განაჩენი

სისხლის სამართლის 26.06.2019
საქმის ნომერი
050100119002982263
დავის ტიპი
258 2 , 258 2 , 258 1 , 258 1 , 177 1
თარიღი
26.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 0-----------------

საქმე N 1-1---19

განაჩენი

საქართველოს სახელით

26.06.20-9 წელი ქ.ო--------თი

ო--------თის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ბიძინა სტურუა

სხდომის მდივანი მამუკა ჩავლეშვილი

ბრალდების მხარე

პროკურორი: შ-----------ე

დაცვის მხარე

ადვოკატი: დ-----------–--ე

ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N0-----------

ბრალდებული: ზ-------------ძე (არ გამოცხადდა)

მამის სახელი: შ-----

დაბადებული: 1-.0-.1--- წელი

პირადი ნომერი: 3----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: არასრული საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: ქვრივი

ნასამართლობა: მქონე

რეგისტრირებული: ო--------თი, ჯ-----–---–ის ქუჩა N 5-

ფაქტობრივად მცხოვრები: ო--------თი, ნ----–---–ის ქუჩა N 2-

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25--ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები (ორი ეპიზოდი);

დისპოზიცია: მიცვალებულისადმი უპატივცემულობა - საფლავის მიწისზედა ნაგებობის დაზიანება და საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება (ორი ეპიზოდი);

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-7-ე მუხლის პირველი ნაწილი

დისპოზიცია: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

1. სასამართლომ დაადგინა

 

1.1. 20-9 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით 13:00 საათზე ზ-------------ძემ ქ.ო--------თში მდებარე ,,მ---------ე’’-ს სასაფლაოზე დააზიანა და შემდეგ მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ქ-----------–-----ის მშობლების: რ--------–-----ისა და ვ-------------–-ას საფლავის მიწისზედა ნაგებობას, რითაც 500 ლარის ზიანი მიაყენა ქ-----------–-----ს.

 

1.2. 20-9 წლის 2- თებერვალს, დაახლოებით 13:30 საათზე ზ-------------ძე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ქ.ო--------თში, ა.წ---–--ის ქუჩაზე არსებული ავტოსადგურის ტერიტორიაზე მდებარე სასურსათო მაღაზიის წინ დადებულ, ნ-----------–--ის კუთვნილ ხელჩანთას, მასი მოთავსებული სხვადასხვა სურსათით, რითაც 25 ლარის ქონებრივი ზიანი მიაყენა დაზარალებულ ნ-----------–--ეს.

 

1.3. 20-9 წლის 6 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე ზ-------------ძემ ქ.ო--------თში, მდებარე ,,მ---------ე’’-ს სასაფლაოზე დააზიანა და შემდეგ მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ბ------------–---–ის წინაპრების: დ-------–----ძის, ნ-------------ას, ყ---------–-----ისა და ლ------–-----ის საფლავის მიწისზედა ნაგებობას, რითაც 500 ლარის ზიანი მიაყენა ბ------------–---–ს.

 

2. ქმედებების სამართლებრივი აღწერა

 

მიცვალებულისადმი უპატივცემულობა - საფლავის მიწისზედა ნაგებობის დაზიანება და საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება (ორი ეპიზოდი).

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

2.1. 20-9 წლის 1- მაისის წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების და დაცვის მხარეთა მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ზ-------------ძის მიმართ გამოტანილ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. ამასთან, წინასასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

საქმის არსებითი განხილვის დროს, დაცვის მხარე დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას, ამასთან მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არ არის და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2-0-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.

 

ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ-------------ძის მიმართ წარდგენილი ბრალდებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25--ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-7-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად და უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ზ-------------ძის ბრალეულობას წარდგენილი ბრალდებების სამივე ეპიზოდში სახელდობრ, საქართველოს სსკ-ის 25--ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით წარდგენილი ბრალდების 20-9 წლის 18 თებერვლის ეპიზოდში: ქ-----------–-----ის განცხადება, დადგენილება ქ-----------–-----ის დაზარალებულად ცნობის შესახებ და მისი გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ფოტოცხრილით, დ---------–--------ის პატაკი, ზ-------------ძის გამოკითხვის ოქმი, ზ-------------ძის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ფოტოცხრილით, ფერადი ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალის და ზ-------------ძის მიერ თუჯის ღობის ჩაბარების ამსახველი დოკუმენტაციის ასლები ფოტოცხრილით, მოწმეების: შ----------------ის, გ--------------ის და მ------------–---–ის გამოკითხვის ოქმები, ქ-----------–-----ის მონაწილეობით ფოტოსურათების დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტოცხრილით; საქართველოს სსკ-ის 1-7-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდში: შეტყობინება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ფოტოცხრილით, დადგენილება ნ-----------–--ის დაზარალებულად ცნობის შესახებ და მისი გამოკითხვის ოქმები, ა-----–-------ის პატაკი, მოწმეების: ა-----–-------ის, ი-----–-----------ძის, ნ-–--–---------ის და ვ----–---------ის გამოკითხვის ოქმები, თვით ზ-------------ძის გამოკითხვის ოქმი, ზ-------------ძის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ფოტოცხრილით, ნ-----------–--ის მონაწილეობით ჩატარებული ნივთიერი მტკიცებულების გახსნა-დათვალიერების ოქმი ფოტოცხრილით, ხელწერილი ნივთის დაბრუნების შესახებ, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება; საქართველოს სსკ-ის 25--ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით წარდგენილი ბრალდების 20-9 წლის 06 მარტის ეპიზოდში: შეტყობინება, დადგენილება ბ------------–---–ის დაზარალებულად ცნობის შესახებ და მისი გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ფოტოცხრილით, გ---------------ის პატაკი, ზ-------------ძის გამოკითხვის ოქმი, ზ-------------ძის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ფოტოცხრილით, ფერადი ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალის და ზ-------------ძის მიერ თუჯის ღობის ჩაბარების ამსახველი დოკუმენტაციის ასლები ფოტოცხრილით, მოწმეების: გ---------------ის, ნ---------–------ის, მ------------ას და დ---------–--------ის გამოკითხვის ოქმები და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობა.

 

სასამართლო, მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია ზ-------------ძის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25--ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (ორი ეპიზოდი); (მიცვალებულისადმი უპატივცემულობა - საფლავის მიწისზედა ნაგებობის დაზიანება და საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-7-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით), წარდგენილ ბრალდებებში, განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ასეთი დასკვნა კი ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20-2 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20-4 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20-5 წლის 2- იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზ-------------ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა: მიცვალებულისადმი უპატივცემულობა - საფლავის მიწისზედა ნაგებობის დაზიანება და საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება (ორი ეპიზოდი) და ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

აღნიშნული ქმედებები გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25--ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-7-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც ზ-------------ძე ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ზ-------------ძეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა, სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ზ-------------ძე არ გამოცხადდა ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის, წინასასამართლო და საქმის არსებითი განხილვის სხდომებზე.

 

ამდენად, ზ-------------ძეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მისი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ზ-------------ძეს ბრალად წარდგენილი თითოეული ქმედებისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.

 

ო--------თის რაიონული სასამართლოს 20-8 წლის 27 ივლისის განაჩენით ზ-------------ძე მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეუნქტებით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 2000 (ორასი) საათის ვადით. პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალსწინებით საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზ-------------ძეს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა დანიშნული სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ვადაში და იგი გათავისუფლდა დანიშნული ძირითადი სასჯელის მოხდისაგან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, ნასამართლობა გაქარწყლდება: თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა - სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ. შესაბამისად, ზ-------------ძე ითვლება ნასამართლობის მქონედ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, დანაშაულთა ერთობლიობის დროს თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

 

მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა რა დანაშაულთა ერთობლიობა, ზ-------------ძეს საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხების გადაწყვეტა

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

ნივთმტკიცებები, რომლებიც ხელწერილით ჩაბარდათ ნ-----------–--ეს და ნ---------–------ს, უნდა დარჩეს მათ მფლობელობაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე, მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 25--260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ზ-------------ძე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25--ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-7-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25--ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

 

1.1. ზ-------------ძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25--ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

1.2. ზ-------------ძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-7-ე მუხლის პირველი ნაწილით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

1.3. ზ-------------ძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25--ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

1.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქას მეორე სასჯელი და მსჯავრდებულ ზ-------------ძეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

2. გაუქმდეს ზ-------------ძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.

 

3. ზ-------------ძის პატიმრობის ვადა აითვალოს დაკავების მომენტიდან.

 

4. ზ-------------ძე დაკავების შემთხვევაში მოთავსდეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

5. განაჩენი გადაეგზავნოს ო--------თის რაიონულ სამმართველოს.

 

6. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

6.1. ნივთმტკიცებები, რომლებიც ხელწერილით ჩაბარდათ ნ-----------–--ეს და ნ---------–------ს, დარჩეს მათ მფლობელობაში.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

8. ბრალდების მხარის მიერ განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ო--------თის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

9. მსჯავრდებულ ზ-------------ძეს უფლება აქვს განაჩენი გაასაჩივროს 1 (ერთი) თვის ვადაში: დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

მოსამართლე ბიძინა სტურუა