გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210017001868113
№2-1029/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 მარტი, 2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე
სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე
მოსარჩელე (შეგებებულ სარჩელში მოპასუხე) ე---- ა------–---ი
წარმომადგენელი ჯ----– კ-----ე
მოპასუხე (შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე) რ----- შ---–--ე
წარმომადგენელი ვ--–---- გ--------ე
მოპასუხე (შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე) მ--–---- გ---------ე
წარმომადგენელი ვ--–---- გ--------ე
დავის საგანი :
სარჩელში - თანხის დაკისრება.
შეგებებულ სარჩელში - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. რ----- შ---–--ეს დაეკისროს ე---- ა------–---ის სასარგებლოდ 14 000 აშშ დოლარის გადახდა. (შემცირებული სასარჩელო მოთხოვნა. იხ. სხდომის ოქმი 06.03.2019წ).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა რ----- შ---–--ემ და მ--–---- გ---------ემ შესაგებელი წარმოადგინეს კანონით დადგენილ ვადაში, რომლითაც სარჩელი რ----- შ---–--ეზე თანხის დაკისრების ნაწილში არ ცნეს.
3. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა
3.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 10 იანვარს მ--–---- გ---------ეს და ე---- ა------–---ს შორის დადებული სატრანსპორტო საშუალება BMW 535 I-ის (სანომრე ნიშანი O--------, ფერი- შავი, გამოშვების წელი - 2013, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------) განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება და აღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აღდგენილი იქნეს შეგებებული სარჩელის მოპასუხე ე---- ა------–---ის საკუთრების უფლება.
3.2. ე---- ა------–---ს შეგებებული სარჩელის მოსარჩელეების რ----- შ---–--ის და მ--–---- გ---------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს 24 000 აშშ დოლარის გადახდა.
4. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია
შეგებებული სარჩელის მოპასუხე ე---- ა------–---ი შეგებებულ სარჩელს არ ცნობს და მოითხოვს უარი ეთქვათ შეგებებული სარჩელის მოსარჩელეებს მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
5. ფაქტობრივი გარემოებები
5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
5.1.1. ავტოსატრანსპორტო საშუალება BMW 535 I, სანომრე ნიშანი O--------, ფერი- შავი, გამოშვების წელი - 2013, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, წარმოადგენდა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ე---- ა------–---ის საკუთრებას. 2017 წლის 10 იანვარს ე---- ა------–---ს და რ----- შ---–--ეს შორის არსებული შეთანხმების თანახმად აღინიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს აჭარის სამსახურში დარეგისტრირდა რ----- შ---–--ის მეუღლის, მ--–---- გ---------ის საკუთრებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება. (იხ. სხდომის ოქმი)
- საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს აჭარის სამსახურის ცნობა.
- ქორწინების მოწმობა.
5.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
5.2.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 10 იანვარს ე---- ა------–---ს და რ----- შ---–--ეს შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ე---- ა------–---ს რ----- შ---–--ისათვის უნდა მიეყიდა მის საკუთრებაში რიცხული ავტომანქანა BMW 535 I, სანომრე ნიშანი O--------, ფერი- შავი, გამოშვების წელი - 2013, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, 30 000 აშშ დოლარად. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული ავტომანქანა იმ დროისათვის იყო დაგირავებული ლომბარდში 16 000 აშშ დოლარად. აღნიშნულის გამო რ----- შ---–--ე და ე---- ა------–---ი შეთანხმდნენ, რომ ნასყიდობის საგნის საფასურის გადახდა რ----- შ---–--ის მიერ მოხდებოდა გადახდის განვადებით, რომლის თანახმადაც რ----- შ---–--ე ჯერ გადაიხდიდა 16 000 აშშ დოლარს, რითაც დაიფარებოდა ლომბარდში არსებული დავალიანება, ხოლო დარჩენილ 14 000 აშშ დოლარს გადაიხდიდა 3-4 დღის განმავლობაში ავტომანქანის შემოწმების შემდეგ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- მოწმეთა ჩვენება.
- ურთიერთშეთანხმება ა/მ ყიდვა-გაყიდვის შესახებ. 10.01.2017წ.
5.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 10 იანვარს რ----- შ---–--ემ გადასცა ე---- ა------–---ს ნასყიდობის საწყისი საფასური 16 000 აშშ დოლარი, რომლითაც იმავე დღესვე დაიფარა ლომბარდის დავალიანება, რის შემდეგაც რ----- შ---–--ე და ერგინ ა------–---ი მივიდნენ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს აჭარის სამსახურში და რ----- შ---–--ესთან შეთანხმებით ე---- ა------–---მა მის საკუთრებაში რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება BMW 535 I, სანომრე ნიშანი O--------, ფერი- შავი, გამოშვების წელი - 2013, საიდენტიფიკაციო ნომერი - W---------------- გადაუფორმა რ----- შ---–--ის მეუღლეს მ--–---- გ---------ეს. ასევე დადგენილია, რომ იმავე დღეს წერილობით გაფორმდა რ----- შ---–--ესა და ე---- ა------–---ს შორის ურთიერთშეთანხმება ავტომანქანის ყიდვა-გაყიდვის შესახებ და ზ/აღნიშნული ავტომანქანა იმავე დღესვე წაიყვანა რ----- შ---–--ემ.
2017 წლის 10 იანვარს წერილობითი ფორმით შედგენილ შეთანხმებაში მითითებული იქნა, რომ 16 000 აშშ დოლარი უკვე გადაცემული ქონდა რ----- შ---–--ეს ე---- ა------–---ისათვის ავტომანქანის საწყის ფასად, ხოლო დარჩენილ 14 000 აშშ დოლარს გადაუხდიდა 3-4 დღის განმავლობაში ავტომანქანის შემოწმების შემდეგ, მხოლოდ ავტომანქანა შემოწმების შემდეგ არ უნდა ყოფილიყო დანარტყამი ან სარემონტო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- მოწმეთა ჩვენება.
- ურთიერთშეთანხმება ა/მ ყიდვა-გაყიდვის შესახებ. 10.01.2017წ.
- საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ცნობა. 31.01.2017წ.
5.2.4. 2017 წლის 13 იანვარს ე---- ა------–---მა მიაკითხა რ----- შ---–--ეს და მოითხოვა მისგან ნასყიდობის დარჩენილი საფასურის გადახდა 14 000 აშშ დოლარის ოდენობით, რაზედაც რ----- შ---–--ემ უარი განუცხადა. ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 13 იანვარს და არც შემდგომ ე---- ა------–---ის მიერ დავის დაწყებამდე რ----- შ---–--ეს არანაირი პრეტენზია ავტომანქანის ნაკლთან დაკავშირებით არ განუცხადებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- მოწმეთა ჩვენება.
5.2.5. სასამართლო ვერ გაიზიარებს რ----- შ---–--ის წარმომადგენლის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ 2017 წლის 13 იანვრის შეხვედრის დროს რ----- შ---–--ემ დამატებით მისცა ე---- ა------–---ს 8000 აშშ დოლარი.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების დანაწესზე, რომელის თანახმადაც დადგენილია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მხარეთა განმარტებების, სხდომაზე დაკითხული მოწმეების, ს------------------–--ს და ნ------------------ის ჩვენებების საფუძველზე, რომლებიც იძლებიან ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ რ----- შ---–--ის მიერ დამატებით 8000 აშშ დოლარის გადახდა არ დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- მოწმეთა ჩვენება.
5.2.6. შეგებებული სარჩელის მოსარჩელეების რ----- შ---–--ის და მ--–---- გ---------ის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ე---- ა------–---მა მისი მარწმუნებლები მოატყუა და 2017 წლის 10 იანვარს მათ საკმაოდ ძვირად მიყიდა წყლით დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალება. ე---- ა------–---ი კი განმარტავს, რომ სადაო ავტომანქანა იყო ვარგის მდგომარეობაში, იგი ხელშეკრულების გაფორმებამდე რამდენჯერმე შემოწმდა რ----- შ---–--ის მიერ და მას არანაირი პრეტენზია ამის შესახებ თავის დროზე არ განუცხადებია. ეს საკითხი რ----- შ---–--ემ დააყენა მხოლოდ მას შემდეგ, როცა დამატებითი თანხა იქნა მის მიერ მოთხოვნილი და რ----- შ---–--ემ უარი განუცხადა.
ამდენად მხარეების მიერ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაოდაა გამხდარი. სასამართლო სადაო საკითხის დადგენისას ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.
დადგენილია, რომ მხარეები ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს იძლევიან. სასამართლო გაიზიარებს მხოლოდ იმ პირის არგუმენტებს, რომელიც მტკიცებულებების ფონზე დაატკიცებს ფაქტის არსებობას. სასამართლო განმარტავს, რომ გარკვეული ფაქტების არსებობა უნდა დგინდებოდეს მტკიცებულებათა ანალიზით. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულებებს უნდა მიეცეს სათანადო შეფასება და შინაგანი რწმენის საფუძველზე მიენიჭოს დადგენილი ფაქტების სტატუსი.
შეგებებული სარჩელის მოსარჩელეების მიერ საქმეში წამოდგენილია 2017 წლის 01 მაისით დათარიღებული ამონაწერი ინტერნეტ-ვებგვერდ CARFAX-იდან ავტოსატრანსპორტო საშუალება BMW 535 I-ის ისტორიის შესახებ, სადაც მითითებულია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება BMW 535 I-ი იყო წყლით დაზიანებული და იგი გაყიდული იქნა დაზიანებული ავტოტრანსპორტის აუქციონზე, რის გამოც მწარმოებლის გარანტია გაუქმებულია. ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ არის წამოდგენილი სხვა რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ე---- ა------–---ის მიერ რ----- შ---–--ესა და მ--–---- გ---------ეზე მიყიდული ავტომანქანა იყო ან დანარტყამი, ან სარემონტო და იგი არ არის ვარგისი გამოყენებისათვის, უფრო მეტიც როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ავტომანქანის დაზიანებასთან ან მის ვარგისიანობასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არც რ----- შ---–--ეს და არც მ--–---- გ---------ეს მანამდე, ვიდრე ე---- ა------–---ის მიერ სარჩელი სასამართლოში არ იქნა წარმოდგენილი არ ყოფილა გაცხადებული. სადაო ავტომანქანა 2017 წლის 10 იანვრიდან დღემდე იმყოფება მ--–---- გ---------ის და რ----- შ---–--ის სარგებლობაში და მათ მიერ არანაირი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ავტომანქანა არ არის ვარგის მდგომარეობაში სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ამონაწერი ინტერნეტ-ვებგვერდ CARFAX-იდან.
სამოტივაციო ნაწილი
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე---- ა------–---ის სასარჩელო განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და რ----- შ---–--ეს უნდა დაეკისროს ე---- ა------–---ის სასარგებლოდ 14 000 აშშ დოლარის გადახდა; მ--–---- გ---------ეს და რ----- შ---–--ეს კი უარი ეთქვათ შეგებებული სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებაზე.
7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 81-ე, 82-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 400, 477-ე, 483-ე, 505-ე, 976-ე მუხლებით, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებით
8. სამართლებრივი შეფასება
8.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
ამდენად, გარიგება არის ნების თავისუფალი გამოვლენა, რომელიც მიმართულია რაიმე სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისაკენ. გარიგება ეს არის მისი მონაწილე მხარეების განსჯის შედეგი, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ მისი შედეგები და შესაძლო სამომავლო რისკები. მონაწილის მიერ გაკეთებული ხელმოწერა ასახავს ამ უკანასკნელის ნებას შევიდეს სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეთა შორის შეთანხმებული პირობებით და აღიჭურვოს შესაბამისი უფლება-მოვალეობებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. Aამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამავე კოდექსის 483-ე მუხლის თანახმად საქონელი მიღებულად ითვლება, თუ მყიდველი შეასრულებს ისეთ მოქმედებას, რომელიც მოწმობს მის მიღებას.
სამოქალაქო კოდექსის 505-ე მუხლის თანახმად განვადებით ნასყიდობისას გამყიდველი ვალდებულია გადასცეს ნივთი მყიდველს ფასის გადახდამდე. ნივთის ფასის გადახდა მყიდველის მიერ ხდება ნაწილ-ნაწილ დროის განსაზღვრულ შუალედში.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 10 იანვარს ე---- ა------–---ს და რ----- შ---–--ეს შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ე---- ა------–---ს რ----- შ---–--ისათვის უნდა მიეყიდა მის საკუთრებაში რიცხული ავტომანქანა BMW 535 I, სანომრე ნიშანი O--------, ფერი- შავი, გამოშვების წელი - 2013, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, 30 000 აშშ დოლარად, საიდანაც რ----- შ---–--ეს იმავე დღეს უნდა გადაეხდა ნასყიდობის საფასურის ნაწილი 16 000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი ნაწილი 14 000 აშშ დოლარის ოდენობით უნდა გადაეხადა 3-4 დღის განმავლობაში. დადგენილია, რომ რ----- შ---–--ემ 2017 წლის 10 იანვარს გადაიხადა 16 000 აშშ დოლარი და იმავე დღეს ე---- ა------–---ს და რ----- შ---–--ეს შორის არსებული შეთანხმების თანახმად ზ/აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს აჭარის სამსახურში დარეგისტრირდა რ----- შ---–--ის მეუღლის, მ--–---- გ---------ის საკუთრებაში. ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 13 იანვარს ერგინ ა------–---მა მოსთხოვა რ----- შ---–--ეს დარჩენილი საფასურის გადახდა, რაზედაც რ----- შ---–--ემ უარი განაცხადა და მის მიერ დღემდე არ არის გადახდილი დარჩენილი 14 000 აშ დოლარი. ამასთან ნასყიდობის გაფორმებიდან შეთანხმებულ ვადაში (3-4 დღის განმავლობაში) რ----- შ---–--ეს და მ--–---- გ---------ეს არანარი პრეტენზია ავტომანქანის ნაკლთან დაკავშირებით ე---- ა------–---ის მიმართ არ განუცხადებიათ.
8.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 10 იანვარს ე---- ა------–---სა და რ----- შ---–--ერს შორის გაფორმებული იქნა „ურთიერთშეთანხმება ავტომანქანის ყიდვა-გაყიდვის თაობაზე“, რომლის საფუძველზეც მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე რ----- შ---–--ემ გადაუხადა ე---- ა------–---ს ნასყიდობის საწყისი ფასი 16 000 აშშ დოლარი და ე---- ა------–---მა რ----- შ---–--ეს გადასცა ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც მომსახურების სააგენტოში მხარეთა შეთანხმებით გაფორმდა რ----- შ---–--ის მეუღლის მ--–---- გ---------ის სახელზე, ხოლო ამავე შეთანხმების საფუძველზე რ----- შ---–--ემ აიღო ვალდებულება, რომ დამატებით კიდევ გადაიხდიდა 14 000 აშშ დოლარს 3-4 დღის განმავლობაში, რაც მის მიერ აღარ შესრულდა.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი იმპერატიულად არის დადგენილი, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: (ა) შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა; (ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ე---- ა------–---ის მოთხოვნა რ----- შ---–--ეზე 14 000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ არის დასაბუთებული და უნდა დაკმაყოფილდეს.
8.2. სასამართლო განმარტავს, რომ იმისათვის რათა გარიგება ჩაითვალოს ბათილად უნდა არსებობდეს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში შეგებებული სარჩელის მოსარჩელეები რ----- შ---–--ე და მ--–---- გ---------ე შეგებებული სარჩელით მოითხოვენ მ--–---- გ---------ესა და ე---- ა------–---ს შორის 2017 წლის 10 იანვარს სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის თაობაზე დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობას და თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებენ სამოქალაქო კოდექსის 81-ე და 82-ე მუხლებზე, როგორც მოტყუებით დადებულ გარიგებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად კი დადგენილია, რომ მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა ე---- ა------–---ის მიერ გარიგების დადების მიზნით შეგებებული სარჩელის მოსარჩელეების მ--–---- გ---------ის და რ----- შ---–--ის მოტყუების ფაქტი. ასევე არ დასტურება ის გარემობა, რომ შეგებებული სარჩელის მოსარჩელეების მიერ შეძენილი ავტომანქანა იყო დანარტყამი ან სარემონტო და იგი არ არის ვარგისი ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. უფრო მეტიც, როგორც საქმის მასალებით დგინდება, ავტომანქანის ნაკლთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია რ----- შ---–--ეს არ განუცხადებია არც 2017 წლის 13 იანვარს ე---- ა------–---თან შეხვედრისას და მათ ამ საკითხზე პრეტენზია არ განუცხადებიათ მანამ, ვიდრე ე---- ა------–---ის მიერ სარჩელი არ იქნა შემოტანილი სასამართლოში 14 000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით. ასევე დადგენილია, რომ სადაო ავტომანქანა 2017 წლის 10 იანვრიდან დღემდე იმყოფება რ----- შ---–--ის და მ--–---- გ---------ის სარგებლობაში.
ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება გარიგების მოტყუებით დადების ფაქტი, შესაბამისად არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 81-ე და 82-ე მუხლებით გათვალისწინებული სადაო გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი.
8.3. ასევე სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს შეგებებული სარჩელის მოსარჩელეების მოთხოვნას ე---- ა------–---ზე მ--–---- გ---------ისა და რ----- შ---–--ის სასარგებლოდ 24 000 დოლარის დაკისრების ნაწილშიც შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის თანახმად პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, მხოლოდ მაშინ შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში ან/და ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად წარმოშობილი ვალდებულების უპირველესი ფუნქციაა კრედიტორის ადრინდელ მდგომარეობაში აღდგენის სამართლებრივი უზრუნველყოფა. უსაფუძლოდ გამდიდრების ინსტიტუტის მიზანს წარმოადგენს უსაფუძვლოდ, უსამართლოდ შეძენილი ქონების ამოღება ანუ სამართლებრივი წონასწორობის აღდგენა. ამდენად უსაფუძვლოდ პირის გამდიდრებას შეიძლება ადგილი ქონდეს მხოლოდ მაშინ, თუ პირმა სხვის ხარჯზე სამართლებრივი საფუძველის გარეშე შეიძინა ან დაზოგა ქონება. აღნიშნულის მტკიცების ტვირთი კი ეკისრება მოსარჩელეს. მოცემულ შეთხვევაში კი დადგენილია, რომ რ----- შ---–--ის მიერ ე---- ა------–---ზე 2017 წლის 10 იანვარს გადაცემული 16000 აშშ დოლარი წარმოადგენდა ავტოსარტანსპორტო საშუალების ნასყიდობის საფასურის ნაწილს და აღნიშნული თანხის სანაცვლოდ ე---- ა------–---ის მიერ მოხდა მის საკუთრებაში რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება BMW 535 I, სანომრე ნიშანი O--------, ფერი- შავი, გამოშვების წელი - 2013, საიდენტიფიკაციო ნომერი - W---------------- გადაფორმება რ----- შ---–--ის მეუღლეზე მ--–---- გ---------ეზე. ასევე დადგენილია, რომ ზ/აღნიშნული ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება დღემდე ძალაშია. რაც შეეხება დამატებით 8000 აშშ დოლარს, რომლის დაბრუნებასაც ითხოვენ შეგებებული სარჩელის მოსარჩელეები, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული თანხის ე---- ა------–---ზე გადაცემა საქმის მასალებით საერთოდ არ დასტურდება.
8.4. მ--–---- გ---------ის და რ----- შ---–--ის შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო ასევე დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის დანაწესზე და განმარტავს, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა ის, რომ მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზეც, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსისა, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
გარდა იმისა, რომ მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, რომელი ფაქტობრივი გარემოება, რომელი მტკიცებულებით დაადასტურონ, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლმა მხარეები დაავალდებულა თვითონ წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი გარემოების დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შეუძლებელია. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში შეგებებული სარჩელის მოსარჩელეების მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ე---- ა------–---მა ისინი მოატყუა და მათ მიერ თანხის გადახდა მოხდა უსაფუძვლოდ, რითაც შეგებებულ სარჩელში მოპასუხე ე---- ა------–---ი გამდიდრდა. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.
სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების დადგენაში სასამართლო ხელმძღვანელობს მტკიცებულებებით. მხარეები ერთანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. სასამართლოს შინაგან რწმენას უქმნის მყარი მტკიცებულებები. მართალია ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა, მაგრამ ზეპირი განმარტებით გაცხადებული ფაქტები დადგენილად ითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ის სადაო არაა. გარემოებათა სადაოობისას მხოლოდ ზეპირი განმარტება არაა საკმარისი. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი მტკიცებულების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ რ----- შ---–--ის და მ--–---- გ---------ის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
9. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯები კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელება მოითხოვა. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრებით დგინდება, რომ ძირითადი სარჩელის მოსარჩელე ე---- ა------–---ის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 1030 ლარის ოდენობით, ასევე შეგებებული სარჩელის მოსარჩელეების რ----- შ---–--ის და მ--–---- გ---------ის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი შეგებებულ სარჩელზე 1757,88 ლარის ოდენობით და იურიდიული მომსახურების საფასური 2500 ლარის ოდენობით.
ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, ე---- ა------–---ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების, მ--–---- გ---------ის და რ----- შ---–--ის შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით სახელმწიფო ბაჟის საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: რ----- შ---–--ეს ე---- ა------–---ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1030 ლარის ოდენობით, ხოლო შეგებებული სარჩელის მოსარჩელეების მიერ გაწეული სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯები არ უნდა ანაზღაურდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ე---- ა------–---ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
1.1. რ----- შ---–--ეს დაეკისროს ე---- ა------–---ის სასარგებლოდ 14 000 აშშ დოლარის გადახდა.
1.2. რ----- შ---–--ეს დაეკისროს ე---- ა------–---ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1030 ლარის ოდენობით.
2. რ----- შ---–--ის და მ--–---- გ---------ის შეგებებული სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდეს.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე