გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.06.2019
საქმის ნომერი
110210019002895087
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
14.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 11021001900289508

№ 2/136-2019წელი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 ივნისი 2019 წელი ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე შოთა ნიკურაძე

სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი

მოსარჩელე - რ--------- ს-----ძე;

მოსარჩელის წარმომადგენელი - მ----- ბ--------ძე;

მოპასუხე - ვ------- ზ--–-----ი, მ--–---- პ------–-–---–ი;

მოპასუხის წარმომადგენელი ------- ტ--–---ძე;

დავის საგანი - თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა.

 

მოსარჩელის მოთხოვნა:

 

1. მოპასუხეებს ვ------- ზ--–-----სა და მ--–---- პ------–-–---–ს მოსარჩელე რ--------- ს-----ძის სასარგებლოდ დაეკისროთ 2000 აშშ დოლარის გადახდა.

 

2. მოპასუხე ვ------- ზ--–-----ს რ--------- ს-----ძის სასარგებლოდ დაეკისროს 1400 აშშ დოლარისა და 650 ლარის გადახდა.

 

სარჩელის გარემოებები:

 

2016 წლის ოქტომბერში მოსარჩელე რ--------- ს-----ძე შეხვდა მოპასუხე ვ------- ზ--–-----ს, რომელსაც 15 წელია იცნობს. იმ დროისთვის მოსარჩელეს გადაწყვეტილი ჰქონდა მანქანის ყიდვა. ვ------- ზ--–-----მა მას უთხრა, რომ მისი სიძე მ--–---- პ------–-–---–ი დადიოდა გერმანიაში და გასაყიდად ჩამოჰყავდა მანქანები. აქვე შესთავაზა, რომ მასაც ჩამოუყვანდნენ მანქანას. ორი დღის შემდეგ ვ------- ზ--–-----მა მოსარჩელეს გააცნო სიძე და მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარად ერთ თვეში ჩამოუყვანდნენ ავტომობილ ,,კორსას“ გერმანიიდან. ორი კვირის შემდეგ 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარი რ--------- ს-----ძემ გადასცა მ--–---- პ------–-–---–ს. პირველად გადასცა 1000 აშშ დოლარი და თანხის გადაცემას ესწრებოდნენ მოსარჩელის ძმა რ----- ს-----ძე, დედა - ნ------- ს-----ძე და მეუღლე- მ--------------ძე. მეორედ გადასცა 1000 აშშ დოლარი, რომლის გადაცემას ესწრებოდა - ნ------- ს-----ძე.

 

მოგვიანებით, რ--------- ს-----ძეს დაუკავშირდა ვ------- ზ--–-----ი და სთხოვა, რომ მისთვის ესესხებინა 1000 (ათასი) აშშ დოლარი, რათა ერთი მანქანა თავისთვისაც ჩამოეყვანა. აღნიშნული თანხა, მისი მითითებით მეუღლეთა კუთვნილი თანხიდან, ქალაქ თბილისიდან საბანკო გადარიცხვების გზით (ლ-------------ის მეშვეობით), ვ------- ზ--–-----ს 2016 წლის 18 ნოემბერს გადაურიცხა მოსარჩელის მეუღლემ, მ--------------ძემ.

 

ერთი თვის შემდეგ, მოსარჩელეს კვლავ დაუკავშირდა ვ------- ზ--–-----ი და აცნობა, რომ მანქანები ჩამოყვანილი ჰყავდა, თან მოპარული ველოსიპედები მოჰყავდა და ამის გამო დაიჭირეს. მანქანები კი საჯარიმო სადგომზე იდგა და თანხა არ ჰქონდა, რომ გადაეხადა. ამის შემდეგ კიდევ სთხოვა ვ------- ზ--–-----მა რ--------- ს-----ძეს სესხის სახით გადაეცა თანხა. ვ------- ზ--–-----ს 2017 წლის 20 თებერვალს საბანკო გადარიცხვების გზით (ლ-------------ის მეშვეობით), მისი მითითებით მეუღლეთა კუთვნილი თანხიდან 400 (ოთხასი) აშშ დოლარი და 400 ლარი გადაურიცხა მოსარჩელის მეუღლემ - მ--------------ძემ. ხოლო, თავად მოსარჩელემ პირადად გადასცა 250 ლარი. რ--------- ს-----ძეს ვ------- ზ--–-----ისთვის 2016-2017 წლებში სხვადასხვა დროს სესხის სახით მიცემული აქვს ჯამში 1400 აშშ დოლარი და 650 ლარი.

 

მოპასუხეები ჰპირდებოდნენ მოსარჩელეს, რომ მანქანას საჯარიმოდან გამოიყვანდნენ და სესხის სახით გადაცემულ თანხასაც უკან დაუბრუნებდნენ. სესხის თანხის მოპასუხეებისათვის გადაცემას რ--------- ს-----ძე ახორციელებდა მხარეთა ზეპირი შეთანხმების და საბანკო გადარიცხვების გზით. სესხი იყო უსასყიდლო ხასიათის და დაბრუნება უნდა მომხდარიყო მალევე, მანქანების საჯარიმოდან გამოყვანის დროს. აღმოჩნდა, რომ ვ------- ზ--–-----ს და მ--–---- პ------–-–---–ს მანქანები საერთოდ არ ჰყავდათ ჩამოყვანილი და თანხები მოტყუების გზით გამოსძალეს მოსარჩელეს.

 

მოპასუხეებმა ბოროტად ისარგებლეს მოსარჩელის ნდობით და არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულება. რ--------- ს-----ძემ ბევრჯერ მიმართა მოპასუხეებს, დაებრუნებინათ მისთვის სესხად გაცემული თანხა - 1400 აშშ დოლარი და 650 ლარი. ვინაიდან მანქანა საერთოდ არ ჰყავდათ ჩამოყვანილი, მოსარჩელე ასევე ითხოვს მათთვის მანქანის ჩამოსაყვანად გაცემული 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარის დაბრუნებას. მოპასუხეები, მრავალი გაფრთხილების მიუხედავად, არ ასრულებენ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებას და არ აბრუნებენ თანხას.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია.

 

მოპასუხე ვ------- ზ--–-----მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ რ--------- ს-----ძეს წლებია იცნობს. ის მუშაობს სამარშუტო ტაქსზე ზ----------------–--------- ხაზზე და ემსახურება მთელ სოფელს. ემსახურება არა მარტო მგზავრების გადაყვანის თვალსაზრისით, არამედ სოფლის მაცხოვრებლების დავალებით ყიდულობს სხვადასხვა პროდუქტებს და მიაქვს მათთან, ასევე სთხოვენ ფულადი გზავნილების აღებას და გადაცემას. ასე იყო რ--------- ს-----ძის შემთხვევაშიც. ზუსტი თარიღი არ ახსოვს, რ--------- ს-----ძემ სთხოვა, ვინაიდან მას თავად ,,მ--------------ში'' გაფუჭებული ჰქონდა საბანკო ისტორია, მისი მეუღლე მ--------------ძე ვ------- ზ--–-----ის ანგარიშზე გადმორიცხავდა ფულად თანხას 1000 აშშ დოლარს და მიეტანა მისთვის. მართალაც აიღო ეს თანხა და მიუტანა რ--------- ს-----ძეს. შემდგომ, 400 აშშ დოლარი და 400 ლარი მ--------------ძემ კვლავ გადმოურიცხა მას, აიღო და გადასცა რ--------- ს-----ძეს. რ--------- ს-----ძისაგან წარსულში მართალაც ისესხა 1500 ლარი 3 თვით, რაც დაუბრუნა.

 

რაც შეეხება ავტომანქანის ჩამოყვანის საკითხს, არც მას და არც მის სიძეს მ--–---- პ------–-–---–ს საზღვარგარეთიდან არასოდეს ჩამოუყვანია ავტომანქანა. რაიმე შეთანხმება, ავტომანქანის ჩამოყვანის თაობაზე, მათ შორის არასოდეს შემდგარა და არც რაიმე თანხა აუღიათ მისგან.

 

2.2. მოპასუხის პოზიცია.

 

მოპასუხე მ--–---- პ------–-–---–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ რ--------- ს-----ძეს ნადვილად იცნობს თავად რ---------ის ძმისშვილის ი-----–- ს-----ძის მეშვეობით, თუმცა რ--------- ს-----ძესთან არასოდეს ჰქონია შეთანხმება, მისთვის ავტომანქანის ჩამოყვანის თაობაზე და არც არანაირი თანხა აუღია მისგან. მას არასოდეს ჩამოუყვანია ავტომანქანა საზღვარგარეთიდან და არ არის დაკავებული ამ საქმიანობით, შესაბამისად, რ--------- ს-----ძის მოთხოვნა სრულიად დაუსაბუთებელია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2016 წლის ოქტომბერში მოსარჩელე რ--------- ს-----ძეს და მ--–---- პ------–-–---–ს შორის დაიდო დავალების ზეპირი ხელშეკრულება, რომლითაც მ--–---- პ------–-–---–მა აიღო ვალდებულება ერთი თვის ვადაში რ--------- ს-----ძის თანხით საზღვარგარეთ -გერმანიაში შეეძინა მსუბუქი ავტომანქანა ,,----------''-ს ფირმის ავტომობილი და ჩამოეყვანა მისთვის საქართველოში. ამ მიზნით რ--------- ს-----ძემ მ--–---- პ------–-–---–ს გადასცა 1000 აშშ დოლარი. მიუხედავად მოსარჩელის მრავალჯერადი მოთხოვნისა, მ--–---- პ------–-–---–ს არც ავტომობილი ჩამოუყვანია რ--------- ს-----ძისათვის და დღემდე არც თანხა დაუბრუნებია მისთვის .

 

_ სასამართლო დაეყრდნო სარჩელს, მოსარჩელის ახსნა-განმარტებას; მოწმეების მ--------------ძის, რ--------- ს-----ძის, ი--------–-ძის ჩვენებებს; ვ------- ზ--–-----ის, ა--- ზ--–-----ის გამოკითხვის ოქმებს.

 

3.2. 2016 წლის 18 ნოემბერს მოსარჩელე რ--------- ს-----ძეს და მოპასუხე ვ------- ზ--–-----ს შორის დაიდო სესხის ზეპირი ხელშეკრულება, ვ------- ზ--–-----ის მიერ რ--------- ს-----ძისაგან სესხის აღების თაობაზე. შეთანხმების ფარგლებში, რ--------- ს-----ძის მითითებით, მისმა მეუღლემ მ--------------ძემ მეუღლეთა საერთო თანხიდან 1000 აშშ დოლარი საბანკო ანაგარიშზე ჩაურიცხა ვ------- ზ--–----ნს.

 

_ სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელე რ--------- ს-----ძის ახსნა-განმარტებას, მოწმე მ--------------ძის ჩვენებას, ფულადი გზავნილის ქვითარს.

 

3.3. 2017 წლის 20 თებერვალს მოსარჩელე რ--------- ს-----ძეს და მოპასუხე ვ------- ზ--–-----ს შორის დაიდო სესხის ზეპირი ხელშეკრულება, ვახტან ზ--–-----ის მიერ რ--------- ს-----ძისაგან სესხის აღების თაობაზე. შეთანხმების ფარგლებში, რ--------- ს-----ძის მითითებით, მისმა მეუღლემ მ--------------ძემ მეუღლეთა საერთო თანხიდან 400 აშშ დოლარი და 400 ლარი საბანკო ანაგარიშზე ჩაურიცხა ვ------- ზ--–-----ს.

 

_ სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელე რ--------- ს-----ძის ახსნა-განმარტებას, მოწმე მ--------------ძის ჩვენებას, ფულადი გზავნილების ქვითრებს.

 

3.4. მიუხედავად მოსარჩელე რ--------- ს-----ძის მრავალჯერადი მოთხოვნისა, ვ------- ზ--–-----ს სესხის თანხა მისთვის დღემდე არ დაუბრუნებია.

_ სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, მოწმე მ--------------ძის ჩვენებას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების, აგრეთვე მათ მიერ საქმის მასალებად წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებათა სასამართლოს შინაგანი რწმენის საფუძველზე ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ რ--------- ს-----ძის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-ე, 626-ე, 709-ე, 715-ე, 720-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველის ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველი დავის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს დავალების მარეგულირებელი წესებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის ოქტომბერში მოსარჩელე რ--------- ს-----ძეს და მ--–---- პ------–-–---–ს შორის დაიდო დავალების ზეპირი ხელშეკრულება, რომლითაც მ--–---- პ------–-–---–მა აიღო ვალდებულება ერთი თვის ვადაში რ--------- ს-----ძის თანხით საზღვარგარეთ -გერმანიაში შეეძინა მსუბუქი ავტომანქანა ,,----------''-ს ფირმის ავტომობილი და ჩამოეყვანა მისთვის საქართველოში. ამ მიზნით რ--------- ს-----ძემ მ--–---- პ------–-–---–ს გადასცა 1000 აშშ დოლარი.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მიუხედავად მოსარჩელის მრავალჯერადი მოთხოვნისა, მ--–---- პ------–-–---–ს არც ავტომობილი ჩამოუყვანია რ--------- ს-----ძისათვის და დღემდე არც თანხა დაუბრუნებია მისთვის .

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას. რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი. საგულისხმოა, რომ დავალების ხელშეკრულების ვადასთან მიმართებით სამოქალაქო კოდექსი რაიმე მოწესრიგებას არ ითვალისწინებს, არამედ, მისი განსაზღვრა მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული.

 

სამოქალაქო კოდექსის 720-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. თუ ხელშეკრულება რწმუნებულმა მაშინ შეწყვიტა, როდესაც მარწმუნებელი მოკლებული იყო შესაძლებლობას, სხვაგვარად უზრუნველეყო თავისი ინტერესები, რწმუნებულმა უნდა აანაზღაუროს ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებული ზიანი, გარდა იმ შემთხვევებისა,როცა რწმუნებულს ამისათვის მნიშვნელოვანი საფუძველი ჰქონდა. თუ ხელშეკრულება წყდება მარწმუნებლის მიერ,მაშინ ის მოვალეა აუნაზღაუროს რწმუნებულს მინდობილი მოქმედების შესრულებისას გაწეული ყველა აუცილებელი ხარჯი, ხოლო, თუ ხელშეკრულება სასყიდლიანი იყო, - გადაუხადოს გასამრჯელო შესრულებული სამუშაოს კვალობაზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 715-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რწმუნებული მოვალეა დაუბრუნოს მარწმუნებელს ყველაფერი, რაც მან მიიღო მინდობილი მოქმედების შესასრულებლად და არ გამოიყენა ამისათვის,აგრეთვე ისიც, რაც მან შეიძინა მინდობილი მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებით.

 

ამდენად, საქმის განხილვისას უდაოდ დადგინდა, რომ ენდო რა მ--–---- პ------–-–---–ს რ--------- ს-----ძე, მას დაავალა უცხოეთიდან ავტომობილის ჩამოყვანა, რისთვისაც გადასცა 1000 აშშ დოლარი, თუმცა მ--–---- პ------–-–---–მა არ შეასრულა დავალება, ანუ დაარღვია დავალების ხელშეკრულების პირობა, რისთვისაც რ--------- ს-----ძეს უნდა დაუბრუნოს დავალების შესრულებისათვის გადაცემული თანხა 1000 აშშ დოლარი.

 

რაც შეეხება მოსარჩელის განმარტებას, ორივე მოპასუხესთან, როგორც მ--–---- პ------–-–---–ითან, ისე ვ------- ზ--–-----თან, ერთობლივად ავტომანქანის ჩამოსაყვანად დავალების ხელშეკრულების დადებას და მათთვის თანხის გადაცემას, ამასთან, არა 1000 აშშ დოლარის, არამედ 2000 აშშ დოლარის, აღნიშნული რ--------- ს-----ძემ ვერ დაადასტურა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-103-ე მუხლების შესაბამისად.

 

6.2.სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.

 

სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლის თანახმად, თუ ვალის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ ვალი დაბრუნებულ უნდა იქნეს კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 18 ნოემბერს მოსარჩელე რ--------- ს-----ძეს და მოპასუხე ვ------- ზ--–-----ს შორის დაიდო სესხის ზეპირი ხელშეკრულება, ვახტან ზ--–-----ის მიერ რ--------- ს-----ძისაგან სესხის აღების თაობაზე. შეთანხმების ფარგლებში, რ--------- ს-----ძის მითითებით, მისმა მეუღლემ მ--------------ძემ, მეუღლეთა საერთო თანხიდან, 1000 აშშ დოლარი საბანკო ანაგარიშზე ჩაურიცხა ვ------- ზ--–----ნს. ასევე, 2017 წლის 20 თებერვალს მოსარჩელე რ--------- ს-----ძესა და მოპასუხე ვ------- ზ--–-----ს შორის კვლავ დაიდო სესხის ზეპირი ხელშეკრულება და შეთანხმების ფარგლებში, რ--------- ს-----ძის მითითებით, მისმა მეუღლემ მ--------------ძემ მეუღლეთა საერთო თანხიდან 400 აშშ დოლარი და 400 ლარი საბანკო ანაგარიშზე ჩაურიცხა ვ------- ზ--–-----ს.

 

დადგენილია, ასევე, რომ მიუხედავად მოსარჩელე რ--------- ს-----ძის მრავალჯერადი მოთხოვნისა, ვ------- ზ--–-----ს სესხის თანხა მისთვის დღემდე არ დაუბრუნებია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ვ------- ზ--–-----ის განმარტებას, რომ მ--------------ძის მიერ მის ანგარიშზე ჩარიცხული სადაო თანხები წარმოადგენს არა სესხს, არამედ მეუღლის მიერ რ--------- ს-----ძისათვის გაგზავნილ თანხებს, რომლებიც ბანკში რ--------- ს-----ძის პრობლემების გამო, მისი დახმარების მიზნით, გამოიგზავნა მის სახელზე, მანაც აიღო და მაშინვე გადასცა რ--------- ს-----ძეს. მოპასუხეს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. რაც შეეხება მის მიერ წარმოდგენილ მოწმეებს ა--- ზ--–-----ს და ავთანდილ ღონღაძეს, რომლებმაც მართალია თავიანთი ჩვენებებში განმარტეს, რომ ვ------- ზ--–-----მა სს ,,ლ-------------ის'' წინ მოსარჩელეს გადასცა თანხა, თუმცა ისინი მოპასუხის მითითებულ ზემოთ აღნიშნულ გარემოებას, რომ სწორედ სადაო თანხები გადასცა ვ------- ზ--–-----მა რ--------- ს-----ძეს, ვერ ადასტურებენ, ვინაიდან არ ახსოვთ ზუსტი თარიღი, არ იციან, თუ ვისგან იყო ფულადი გზგავნილი და რა ოდენობის იყო თანხა. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ თავად ვ------- ზ--–-----ისა და ა--- ზ--–----ანის განმარტებით ვ------- ზ--–-----ს რ--------- ს-----ძიგან რამდენჯერმე ჰქონდა ნასესხები თანხა და დაუბრუნებია მისთვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ვ------- ზ--–-----მა სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაამტკიცა, რომ სადაო თანხები წარმოადგენდა არა სესხს, არამედ მ--------------ძის მიერ რ--------- ს-----ძისათვის მისი მეშვეობით გამოგზავნილ თანხებს, რომლებიც უკლებლივ გადასცა რ--------- ს-----ძეს.

 

საპროცესო ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ'' ქვეპუნქტის თანახმად, ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში, სსკ-ის 46-ე მუხლის ,,ვ''ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოპასუხე მ--–---- პ------–-–---–ის მიმართ სარჩელი დაკმაყოფილდა 1000 აშშ დოლარის ნაწილში, შესაბამისად ამ თანხის ბაჟი 80.61 ლარი მოპასუხე მ--–---- პ------–-–---–ს უნდა დაეკისროს ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოპასუხე ვ------- ზ--–-----ის მიმართ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა 1400 აშშ დოლარისა და 400 ლარის ნაწილში, შესაბამისად, ამ თანხის ბაჟი 124 ლარი და 85 თეთრი ვ------- ზ--–----ანს უნდა დაეკისროს ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 248-ე, 243-ე, 244-ე, 247-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე რ--------- ს-----ძის (პ/ნ 1----------- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე მ--–---- პ------–-–---–ს (პ/ნ 1----------) რ--------- ს-----ძის (პ/ნ 1----------- სასარგებლოდ დაეკისროს 1000 (ათასი) აშშ დოლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე ვ------- ზ--–-----ს (პ/ნ------------- რ--------- ს-----ძის (პ/ნ 1----------- სასარგებლოდ დაეკისროს 1400 (ათას ოთხასი) აშშ დოლარისა და 400 (ოთხასი) ლარის გადახდა.

 

4. მ--–---- პ------–-–---–ს (პ/ნ 1----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 80 (ოთხმოცი) ლარისა 61 (სამოცდაერთი) თეთრის გადახდა, რომელიც ჩაირიცხოს კოდზე: 3---------

 

5. ვ------- ზ--–-----ს (პ/ნ------------- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 124 (ას ოცდაოთხი) ლარისა და 85 (ოთხმოცდახუთი) თეთრის გადახდა, რომელიც ჩაირიცხოს კოდზე: 3---------

 

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

7.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

8.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: შოთა ნიკურაძე