განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-65-2018
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 აპრილი, 2018 წელი ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლ--–----------–---–ი
სხდომის მდივანი - რ--------------------–-–---–ი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - რ-----------–-ა
დაცვის მხარე:
ადვოკატი - მ------------–-–---–ი
ბრალდებული - გ------------–-–---–ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი #4----------, დაბადებული 1979 წლის 11 სექტემბერს, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ-----–--------------------–-----------ში
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილი (საბრძლო მასალის უკანონო შეძენა და შენახვა) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაული)
სხდომის სახე - საჯარო
განსახილველი საკითხი: ბრალდებულ გ------------–-–---–ის მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.საპროცესო შეთანხმების არსი:
1.1. შუამდგომლობის მიხედვით, გ------------–-–---–ს ბრალად ერაცხება დანაშაულებრივი ქმედებები, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 18 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გაჩხრეკილ იქნა ქ-----–--------------------–-----------ში გ------------–-–---–ის საცხოვრებელი სახლი და დამხმარე სათავსები, რის შედეგადაც ამოღებულია ქარხნული წესით დამზადებული, 1943 წლის ნიმუშის, 7,62 (7,62X39) მმ. კალიბრის, სამხედრო დანიშნულების 45 ცალი ვაზნა, განკუთვნილი 7,62 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის „AK-47“, „AKM“, „AKMC“, „AKMCУ“ ავტომატებისათვის, „CKC“ კარაბინისათვის, „РПД“ და „РПК“ ხელის ტყვიამფრქვევებისათვის; ქარხნული წესით დამზადებული, 1974 წლის ნიმუშის, 5,45 (5,45X39) მმ. კალიბრის, სამხედრო დანიშნულების 300 ცალი ვაზნა, განკუთვნილი კალაშნიკოვის კონსტრუქციის 1974 წლის ნიმუშის "АК-74", "АКС-74", "АКС-74У" ავტომატებისათვის; "РПК-74", "РПКС-74" ხელის ტყვიამფრქვევებისათვის და სხვა.; ქარხნული წესით დამზადებული, 5,45 (5,45X39) მმ. კალიბრის სამხედრო სპეცდანიშნულების (მგეზავი) 19 ცალი ვაზნა, განკუთვნილი კალაშნიკოვის კონსტრუქციის 1974 წლის ნიმუშის "АК-74", "АКС-74", "АКС-74У" ავტომატებისათვის; "РПК-74", "РПКС-74" ხელის ტყვიამფრქვევებისათვის და სხვა.
1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით გ------------–-–---–ს მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2018 წლის 18 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გაჩხრეკილ იქნა გ------------–-–---–ის საცხოვრებელი სახლი და დამხმარე სათავსები, რის შედეგადაც ამოღებულა 17,18 გრამი გამომშრალი მარიხუანა, რაც უკანონოდ იყო გ------------–-–---–ის მიერ შეძენილი და რის შენახვასაც ასევე უკანონოდ ახდენდა იგი.
1.3. გ------------–-–---–ს ჩადენილი ქმედებისათვის 2018 წლის 29 მარტს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. საქმის მასალების შემოწმების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია; წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის აღიარებით, გ------------–-–---–ის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსების ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ბალისტიკური ექსპერტიზის №10/ბ დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის №7/სქ დასკვნები, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით დასტურდება, რომ ბრალდებულმა გ------------–-–---–მა ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება.
3.საპროცესო ნორმათა დაცულობა:
3.1. 2018 წლის 24 აპრილს, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ბრალდებულ გ------------–-–---–სა და ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბ----------------–---–ს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება - ბრალის აღიარებით სასჯელის ზომაზე. საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორის მიერ ბრალდებული გაფრთხილებულ იქნა საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ. ბრალდებულს ასევე განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან. საპროცესო შეთანხმება გაფორმდა ადვოკატის უშუალო მონაწილეობით. საპროცესო შეთანხმების შესახებ შედგა ოქმი. საპროცესო შეთანხმება, კანონით დადგენილი წესით, წინასწარ იქნა შეთანხმებული როგორც ხაშურის რაიონული პროკურორის მოადგილე რ-----------–-ასთან, ისე საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილესთან, გიორგი გაბიტაშვილთან.
3.2. 2018 წლის 25 აპრილს ხაშურის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა პროკურორმა ბ----------------–---–მა ბრალდებულ გ------------–-–---–თან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
3.3. სასამართლო სხდომაზე ხაშურის რაიონული პროკურორის მოადგილე რ-----------–-ამ იშუამდგომლა დამტკიცება საპროცესო შეთანხმებისა, რომლის მიხედვითაც გ------------–-–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც ჩაითვლება პირობითად; დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით; სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა 2500 (ორიათასხუთასი) ლარის ოდენობით. სასჯელის შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე, დანაშაულთა ერთობლიობით, გ------------–-–---–ს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც ჩაითვლება პირობითად; მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით. გ------------–-–---–ი პირობით მსჯავრდებულია, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სასჯელის - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა- მოუხდელი ნაწილიდან ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც კვლავ ჩაითვლება პირობითად, უნდა დაემატოს ახლად დანიშნულ სასჯელს და ბოლოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------------–-–---–ს სასჯელის სახით დაენიშნება თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვლება პირობითად 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით; დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით გ------------–-–---–ს, ამავე კანონის მე-3 მუხლის 41 პუნქტის შესაბამისად, ექვსი თვის ვადით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლის ვადით უნდა ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის, ხოლო საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში_საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები უნდა ჩამოერთვას 10 წლის ვადით.
3.4. პროკურორის შუამდგომლობას დაეთანხმნენ ბრალდებული და მისი ინტერესების დამცველი. მხარეთა შორის დაზუსტდა საპროცესო შეთანხმების პირობები ნივთიერ მტკიცებულებებთან დაკავშირებით.
3.5. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო დარწმუნდა, რომ შეთანხმება დადებულია ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე სხვა უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით; ბრალდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი და ამ დანაშაულისთვის კანონით გათვალისწინებულ სასჯელს, ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, იგი აცნობიერებს, რომ აქვს უფლება დაცვის და უფლება, უარი განაცხადოს შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვაზე. ასევე აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.
3.6. სასამართლო უშუალოდ ბრალდებულისგან დარწმუნდა, რომ მის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა. ბრალდებულს აქვე განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
4.სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი სამართლიანია. ბრალდებულისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილს.
ამდენად, საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს.
5. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
5.1. ნივთიერი მტკიცებულება ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანა“, საერთო წონით 17,18 გრამი, უნდა განადგურდეს; საბრძოლო მასალა 45 ცალი 7,62 მმ კალიბრის ვაზნა, 300 ცალი 5,45 მმ კალიბრის ვაზნა, 19 ცალი 5,45 მმ კალიბრის სპეცდანიშნულების (მგეზავი) ვაზნა და 6 ცალი მჭიდი უნდა გადაიგზავნოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურში; 173 ცალი 7.62 მ კალიბრის ვაზნა, რომელიც არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, უნდა განადგურდეს.
ნივთიერი მტკიცებულებები ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ქარელის რაიონულ სამმართველოში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 274-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბ----------------–---–სა და ბრალდებულ გ------------–-–---–ს შორის 2018 წლის 24 აპრილს გაფორმებული საპროცესო შეთანხმება, დაზუსტებული პირობებით;
3. გ------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც ჩაითვალოს პირობითად; დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ვადით;
4. გ------------–-–---–ი ასევე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით;
5. სასჯელთა შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე, დანაშაულთა ერთობლიობით გ------------–-–---–ს სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც ჩაითვალოს პირობითად; დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით;
6. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სასჯელის - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა - მოუხდელი ნაწილიდან ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც კვლავ ჩაითვალოს პირობითად, დაემატოს ახლად დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------------–-–---–ს სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალოს პირობითად 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით; დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით;
7. გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
8. გ------------–-–---–ს 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება, დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, ვ) პასიური საარჩევნო უფლება, ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით;
მითითებული შეზღუდვების მოქმედების ვადის დენა დაიწყოს გამოსაცდელი ვადის დაწყების მომენტიდან.
9. ნივთიერი მტკიცებულება ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანა“ საერთო წონით 17,18 გრამი, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; საბრძოლო მასალა 45 ცალი 7,62 მმ კალიბრის ვაზნა, 300 ცალი 5,45 მმ კალიბრის ვაზნა, 19 ცალი 5,45 მმ კალიბრის სპეცდანიშნულების (მგეზავი) ვაზნა და 6 ცალი მჭიდი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გადაიგზავნოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურში; 173 ცალი 7,62 მმ კალიბრის ვაზნა, რომლებიც არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
10. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
11. განაჩენი არ ექვემდებარება გასაჩივრებას გარდა შემდეგი შემთხვევებისა: მსჯავრდებულს უფლება აქვს, განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით საჩივრით მიმართოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით; საპროცესო შეთანხმება დაიდო ისე, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; სასამართლომ უგულებელყო სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა.
თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართოს საჩივრით განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე
ლ--–----------–---–ი