნული საქმიანობიდან გადასახადებს, კერძოდ, სადავო პერიოდში გადახდილი აქვს 51 937 ლარი.

 

დავასა და ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ დ------------–--- იყო კეთილსინდისიერი მეწარმე სუბიექტი, რომელიც გულისხმიერებით ეკიდებოდა საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას. არც ერთი ხე-მასალა არ მოუპოვებია სათანადო ფირნიშისა და ნებართვის გარეშე, მის მიერ ათვისებული მასალის შესახებ ელექტრონულ ბაზაში ტვირთავდა მონაცემებს ყოველ 48 საათში 2015 წლის 7 ივნისის შემდგომაც, 2015 წლის 13 აგვისტომდე და მოჭრილი და რეალიზებული მასალის შესაბამისად იხდიდა გადასახადებს, რამაც სადავო პერიოდში შეადგინა 51 937 ლარი.

 

არაგონივრულია მოსაზრების გამოთქმაც კი, რომ ბრალდებულმა დ------------–---მ დაარღვია ლიცენზიით გათვალისწინებული ხე-ტყის რესურსის მოპოვების ვადა, მაშინ როცა N1------ ლიცენზიაში გარკვევითაა მითითებული მისი გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა - 3 წელი, რაც მოიცავს დროის მონაკვეთს 2012 წლის 13 აგვისტოდან, 2015 წლის 13 აგვისტომდე, შესაბამისად, ამ ლიცენზიაში ვადის გამოთვლის შემდგომ 2015 წლის 7 ივნისის მითითება არის მხოლოდ მექანიკური შეცდომა და არა ვადა ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის დასრულებისა.

 

3.17.ბრალდებულმა დ------------–---მ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2012 წლის მაისში მონაწილეობა მიიღო ხე-ტყის დამზადების ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ აუქციონში, გაიმარჯვა და სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადა სალიცენზიო მოსაკრებელი 185 000 ლარი. 2012 წლის 6 ივნისს, ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე გაიცა ლიცენზია N1------, სამი წლის ვადით ა-------–-----ის სატყეოს სხვავის სატყეოს N41 კვარტალში ხე-ტყის მოსაპოვებლად. სათანადო აქტის საფუძველზე სატყეო სამმართველოს წარმომადგენელთა მიერ მოხდა გადაბარება, შეადგინა ფონდის ათვისების გეგმა, რომელიც შეთანხმდა ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსთან გი-------------–---–----. დაიქირავა ტექნიკა და გააკეთა ტყე-კაფში მისასვლელი გზები, რაშიც გადაიხადა 35 000 ლარი.

 

სამუშაოს დაწყებიდან ერთ თვეში დაიბარეს საქართველოს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში, სადაც შეხვდა მინისტრის მოადგილეს ნ--------------, სააგენტოს სხვა პასუხისმგებელ პირებთან ერთად. უთხრეს, რომ მოსახლეობის კატეგორიული მოთხოვნის საფუძველზე,, რადგან იყო წინასაარჩევნო პერიოდი, უნდა დაეტოვებიდა სხვავის სატყეოს N41 კვარტალი. მოითხოვა მის მიერ გადახილი 185 000 ლარის უკან დაბრუნება და ტყე-კაფისათვის მოსამზადებლად გაწეული ხარჯის - 35 000 ლარის ანაზღაურება, რაზედაც უარი განუცხადეს და შესთავაზეს ნიკორწმინდის სატყეოს კვარტლები, რაზედაც მისცემდნენ ახალ ლიცენზიას. ვინაიდან თანხის დაბრუნების შესაძლებლობა არ არსებობდა და აღებული ჰქონდა დიდი კრედიტი, იძულებული გახდა შეთავაზებას დათანხმებოდა.

 

ა-------–-----ის სატყეოს უფროსთან ერთად შეარჩიეს ნიკორწმინდის სატყეოს მე-11 კვარტალი. 2012 წლის 9 აგვისტოს N255 ბრძანებისა და ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2012 წლის 13 აგვისტოს N13---- ბრძანების საფუძველზე, მიეცა სრულიად ახალი ლიცენზია N1------, რომელშიც განისაზღვრა ლიცენზიის სამოქმედო ვადა 3(სამი)წელი.

