განაჩენი

სისხლის სამართლის 14.06.2019
საქმის ნომერი
330100118002508523
თარიღი
14.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/2869-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

14 ივნისი 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე

სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე

 

პროკურორი: ს--–---- ჩ--------

ადვოკატები: გ------- ბ------, მ------- ა----–---–-

თარჯიმანი: ვ-----–- მ-----------

ს/ს საქმე №0-----------

 

ბრალდებული: ა---- დ------/ი-–--- მ--–--- (ძებნილი)

დაბადებული: 1---------

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: თ---------- რ-------–---- მოქალაქე

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

პასუხისგებაში მიცემის თარიღი: 1----------–-

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტები, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტები (02 ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტები (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი)

აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ა---- დ------ს/ი-–--- მ--–---ს მიმართ, საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (02 ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

2----–-–---------–---- საოქმო განჩინებით სისხლის სამართლის №0----------- საქმიდან (სასამართლო საქმის განხილვის ნომერი 1/2869-18) ბრალდებულების ა---- დ------ს (ი-–--- მ--–---) და შპს ,,ზ---- გ--------“ მიმართ, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (02 ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე შპს ი-----------–------- ,,ზ---- გ--------“ მიმართ, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმე განსახილველად გადაეცა სხვა მოსამართლეს.

 

დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ: ბრალდებულ ა---- დ------ (ი-–--- მ--–---) ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ (02 ეპიზოდი). მანვე, ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა, გამოყენების მიზნით (02 ეპიზოდი). მანვე, ჩაიდინა უკანონო შემოსავლის ლეგალ----ცია ე.ი. უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, განთავსების, მასზე საკუთრების უფლების დამალვა და შენიღბვა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ. მანვე, ჩაიდინა უკანონო შემოსავლის ლეგალ----ცია, ე.ი. დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა მისი დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, განთავსების, მასზე საკუთრების უფლების დამალვა და შენიღბვა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. მანვე, ჩაიდინა თაღლითობის მცდელობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

თ---------- მოქალაქეებმა ჯ-------– კ---------, ი-–---- ს---------–--- (Y--------------, დაბ.1---------–, პასპორტი N U--------, პ/ნ 1----------), ზ---- ჩ------- (Z---------, დაბ. 1---------–, პასპ. N U--------, პ/ნ 2----------) და ი-–--- მ--–---- (ა---- დ------) (I----------, დაბ.1---------–, პასპ. N U--------, პ/ნ 3----------; A--- D----, დაბ.1---------წ, პასპ. N S---------, პ/ნ 1----------) ფინანსური და სხვა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, განიზრახეს ჩამოეყალიბებინათ სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული ჯგუფი, რომელშიც დანაშაულის ჩადენის მიზნით, ჩართეს ასევე თ---------- მოქალაქეები მ------- ი------ (დაბ. 0---------–; პ/ნ 2----------), მ------ დ-------- ზ------ (M---------------------, პ/ნ 4----------; დაბ. 1----------–.) და ა------–------- დ------- (A-----------------, დ/თ - 1---------–, პასპ. N U--------). ჯგუფის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში არსებული საბანკო ანგარიშების გამოყენებით უცხოეთის მოქალაქეების დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლება, ხოლო შემდგომ მათი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობისა და მასზე საკუთრების უფლების დამალვის გზით, უკანონოდ მიღებული დიდი ოდენობით ფულადი თანხებისათვის კანონიერი სახის მიცემა. ასევე, საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული დაუსაბუთებელი ფულადი თანხების ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, ს----------–--–------------–-------- მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებებში არსებულ ანგარიშებზე აკუმულირება, ხოლო შემდგომში მათთვის კანონიერი სახის მიცემის, წარმოშობის წყაროს, განთავსების, რეალური მესაკუთრის თუ მისი ნამდვილი ბუნების შენიღბვის მიზნით, თანხების დანაწევრება და სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემით, მრავალჯერადი ტრანზაქციებით მათ მიერ კონტროლირებად ანგარიშებზე გადატანა.

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ი-–--- მ--–---ს (ა---- დ------), ჯ-------– კ---------- და ი-–---- ს---------–--- მითითებით, თ---------- მოქალაქე ზ---- ჩ------- მიერ რეგისტრირებული იქნა შპს „ზ---- გ-------“. შპს-ს სს „------- ბ-------“ გაფორმებული ქონდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც იგი წარმოადგენდა ბ----- „ს-----------“, რომელსაც ბ----- სპეციალური პროგრამის გამოყენებითა და ე---------–--------გან მიღებული ლიცენზიით შესაძლებლობა ქონდა, მიეღო სწრაფი ფულადი გზავნილები და გადაერიცხა თანხები ფ---------- პირების სურვილის შესაბამისად. ამასთან, შპს ვალდებული იყო სწრაფი ფულადი გზავნილების განსახორციელებლად მოეხდინა კლიენტის იდენტიფიკაცია და მისგან მიეღო მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების ასლები.

ზ---- ჩ------ შპს „ზ---- გ--------“ მეშვეობით ვალდებულება ქონდა, მოეხდინა კლიენტის იდენტიფიცირება ჯ-------– კ---------, ი-–--- მ--–---სა (ა---- დ------) და ი-–---- ს---------–--- დახმარებით. ახდენდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების - პასპორტის ასლების მოპოვებას, შემდგომ კი აღნიშნული ყალბი პასპორტის მონაცემების საფუძველზე, შპს „ზ---- გ--------“ მეშვებით დაუსაბუთებელი ფულადი თანხების იმავე პირებზე საქართველოში გადმორიცხვას, დანაწევრებას და შემდგომ ასევე ყალბი პასპორტების მონაცემების გამოყენებით, მათთვის სასურველ ანგარიშებზე თ--------–- გადარიცხვას. აღნიშნული პასპორტის მონაცემები გაცემული იყო ფიქტიურ პირებზე და რეალურად შპს „ზ---- გ--------“ მეშვეობით ფულადი თანხების მიღებას, დანაწევრებას და მათთვის სასურველ ანგარიშზე გადარიცხვას ახდენდა ი-–---- ს---------–--, ი-–--- მ--–---, ზ---- ჩ------ და ჯ-------– კ--------.

აღნიშნული სქემის მიხედვით ჯ-------– კ---------, ი-–---- ს---------–---, ზ---- ჩ-------ა და ი-–--- მ--–---ს (ა---- დ------) მიერ შპს „ზ---- გ--------“ მეშვეობით 244 ყალბი პასპორტის გამოყენებით 2----------დან 2----------მდე სს „------- ბ-----“ ანგარიშზე ჩარიცხული იქნა 1 104 233,88 აშშ დოლარი და 1 044 096.05 ევრო. აღნიშნული პასპორტებიდან 15 ყალბი პასპორტის გამოყენებით, დანაწევრებით მათთვის სასურველ პირებზე იმავე პერიოდში გადარიცხული იქნა 59 331.64 აშშ დოლარი, 2662,85 ევრო და 100.50 ლარი, ხოლო ზ---- ჩ------- მიერ მისი საბანკო ანგარიშების გამოყენებით მიღებული დაუსაბუთებელი თანხებიდან მათთვის სასურველ ანგარიშებზე გადარიცხული იქნა 1 660 234 აშშ დოლარი, 20 158 ევრო და 56115 თურქული ლირა.

აღნიშნული ქმედებით ჯ-------– კ---------, ი-–---- ს---------–---, ზ---- ჩ------- და ი-–--- მ--–---- (ა---- დ------) მოახდინეს დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალ----ცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება ზ---- ჩ-------, ჯ-------– კ----------, ი-–---- ს---------–---ა და ი-–--- მ--–---ს (ა---- დ------) მხრიდან.

აგრძელებდნენ რა დანაშაულებრივ საქმიანობას ჯ-------– კ---------, ი-–---- ს---------–---, ზ---- ჩ-------ა და ი-–--- მ--–---ს (ა---- დ------) ორგანიზებით, ა------–------- დ-------მ 2016 წლის 17 ოქტომბერს სს ,,თ----- ბ---–-“ გახსნა საბანკო ანგარიშები ლარში, აშშ დოლარში და ევროში. საბანკო ანგარიშების გახსნა მიზნად ისახავდა აღნიშნული ანგარიშების გამოყენებით სხვისი დიდი ოდენობით ფულადი თანხების დაუფლებას.

საბანკო ანგარიშის გახსნიდან მცირე დროში, 2016 წლის 16 და 18 ნოემბერს ა------–------- დ-------ს აშშ დოლარში გახსნილ საბანკო ანგარიშზე, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ფ---------- პირი მ-------------------- (M----------- მის: 5-----------------------------------) ჩაერიცხა ჯამში 90 397 აშშ დოლარი. ხსენებული თანხის ტრანზაქცია განხორციელებულ იქნა „ვ--–----------“ ბ-------- (W---------------) ფინანსური ინსტიტუტის „ბ-----------–-------------------------“ (B----------------------------) მეშვეობით. ფულადი თანხების ჩარიცხვის დღესვე, ა------–------- დ-------ს მიერ ზ---- ჩ------- მითითებით, სს „------- ბ-----“ ა----–-----–-- ფილიალიდან სრულად იქნა გატანილი 90 397 აშშ დოლარი.

2016 წლის 22 ნოემბერს სს „------- ბ---–-“ მიღებული „-------“ შეტყობინების საფუძველზე დადგენილი იქნა, რომ 90 397 აშშ დოლარის გადმორიცხვა განხორციელდა თაღლითობის შედეგად. დაზარალებულის მიერ მოთხოვნილი იქნა ფულადი თანხის უკან დაბრუნება, რაც ვერ განხორციელდა იმის გამო, რომ თანხა სს „------- ბ--------“ სრულად იყო გატანილი ა------–------- დ-------ს მიერ.

აღნიშნული ქმედებით ჯ-------– კ--------, ი-–---- ს---------–--, ა------–------- დ-------, ზ---- ჩ------ და ი-–--- მ--–--- (ა---- დ------) თაღლითურად დაეუფლნენ დიდი ოდენობით ფულად თანხას - 90397 აშშ დოლარს.

დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხების წარმოშობის წყაროს, მისი ნამდვილი ბუნების, განთავსებისა და რეალური მესაკუთრის შენიღბვის მიზნით, ა------–------- დ-------ს მიერ ზ---- ჩ-------, ი-–---- ს---------–---, ჯ-------– კ--------- და ი-–--- მ--–---ს (ა---- დ------) მითითებით ფულადი თანხა 45 700 აშშ დოლარი და 43 600 აშშ დოლარი შეტანილ იქნა თბილისში, ა----–-----–-- გ---------------ში არსებულ სს ,,ი–------------------–--–-“ ზ---- ჩ------- საბანკო ანგარიშზე. ზ---- ჩ------- შეტანილი თანხიდან ნაღდი ანგარიშსწორებით ბ-------- გამოიტანა 8000 აშშ დოლარი, საიდანაც დაახლოებით 7450 აშშ დოლარი გადასცა ი-–---- ს---------–---, ხოლო თანხის დარჩენილი ნაწილი გადარიცხა ჯ-------– კ--------- საბანკო ანგარიშზე თ--------–-. აღნიშნული ქმედებით ერთის მხრივ კანონიერი სახე მიეცა დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ დიდი ოდენობით ფულად თანხას, ხოლო მეორეს მხრივ შეინიღბა მისი ნამდვილი ბუნება, წარმოშობის წყარო, განთავსება და რეალური მესაკუთრე.

ჯ-------– კ--------, ი-–---- ს---------–--, ზ---- ჩ------ და ი-–--- მ--–--- (ა---- დ------) აგრძელებდნენ რა დანაშაულებრივ საქმიანობას, მათივე ჯგუფის წევრის მ------- ი------ს მფლობელობაში არსებული ფ------------ (F--------) სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით, განიზრახეს სს ,,თ----- ბ---–-“ გახსნილი საბანკო ანგარიშის მეშვეობით თაღლითურად დაუფლებოდნენ დიდი ოდენობით ფულადი თანხას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მათივე მითითებით, მ------- ი------სა და მ------ დ-------- ზ------ს მიერ ფ------------ ყალბი პასპორტის გამოყენებით, სს „------- ბ---–-“ გახსნილი იქნა, მულტისავალუტო საბანკო ანგარიში, სადაც 2016 წლის 18 ნოემბერს ჩაირიცხა 2 000 აშშ დოლარი. გადმომრიცხავი იყო - შ---–-----–- მცხოვრები ქ----------------------- (C------------------). იმავე კონტრაგენტისაგან, იმავე საბანკო ანგარიშზე განხორციელდა გადმორიცხვები 2016 წლის 21 ნოემბერს, 2 000 აშშ დოლარის ოდენობით და 2016 წლის 13 დეკემბერს 5 000 აშშ დოლარის ოდენობით. ჩარიცხული თანხები ნაღდი ანგარიშსწორებით ბ-------- გამოქონდა მ------- ი------- და მ------ დ-------- ზ------, საიდანაც ნაწილი რჩებოდა მ------- ი------- და მ------ დ-------- ზ------, ხოლო ნაწილი ამ უკანასკნელის მეშვეობით გადაეცემოდათ ზ---- ჩ------, ი-–--- მ--–--- (ა---- დ------), ი-–---- ს---------–---ა და ჯ-------– კ--------.

ანალოგიური სქემის თანახმად 2--- წლის 13 თებერვალს მ------ დ-------- ზ------ს სახელზე ამჯერად სს „------- ბ---–-“ გახსნილ საბანკო ანგარიშზე შ---–-----–- მცხოვრები ქ-----------------------საგან (C------------------) ჩარიცხული იქნა 5000 აშშ დოლარი, რაც 13 და 14 თებერვალს სრულად იქნა გატანილი საბანკო ანგარიშიდან მ------ დ-------- ზ------ს მიერ. ორივე შემთხვევაში გადმორიცხვებს წინ უძღოდა ე.წ „სასიყვარულო თაღლითობის“ სქემის გამოყენება ქ-----------------------ს მიმართ, კერძოდ ამ უკანასკნელთან, დისტანციურად, ინტერნეტის გამოყენებით კონტაქტს ამყარებდა, გამოძიებისათვის ამ ეტაპზე დაუდგენელი პირი, რომელიც წინასწარ მოფიქრებული სხვადასხვა ცრუ ინფორმაციისა და გაყალბებული დოკუმენტაციის მიწოდების საფუძველზე, ქ----------------------- სთხოვდა ფულადი თანხების გადმორიცხვას ფ------------ა და მ------ დ-------- ზ------ს საბანკო ანგარიშებზე საქართველოში.

ქ-----------------------სათვის მიწოდებული ინფორმაცია აღქმული იქნა რეალურად და ოთხ ტრანზაქციად, ჯამში 14 000 აშშ დოლარი გადმორიცხა საქართველოში, საიდანაც 9 000 აშშ დოლარი ჩაირიცხა ფ------------ სახელით გახსნილ მ------- ი------ს საბანკო ანგარიშზე სს „------- ბ---–-“, ხოლო 5 000 აშშ დოლარი კი ჩაირიცხა მ------ დ-------- ზ------ს საბანკო ანგარიშზე სს „------- ბ--------------–ი“. შესაბამისად, მ------ დ-------- ზ------, მ------- ი------, ზ---- ჩ------, ი-–---- ს---------–--, ჯ-------– კ-------- და ი-–--- მ--–--- (ა---- დ------) თაღლითურად დაეუფლნენ ქ-----------------------ს კუთვნილ 14 000 აშშ დოლარს.

წინასწარ აპრობირებული სქემით, ორგანიზატორების მითითებით, აგრძელებდნენ რა დანაშაულებრივ საქმიანობას, მ------- ი------ს საკუთრებაში არსებული ფ------------ ყალბი მონაცემებით გახსნილ სს ,,ტ---- ბ-----“ ანგარიშზე განსათავსებლად გადმოირიცხა 9385 აშშ დოლარი, ბ----- ტრანზაქცია მიიჩნია საეჭვოდ და გადმორიცხული თანხა განათავსა სატრანზიტო ანგარიშზე. 2--- წლის 31 იანვარს სს ,,ტ---- ბ-----“ შუამავალი “C-----------დან” მიიღო ,,ს------“ შეტყობინება თანხის თაღლითური წარმომავლობის შესახებ და მოითხოვა ტრანზაქციის უკან დაბრუნება. მიუხედავად მ------- ი------სა და მ------ დ-------- ზ------- მოთხოვნისა, ბ----- არ გასცა თანხა ამ უკანასკნელზე, რის გამოც მათ ვერ შეძლეს ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების სისრულეში მოყვანა.

