გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N030210018002488622
N2/688-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 მაისი 2019 წელი ქ. ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი ლევანი ქირია
მოსარჩელე სს "თ----- ბ----"
წარმომადგენელი ნ--- გ----–--
მოპასუხე კ----–-- მ-------–---
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1.დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:
1.1.კ----–-- მ-------–---ს სს „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ, 2018 წლის 24 მაისის (საქმეში არსებული დავალიანების ცნობის) მიხედვით და 2016 წლის 22 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისროს დავალიანების 9648,37 ლარის გადახდა (საიდანაც, სესხის ძირი თანხაა - 7209,09 ლარი, პროცენტი - 1439,28 ლარი, ჯარიმა - 1000 ლარი).
1.2. კ----–-- მ-------–---ს სს „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ, 2018 წლის 24 მაისიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2016 წლის 22 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისროს ძირ თანხაზე 7209,09 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური სარგებლის 17%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 102, 12 ლარს.
1.3. კ----–-- მ-------–---ს სს „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ, 2018 წლის 24 მაისიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2016 წლის 22 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 7209,09 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, დაეკისროს პირგასამტეხლოს 0,5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 36,04 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 2000 ლარისა.
1.4. კ----–-- მ-------–---ს სს „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ გადახდეს იურიდიული მომსახურების საფასურის - 500 ლარის გადახდა.
2. მოსარჩელის პოზიცია:
სს „თ----- ბ-----“ და კ----–-- მ-------–---ს შორის 2016 წლის 22 თებერვალს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი 4000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. 2016 წლის 28 მარტს საკრედიტო ლიმიტი ავტომატურად გაიზარდა. შესაბამისად, მსესხებლის მიერ ათვისებული დაბრუნებული თანხების ნაშთმა შეადგინა 7000,63 ლარი. საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა შეადგენდა 13 028 ლარს. წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 17%-ის ოდენობით. კრედიტი პერიოდულად უნდა დაფარულიყო ყოველი კალენდარული თვის 27 რიცხვში ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 10%-ს დამატებული საკრედიტო ლიმიტის ათვისების დღიდან შესაბამისი კალენდარული თვის ბოლო რიცხვამდე დარიცხული საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). არასანქცირებული ოვერდრაფტი უნდა დაიფაროს ყოველთვიურად გადასახდელი თანხის გადახდის დღეს. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი კალენდარული თვის პირველი რიცხვი, ხელშეკრულებით ასევე, გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
კ----–-- მ-------–--- პერიოდულად არღვევდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და 2017 წლის 19 აპრილის შემდეგ გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხა არ გადაუხდია.
2018 წლის 24 მაისის მდგომარეობით მოპასუხეს 2016 წლის 22 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხება დავალიანება 18 892,67 ლარის ოდენობით, საიდანაც, სესხის ძირი თანხაა - 7209,09 ლარი, პროცენტი - 1439,28 ლარი, ჯარიმა - 10244,30 ლარი.
ასევე, 2017 წლის 14 თებერვალს, სს „თ----- ბ-----“ და კ----–-- მ-------–---ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2349,99 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 0%-ით, კრედიტის ვადა 368 დღე (12 გადახდა), კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 17 რიცხვში, ყოველთვიური - 195,86 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე, გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
კ----–-- მ-------–---მ დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2017 წლის 19 აპრილის შემდეგ გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხა არ გადაუხდია.
2018 წლის 24 მაისის მდგომარეობით კ----–-- მ-------–---ს 2017 წლის 14 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 4083,56 ლარის ოდენობით, საიდანაც, სესხის ძირი თანხაა - 1958,33 ლარი, ჯარიმა 2125,23 ლარი.
2019 წლის 11 იანვარს, ფოთის საქალაქო სასამართლოს მოთხოვნის დაზუსტებისა და სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ გამოხმობის განცხადებით მომართა სს „თ----- ბ----ს“ წარმომადგენელმა ლ---–- კ--–----, განცხადების მიხედვით, მოსარჩელე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის თანახმად, იხმობს სასარჩელო მოთხოვნას 2017 წლის 14 თებერვლის საბანკო კრედიტის შესახებ N1-------8------ ხელშეკრულების ნაწილში, სადაც საკრედიტო დავალიანება შეადგენს 4083,56 ლარს (საიდანაც, ძირი თანხაა 1958,33 ლარი, ჯარიმა 2125,23 ლარი).
3. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ძირი თანხის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში, სარჩელი არ ცნო და მოითხოვა, რომ მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი, ვინაიდან დარიცხული სარგებელი და პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2016 წლის 22 თებერვალს სს „თ----- ბ-----“ და კ----–-- მ-------–---ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის №1-------8------ ხელშეკრულება და მოპასუხეზე გაიცა სესხი 4000 ლარის ოდენობით. კრედიტი გაიცა 13028 დღით, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 17 %-ით.
აღნიშნული გარემოება დასტურდება 2016 წლის 22 თებერვლის №1-------8------ საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებებით.
3.1.2. 2017 წლის 14 თებერვალს, სს „თ----- ბ-----“ და კ----–-- მ-------–---ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2349,99 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 0%-ით, კრედიტის ვადა 368 დღე (12 გადახდა), კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 17 რიცხვში, ყოველთვიური - 195,86 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
აღნიშნული გარემოება დასტურდება 2017 წლის 14 თებერვლის №1-------8------ საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულებით და ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებებით.
3.1.3. მოპასუხემ 2017 წლის აპრილის თვიდან დაარღვია ხელშეკრულება და არ გადაიხადა ხელშეკრულებით დაკისრებული თანხა, რის გამოც საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გამომდინარე ერიცხება დავალიანება 9648,37 ლარის ოდენობით (საიდანაც, სესხის ძირი თანხაა - 7209,09 ლარი, პროცენტი - 1439,28 ლარი, ჯარიმა - 1000 ლარი).
აღნიშნული გარემოება დასტურდება ფაქტობრივი გარემოებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. 2016 წლის 22 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მოპასუხეზე დარიცხული სარგებელი და პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სს „თ----- ბ----ს” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
სს „თ----- ბ----ს“ სარჩელი 2017 წლის 14 თებერვლის საბანკო კრედიტის შესახებ N1-------8------ ხელშეკრულების ნაწილში, სადაც საკრედიტო დავალიანება შეადგენს 4083,56 ლარს (საიდანაც, ძირი თანხაა 1958,33 ლარი, ჯარიმა 2125,23 ლარი) უნდა დარჩეს განუხილველი.
კ----–-- მ-------–---ს სს „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ 2018 წლის 24 მაისის (საქმეში არსებული დავალიანების ცნობის) მიხედვით და 2016 წლის 22 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს დავალიანების 9648,37 ლარის გადახდა (საიდანაც, სესხის ძირი თანხაა - 7209,09 ლარი, პროცენტი - 1439,28 ლარი, ჯარიმა - 1000 ლარი).
კ----–-- მ-------–---ს სს „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ 2018 წლის 24 მაისიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2016 წლის 22 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უნდა დაეკისროს ძირ თანხაზე 7209,09 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური სარგებლის 17%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 102,12 ლარს.
კ----–-- მ-------–---ს სს „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ 2018 წლის 24 მაისიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2016 წლის 22 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 7209,09 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს 0,5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 36,04 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 2000 ლარისა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი, საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).
6.სამართლებრივი შეფასება:
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03;Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] PAR.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC), par.81); Boldea v. Romania, par.30).
მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების დაკისრება და ზიანის ანაზღაურება.
სს „თ----- ბ-----“ და კ----–-- მ-------–---ს შორის 2016 წლის 22 თებერვალს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი 4000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. 2016 წლის 28 მარტს საკრედიტო ლიმიტი ავტომატურად გაიზარდა, შესაბამისად მსესხებლის მიერ ათვისებული დაბრუნებული თანხების ნაშთმა შეადგინა 7000,63 ლარი. საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა შეადგენდა 13 028 ლარს. წლიური საპროცენტო სარგებელი განაკვეთი განისაზღვრა 17%-ის ოდენობით. კრედიტი პერიოდულად უნდა დაფარულიყო ყოველი კალენდარული თვის 27 რიცხვში ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 10%-ს დამატებული საკრედიტო ლიმიტის ათვისების დღიდან შესაბამისი კალენდარული თვის ბოლო რიცხვამდე დარიცხული საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). არასანქცირებული ოვერდრაფტი უნდა დაიფაროს ყოველთვიურად გადასახდელი თანხის გადახდის დღეს. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი კალენდარული თვის პირველი რიცხვი, ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
კ----–-- მ-------–--- პერიოდულად არღვევდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და 2017 წლის 19 აპრილის შემდეგ გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხა არ გადაუხდია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის შემთხვევაში, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და გამოაქვს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სარჩელი იმ ნაწილში, რომელშიც მოპასუხემ სარჩელი ცნო, კერძოდ: ძირი თანხის ნაწილში, უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „თ----- ბ----'' უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, გადაცემული კრედიტის ძირითადი თანხის - 7209,09 ლარის დაბრუნება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქმეში არსებული მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით დგინდება, რომ ხელშეკრულებით წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 17%-ით. მხარეს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხეს უნდა გადაეხადა ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა პროცენტის თანხის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს პროცენტის სახით უნდა დაეკისროს - 1439,28 ლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ, პირგასამტეხლოს გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1000 ლარის გადახდა.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა. ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნას მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.
დასახელებული ნორმების შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიღებული შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი. ზემოაღნიშნული მუხლების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და რაც საკრედიტო დაწესებულებას უნდა მიეღო, მართებულია, ვინაიდან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება.
სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს. საბანკო კრედიტს უკავშირდება დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებები. (იხ. ,,კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონი-მუხლი 1, ,,თ’’ პუნქტი). საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის სამართლებრივი ბუნება განსხვავებულია. მიუღებლად განიხილება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. განსხვავებულია ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის მტკიცების ფარგლებიც. მიუღებელ შემოსავალს დამტკიცება სჭირდება (სსკ-ის 404-ე, 411-412-ე მუხლები), მაშინ, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრული გონივრული პროცენტის ნამდვილობისათვის საკმარისია მხარეთა წერილობითი შეთანხმება. ასევე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა: ,,საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). შესაბამისად, კრედიტორს გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნად ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება. სსკ-ის 348-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, რომლებსაც შემთავაზებელი იყენებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას, მიიჩნევა ბათილად შეთანხმება ზიანის ოდენობაზე მეტი თანხის მოთხოვნის შესახებ (ზიანის ანაზღაურების გადამეტებული მოთხოვნა). განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება მოითხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის მიხედვით გაანგარიშების საფუძველზე, ამდენად, მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, რაც იმას ნიშნავს, რომ იკვეთება სსკ-ის 411-ე მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა და არც ის გარემოება შეიძლება გახდეს სადავო, რომ საკრედიტო დაწესებულების ძირითადი საქმიანობა კრედიტის გაცემის გზით ეკონომიკური სარგებლის მიღებაა, აღნიშნული კი მყარ პრეზუმფციათა რიგს განეკუთვნება. ამდენად, პრეტენზიას მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაზე და მოწინააღმდეგე მხარის მიერ სესხად აღებული, დაუბრუნებელი თანხებია ოდენობისა და საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეთა შორის შეთანხმებული სესხის პროცენტის ოდენობის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის სასესხო ხელშეკრულებების დარღვევის გამო. მოპასუხე კ----–-- მ-------–---ს სს „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ 2018 წლის 24 მაისიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2016 წლის 22 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უნდა დაეკისროს ძირ თანხაზე 7209,09 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური სარგებლის 17%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 102,12 ლარს. მოპასუხე კ----–-- მ-------–---ს სს „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ 2018 წლის 24 მაისიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2016 წლის 22 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 7209,09 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს 0,5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 36,04 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 2000 ლარისა.
2019 წლის 11 იანვარს ფოთის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ გამოხმობის განცხადებით მომართა სს „თ----- ბ----ს“ წარმომადგენელმა ლ---–- კ--–----, განცხადების მიხედვით, მოსარჩელე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის თანხმად, იხმობს სასარჩელო მოთხოვნას 2017 წლის 14 თებერვლის საბანკო კრედიტის შესახებ N1-------8------ ხელშეკრულების ნაწილში, სადაც საკრედიტო დავალიანება შეადგენს 4083,56 ლარს (საიდანაც, ძირი თანხაა 1958,33 ლარი, ჯარიმა 2125,23 ლარი).
საქართველოს სსკ-ის 831-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა 2017 წლის 14 თებერვლის საბანკო კრედიტის შესახებ N1-------8------ ხელშეკრულების ნაწილში (სადაც საკრედიტო დავალიანება შეადგენს 4083,56 ლარს, საიდანაც, ძირი თანხაა 1958,33 ლარი, ჯარიმა 2125,23 ლარი) უნდა დარჩეს განუხილველად.
7.საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ მირებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
კ----–-- მ-------–---ს სს „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ უნდა გადახდეს იურიდიული მომსახურების საფასურის - 500 ლარის გადახდა.
მოპასუხე კ----–-- მ-------–---ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახ.ბაჟის 73,18 ლარის გადახდა, რომელიც უნდა ჩაირიცხოს ქ. თბილისი ,,სახელმწიფო ხაზინა”, ბანკის კოდი TRESGE22, ანგარიშის № 2----------, სახაზინო კოდი 3------------
სს „თ----- ბ----ს“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 874,56 ლარი (სს თ----- ბ----, სახ. ბაჟის გადახდის თარიღი 01.06.2018, საგადასახადო დავალება N--, მიმღების ანგარიში 3--------, ბანკის კოდი TRESGE22).
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. სს „თ----- ბ----ს” სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. სს „თ----- ბ----ს“ სარჩელი 2017 წლის 14 თებერვლის საბანკო კრედიტის შესახებ N1-------8------ ხელშეკრულების ნაწილში, სადაც საკრედიტო დავალიანება შეადგენს 4083,56 ლარს (საიდანაც, ძირი თანხაა 1958,33 ლარი, ჯარიმა 2125,23 ლარი) დარჩეს განუხილველი.
3.კ----–-- მ-------–---ს სს „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ 2018 წლის 24 მაისის (საქმეში არსებული დავალიანების ცნობის) მიხედვით და 2016 წლის 22 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების 9648,37 ლარის გადახდა (საიდანაც, სესხის ძირი თანხაა - 7209,09 ლარი, პროცენტი - 1439,28 ლარი, ჯარიმა - 1000 ლარი).
4. კ----–-- მ-------–---ს სს „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ 2018 წლის 24 მაისიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2016 წლის 22 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისროს ძირ თანხაზე 7209,09 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური სარგებლის 17%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 102,12 ლარს.
5. კ----–-- მ-------–---ს სს „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ 2018 წლის 24 მაისიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2016 წლის 22 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 7209,09 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, დაეკისროს პირგასამტეხლოს 0,5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 36,04 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 2000 ლარისა.
6. კ----–-- მ-------–---ს სს „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ გადახდეს იურიდიული მომსახურების საფასურის - 500 ლარის გადახდა.
7.მოპასუხე კ----–-- მ-------–---ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახ.ბაჟის 73,18 ლარის გადახდა, რომელიც ჩაირიცხოს ქ. თბილისი ,,სახელმწიფო ხაზინა”, ბანკის კოდი TRESGE22, ანგარიშის № 2----------, სახაზინო კოდი 3------------
8.სს „თ----- ბ----ს“ დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 874,56 ლარი (სს თ----- ბ----, სახ. ბაჟის გადახდის თარიღი 01.06.2018, საგადასახადო დავალება N--, მიმღების ანგარიში 3--------, ბანკის კოდი TRESGE22).
9. განჩინება 2017 წლის 14 თებერვლის საბანკო კრედიტის შესახებ N1-------8------ ხელშეკრულების ნაწილში საკრედიტო დავალიანების 4083,56 ლარის გახმობის ნაწილში შეიძლება კერძო საჩივრით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისი, ნიუ პორტის ქ.№32), მხარისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს (ქ. ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ. №3) მეშვეობით.
10.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
11.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე