განაჩენი

სისხლის სამართლის 14.06.2019
საქმის ნომერი
330100119002938000
თარიღი
14.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1559-19

(--------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

14 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - იზა კელენჯერიძე

სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები - მ---------------–---–ი, გ-------–---–------ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ა-–------------–-----------------------ი (დაბადებული - 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: თბილისი, ნ--–---------------------------------------------------------------–- და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: თბილისი, კ-----------------–- მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სარდაფი).

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი (ოთხი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი).

 

დისპოზიცია: ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის; ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. ფ------ საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------ის განაჩენით, ა-–-------------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. ფ------ საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–ის განჩინებით 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. ქ--------- სააპელაციო სასამართლოს 2----–-–---------–---- განაჩენით დაკმაყოფილდა მსჯავრდებულის შუამდგომლობა და ა-–-------------------ს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით, 7 თვით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. ა-–-------------------ი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 22 ნოემბერს;

 

1.1.1.ზ---------ს რაიონული სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით, ა-–-------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;

 

1.1.2. სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი ა-–-------------------ი 2019 წლის 18 იანვარს, დაახლოებით 17:27 საათზე, თბილისში, ი-–----------------------------–- მდებარე სს „--------------- მაღაზია „----------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ერთ ცალ „----------- ფირმის, 16,9 ლარად ღირებულ არაყსა და ერთ ცალ „------–------- ფირმის, 53,6 ლარად ღირებულ არაყს.

 

1.2. ფ------ საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------ის განაჩენით ა-–-------------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 19, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. ფ------ საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–ის განჩინებით 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. ქ--------- სააპელაციო სასამართლოს 2----–-–---------–---- განაჩენით დაკმაყოფილდა მსჯავრდებულის შუამდგომლობა და ა-–-------------------ს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით, 7 თვით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. ა-–-------------------ი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 22 ნოემბერს;

 

1.2.1.ზ---------ს რაიონული სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით, ა-–-------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;

 

1.2.2. სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი ა-–-------------------ი 2019 წლის 18 იანვარს, დაახლოებით 16:03 საათზე, თბილისში, ყ---–---------------–- მდებარე სს „--------------- მაღაზია „----------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ერთ ცალ „--------–---–--- ფირმის, 33 ლარად ღირებულ კონიაკსა და ერთ ცალ „------–-------–---- ფირმის, 53,6 ლარად ღირებულ არაყს;

 

1.3. ფ------ საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------ის განაჩენით, ა-–-------------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 19, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. ფ------ საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–ის განჩინებით 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. ქ--------- სააპელაციო სასამართლოს 2----–-–---------–---- განაჩენით დაკმაყოფილდა მსჯავრდებულის შუამდგომლობა და ა-–-------------------ს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით, 7 თვით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. ა-–-------------------ი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 22 ნოემბერს;

 

1.3.1.ზ---------ს რაიონული სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით, ა-–-------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;

 

1.3.2. სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი ა-–-------------------ი 2019 წლის 19 იანვარს, დღის საათებში, თბილისში, ი-–----------------------------–- მდებარე სს „--------------- მაღაზია „----------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ერთ ცალ „----–-------- ფირმის, 50,8 ლარად ღირებულ არაყს.

 

1.4. ფ------ საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------ის განაჩენით, ა-–-------------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 19, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. ფ------ საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–ის განჩინებით 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. ქ--------- სააპელაციო სასამართლოს 2----–-–---------–---- განაჩენით დაკმაყოფილდა მსჯავრდებულის შუამდგომლობა და ა-–-------------------ს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით, 7 თვით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. ა-–-------------------ი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 22 ნოემბერს;

 

1.4.1.ზ---------ს რაიონული სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით, ა-–-------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;

 

1.4.2. სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი ა-–-------------------ი 2019 წლის 20 იანვარს, დაახლოებით 15:11 საათზე, თბილისში, ყ---–---------------–- მდებარე სს „--------------- მაღაზია „----------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ერთ ცალ „–--–-----–------- ფირმის, 14,95 ლარად ღირებულ არაყს.

 

1.5. ფ------ საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------ის განაჩენით, ა-–-------------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 19, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. ფ------ საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–ის განჩინებით 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. ქ--------- სააპელაციო სასამართლოს 2----–-–---------–---- განაჩენით დაკმაყოფილდა მსჯავრდებულის შუამდგომლობა და ა-–-------------------ს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით, 7 თვით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. ა-–-------------------ი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 22 ნოემბერს;

 

1.5.1.ზ---------ს რაიონული სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით, ა-–-------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;

 

1.5.2. სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევმა ა-–-------------------მა 2019 წლის 17 თებერვალს, ღამის საათებში უკანონოდ შეაღწია თბილისში, ი-–----------------------------–- მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბინა N----–- და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა თ--------------ის კუთვნილ ნივთებს, რამაც 3550 ლარის ქონებრივი სახის ზიანი გამოიწვია.

 

1.6. ფ------ საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------ის განაჩენით, ა-–-------------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 19, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. ფ------ საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–ის განჩინებით 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. ქ--------- სააპელაციო სასამართლოს 2----–-–---------–---- განაჩენით დაკმაყოფილდა მსჯავრდებულის შუამდგომლობა და ა-–-------------------ს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით, 7 თვით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. ა-–-------------------ი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 22 ნოემბერს;

 

1.6.1.ზ---------ს რაიონული სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით, ა-–-------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;

 

1.6.2. სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევმა ა-–-------------------მა 2019 წლის 21 თებერვალს, ღამის საათებში უკანონოდ შეაღწია თბილისში, ი-–----------------------------–- მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბინა N----–- და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ჰ-------–---- კუთვნილ 1700 ლარად ღირებულ ნივთებს.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ა-–-------------------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია ა-–-------------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის; შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდების ოთხივე ეპიზოდში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ორივე ეპიზოდში.

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

3.1. ბრალდებულმა ა-–-------------------მა საქმის არსებითი განხილვის დროს წარდგენილი ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს.

3.2. ა-–-------------------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა თავად ბრალდებულ ა-–-------------------ის საქმის არსებით სხდომაზე გაცხადებული ინფორმაციისა (რა დროსაც ბრალდებულმა განაცხადა, რომ იგი სრულად ცნობს თავს დამნაშავედ მისთვის წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში), ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულების - ჰ-------–----, თ--------------ის, დაზარალებულების წარმომადგენლების - ნ-----------–---–ის, ნ--------------ის და მოწმეების: კ------------–ის, თ-------------ის, ლ--------------ის, შ-----------–---–ის, ვ----------------ის და ი-----–---------ის გამოკითხვის ოქმებს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2019 წლის 21 თებერვლის ოქმს; საგამოძიებო ექსპერიმენტის 2019 წლის 22 თებერვლის ოქმს; ადგილმდებარეობის დათვალიერების 2019 წლის 22 თებერვლის ოქმს; ბრალდებულის დაკავების 2019 წლის 22 თებერვლის ოქმს; ფოტოსურათის დათვალიერების 2019 წლის 22 თებერვლის ოქმს; ამოღების 2019 წლის 22 თებერვლის ოქმს; ვიდეოჩანაწერის დათვალიერების 2019 წლის 20 იანვრის ოქმს; საგამოძიებო ექსპერიმენტის 2019 წლის 28 იანვრის ოქმს; პირის ამოცნობის 2019 წლის 28 იანვრის ოქმს; ვიდეოჩანაწერის დათვალიერების 2019 წლის 30 იანვრის ოქმს; ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2019 წლის 31 იანვრის ოქმს; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა დათვალიერების 2019 წლის 03 თებერვლის ოქმს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2019 წლის 17 თებერვლის ოქმს; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა დათვალიერების 2019 წლის 23 თებერვლის ოქმს; ობიექტის (საგნის) ამოცნობის 2019 წლის 23 თებერვლის ოქმს; ფ------ საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------ის განაჩენს; ფ------ საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–ის განჩინებას ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების შესახებ; ქ--------- სააპელაციო სასამართლოს 2----–-–---------–---- განაჩენს; ზ---------ს რაიონული სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენს; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მ------------–-------- საბჭოს 2----–-–---------------------------- გადაწყვეტილებას; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა დათვალიერების 2019 წლის 03 მარტის ოქმს; საქართველოს შ------------------------------------------------------–---------------------------------------–------------------------ დასკვნას; ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–-----------------–----------------------------------–------------------------------------ დასკვნას და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.

3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ ა-–-------------------ის სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

3.4. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

3.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

3.6. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

3.7. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

3.8. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

3.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

4. სამართლებრივი შეფასება:

4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად და მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

4.2. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობა მთლიანად; იგი მოიცავს როგორც ყველა მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ასევე ქონების სხვა კანონიერი მფლობელის უფლებასაც, ხოლო უშუალო ობიექტს კი წარმოადგენს ისეთი ქონებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საკუთრების ან ქონების ფლობასთან. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით; მათ შორის ეს უფლება საერთაშორისო მასშტაბით განმტკიცებულია 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით (აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...),“ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმითა და სხვა საერთაშორისო ნორმებით.

4.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული გამოიხატება: სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მოცემულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს დამთავრებულ დანაშაულთან, რა დროსაც აუცილებელია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

4.4. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსით დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,, გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) ნივთის კუთვნილება და სახე (ნივთი უნდა განეკუთვნოდეს მოძრავ ნივთს და უნდა იმყოფებოდეს სხვა სუბიექტის საკუთრებაში/მფლობელობაში); 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება (ნივთის ფარული დაუფლება); 3) აღნიშნულმა ქმედების შედეგად უნდა დადგეს შედეგი (ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის საკუთრების უფლების ხელყოფა და მნიშვნელოვანი ზიანი); 4) ქმედება ჩადენილი უნდა იყოს სხვის ბინაში უკანონო შეღწევით (ბინის მესაკუთრის/მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ) და 5) ქმედება ჩადენილი უნდა იყოს საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ორჯერ ნასამართლევი პირის მიერ.

4.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. საქმეში წარმოდგენილი

საქართველოს შ------------------------------------------------------–---------------------------------------–------------------------ დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარდგენილი საქონლის საბაზრო ღირებულებათა ჯამი, მათი ფაქტიური-ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეადგენს - 917 (ცხრაასჩვიდმეტი) ლარს, რაც აღემატება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებულ, მნიშვნელოვანი ზიანისთვის დადგენილ მინიმალურ ზღვარს - 150 ლარს.

4.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი - ქურდობა ბინაში უკანონო შეღწევით, წარმოადგენს ქურდობის მაკვალიფიცირებელ გარემოებას. შეღწევა უკანონოა, თუ იგი ხორციელდება დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, იმ პირის მიერ, რომელსაც ამის უფლება არ აქვს. შეღწევა ძირითადად გულისხმობს წინააღმდეგობის გადალახვით ბინაში შესვლას ქურდობის მიზნით. იმისათვის, რომ დამნაშავის მოქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირდეს, აუცილებელია გაირკვეს, თუ რა მიზნით აღმოჩნდა პირი სხვის ბინაში. ბინა ისეთი ნაგებობაა, რომელიც გამიზნულია ადამიანთა მუდმივ ან დროებით საცხოვრებლად (ინდივიდუალური სახლი, ბინა, აგარაკი, ოთახი სასტუმროში და ა.შ.). როგორც თ--------------ის, ასევე ჰ-------–---- შემთხვევაში დადგენილია, რომ დაზარალებულების საცხოვრებელი ბინებიდან წაღებულია ბინაში არსებული ნივთები.

4.7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაკვალიფიცირებელ გარემოებად ითვლება ქურდობა იმისი მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ან გამოძალვისთვის. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. 2019 წლის 18, 19 და 20 იანვრის, ასევე 2019 წლის 17 თებერვლის მდგომარეობით, ა-–-------------------ი ფ------ საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------ის და ზ---------ს რაიონული სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენებით ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის და მას აღნიშნული დროისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა (იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის პირობებში), შესაბამისად, დადასტურებულია მაკვალიფიცირებელი ნიშანი - ქურდობა იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

4.8. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.

 

4.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებმა მტკიცებულებები უდავოდ ცნეს, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, რაც თავისთავად გულისხმობს იმ გარემოებას, რომ როგორც დაცვის მხარე, ასევე ბრალდების მხარე აღნიშნულ მტკიცებულებებში მოცემული ინფორმაციის სისწორეს და ნამდვილობას საეჭვოდ არ მიიჩნევს და ეთანხმება. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა.

4.10. სასამართლო, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას, ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია, რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

4.11. სასამართლო, ბრალდებულ ა-–-------------------ის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ, ყურადღებას ამახვილებს მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში: დაზარალებულების - ჰ-------–----, თ--------------ის, დაზარალებულების წარმომადგენლების - ნ-----------–---–ის, ნ--------------ის და მოწმეების: კ------------–ის, თ-------------ის, ლ--------------ის, შ-----------–---–ის, ვ----------------ის და ი-----–---------ის გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2019 წლის 21 თებერვლის ოქმით; საგამოძიებო ექსპერიმენტის 2019 წლის 22 თებერვლის ოქმით; ადგილმდებარეობის დათვალიერების 2019 წლის 22 თებერვლის ოქმით; ბრალდებულის დაკავების 2019 წლის 22 თებერვლის ოქმით; ფოტოსურათის დათვალიერების 2019 წლის 22 თებერვლის ოქმით; ამოღების 2019 წლის 22 თებერვლის ოქმით; ვიდეოჩანაწერის დათვალიერების 2019 წლის 20 იანვრის ოქმით; საგამოძიებო ექსპერიმენტის 2019 წლის 28 იანვრის ოქმით; პირის ამოცნობის 2019 წლის 28 იანვრის ოქმით; ვიდეოჩანაწერის დათვალიერების 2019 წლის 30 იანვრის ოქმით; ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2019 წლის 31 იანვრის ოქმით; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა დათვალიერების 2019 წლის 03 თებერვლის ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2019 წლის 17 თებერვლის ოქმით; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა დათვალიერების 2019 წლის 23 თებერვლის ოქმით; ობიექტის (საგნის) ამოცნობის 2019 წლის 23 თებერვლის ოქმით; ფ------ საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------ის განაჩენით; ფ------ საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–ის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების შესახებ; ქ--------- სააპელაციო სასამართლოს 2----–-–---------–---- განაჩენით; ზ---------ს რაიონული სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მ------------–-------- საბჭოს 2----–-–---------------------------- გადაწყვეტილებით; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა დათვალიერების 2019 წლის 03 მარტის ოქმით; საქართველოს შ------------------------------------------------------–---------------------------------------–------------------------ დასკვნით; ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–-----------------–----------------------------------–------------------------------------ დასკვნიით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ფ------ საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------ის განაჩენით და ზ---------ს რაიონული სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი ა-–-------------------ი 2019 წლის 18 იანვარს, დაახლოებით 17:27 საათზე, თბილისში, ი-–----------------------------–- მდებარე სს „--------------- მაღაზია „----------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ერთ ცალ „----------- ფირმის, 16,9 ლარად ღირებულ არაყსა და ერთ ცალ „------–------- ფირმის, 53,6 ლარად ღირებულ არაყს; ასევე, 2019 წლის 18 იანვარს, დაახლოებით 16:03 საათზე, თბილისში, ყ---–---------------–- მდებარე სს „--------------- მაღაზია „----------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ერთ ცალ „--------–---–--- ფირმის, 33 ლარად ღირებულ კონიაკსა და ერთ ცალ „------–-------–---- ფირმის, 53,6 ლარად ღირებულ არაყს; ასევე, 2019 წლის 19 იანვარს, დღის საათებში, თბილისში, ი-–----------------------------–- მდებარე სს „--------------- მაღაზია „----------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ერთ ცალ „----–-------- ფირმის, 50,8 ლარად ღირებულ არაყს; ასევე, 2019 წლის 20 იანვარს, დაახლოებით 15:11 საათზე, თბილისში, ყ---–---------------–- მდებარე სს „--------------- მაღაზია „----------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ერთ ცალ „–--–-----–------- ფირმის, 14,95 ლარად ღირებულ არაყს; ასევე, ა-–-------------------მა 2019 წლის 17 თებერვალს, ღამის საათებში უკანონოდ შეაღწია თბილისში, ი-–----------------------------–- მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბინა N----–- და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა თ--------------ის კუთვნილ ნივთებს, რამაც 3550 ლარის ქონებრივი სახის ზიანი გამოიწვია; ასევე, ა-–-------------------მა 2019 წლის 21 თებერვალს, ღამის საათებში უკანონოდ შეაღწია თბილისში, ი-–----------------------------–- მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბინა N----–- და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ჰ-------–---- კუთვნილ 1700 ლარად ღირებულ ნივთებს. სასამართლოს შეფასებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის ელემენტები სახეზეა, რაც დასტურდება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.

 

4.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

4.13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა-–-------------------მა ჩაიდინა - ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი); მანვე ჩაიდინა - ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი). ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

5.1. ა-–-------------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს, ასევე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.

5.2. ა-–-------------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი პიროვნული მახასიათებელი, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის დროს იგი იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის პირობებში;

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

6.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ასევე, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევმა ა-–-------------------მა, ნასამართლობის გაქარწყლების ვადის გასვლამდე ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული, თუმცა, მისი წარსული ნასამართლობა განსახილველ შემთხვევაში წარმოადგენს ქმედების შემადგენლობის მაკვალიფიცირებელ ნიშანს; შესაბამისად, მას სასჯელი არ განესაზღვრება რეციდივის წესით.

 

6.3. განაჩენის 6.1. და 6.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

6.4. ა-–-------------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით ისჯება - თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.

 

6.5. სასჯელის შემსუბუქების კუთხით, სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის აღიარებას და მის მიერ სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობას;

 

6.6. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ა-–-------------------ის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა დროს არაერთი შეღავათი იქნა გამოყენებული: კერძოდ, 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ფ------ საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–ის განჩინებით, ა-–-------------------ს ¼-ით შეუმცირდა ფ------ საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------ის განაჩენით - საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა - თავისუფლების აღვეთა 11 (თერთმეტი) წლის და 03 (სამი) თვის ვადით. ასევე, ქ--------- სააპელაციო სასამართლოს 2----–-–---------–---- განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ა-–-------------------ისთვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა და 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 05 (ხუთი) წლის, 07 (შვიდი) თვის და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით, შთანთქა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დანიშნული და 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის, 07 (შვიდი) თვის და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით და საბოლოოდ ა-–-------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის, 07 (შვიდი) თვის და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით.

 

6.7. ასევე, ა-–-------------------ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, ბრალდების მხარის მიერ გამოყენებული იქნა კანონით გათვალისწინებული შეღავათი და ზ---------ს რაიონული სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით, დამტკიცდა პროკურორსა და ა-–-------------------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლითაც ა-–-------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი ) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

6.8. გარდა ამისა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მ------------–-------- საბჭოს 2----–-–---------------------------- გადაწყვეტილებით ა-–-------------------ი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა პირობით ვადამდე - 07 (შვიდი) თვით და 15 (თხუთმეტი) დღით ადრე.

 

6.9. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიუხედავად ა-–-------------------ის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან არაერთი ჰუმანური აქტისა და შეღავათების გამოყენებისა, მისი რესოციალიზაცია ამ დრომდე ვერ მოხდა და მის მიერ 2019 წლის 18, 19 და 20 იანვარს, ასევე 2019 წლის 17 თებერვლის, ჯერ კიდევ გამოსაცდელი ვადის მიმდინარეობისას, ჩადენილი იქნა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული განზრახი მძიმე დანაშაული. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს თბილისის პრობაციის ბიუროს 2----------–-–------------- წერილის თანახმად, ა-–-------------------ი თბილისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე იმყოფება ზ---------ს რაიონული სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენის საფუძველზე და გამოსაცდელი ვადა უსრულდება 2021 წლის 23 მარტს.

6.10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. ამავე კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა სასჯელის მოუხდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო დაუნიშნავს მას სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. განსახილველ შემთხვევაში, ა-–-------------------ი იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ; შესაბამისად, ჩაიდინა რა მან ახალი განზრახი დანაშაული, მის მიმართ პირობით ვადამდე გათავისუფლება 2 (ორი) წლის, 7 (შვიდი) თვის და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით უნდა გაუქმდეს; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

6.11. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა-–-------------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ა-–-------------------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უნდა იქნას - სასჯელთა შთანთქმის პრინციპი. ასევე, შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უნდა იქნას - სასჯელთა შთანთქმის პრინციპი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა-–-------------------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.

7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული სუნის კვალის ნიმუში, მინის ნატეხი, მოწითალო ფერის ლაქები და ანაწმენდის ნიმუშები; ა-–-------------------ის ნერწყვის, სისხლის და სუნის ნიმუშები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული სუნის კვალის ნიმუში, ხელის კვლები და ანაწმენდი - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

- ადგილმდებარეობის დათვალიერების შედეგად ამოღებული 6 (ექვსი) ცალი ფარდა, 52 (ორმოცდათორმეტი) ცალი ონკანის დეტალები, სანტექნიკის ნაწარმი და ,------------ ფირმის მტვერსასრუტი; ლ--------------ისგან ამოღებული ტელევიზორი, პულტი და დოკუმენტაცია - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;

 

- სს ,------------------- გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, რომელიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა-–------------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) წლის ვადით (ი-–----------------------------–- მდებარე სს ,---------------- მაღაზია ,,-------- 2019 წლის 18 იანვრის ეპიზოდი);

2. ა-–------------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) წლის ვადით (ყ---–---------------–- მდებარე სს ,---------------- მაღაზია ,,-------- 2019 წლის 18 იანვრის ეპიზოდი);

3. ა-–------------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) წლის ვადით (ი-–----------------------------–- მდებარე სს ,---------------- მაღაზია ,,-------- 2019 წლის 19 იანვრის ეპიზოდი);

4. ა-–------------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) წლის ვადით (ყ---–---------------–- მდებარე სს ,---------------- მაღაზია ,,-------- 2019 წლის 20 იანვრის ეპიზოდი);

5. ა-–------------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით (დაზარალებულ თ--------------ის ეპიზოდი);

6. ა-–------------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) წლის და 2 (ორი) თვის ვადით (დაზარალებულ ჰ-------–---- ეპიზოდი);

7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ა-–-------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით;

8. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის და ამავე კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გაუქმდეს ზ---------ს რაიონული სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მ------------–-------- საბჭოს 2----–-–---------------------------- გადაწყვეტილება ა-–-------------------ის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.

9. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 6 (ექვსი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის, 7 (შვიდი) თვის და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა-–-------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.

10. ა-–-------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 22 თებერვლის 04:12 საათიდან.

11. მსჯავრდებულ ა-–-------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

12. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული სუნის კვალის ნიმუში, მინის ნატეხი, მოწითალო ფერის ლაქები და ანაწმენდის ნიმუშები; ა-–-------------------ის ნერწყვის, სისხლის და სუნის ნიმუშები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული სუნის კვალის ნიმუში, ხელის კვლები და ანაწმენდი - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

- ადგილმდებარეობის დათვალიერების შედეგად ამოღებული 6 (ექვსი) ცალი ფარდა, 52 (ორმოცდათორმეტი) ცალი ონკანის დეტალები, სანტექნიკის ნაწარმი და ,------------ ფირმის მტვერსასრუტი; ლ--------------ისგან ამოღებული ტელევიზორი, პულტი და დოკუმენტაცია - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;

 

- სს ,------------------- გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, რომელიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

13. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

14. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე იზა კელენჯერიძე