2--- წლის 1 თებერვალს ამერიკული კომპანია „B------------------------------------გან“ (მისამართი: 2---------------------------------) ასევე ყალბი მონაცემებით სს „------ ბ-----“ ანგარიშზე განსათავსებლად გადმოირიცხა 173 894 აშშ დოლარი, გადმომრიცხავის შუამავალი ბანკს წარმოადგენდა „D-----------------------------------”. ამ შემთხვევაშიც სს „------ ბ-----“ ტრანზაქცია მიიჩნია საეჭვოდ და გადმორიცხული თანხა განათავსა სატრანზიტო ანგარიშზე. 2--- წლის 3 თებერვალს სს „------ ბ-----“ გადმომრიცხავი „D------------------------------------გან” მიიღო „-------“ შეტყობინება თანხის თაღლითური წარმომავლობის შესახებ და მოითხოვა ტრანზაქციის უკან დაბრუნება. მიუხედავად მ------- ი------ს და მ------ დ-------- ზ------ს მოთხოვნისა, ბ----- არც ამჯერად განახორციელა თანხის სატრანზიტო ანგარიშიდან ყალბი პასპორტით შექმნილ ფ------------ ანგარიშზე გადატანა, რის გამოც ამ უკანასკნელმა ვერ შეძლო ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების სისრულეში მოყვანა.