 

N13---- ბრძანებით დაევალა ჩაებარებინა სააგენტოსათვის ძველი, N1------ ლიცენზია, რადგან ამ ბრძანებამ ის გააუქმა და რაიმე ცვლილება ძველ ლიცენზიაში არ შესულა. 2012 წლის 13 აგვისტოს აქტით, ახალი ლიცენზიით მიეცა 134 ჰექტარი ტყის ფართობი, სულ სხვა უბანზე, სხვა მერქნული რესურსით, ნაცვლად უფრო ღირებული ფოთლოვანისა- წიწვოვანით (ფოთლოვანი კუბური მეტრი 50 ლარი ღირს, ხოლო წიწვოვანი 20 ლარი) და განესაზღვრა ვადა, რომ სამი წლის განმავლობაში უნდა აეთვისებინა 9 350 კუბური მეტრი სოჭის ჯიშის მერქანი, წლიურად 3117 კუბური მეტრი. გაიყვანა გზა 35 კილომეტრი, გასწია 55 000 ლარის სამუშაო. 2012 წლის 10 სექტემბერს წარადგინა გამოყოფილი ტყის ფონდის ათვისების ახალი გენერალური გეგმა, რომელიც დამტკიცდა. ა-------–-----ის სატყეომ ტყეში არ შეუშვა 2012 წლის 18 დეკემბრამდე, როცა იქ შესვლა შეუძლებელი იყო და მუშაობა დაიწყო 2013 წლის თებერვალში.

 

2012 წლის 13 აგვისტოს ლიცენზია მიიღო 22 სექტემბერს, ყურადღება მიაქცია მეორე ლიცენზიაში ლიცენზიის გაცემის დროს, ხანგრძლივობას და დამთავრების თარიღს, რომ ნაცვლად 2015 წლის 13 აგვისტოსი, მითითებული იყო 2015 წლის 7 ივნისი, რის გამოც ეახლა გ--------------–---–ს, რომელმაც აუხსნა, რომ ტექნიკური შეცდომა იყო პრობლემა არ შეექმნებოდა და იმუშავებდა ლიცენზიაში მითითებული გაცემის თარიღიდან 3 წელი, 2015 წლის 13 აგვისტოს ღამის 12 საათამდე. ლიცენზიის, როგორც მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის შეცვლა კი შეუძლებელი იყო.

 

ლიცენზიის მოთხოვნებს ასრულებდა პირნათლად. 2014 წლის ივლისში შეამოწმა გარემოს დაცვის კომისიამ, ხოლო 2015 წლის 10 სექტემბერს ა-------–-----ის სატყეომ და არც ერთი მათგანისაგან რაიმე მითითება ან ინფორმაცია არ მიუღია.

 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ ცენტრალური სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების უფროსი ინსპექტორის გ------------------- ხელმოწერით, 2015 წლის 02 სექტემბერს შედგა ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ოქმი, ფირნიშიანი მორის მოცულობის პარამეტრში დარღვევის გამო და სასამართლოს მიერ დაედო ადმინისტრაციული სახდელი 1000 ლარი, რაც გადაიხადა. ასევე 2015 წლის 03 აგვისტოს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტში დარღვევის გამო კვლავ შეუდგინეს ოქმი და კვლავ დაჯარიმდა სასამარლოს მიერ.

 

N1------ ლიცენზიის მოქმედების ვადა 3 წელი არ დაურღვევია და შესაბამისად სამუშაოები დაასრულა 2015 წლის 13 აგვისტოს.

 

ედავებიან 6 ივნისიდან 13 აგვისტომდე პერიოდს, როცა ყოველდღიურად 24 საათის განმავლობაში, ელექტრონულ ბაზაში შეჰქონდა მონაცემები, ბაზას აკონტროლებს სპეციალური სამსახურის 50 ადამიანი. ყოველი თვის 10 რიცხვში ჩაჰქონდა ქუთაისში და აბარებდა ყოველ ფურცელს და ფიშკას. იხდიდა გადასახადებს, რამაც სადავო პერიოდში შეადგინა 51 000 ლარი, ორჯერ დაჯარიმდა. ჯარიმასთან ელექტრონული ბაზა არის კავშირში, კეთდება ანალიზი და იშიფრება ყველაფერი, შესაბამისად ვადის დარღვევას შენიშნავდნენ, თუ ასეთს მისი მხრიდან ადგილი ექნებოდა.

 

13 აგვისტოს შედმგომ მორჩენილი ფირნიშები ჩაიტანა. 2015 წლის 7 სექტემბერს, მივიდა წერილი ტყის გადაბარებაზე. შეიქმნა კომისია. ყველა პროცედურა დაიცვა, შემოწმდა ოთხივე ტყე-კაფი, დაფიქსირდა მხოლოდ უკანონოდ მოჭრილი 4-5 ძირი ხე, შედგა მიღება- ჩაბარების აქტი, სადაც რაიმე შენიშვნა არ დაფიქსირებულა უკანონო ჭრების თაობაზე. სადავო პერიოდში ორჯერ მიიღო როგორც ხე-ტყის დოკუმენტი, ისე ფირნიშები. იმუშავა 2 წელი, 7 თვე და 23 დღე, ნაცვლად 3 წლისა.

 

ხელისუფლება შეიცვალა. მ-----–---–-, ე-------, ხ---------ი წავიდნენ, დაინიშნა ახალი ხელმძღვანელობა.

 

მის მიერ გადახდილი თანხის დაკარგვის საფრთხე რომ არა, ახალ ტყე-კაფს, დამატებითი ხარჯებითა და შეცვლილი მერქნული რესურსით არ დათანხმდებოდა.

 

2015 წლის 7 ივნისიდან, 2015 წლის 13 აგვისტომდე,, კანონიერად მოჭრა პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის ხე- ტყე რომლის საერთო ღიებულებამ შეადგინა 25 529 ლარი. საერთოდ ლიცენზიით გათვალისწინებული 9350 კუბური მეტრის ნაცვლად მოჭრა 6566 კუბური მეტრი, ლიცენზიით გათვალისწინებულზე 2784 კუბური მეტრით ნაკლები.

 

როგორც მოწმის სახით დაკითხული ბრალდებულ დ------------–---- განმარტებით, ისე დაცვის მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის 2015 წლის ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვის დეკლარაციებით, დამატებითი ღირებულების გადასახადის 2015 წლის ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვის დეკლარაციებით, 2015 წლის ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის თვის საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, ი/მ ,,დ------------–---ზე“ 2012 წლის 5 ივლისიდან, 2012 წლის 07 აგვისტოს ჩათვლით ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გაცემული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტით, ი/მ ,,დ------------–---ზე“ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გაცემული ფირნიშებით, 2015 წლის 10 სექტემბრის აქტით, ტყეკაფის აღრიცხვის უწყისებით ელექტრონული ბაზიდან, ა-------–-----ის რაიონის სოფელ ნიკორწმინდის 2014 წლის 5 ივლისის შემოწმების აქტი, 2017 წლის 29 სექტემბრის ტყეკაფის გაუქმების აქტით, ექსპერტ ე------------------ დასკვნით და სასამართლოზე მიცემული ჩვენებით, ა-------–-----ის რაიონული სასამართლოს 2015 წლის N4/113 დადგენილებით ი/მ ,,დ----- ჯ----–---“-სათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ, დადგენილია, რომ ბრალდებული დ------------–--- სადავო პერიოდში როგორც მეწარმე სუბიექტი ჯარიმდებოდა ადმინისტრაციული წესით სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტემანტისაგან შედგენილი ოქმების საფუძველზე და ამ უწყებას რაიმე პრეტენზია მის მიერ სალიცენზიო ვადის დარღვევისათვის არ გასჩენია, რამეთუ მიიჩნევდნენ, რომ ის იყო ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც სადანადო ლიცენზიის საფუძველზე ანხორციელებდა მერქნული რესურსის მოპოვებას და მათი უფლებამოსილების ფარგლებში აწარმოებდნენ ამ საქმიანობის კონტროლს.

 

ბრალდებული სადავო პერიოდში ასევე შეუფერხებლად იღებდა მკაცრი აღრიცხვის ხე-ტყის დამზადების დოკუმენტებსა და ფიშკებს, იხდიდა საშემოსავლო გადასახადს, რამაც სადავო პერიოდში შეადგინა 51 000 ლარი, უპრობლემოდ გადააბარა ტყე-კაფი სახელმწიფოს და მიღება-ჩაბარების აქტში რაიმე შენიშვნა მის მიერ უკანონო ტყით სარგებლობაზე არ დაფისქირებულა.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დ------------–---ს სახელმწიფოს მხრივ შეექმნა სერიოზული პრობლემა სამეწარმეო საქმიანობის პროცესში, ერთის მხრივ მისთვის მისაღები ტყე-კაფის იძულებით დატოვების და მისთვის არასასურველი, რესურსით განსხვავებული, ასათვისებლად გაცილებით რთული და ნაკლებად მომგებიანი ტყეკაფის გამოყოფაზე, მის მიერ ვალად აღებული მოსაკრებლის 185 000 ლარის დაკარგვის საფრთხის გამო, ხოლო მეორეს მხრივ ახალი ლიცენზიის გაცემის შემდგომ ტყე-კაფის 127 დღის დაგვიანებით გადაცემის გამო, ნაცვლად 2012 წლის აგვისტოს თვისა, 2012 წლის 18 დეკემბერს. გასათვალისწინებელია მაღალმთიანი ა-------–-----ის კლიმატური პირობები, როცა დეკემბერში ფაქტიურად შეუძლებელია სამუშაოთა წარმოება და მისი განახლება მეწარმე სუბიერტისაგან მოხერხდა მხოლოდ 2013 წლის თებერვალში.

 

დადგენილია, რომ ბრალდებულმა დ------------–---მ საერთოდ ლიცენზიით გათვალისწინებული 9350 კუბური მეტრის ნაცვლად მოჭრა 6566 კუბური მეტრი, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დ------------–---ს კანონი არ დაურღვევია და მის მიმართ ბრალდების წაყენების არანაირი საფუძველი არ არსებობდა.

 

3.18. ბრლდების მხარისაგან წარმოდგენილი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ ცენტრალური სამმართველოს უფროსის 2015 წლის 20 ნოემბრის მოხსენებითი ბარათი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსისა და დასავლეთ ცენტრალური სამმართველოს უფროსისადმი მიუთითებს, რომ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს 2012 წლის 6 ივნისის N13/60 ბრძანებით, ინდ მეწარმე დ------------–---ზე გაიცა ხე-ტყის დამზადების სპეციალური N1------ ლიცენზია ა-------–-----ის სატყეო უბნის სხვავის სატყეოს N4 კვარტალში, 9350 კუბური მეტრი წიწვოვანი და ფოთლოვანი მერქნული რესურსის მოჭრის მიზნით 3 წლის ვადით. 2015 წლის 07 ივნისამდე.

 

ამავე მოხსენებით ბარათში მითითებულია, რომ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს 2012 წლის 12 აგვისტოს N13---- ბრძანებით, შეტანილი იქნა ცვლილება 2017 წლის 6 ივნისის N13/6 ბრძანებაში, კერძოდ შეიცვალა ტყე-კაფის ჩატარების ადგილი ნაცვლად სხვავის სატყეოს N4 კვარტლისა, 9350 კუბური მეტრი წიწვოვანი და ფოთლოვანი მერქნული რესურსის მოჭრა განისაზღვრა ნიკორწმინდის სატყეოს N11 კვარტალში 134 ჰა ფართობზე და 2012 წლის 13 აგვისტოს N13---- ბრძანებით 3 წლის ვადით. გაიცა ახალი ლიცენზია N1------, რომელშიც ლიცენზიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 07 ივნისამდე, რის დასტურადაც მოჰყავს ეროვნული სააგენტოდან მიღებული წერილი(N2------------------).

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მოხსენებითი ბარათში მითითებას ,,შევიდა ცვლილება“, გამორიცხავს მითითება ,,გაიცა ახალი, ლიცენზია“, რადგან მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, ახალ ტეროტორიაზე მერქნული რესურსის მოსაპოებლად გაცემული, ახალ კვარტალსა და თვისობრივად განსხვავებულ სხვა ტერიტორიაზე, ვერ განიხილება როგორც პირველი ლიცენზიის ცვლილება.

 

ამავე მოხსენებით ბარათში მთითებულია, რომ დ------------–---- მიერ 2012 წლის 7 ივნისიდან 13 აგვისტოს ჩათვლთ, ტყის მართვის ერთიან ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებული და სამმართველოში წარდგენილია ყოველთვიური ანგარიშები დოკუმენტაციის შესაბამისად, 2012 წლის 7 ივნისიდან, 2012 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით.

 

3.19. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რერსურსების დაცვის სამინისტოს გარემოს ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 16 ოქტომბრის N2------ მიწერილობას, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ ცენტრალური სამმართველოს უფროსისადმი, სადაც მიმართვის ადრესატი უწყების წერილის პასუხად, განმარტებულია, რომ ი/მ ,,დ------------–---“-ზე გაცემული ხე-ტყის დამზადების სპეციალური N1------ ლიცენზიის მოქმედების ვადა მითითებულია აღნიშნულ ლიცენზიაში, რომ ახალ სალიცენზიო მოწმობაში მიეთითება ვადა, რომელიც მოიცავს ლიცენზიის მოქმედების სრულ პერიოდს. ეს ვადა კი განსაზღვრულია 3 წლით, 2015 წლის 13 აგვისტომდე.

 

წერილში აღნიშნულ კონკრეტულ შემთხვევას, რომელსაც მისი ავტორი უთითებს და ეხება 2012 წლის 6 ივნისს გაცემულ ლიცენზიას, ლიცენზიის მოქმედების ვადა 3 წელს და ამოწურვის თარიღს 2015 წლის 7 ივნისს, ეხება N1------, ე. წ. პირველ ლიცენზიას.

 

ბუნდოვანი, გაურკვეველი, უშინაარსო და გაზიარების შესაძლებლობას მოკლებულია ამ წერილის მესამე აბზაცი, რომ ,,2012 წლის 17 აგვისტოს ლიცენზიის გადაცემისას, სალიცენზიო მოწმობაში მითითებული სამწლიანი ვადის ათვლა უნდა მოხდეს, არა 2012 წლის 17 აგვისტოდან, არამედ 2012 წლის 6 ივნისიდან, ვინაიდან ლიცენზია ამ თარიღით არის გაცემული“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ლიცენზია, რომლის ვადის დარღვევასაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულ დ----- ჯ----–---- არ არის გაცემული 2012 წლის 6 ივნისს, არამედ გაცემულია 2012 წლის 13 აგვისტოს, 3 წლის ვადით, ახალი, 2012 წლის 13 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე

 

3.20. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის გ--------------–---–-- 2012 წლის 13 აგვისტოს ბრძანების პირველ პუნქტში მითითებულია, რომ ,,გაიცეს ინდ/მეწარმე დ------------–---ზე (ს/კ 0----------) სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტის რ-----–------------------------ სამმართველოს, ა-------–-----ის სატყეო უბნის, ნიკორწმინდის სატყეოს N11 კვარტალში ხე-ტყის დამზადების სპრეციალური ლიცენზია 3 წლის ვადით „ შესაბამისად ლიცენზიის მოქმედების ვადა მთავრდება 2015 წლის 13 აგვისტოს და არა 2015 წლის 7 ივნისს, როგორც ბრალდების მხარე მიუთითებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის გ--------------–---–-- 2012 წლის 13 აგვისტოს ბრძანების სათაური ,,ი/მ ,,დ------------–---“-ზე ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2012 წლის 6 ივნისის N13/60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ვერ ჩაითვლება თვით N1------ ლიცენზიაში ცვლილებად, არამედ არის მეწარმის დარღვეული უფლების აღდგენა, პირველი, ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეწყვეტის გამო.

 

3,21.სასამართლო ბრალდებულ დ------------–---- ქმედების შეფასებისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ი/მ ,,დ------------–---“ როგორც მეწარმე სუბიექტი, სადავო პერიოდს სრულიად სამართლიანად მიიჩნევდა მისი საქმიანობის ვადად, ამავე პოზიციაზე იდგა ყველა ის უწყება, რომელსაც ეკისრებოდა მეწარმის საქმიანობაზე კონტროლი და ზედამხედველობა, რისი დასტურიცაა მისმიმართ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაღათა ოქმები N0----- და N0----- ასკ 1285-ე მუხლის მეორე ნაწილით ლიცენზიით გათვალისწინებული და ბრალდების მხარის მიერ სადავოდ გახდილი ვადის განმავლობაში, რისთვისაც დაედო ადმინისტრაციული სახდელი.

 

3.22. დადგენილია, რომ დ------------–--- სადავო პერიოდში შეუფერხებლად იღებდა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტს შესაბამისი უწყებიდან, ფირნიშებს მოპოვებული ხე - ტყისათვის, ელექტრონულ ბაზაში კანონის შესაბამისად აღრიცხავდა სამეწარმეო საქმიანობის პროცედურას, ანგარიშგებას ახდენდა შესაბამის უწყებებთან, ყოველ 10 დღეში აბარებდა ფირნიშებს ქ. ქუთაისში და რაიმე ინფორმაცია დ------------–---ს მის მიერ ლიცენზიით გათვალისწინებული ვადის გადაცილების თაობაზე არ მიწოდებია.

 

ბრალდების მხარემ, დ------------–---- მიმართ ბრალის წარდგენის დროს იმთავითვე იგნორირება გაუკეთა მეწარმე სუბიექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს პირველი ლიცენზიის შემთხვევაში მერქნული რესურსის ათვისების პროცესში, არც კი მოიხსენია ადგილმონაცვლეობის საფუძველი და იმ აქტების გამოცემის წინაპირობა, რომლითაც შესაბამისმა უწყებამ, მის მიერვე დაშვებული შეცდომის გამოსწორება სცადა სახელწმიფო ბიუჯეტისაგან დ------------–---- მიერ გადახდილი თანხების დაბრუნების სანაცვლოდ და დ------------–---- ინტერესების საზიანოდ, გამოყოფილისაგან მკვეთრად განსხვავებულ უბანზე, როგორც ტერიტორიულად, ისე წვდომადობისა და მერქნული რესურსის სახესხვაობის თვალსაზრისით.

 

საქმეზე დაკითხული ყველა პირი 1----- ლიცენზიას უწოდებს ახალს და არა პირველ ლიცენზიას შეცვლილი პირობებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მეორე ლიცენზია წარმოადგენს ახალი ბრძანებით გამოცემულ ახალ ლიცენზიას, ახალი ვადით, რომელის პირობები დ------------–---ს არ დაურღვევია.

 

პირიქით ტყე–კაფის დროულად გადაუცემლობის გამო ვერ მოახერხა გამოყოფილი ოდენობის მერქნული რესურსის ათვისება, რამაც მისი, როგორც მეწარმე სუბიექტის შეფერხება გამოიწვია და შესყიდული მერქნული რესურსის 30 % აუთვისებელი დარჩა.

 

3.23. სასამართლომ დეტალურად გაანალიზა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება დ------------–---- ბრალდების ნაწილში და აღნიშნავს, რომ დაზარალებულის წარმომადგენლისა და მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი მტკიცებულებებით, ვერ დადგინდა დ------------–---- ბრალეულობა ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების არადამაჯერებელი, ბუნდოვანი და წინააღმდეგობრივი ჩვენებები ვერ დაუკარგავს სანდოობას ბრალდებულ დ------------–---- ჩვენებას, რომ N1------ ლიცენზიის პირობები დაირღვა ლიცენზიის გამცემი უწყების მიერ, რომ გადახდილი მოსაკრებლის უკან დაბრუნებისა და გზის გაყვანაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების გამორიცხვიდან გამომდინარე იძულებული გახდა დათანხმებოდა გაუარესებული პირობებით ახალი ტყე-კაფის გამოყოფას, რაზედაც გაიცა სრულიად ახალი N1------ ლიცენზია 3 წლის ვადით, 2015 წლის 13 აგვისტომდე.

 

3.24. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დ------------–---- მიმართ წარდგენილი ბრალდების ფორმულირებას, რომ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს 2012 წლის 13 აგვისტოს N13---- ბრძანებით, ინდ. მეწარმე დ------------–---- მიერ, 9350 კუბური მეტრი წიწვოვანი და ფოთლოვანი მერქნული რესურსის მოჭრა განისაზღვრა ნიკორწმინდის სატყეოს N1 კვარტალში, 134 ჰექტარ ფართობზე და შესაბამისად გაიცა ლიცენზია N1------. მოქმედების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 13 აგვისტოდან, 2015 წლის 07 ივნისამდე.

 

ბრალდების მხარეს არ აქვს გათვალისწინებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის გ--------------–---–-- 2012 წლის 13 აგვისტოს ბრძანების პირველ პუნქტის დათქმა, რომ ,,გაიცეს ინდ/მეწარმე დ------------–---ზე (ს/კ 0----------) სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტის რ-----–------------------------ სამმართველოს, ა-------–-----ის სატყეო უბნის, ნიკორწმინდის სატყეოს N11 კვარტალში ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია 3 წლის ვადით. ისე ახდენს ვადის ათვლას ძველი, N1----- ლიცენზიის გაცემის თარიღიდან, რომ ეს ლიცენზია მოხსენიებულიც კი არ აქვს ბრალში და ამ გარემოების გამოყენება ბრალად წარდგენილი დანაშაულის პირდაპირ/ირიბად დადასტურების თვალსაზრისით, ცალსახად არასწორია და არ წარმოადგენს წონად არგუმენტს, რაც ბრალდების მხარის ვერსიას დამაჯერებლობას შესძენდა.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლამდე მოქმედი რედაქცია), სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა.

 

4.2. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა დ------------–---- მიერ ლიცენზიით გათვალისწინებული ვადის დარღვევის გამო ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი სასამართლოს აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, მათ შორის გ-----------–---------------------–---------------------------------–--------------------------------–--------------- ინსპექტორის დ--–---------–---–-- მიერ დ------------–---- მხრივ გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშება ვერ აკმაყოფილებს დამაჯერებლობის მინიმალური სტანდარტიც კი, რომელიც დაადასტურებდა დ------------–---- ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში.

 

4.3. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

4.4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2).

 

4.5. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15). მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეასრულა მისი მოვალეობა და სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დაადასტურა დ------------–---- მიერ ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

4.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა დ------------–---- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც ის წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულების საკითხი, კერძოდ: საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი CD დისკი, უნდა დარჩეს საქმეში სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 255-ე, 258-260-ე, 267-268-ე, 270-271-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ბრალდებული დ----- ა------------ ჯ----–--- ცნობილი იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.

 

2.გაუქმდეს ბრალდებულ დ------------–---- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს სახით შეტანილი თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტანს.

 

3.გამართლებულ დ------------–---ს განემარტოს რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;

 

4.საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი CD დისკი, დარჩეს საქმეში სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.:

 

5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ა-------–-----ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი