განაჩენი

სისხლის სამართლის 27.05.2019
საქმის ნომერი
330100117002073891
თარიღი
27.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/3----17

(#0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

27 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე

სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გიორგი მიქელაძე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ა-–---- ფ-----–- ო---–- (დაბადებული - 1----–-–-- 2------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #2---------9, არასრული საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: კა----------------------–--------ში), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს ქვეშ მყოფი.

 

ადვოკატი - ალ---------- კო----ე

 

თარჯიმანი - ფი-----------------ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

 

დისპოზიცია: განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

 

1.1. ინდ. მ-–----- ა-–---- ფ-----–- ო---–- (პ/ნ 2---------9) რეგისტრირებულ-- 2010 წლის 0--------–ს. ინდ. მეწარმის იურიდიული მისამართია ქ.თბილისი, კ-----ის გ-------–--–- #---, რ------- ად---–----, ხოლო ფაქტიური მისამართია კ---ის რაიონი სოფელი ფ----ა. ა-–---- ფი---–- ო---–- დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებულ-- 2011 წლის 0-------ს. ინდივიდუალური მეწარმის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ტანსაცმლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა ე.წ. “ლ--–--- ბ-----ის” ტერიტორიაზე. ინდ. მ-–----- ა-–---- ფ-----–- ო---–-ს ევალებოდა გადაეხადა საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. მიუხედავად აღნიშნულისა, მან განზრახ აარიდა თავი განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას, რაც გამოიხატა შემდეგში: შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 1------------- #----- ბრძანების საფუძველზე, დაინიშნა ინდ. მ-–----- ა-–---- ფ-----–- ო---–-ს საქმიანობის სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომელმაც მოიცვა 2010 წლის 04 მარტიდან 2013 წლის 13 დეკემბრამდე პერიოდი. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 1-------ის საგადასახადო შემოწმების აქტით, ინდ. მ-–----- ა-–---- ფ-----–- ო---–-ს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 558 010 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 370 168 ლარი, ჯარიმა - 187 842 ლარი. აღნიშნული საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2014 წლის 18 ივნისს გამოცემული იქნა #----- ბრძანება, რის მიხედვითაც ინდ. მ-–----- ა-–---- ფ-----–- ო---–-ს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 558 011 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 370 169 ლარი. შემოსავლების სამსახურის მიერ 2014 წლის 18 ივნისს გამოცემული იქნა #----- საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ინდ. მ-–----- ა-–---- ფ-----–- ო---–-ს გადასახდელად დაერიცხა სულ 712 239,12 ლარი, მათ შორის ძირითადი გახადის სახით 370 169 ლარი. აღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნას გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად, 2014 წლის 01 ივლისს. 2014 წლის 0-----–-სს, ინდ. მ-–----- ა-–---- ფ-----–- ო---–-მ შემოსავლების სამსახურში გაასაჩივრა 2014 წლის 18 ივნისის #----- საგადასახადო მოთხოვნა, რაც შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 06 ნოემბრის #----- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. ა-–---- ფ-----–- ო---–-ს მიერ საგადასახადო მოთხოვნის ან/და ბრძანების შემდგომი გასაჩივრება არ მომხდარა. ა-–---- ფ-----–- ო---–-მ კანონით გათვალისწინებულ 45 სამუშაო დღის ვადაში არ გადაიხადა გადასახდელად დაკისრებული ძირითადი გადასახადი, ასევე არ მომხდარა მისი გადავადება, კორექტირება ან გადახდის ვალდებულების შეჩერება და განზრახ თავი აარიდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადის - 370 169 ლარის გადახდას.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. ინდ. მ-–----- ა-–---- ფ-----–- ო---–- (პ/ნ 2---------9) რეგისტრირებულ-- 2010 წლის 0--------–ს. ინდ. მეწარმის იურიდიული მისამართია ქ.თბილისი, კ-----ის გ-------–--–- #---, რ------- ად---–----, ხოლო ფაქტიური მისამართია კ---ის რაიონი სოფელი ფ----ა. ა-–---- ფი---–- ო---–- დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებულ-- 2011 წლის 0-------ს. ინდივიდუალური მეწარმის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ტანსაცმლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა ე.წ. “ლ--–--- ბ-----ის” ტერიტორიაზე. ინდ. მ-–----- ა-–---- ფ-----–- ო---–-ს ევალებოდა გადაეხადა საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. მიუხედავად აღნიშნულისა, მან განზრახ აარიდა თავი განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას, რაც გამოიხატა შემდეგში: შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 1------------- #----- ბრძანების საფუძველზე, დაინიშნა ინდ. მ-–----- ა-–---- ფ-----–- ო---–-ს საქმიანობის სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომელმაც მოიცვა 2010 წლის 04 მარტიდან 2013 წლის 13 დეკემბრამდე პერიოდი. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 1-------ის საგადასახადო შემოწმების აქტით, ინდ. მ-–----- ა-–---- ფ-----–- ო---–-ს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 558 010 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 370 168 ლარი, ჯარიმა - 187 842 ლარი. აღნიშნული საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2014 წლის 18 ივნისს გამოცემული იქნა #----- ბრძანება, რის მიხედვითაც ინდ. მ-–----- ა-–---- ფ-----–- ო---–-ს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 558 011 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 370 169 ლარი. შემოსავლების სამსახურის მიერ 2014 წლის 18 ივნისს გამოცემული იქნა #----- საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ინდ. მ-–----- ა-–---- ფ-----–- ო---–-ს გადასახდელად დაერიცხა სულ 712 239,12 ლარი, მათ შორის ძირითადი გახადის სახით 370 169 ლარი. აღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნას გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად, 2014 წლის 01 ივლისს. 2014 წლის 0-----–-სს, ინდ. მ-–----- ა-–---- ფ-----–- ო---–-მ შემოსავლების სამსახურში გაასაჩივრა 2014 წლის 18 ივნისის #----- საგადასახადო მოთხოვნა, რაც შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 06 ნოემბრის #----- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. ა-–---- ფ-----–- ო---–-ს მიერ საგადასახადო მოთხოვნის ან/და ბრძანების შემდგომი გასაჩივრება არ მომხდარა. ა-–---- ფ-----–- ო---–-მ კანონით გათვალისწინებულ 45 სამუშაო დღის ვადაში არ გადაიხადა გადასახდელად დაკისრებული ძირითადი გადასახადი, ასევე არ მომხდარა მისი გადავადება, კორექტირება ან გადახდის ვალდებულების შეჩერება და განზრახ თავი აარიდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადის - 370 168 ლარის გადახდას.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეების საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ა-–---- ფ-----–- ო---–-ს დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია ა-–---- ფ-----–- ო---–-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