აღნიშნული ქმედებით ამერიკულ კომპანია „B------------------------------------ს“ შესაძლოა მიდგომოდა დიდი ოდენობის - 173 894 აშშ დოლარის მატერიალური ზიანი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ა------–------- დ-------მ განმარტა, რომ 2015 წელს ჩამოვიდა საქართველოში, დაახლოებით 8 თვეში - 2016 წელს კი ჩამოვიდნენ შპს ,,ზ---- გ--------“ წევრები: ზ---- ჩ------, ი-–--- მ--–---, მ------- ი------. ბათუმიდან იცნობდა ი-–--- მ--–---, ი-–----- სახელით და ზ---- ჩ------. ეს უკანასკნელი ცდილობდა ი-–--- მ--–---სგან მოეპოვებინა ნებართვა თბილისში ოფისის გასასხსნელად, რისთვისაც მასთან ერთად ხშირად ჩადიოდნენ თბილისში და ეძებდნენ ფართს. შპს ,,ზ---- გ-------“ ფორმალურად გაფორმებული იყო ზ---- ჩ--------, რეალური უფროსი კი ი-–--- მ--–---, იგივე ა---- დ------ იყო. ის იმყოფებოდა საზღვარგარეთ, თუმცა მის ნებართვის გარეშე ვერაფერს აკეთებდნენ. სწორედ ი-–--- მ--–--- აძლევდა ზ---- ჩ------ მითითებებს და ავალებდა თანამშრომლებს, თუ რა უნდა გაეკეთებინათ, მათ შორის ბინების შესყიდვას. შპს ,,ზ---- გ--------“ თანამშრომლებს ანგარიშებზე ერიცხებოდათ თანხა, რომელსაც შემდეგ ზ---- ჩ------ უგზავნიდა თ--------–- ჯ-------– კ-------- საბანკო ანგარიშზე. მოწმემ განმარტა, რომ მას ზ---- ჩ------- უთხრა სს ,,ტ----ბ---–-“, სს ,,ბ---------–-“, სს ,,რ-------–---- ბ---–-“ და სს ,,თ----- ბ---–-“ გაეხსნა ანგარიშები, სადაც ჩაერიცხებოდა თანხები. მართლაც ანგარიშზე ჩაერიცხა ჯერ 90 000 აშშ დოლარი, შემდეგ 46 000 აშშ დოლარი, ბოლოს 45 000 აშშ დოლარი. ზ---- ჩ------ თანხების ჩარიცხვისა და შპს ,,ზ---- გ--------“ ანგარიშზე გადარიცხვისათვის აძლევდა საკომისიოს. აღნიშნული ოპერაციისთვის სარგებლის სახით მიიღო დაახლოებით 80 000 აშშ დოლარი, სხვა თანამშრომლებმა კი ჯამში დაახლოებით 16 000 აშშ დოლარი. მოწმემ განმარტა, რომ სავარაუდოდ 2018 წლის 16 ნოემბერს, დაურეკა ზ---- ჩ------- და უთხრა, რომ ანგარიშზე ჩარიცხა 46 000 აშშ დოლარი და ბ---–- გაენაღდებინა. აღებული მოწმემ გადარიცხა შპს ,,ზ---- გ--------“ ანგარშზე ,,თ------– ბ-----“ საშუალებით. 17-ში ასევე უნდა ჩარიცხვოდა თანხა, თუმცა ტრანზაქცია არ განხორციელდა. 18 ნოემბერს ზ---- ჩ------- კვლავ შეატყობინა, რომ 45 000 აშშ დოლარი ჩაერიცხა. თანხის განაღდებისას ბ---–- მოსთხოვეს ანკეტების შევსება, კერძოდ თანხის წარმომავლობის დაზუსტება, საიდან, ვისგან და რა მიზნით უგზავნიდნენ თანხას. ზ---- ჩ------- უთხრა, ეთქვა, რომ რაღაც პერიოდით ადრე მუშაობდა ა-------–- და მეგობარი უგზავნიდა. მოწმემ დაადასტურა, რომ ყოველ ჯერზე მას უკავშირდებოდა ზ---- ჩ------ და ეუბნებოდა, რომ უნდა გამოეტანა თანხა და გადაერიცხა შპს ,,ზ---- გ--------“ ანგარიშზე. ამასთან, აფრთხილებდა, რომ თანხა იყო ჯ-------– კ---------. მ------- ი------ და დ-------- ზ------ ქონდათ ყალბი პასპორტები. ისინი საჭიროების შემთხვევაში ფოტოსურათს აძლევდნენ ზ---- ჩ------, რომელიც თავის მხრივ ,,W--------ს” საშუალებით უგზავნიდა ჯ-------– კ--------, ეს უკანასკნელი კი გამზადებულ პასპორტებს გზავნიდა თ-------------. მოწმემ ზ---- ჩ------- დავალებით 5 ცალი ყალბი პასპორტი გადასცა მ------- ი------ და დ-------- ზ------, რისთვისაც ამ უკანასკნელებმა მისცეს 8 000 ევრო, მათვე მისცეს 12 000 აშშ დოლარი. ზ---- ჩ------- უთხრა, რომ აღნიშნული თანხები შეენახა, მეორე დღეს ჩავიდოდა ბ-----------------–--–- და გამოართმევდა. მოწმემ განმარტა, რომ შპს ,,ზ---- გ------–-“ მისი მუშაობის დაწყებამდე კომპანიას შეძენილი ქონდა 4 ბინა, შემდეგ კიდევ შეიძინეს 3 ბინა შპს ,,ო---–-“, ასევე ,,მ---–-“ და სს ,,მ-------------–-“. ი-–--- მ--–---ს ბრძანებით თ------------- ჩადიოდნენ დიზაინერები და ხელოსნები და არემონტებდნენ ბინებს. მოწმემ დაადასტურა, რომ 4 თვის განმავლობაში, ზ---- ჩ--------- ერთად ცხოვრობდა, რა დროსაც ხედავდა, რომ მას ტელეფონით ვიდეო ზარით უკავშირდებოდა ი-–--- მ--–--- და აძლევდა დავალებებს, ზ---- ჩ------ კი გასავლისა და შემოსავლის შესახებ აწვდიდა ინფორმაციას. ი-–--- მ--–--- იგივე ა---- დ------ იყო ყველაფრის უფროსი. მისივე დავალებით ჯ-------– კ-------- თ--------–- ამზადებდა ყალბ პასპორტებს და აგზავნიდა საქართველოში, ასევე იღებდა თანხებს თ--------–-, თავის მხრივ ჯ-------– კ--------- ქვეშევრდომი იყო ი-–---- ს---------–--, რომელიც იძიებდა პირებს, ვის სახელზეც მზადდებოდა ყალბი პასპორტები, ი-–---- ს---------–--- ქვეშევრდომი კი იყო ზ---- ჩ------, რომელსაც ევალებოდა ყალბი პასპორტებით მიღებული თანხის ჯ-------– კ----------თვის გადაგზავნა. ერთხელ მ------- ი------ 160 000 აშშ დოლარი უნდა გამოეტანა სს ,,ბ--------------“, რისთვისაც უნდა შეევსო ანკეტა, მის კითხვაზე შეძლო თუ არა თანხის აღება, ზ---- ჩ------- უპასუხა, რომ მ-------ი მასსავით სულელი არ იყო და ყველაფერი სწორად შეავსო. ი-–--- მ--–--- დაკავებამდე დაახლოებით 1 წელი იცნობდა, არ იცოდა თ--------–- მისი საქმიანობის შესახებ, მაგრამ საქართველოში ის შპს ,,ზ---- გ-------“ რეალურად ხელმძღვანელობდა. შპს ,,ზ---- გ-------“ ბ------–-ც ქონდა ოფისი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ---- ჩ------მა განმარტა, რომ 2015 წლის ოქტომბერში მეგობრისგან ი-–---- ს---------–---გან გაიცნო ი-–--- მ--–---, იგივე ა---- დ------. მას ყავდა ჯგუფი, რომლის წევრებიც იყვნენ - ა------–------- დ-------, მ------- ი------ და დ-------- ზ------. მათ საქართველოში არსებული ბანკებიდან გამოქონდათ თანხები და ზ---- ჩ------- კომპანიის საშუალებით გზავნიდნენ თ--------–-, თუმცა უცნობია, საიდან ერიცხებოდა ი-–--- მ--–--- თანხები. ჯგუფის წევრებს ქონდათ 6-7 ცალი ყალბი პასპორტი, მათი გამოყენებით საბანკო ანგარიშებიდან ხსნიდნენ ფულს და რიცხავდნენ თ--------–-, სავარაუდოდ თანხები იყო დანაშაულებრივი - თაღლითური გზით მოპოვებული. თ--------–- ფულის გადასარიცხად, მოწმეს მისცეს 3 ანგარიშის ნომერი, მათ შორის ერთ-ერთი ჯ-------– კ---------, ეს უკანასკნელი საქართველოშიც იყო ჩამოსული, სავარაუდოდ ფულის გასატანად. ერთხელ, ი-–--- მ--–---- და ჯგუფის წევრებმა სს ,,ვ------ ბ--------“ გამოიტანეს 300 000 აშშ დოლარი და თხოვეს თ--------–- გადაეტანა, თუმცა მან უარი უთხრა, რის შემდეგაც ი-–---- ს---------–--- ნაწილ-ნაწილ გადაიტანა თანხა საზღვარზე. თანხების ნაწილით საქართველოში ყიდულობდნენ ბინებს, აფორმებდნენ ი-–--- მ--–---ს ცოლზე, ცოლის დედაზე და ძმისშვილზე. საერთო ჯამში დაახლოებით 10-12 ბინა იყიდეს, მათ შორის 2 ბინა მისგან, თუმცა ფულს არ აძლევენ. ჯგუფის წევრებს პასპორტებით უზრუნველყოფდა ი-–--- მ--–---, კერძოდ კონკრეტული პირები ჩამოდიოდნენ თ------------- 5-6 პასპორტით, ზოგ მათგანს კი მოგვიანებით აწვდიდნენ - უგზავნიდნენ თ-------------. ი-–--- მ--–---- 18 ცალი პასპორტი გადასცა ი-–---- ს---------–---, თუმცა მისთვის უცნობია ისინი ყალბი იყო თუ არა, რადგან ყალბი პასპორტები ორიგინალს გავდა და გარჩევა შეუძლებელი იყო. მოწმემ განმარტა, რომ ი-–--- მ--–--- და მისი ჯგუფი დიდი ხანია, რაც აღნიშნული საქმით არიან დაკავებული, 10 წლის განმავლობაში დაჯგუფების მხოლოდ 2 წევრი დააკავეს, რომლებიც 20 000-20 000 ლარის სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. ი-–--- მ--–---- და მისმა ჯგუფის წევრებმა მოატყუეს, გამოიყენეს მისი კომპანია და გაუშვეს ციხეში. ა---- დ------ საქართველოში გაიცნო, მისთვის არ შეუთავაზებია სავალუტო ჯიხურის გახსნა, მასთან ერთად არ განუხილავს თუ ვის უნდა ემუშავა მისსავე კომპანიაში. ა---- დ------ გაცნობამდე უკვე ქონდა 2 ბინა ,,მ-------------–-“, რის შემდეგაც მოწმეს გაუკეთა მინდობილობა და სთხოვა ბინების მეუღლეზე გადაფორმება, შესაბამისად აღნიშნული 2 ბინა გადაფორმდა ა---- დ------ს ცოლზე. მოწმემ განმარტა, რომ მისი ოფისის გვერდზე მდებარე კაფეში ი-–---- ს---------–--- გააცნო ა------–------- დ-------, მისთვის არ შეუთავაზებია ჩართულიყო ოფისის საქმიანობაში, მხოლოდ 2 კვირა აცხოვრა თავისთან, ის ასევე მიდიოდა მასთან ოფისში და იყენებდა კომპიუტერს და ინტერნეტს. მოწმემ განმარტა, რომ ე---– ჩ--------, რომელიც ი-–--- მ--–------ ერთად მივიდა მის ოფისში, ასევე ხშირად გამოქონდა ბ-------- თანხები ყალბი პასპორტებით. სწორედ მისგან გაიგო მოწმემ, რომ ერთხელ მამამისს გაუგზავნა ფული თ--------–-, ერთი კვირის შემდეგ, ე---– ჩ------- დაუკავშირდა მოწმეს და თხოვა კარგი ადვოკატი, რადგან ჯგუფის ერთ-ერთი წევრი დააკავეს. აღნიშნულის შემდეგ კი ა---- დ------ს თხოვნით საპროცესო შეთანხმებით განსაზღვრული თანხის გადასახდელად, ე---– ჩ-------- მშობლები წაიყვანა ს---------------–--------–--, თუმცა მშობლების მიერ მიცემული თანხის გადახდა მოუწია საკუთარი პირადობის მოწმობით, რადგან ბ----- თანამშრომელმა უარი განაცხადა მშობლების თურქული პირადობის მოწმობით თანხის გადახდაზე. მოწმემ დაადასტურა, რომ ა---- დ------ თავისი სახელით და გვარით არასდროს გაუგზავნია თანხა თ--------–-, მუდმივად სხვებს აგზავნინებდა. თანხის გადაგზავნისას ბანკი იტოვებდა 6%, შპს ,,ზ---- გ-------“ შეთანხმება ქონდა სს ,,თ----- ბ-------“, რის საფუძველზეც, რა თანხაც არ უნდა გადაერიცხა სხვა ქვეყანაში, მხოლოდ 10 აშშ დოლარს იხდიდა. შესაბამისად, გადარიცხვებისათვის ა---- დ------ იყენებდა მის კომპანიას, რისთვისაც საკომისიოს სახით უხდიდა თანხის 4%. გადარიცხვის ოპერაციისათვის ძირითად შემთხვევაში (დაახლოებით 80%) პასპორტები ხელმოწერილი მიქონდათ შპს ,,ზ---- გ------–-“. მოწმის დაკავებამდე ი-–--- მ--–--- 6 თვით ადრე წავიდა თ--------–-, მანამდე იმყოფებოდა ბ------–-. ი-–--- მ--–--- საქართველოში ჩამოდიოდა და ბრუნდებოდა თ--------–- ა---- დ------ს სახელით. გარდა ამისა, მოწმემ განმარტა, რომ ა---- დ------- უთხრა, ბ-------- გამოეტანა უკანონო თანხები, გადაეგზავნა თ--------–-, საიდანაც გადაიხდიდა - გადმორიცხავდა ,,მ--------------“ ბინის საფასურს. ა---- დ------ს მითითებით, 2-3 ჯერ გადარიცხა თანხა თ--------–-, საიდანაც 4000-5000 საბოლოოდ ირიცხებოდა სწორედ ,,მ-------------–-“. გარდა ამისა, ფული ბინების რემონტისთვის შპს ,,ზ---- გ-------“ საშუალებით გადაიგზავნა თ--------–-, იქიდან კი გადმორიცხა უკან და ამ გზით ანაზღაურდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე დ----- გ---------- განმარტა, რომ არის ბუღალტერი. 2015 წლის იანვარში მუშაობა დაიწყო შპს ,,ზ---- გ------–-“ ბუღალტრის თანამდებობაზე, კომპანია ახორციელებდა ვალუტის გადაცვლას და ფულადი გზავნილების გადარიცხვას, მის მოვალეობაში შედიოდა ბუღალტრული ოპერაციები. კომპანიის დირექტორი იყო ზ---- ჩ------, მენეჯერი გ--–- ქ--------, ხოლო ა---- დ------ ფორმალურად გაფორმებული იყო, როგორც ვებგვერდის დიზაინერი, ბოლოს ასევე დაემატათ თ----- კ--------. მოწმემ განმარტა, რომ ზ---- ჩ------- თხოვნით თ--------–- გადარიცხა 30 000 აშშ დოლარი და 3 000 ევრო, როგორც ამ უკანასკნელმა უთხრა, მას ქონდა ვალი. უშუალოდ ა---- დ------ მისთვის არანაირი მითითება არ მიუცია. თანხები ფირმის ანგარიშზე ძირითადად ირიცხებოდა თ-------------.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე რ------ ქ---------- განმარტა, რომ ბ------–-, გ--------–--------------ში აქვს უძრავი ქონების სააგენტო. მისი სააგენტოს მეშვეობით ი-–--- მ--–---- - ი-–----მა იქირავა ბ------–-, გ--------–------------------ში მდებარე ბინა, დაახლოებით 1 თვეში კი ნაღდი ანგარიშსწორებით მისივე თხოვნის შესაბამისად, აყიდინა ბინა, რა დროსაც უთხრა, რომ ი-–----ს მეგობრები ეძახდნენ, ოფიციალურად კი ი-–--- მ--–--- იყო. დაახლოებით 1 კვირაში ბინა ჩუქებით გადააფორმა მეუღლეზე - ს------ მ--–-----. აღნიშნულის შემდეგ ი-–--- მ--–---- უთხრა, რომ ლომბარდის, ვალუტის გაცვლისა და სწრაფი გზავნილების კომპანიის გაკეთება სურდა და ჭირდებოდა დამხმარე. ი-–--- მ--–---- გააცნო ზ----, ვისთან ერთადაც და ვის სახელზეც უნდა გაფორმებულიყო ბიზნესი და კომპანია. კომპანიას დაარქვეს ,,ზ---- გ-------“. მოწმემ განმარტა, რომ ი-–--- მ--–---- გააცნო ი-–---- ს---------–-, რომელსაც ასევე სურდა ბინის ქირაობა, შემდეგ მიიყვანა მ------ი, რომელმაც 1 წლით იქირავა ბინა, მაგრამ დიდხანს არ დარჩენილა. მ------ ი-–----მა, რომლიც ბინის ყიდვისას ახლდა ი-–--- მ--–---, თავისი კომპანიის საქმიანობის ფარგლებში სთხოვა თარჯიმნად გაყოლოდა ბ---–-, მან გახსნა ანგარიში ს---------------–--------–-- და სს ,,ვ------ ბ---–-“, სადაც პარტნიორებმა გადაურიცხეს თანხა კორპუსების ასაშენებლად, თუმცა ბ-------- გამოსვლისას თანხა გადასცა ი-–--- მ--–---. რაღაც პერიოდის შემდეგ ი-–--- მ--–---- უთხრა, რომ თ--------–- აპირებდა წასვლას, რადგან საქართველოში არ გაამართლა ბიზნესმა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გ--–- ქ--------მ განმარტა, რომ მუშაობს შპს ,,ო---–-“. 2015 წლის შემოდგომის ბოლოს გაიცნო ა---- დ------ და ზ---- ჩ------, რომლებმაც გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, შესთავაზეს სამსახური, კერძოდ უთხრეს, რომ დააფუძნეს შპს ,,ზ---- გ-------“, მოაწყვეს ოფისი და უნდა განეხორციელებინათ ვალუტის გაცვლა და ფულადი გზავნილები, მისი დახმარება კი სჭირდებოდათ დოკუმენტების მოგვარებაში, იმდენად რამდენადაც მოწმეს გამოცდილება ქონდა საბანკო საქმიანობაში. 2016 წლის იანვრის ბოლოს ეროვნულმა ბ----- მისცა ლიცენზია, ეწარმოებინათ საქმიანობა - ვალუტის გაცვლითი და ფულადი გზავნილების ოპერაციები. სს ,,თ----- ბ-------“ გააფორმეს ხელშეკრულება და დაუყენეს სისტემური დახმარების პროგრამები, რომლის საშუალებითაც ახორციელებდნენ ტრანზაქციებს - სწრაფ გზავნილებს. მოწმემ განმარტა, რომ ტრანზაქციის განსახორციელებლად საჭირო იყო კლიენტის ოფისში მისვლა, თუმცა ხშირ შემთხვევაში გადარიცხვა ხორციელდებოდა მხოლოდ დოკუმენტურად ზ---- ჩ------- მიერ მიტანილი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე, ისე რომ ოფისში თავად ის პირი, ვინც ახორციელებდა ტრანზაქციას, არ მიდიოდა. ზ---- ჩ------ აღნიშნულს ხსნიდა იმით, რომ მისი მეგობრები დაკავებულები იყვნენ და ფიზიკურად დრო არ ქონდათ ოფისში მისასვლელად. მოწმემ დაადასტურა, რომ უშუალოდ ზ----ს დავალებით ასრულებდა ფულადი გზავნილების განაღდებას, რის შემდეგაც ზ----ს მიჰქონდა პირადობის მოწმობის ასლები და აკრავდა შესაბამის დოკუმენტაციას და კლიენტის ველში აწერდა ხელს, ანუ აყალბებდა და ეს მაშინ, როცა კლიენტის ადგილზე ყოფნა და მისი ხელმოწერა იყო აუცილებელი. რიგ შემთხვევებში გადარიცხვები ისე ხდებოდა, რომ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ფიზიკურად არ ქონდა, ასეთ შემთხვევაში ზ----ს მიქონდა ქსეროასლით ან მეხსიერების ბარათით, აწერდა ხელს და შემდეგ თავიდან აქსეროქსებდა, რომ კალმით არ დაფიქსირებულიყო ხელმოწერა. რეალური განაღდება არ ხდებოდა, სალაროდან თანხა არ გადიოდა, მხოლოდ სისტემიდან იხსნებოდა თანხა და შესაბამისად, თანხები გროვდებოდა შპს ,,ზ---- გ--------“ ანგარიშზე, გარკვეული რაოდენობის დაგროვების შემდეგ კი ზ---- თავად ხსნიდა. პერიოდულად ზ---- ჩ------ მოწმეს და სხვა თანამშრომელს ავალებდა თანხის გამოტანას და თ--------–- გადარიცხვას, როგორც ამბობდა ურიცხავდა ახლობლებს და ნათესავებს. ზ----ს თხოვნით მოწმე დაახლოებით 4-ჯერ გადავიდა თ--------–-, გადმოიტანა გზავნილი და მისცა მას. მოგვიანებით გაირკვა, რომ გზავნილში იყო პასპორტები, რომლებიც დაქსეროქსების შემდეგ ვიღაცას გაატანეს უკან. მოწმემ განმარტა, რომ მას პირადად გადარიცხული აქვს 60 000 დოლარამდე. გარდა ამისა მოწმემ განმარტა, რომ ა---- დ------ ,,მ-----------------------–-“ ფლობდა ფართებს, ზ---- კი ეხმარებოდა სარემონტო საქმიანობაში, ასევე ქონდა მინდობილობა. მოგვიანებით ა---- დ-------- გაფორმებული 2 ბინა გადაფორმდა მის მეუღლე - ს------ მ--–-----. ზ---- ჩ------ ასევე სხვადასხვა კომპანიებში ფლობდა ბინებს, თუმცა შემდეგ ბინები გადაფორმდა ჯ-------– კ----------, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა 2--- წლის თებერვალში და ზ----მ გააცნო როგორც მისი დეიდაშვილი. ჯ-------–ი ხშირად მიდიოდა მათ ოფისში, მასზე გადაფორმდა სამსახურის კუთვნილი მანქანა და უძრავი ქონებები. მოწმემ განმარტა, რომ სს ,,თ----- ბ-------“ კვარტალში ერთხელ ხდებოდა ანგარიშგება და ჩარიცხული თანხების განაღდება, რასაც ახორციელებდა ან თავად ზ----, ან მისი დავალებით მოწმე. მოწმემ განმარტა, რომ კომპანიის მენეჯერად დანიშნა და შრომითი ხელშეკრულება გაუფორმა ზ---- ჩ-------, როგორც ერთპიროვნულმა დამფუძნებელმა და დირექტორმა. ა---- დ------ს სახელზე ტრანზაქცია არასდროს განუხორციელებია, ის ფორმალურად იყო გაფორმებული თანამშრომლად, ბოლოს ნახა 2016 წლის მარტში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ჰ----- ს----–---- განმარტა, რომ არის სს ,,მ------------–--------------“ მმართველი და დირექტორი. ა---- დ------- მათ კომპანიაში შეიძინა ბინები, მთლიანობაში 2 ბინაში გადასახდელი იყო 160 000 აშშ დოლარი, აქედან 16 000 აშშ დოლარი წინასწარ გადასახადი, რაც მან გადაიხადა ნაღდი ანგარიშსწორებით, დანარჩენი კი გადანაწილდა, თუმცა იხდიდა ზ---- ჩ------. მოწმემ განმარტა, რომ ერთ დღეს ი-–---- ს---------–- მივიდა მათ ოფისში, როგორც ა---- დ------ს მინდობილი პირი და სურდა ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება. დაუკავშირდნენ ზ---- ჩ------, რომელმაც განუცხადა, რომ აღნიშნული პიროვნება იყო თაღლითი. ასევე ინტერნეტის საშუალებით დაუკავშირდა ა---- დ------, რომელმაც განაცხადა, რომ ზ---- ჩ------ არის მისი წარმომადგენელი საქართველოში და იქვე დაადასტურა, რომ ი-–---- ს---------–- იყო თაღლითი. აღნიშნულის შემდეგ ზ---- ჩ------ ჩვეულებრივად აგრძელებდა გადახდას, თუმცა ა---- დ------- მოითხოვა ბინის საკუთრების დამადასტურებელი საბუთი, უთხრეს, რომ სანამ ბინის ფასი სრულად არ იქნებოდა გადახდილი, ვერ გადაიფორმებდა. საბოლოოდ თანხის გადახდის შემდეგ ს-------- რ-------–- სახლი გაფორმდა ა---- დ------ს მეუღლე - ს------ მ--–---ს სახელზე. ნასყიდობის ხელშეკრულებას თავად ა---- დ------- მოაწერა ხელი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე რ----– კ------ განმარტა, რომ არის კომპანია ,,მ------------–-------“ დირექტორი. თ--------–- ყოფნისას დაუკავშირდა კოლეგა ჰ----- ს----–--- და ასაუბრა ზ---- ჩ------, რომელსაც უნდოდა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით დარეგისტრირებული აპარტამენტების საკუთრებაში რეგისტრირება. იმ დროისთვის არსებული დავალიანების, დაახლოებით - 61 000 აშშ დოლარის გამო უთხრა, რომ ჯერ უნდა დაფარულიყო დავალიანება და შემდეგ მოხდებოდა უძრავი ქონების რეგისტრაცია შემძენზე. აღნიშნულის შემდეგ ზ---- ჩ------- დაფარა საფასური და ა---- დ------ს მიერ მისთვის გაცემული მინდობილობის საფუძველზე ს-------- რ-------–- დარეგისტრირდა ქონება ა---- დ------ს მეუღლეზე - ს------ მ--–---ზე. მოწმემ განმარტა, რომ დეტალურად იცნობს ხელშეკრულებას და ადასტურებს, რომ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, წინასწარ გადასახადი იყო დაახლოებით 16 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, რომელიც გადაიხადა ა---- დ------- ნაღდი ანგარიშსწორებით, ჯამში ხელშეკრულების თანხა შეადგენდა 160 000 აშშ დოლარს, რომლის დაფარვაც ა---- დ------- მოახდინა დაახლოებით 12-14 თვეში. კომპანიასთან პირველადი მოლაპარაკებები აწარმოა ა---- დ-------, რის შემდეგაც, კლიენტმა განმარტა, რომ შემდეგში მისი წარმომადგენელი იქნებოდა ზ---- ჩ------, პირველი გადახდის შემდეგ, გადახდებს აწარმოებდა სწორედ ზ---- ჩ------.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ------ ვ--–----- განმარტა, რომ 2013 წლის დეკემბერში ბ------–-, ლ--------------------ში დააფუძნა სამშენებლო კომპანია შპს ,,ლ-------------“. 2015 წელს ოფისში მივიდა თ---------- მოქალაქე ი-–--- მ--–--- და რ------ ქ---------, როგორც თარჯიმანი. შეთანხმდნენ კონკრეტულ ბინაზე და ფასზე. ი-–--- მ--–---- გადაიხადა დაახლოებით 104 000 ლარი, შესაბამისად ს-------- რ-------–- ი-–--- მ--–---ს სახელზე დაარეგისტრირეს ბინა, როგორც მომავალ მესაკუთრეზე. დაახლოებით 1 წელში ი-–--- მ--–--- მივიდა ოფისში და უთხრა, რომ ბინის გადაფორმება უნდოდა მეუღლეზე, გაამზადეს საბუთები და ჩუქების ხელშეკრულებით ბინის მომავალ მესაკუთრედ გაფორმდა ი-–--- მ--–---ს მეუღლე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ა------ ც-–--–---- განმარტა, რომ მუშაობს სამშენებლო კომპანია შპს ,,ლ------------–-“ ი-----------–- სამსახურის ხელმძღვანელად. არ იცნობს ი-–--- მ--–---, მის შესახებ გაიგო მხოლოდ მაშინ, როდესაც გამოკითხეს განყოფილებაში. ი-–--- მ--–---ს მიერ შპს ,,ლ------------–-“ ბინის შეძენისას ხელშეკრულება მოამზადა ა------ ც-–--–----, თუმცა პირადად არ შეხვედრია კლიენტს, მას მხოლოდ მონაცემები გადასცეს. კლიენტმა ადგილზევე გადაიხადა თანხა ნაღდი ანგარიშსწორებით, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი მოითხოვა ბინის გადაფორმება მეუღლეზე. შესაბამისად, მოამზადა ჩუქების ხელშეკრულება, თუმცა არც ამ შემთხვევაში შეხვედრია ი-–--- მ--–--- ან მის ცოლს, თუმცა ისინი კომპანიის დირექტორთან ერთად წავიდნენ ს-------- რ-------–- და გადაარეგისტრირეს ქონება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ე------ ი-–----- განმარტა, რომ ბ------–- მის კაფეში გაიცნო ი-–--- მ--–---, რომელმაც მის მეზობლად გახნსა სავალუტო ჯიხური შპს ,,ზ---- გ-------“ და ახორციელებდა ფულის გადაგზავნას. ჯიხურში მუშაობდა ზ---- ჩ------.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ე------ შ------- განმარტა, რომ ი-–--- მ--–--- გაიცნო სახელით - ი-–----ით, ბ------–- რესტორან ,,ჩ------–-“, რის შემდეგაც რესტორნის გვერდზე აქირავებინა ფართი ვალუტის გა----ცვლელი პუნქტის გასახსნელად. ი-–---მა დააფუძნა კომპანია შპს ,,ზ---- გ-------“, რომელიც ახორციელებდა ვალუტის გაცვლას და ფულის გადარიცხვა-გადმორიცხვას. ი-–--- მ--–---სგან იცის, რომ ის იყო კომპანიის უფროსი, ზ---- ჩ------ კი მენეჯერი. კომპანიაში ასევე მუშაობდა მისი მეგობარი - გ--–- ქ--------, ასევე მისი ძველი ბუღალტერი სახელად დ----- და კიდევ ერთი გოგო სახელად თ-----ი. მოწმემ განმარტა, რომ მასაც უსარგებლია ,,ზ---- გ--------“ მომსახურებით - თანხა გადარიცხა თ--------–-, რა დროსაც ი-–--- მ--–--- იდგა ოფისის კარებთან, ზ---- ჩ------ კი სამუშაო ოთახში კომპიუტერთან მუშაობდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-–--- კ--------- განმარტა, რომ მუშაობს ბ---–-, უკანონო შემოსავლების ლეგალ----ციის აღკვეთის განყოფილების უფროსად. სს ,,თ----- ბ-----“ კლიენტ ა------–------- დ-------ს 2016 წლის ნოემბერში ანგარიშზე ორჯერ დაუფიქსირდა ერთიდაიგივე პირისგან თანხის ჩარიცხვა, კერძოდ: 46 450 აშშ დოლარი და 43 947 აშშ დოლარი. ორივე თანხა სრულად გაიტანა კლიენტმა ჩარიცხვის დღესვე. მსგავსი თანხების გატანისას ჩვეულებრივი პროცედურის ფარგლებში ეკითხებიან კლიენტს, რა კავშირშია კონტრაგენტთან, ასევე ინტერესდებიან კლიენტის საქმიანობით, რათა დაადგინონ რამდენად შეესაბამება მისი საქმიანობა გადმორიცხულ თანხას. აღნიშნულთან დაკავშირებით ა------–------- დ-------საც დაუსვეს კითხვები, მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ის ჩართული იყო სამაკლერო საქმიანობაში და თანხები განკუთვნილი იყო უძრავი ქონების შესაძენად. გადმომრიცხველ პირთან დაკავშირებით კი განმარტა, რომ 2 წლის წინ ერთად მუშაობდნენ ა-------–-. მოგვიანებით მოწმემ ორივე თანხაზე მიიღო შეტყობინება, რომ თანხა იყო თაღლითური გზით ჩარიცხული და ითხოვდნენ უკან დაბრუნებას, იმ დროისთვის თანხა გატანილი იყო და შესაბამისად, კლიენტის ანგარიშზე აღარ ფიქსირდებოდა. მოწმემ განმარტა, რომ ა------–------- დ------- ვერ საუბრობდა ქართულად და როდესაც დაფიქსირდა ოპერატორის მხრიდან მოთხოვნა კითხვარის შევსების შესახებ, კლიენტი გავიდა ფილიალიდან და ცოტა ხანში დაბრუნდა მესამე პირთან, როგორც მან განმარტა თარჯიმანთან ერთად. კამერების დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული პირი იყო შპს ,,ზ---- გ--------“ თანამშრომელი და მინდობილი პირი - გ--–- ქ--------. მოწმემ განმარტა, რომ შპს ,,ზ---- გ-------“ იყო სს ,,თ----- ბ-----“ ,,ს-----------“, ანუ იყენებდა ბ----- მომსახურებას და ე---------–-------- ლიცენზიით ბ----- მეშვეობით ასრულებდა სწრაფი გზავნილების ტრანზაქციებს. შპს ,,ზ---- გ--------“ შემთხვევაში ბანკს ქონდა კონტაქტი გ--–- ქ--------სთან. სს ,,თ----- ბ-----“ კლიენტად ფიქსირდებიან თ---------- მოქალაქეები ფე---------- და დ----------, მათ ანგარიშებზე თანხებს რიცხავდა ქ-----------------------. თანხებთან დაკავშირებით შეკითხვებით მიმართეს, როგორც კლიენტს, ასევე გამგზავნ ბანკს. კლიენტმა განაცხადა, რომ ჩართულია ავტომანქანების ბიზნესში, გადმომრიცხავს იცნობს და თანხა განკუთვნილია ავტომანქანის შესაძენად, თავის მხრივ გადმომრიცხავმა პირმა განმარტა, რომ თანხას ურიცხავდა მეგობარს, რომელიც უნდა ჩასულიყო მასთან ევროპაში. არსებული შეუსაბამობის გამო მოწმემ კლიენტს უთხრა, რომ თანხას არ დასვამდა ანგარიშზე, რადგან მიმღების და გადმომრიცხავის მიერ მიწოდებული ინფორმაციები მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. მართლაც საბოოლოდ მიიღეს შეტყობინება, რომ თანხა იყო თაღლითური გზებით გადარიცხული. ფინანსური სამსახურისთვის მისაწოდებელი ინფორმაციის დამუშავებისას აღმოჩნდა, რომ ორივე პირზე ფ------------ და დ----------ს პასპორტებზე ასახული იყო ერთი და იგივე ფოტოსურათი. შემდგომში დადგინდა, რომ თ---------- სხვა მოქალაქესაც პასპორტში ჩაკრული ქონდა იგივე სურათი. მოწმემ განმარტა, რომ არ იცის, არიან თუ არა ბ----- კლიენტები - ა---- დ------ და ი-–--- მ--–---.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე თ----- ა------------ განმარტა, რომ არის სს ,,ბ----- ბ-----“ კრედიტ მომსახურების უფროსი მენეჯერი. მოცემული საქმის ფარგლებში კონკრეტული პირი ოპერატორს თხოვდა ჩარიცხული თანხის განაღდებას, ვინაიდან ოპერატორი ცუდად საუბრობდა ინგლისურად, მოწმე შეეცადა დახმარებას, რა დროსაც გაარკვია, რომ კლიენტს სურდა 3000 აშშ დოლარის გატანა, რომელიც ანგარიშზე უნდა ქონოდა, თუმცა რეალურად ანგარიშზე თანხა არ ჩანდა, თანხა გაჩერებული იყო შუამავალ ანგარიშზე. მას რომ ქონოდა თანხის წარმომავლობის კანონიერების დამადასტურებელი საბუთი, შეძლებდა თანხის გატანას, აღნიშნულ განმარტებაზე კლიენტმა წარუდგინა დოკუმენტი, რომელზეც მართალია აღნიშნული იყო 3000 აშშ დოლარი, თუმცა არ ქონდა ხელმოწერა და ბეჭედი დასმული. მის კითხვაზე რა დანიშნულებით ერიცხებოდა თანხა, ვინ ურიცხავდა, თანმხლებმა პირმა უთხრა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ერიცხებოდა თანხა ბიზნესის დაფინანსებისათვის, თუმცა ვერ ასახელებდნენ არათუ გადმომრიცხავი პირის მონაცემებს, არამედ იმ ფაქტს, გადმომრიცხავი ფ---------- პირი იყო თუ ი-----------–-. აღნიშნულის შემდეგ განუმარტეს, რომ მიეტანათ სათანადოდ გაფორმებული ოფიციალური დოკუმენტი თანხის კანონიერების დასადასტურებლად. საბოლოოდ, დადგინდა, რომ კლიენტს ქონდა ყალბი პირადობის მოწმობები 4 სხვადასხვა სახელითა და გვარით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ო----- გ------–---–-- განმარტა, რომ არის სს ,,ბ----- ბ-----“ სამართლებრივი მხარდაჭერის განყოფილების უფროსი. სამსახურიდან გამომდინარე აქვს ინფორმაცია, რომ 2016 წლის დეკემბერში კონკრეტულმა პირმა ბ---–- გახსნა ყალბი ანგარიში. დაახლოებით ერთ თვეში 2--- წლის 25 იანვარს ბ----- ფ--------------------------- სამსახურმა მ--------------- განყოფილებას მოთხოვა აღნიშნული პირის ანგარიშების შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად, მ--------------- სამსახურმა გააძლიერა კონტროლი. 2--- წლის 2 თებერვალს კლიენტმა სს ,,ბ----- ბ---–-“ მოითხოვა მის ანგარიშზე ჩარიცხული თანხის გატანა, თუმცა ბ----- თანამშრომლის კითხვებზე კლიენტმა განმარტა, რომ თანხა უნდა მიეღოთ თ-------------, რეალურად კი თანხა გადმორიცხული იყო ამერიკის შეერთებული შტატებიდან. გარდა ამისა, კლიენტი და მისი თანმხლები პირი ვერ განმარტავდნენ, ვის მიერ იყო გადმორიცხული და რა ოდენობით, აღნიშნული გახდა ეჭვის საფუძველი, რომ თანხა იყო თაღლითურად ჩარიცხული და ბ----- ოპერატორმა უარი უთხრა თანხის გაცემაზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ხ------- ძ---–--–---–-- განმარტა, რომ მუშაობს სს ,,ბ----- ბ---–-“. ბ----- კლიენტს - ფ----------- საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხა დიდი ოდენობით ფული - დაახლოებით 170 000 აშშ დოლარის ფარგლებში. კლიენტი გაურკვევლად საუბრობდა და ითხოვდა თანხის გატანას, თუმცა ზუსტად არ იცოდა ჩარიცხული ქონდა თუ არა. რეალურად თანხა იყო გადმორიცხული, მაგრამ ვერ დგინდებოდა გადმომრიცხავი, რის გამოც ბ----- მოთხოვნის მიუხედავად არ განახორციელა თანხის სატრანზიტო ანგარიშიდან კლიენტის ანგარიშზე გადატანა და თანხის გაცემა. როგორც იცის თანხა უკან დაუბრუნდა გადმომრიცხავს ანგარიშზე და ანგარიში დაიბლოკა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ---- ბ--------- განმარტა, რომ არის სს ,,ტ---- ბ-----“ ოპერაციების განყოფილების უფროსი. ბ----- ანგარიშზე ჩაირიცხა თანხა, თუმცა ჩარიცხვა საშუალებას არ იძლეოდა დადგენილიყო მიმღები და მისი ანგარიში. ანუ ბ---–- მიიღეს მხოლოდ დასტური, რომ სს ,,ტ---- ბ-----“ საკორესპონდენტო ანგარიშზე ირიცხებოდა თანხა, იძულებულები გახდნენ თანხა აესახათ გაუგებარ თანხათა ანგარიშზე. იმავე დღეს გაუშვეს შეტყობინება და შესაბამის ბანკს მოსთხოვეს, დაეზუსტებინათ ოპერაციასთან დაკავშირებული დეტალები. ინფორმაციის მიღებისას სამუშაო საათები დასრულებული იყო, მომდევნო სამუშაო დღეს კი ბ-----გან მიიღეს შეტყობინება, რომ გადარიცხვა იყო თაღლითური და მოითხოვეს თანხის უკან გადარიცხვა. შესაბამისად, მიმღების ანგარიშზე თანხა არ ასახულა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ--- მ----------- განმარტა, რომ არის შ--------–-------------------------------------------------------- აუდიტი, რომლის ფარგლებშიც მოთხოვნილი იქნა ა------–------- დ-------ს, ზ---- ჩ------- და შპს ,,ზ---- გ--------“ მიერ საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული, შეტანილი და გადარიცხული თანხების შესახებ ინფორმაცია, ოდენობის დადგენის მიზნით. საერთო ჯამში 244 ყალბი პასპორტის გამოყენებით სულ გადარიცხული არის 1 104 233,88 აშშ დოლარი და 1 044 096,05 ევრო. თანხები მიღებულია ა––----------------------- და გადარიცხულია თ--------–-. არ იცის, ვინ არის კომპანიის დამაარსებელი და დირექტორი, ასევე არ ახსოვს არის თუ არა გადარიცხული თანხები ა---- დ--------- და ი-–--- მ--–------.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ჯ--- ქ-------- განმარტა, რომ არის ს----------–------------–------------------------------------------–--–--------------------–----–----–-------------- გამომძიებელი. 2016 წლის 30 ნოემბერს საქართველოს ფ--------------------------- სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმადაც განხორციელებული იყო თაღლითური ტრანზაქცია, გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 180-ე და 194-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ჩატარდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები: პირადი ჩხრეკები, საცხოვრებელი სახლისა და ოფისების ჩხრეკები, ამოღებული იქნა კომპიუტერები, მობილური ტელეფონები და სხვა ტექნიკა, დაინიშნა ექსპერტიზა, აღდგენილი ინფორმაციით კი დგინდებოდა ბრალდებულ პირთა კავშირები და სქემა, თუ რა გზებით ახორციელებდნენ დანაშაულებრივ ქმედებას. შპს ,,ზ---- გ-------დან’’ ამოღებული იქნა უამრავი დოკუმენტაცია, ყალბი პასპორტის ასლები, დაინიშნა თემატური რევიზია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე თ----- გ-----–-–---–-- დაადასტურა მის მიერ 2--- წლის 2 მარტს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც: გამოსაკვლევად წარმოდგენილი თ---------- რ-------–---- პასპორტების, გაცემული: ფ------------ (F--------, პასპორტის ნომერი: U--------), დ----------ს (D--------- პასპორტის ნომერი: Г--------), დ----- ო------- (D----------, პასპორტის ნომერი: U--------) და ე----- ა----- (E--------, პასპორტის ნომერი U--------) სახელზე, ყდა და ბლანკები, გარდა პასპორტების მე-2 გვერდისა, დამზადებულია წარმოების წესის დაცვით.

გამოსაკვლევად წარმოდგენილ თ---------- რ-------–---- პასპორტებზე, გაცემული: ფ------------ (F--------, პასპორტის ნომერი: U--------), დ----------ს (D--------- პასპორტის ნომერი: U--------), დ----- ო------- (D----------, პასპორტის ნომერი: U--------) და ე--- ა----- (E--------, პასპორტის ნომერი U--------) სახელზე, მომხდარია მე-2 გვერდის შეცვლა, პასპორტიდან ამოღებული იყო მათში თავდაპირველად განთავსებული მე-2 გვერდები და მათ ნაცვლად განთავსებული იყო ამჟამინდელი მე-2 გვერდები (სადაც განთავსებულია მფლობელის რეკვიზიტები და ფოტოსურათის გამოსახულებები).

გამოსაკვლევად წარმოდგენილი თ---------- რ-------–---- პასპორტების, გაცემული: ფ------------ (F--------, პასპორტის ნომერი: U--------), დ----------ს (D--------- პასპორტის ნომერი: U--------), დ----- ო------- (D----------, პასპორტის ნომერი: U--------) და ე--- ა----- (E--------, პასპორტის ნომერი U--------) სახელზე, მე-2 გვერდები არ არის დამზადებული ქარხნული წესით, არამედ დამზადებულია კუსტარულად, პოლიგრაფიული წარმოების ტექნოლოგიის და საშუალებათა გამოყენებით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- შ--------- დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც კომპიუტერიდან და მობილური ტელეფონიდან ამოიღეს მასზე არსებული ინფორმაცია. 2 ტელეფონი იყო ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაში, ხოლო 2 ტელეფონში საერთოდ არ ფიქსირდებოდა ინფორმაცია, ასევე არ ფიქსირდებოდა ინფორმაცია N1 სიმბარათზე. მოწმემ განმარტა, რომ წაშლილი ინფორმაციის აღდგენა ხდება მეხსიერებიდან, სპეციალური პროგრამის გამოყენებით და იღებს დათვალიერებად სახეს.

 

სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მიღებული:

- მ---------------- გამოკითხვის ოქმის თანახმად, ის დაიქირავა კომპანიამ და სთხოვა ტრანზაქციების განხორციელება, კერძოდ უთხრეს, რომ თანხა, რომელიც ჩაერიცხებოდა ანგარიშზე, უნდა გადაერიცხა ა------–------- დ-------ს ანგარიშზე, ვინაიდან მას გააჩნდა ბიზნესი ამერიკის შეერთებულ შტატებში. თავად ა------–------- დ-------ს არ იცნობს და მასთან არასდროს უსაუბრია. ასევე არ იცნობს ზ---- ჩ------ და თბილისში ბინის შეძენით დაინტერესებული არ ყოფილა. მოწმემ განმარტა, რომ ა------–------- დ-------ს ანგარიშზე თანხა ორჯერ გადარიცხა, 46 500 აშშ დოლარი და 43 947 აშშ დოლარი. როგორც უთხრეს, ტრანზაქციისთვის იტოვებდა თანხის - 7%. მას კომუნიკაცია ქონდა კომპანიის წარმომადგენელ ლ---- ს-----------, რომელმაც ასევე თ--------–- გააგზავნინა ფულადი თანხა. 2016 წლის ნოემბერში მ---------------- დაურეკა ბ----- ფინანსურმა ოფიცერმა და აცნობა თანხების თაღლითური გზით გადარიცხვის შესახებ. მომხდარით დაექვემდებარა ვიქტიმიზაციას, რის გამოც შეიტანა ონლაინ საჩივარი, თუმცა პასუხი არ მიუღია. დანაშაულის შედეგად განიცადა ფსიქოლოგიური ტრავმა, ასევე მიიღო ფინანსური ზიანი, რადგან ბ----- ანგარიშიდან წაიღო მთლიანი თანხა, მათ შორის, მისი კუთვნილი ფულიც და დახურა საბანკო ანგარიში.

- ლ----- მ--–----- გამოკითხვის ოქმის თანახმად: ის არის ბ-----------------–----- ბიზნეს ადმინისტრატორი და შესაბამისად, პასუხისმგებელია ფინანსებზე და გადასახადებზე. 2--- წლის 2 თებერვალს, როდესაც შევიდა ე--–----- ანგარიშის ო--–---------ნგზე, რათა გადაეხადა ე--–----- გადასახადები, აღმოაჩინა ანგარიშიდან 173 900 აშშ დოლარის თაღლითური გადარიცხვის ფაქტი. მოწმემ განმარტა, რომ ეკლესიიდან 173 900 აშშ დოლარის ტრანსფერი ე--–----- თანამშრომლებს არ განუხორციელებიათ და გადარიცხვა შეასრულეს ჰაკერებმა, რომლებმაც გატეხეს ე--–----- ო--–---------ს ანგარიში ,,მ------------“ ბ---–-, შესაბამისად, ლ----- მ--–----- გაასაჩივრა 2--- წლის 1 თებერვალს განხორციელებული აღნიშნული საერთაშორისო გადარიცხვა და მოითხოვა თანხის დაბრუნება ე--–----- ანგარიშზე. დაახლოებით 2--- წლის 8 თებერვალს 173 900 აშშ დოლარი დაუბრუნდა ე--–----- და ზიანი არ მიყენებია.

- ბ------------- ტ---–---- ს------ გამოკითხვის ოქმის თანახმად: არ ქონია ურთიერთობა ფიზიკურ ან იურიდიულ პირებთან, რომელსაც შესაძლოა კავშირი ქონოდათ თაღლითობასთან. არ ეცნობა: ფე----------, დ----------, დ----- ო------, ე------ ა---- და ა---------. 2--- წლის 23 იანვარს მიიღო პირველი და ერთადერთი ბრძანება, რომ გადაერიცხა ფული, 2.5% კი დაეტოვებინა, როგორც გადასახადი. მისთვის არ იყო ცნობილი, რომ 9,385 აშშ დოლარის გადარიცხვა იყო თაღლითური, თუმცა გაუჩნდა ეჭვი მას შემდეგ რაც დაუკავშირდნენ ,,ფ------–-----“ 2--- წლის 25 იანვარს. საკონტაქტო პირი იყო შ----------------.

- უ----------------------- გამოკითხვის ოქმის თანახმად: 2016 წლის გაზაფხულზე ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაცნობის მიზნით მიწერა ს---- ო-------, რის შემდეგაც თითქმის ყოველ მეორე დღეს კონტაქტობდნენ. ს---- ო------- სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით თხოვა ფული, ჯერ უთხრა, რომ ჭირდებოდა ნაღდი ფული იმისათვის, რომ გამგზავრების უფლება ქონოდა, შემდეგ შეატყობინა, რომ ვიზა აიღო და მხოლოდ თვითმფრინავის ბილეთისთვის ჭირდებოდა თანხა მასთან ჩასასვლელად. გარდა ამისა დაარწმუნა, რომ არ ქონდა საკუთარი საბანკო ანგარიში და გადარიცხვა კოლეგის ანგარიშზე უნდა განეხორციელებინა. შემდგომ აღმოჩნდა, რომ მას დასაფარი ქონდა კრედიტი, რისთვისაც ასევე თხოვა ფულის გაგზავნა. გარდა ამისა უთხრა, რომ ავარია მოუვიდა და ფული საავადმყოფოს ხარჯების დასაფარად ესაჭიროებოდა. სწორედ ამ მიზეზით პერიოდულად ურიცხავდა სხვადასხვა რაოდენობის თანხას. მათ შორის 2016 წლის 13 დეკემბერს გადაურიცხა 5000 აშშ დოლარი ფ------------ საბანკო ანგარიშზე. ამ დროს უკვე სკეპტიკურად იყო განწყობილი და ყველა გადარიცხვის შესახებ დეტალურად ეკითხებოდა, თუმცა ს---- ო------- გადაუგზავნა საავადმყოფოს ქვითარი, აგრეთვე თბილისის ა-------------------–--------------–-- წერილი, რომლის წაკითხვაც ვერ შეძლო, თუმცა საქართველოში შ---–------ ს---–---- წერილში ეწერა, რომ მას თან უნდა ქონოდა 2000 აშშ დოლარი. წერილი სანდოდ გამოიყურებოდა, შესაბამისად, ქ---------------- ინფორმაცია საელჩოში არ გადაუმოწმებია. მოწმემ განმარტა, რომ შ---–-----–- გასამგზავრებლად ს---- ო------ თხოვდა 2000 აშშ დოლარს და არა ფრანკს ან ევროს, თუმცა იმ პერიოდში ყურადღება არ გაუმახვილებია. 2--- წლის 4 იანვრის 4985 აშშ დოლარის გადარიცხვის შემდეგ, ბანკს შეატყობინა, რომ რაღაც წესრიგში არ იყო და გადარიცხვა შეაჩერეს.

 

მ------- ი------ს გამოკითხვის ოქმის თანახმად: 2016 წლის სექტემბერში მისმა მეგობარმა ა-–--------- თ---------- ქალაქ ს--------––- გააცნო ზედმეტ სახელად ,,თ--------“. საუბრისას გაიგო, რომ გარკვეული სარგებლის სანაცვლოდ თ---------- რ-------–---- მოქალაქეები საქართველოში ყალბი პასპორტების მეშვეობით იღებდნენ ფულად თანხებს. თ--------- შესთავაზა მასთან ერთად საქართველოში წასვლა, ყალბი პასპორტების მეშვეობით საბანკო ანგარიშის გახსნა, მასზე ჩარიცხული თანხის გამოტანის სანაცვლოდ კი გარკვეული სარგებელის მიღება. ვინაიდან, იმ დროისათვის მ------- ი------ ქონდა ბ----- ვალი დაახლოებით - 15 000 აშშ დოლარი, დათანხმდა შეთავაზებას და გადასცა თავისი ფოტოსურათები და 500 თურქული ლირა. თ--------- დაუმზადა 3 ყალბი თურქული პასპორტი, სადაც ჩაკრული იყო მისი ფოტო სურათები, ისინი გაცემული იყო - ფ------------, დ----------ს და ა---------- სახელზე, მოათავსეს მის ჩანთაში გაკეთებულ სამალავში და 2016 წლის 2 ნოემბერს მ------- ი------- გადაიტანა საქართველოში. თ--------ს მითითებით თბილისში ნახა ვინმე მ------ დ-------- ზ------, რომელსაც თან ახლდა ვინმე მ--------, რომელსაც თავის მხრივ ასევე ქონდა ყალბი პასპორტები. მ------- ი------- იცოდა, რომ მითითებული საქმიანობა იყო უკანონო, ამის შესახებ ინფორმირებული იყო მ------ დ-------- ზ------ც, ეს უკანასკნელი მუდმივად დაყვებოდა ბ---–-, როგორც ანგარიშის გახსნისას, ისე თანხის გამოტანისას. მხოლოდ ერთხელ მოუწია სს „------- ბ--------“ 4000 აშშ დოლარის გამოტანა მარტო. მოწმემ განმარტა, რომ ყალბი პასპორტებით განაღდებული თანხიდან მას ერგებოდა 2%, მ------ დ-------- ზ------ ასევე 2%, ხოლო დარჩენილი თანხა მიქონდათ თ---------- რ-------–---- მოქალაქე ზ---- ჩ--------- შპს „ზ---- გ------–-“, ის კი თავის მხრივ თანხას ურიცხავდა ვინმე ი-–----ს. ზ---- ჩ------ ორგანიზებას უწევდა ყალბი პასპორტების გამოყენებით ფულადი თანხების მიღებას სხვადასხვა ქვეყნებიდან. შპს „ზ---- გ-------“ ახორციელებდა ტრანზაქციებს - სწრაფი გზავნილების მეშვეობით თანხების გადარიცხვებს, რისთვისაც იყენებენ ყალბ პასპორტებს. მოწმემ განმარტა, რომ საქართველოში ყოფნისას მ------ დ-------- ზ------- გადასცა ა------------- და ო----- დ-----ს სახელზე გაცემული ყალბი თურქული პასპორტები, სადაც ასევე ჩაკრულ იყო მისი ფოტოსურათი. 2--- წლის 31 იანვარს მ------ დ-------- ზ------- განუცხადა, რომ სს „ბ---------–-“ მის მიერ ფ------------ სახელზე გაცემული ყალბი პასპორტით გახსნილ საბანკო ანგარიშზე უნდა ჩარიცხულიყო დიდი ოდენობით ფულადი თანხები, რომელიც უნდა გამოეტანათ. რამდენიმე დღეში, მ------- ი------- მობილურ ტელეფონზე მიიღო შეტყობინება, რომ ანგარიშზე ჩაერიცხა 170 000 აშშ დოლარი, მ------ დ-------- ზ--------- ერთად მივიდა სს „---------–-“ და მოითხოვა ფულადი თანხის გამოტანა, თუმცა, ვერ მოახერხა, რადგან როგორც უთხრეს დოკუმენტები არ იყო წესრიგში. ზ---- ჩ------- ხელი მოაწერინა უცხო ენაზე შედგენილ ხელშეკრულებაზე და უთხრა, რომ აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე ბანკი მისცემდა ანგარიშზე ჩარიცხულ თანხას. მ------ დ------- ზ------ს გადაწყვეტილებით მის სახელზე გააკეთეს მინდობილობა და მან სს ,,ტ---- ბ--------“ გაიტანა ფულადი თანხა ფ------------ სახელზე არსებული საბანკო ანგარიშიდან. მისივე განმარტებით, ეს იყო ერთგვარი საცდელი ტრანზაქცია. 2016 წლის ნოემბერში გაგზავნეს ბ------–-, ვინმე ი-–----თან და მისი ერთ-ერთი ყალბი პასპორტის გამოყენებით გამოიტანა თანხა ბ-------- როგორც ევროში, ისე დოლარში. ეს თანხა სრულად გადასცა ი-–----ს და დაბრუნდა თბილისში. მოწმემ ასევე განმარტა, რომ - ა---------- სახელზე გაცემული პასპორტი, დაკავებამდე 20 დღით ადრე დახია და გადააგდო ზ------ს მითითებით. შპს „ზ---- გ--------“ ოფისში მ------- ი------ და მ------ დ-------- ზ------ ფულად თანხებს აბარებდნენ ზ---- ჩ------, მისს ცოლს ნ----ს, ან იქ მყოფ ვინმე ა------–-------ს. ბ------–- ჩამოსვლისას შეხვდა თ---------- მოქალაქე ი-–---- ს---------–---, რომელიც მისი განმარტებით ორგანიზებას უწევდა ყალბი პასპორტებით გახსნილ საბანკო ანგარიშებზე ფულადი თანხების ორგანიზებას. სწორედ თბილისში ყოფნის პერიოდში ის და ზ------ ყალბი პასპორტებით განხორციელებული თითოეული ტრანზაქციის შემთხვევაში ტელეფონის მეშვეობით ათანხმებდნენ ი-–---- ს---------–---თან. მოწმემ განმარტა, რომ ბ------–- მცხოვრები თ---------- მოქალაქე საქართველოში ორგანიზებას უწევდა ყალბი პასპორტების მეშვეობით ფულადი თანხების მიღებას, ი-–---- ს---------–--- თავის მხრივ კავშირი ქონდა ზ---- ჩ--------- და ერთობლივად უზრუნველყოფდნენ არაკანონიერ ტრანზაქციებს. ზ------სგან იცის, რომ თ--------–- ტრანზაქციების ორგანიზებას, რომელიც საბოლოოდ ხორციელდებოდა საქართველოში, ორგანიზებას უწევდა ვინმე ი-–----ი, რომელიც მოიხსენიებოდა, როგორც ა----ა.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის: განაჩენები, ბანკებიდან ამოღებული დოკუმენტები, სსიპ შ--------–-------------------- გამოთხოვილი დოკუმენტები, სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შედეგად მოპოვებული მასალა, თემატური რევიზიის აქტი, სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მიღებული დოკუმენტები, თ---------------------–--ს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია, ა-------------------–----- მიღებული ინფორმაცია, ექსპერტიზის დასკვნები და სხვა წერილობითი მტკიცებულებები, რომელთა შინაარსი სრულ შესაბამისობაშია მოწმეთა ჩვენებებთან და ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა---- დ------ (იგივე ი-–--- მ--–---), ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ და მისი მსჯავრდება უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (02 ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო საკუთარ მსჯელობაში დეტალურად შეეხება როგორც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, ასევე მათ საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და ზოგადად ქმედების სამართლებრივ განმარტებას, ასევე, ყველა იმ სადავო შეფასებას, რაც სასამართლო სხდომაზე იქნა მხარეთა მიერ გაჟღერებული.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი ი-----------–- კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ყველა შემთხვევაში ეკისრება ბრალმდებელს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი ადგენს სპეციალურ - გონივრულ ეჭვს მიღმა ს-----------ს, რაც გულისხმობს სასამართლოსათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულებაა კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია, ან ამ ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება, ან სხვა ობიექტი, რომლის საფუძველზეც მხარეები სასამართლოში ადასტურებენ, ან უარყოფენ ფაქტებს, სამართლებრივად აფასებენ მათ, ხოლო სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა, თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა და დამნაშავეა თუ არა იგი.

რელევანტური მტკიცებულება ადასტურებს ან უარყოფს ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით. ამასთან, მტკიცებულებების შეფასებისას გ-----–------ მნიშვნელობა ენიჭება, მათი უტყუარობის საკითხის გადაწყვეტას, ვინაიდან საბოლოო ჯამში, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, შინაგანი რწმენის საფუძველზე, რადგან სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება ცალ-ცალკე და საბოლოოდ - ერთობლივად, რამდენად უტყუარი და საკმარისია პირის გონივრულ ეჭვს მიღმა ს-----------ით დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. ამასთან, მოსამართლის შინაგანი რწმენის ფორმირებისათვის ასევე მნიშვნელოვანია იმ ინფორმაციის შეფასებაც, რომელსაც ბრალდებული აწვდის სასამართლოს.

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების ს-----------ი ზოგჯერ აღიწერება როგორც უტყუარობის ის დონე, რომელიც ა----იანმა თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გამოიყენოს.

გონივრულ ეჭვს მიღმა ს-----------ი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ან მტკიცების მათემატიკურ უტყუარობას. შესაძლო ეჭვი, ან ეჭვი, რომელიც ეფუძნება ვარაუდს, ან წინათგრძნობას, არ არის გონივრული ეჭვი. გონივრული ეჭვი არის საკმაო ეჭვი, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე ა----იანს გაუჩნდება, მას შემდეგ, რაც ყურადღებით აწონის მტკიცებულებას და არ შეყოყმანდება გადაწყვეტილების მიღებაში.

რაც შეეხება მტკიცებულებათა საკმარისობას, ერთობლიობას, მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, ისინი უნდა იყვნენ ურთიერთთავსებადი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთსა და იმავე გარემოებებზე უნდა უთითებდნენ და ერთსა და იმავე ფაქტებს უნდა ადასტურებდნენ. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. იგი უნდა ადგენდეს პირის მიერ ქმედების ჩადენას და ეჭვის გაჩენის საფუძველი არ უნდა აჭარბებდეს დასაშვებ, გონივრულობის ზღვარს. ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი, ანუ ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი, ობიექტური, ნეიტრალური და გონივრულად მოაზროვნე პირისათვის, რათა იგი დარწმუნდეს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენაში და არ გაუჩნდეს ისეთი კითხვები, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

ა----იანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Barbera v. Spain (1988 no: 10590/83 77) განმარტა, რომ მტკიცების ტვირთი მხოლოდ ბრალდების მხარის ვალდებულებაა და ნებისმიერი სახის ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. სტრასბურგის სასამართლომ საქმეში Higgins v. France (1998 წლის 19 თებერვალი) განმარტა დასაბუთების ნაკლებობის შესახებ და მიუთითა, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებების მიმართ წარმოშობილი ეჭვების დასაბუთების ნაკლებობა ჩაითვლება ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სტრასბურგის სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილებებში დასაბუთებული უნდა იყოს კონკრეტული არგუმენტებით და საფუძვლებით, რა თქმა უნდა ისეთი საფუძვლებით, რომელიც არ იწვევს ეჭვებს და რომელიც არ წარმოადგენს ვარაუდებს (Ruiz Torija v. Spain 09.02.1994 no.18390/91 &28-29; Hiro Balani v. Spain 09.02.1994 18064/91 &26-28; Higgins And Other v. France 19.02.1998 no:134/1996/753/952 &40-42). სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ ა---- დ-------/ი-–--- მ--–---- ჩაიდინა ბრალად წარდგენილი თითოეული ქმედება, კერძოდ:

ზ---- ჩ-------, ა------–------- დ-------ს და გ--–- ქ--------- სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით, ასევე მ------- ი------ს ჩვენებებით სრულად იქნა დადასტურებული ი-–--- მ--–---ს/ა---- დ------ს კანონსაწინააღმდეგო ქმედება, აღნიშნულმა მოწმეებმა დეტალურად აღწერეს ის დანაშაულებრივი სქემა, რომლის მიხედვითაც მოქმედებდნენ დამნაშავეები და მიუთითეს ბრალდებულის როლზე, როგორც ორგანიზატორზე.

ზ---- ჩ------მა განმარტა, რომ ი-–--- მ--–---, იგივე ა---- დ------ საქართველოში ყავდა რამდენიმე ა----იანისაგან შემდგარი ჯგუფი, რომლის წევრებსაც სხვადასხვა საბანკო დაწესებულებებში ყალბი პასპორტების საშუალებით გახსნილი ქონდათ ანგარიშები, ხსნიდნენ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ და ჩარიცხულ თანხებს და გზავნიდნენ თ--------–-. ფულის გადასარიცხად იყენებდნენ ზ---- ჩ------- კომპანიას - შპს ,,ზ---- გ-------“, მისცეს 3 ანგარიშის ნომერი, მათ შორის ერთ-ერთი ჯ-------– კ---------. მიღებული თანხის ნაწილით საქართველოში ყიდულობდნენ ბინებს და აფორმებდნენ ი-–--- მ--–---ს ცოლზე, ცოლის დედაზე და ძმისშვილზე. დიდი ნაწილი კი ნაწილ-ნაწილ გადაქონდათ საზღვარზე, ფულის თ--------–- გადატანა თხოვეს მასაც, თუმცა უარი განუცხადა.

მოწმემ კატეგორიულად დაადასტურა, რომ ჯგუფის წევრებს ყალბი პასპორტებით უზრუნველყოფდა სწორედ ი-–--- მ--–---, სწორედ მან გადასცა 18 ცალი პასპორტი ი-–---- ს---------–---. მიუხედავად იმისა, რომ მოწმეს არ შეუძლია დაადასტუროს, იყო თუ არა აღნიშნული პასპორტები ყალბი, სასამართლოს მიაჩნია, რომ მსგავს ვითარებაში 18 ცალი პასპორტის ქონა და ვინმესთვის გადაცემა ადასტურებს მის დანაშაულებრივ ბუნებას. მნიშვნელოვანია მოწმის განმარტება იმ ნაწილშიც, რომ ი-–--- მ--–--- და მისი ჯგუფის წევრები დიდი ხანია, რაც აღნიშნული საქმით არიან დაკავებული, 10 წლის განმავლობაში კი დაჯგუფების მხოლოდ 2 წევრი დააკავეს. მოწმემ დაადასტურა, რომ ა---- დ------ თავისი სახელით და გვარით არასდროს გაუგზავნია თანხა თ--------–- და მუდმივად სხვებს აგზავნინებდა. ასევე განმარტა, რომ ა------–------- დ------- 2 კვირა აცხოვრა თავისთან სახლში, ის ასევე მიდიოდა მასთან ოფისში და იყენებდა კომპიუტერს და ინტერნეტს.

ა------–------- დ-------მ განმარტა, რომ შპს ,,ზ---- გ-------“ ფორმალურად იყო გაფორმებული ზ---- ჩ--------, რეალური უფროსი ი-–--- მ--–---, იგივე ა---- დ------ იყო. ის იმყოფებოდა საზღვარგარეთ, თუმცა მისი ნებართვის გარეშე ვერაფერს აკეთებდნენ. სწორედ ი-–--- მ--–--- აძლევდა ზ---- ჩ------ მითითებებს და ავალებდა თანამშრომლებს, თუ რა უნდა გაეკეთებინათ, მათ შორის ბინების შესყიდვას. შპს ,,ზ---- გ--------“ თანამშრომლებს ანგარიშებზე ერიცხებოდათ თანხა, რომელსაც შემდეგ ზ---- ჩ------ უგზავნიდა თ--------–- ჯ-------– კ-------- საბანკო ანგარიშზე. მოწმემ დაადასტურა, რომ მან ზ---- ჩ------- მითითებით გახსნა ანგარიშები ბანკებში, რომელზეც ჩაერიცხა თანხები, თანხების განაღდებისა და შპს ,,ზ---- გ--------“ ანგარიშზე გადარიცხვისათვის აძლევდნენ საკომისიოს, როგორც მას, ისე კომპანიის სხვა თანამშრომლებს.

მ------- ი------ და დ-------- ზ------ ქონდათ ყალბი პასპორტები, მათვე გადასცეს 8000 ევრო ყალბი პასპორტების სანაცვლოდ. სწორედ ი-–--- მ--–---ს დავალებით ამზადებდა თ--------–- ჯ-------– კ-------- ყალბ პასპორტებს და აგზავნიდა საქართველოში, ასევე იღებდა თანხებს თ--------–-. ი-–---- თ---------–-- იძიებდა პირებს, ვის სახელზეც მზადდებოდა ყალბი პასპორტები, ზ---- ჩ------ კი ევალებოდა მიღებული თანხის ჯ-------– კ----------თვის გადაგზავნა. მოწმემ დაადასტურა, რომ 4 თვის განმავლობაში, ზ---- ჩ--------- ერთად ცხოვრობდა, მას ტელეფონით ვიდეო ზარით უკავშირდებოდა ი-–--- მ--–--- და აძლევდა დავალებებს, ზ---- ჩ------ კი აწვდიდა ფინანსურ ინფორმაციას.

შპს ,,ზ---- გ--------“ თანამშრომელმა გ--–- ქ--------მ თავის მხრივ განმარტა, რომ კომპანიას ქონდა ე---------–-------- ლიცენზია და სს ,,თ----- ბ-----“ მიერ მინიჭებული უფლება, განეხორციელებინათ სწრაფი ფულადი გზავნილები. აღნიშნული ტრანზაქციები საჭიროებდა კლიენტის ოფისში მისვლა, თუმცა ხშირ შემთხვევაში მათი მისვლის გარეშე ზ---- ჩ------- მიერ მიტანილი პირადობის დამადასტურებელი მოწმობით ასრულებდნენ ოპერაციას. ზ---- ჩ------ ამბობდა, რომ მის მეგობრებს დრო არ ქონდათ ოფისში მისასვლელად. რეალურად ფულის განაღდება არ ხდებოდა, სალაროდან თანხა არ გადიოდა, მხოლოდ სისტემიდან იხსნებოდა თანხა, შესაბამისად, თანხები გროვდებოდა შპს ,,ზ---- გ--------“ ანგარიშზე, გარკვეული რაოდენობის შემდეგ კი ზ---- თავად ხსნიდა. პერიოდულად ზ---- ჩ------ გ--–-ს და სხვა თანამშრომელს ავალებდა თანხის გამოტანას და თ--------–- გადარიცხვას, როგორც ამბობდა, ურიცხავდა ახლობლებს და ნათესავებს. ზ----ს თხოვნით გ--–- ქ--------მ დაახლოებით 4-ჯერ თ------------- გადმოიტანა გზავნილით პასპორტები, რომლებიც დაქსეროქსების შემდეგ ვიღაცას გაატანეს უკან. ა---- დ------ ,,მ-----------------------–-“ ფლობდა ფართებს, მოგვიანებით ორი ბინა გადაფორმდა მის მეუღლე - ს------ მ--–-----.

თავის მხრივ მ------- ი------- განმარტა, რომ 2016 წლის სექტემბერში გაიგო, რომ გარკვეული სარგებლის სანაცვლოდ თ---------- რ-------–---- მოქალაქეები საქართველოში ყალბი პასპორტების მეშვეობით იღებდნენ ფულად თანხებს. შესაბამისად, მიიღო შეთავაზება, საკუთარი ფოტოსურათით დაამზადებინა 3 ყალბი პასპორტი, საქართველოში ჩასულმა გახსნა საბანკო ანგარიშები, მასზე ჩარიცხული თანხის გამოტანისა და შპს „ზ---- გ------–-“ ზ---- ჩ-------ათვის გადაცემის სანაცლოდ კი მიიღო გარკვეულ ანაზღაურება.

მოწმემ განმარტა, რომ მან იცოდა, რომ მითითებული საქმიანობა იყო უკანონო, ამის შესახებ ინფორმირებული იყო მ------ დ-------- ზ------ც. მოწმემ დაადასტურა, რომ ყალბი პასპორტებით განაღდებული თანხიდან მას ერგებოდა 2%, მ------ დ-------- ზ------ 2%, ხოლო დარჩენილი თანხა მიქონდათ ასევე თ---------- რ-------–---- მოქალაქე ზ---- ჩ--------- შპს „ზ---- გ------–-“, ის კი თავის მხრივ თანხას ურიცხავდა ვინმე ი-–----ს. მ------ დ-------- ზ------სგან იცის, რომ თ--------–- ტრანზაქციების ორგანიზებას, რომელიც საბოლოოდ ხორციელდებოდა საქართველოში, ორგანიზებას უწევდა ვინმე ი-–----ი, რომელიც მოიხსენიებოდა, როგორც ა----ა.

რ------ ქ---------- დაადასტურა, რომ მას შემდეგ რაც ბინა აყიდინა ი-–--- მ--–---, ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ ლომბარდის, ვალუტის გაცვლისა და სწრაფი გზავნილების კომპანიის გაკეთება სურდა და ჭირდებოდა დამხმარე. კომპანიას დაარქვეს ,,ზ---- გ-------“. მოწმემ განმარტა, რომ ი-–--- მ--–--- ბინის შეძენისას ახლდა მ------ი, რომელსაც თარჯიმნის ფუნქციით თავისი კომპანიის საქმიანობის ფარგლებში გაყვა ბ---–-, მან გახსნა ანგარიში ს---------------–--------–-- და სს ,,ვ------ ბ---–-“, სადაც პარტნიორებმა გადაურიცხეს თანხა კორპუსების ასაშენებლად, თუმცა ბ-------- გამოსვლისას მან თანხა გადასცა სწორედ ი-–--- მ--–---.

აღნიშნული მოწმეთა ჩვენებებით ეჭვგარეშე დასტურდება, რომ ჯგუფის ერთ-ერთ ორგანიზატორი იყო ი-–--- მ--–---/ა---- დ------ და სწორედ მისი იდეითა და ფორმალური მმართველობით დაფუძნდა და საქმიანობდა შპს ,,ზ---- გ-------“, სადაც ფაქტობრივ საქმიანობას ახორციელებდა ზ---- ჩ------. აღნიშნული დაადასტურა ასევე მოწმე ე------ შ------- და განმარტა, რომ ი-–--- მ--–--- მან აქირავებინა ფართი ვალუტის გა----ცვლელი პუნქტის გასახსნელად. თავად ი-–--- მ--–---სგან იცის, რომ ის იყო კომპანიის უფროსი, ზ---- ჩ------ კი მენეჯერი.

ასევე მოწმე ე------ ი-–----- განმარტა, რომ ი-–--- მ--–---- მისი კაფის მეზობლად გახსნა სავალუტო ჯიხური შპს ,,ზ---- გ-------“, სადაც მუშაობდა ზ---- ჩ------ და ახორციელებდა ფულად გზავნილებს.

ამდენად, აღნიშნული მოწმეების პირდაპირი ჩვენებებით დადასტურებულია, რომ ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთ ხელმძღვანელს წარმოადგენდა ი-–--- მ--–---/ა---- დ------, სწორედ მის მიერ იქნა რეგისტრირებული შპს ,,ზ---- გ-------“, მის მიერ იქნა დანიშნული დირექტორად ზ---- ჩ------ და ერთობლივად ახდენდნენ ყალბი პასპორტების გამოყენებით თაღლითურად მოპოვებული ფულადი თანხების წარმომავლობის შენიღბვას და მათთვის სასარგებლო ანგარიშებზე გადარიცხვას.

მოწმეების ჩვენებები იმ ნაწილში, რომ ყალბი პასპორტების მოპოვების მოვალეობა ქონდა ჯგუფის ერთ-ერთი წევრს ჯ-------– კ--------, დადასტურებული იქნა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 26 იანვრის კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნით, მოპოვებული დისკების დათვალიერების ოქმით და ექსპერტ გ------- შ--------- ჩვენებით.

კერძოდ: ჯ-------– კ--------- პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული „SAMSUNG-ის“ ფირმის მობილური ტელეფონიდან კომპიუტერული ექსპერტიზის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის თანახმად - დოკუმენტი სახელწოდებით - ,---------------------’- წარმოადგენს მსჯავრდებულ მ------- ი------ს (დაბ. 0---------–; პირადობის მოწმობის ნომერი: 2----------) ფოტოსურათს.

დოკუმენტი სახელწოდებით - ,,--------------------’ და I------------------ - წარმოადგენს A----------ის სახელზე გაცემული პასპორტს (დაბ. 2---------–; პასპ. NU 1-------). 2--- წლის 2 მარტის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი დადგენილია, რომ აღნიშნული პასპორტი არის ყალბი, ამასთან მასში მოთავსებულია მ------- ი------ს ფოტოსურათი.

დოკუმენტი სახელწოდებით - ,---------------------- წარმოადგენს 2016 წლის 16 ნოემბრის N---------------ის გზავნილს, სადაც გამგზავნის სახელია - ჯ-------– კ--------.

დოკუმენტი სახელწოდებით - ,,I-------------------’ წარმოადგენს 2016 წლის 16 ნოემბრის ,,D-----’’ გზავნილის ჩეკს, სადაც გამგზავნად მითითებულია C-------------, ხოლო გზავნილის მიმღებად მითითებულია M----------- (მ------- ი------).

მოწმეთა ჩვენებებით კი დადგენილია, რომ ყალბი პასპორტების თ------------- საქართველოში მიწოდებისათვის სხვა საშუალებებთან ერთად იყენებდნენ სწორედ ,,D------- გზავნილებს.

გარდა ამისა დოკუმენტი სახელწოდებით - ,------ წარმოადგენს პასპორტის სურათს, რომლის მარჯვენა კიდეში იკითხება K------- და ეს მაშინ, რომ შპს ,,ზ---- გ--------’’ ოფისის ჩხრეკისას ამოღებულ სწრაფი ფულადი გზავნილის დოკუმენტებში მითითებულია სწორედ აღნიშნული სახელი და გვერი - K-------, როგორც გზავნილის მიმღები პირი. ფოტოსურათი კი იდენტურია იმ პასპორტის (თ---------- პასპორტი, ნომრით - U 0-------, გაცემული K--------ს სახელზე, დაბ. 1---------–) ფოტოსურათისა, რომელიც თან ახლავს შპს ,,ზ---- გ--------“ მეშვეობით მიღებული გზავნილის ფორმას. თ---------- ი----------–----- მოწოდებული ინფორმაციითა და საქართველოს ს----–-–------------------------- მონაცემებით კი აღნიშნული პასპორტი არის ყალბი.

კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნით ჯ-------– კ--------- ტელეფონიდან ასევე ამოღებული იქნა მისი ი-–--- მ--–------/ა---- დ--------- გადაღებული ფოტოსურათი, რაც ადასტურებს ზ---- ჩ------- ჩვენებას მათ ნაცნობობის და ახლობლობის შესახებ.

გარდა ამისა, საქართველოში არსებული ბანკებიდან სს ,,თ----- ბ--------“, სს ,,ზ------- ბ--------“, ს-----– ბ--------“, სს ,,ს----------- ბ--------“, სს ,,ვ------ ბ--------“, სს ,,რ-------–--- ბ--------“ ამოღებული თანხის ჩარიცხვისა და გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაციით, სალაროს გასავლის ორდერებით, ე.წ. „-------“ შეტყობინებებით თანხის თაღლითური წარმომავლობის შესახებ დადგენილი იქნა, ჩარიცხული თანხის ოდენობები, ანგარიშის მფლობელები, გადმომრიცხავ პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, სალაროს გასავლის ორდერებით დადგენილი იქნა, რომ თანხები ბ-------- გატანილი იქნა ა------–------- დ-------ს, მ------ დ-------- ზ------სა და მ------- ი------ს მიერ, ფ------------ სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით. თანხის გადმომრიცხავები - მ---------------, კ--------- უ------------ და ბ--------------------- განმარტავენ, რომ ისინი გახდნენ თაღლითობის მსხვერპლნი და ითხოვენ თანხების უკან დაბრუნებას. ამოღებული საბანკო დოკუმენტაციით დადგენილია, რომ კ--------- უ------------ მიერ ჩარიცხული თანხები ერიცხებოდა მ------ დ-------- ზ------ და მ------- ი------ ფ------------ სახელით გახსნილ საბანკო ანგარიშზე. ასევე, დადგენილია, რომ ა------–------- დ-------ს ანგარიშზე მ-------------------- ჩარიცხული თანხა იმავე დღეს შეტანილი იქნა ს-----– ბ---------------–--–-“, საიდანაც იმავე დღეს ზ---- ჩ------- მიერ გადარიცხული იქნა ჯ-------– კ--------- ანგარიშზე.

ბ-------- ამოღებული დოკუმენტაციიაში მითითებული გარემოებები სასამართლო სხდომაზე დადასტურებული იქნა ბ----- თანამშრომლების: ა-–--- კ---------, ნ---- ბ---------, თ----- ა------------ და ო----- გ------–---–-- ჩვენებებით. მათვე განმარტეს, რომ მიიღეს შეტყობინებები ა------–------- დ-------სა და მ------- ი------ს მიერ ფ------------ სახელით გახსნილ ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების თაღლითური წარმომავლობის შესახებ. მოწმეების მიერ განმარტებული იქნა, რომ ყველა აღნიშნულ შემთხვევაში თანხის გადმომრიცხავი მიუთითებდა, რომ იყვნენ თაღლითობის მსხვერპლნი და ითხოვდნენ გადმორიცხული თანხის უკან დაბრუნებას, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ვერ განახორციელეს იმის გამო, რომ თანხა ნაღდი ანგარიშსწორებით ბ-------- უკვე გატანილი იყო.

დაზარალებულების მიერ ბანკებისათვის მიწოდებული შეტყობინებებით, სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მიღებული მ----------------, ასევე კ--------- უ------------ და ბ---------------------ს მიერ მოწოდებული ინფორმაციით დასტურდება მათ მიმართ განხორციელებული თაღლითობის ფაქტები. თითოეული დაზარალებულის შემთხვევაში თანხის ჩარიცხვას წინ უძღოდა მათი მოტყუება კერძოდ: ქ------------------------ განმარტა, რომ ინტერნეტის მეშვეობით გაიცნო ვინმე ს-----------, მასთან ჩასასვლელად გარკვეული დოკუმენტაციის დამზადებისა და სხვადასხვა მიზეზებით ჯამში გადაურიცხა 14 000 აშშ დოლარი, თუმცა საბოლოოდ გახდა თაღლითობის მსხვერპლი და დაკარგა ფულადი თანხა. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ თანხის დიდი ნაწილი გადარიცხა ფ------------ საბანკო ანგარიშზე, რადგან მოსაუბრემ დაარწმუნა, რომ მას არ ქონდა საკუთარი საბანკო ანგარიში და გადარიცხვა კოლეგის ანგარიშზე უნდა შეესრულებინა. დაზარალებულის მიერ ბ---–- შეტყობინების გაგზავნით მოთხოვნილი იქნა თანხის უკან დაბრუნება, რაც ვერ განხორციელდა იმის გამო, რომ თანხა ანგარიშიდან უკვე გატანილი იყო დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ.

ლ----- მ--–----- ჩვენების დადგენილია, რომ 2--- წლის 2 თებერვალს ე--–----- ანგარიშზე აღმოაჩინა 173 900 აშშ დოლარის თაღლითური გადარიცხვის ფაქტი. აღნიშნული ტრანსფერი ე--–----- თანამშრომლებს არ განუხორციელებიათ და გადარიცხვა შეასრულეს ჰაკერებმა, რომლებმაც გატეხეს ე--–----- ო--–---------ს ანგარიში ,,მ------------“ ბ---–-. დაახლოებით 2--- წლის 8 თებერვალს 173 900 აშშ დოლარი დაუბრუნდა ე--–----- და ზიანი არ მიყენებია, თუმცა ცხადია, იმ შემთხვევაში თუ დანაშაული ჯგუფის წევრები მოახერხებდნენ ბ-------- თანხის დაუფლებას, ე--–----- მიადგებოდა დიდი ზიანი, რაც მოწმის განმარტებით გამოიწვევდა ე--–----- ჩაძირვას.

ასევე მ---------------მ განმარტა, რომ ის დაიქირავეს კომპანიაში და ევალებოდა ანგარიშზე ჩარიცხული თანხების ა------–------- დ-------ს ანგარიშზე გადარიცხვა, ვინაიდან მას გააჩნდა ბიზნესი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ უკანასკნელს ანგარიშზე ორჯერ გადაურიცხა თანხა, 46 500 აშშ დოლარი და 43 947 აშშ დოლარი. 2016 წლის ნოემბერში მ---------------- დაურეკა ბ----- ფინანსურმა ოფიცერმა და აცნობა თანხების თაღლითური გზით გადარიცხვის შესახებ, მომხდარით დაექვემდებარა ვიქტიმიზაციას, რის გამოც შეიტანა ონლაინ საჩივარი, თუმცა პასუხი არ მიუღია. დანაშაულის შედეგად განიცადა ფსიქოლოგიური ტრავმა, ასევე მიიღო ფინანსური ზიანი, რადგან ბ----- ანგარიშიდან წაიღო მთლიანი თანხა, მათ შორის, მისი კუთვნილი ფულიც და დახურა საბანკო ანგარიში.

2--- წლის 15 თებერვალს მ------- ი------ს დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა სწორედ ფ------------, დ----------ს, დ----- ო-------ა და ე----- ა----- სახელზე გაცემული ყალბი პასპორტები, რომელშიც მოთავსებული იყო მ------- ი------ს ფოტოსურათი. ჩატარებული დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი ყველა ამოღებულ პასპორტზე შეცვლილია და კუსტარულად დამზადებულია პასპორტის მეორე გვერდები, პოლიგრაფიული წარმოების ტექნოლოგიის და საშუალებათა გამოყენებით. აღნიშნულ გვერდებზე კი განთავსებულია - მფლობელის რეკვიზიტები და ფოტოსურათის გამოსახულებები. ამასთან, მოწმე მ------- ი------ს განმარტებით - ა---------- სახელზე გაცემული ყალბი პასპორტი, დაკავებამდე 20 დღით ადრე დახია და გადააგდო მ------ დ-------- ზ------ს მითითებით.

გარდა ამისა, 2--- წლის 28 მარტს შპს „ზ---- გ--------“ ოფისში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა 244 ცალი ყალბი პასპორტის ასლი, სალაროს გასავლისა და შემოსავლის ორდერები, აღნიშნული დოკუმენტებით კი დასტურდება, რომ სწორედ აღნიშნული 244 ცალი პასპორტის გამოყენებით შპს ,,ზ---- გ--------“ მიერ განხორციელებული იქნა თანხების უკანონოდ მიღება და გადარიცხვა.

კონკრეტული პასპორტების სიყალბე დასტურდება ასევე საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციით, კერძოდ დადგენილია, რომ აღნიშნულ პირებს საქართველოს საზღვარი არასდროს გადმოუკვეთავთ, ხოლო საქართველოს შ----------------- 2--- წლის 22 სექტემბრის ი----------–-------------–------------ და თ---------- რ-------–--------–----------- შესაბამისი უწყებებიდან მიღებული ინფორმაციით დადგენილია, რომ შპს „ზ---- გ--------“ ოფისიდან ამოღებული 244 ცალი თ---------- მოქალაქის სახელზე გაცემული პასპორტის ასლები, რომლითაც შპს ,,ზ---- გ-------დან“ ხორციელდებოდა თანხების მიღება და გადარიცხვა, არის ყალბი.

საბოლოოდ, ბ--- მ----------- ჩვენებითა და ბ-------- ამოღებულ დოკუმენტაციაზე ჩატარებული 2--- წლის 18 ივლისის რევიზიის აქტით დადგენილი იქნა, რომ 244 ყალბი პასპორტის გამოყენებით 2015 წლის 26 ნოემბრიდან 2--- წლის 29 მარტამდე სს „------- ბ-----“ ანგარიშზე ჩარიცხული იქნა 1 104 233,88 აშშ დოლარი და 1 044 096.05 ევრო, აღნიშნული პასპორტებიდან 15 ყალბი პასპორტის გამოყენებით მათთვის სასურველ პირებზე იმავე პერიოდში გადარიცხული იქნა 59 331.64 აშშ დოლარი, 2662.85 ევრო და 100.50 ლარი, ხოლო ზ---- ჩ------- მიერ მისი საბანკო ანგარიშების გამოყენებით მიღებული დაუსაბუთებელი თანხებიდან მათთვის სასურველ ანგარიშებზე გადარიცხული იქნა 1 660 234 აშშ დოლარი, 2158 ევრო და 56115 თურქული ლირა.

ა---- დ------ს/ი-–--- მ--–---ს დანაშაულებრივი ქმედებები და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ასევე დადასტურებულია მსჯავრდებულების - ა------–------- დ-------ს, მ------- ი------ს, ზ---- ჩ-------, ჯ-------– კ---------, ი-–---- ს---------–---, მ------ დ-------- ზ------ს მიმართ კანონიერ ძალაში შესული პრეიდიციული მნიშვნელობის მქონე განაჩენებით.

მოწმეთა ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაყადაღებული კონკრეტული ბინები წარმოადგენდა ა---- დ------ს/ი-–--- მ--–---ს დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ფულით შენაძენს, კერძოდ საცხოვრებელი ბინები, მდებარე: 1. ქ-------------–----------------------------------------------–--------------------------------, 47,65 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: 0---------------------), 2. ქ. ბ----------–----------------------------------------------–--------------------------------, 49,35 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: 0---------------------), 3. ქ------------------–------------------------–------------------------, 50,34 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: 0------------------), 4. ქ------------------–------------------------–------------------------, 50.34 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: 0------------------) და 5. ქ--–-------------------------------------–--------------------------–------------------–--------------- (საკადასტრო კოდი: 0------------------). ამასთან, რამდენიმე მათგანი თავდაპირველად ბრალდებულმა იყიდა პირადად, თუმცა მომდევნო ოპერაციებს აწარმოებდა მისი მინდობილი პირი - ზ---- ჩ------, რომელმაც საბოლოოდ გადააფორმა ბრალდებულის მეუღლეზე და ეს მაშინ, როდესაც შ--------–-------------------- მიღებული ინფორმაციით დადგენილია, რომ ი-–--- მ--–---/ა---- დ------ საქართველოში რაიმე ოფიციალური კანონიერი შემოსავალი არ გააჩნდა.

სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ შესაძლოა ბრალდებულს თ--------–- ქონდა შემოსავლები და ამ გზით მოახერხა უძრავი ქონების შეძენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გაბათილება როგორც წესი, შესაძლებელია სხვა კონტრმტკიცებულებით, რაც დაცვის მხარის მიერ არ წარმოდგენილა და ეს არ და ვერ აიხსნება მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრება მხოლოდ ბრალდების მხარეს და დაცვის მხარეს ამ პრინციპიდან გამომდინარე არ აქვს თავისი არგუმენტების წარმოდგენის უფლება, რაც ცხადია, შეჯიბრებითობის პირობებში სწორედ მის ინტერესშია. დაცვის მხარეს ბრალდების ამ ნაწილში რაიმე კონტრარგუმენტი, ან მტკიცებულება არ წარმოუდგენია და საუბრობს ზოგადად ვერსიებზე, რომ ქონება შესაძლებელია შეძენილი ყოფილიყო სხვა თანხებით და არა რაიმე უკანონო შემოსავლებით, თუმცა ცხადია, დაცვის მხარეს შეეძლო წარმოედგინა კანონიერი შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც მინიმუმ ეჭქვეშ დააყენებდა ბრალდების მხარის წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებს. საქმეში წარმოდგენილი არ იქნა კანონიერი შემოსავლის, ან კანონიერი ქონების ფლობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტაცია, ხოლო მსგავსი რაოდენობის ფულადი თანხის საზღვარზე შემოტანა ასევე საჭიროებს შესაბამის საბაჟო დეკლარირებას, რისი დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება სასამართლოზე ასევე არ წარმოდგენილა. უძრავი ქონების შეძენა და მოკლე დროში სასწრაფო წესით, (ჩუქების ფორმით) ოჯახის წევრზე გადაფორმება, ცალსახად ადასტურებს ეჭვს, რომ პირი ცდილობს უკანონო და დაუსაბუთებელი თანხებისათვის კანონიერი სახის მიცემას.

სასამართლო ასევე ვერ გაზიარებს დაცვის მხარის უნდობლობას მოწმე რ----– კ------ ჩვენების იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც - კომპანიასთან პირველადი მოლაპარაკებები აწარმოა სწორედ ა---- დ-------, პირველი გადახდის შემდეგ, გადახდებს აწარმოებდა მინდობილი პირი - ზ---- ჩ------. დაცვის მხარე მიუთითებს, რომ ბრალდებული თავად ფარავდა უძრავი ქონების გადასახადს თ-------------, ლეგალური თანხების გადმორიცხვების საშუალებით, აღნიშნული დოკუმენტაცია კი ბრალდების მხარემ სპეციალურად არ მოიპოვა და არ წარმოადგინა სასამართლოში. სასამართლო ამ შემთხვევაშიც მიუთითებს, რომ ამ უფლებით არ იყო შეზღუდული არც დაცვის მხარე და მისი ინტერესების ფარგლებში შეეძლო სათანადოდ შედგენილი და აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება სათანადო დროს წარმოედგინა სასამართლოში, რაც ბრალდებულის მდგომარეობას მხოლოდ გააუმჯობესებდა, მინიმუმ კონკრეტულ უძრავ ქონებასთან მიმართებით, ცხადია, საკმარისი მტკიცების შემთხვევაში და ფარგლებში.

გარდა ამისა მოწმე ჰ----- ს----–---- განმარტა, რომ არის სამშენებლო კომპანიის მმართველი და დირექტორი, ა---- დ------- შეიძინა ბინები. მთლიანობაში ორ ბინაში გადასახდელი იყო 160 000 აშშ დოლარი, აქედან 16000 აშშ დოლარი წინასწარ გადაიხადა ნაღდი ანგარიშსწორებით, დანარჩენი კი გადანაწილდა, თუმცა იხდიდა ზ---- ჩ------. თავად ზ---- ჩ------- კი აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ არ ახსოვს გადაუხდია თუ არა ,,მ--------------“ ბინების თანხა, თუმცა ა---- დ------- უთხრა, ბ-------- გამოეტანა უკანონო თანხები, გადაეგზავნა თ--------–- და იქიდან გადმორიცხავდა და გადაიხდიდა ბინის საფასურს, რაც დაცვის მხარის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ასევე გამორიცხავს. მითუფრო მაშინ, როცა იმავე მოწმის განმარტებით ფული ბინების რემონტისთვის შპს ,,ზ---- გ--------“ საშუალებით გადაიგზავა თ--------–-, იქიდან კი გადმორიცხა უკან და ამ გზით მოხდა ანაზღაურება.

ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა, რომ ერთის მხრივ ყველა აღნიშნული საცხოვრებელი ბინა ფაქტობრივად ეკუთვნოდა ი-–--- მ--–---/ა---- დ------, ხოლო ბინები ფიქტიურად გადაფორმებული იყო მეუღლის - ს------ მ--–---ს სახელზე, ხოლო მეორეს მხრივ დადასტურებული იქნა, რომ ბინის შესაძენად გამოყენებული იქნა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ თაღლითური გზით მოპოვებული ფულადი თანხები.

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია თაღლითობა, რომელიც მიმართულია დაზარალებულისათვის ქონებრივი ზიანის მიყენებისაკენ, რასაც ახერხებს მოტყუების გზით და სწორედ ეს ხერხი უადვილებს ქონების დაუფლებას. მოტყუება არის თაღლითობის, როგორც დანაშაულის მთავარი ნიშანი. თაღლითობა განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენისას აუცილებელია, დამნაშავეს შეგნებული ქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს, რომ ატყუებს ნივთის ან/და ქონების მესაკუთრეს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ნივთს ან ქონებას. თაღლითობას, განსხვავებით საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისაგან, აქვს ინფორმაციული ხასიათი, დამნაშავე დაზარალებულისათვის გარკვეული არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, ცდილობს, რომ შეაცდინოს იგი და ამ გზით დაეუფლოს მის კუთვნილ ქონებას ან ნივთს და მიისაკუთროს ეს უკანასკნელი ან/და მიიღოს უფლება დაზარალებულის კუთვნილ ქონებაზე.

განსახილველ შემთხვევაში გარეგნულად თანხების გადარიცხვა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან მოხდა ნებაყოფლობით, მესაკუთრეთა მიერ, რომლებიც შეცდომაში იყვნენ შეყვანილი, ფულადი თანხების გადაცემისას, მოტყუება წინ უძღოდა ნივთის დაუფლებას და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედების - თაღლითობის სპეციფიკაც სწორედ ამაში გამოიხატება.

სასამართლო განმარტავს, რომ ოფიციალურ დოკუმენტად მიიჩნევა რაიმე ინფორმაციის შემცველი, სათანადო წესით გაფორმებული მატერიალური საგანი, რომელიც ადასტურებს რაიმე ფაქტს.

კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა გამოყენების მიზნით, რაც გულისხმობს დამზადებული უფლების ან ი-----------–- მნიშვნელობის ფაქტის დამადასტურებელი ყალბი საბუთის მოპოვებას, შემდგომი გამოყენებისათვის.

სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ჯგუფის წევრებს ქონდათ ყალბი პასპორტები, რომელთა საშუალებითაც ახდენდნენ თანხების მიღებასა და გადარიცხავს, აღნიშნული დადასტურებულია ასევე შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნებით, საქართველოს ს----–-–------------------------- მონაცემებით, ბ-------- მიღებული ინფორმაციითა და სალაროს გასავლის ორდერებით.

რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულს, სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია უკანონო შემოსავლების ლეგალ----ცია (ფულის გათეთრება), ე.ი. უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა, კონვერსია, გადაცემა ან სხვა მოქმედება) მისი უკანონო ან და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის, ანდა სხვა პირისათვის პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებაში დახმარების გაწევის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა ან შენიღბვა.

იმავე მუხლის შენიშვნის თანახმად, კი უკანონო ქონებად ითვლება ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები, რომელიც პირს, მის ოჯახის წევრს, ახლო ნათესავს ან დაკავშირებულ პირს მოპოვებული აქვთ კანონის მოთხოვნათა დარღვევით. იმავე შენიშვნის თანახმად, განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება – შემოსავალი 50 000 ლარის ზევით.

სასამართლო აღნიშნავს, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალ----ცია ტრანსნაციონალურ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება, რაც განაპირობებს მის განსაკუთრებულ საშიშროებას. ფულის გათეთრება არალეგალური გზებით მიღებული ფულადი სახსრების ან საკუთრების სხვა ფორმების ლეგალიზებას გულისხმობს, ანუ მათი ჩრდილოვანი, არაფორმალური მდგომაროებიდან ფორმალურში გადაყვანას იმისათვის, რომ ამ სახსრებით ღიად სარგებლობა გახდეს შესაძლებელი, სხვაგვარად, რომ ითქვას ხდება ,,ჭუჭყიანი” - შავი ფულის (დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფული) „გარეცხვა“ - გათეთრება, რის შედეგადაც უკანონო გზით შეძენილი ქონება, ფაქტობრივად კანონიერი ხდება. მოცემულ შემთხვევაში უკანონო ფულადი სახსრებით შეძენილია უძრავი ქონებები.

დანაშაულის ობიექტური მხარე ორი ფორმით შეიძლება გამოიხატოს: უკანონო შემოსავლის ლეგალ----ციაში ე.ი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემაში, რაც შესაძლებელია გამოიხატოს ქონებით სარგებლობაში, შეძენაში, გადაცემაში ან სხვა მოქმედებაში, მისი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის მიზნით ან/და სხვა პირისათვის პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებაში დახმარების გაწევის მიზნით. უკანონო შემოსავლების ლეგალ----ციის სახეს წარმოადგენს ნაღდი ფულის გარდაქმნა სხვა ღირებულებად, მათ შორის უძრავ ქონებად, რომლის შემდგომი რეალ----ციის შედეგად მიღებული თანხები კანონიერად გამოიყურება.

აღნიშნული დანაშაულის სუბიექტური მხარე, გამოიხატება განზრახვაში. ყველა საერთაშორისო აქტი მიუთითებს, რომ ფულის გათეთრების ქმედების ჩადენისას პირს წინასწარ შეცნობილი უნდა ქონდეს, რომ ქონება დანაშაულებრივი გზით არის მიღებული და მიზნად უნდა ისახავდეს მისთვის კანონიერი სახის მიცემას ან/და სხვა პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებაში დახმარებას. ქონების დაუსაბუთებელი ან უკანონო სახის შენიღბვის მიზანი, შესაძლებელია ამოძრავებდეს, როგორც უკანონო შემოსავლის ლეგალ----ციის პრედიკატული დანაშაულის ჩამდენს, ასევე სხვა პირსაც, ხოლო მეორე მიზანი, სხვისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებაში დახმარება გულისხმობს, რომ აღნიშნული მიზანი ამოძრავებს არა იმას, ვინც თავად ჩაიდინა ფულის გათეთრების წინმსწრები დანაშაული, არამედ სხვა პირს, რომელიც დაინტერესებულია, იმით რომ წინარე დანაშაულის ჩამდენმა პირმა თავი დააღწიოს პასუხისმგებლობას. საერთაშორისო აქტების თანახმად უბრალო ინფორმირებულობაც კი იმის შესახებ, რომ ქონება უკანონო გზითაა შეძენილი, საკმარისია, სუბიექტური მხარის დასასაბუთებლად.

ევროსაბჭოს 1990 წლის 8 ნოემბრის ,,ფულის გათეთრების, დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მოპოვებული შემოსავლების მოძიების, ამოღებისა და კონფისკაციის შესახებ” სტრასბურგის კონვენცია აფართოებს უკანონო შემოსავლის ცნებას და აცხადებს, რომ უკანონო შემოსავალი არის სისხლის სამართლის დანაშაულიდან მიღებული ნებისმიერი ეკონომიკური სიკეთე, იგი ასევე შეიძლება მოიცავდეს ქონებას, რომელიც არის ნებისმიერი სახის ნივთიერი ან არანივთიერი, მოძრავი ან უძრავი. ასევე მოიცავს სამართლებრივ დოკუმენტებს ან აქტებს, რომლებიც ადასტურებენ ამგვარ ქონებაზე უფლებას. აღნიშნული კონვენცია ხელმომწერი სახელმწიფოებისაგან მოითხოვს, რომ შიდა სამართლებრივად დასჯადად გამოაცხადონ ყველა ქმედება, რაც წარმოადგენს ქონების კონვერსიას ან გადაცემას, როდესაც პირმა იცის, რომ ასეთი ქონება არის უკანონო შემოსავალი, იმ მიზნით, რომ დაიფაროს ან შეინიღბოს ქონების არაკანონიერი წარმომავლობა, ან დახმარება გაეწიოს ძირითადი დანაშაულის ჩადენაში ჩარეულ ნებისმიერ პირს, მისი ქმედების ი-----------–- შედეგების თავიდან აცილებაში. გარდა ამისა, აღნიშნულში ასევე მოიაზრება ქონების ნამდვილი ბუნების წყაროს, ადგილმდებარეობის, განკარგვის, გადაადგილების მასზე, ან მის ფლობაზე უფლებების დამალვა, როდესაც შესაბამისმა პირმა იცის, რომ ეს ქონება არის უკანონო შემოსავალი, ქონების შეძენა, ფლობა, გამოყენება, როდესაც პირმა ქონების მიღების დროს იცის, რომ ასეთი ქონება არის უკანონო შემოსავალი, აღნიშნულ ქმედებების ჩადენაში მონაწილეობის მიღება, ჩადენისათვის ჯგუფში გაერთიანება ან კონსპირაცია, ჩადენის მცდელობა, ან ჩადენაში დახმარება, წაქეზება, ხელის შეწყობა და რჩევების მიცემა.

ფულის გათეთრება, მოიცავს ოპერაციათა რთულ ერთობლიობას, რომლის მიზანია ფინანსური აქტივების წყაროს იმგვარად შენიღბვა, რომ შემდეგში ასეთი აქტივების გამოყენება კომპრომეტაციის გარეშე იყოს შესაძლებელი. ფულის გათეთრება იყოფა შემდეგ სამ ეტაპად: განთავსება, დანაწევრება, ინტეგრაცია. თუმცა ოპერაციათა სირთულიდან გამომდინარე ზღვარის გავლება ამ ეტაპებს შორის საკმაოდ რთულია და დამოკიდებულია ფულის გამთეთრებელი პირის ან/და ჯგუფის ინტელექტუალურ შესაძლებლობაზე.

სასამართლო განმარტავს, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალ----ციის მიზანია შემოსავლის უკანონო წარმოშობის დაფარვა, რისთვისაც დამნაშავემ შეიძლება განახორციელოს არაერთი ქმედება და გამოიყენოს არაერთი საშუალება. პირველ ეტაპზე იმალება დანაშაულის შედეგად მიღებული ფულის წარმომავლობა, შემდეგ კი ხდება ქონებიდან გარკვეული შემოსავლის მიღება. მოცემული დანაშაული თავისი ხასიათიდან გამომდინარე არის სოციალურად საშიში, ვინაიდან იგი წარმოადგენს დანაშაულის დაფარვის ერთ-ერთ საშუალებას, კერძოდ პირი, რომელიც სჩადის უკანონო შემოსავლის ლეგალ----ციას, იმავდროულად ახდენს მის ან სხვა პირის მიერ პირველად (უკვე ჩადენილ) უკანონო ან დანაშაულებრივი ქმედების დაფარვას, საკუთარი ან სხვისი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება, რომ ი-–--- მ--–---/ა---- დ------ ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების საშუალებით ახდენდა ფიქტიურ პირებზე ყალბი პასპორტის მონაცემების საფუძველზე შპს „ზ---- გ--------“ მეშვებით დაუსაბუთებელი ფულადი თანხების საქართველოში გადმორიცხვას, დანაწევრებას და ყალბი პასპორტების მონაცემების გამოყენებით მათთვის სასურველ ანგარიშებზე თ--------–- გადარიცხვას.

აღნიშნული სქემის მიხედვით ჯგუფის წევრებმა შპს „ზ---- გ--------“ მეშვეობით 244 ყალბი პასპორტის გამოყენებით 2016 წლის 25 მარტიდან 2--- წლის 27 მარტამდე სს „------- ბ-----“ ანგარიშზე ჩარიცხეს 1 104 233,88 აშშ დოლარი და 1 044 096.05 ევრო, აღნიშნული პასპორტებიდან 15 ყალბი პასპორტის გამოყენებით, დანაწევრებით მათთვის სასურველ პირებზე, იმავე პერიოდში გადარიცხული იქნა 59 331.64 აშშ დოლარი, 2662,85 ევრო და 100.50 ლარი, ხოლო ზ---- ჩ------- მიერ მისი საბანკო ანგარიშების გამოყენებით მიღებული დაუსაბუთებელი თანხებიდან მათთვის სასურველ ანგარიშებზე გადარიცხული იქნა 1 660 234 აშშ დოლარი, 20 158 ევრო და 56115 თურქული ლირა.

 

ასევე, საბანკო ანგარიშის გახსნიდან მცირე დროში, 2016 წლის 16 და 18 ნოემბერს ა------–------- დ-------ს აშშ დოლარში გახსნილ საბანკო ანგარიშზე, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ფ---------- პირის - მ-------------------- ჩაერიცხა ჯამში 90 397 აშშ დოლარი, რაც ა------–------- დ-------ს მიერ სს „------- ბ-----“ ფილიალიდან სრულად იქნა გატანილი.

დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხების წარმოშობის წყაროს, მისი ნამდვილი ბუნების, განთავსებისა და რეალური მესაკუთრის შენიღბვის მიზნით ,ა------–------- დ-------მ ფულადი თანხა 45 700 აშშ დოლარი და 43 600 აშშ დოლარი შეიტანა სს ,,ი–------------------–--–-“ გახსნილ ზ---- ჩ------- საბანკო ანგარიშზე. ზ---- ჩ------- შეტანილი თანხიდან ნაღდი ანგარიშსწორებით ბ-------- გამოიტანა 8000 აშშ დოლარი, ხოლო თანხის დარჩენილი ნაწილი გადარიცხა ჯ-------– კ--------- საბანკო ანგარიშზე თ--------–-. აღნიშნული ქმედებით ერთის მხრივ კანონიერი სახე მიეცა დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ დიდი ოდენობით ფულად თანხას, ხოლო მეორეს მხრივ შეინიღბა მისი ნამდვილი ბუნება, წარმოშობის წყარო, განთავსება, რეალური მესაკუთრე და კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილ იქნა 89 300 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალ----ცია.

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის გამართლებასთან დაკავშირებით იმაზე მინიშნებით, რომ დანაშაულებრივ სქემაში არ დგინდება ა---- დ------ს/ი-–--- მ--–---ს უშუალო - აქტიური მოქმედება, რომ არ არსებობს მის სახელზე განხორციელებული გადარიცხვები და მის მიმართ წარდგენილი ბრალდებები ეფუძნება მხოლოდ ვარაუდებს, რადგან საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება. სასამართლო განმარტავს, რომ მსჯელობაში დეტალური ანალიზი გაუკეთდა თითოეული პირდაპირი მოწმის ჩვენებას, რომლებმაც დაადასტურეს ბრალდებულის არათუ ჩართულობა, არამედ მისი მნიშვნელოვანი როლი და განმარტეს, რომ ის იყო მთავარი გადაწყვეტილების მიმღები პირი და მის გარეშე ვერავინ ვერაფერს აკეთებდა. ამასთან, დღის ბოლოს ზ---- ჩ------ სწორედ მას აწვდიდა ფინანსურ ანგარიშს. გარდა ამისა, მოწმეთა განმარტებით ა---- დ------ თავისი სახელით არასდროს გზავნიდა თანხას თ--------–-, მუდმივად სხვებს აგზავნინებდა.

სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტებს მოცემულ საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენებების არასანდოობასთან დაკავშირებით, იმ მიზეზით, რომ ისინი თავის მხრივ სადავო დანაშაულის ფარგლებში არიან მსჯავრდებულები. ამ კუთხით ცხადია, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოწმეს ბუნებრივია აქვს უფლება, საკუთარი თავის წინააღმდეგ არ მისცეს ინფორმაცია, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენება მისცეს სასამართლოზე ფიცის ქვეშ, რაც დამატებით ვალდებულებას აკისრებს კონკრეტულ კითხვებთან მიმართებით.

სასამართლო ასევე, ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების მაკვალიფიცირებელ ნიშნებზე, როგორიცაა დიდი ოდენობა და ქმედება ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ. კვალიფიკაციისათვის გ-----–------ მნიშვნელობა ენიჭება დაუფლებული და მისაკუთრებული, თუ საამისოდ გამიზნული ნივთის (ფულის, ქონების) საერთო ღირებულებას, კონკრეტული დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის მოცულობას. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ თავით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის, დიდ ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 10 000 ლარს ზევით, განსახილველ შემთხვევაში თაღლითურად დაუფლებული თანხის ოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება ამ მუხლის შენიშვნით განსაზღვრულ ნიშნულს.

რაც შეეხება ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის ჩადენას, საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ იგი განახორციელა დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულმა, შეთანხმებულად მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად, ან რომლის მიზანია პირდაპირ, ან არაპირდაპირ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება.

რაც შეეხება, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების მაკვალიფიცირებელ ნიშნებს, როგორიცაა - რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, მუხლის შენიშვნის თანახმად - განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება შემოსავალი 50000 ლარის ზევით.

შესაბამისად, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, უტყუარად იქნა დადგენილი და დადასტურებული ა---- დ------ს / ი-–--- მ--–---ს მიერ როგორც წარდგენილი ბრალდების თითოეული დანაშაულებრივი ეპიზოდის ჩადენა, ასევე თითოეული მუხლით შერაცხული ყველა მაკვალიფიცირებელი გარემოება.

ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ა---- დ-------/ი-–--- მ--–---- ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ (02 ეპიზოდი), ანუ დანაშაული გათვალისიწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 07-დან 10 წლამდე ვადით. მანვე, ჩაიდინა თაღლითობის მცდელობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ანუ დანაშაული გათვალისიწინებული საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 07-დან 10 წლამდე ვადით. მანვე, ჩაიდინა უკანონო შემოსავლის ლეგალ----ცია ე.ი. უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, განთავსების, მასზე საკუთრების უფლების დამალვა და შენიღბვა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 09-დან 12 წლამდე ვადით. მანვე, ჩაიდინა უკანონო შემოსავლის ლეგალ----ცია, ე.ი. დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა მისი დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, განთავსების, მასზე საკუთრების უფლების დამალვა და შენიღბვა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 09-დან 12 წლამდე ვადით. მანვე, ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა, გამოყენების მიზნით (02 ეპიზოდი), ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ასევე, სასამართლო მხედველობაში იღებს მოცემულ საქმეში ბრალდებულის როლს და ფუნქციებს, რითაც უნდა შეფასდეს მისი ქმედებები და მოხდეს სასჯელის ინდივიდუალ----ცია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით.

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ა---- დ------/ი-–--- მ--–--- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული და ბრალად შერაცხული ქმედებები მაღალი სოციალური საშიშროებისა და ამ ტიპის დანაშაულთა შემდგომი პრევენცია მკაცრ მიდგომებს საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის გამოსწორება შეუძლებელია საზოგადოებისგან მისი იზოლაციის გარეშე და შესაბამისად, ჩადენილი ქმედების სიმძიმის, მისი პიროვნების და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დანაშაულთა ერთობლიობით ა---- დ------/ი-–--- მ--–--- ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალ----ციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა---- დ------ (ი-–--- მ--–---) (პ№1----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09(ცხრა) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09(ცხრა) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09(ცხრა) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09(ცხრა) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ა---- დ------/ი-–--- მ--–--- ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლის ვადით.

 

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ა---- დ------/ი-–--- მ--–--- დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან და დაკავებისთანავე შესახლებულ იქნას პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.

ა---- დ------ს/ი-–--- მ--–---ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს.

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------- N1--------- განჩინებით ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას - ს------ მ--–---ს (S----------; დაბ. 0---------–; პასპ. I----------; პ/ნ1----------) საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინებს: ქ-------------–----------------------------------------------–--------------------------------, 47,65 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: 0---------------------), ქ. ბ----------–----------------------------------------------–--------------------------------, 49,35 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: 0---------------------).

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------- N1--------- განჩინებით ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას - ა-----------–-----–--–---–-- (Y--------------------, დაბ. 0---------–; პასპ. I----------; პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული საცხოვრებელ ბინებს მდებარე - ქ------------------–------------------------–------------------------, 50,34 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: 0------------------) და ქ------------------–------------------------–------------------------, 50,34 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: 0------------------).

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 20---–-–------------- N1------ განჩინებით ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას - შპს „ლ--------------------------” (ს/კ 4--------) საკუთრებაში რეგისტრირებულ საცხოვრებელ ბინას - ქალაქი ბ-------------------------------/ქალაქი ბ---------------------–------------------–--------------- (საკადასტრო კოდი: 0------------------), რომლის მესაკუთრეც არის ს------ მ--–--- (S----------; დაბ. 0---------–; პასპ. I----------; პ/ნ1----------).

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - საცხოვრებელი ბინები, მდებარე: ქ-------------–----------------------------------------------–--------------------------------, 47,65 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: 0---------------------), ქ. ბ----------–----------------------------------------------–--------------------------------, 49,35 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: 0---------------------), ქ------------------–------------------------–------------------------, 50,34 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: 0------------------), ქ------------------–------------------------–------------------------, 50.34 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: 0------------------), ქ--–-------------------------------------–--------------------------–------------------–--------------- (საკადასტრო კოდი: 0------------------) - მოხდეს აღნიშნული ბინების საპროცესო კონფისკაცია და გადაეცეს სახელმწიფოს.

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ლ-------------–--------------–----------------------------– ბიუროს 2--- წლის 06 დეკემბრის N5--------- მომართვის წერილზე და N0-------- ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართული ამოღებული და აღდგენილი ინფორმაცია ჩაწერილი 2 ცალ კომპაქტდისკზე, 2016 წლის 13 დეკემბრის N0----- საქართველოს ფ--------------------------- სამსახურის წერილზე თანდართული 1 ცალი CD-R დისკი, 2018 წლის 26 იანვრის დათვალიერების ოქმის შედეგად დათვალიერებული ინფორმაცია ჩაწერილი 1 ცალ კომპაქტ დისკზე, საქართველოს ფ--------------------------- სამსახურის 24.01.2--- წლის N0---- წერილზე თანდართული 1 ცალი კომპაქტდისკი, საქართველოს ფ--------------------------- სამსახურის 31.01.2--- წლის N0---- წერილზე თანდართული 1 ცალი კომპაქტდისკი, 10.02.2--- წლის საქართველოს ფ--------------------------- სამსახურის N0----- წერილი თანდართული 1 ცალი კომპაქტდისკი და 09.02.2--- წლის ს--------------–-------------“ გამოთხოვილი 1 ცალი კომპაქტდისკი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 01 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან, ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე