გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-----9
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28.06.2019 წელი ქ. რუსთავი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო ონიანი
სხდომის მდივანი - გუნა მოსიაშვილი
მოსარჩელე - მა--------------–---–ი, თ------------–---–ი, თ--------------–---–ი, რ----- კ-----–---–ი
წარმომადგენელი - დ--------------–---–-
მოპასუხე - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ლ-------------–ი
მესამე პირი - თ------------–---–ი
მესამე პირი - მ----------–--ე
წარმომადგენელი - ბ--–--------ე
დავის საგანი: რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2008 წლის 30 სექტემბრის N---- ბრძანებისა და 2008 წლის 01 ოქტომბრის N---- საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 ბათილად იქნეს ცნობილი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2008 წლის 30 სექტემბრის N---- ბრძანება და 2008 წლის 01 ოქტომბრის N---- საკუთრების უფლების მოწმობა.
1.2 დაევალოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას. გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, რომლის მიხედვითაც 0----------------- .--------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავ ქონებაზე ბ-–-- კ-----–---–თან ერთად, თანამესაკუთრედ აღიარებული იქნება მა--------------–---–ი, რ-----, თ----- და თ--------------–---–ები და თითოეულს გამოეყოს საერთო წილადი საკუთრება.
მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, 1986 წლის 21 დეკემბრიდან მა--------------–---–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ბ-–-- კ-----–---–თან. 1988 წლის 21 დეკემბერს ოჯახური კონფლიქტის გამო, ბ-–-- კ-----–---–მა იგი გააძევა სახლიდან. 1989 წლის 10 თებერვალს რუსთავის სასამართლოს გადაწყვეტილებით N2-4---- საქმეზე მა--------------–---–ის მიერ მოპოვებულ იქნა მფლობელობის უფლება ქალაქ რუსთავში 9--------------–--ის ქუჩაზე, 4 კორპუსში მდებარე ბინა N4-ში საცხოვრებელ ფართზე და შესახლებულ იქნა ბინაში.
ბ-–-- კ-----–---–თან თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ტყუპები თ----- და თ--------------–---–ები, ხოლო მოგვიანებით რ----- კ-----–---–ი.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ბ-–-- კ-----–---–მა მითითებული ბინის პრივატიზაცია თავის სახელზე მოახდინა თვითმართველი ქალაქ რუსთავის მერიის 2008 წლის 01 ოქტომბრის N---- საკუთრების უფლების მოწმობით და მის საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბინაზე საკუთრების უფლება დარეგისტრირდა მის სახელზე. ამის შემდგომ ბ-–-- კ-----–---–მა ოჯახის წევრებთან შეთანხმების გარეშე დატვირთა იპოთეკით და სესხის გადაუხდელობის გამო მოხდა აუქციონზე ბინის გაყიდვა, რომელიც შეიძინა იპოთეკარის მეუღლემ მ----------–--ემ.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მხოლოდ ბ-–-- კ-----–---–ის სახელზე საკუთრების მოწმობის გაცემა უკანონოა, ვინაიდან მოპასუხე მხარემ არ გაითვალისწინა ბ-–-- კ-----–---–თან ერთად მოსარჩელეების თანაცხოვრების პერიოდი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 მოპასუხე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა შესაგებელს, სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ სადავო აქტები მიღებულია მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 2008 წლის 30 სექტემბერს N---- ბრძანების საფუძველზე ბ-–-- კ-----–---–ს საკუთრებაში გადაეცა კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე სამ ოთახიანი საცხოვრებელი ბინა, მდებარე, ქალაქ რუსთავში 9--------------–--ის ქ----------------, საერთო ფართით 84.84 კვ.მ, მათ შორის საცხოვრებელი ფართი 50.93 კვ.მ. მითითებული ბრძანების საფუძველზე გაიცა საკუთრების მოწმობა N----.
მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელე მა--------------–---–ი მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილებისა ვერ გახდებოდა მესაკუთრე სადავო საცხოვრებელი ფართისა, ვინაიდან საცხოვრებელ ფართში შესახლება არ იძენდა საბინაო კოდექსით განსაზღვრულ დამქირავებლის უფლებებს.
2.2 მესამე პირის ბ-–-- კ-----–---–ის უფლებამონაცვლემ თ------------–---–მა მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
2.3 მესამე პირის მ----------–--ის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა შესაგებელს, სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, ამასთანავე მისი დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი არ არსებობს იურიდიული შედეგის დადგომის შესაძლებლობა, ვინაიდან ბინას ჰყავს მესაკუთრე, რომლის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი (2014 წლის 15 მაისის განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების მიღების შესახებ) არ არის გასაჩივრებული. მესამე პირის წარმომადგენლის განმარტებით არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
3.დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1 2008 წლის 26 სექტემბერს ბ-–-- კ-----–---–მა განცხადებით მიმართა მოპასუხეს ქალაქ რუს----–---------------–-----------ში მდებარე არაპრივატიზებული საცხოვრებელ ფართზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა. განცხადებას თანდაურთო 1972 წლის 28 აპრილის ორდერი, ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, ცნობები და აზომვითი ნახაზი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2008 წლის 26 სექტემბრის განცხადება თ/დ მასალით (ტ.1 ს.ფ 121)
3.2 2008 წლის 30 სექტემბრის თვითმართველი ქალაქ რუსთავის მერის N---- ბრძანებით ბ-–-- კ-----–---–ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. საკუთრებაში გადაეცა სამ ოთახიანი საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. რუსთავი 9--------------–--ის ქუჩაზე, ს---–------------, საერთო ფართი 84.84 კვ.მ, მათ შორის საცხოვრებელი ფართი 50.93 კვ.მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქალაქ რუსთავის მერის N---- ბრძანება (ტ.1 ს.ფ 119)
3.1.3 2008 წლის 01 ოქტომბერს გაიცა N---- საკუთრების უფლების მოწმობა თვითმმართველის ქალაქი რუსთავის მერის 2008 წლის 30 სექტემბრის N---- ბრძანების საფუძველზე. 2009 წლის 29 ოქტომბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ იქნა ამონაწერი, რომლითავ უძრავ ქონებას მიენიჭა 0----------------- .--------- საკადასტრო კოდი, ხოლო მესაკუთრედ აღირიცხა ბ-–-- კ-----–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2008 წლის 01 ოქტომბერს გაიცა N---- საკუთრების უფლების მოწმობა (ტ.1, ს.ფ 118)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ 40)
3.1.4. 2008 წლის 17 სექტემბრის ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნ----–--- კ-----–---–ი და ლ---- კ-----–---–ი თანახმანი არიან მოხდეს საცხოვრებელი ბინის (მდენარე ქალაქი რუსთავი, 9--------------–--ის ქუჩა ს---–-----------) პრივატიზება ბ-–-- კ-----–---–ის სახელზე. აღნიშნული ბინის პრივატიზებაზე მონაწილეობის მიღებაში და ბინის მფლობელთა სიაში შეყვანაზე განაცხადეს უარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება (ტ. 1, ს.ფ 124)
3.1.5. 2013 წლის 22 აპრილს 0----------------- .--------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა იპოთეკის უფლება (იპოთეკარი რ---–-----------–-----ე).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ 41-42)
3.1.6. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით 02.04.03.068.01.018 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონება გადავიდა მ----------–--ის საკუთრებაში. რეგისტრაციას საფუძვლად დაედო 2014 წლის 15 მაისის №A---------------- აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების მიღების შესახებ განკარგულების საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ 43-44)
3.1.7. 2014 წლის 15 მაისის №A---------------- აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების მიღების შესახებ განკარგულებით დგინდება, რომ ბ-–-- კ-----–---–ის კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე ქალაქი რუსთავი 9--------------–--ის ქ----------------, რომლის საკადასტრო კოდია 02.04.03.068.01.018 2014 წლის 07 მაისის იძულებითი საჯარო აუქციონზე, შემძენი გახდა მ----------–--ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2014 წლის 15 მაისის №A---------------- განკარგულება (ტ.1, ს.ფ 151)
4.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1 მოსარჩელე მხარის განმარტებით, თვითმართველი ქალაქ რუსთავის მერიის მიერ გამოცემული აქტები, კერძოდ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2008 წლის 30 სექტემბრის N---- ბრძანება და 2008 წლის 01 ოქტომბრის N---- საკუთრების უფლების მოწმობა გამოცემული კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა გათვალისწინებული მოსარჩელეების ცხოვრების ფაქტი სადავო ქონებაზე. შესაბამისად სადავო ქონება თანასაკუთრების უფლებით უნდა აღრიცხულიყო მა--------------–---–ის, რ-----, თ----- და თ--------------–---–ების სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარის ახსნა - განმარტება
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ილ ი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მა--------------–---–ის, თ------------–---–ის, თ--------------–---–ის და რ----- კ-----–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
”კანონიერი მოსარგებლისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილება.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოს ან დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ამავე მუხლის “კ“ ქვეპუნქტის თანახმად კი ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების, ან გაუქმების მიზნით.
7.2 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის ორგანოების და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად.
7.3 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. ხოლო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, მოპასუხის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და იმ დროისათვის მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობით.
7.4 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლით სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საკუთრების უფლების სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლი, რომლის შესაბამისად, ”სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან“.
სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან საკუთრების უფლების შეზღუდვის ნებისმიერი შემთხვევა უნდა შეფასდეს იმ კრიტერიუმების საფუძველზე, რომელიც დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით. შეზღუდვა უნდა იყოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებული, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს - აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას, და უნდა იყოს პროპორციული, დაცული უნდა იყოს საჯარო და კერძო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსი. საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერების საკითხის დადგენისას კი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ზღვარი - შეზღუდვა საკუთრების უფლებას არ უნდა უკარგავდეს არსს, ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს საკუთრების უფლების შინაარსს.
საკუთრების უფლება ასევე აღიარებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, რომელიც საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლებას უზრუნველყოფს. ამასთან, არ შეიძლება ვინმეს ჩამოერთვას თავისი საკუთრება, გარდა საჯარო ინტერესისათვის და კანონით და საერთაშორისო სამართლის პრინციპებით გათვალისწინებული პირობებით. აღნიშნული მუხლის საფუძველზე, საკუთრების უფლების პატივისცემა, მოიცავს სახელმწიფოს როგორც ნეგატიურ, ისე პოზიტიურ ვალდებულებებს.
სასამართლო მიუთითებს რომ ,,საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებიდან და ნორმებიდან გამომდინარე, საკუთრების უფლება წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებაა, საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი უფლება, დემოკრატიული საზოგადოების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია. საკუთრება ადამიანის ყოფიერების არსებითი საფუძველია" (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება N1/51 საქმეზე ,,ქ.თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება".).
,,საკუთრების უფლებაც ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას. იმავდროულად, კერძო საკუთრება, როგორც ინსტიტუტი, საბაზრო ეკონომიკის ბირთვს წარმოადგენს. შესაბამისად, ის არის არა მხოლოდ მესაკუთრეებს შორის ეკონომიკური კონკურენციის, არამედ ასევე დემოკრატიული სახელმწიფოს და საზოგადოებრივი წყობილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა" (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება N1/2/384 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი".).
7.5 სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხსენებული კოდექსის 103-ე მუხლის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
7.6 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლი ადგენს თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას მასში მონაწილეობის უფლების მქონე პირი ამ უკანასკნელის წერილობითი თხოვნის საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1. მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო მე-2 ნაწილით დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლი 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას”. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს”.
7.7 საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ 1.1. მუხლის შესაბამისად, ეს წესი არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს.
საქართელოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის #189 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც საფუძვლად დაედო საცხოვრებელი და არასაცხოვებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლის საკუთრებაში გადაცემას. ესენია:
ა) არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინსიტრაციულისამართებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.); კანონისმიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამის დოკუმენტი;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმეტის ასლი, ხოლო წარმომადგენლობის შემთხვევაში, დამატებით წარმომადგენლის პირდობის დამადასტურებელ დოკომენტი;
გ) საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
დ) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (თანხმობები), თუკი კანონიერ სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ერთი ან რამოდენიმე კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ;
ე) გარკვეული პირობებით დროებით გადაცემული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ გადაცემისას კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი უარი უფლებამოსილი ორგანოსაგაც პირობის შესრულების მოთხოვნაზე, რომელიც დამოკიდებული იქნება მის განცხადების დაკმაყოფილების პირობაზე;
ვ) დროებით გადაცემული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების მიერ 2007 წლის 02 თებერვლამდე, აღნიშნულ ფართობზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი);
ზ) ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლში არსებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობებთან ერთად შესაბამის მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზმოვითი ნახაზი, აგრეთვე ინფორმაცია ტექნიკური ინვენტარიცაზიის არქივიდან (ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა და სხვა)“.
სსსრ ”საბინაო კოდექსის” 57-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ფონდის სახლებში საცხოვრებელი სადგომის მიცემის გადაწყვეტილების საფუძველზე სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის (რაიონული), სადაბო, სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი მოქალაქეს აძლევს ორდერს, რომელიც მიცემულ საცხოვრებელ სადგომში შესახლების ერთადერთი საფუძველია.
სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე გვაქვს 1972 წლის 28 აპრილს ბ-–--, ნ----–--- და ლ---- კ-----–---–ების სახელზე გაცემული შესახლების ორდერი N 944, რომლითაც დგინდება, რომ ქალაქ რ-------–---------------------------------ში (დღეის მდგომარეობით 9--------------–--ის ქუჩა) მდებარე საცხოვრებელ ბინაში შესახლების უფლება მიეცათ ბ-–--, ნ----–--- და ლ---- კ-----–---–ებს.
7.8 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ – დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2008 წლის 26 სექტემბერს ბ-–-- კ-----–---–მა განცხადებით მიმართა მოპასუხეს ქალაქ რუს----–---------------–-----------ში მდებარე არაპრივატიზებული საცხოვრებელ ფართზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა. განცხადებას თანდაურთო 1972 წლის 28 აპრილის ორდერი, ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, ცნობები და აზომვითი ნახაზი.
დადგენილია, რომ 1972 წლის 28 აპრილის შესახლების ორდერი N 944 გაცემულია ბ-–--, ნ----–--- და ლ---- კ-----–---–ების სახელზე. ამავე ორდერის თანახმად, ქალაქ რ-------–---------------------------------ში (დღეის მდგომარეობით 9--------------–--ის ქუჩა) მდებარე საცხოვრებელ ბინაში შესახლების უფლება მიეცათ ბ-–--, ნ----–--- და ლ---- კ-----–---–ებს. ხოლო, საქმეში წარმოდგენილი, ნოტარიული წესით დამოწმებული განცხადებით დგინდება, რომ ნ----–--- კ-----–---–ი და ლ---- კ-----–---–ი თანახმანი არიან მოხდეს საცხოვრებელი ბინის (მდენარე ქალაქი რუსთავი, 9--------------–--ის ქუჩა ს---–-----------) პრივატიზება ბ-–-- კ-----–---–ის სახელზე. აღნიშნული ბინის პრივატიზებაზე მონაწილეობის მიღებაში და ბინის მფლობელთა სიაში შეყვანაზე განაცხადეს უარი.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2008 წლის 30 სექტემბრის თვითმართველი ქალაქ რუსთავის მერის N---- ბრძანებით ბ-–-- კ-----–---–ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. საკუთრებაში გადაეცა სამ ოთახიანი საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. რუსთავი 9--------------–--ის ქუჩაზე, ს---–------------, საერთო ფართი 84.84 კვ.მ, მათშორის საცხოვრებელი ფართი 50.93 კვ.მ. 2008 წლის 01 ოქტომბერს გაიცა N---- საკუთრების უფლების მოწმობა თვითმმართველის ქალაქი რუსთავის მერის 2008 წლის 30 სექტემბრის N---- ბრძანების საფუძველზე. 2009 წლის 29 ოქტომბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ იქნა ამონაწერი, რომლითავ უძრავ ქონებას მიენიჭა 0----------------- .--------- საკადასტრო კოდი, ხოლო მესაკუთრედ აღირიცხა ბ-–-- კ-----–---–ი.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2013 წლის 22 აპრილს 0----------------- .--------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა იპოთეკის უფლება (იპოთეკარი რ---–-----------–-----ე). ხოლო, 2014 წლის 15 მაისის №A---------------- აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების მიღების შესახებ განკარგულებით დგინდება, რომ ბ-–-- კ-----–---–ის კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე ქალაქი რუსთავი 9--------------–--ის ქ----------------, რომლის საკადასტრო კოდია 0----------------- .--------- 2014 წლის 07 მაისის იძულებითი საჯარო აუქციონზე, შემძენი გახდა მ----------–--ე. მითითებული განკარგულების საფუძველზე, 0----------------- .--------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონების ახალი მესაკუთრე გახდა მ----------–--ე. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცემული განკარგულება დღეის მდგომარეობით ძალაშია და მოსარჩელეს მიერ სადავო არ გამხდარა.
სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც ორდერში, რომელიც მიცემულ საცხოვრებელ სადგომში შესახლების ერთადერთ საფუძველს წარმოადგენს აღნიშნულია, მხოლოდ ბ-–--, ნ----–--- და ლ---- კ-----–---–ები, ხოლო ამ უკანასკნელებმა ნოტარიულად უარი განაცხადეს ბინის პრივატიზებაზე მონაწილეობის მიღებაში და ბინის მფლობელთა სიაში შეყვანის თაობაზე, მოსარჩელის განმარტება თითქოსდა სადავო ქონება თანასაკუთრების უფლებით უნდა აღრიცხულიყო მა--------------–---–ის, რ-----, თ----- და თ--------------–---–ების სახელზე უსაფუძვლოა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს რომ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2008 წლის 30 სექტემბრის N---- ბრძანება და 2008 წლის 01 ოქტომბრის N---- საკუთრების უფლების მოწმობა მიღებულ იქნა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხის მიერ მიღებული სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და სახეზე არ გვაქვს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები, არ არსებობს მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებიც ახალი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, რომლის მიხედვითაც 0----------------- .--------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავ ქონებაზე ბ-–-- კ-----–---–თან ერთად, თანამესაკუთრედ აღიარებული იქნება მა--------------–---–ი, რ-----, თ----- და თ--------------–---–ები.
7.9 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.
საქმის მასალებიდან გამომდინარე არ დასტურდება და მოსარჩელის მიერ არც სასამართლო სხდომაზე იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, იმ გარემოებების დასადგენად, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია მათი მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სწორად მოხდა საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა მას, რის გამოც არ არსებობს სადავოდ გამხდარი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამრიგად, ვინაიდან მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, 22-ე, 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელეების: მა--------------–---–ის, თ------------–---–ის, თ--------------–---–ის, რ----- კ-----–---–ის (წარმომადგენელი დ--------------–---–-) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს უცვლელი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს (მდებარე ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო ონიანი