4.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე აკ--- ფო–-------ამ განმარტა, რომ 2013 წლის მარტის მდგომარეობით მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინაღმდეგ ბრძოლის ს-----------–ოს ი-----------------------–-- თანამდებობაზე და მის უფლება-მოვალეობებში შედიოდა საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია. მოცემულ სისხლის სამართლს საქმეზე მან მიიღო ინფორმაცია, რომლის თანახმად, ინდ.მ-–----- „ა-–---- ფ-----–- ო---–-“, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ქ.თბილისში, ე-–----–--–--ს ბ-----ობაზე“ მამაკაცის ჯინსის შარვლებით საბითუმო ვაჭრობა, საქონლის რეალიზაციის დამადასტურებელ საგადასახადო დოკუმენტებში ახდენდა ყალბი ინფორმაციის შეტანას - საქონლის რაოდენობის გაზრდას, რითაც ამცირებდა საქონლის ერთეულის ფასს. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ მან პატაკით მიმართა ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც მის მიერ ინდმ-–----- ა-–---- ფ-----–- ო---–-სთან ორჯერ - 2013 წლის 1--------სა და 2013 წლის 17 მარტს განხორციელდა საქონლის საკონტორლო შესყიდვა, რაც დაფიქსირებულ იქნა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული აუდიო-ვიდეო საშუალებების გამოყენებით. საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში, მან ა-–---- ფ-----–- ო---–-სგან, ქ. თბილისში, ე-–----–--–--ს ბ-----ობის“ ტერიტორიაზე 2013 წლის 14 და 17 მარტს შეიძინა თითოეულ შემთხვევაში 48 (ორმოცდარვა) ერთეული შარვალი, რაც მოთავსებული იყო რვა შეკვრაში, თითო შეკვრაში 6 ცალი, რაშიც თითოეულ შემთხვევაში გადაიხადა გამომძიებლის - ილ-- რუ--–---–ის მიერ ოპერატიული მიზნებისათვის გამოყოფილი თანხა - 800 ლარის ოდენობით. აღნიშნული შესყიდვის შესახებ, მოქალაქე სო-–------ ფრ-–---–---–ის სახელზე, რომელიც ასევე ჩართული იყო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში, ა-–---- ფ-----–- ო---–-ს მიერ გამოწერილ იქნა ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, სადაც ამ უკანასკნელის მიერ პირველ შემთხვევაში - 2013 წლის 1--------ის სასაქონლო ზედნადებში საქონლის რაოდენობად დაფიქსირდა 300 ცალი, ხოლო საქონლის საერთო ღირებულებად - 3250 ლარი, ანუ თითო შეკვრა გამოდიოდა 65 ლარი, მაშინ როდესაც რეალურად მან შეიძინა 48 ცალი, ანუ რვა შეკვრა მამაკაცის ჯინსის შარვალი და თითო შეკვრაში გადაიხადა 100 ლარი. აღნიშნული სასაქონლო ზედნადების შედგენისას მოწმემ ბუღალტერს მობილური ტელეფონის საშუალებით უკარნახა მხოლოდ მყიდველის - ინდ.მ-–----- სო-–------ ფრ-–---–---–ის მონაცემები და ტრანსპორტირების დასრულების ადგილი, ხოლო საქონლის რაოდენობა და ღირებულება უკარნახა ა-–---- ფ-----–- ო---–-მ. მოწმის განმარტებით, მეორე შემთხვევაშიც - 2013 წლის 17 მარტის ელექრონული სასაქონლო ზედნადებიც - ა-–---- ფ-----–- ო---–-მ გამოწერა ბუღალტერთან ტელეფონზე კარნახით, იგივე მონაცემებით, თუმცა, ამჯერად ა-–---- ფ-----–- ო---–-მ ბუღალტერს საქონლის რაოდენობად დააფიქსირებინა 400 ცალი, ხოლო საქონლის საერთო ღირებულებად - 4000 ლარი, მაშინ როდესაც რეალურად მან შეიძინა 48 ცალი, ანუ რვა შეკვრა და თითო შეკვრაში გადაიხადა 100 ლარი. ორივე შემთხვევაში მის მიერ საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში შეძენილი საქონელი წარდგენილ იქნა გამომძიებლისთვის სასაქონლო ზედნადებებთან ერთად.

 

4.2. 2013 წლის 1--------ის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერის თანახმად, ნათლად ჩანს ერთი მხრივ, აკ--- ფო–-------ას და გ---- ჩხ---ის, ხოლო მეოერ მხრივ, ა-–---- ფ-----–- ო---–-ს შეხვედრა და საუბარი, კერძოდ, ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ რვა შეკვრა ჯინსის შარვალში აკ--- ფო–-------ამ ა-–---- ფ-----–- ო---–-ს გადაუხადა 800 ლარი - რვა ასლარიანი კუპიურა, ხოლო ამავე ჩანაწერიდან ჩანს, რომ ა-–---- ფ-----–- ო---–- მობილური ტელეფონის საშუალებით უკავშირდება ბუღალტერს და ელექტორნულ სასაქონლო ზედნადებში აფიქსირებინებს არასწორ/ყალბ ინფორმაციას - საქონლის რაოდენობაში 300 ცალ ჯინსის შარვალს, ხოლო საქონლის საერთო ღირებულებაში - 3250 ლარს.

 

4.3. 2013 წლის 17 მარტის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერის თანახმად, ნათლად ჩანს ერთი მხრივ, აკ--- ფო–-------ას და გ---- ჩხ---ის, ხოლო მეოერ მხრივ, ა-–---- ფ-----–- ო---–-ს შეხვედრა და საუბარი, კერძოდ, ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ რვა შეკვრა ჯინსის შარვალში აკ--- ფო–-------ამ ა-–---- ფ-----–- ო---–-ს გადაუხადა 800 ლარი - ორასლარიანი კუპიურები, ხოლო ამავე ჩანაწერიდან ჩანს, რომ ა-–---- ფ-----–- ო---–- მობილური ტელეფონის საშუალებით უკავშირდება ბუღალტერს და ელექტორნულ სასაქონლო ზედნადებში აფიქსირებინებს არასწორ/ყალბ ინფორმაციას - საქონლის რაოდენობაში 400 ცალ ჯინსის შარვალს, ხოლო საქონლის საერთო ღირებულებაში - 4000 ლარს.

 

4.4. 2013 წლის 1--------ის დათვალიერების ოქმის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინაღმდეგ ბრძოლის ს-----------–ოს გ-----------–მა ილ-- რუ--–---–მა ამავე ს-----------–ოს ი-----------------------–-- აკ--- ფო–-------ას მონაწილეობითა და თანხმობით, დაათვალიერა ქ.თბილისში, ლ--–--- ბ-----ობა, რ-------, მაღაზია #---–- „ა-–---- ფი----– ო---–-“-საგან ინსპექტორ-გ-----------– აკ--- ფო–-------ას მიერ შეძენილი ჯინსის შარვლები, რაც მოთავსებულ-- 8 (რვა) ცალ გამჭირვალე პოლიეთილენის პარკში. თითოეული პარკის გახსნისას აღმოჩნდა 6-6 ცალი მამაკაცის ჯინსის შარვალი. აღნიშნული ჯინსის შარვლები დათვალიერების შემდეგ ამოღებულ იქნა.

 

4.5. #ელ-0--------- სასაქონლო ზედნადებში მითითებულ--, შემდეგი მონაცემები - გაცემის თარიღი - 2013 წლის 1--------ი, გამყიდველი (დღგ-ს გადამხდელი) - ა-–---- ფ-----–- ო---–-, პირადი ნომრით - 2---------9, მყიდველი - სო-–------ ფრ-–---–---–ი, პირადი ნორმით - 0----------, ტრანსპორტირების დაწყების ადგილი - ქ. თბილისი, კ-----ის გ-------–--–- #---, ტრანსპორტირების დასრულების ადგილი - ქ.ქუთაისი, ა----–-----–-----, სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი - F-- -2--, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის პირადი ნომერი - 6----------. საქონლის დასახელება - კაცის ჯინსის შარვალი, საქონლის რაოდენობა - 300 ცალი, ერთეულის ფასი - 10 ლარი და 83 თეთრი, საქონლის მთლ--ნი ფასი 3249 ლარი;

 

4.6. 2013 წლის 17 მარტის დათვალიერების ოქმის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინაღმდეგ ბრძოლის ს-----------–ოს გ-----------–მა ილ-- რუ--–---–მა, ამავე ს-----------–ოს ი-----------------------–-- აკ--- ფო–-------ას მონაწილეობითა და თანხმობით დაათვალიერა ქ.თბილისში, ლ--–--- ბ-----ობა, რ-------, მაღაზია #---–- „ა-–---- ფი----– ო---–-“-საგან ინსპექტორ-გ-----------– აკ--- ფო–-------ას მიერ შეძენილი ჯინსის შარვლები, რაც მოთავსებულ-- 8 (რვა) ცალ გამჭირვალე პოლიეთილენის პარკში. თითოეული პარკის გახსნისას აღმოჩნდა, 6-6 ცალი მამაკაცის ჯინსის შარვალი. აღნიშნული ჯინსის შარვლები დათვალიერების შემდეგ ამოღებულ იქნა.

 

4.7. #ელ-0--------- სასაქონლო ზედნადებში მითითებულ--, შემდეგი მონაცემები - გაცემის თარიღი - 2013 წლის 17 მარტი, გამყიდველი (დღგ-ს გადამხდელი) - ა-–---- ფ-----–- ო---–-, პირადი ნომრით - 2---------9, მყიდველი - სო-–------ ფრ-–---–---–ი, პირადი ნორმით - 0----------, ტრანსპორტირების დაწყების ადგილი - ქ. თბილისი, კ-----ის გ-------–--–- #---, ტრანსპორტირების დასრულების ადგილი - ქ.ქუთაისი, ა----–-----–-----, ტრანსპორტირების სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი - F-- -2--, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის პირადი ნომერი - 6----------. საქონლის დასახელება - კაცის ჯინსის შარვალი, საქონლის რაოდენობა - 400 ცალი, ერთეულის ფასი - 10 ლარი, საქონლის მთლ--ნი ფასი 4000 ლარი;

 

4.8. ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების - „სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერის“ შედეგად მოპოვებული მასალების თანახმად, დადგენილ--, რომ ინდემწარმე „ა-–---- ფ-----–- ო---–-“ კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრიდან - 5-----------, 2013 წლის 17 მარტს, 08:38:02 – 08:39:33 დროის ინტერვალში ახორციელებს სატელეფონო ზარს ბუღალტერთან - იო-–--- ლ---–----ესთან, რომელსაც 2013 წლის 17 მარტს შედგენილ ელექტრონულ ზედნადებთან დაკავშირებით აწვდის ინფორმაციას, რომ ელექტრონული ზედნადები უნდა გამოწეროს ისევ სო-–------ ფრ-–---–---–ის სახელზე, საქონლის რაოდენობა არის 400 ცალი, ხოლო ღირებულება 4000 ლარი და თან კითხულობს, ამგვარად გამოწერილ ზედნადებით: „ფული რამე ხომ არ მოვა“, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტში ხომ არ ექნება გადასახდელი თანხა. აღსანიშნავია, აგრეთვე, თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქონლის მომწოდებლებთან - იმპორტიორებთან ა-–---- ფ-----–- ო---–- სატელეფონო საუბრები, იგი ვინმე ფ----ის და ჰ---ის სთხოვს საბაჟო ორგანოში წარსადგენ სასაქონლო ზედნადებში - ინვოისში, საქონლის ღირებულების შემცირებას. ამ მხრივ საყურადღებოა აგრეთვე, ა-–---- ფ-----–- ო---–-ს სატელეფონო საუბარი ვინმე მ--–----თან, რომელსაც თავად აწვდის საქონელს საქართველოში, კერძოდ, იგი ვინმე მ--–----ს ეუბნება, რომ „იქ (თურქეთში) ფაქტურას იაფად აწერინებს - აწერინებს 5-ს და არა 12-ს, 15-ს. 12 და 15 რომ დააწერინოს, მოგებას მთავრობა წაიღებს“.

 

4.9. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე იო-–--- ლ---–----ემ განმარტა, რომ მუშაობს აუდიტორულ კომპანია - შპს „იუ----------------------------–--ინგში“ ბუღალტრის პოზიციაზე, რომელიც მდებარეობს ე-–----–--–-- მ---–-ს“ ტერიტორიაზე. იგი საბუღალტრო მომსახურებას უწევს „ლ--–-- მ---–-ს“ მ-–-----ებს - მოვაჭრეებს, რომელთა შორის იყო ა-–---- ფ-----–- ო---–-. მოწმის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული ბუღალტერი მომსახურებას უწევს რამდენიმე მ-–-----ს, მათ მიერ სასაქონლო ზედნადებების შედგენა ხდება მ-–-----ების სატელეფონო ზარის საფუძველზე, კერძოდ, მ-–-----ები ურეკავენ, კარნახობენ შემძენის პირად ნომერს, ავტომანქანის სახელმწიფო ნომერს, რომლითაც ხდება საქონლის ტრანსპორტირება, მძღოლის პირად ნომერს, საქონლის რაოდენობას და ერთეულის და ჯამურ ფასს, რასაც აფიქსირებენ შემოსავლების სამსახურის მეწარმის პორტალზე - w-------e-ზე - ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებში. მოწმემ პროკურორის მიერ წარდგენილ 2013 წლის 1--------ისა და 2013 წლის 17 მარტის ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებებთან დაკავშირებით განმარტა, რომ აღნიშნული სასაქონლო ზედნადებები გამოწერილ-- მის მიერ ა-–---- ფ-----–- ო---–-ს დარეკვით და კარნახით, კერძოდ, უკარნახა მყიდველის პირადი ნომერი, ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი, მძღოლის პირადი ნომერი, საქონლის რაოდენობა და ერთეულის და ჯამური ფასი, თუმცა, რეალურად რა რაოდენობის საქონელი გაატანა სო-–------ ფრ-–---–---–ს ან რა ფასად, აღნიშნული არ იცის, რადგან სასაქონლო ოპერაციის დროს ადგილზე არ იმყოფებოდა. რაც შეეხება, საკონტროლო სალარო აპარატების გზით საქონლის რეალიზაციის ოდენობას, მოწმის განმარტებით, ზეტში დაფიქსირებულ თანხას ჰყოფდა საქონლის ერთეულ ფასზე - 10 ლარზე (ერთეულის ფასს ეუბნებოდა ა-–---- ფ-----–- ო---–-) და ასე გამოჰყავდა საკონტროლო სალარო აპარატების გზით რეალიზებული საქონლის რაოდენობა. ყოველი წლის ბოლოს საქონლის ნაშთთან დაკავშირებით, ა-–---- ფ-----–- ო---–- ეუბნებოდა, რომ ნაშთი არ ჰქონდა. მისი თქმით, სხვა მ-–-----ების მინიმალური ფასნამატი იყო 18-20 %, ხოლო ა-–---- ფ-----–- ო---–-ს - 2-3%, რაც იყო ძალ--ნ დაბალი და არარეალური. მისი თქმით, იგი პირადად, თითქმის ყველა მისვლაზე შესწრებია ფაქტებს, რომ იგი საქონელს ჰყიდდა, თუმცა, ჩეკის გამოწერას არ ახდენდა. იგი აფრთხილებდა, რომ ჩეკები უნდა გამოეწერა და ყოველ თვე უნდა გადაეხადა დამატებითი ღირებულების გადასახადი, თუმცა, იგი გადასახადების გადახდაზე კატეგორიულ უარს აცხადებდა და ეუბნებოდა, რომ საბუღალტრო დოკუმენტაცია ისე მოეწესრიგებინა, რომ გადასახადები არ მისვლოდა, ამბობდა, რომ საკმარისი იყო რასაც იხდიდა საბაჟოზე, ანუ სარგებლობდა იმ დღგ-თი, რომელსაც იხდიდა საბაჟოზე. მოწმემ გაიხსენა ერთი შემთხვევა, როდესაც ა-–---- ფ-----–- ო---–-ს მოუწია დღგ-ს - დაახლოებით 2300 ლარის გადახდა, რის გამოც ისე გაბრაზდა, რომ ლამის მას ფიზიკურად შეეხო.

 

4.10. 2013 წლის 9 დ--------ს დოკუმენტაციის დათვალიერების ოქმის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინაღმდეგ ბრძოლის ს-----------–ოს გ-----------–მა ილ-- რუ--–---–მა, შპს „ე--------“ გრუპის ოფისში, ბუღალტერ იო-–--- ლ---–----ის მონაწილეობითა და თანხმობით დაათვალიერა ინდ. მ-–----- ა-–---- ფ-----–- ო---–-ს 2010, 2011, 2012 და 2013 წლის საბუღალტრო დოკუმენტაცია, მოტავსებული 3 ცალ ბაინდერში, რაც დათვალიერების შემდეგ იო-–--- ლ---–----ის თანხმობით ამოღებულ იქნა და დაილუქა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ლუქით.

 

4.11. 2013 წლის 8 მაისის ელექტრონული ბაზების დათვალიერების ოქმით და ოქმზე დართული ინფორმაციით დადგენილ--, რომ ა-–---- ფ-----–- ო---–- (პ/ნ 2---------9) 2010 წლის 3-------–ს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ინდივიდუალურ მ-–-----დ. მისი საფირმო სახელწოდებაა „ა-–---- ფ-----–- ო---–-“, იურიდიული მისამართია საქართველო, ქ.თბილისი, სამგორის რაიონი, კ-----ის გ-------–--–- #---, რ------- ად---–----. ა-–---- ფი---–- ო---–- დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირდა 2011 წლის 0-------ს.

 

4.12. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 1------------- #----- ბრძანების თანახმად, დაინიშნა ინდ. მ-–----- ა-–---- ფ-----–- ო---–-ს საქმიანობის სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების პერიოდად განისაზღვრა, 2010 წლის 04 მარტიდან 2013 წლის 12 დ--------ს ჩათვლით.

 

4.13. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 1-------ის საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ--, რომ აუდიტორების ლ--–ა და-----–---–ის და გ------ ჯ----–---–ის მიერ შემოწმებულ იქნა ინდ. მ-–----- „ა-–---- ფ-----–- ო---–-“, რომლის იურიდიული მისამართია ქ.თბილისი, კ-----ის გ-------–--–- #---, რ------- ად---–----. ფაქტიური მისამართია, კ---ის რაიონის სოფელი ფ----ა. მისი საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს ტანსაცმლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა; საგადასახადო შემოწმებით მოცული საკითხები იყო წლიური საშემოსავლო, დამატებული ღირებულების, ქონების და იმპორტის გადასახადები. შემოწმების აქტით გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ - 558 010 ლარი, მათ შორის, წლიურ საშემოსავლო გადასახადში ძირი -169 635 ლარი, ჯარიმა - 84 818 ლარი, დღგ-ში ძირი - 200 533 ლარი, ჯარიმა - 103 024 ლარი.

 

4.14. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მთავარმა აუდიტორმა - მოწმე ლ--–ა და-----–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს საგადასახადო აუდიტორის თანამდებობაზე 2011 წლიდან. მის უფლება-მოვალეობაში შედის კამერალური და გასვლითი საგადასახადო შემოწმება. 2013 წლის 1------------- ბრძანების საფუძველზე, აუდიტორ გ------ ჯ----–---–თან ერთად დაევალა ინდ. მ-–----- „ა-–---- ფ-----–- ო---–-ს“ სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება, რაც მოიცავდა 2010 წლის 04 მარტიდან 2013 წლის 12 დ--------ს ჩათვლით პერიოდს. შემოწმების საფუძველზე 2014 წლის 1-------ს შედგენილ იქნა კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის მიხედვით გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ - 558010 ლარი, მათ შორის, წლიურ საშემოსავლო გადასახადში ძირი -169 635 ლარი, ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად - 84 818 ლარი, დღგ-ში ძირი - 200 533 ლარი, ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად - 6 639 ლარი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად - 96 385 ლარი. შემოწმების პროცესში გადამხდელი ა-–---- ფ-----–- ო---–- თანამშრომლობდა მათთან და მან წარადგინა ყველა დოკუმენტაცია, რაც გააჩნდა. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ 2012 წლის აპრილამდე არ გამოიყენებოდა ელექტრონული ზედნადებები, შემოწმება ძირითადად დაეყრდნო დოკუმენტაციას, რომელიც წარმოდგენილ იქნა გადამხდელის მიერ. მოწმის განმარტებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო შემოწმება ჩაატარეს არაპირდაპირი მეთოდით, რადგან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ამასთან, მათ ჰქონდათ უფლება შემოწმება ჩაეტარებინათ შედარების მეთოდით, თუმცა, გააანალიზეს ა-–---- ფ-----–- ო---–-ს ხარჯები, შემოსავლები, მისი თანამშრომლობა შემოწმებასთან და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ფასნამატად გამოეყენებინათ მისივე დოკუმენტურად დადასტურებული ზედნადებებით რეალიზებული საქონლის საშუალო სარეალიზაციო ფასი, შესაბამისი თვეების და პერიოდების მიხედვით, კერძოდ, საქონლის შეძენით დაადგინეს რამდენი იყო ნაღდი ანგარიშსწორებით გაყიდული, დოკუმენტურად რეალიზებული საშუალო ფასი გამოიყენეს პერიოდების მიხედვით და გაავრცელეს მთელ პერიოდზე წლების და თვეების მიხედვით. ამასთან, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, რომელიც წარდგენილ იქნა გადამხდელის მიერ, გათვალისწინებული იქნა შემოწმების პროცესში. რაც შეეხება ნაშთებს, აღნიშნული არ შეუცვლ--თ, რადგან კანონის თანახმად ამის უფლება არ აქვთ. მოწმის განმარტებით, აღნიშნული მეთოდის გამოყენებით ჩატარებული შემოწმებით გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდა გადამხდელი, ვიდრე შედარების მეთოდის გამოყენებისას აღმოჩნდებოდა. მოწმის განმარტებით, ა-–---- ფ-----–- ო---–- შემოწმების პროცესში დარღვევების მიზეზებთან დაკავშირებით განმარტავდა, რომ იგი ახორციელებდა საბითუმო ვაჭრობას, მყიდველთა სიმრავლის გამო, ყველა რეალიზაციის დროს არ ჰქონდა ჩეკების გამოეწერის საშუალება, ასევე, ამბობდა, რომ ზოგს ჰპარავდნენ, ზოგიც იყო წუნდებული საქონელი, თუმცა შემოწმებისას დეფექტურტი საქონლის არსებობა არ იქნა გათვალისწინებული, რადგან არ იყო აღნიშნულის შესახებ არავითარი აქტი, არ ფიქსირდებოდა მომწოდებელზე საქონლის უკან დაბრუნება.

 

4.15. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 18 ივნისს #----- ბრძანების თანახმად, ინდივიდუალურ მ-–----- „ა-–---- ფ-----–- ო---–-ს“, (ს/ნ 2---------9) საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 558 011 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 370 169 ლარი, ჯარიმა - 187 842 ლარი.

 

4.16. 2014 წლის 18 ივნისის #----- საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, ინდ. მ-–----- „ა-–---- ფ-----–- ო---–-ს“ გადასახდელად დაერიცხა სულ 712239.12 ლარი, მათ შორის ძირითადი გახადის სახით 370169 ლარი, ჯარიმა 187842 ლარი, საურავი 154228.12.

 

4.17. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 5 ივლისის წერილის თანახმად, ინდ. მ-–----- „ა-–---- ფ-----–- ო---–-ს“ მიმართ 2014 წლის 1-------ის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე 2014 წლის 18 ივნისს გამოცემულ #----- საგადასახადო მოთხოვნას გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის (w-------e) საშუალებით - 2014 წლის 01 ივლისს.

 

4.18. შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2014 წლის 29 სექტემბრის #----------- ცნობის თანახმად, შემოსავლების სამსახურის ერთიანი კომპიუტერული ბაზის მონაცემებითა და გადამხდელის ელექტრონული პირადი აღრიცხვის ბარათების მიხედვით, 2014 წლის 24 სექტემბრის მდგომარეობით არ ფიქსირდება ინდ. მ-–----- „ა-–---- ფ-----–- ო---–-ს“ (ს/ნ 2---------9) მიერ 2014 წლის ივნისის თვის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხული გადასახადის გადახდა.

 

4.19. შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 2017 წლის 14 თებერვლის #----------- წერილის თანახმად, ინდ. მ-–----- „ა-–---- ფ-----–- ო---–-ს“ (ს/ნ 2---------9) მიერ 2014 წლის 4 ივლისს შემოსავლების სამსახურში შეტანილ იქნა საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 18 ივნისის #----- „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

 

4.20. შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 6 ნოემბრის #----- ბრძანების თანახმად, არ დაკმაყოფილდა ინდ. მ-–----- „ა-–---- ფ-----–- ო---–-ს“ (ს/ნ 2---------9) 2014 წლის 4 ივლისისა და 2014 წლის 22 ივლისის საჩივრები.

 

4.21. შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 2017 წლის 18 ივლისის #------------ წერილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 6 ნოემბრის #----- ბრძანება გაიგზავნა საფოსტო დაწესებულების მეშვეობით, ხოლო ჩაბარების დამადასტურებელ 2014 წლის 13 ნოემბრით დატარიღებულ დოკუმენტზე მითითებულ--, რომ ჩაიბარა თვითონ ა-–---- ფ-----–- ო---–-მ, ხოლო ხელმოწერის გრაფაში მითითებულ--: ფ-----–- ო---–-. ამავე წერილით ირკვევა, რომ ინდ. მ-–----- „ა-–---- ფ-----–- ო---–-ს“ (ს/ნ 2---------9) დავების დეპარტამენტში 2014 წლის 22 ივლისს წარდგენილი საჩივრის შემდეგ, დამატებით საჩივარი არ წარუდგენია.

 

4.22. თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის უფროსი კონსულტანტის 2017 წლის 29 ივნისის წერილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანცელარიის ელექტრონული ბაზის მონაცემებით, 2014 წლის 01 ივნისიდან 2017 წლის 26 ივნისის ჩათვლით, ინდ. მ-–----- „ა-–---- ფ-----–- ო---–-“ მოსარჩელე მხარედ არ იძებნება.

 

4.23. შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 25 ივლისის #------------ წერილის თანახმად, ინდ. მ-–----- „ა-–---- ფ-----–- ო---–-სთან“ საგადასახადო შეთანხების აქტი არ გაფორმებულა, ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-8 და მე-81 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო დავალ--ნების გადახდევინება არ არის გადავადებული.

 

4.24. შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 24 ივლისის #------------ წერილის თანახმად, ინდ. მ-–----- „ა-–---- ფ-----–- ო---–-ს“ 2017 წლის 20 ივლისის მდგომარეობით ერიცხება დავალ--ნება 951530.44 ლარი, მათ შორის ძირითადი 380591.27 ლარი, ჯარიმა 188415.99 ლარი და საურავი 382523.18 ლარი.

 

4.25. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის 2017 წლოს 27 ივლისის #--------- წერილის თანახმად, ინდ. მ-–----- „ა-–---- ფ-----–- ო---–-ს“ (ს/ნ 2---------9) საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 6 ნოემბრის #----- ბრძანების გაუქმებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში რეგისტრირებული არ არის.

4.26. მოწმე ილ-- რუ--–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2013 წლის მარტის მდგომარეობით მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინაღმდეგ ბრძოლის ს-----------–ოში გამომძიებლის თანამდებობაზე. მოცემული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყო ინსპექტორ-გ-----------– აკ--- ფო–-------ას პატაკის საფუძველზე, კერძოდ, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებდა ყალბი სასაქონლო ზედნადების დამზადება-გამოყენების ფაქტს. გამოძიების ფარგლებში მის მიერ გამოიკითხნენ მოწმეები, მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელდა ფარული სატელეფონო მოსმენა და აუდიო-ვიდეო გადაღება, ასევე, ბუღალტერიიდან გამოტანილ იქნა ოპერატიული თნხები, განხორციელდა აკ--- ფო–-------ას, გ---- ჩხ---ის და სო-–------ ფრ-–---–---–ის „ოპერატიული ჩართვა“ და 2013 წლის 14 და 17 მარტს, საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში აკ--- ფო–-------ას მიერ ა-–---- ფ-----–- ო---–-სგან შეძენილ იქნა მამაკაცის ჯინსის შარვლები. ორივე შემთხვევაში ა-–---- ფ-----–- ო---–-ს მიერ გამოწერილ იქნა ელეტრონული სასაქონლო ზედნადებები, სადაც გაზრდილი იყო როგორც საქონლის რაოდენობა, ასევე საქონლის ღირებულება. ორივე საკონტროლო შესყიდვა დაფიქსირებული იქნა ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით. აღნიშნულის საფუძველზე, მან დადგენილებით მიმართა შემოსაველბის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს რევიზიის ჩატარების მოთხოვნით. მოწმემ დაადასტურა მისი სახელით შესრულებული ხელმოწერების ნამდვილობა, ასევე, მის მიერ შედგენილი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმების სისწორე. მოწმემ დამატებით აღნიშნა, რომ საკონტროლო შესყიდვის შედეგად შეძენილი საქონლის რეალიზაცია მოხდა ინდ.მ-–----- სო-–------ ფრ-–---–---–ის მიერ და აღნიშნული თანხით ანაზღაურდა ოპერატიული მიზნებისათვის ბუღალტერიიდან გამოტანილი თანხა.

 

4.27. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინაღმდეგ ბრძოლის ს-----------–ოს გ-----------–მა - მოწმე თ-------- შ----ამ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წელს, გ-----------– ილ-- რუ--–---–ისგან გადაეწერა სისხლის სამართლის საქმე ა-–---- ფ-----–- ო---–-ს მიმართ. მოცემულ საქმეზე გამოკითხა თავად ა-–---- ფ-----–- ო---–-, ბუღალტერი და აუდიტორი, ასევე, ა-–---- ფ-----–- ო---–-ს წარუდგინა ბრალი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. მოწმემ დაადასტურა მისი სახელით შესრულებული ხელმოწერების ნამდვილობა, ასევე, მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე.

 

4.28. ბრალდებულმა ა-–---- ფ-----–- ო---–-მ საქმის არსებითი განხილვის დროს წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განმარტა, რომ მას გადასახადების გადახდისათვის თავი არ აურიდებია. საქონლის რეალიზაცია ახდენდა ძალ--ნ დაბალ ფასად და შემოსავალი ჰქონდა მინიმალური.

 

4.29. 2017 წლის 21 დ--------ს დამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმების (შუალედური) აქტის თანახმად, ინდ. მ-–----- „ა-–---- ფ-----–- ო---–-ს“ აუდიტორულმა შემოწმებამ მოიცვა 2010-2013 წლები. საერთო დასკვნით მ-–----- (მისი ბუღალტრის მიერ დეკლარირებული მონაცემების საფუძველზე), რათქმაუნდა სათანადოდ ვერ ახდენს მისი ეკონომიკური საქმიანობის რეალურ დეკლარირებას და შესამოწმებელ პერიოდში ავლენს ერთმანეთის გამომრიცხავ და დამაპირისპირებელ მონაცემებს. ამდენად უშუალოდ მეწარმის ბუღალტრის განმარტებების გარეშე შეუძლებელ-- აუდიტის მიერ დადგინდეს მეწარმის საქმიანობის რეალურად არსებული ფინანსური მდგომარეობა, მით უფრო, როდესაც საგადასახადო შემოწმება ძირითად მახასიათებელ კომპონენტებში ეყრდნობა მეწარმის ბუღალტრის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს, მაგრამ მაინც, ავრცელებს რეალიზაციის ყველა ეპიზოდზე ერთიდაიმავე, მარტო 2012-13 წლებში მეწარმის მიერ გამოწერილი რამდენიმე სასაქონლო ზედნადებით დადგენილ, საშუალო სარეალიზაციო ფასს და უზრდის მ-–-----ს შემოსავლებს. მიუხედავად აღნიშნულისა, აუდიტის ალგორითმული სისტემის მეშვეობით შესაძლებელი გახდა აშკარად გამოვლენილიყო, რომ მ-–-----ს 2010, 2011, 2012 და 2013 წლებში საქონლის რეალიზაცია შეეძლო მოეხდინა საშუალოდ 9,59 %-ი რენტაბელობით, რაც საბითუმო ვაჭრობის შემთხვევებში სავსებით დასაშვებია და საშუალო მაჩვენებელსაც კი წარმოადგენს. თუმცა ი/მ „ა-–---- ფ-----–- ო---–-“-ს სამ-–-----ო საქმიანობის რეალური ფინანსური მდგომარეობის დასადგენად, მიზანშეწონილ-- საგადასახადო და აუდიტორული შემოწმების შემსრულებელთა და მეწარმისა და მისი ბუღალტრის ერთობლივი თანამშრომლობით, გავლილი იქნას ყველა კითხვის ქვეშ დასმული საკითხი და ერთობლივად გამოვლენილი შედეგებით შედგენილი იქნას საბოლოო დასკვნა (აქტი). ხოლო მანამდე, როგორც თავში აღინიშნა, აუდიტორული შემოწმებით წარმოდგენილ-- წინამდებარე შუალედური აქტი, რომლის მიხედვით 2010-2013 წლების მიხედვით მ-–-----ს შეძენილი - (იმპორტირებული) აქვს 209790 ცალი ერთეული საქონელი, (ძირითადად მამაკაცის ჯინსის შარვლები), რომელიც დაუჯდა 1639980,24 ლარი. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, მ-–-----მ სავარაუდოდ მოახდინა 187576 ცალი ერთეული საქონელის რეალიზაცია, რომლისგანაც მიიღო შემოსავალი 1852951,22 ლარი მთლ--ნი სარეალიზაციო ფასი და ნაშთად დარჩა 22214 (ცდომილებაა - 546) ცალი ერთეული საქონელი. წლიურ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში აუდიტორული შემოწმებით დაერიცხა 7820,98 ლარი. დღგ-ს ნაწილში შემოწმების შედეგად მ-–-----ს დაერიცხა ზედმეტად გადასახადი 8871,71 ლარის ოდენობით და თვიურ განაცემთა საშემოსავლო ნაწილში - 715,55 ლარის ოდენობით. ანუ 2010-2013 წლების განმავლობაში აუდიტორული შემოწმებით ი/მ „ა-–---- ფ-----–- ო---–-“-ს დამატებით უნდა დაერიცხოს 17408,24 ლარი. (საგადასახადო შემოწმებით მ-–-----ს აღნიშნულ პერიოდზე დაერიცხა - ძირითად გადასახადებში ერთად 370168,0 ლარის ოდენობით და მასზე ჯარიმა 187842,0 ლარის ოდენობით; ანუ ერთად მ-–-----ს დაკისრებული ჰქონდა - 558010,0 ლარის ვალდებულება, 540602,0 ლარით მეტი ვიდრე აუდიტორული შემოწმებით დადგინდა). აღნიშნული შემოწმების შედეგები, რომელიც გამოვლინდა საწარმოს მიერ მოწოდებულო დოკუმენტური მასალებზე დაყრდნობით, წარმოადგენს სარეკომენდაციო ინფორმაციას და მისი უტყუარობის ტვირთი მ-–-----ს აკისრია. ამასთან, აუდიტორული შემოწმება ამახვილებს ყურადღებას საქონლის სარეალიზაციო ფასებთან დაკავშირებით, რომლებიც გამოყვანილ-- აუდიტის მიერ შექმნილი ალგორითმული ელექტრონული სისტემით, რომელიც სალარო აპარატის შემოსავლებისა და საბაჟო დეკლარაციების მონაცემებზე დაყრდნობით, ითვლის მაქსიმალური სიზუსტით დასაშვებ სავარაუდო მოცემულობას და უკავშირებს თოეულ ოპერაციაზე მასთან მისაბმელ პოზიციებს, ანუ სალაროს ჩეკზე ამორტყმულ შემოსავალსა და ამ დღეს რეალიზებული საქონლის რაოდენობას, თუმცა, ამ სექტორშიც მონაცემთა უტყუარობა დ-------------–-- იმ რეალობაზე, რომ მ-–-----ს, გარდა სალაროს აპარატის ფისკალურ მეხსიერებაში დაფიქსირებულ შემოსავლებზე მეტი, სხვა შემოსავალი არ ჰქონია, და რათქმაუნდა საქონლის რეალიზაციამდე ამ საქონელზე დახარჯული სხვა ხარჯები არ გაუწევია (მაგ. მივლინების, საბაჟოზე შუამავლობის, საწყობისა თუ მაღაზიის არენდის, დაქირავებულთა ანაზღაურება, კომუნალური და სხვა ხარჯები), ესეც ასევე უკავშირდება მეწარმის პასუხისმგებლობას. შემოწმებიდან გამომდინარე ვითარების გათვალისწინებით, მ-–-----ს ეძლევა რეკომენდაცია, რათა უფრო კონცენტრირებულად აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება, შეიძინოს და შემდგომში აუცილებლად განახორციელოს ბუღალტრული აღრიცხვა, საბუღალტრო ელექტრონული პროგრამით, ყველა დოკუმენტი აკინძოს შესაბამის საქაღალდეებსა და ბაინდერებში და დროულად და ზუსტად მოახდინოს საგადასახადო დეკლარირება და ანგარიშვალდებულება.

 

4.30. დამოუკიდებელმა აუდიტორმა მი----– ან-------–--ემ დაადასტურა ზემოაღნიშნული დამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმების აქტის სისწორე.

 

4.31. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

4.32. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილ--, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელ-- იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

4.33. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

 

4.34. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

4.35. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულ--, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დ--------ს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

4.36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ასევე საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელ-- პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ბრალდებულ ა-–---- ფ-----–- ო---–-ს ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

 

5.2. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

5.3. მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულ-- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს:ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელ--, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელ--, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლ--ნი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

 

5.4. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

 

5.5. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულ-- გადასახადისათვის განზრახ თავის არიდებისათვის. აღნიშნული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია სახელმწიფოს საფინანსო ინტერესები. გადასახადებისათვის თავის არიდება, მომეტებული საშიშროების მატარებელი ეკონომიკური დანაშაულ--, რომელიც ზიანს აყენებს სახელმწიფოს ფინანსურ ინტერესებს. მოცემული ნორმის დისპოზიცია ბლანკეტურია, იგი კრძალავს ქმედებას - გადასახადისათვის თავის არიდებას (მოცემულ შემთხვევაში საუბარია ძირითად გადასახადზე - 370 168 ლარზე), თუმცა, გადასახადის სახეები, გადასახადის გადამხდელები და მათი გადახდის წესი ჩამოყალიბებულ-- სხვა ნორმატიულ აქტში - საქართველოს საგადასახადო კოდექსში. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდებაში.

 

5.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის შენიშვნის 1-ლი ნაწილის მიხედვით, განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც თანხა აღემატება ას ორმოცდაათი ათას ლარს (მოცემულ შემთხვევაში ძირითად გადასახადია - 370 168 ლარი). ამავე შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს ამ მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში გადახდილი, გადავადებული ან კორექტირებული იქნება გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებული იქნება კანონის საფუძველზე.

 

5.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ გადასახადისაგან თავის არიდება განზრახი დანაშაულ--, ესე იგი დამნაშავე შეგნებულად არიდებს თავს მისთვის კანონით დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, კერძოდ, გადასახადის გადახდას. დანაშაულის სუბიექტი სპეციალურია - გადასახადის გადამხდელი. ამ სუბიექტში მოიაზრება როგორც საქართველოს მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი და ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ვალდებულ-- გადაიხადოს გადასახადი. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა, რომ ინდმ-–----- „ა-–---- ფ-----–- ო---–-ს“ საგადასახადო შემოწმების საფუძველზე, სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ კანონიერად დაერიცხა გადასახადი. ა-–---- ფ-----–- ო---–-ს, როგორც გადასახადის გადამხდელს - ანუ სპეციალურ სუბიექტს ევალებოდა გადაეხადა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული საერთო - სახელმწიფოებრივი გადასახადები, ამის საპირისპიროდ, მან განზრახ თავი აარიდა გადასახადების გადახდას და ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება, რითაც ზიანი მიაყენა სახელმწიფოს ფინანსურ ინტერესებს, კერძოდ:

 

5.8. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული არაერთი მტკიცებულებით დადასტურდა, რომ ბრალდებული ა-–---- ფ-----–- ო---–-, რომელიც ე-–----–--–--ს ბ-----ობის“ ტერიტორიაზე ახორციელებდა ტანსაცმლით საბითუმო ვაჭრობას, სასაქონლო ზედნადებებში არასწორი/ყალბი ინფორმაციის დაფიქსირებითა, საქონლის რეალიზაციის დამადასტურებელი ჩეკების არ გამოწერით და სხვა სამართალდარღვევების განხორციელებით თავს არიდებდა საშემოსავლო და დამატებითი ღირებულების გადახდას. მოწმე აკ--- ფო–-------ას ჩვენებით დადგენილ--, რომ 2013 წლის 14 და 17 მარტს განახორციელა საკონტროლო შესყიდვა და ა-–---- ფ-----–- ო---–-სგან თითოეულ შემთხვევაში შეიძინა 48 (ორმოცდარვა) ერთეული შარვალი, რაც მოთავსებული იყო რვა შეკვრაში, თითო შეკვრაში 6 ცალი, რაშიც თითოეულ შემთხვევაში გადაიხადა თანხა - 800 ლარის ოდენობით, თუმცა, ა-–---- ფ-----–- ო---–-ს მიერ ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირდა არასწორი/ყალბი ინფორმაცია საქონლის რაოდენობისა და ღირებულების შესახებ, კერძოდ, 2013 წლის 1--------ის სასაქონლო ზედნადებში საქონლის რაოდენობად დაფიქსირდა 300 ცალი, საქონლის საერთო ღირებულებად - 3250, ხოლო 2013 წლის 17 მარტის ელექრონული სასაქონლო ზედნადებში საქონლის რაოდენობად დაფიქსირდა 400 ცალი, ხოლო საქონლის საერთო ღირებულებად - 4000 ლარი. აღნიშნული საკონრტოლო შესყიდვა დადასტურებულ-- ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერით, სადაც ნათლად ჩანს, რომ თითოეულ შემთხვევაში აკ--- ფო–-------ამ 800 ლარად შეიძინა 48 ცალი - 8 შეკვრა - შარვალი, ხოლო სასაქონლო ზედნადებში დაფიქირებულ-- საქონლის განსხვავებული რაოდენობა და ღირებულება. ა-–---- ფ-----–- ო---–-ს მიერ საბუღალტრო დოკუმენტაციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა დადასტურებულ-- აგრეთვე ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების - „სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერის“ შედეგად მოპოვებული მასალებით, კერძოდ, იგი თავის ბუღალტერს - იო-–--- ლ---–----ეს სთხოვს, რომ სო-–------ ფრ-–---–---–ის სახელზე გამოწეროს სასაქონლო ზედნადები - საქონლის რაოდენობაში მიუთითოს 400 ცალი, ხოლო ღირებულებაში 4000 ლარი და კითხულობს, ამგვარად გამოწერილ ზედნადებით სახელმწიფო ბიუჯეტში თანხა ხომ არ ექნება გადასახდელი, ასევე, საქონლის მომწოდებლებს - ვინმე ფ----ის და ჰ---ის სთხოვს საბაჟო ორგანოში წარსადგენ სასაქონლო ზედნადებში - ინვოისში, საქონლის ღირებულების შემცირებას. საყურადღებოა აგრეთვე, ა-–---- ფ-----–- ო---–-ს სატელეფონო საუბარი ვინმე მ--–----თან, სადაც იგი თავადვე აღიარებს, რომ საბაჟო ღირებულების შემცირებით „მთლ--ნი მოგება არ მიაქვს მთავრობას“. და ბოლოს, ბუღალტერმა - იო-–--ნა ლ---–----ემ დაადასტურა, რომ სასაქონლო ზედნადებებს წერდა ა-–---- ფ-----–- ო---–-ს მითითებით, თუმცა, რამდენად სწორ ინფორმაციას აწვიდა, არ იცის, რადგან იგი არ ესწრებოდა სასაქონლო ოპერაციებს. ამასთან, იგი პირადად შესწრებია ფაქტებს და ჰქონდა სისტემატური ხასიათი, როდესაც ა-–---- ფ-----–- ო---–- საქონლის რეალიზაციას სალარო აპარატის ჩეკის გამოწერის გარეშე ახორციელებდა. იგი აფრთხილებდა, რომ ჩეკები უნდა გამოეწერა და ყოველ თვე უნდა გადაეხადა დამატებითი ღირებულების გადასახადი, თუმცა, იგი გადასახადების გადახდაზე კატეგორიულ უარს აცხადებდა და ეუბნებოდა, რომ საბუღალტრო დოკუმენტაცია ისე მოეწესრიგებინა, რომ გადასახადები არ ჰქონოდა გადასახდელი.

 

5.9. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის #----- ბრძანებით დასტურდება, რომ 2013 წლის 1------------- დაინიშნა ინდ. მ-–----- ა-–---- ფ-----–- ო---–-ს საქმიანობის სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება. ამავე ბრძანებით, შემოწმების პერიოდად განისაზღვრა, 2010 წლის 04 მარტიდან 2013 წლის 12 დ--------ს ჩათვლით.

 

5.10. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 1-------ის საგადასახადო შემოწმების აქტით დასტურდება, რომ აუდიტორების ლ--–ა და-----–---–ის და გ------ ჯ----–---–ის მიერ შემოწმებულ იქნა ინდ. მ-–----- „ა-–---- ფ-----–- ო---–-“, რომლის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენდა ტანსაცმლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა; საგადასახადო შემოწმებით მოცული საკითხები იყო წლიური საშემოსავლო, დამატებული ღირებულების, ქონების და იმპორტის გადასახადები. შემოწმების აქტით გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ - 558 010 ლარი, მათ შორის, წლიურ საშემოსავლო გადასახადში ძირი -169 635 ლარი, ჯარიმა - 84 818 ლარი, დღგ-ში ძირი - 200 533 ლარი, ჯარიმა - 103 024 ლარი. მთავარმა აუდიტორმა - მოწმე ლ--–ა და-----–---–მა დაადასტურა აღნიშნული შემოწმების აქტის სისწორე და განმარტა, რომ რამდენადაც სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, შემოწმება ჩაატარეს არაპირდაპირი მეთოდით. ამასთან, გადამხდელის - ა-–---- ფ-----–- ო---–-ს ინტერესებიდან გამომდინარე, გამოიყენეს არა შედარების მეთოდი, არამედ გამოიყენეს მისივე დოკუმენტურად დადასტურებული ზედნადებებით რეალიზებული საქონლის საშუალო სარეალიზაციო ფასი, შესაბამისი თვეების და პერიოდების მიხედვით. მოწმის განმარტებით, აღნიშნული მეთოდის გამოყენებით ჩატარებული შემოწმებით გაცილებით ხელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდა გადამხდელი, ვიდრე შედარების მეთოდის გამოყენებისას აღმოჩნდებოდა.

 

5.11. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელ-- დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 1-------ის საგადასახადო შემოწმების აქტი სრულად შეესაბამება საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს, ვინაიდან ინდ.მ-–----- „ა-–---- ფ-----–- ო---–-სთან“ მიმართებაში სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილი იყო პირის საგადასახადო ვალდებულებები განესაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

 

5.12. 2014 წლის 18 ივნისის #----- საგადასახადო მოთხოვნით დასტურდება, რომ ინდ. მ-–----- „ა-–---- ფ-----–- ო---–-ს“ გადასახდელად დაერიცხა სულ 712239.12 ლარი, მათ შორის ძირითადი გახადის სახით 370169 ლარი, ჯარიმა 187842 ლარი, საურავი 154228.12.

 

5.13. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 5 ივლისის წერილით დასტურდება, რომ გადამხდელი 2014 წლის 18 ივნისს გამოცემულ #----- საგადასახადო მოთხოვნას გაეცნო ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის (w-------e) საშუალებით - 2014 წლის 01 ივლისს.

 

5.14. შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 2017 წლის 14 თებერვლის #----------- წერილით დასტურდება, რომ ინდ. მ-–----- „ა-–---- ფ-----–- ო---–-ს“ (ს/ნ 2---------9) მიერ 2014 წლის 4 ივლისს შემოსავლების სამსახურში შეტანილ იქნა საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 18 ივნისის #----- „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

 

5.15. შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 6 ნოემბრის #----- ბრძანებით დასტურდება, რომ არ დაკმაყოფილდა ინდ. მ-–----- „ა-–---- ფ-----–- ო---–-ს“ (ს/ნ 2---------9) 2014 წლის 4 ივლისისა და 2014 წლის 22 ივლისის საჩივრები.

 

5.16. შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 2017 წლის 18 ივლისის #------------ წერილით დასტურდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 6 ნოემბრის #----- ბრძანება ა-–---- ფ-----–- ო---–-ს ჩაბარდა 2014 წლის 13 ნოემბერს. ამავე წერილით დასტურდება, რომ ინდ. მ-–----- „ა-–---- ფ-----–- ო---–-ს“ (ს/ნ 2---------9) დავების დეპარტამენტში 2014 წლის 22 ივლისს წარდგენილი საჩივრის შემდეგ, დამატებით საჩივარი არ წარუდგენია.

 

5.17. თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის უფროსი კონსულტანტის 2017 წლის 29 ივნისის წერილით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანცელარიის ელექტრონული ბაზის მონაცემებით, 2014 წლის 01 ივნისიდან 2017 წლის 26 ივნისის ჩათვლით, ინდ. მ-–----- „ა-–---- ფ-----–- ო---–-“ მოსარჩელე მხარედ არ იძებნება.

 

5.18. შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 25 ივლისის #------------ წერილით დასტურდება, რომ ინდ. მ-–----- „ა-–---- ფ-----–- ო---–-სთან“ საგადასახადო შეთანხების აქტი არ გაფორმებულა, ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-8 და მე-81 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო დავალ--ნების გადახდევინება არ არის გადავადებული.

 

5.19. შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 24 ივლისის #------------ წერილით დასტურდება, რომ ინდ. მ-–----- „ა-–---- ფ-----–- ო---–-ს“ 2017 წლის 20 ივლისის მდგომარეობით ერიცხება დავალ--ნება 951530.44 ლარი, მათ შორის ძირითადი 380591.27 ლარი, ჯარიმა 188415.99 ლარი და საურავი 382523.18 ლარი.

 

5.20. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის 2017 წლოს 27 ივლისის #--------- წერილით დასტურდება, რომ ინდ. მ-–----- „ა-–---- ფ-----–- ო---–-ს“ (ს/ნ 2---------9) საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 6 ნოემბრის #----- ბრძანების გაუქმებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში რეგისტრირებული არ არის.

 

5.21. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს 218-ე მუხლის შენიშვნაში კანონმდებლის მიერ დაწესებულ სამართლებრივ შეღავათს, რომელიც შესაბამის სუბიექტს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში გადახდილი, გადავადებული ან კორექტირებული იქნება გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულ-- კანონის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში დადგენილ--, რომ 2014 წლის 0-----–-სს, ინდ. მ-–----- ა-–---- ფ-----–- ო---–-მ შემოსავლების სამსახურში გაასაჩივრა 2014 წლის 18 ივნისის #----- საგადასახადო მოთხოვნა, რაც შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 06 ნოემბრის #----- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. ა-–---- ფ-----–- ო---–-ს მიერ საგადასახადო მოთხოვნის ან/და ბრძანების შემდგომი გასაჩივრება არ მომხდარა. მან კანონით გათვალისწინებულ 45 სამუშაო დღის ვადაში არ გადაიხადა გადასახდელად დაკისრებული ძირითადი გადასახადი, ასევე არ მომხდარა მისი გადავადება, კორექტირება ან გადახდის ვალდებულების შეჩერება და განზრახ თავი აარიდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადის - 370 168 ლარის გადახდას, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის შენიშვნის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი.

 

5.22. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მიერ 2017 წლის 21 დ--------თ დათარიღებული დამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმების (შუალედურ) აქტს, რომლის თანახმად, 2010-2013 წლების განმავლობაში ინდმ-–----- „ა-–---- ფ-----–- ო---–-ს“ დამატებით უნდა დარიცხვოდა არა 370 168 ლარი, არამედ 17408,24 ლარი, რამდენადაც დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ გაცემული დასკვნა ერთი მხრივ, არის არასრულყოფილი, ვინაიდან მას არ გამოუყენებია 2012 წლის აპრილამდე არსებული მატერიალური სახით არსებული სასაქონლო ზედნადებები, ხოლო მეორე მხრივ, იგი ეფუძნება იმ საბაჟო და საბუღალტრო დოკუმენტაციას, რომელიც, როგორც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, შეიცავს არასწორ/ყალბ მონაცემებს. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე გამოიკვეული არაერთი წერილობითი მტკიცებულებითა და მოწმეთა ჩვენებებით დადგინდა, რომ სწორედ ბრალდებული უკავშირდებოდა ტელეფონის საშუალებით საქონლის გაყიდვის შემდეგ თავის ბუღალტერს და ელექტორნულ სასაქონლო ზედნადებებში აფიქსირებინებდა არასწორ/ყალბ ინფორმაციას, ასევე, ფარული სატელეფონო საუბრებიდან ნათლად იკვეთება ის ფაქტი, რომ ბრალდებული არასწორ/ყალბ ინფორმაციას აზუსტებინებდა საბაჟო დეკლარაციებში, რათა შემდგომში, სახელმწიფოს მიერ დადგენილი გადასახადებისგან აერიდებინა თავი. ამდენად, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ეს დასკვნა სწორედ ზემოაღნიშნული დასაბუთების გამო, არ უნდა იქნეს გაზიარებული.

 

5.23. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულის პოზიციას მისი უდანაშაულობის შესახებ, რამდენად იგი წინააღმდეგობაშია საქმეზე უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელ--, პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის, ხოლო ა-–---- ფ-----–- ო---–-ს პოზიცია არასარწმუნოა და ემსახურება მხოლოდ მისი მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.

 

5.24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა-–---- ფ-----–- ო---–-მ ჩაიდინა - განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის (ძირითადი გადასახადის - 370 168 ლარის) განზრახ თავის არიდება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

6.1. ა-–---- ფ-----–- ო---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლ--ნი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლ--ნია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლ--ნობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლ--ნი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

7.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

7.3. განაჩენის 7.1. და 7.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლ--ნობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

7.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლ--ნობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

7.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქცია სასჯელის სახით უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით.

 

7.6. სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად გამოწვეული მატერიალური ზიანის ოდენობას, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას - არ არის ნასამართლევი და იმის გათვალისიწნებით, რომ ჩადენილი დანაშაული განეკუთნება განზრახ მძიმე კატეგორიის დანაშაულს, რომლის ჩადენისათვისაც კანონმდებლის მიერ უალტერნატივოდ სასჯელის სახედ გათვალისწინებულ-- მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულების მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ბრალდებულების შემდგომ ნორმალურ ქცევას, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავეთა რესოციალიზაციას.

 

7.7. სწორედ ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა-–---- ფ-----–- ო---–-ს რესოციალიზაციისათვის, სამართლ--ნობის პრინციპის შესაბამისად, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, როგორც პროპორციული და თანაზომიერი სასჯელი ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და მისი პიროვნების შესაბამისად.

 

8. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

8.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: - 2 (ორი) ცალი ლაზერული დისკი, მათზე არსებული ვიდეოჩანაწერებით, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა-–---- ფ-----–- ო---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

2. მსჯავრდებულ ა-–---- ფ-----–- ო---–-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი სასამართლო სხდომის დარბაზში დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 27 მაისიდან.

 

3. გაუქმდეს ა-–---- ფ-----–- ო---–-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: - 2 (ორი) ცალი ლაზერული დისკი, მათზე არსებული ვიდეოჩანაწერებით, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე