განაჩენი

სისხლის სამართლის 17.06.2019
საქმის ნომერი
330100119002821199
თარიღი
17.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/348-19

(--------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 ივნისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

 

მოსამართლე - იზა კელენჯერიძე

სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ხ---------------–---–ი

სტაჟიორ-პროკურორი - ნ-----------–--ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - მ-----–--------------------–---–ი - დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ---------ი, ს-------------------).

 

კვალიფიკაცია:

 

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის);

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის);

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის).

 

ადვოკატი - ი--------------ე

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2----–-–--------------- თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, მ-----–--------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

1.2. 2018 წლის 30 დეკემბერს, დაახლოებით 22:10 საათზე, ქ. თბილისში, დ--------------------–-----–--------ისა და მ----–--ის ქუჩების კვეთაზე, ქურდობისათვის ნასამართლევი მ-----–--------–---–ი აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა თ--------------–---–ის კუთვნილ ,--------- ფირმის მობილურ ტელეფონს, ღირებულს 50 (ორმოცდაათი) ლარად, რითაც დაზარალებულს მიაყენა ქონებრივი ზიანი.

 

1.3. 2018 წლის 30 დეკემბერს, დაახლოებით 23:55 საათზე, ქ. თბილისში, ც------------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, მ-----–--------–---–ი ნ--------------–--ს ქურთუკის გარეთა ჯიბიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ნ--------------–--ს კუთვნილ „--------- ფირმის მობილურ ტელეფონს, ღირებულს 623 ლარად. აღნიშნული ქმედებით ნ--------------–--ს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

1.4. 2018 წლის 18 დეკემბერს, 09:30 საათზე ქ. თბილისში, ვ-----–-----------ზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „-----–----–--------––-- განთავსებულ შპს „----------------- საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიაში, მ-----–--------–---–ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა „-–--------- ფირმის ტაბლეტს. აღნიშნული ქმედებით შპს „---------------- მიადგა ქონებრივი ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის

 

2.1. დაზარალებულ თ--------------–---–ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 30 დეკემბერს, დაახლოებით საღამოს 10:00 საათისთვის, ქ. თბილისში, მ----–--ისა და გ----------ის ქუჩების კვეთაზე, ,------------ ჯიხურთან შეამჩნია მამაკაცი, რომელსაც ხელში ლუდის ბოთლი ეჭირა. აღნიშნული მამაკაცი მის წინ მიმავალ ორ ქალბატონს აედევნა, რამაც მისი ყურადღება მიიქცია. დაზარალებულმა გზა გააგრძელა და თან მობილურ ტელეფონზე ესაუბრებოდა მეუღლეს. რამდენიმე ხნის შემდეგ, დაზარალებულმა შეამჩნია, რომ ბრალდებული ამჯერად მას მიჰყვებოდა, მის გვერდით ტრიალებდა, თითქოს რაღაცას ათვალიერებდა. ა----–-----–---------თან აღნიშნულმა პიროვნებამ თ--------------–---–ს იდაყვი ჩაარტყა კისრის არეში, გასტაცა მობილური ტელეფონი და გაიქცა. დაზარალებულს დარტყმის გამო ტკივილი არ უგრძვნია, მაგრამ შეეშინდა; რა მიმართულებით გაიქცა ბრალდებული ვერ დაინახა, რადგან აღელვებული და შეშინებული იყო. დაზარალებულის განმარტებით, მ-----–--------–---–ის მიერ გატაცებული ,--------- ფირმის მობილური ტელეფონის ღირებულება 50 (ორმოცდაათ) ლარს შეადგენდა; მეუღლესთან საუბრისას მობილური ტელეფონი იმდაგვარად ეჭირა ხელში, რომ ბრალდებული ვერ შეამჩნევდა, ტელეფონი ძვირადღირებული იყო თუ არა. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ ქუჩაში კარგი განათება იყო (ანთებული იყო ლამპიონები და საახალწლო განათებაც) და ბრალდებულის სახე კარგად დაინახა. თ--------------–---–მა მომხდარის შესახებ გამვლელის დახმარებით შეატყობინა საპატრულო პოლიციას. მან მოგვიანებით, მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში და გამომძიებელს მიუთითა ადგილი, სადაც მოხდა მის მიმართ ტელეფონის წართმევის ფაქტი. მანვე, მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში, რა დროსაც თავისუფლად ამოიცნო ბრალდებული. დაზარალებულმა განმარტა, რომ მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების მიმდინარეობისას რაიმე კანონდარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

2.2. ამოცნობის ოქმის თანახმად, 2018 წლის 31 დეკემბერს, დაზარალებულმა თ--------------–--–მა მისთვის ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო მარცხნიდან რიგით მესამე და მარჯვნიდან რიგით პ------–ი მდგომი მამაკაცი სიმაღლით, მრგვალი პირსახით, რამდენიმე დღის გაუპარსავი წვერით, სწორი, ოდნავ დიდი ცხვირით, საშუალო ზომის ტუჩებით, თხელი მუქი ფერის თმით, შუბლზე მელოტით და საერთო აგებულებით.

 

2.3. 2018 წლის 31 დეკემბერს, საქართველოს შსს დ---------------------ს სამმართველოს პ------–------------–--ის გამომძიებელ მ---------------ის მიერ, დაზარალებულ თ--------------–---–ის, ექსპერტების - ლ-–----------ისა და დ--------–--------–---–ის მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც დაზარალებულმა თ--------------–---–მა მიუთითა, ქ. თბილისში, დ------------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მისთვის უცნობი მამაკაცი ადევნა, ხოლო ა----–-----–--------ისა და მ----–--ის ქუჩების კვეთაზე გასტაცა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი.

 

2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე/კანონთან შესაბამისობა დაადასტურა საქართველოს შსს დ---------------------ს სამმართველოს პ------–------------–--ის გამომძიებელმა - მ---------------ემ და დამატებით განმარტა, რომ გამოძიების ფარგლებში გამოკითხა დაზარალებული - თ--------------–---–ი და პატაკის ავტორი - გ----------------ე; ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩაატარა კანონმდებლობის სრული დაცვით და რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია დაფიქსირებული არ ყოფილა.

 

2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის სისწორე დაადასტურა ექპერტმა - დ--------–--------–---–მა. ექსპერტმა აღნიშნა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას, დაზარალებულმა დამოუკიდებლად მიუთითა ადგილებზე, სადაც აედევნა ბრალდებული და გასტაცა მობილური ტელეფონი. ექსპერტის განმარტებით, ექსპერიმენტის მიმდინარეობა დასურათებულ იქნა, ხოლო გადაღებული ფოტოსურათები გამომძიებელს გადაეცა.

 

2.6. ქ. თბილისის დ----------------------ის შს სამმართველოს პ------–------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ - გ----------------ის მიერ შედგენილი პატაკის მიხედვით ირკვევა, რომ როგორც მისთვის გახდა ცნობილი, 2018 წლის 30 დეკემბერს, თ-------------–---–ს მობილური ტელეფონი გასტაცა მ-----–--------------------–---–მა.

 

2.7. საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ---------------------ს სამმართველოს პ------–------------–--ის ინსპექტორ-გამომძიებელმა - გ----------------ემ, მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, რომ 2018 წლის 30 დეკემბერს, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თ--------------–---–ის ძარცვა ჩადენილი უნდა ყოფილიყო მ-----–--------–---–ის მიერ. მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შესახებ პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას და გამოიკითხა გამომძიებელ მ---------------ის მიერ.

 

2.8. საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ---------------------ს სამმართველოს პ------–------------–--ის გამომძიებელმა - დ--------------ემ მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და დამატებით განმარტა, რომ მოცემული სისხლის სამართლის ფარგლებში, ბრალდებულისა და ექსპერტების მონაწილეობით ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი და მ-----–--------–---–ს (თანხმობით) აუღო ნერწყვის ნიმუში. ბრალდებულმა მიუთითა დანაშაულის ჩადენის ადგილზე, საიდანაც მისივე მითითებით ამოღებული იქნა მობილური ტელეფონის ელემენტი. აღნიშნულის შემდეგ, ექსპერიმენტის მონაწილეებმა გადაინაცვლეს ც---------------ის ქუჩაზე, სადაც ბრალდებულმა მიუთითა ერთ-ერთ გაჩერებაზე, რომლის მიმდებარედ მოქალაქეს გასტაცა მობილური ტელეფონი. საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობა დასურათებულ იქნა ექსპერტების მიერ.

 

2.9. საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ---------------------ს სამმართველოს პ------–------------–--ის გამომძიებელმა - რ-------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის ივლისის ან აგვისტოს თვეში წარმოებაში ჰქონდა სისხლის სამართლის საქმე მ-----–--------–---–ის მიმართ. მისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული ქმედებისთვის ბრალდებულს შეეფარდა პირობითი მსჯავრი. 2018 წლის 30 დეკემბერს, ქ. თბილისის დ---------------------ს შს სამმართველოს პ------– განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმადაც, დ------------ში, მ----–--ის ქუჩაზე ქალბატონს თავში ჩაარტყეს და წაართვეს მობილური ტელეფონი. მოცემულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება ძარცვის მუხლით. დაზარალებულად იქნა ცნობილი თ--------------–---–ი, რომელმაც გამოკითხვისას დაადასტურა ბრალდებულის მიერ მობილური ტელეფონის წართმევის ფაქტი. მოწმემ ასევე დაადასტურა ოპერატიული ინფორმაციის არსებობის ფაქტი, რომლის თანახმადაც, აღნიშნული დანაშაული შეიძლება ჩადენილი ყოფილიყო მ-----–--------–---–ის მიერ. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, შესაბამისი უწყებით, პოლიციის განყოფილებაში რ-------------ემ დაიბარა მ-----–--------–---–ი, რომელიც გამოიკითხა მოწმის სახით. აღნიშნულის შემდეგ, დაზარალებულმა თ-------------–---–მა ამოიცნო ბრალდებული, როგორც დანაშაულის ჩამდენი პირი, რის გამოც იგი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით. ბრალდებულს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოღებულ იქნა „--------- ფირმის, შავი ფერის მობილური ტელეფონი. მ-----–--------–---–ი დაკითხულ იქნა ბრალდებულის სახით, რა დროსაც მან დაადასტურა, რომ აღნიშნული ფირმის „--------- ფირმის მობილური ტელეფონი იმავე ღამეს, ც---------------ის ქუჩაზე მოპარა გოგონას. აღნიშნულის შემდეგ, მ-----–--------–---–ის მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ბრალდებულმა მიუთითა დანაშაულის ჩადენის ადგილზე, ასევე მისი მითითებით ამოღებულ იქნა თ--------------–---–ის მობილური ტელეფონის ელემენტი. მ-----–--------–---–ი ასევე გამოიკითხა პლანშეტის ქურდობის ფაქტზე და მის მიმართ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. მოწმემ განმარტა, რომ მ-----–--------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ შედგენილი ყველა დოკუმენტი ნამდვილია და მისთვის უცნობია, თუ რატომ ადანაშაულებს ბრალდებული მას ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია.

 

2.10. ექსპერტმა ნ-----–------–-–---მ, მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომელიც ჩატარდა ბრალდებულის ჩვენების შემოწმების მიზნით. საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში მ-----–--------–---–მა მიუთითა დ------------ში არსებულ შემთხვევის ადგილზე, სადაც ქალბატონს გასტაცა მობილური ტელეფონი. ასევე ბრალდებულის მითითებით, შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 100-150 მეტრში, ავტოფარეხების უკან მდებარე ტერიტორიიდან ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონის ელემენტი. აღნიშნულის შემდეგ, ექსპერიმენტის მონაწილეები გაემართნენ ნ----–------ს რაიონში, ც---------------ის ქუჩაზე, სადაც ბრალდებულმა მიუთითა ერთ-ერთ გაჩერებაზე და აღნიშნა, რომ სწორედ იქ გასტაცა მოქალაქეს მობილური ტელეფონი. საგამოძიებო ექსპერიმენტში ნ-----–------–-–---სთან ერთად ასევე მონაწილეობდნენ ექსპერტები და გამომძიებელი - დ--------------ე. საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობა დასურათებულ იქნა ექსპერტების მიერ.

 

2.11. 2018 წლის 31 დეკემბრის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ქ. თბილისის დ---------------------ს შს სამმართველოს პ------–------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ--------------ს მიერ დაკავებულ იქნა მ-----–--------–---–ი, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა „--------- ფირმის მობილური ტელეფონი. ოქმზე ბრალდებულის მიერ შენიშვნა დაფიქსირებული არ ყოფილა.

 

2.12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------------- განაჩენით, მ-----–--------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც შეეცვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

2.13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის პ------–ი ნაწილის თანახმად, თუ ბრალდებული წინააღმდეგია, სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე მის მიერ გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ინფორმაციის აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) და ზემოაღნიშნული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია. მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვაზე ან ამ ინფორმაციის აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენაზე (დემონსტრირებაზე) ბრალდებულის უარი არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. ბრალდებულმა მ-----–--------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ძარცვის ნაწილში წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ გამოძიებაში გამოკითხვისას დანაშაულის აღიარება გამოწვეული იყო პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობით; შესაბამისად, დაცვის მხარემ უარი განაცხადა ბრალდებულის მონაწილეობით ჩატარებული (ძარცვის ნაწილში) საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად მიღებული ინფორმაციის გამოყენებაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან 2018 წლის 31 დეკემბერს, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ბრალდებულის ჩვენების შემოწმების მიზნით, სასამართლო არ გამოიყენებს აღნიშნული მოქმედების ამსახველი ოქმსა და ექსპერიმენტისას ბრალდებულისგან მიღებული ინფორმაციას, მ-----–--------–---–ის მიმართ განაჩენის გამოტანისას.

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამან მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის;

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის.

 

2.14. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პ------–ი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულ მ-----–--------–---–ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში მითითებული მტკიცებულებების ძირითადი ნაწილი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე. მხარეთა ინიციატივით სადავო მტკიცებულებებს წარმოადგენს: მოწმე თ--------------–---–ის გამოკითხვის ოქმი, 1.1; მოწმე გ----------------ის გამოკითხვის ოქმი, 1.2; მოწმე მ-----–--------–---–ის გამოკითხვის ოქმი, 1.3; ბრალდებულ მ-----–--------–---–ის გამოკითხვის ოქმი, 1.4;. დასაკითხ პირთა სიიდან: დაზარალებული თ--------------–---–ი, 2.1; მოწმე გ----------------ე, 2.4; გამომძიებელი მ---------------ე 2.12; გამომძიებელი რ-------------ე, 2.13; გამომძიებელი დ--------------ე, 2.14;. ექსპერტი ლ-–----------ი, 2.22; ექსპერტი ლ-–----–--------–---–ი, 2.23. ექსპერტი ნ-----–------–-–---, 2.24;. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, 3.1; პირის ამოცნობის ოქმი, 3.2. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, 3.3; ოქმი დაკავებულის ოჯახის წევრზე შეტყობინების თაობაზე და სამედიცინო შეთავაზების შესახებ, 3.4. შუამდგომლობა ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის კანონიერად ცნობის თაობაზე, 3.5. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, 3.6; ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმი, 3.7; დადგენილება თ--------------–---–ის დაზარალებულად ცნობის შესახებ, 3.8. დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, 3.9; დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, 3.27; მიმართვის წერილი საექსპერტო - კრიმინალისტიკურ სამსახურს და დადგენილება საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, 4.1; მიმართვის წერილი და დადგენილება ლ----------------–--------–----------------–----------ს, დადგენილება ბიოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, 4.2; საქმეზე თანდართული საგნები და ნივთები: მ-----–--------–---–ის ნერწყვის ნიმუში, 5.1;. მ-----–--------–---–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ელემენტი, 5.3; უწყება პირის გამოძახების შესახებ, 7.1; უწყება პირის გამოძახების შესახებ, 7.2; გამოძიების დაწყების ბარათი, 8.1; შეტყობინება დანაშაულის შესახებ, 8.2; გ----------------ის პატაკი, 8.3; მიმართვის წერილი გ-–-----------–--------------------–-------------------–--ას, 8.4; მომართვის წერილი გ-–-----------–------ს პროკურატურიდან, 8.5; სასამართლომ სადავო მტკიცებულებებზე დეტალურად უკვე იმსჯელა და დამატებით ყურადღებას არ შეაჩერებს.

 

2.15. ბრალდებულმა მ-----–--------–---–მა ქურდობის ნაწილში მისთვის წარდგენილ ბრალდებებში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და განმარტა, 2018 წელს გაასამართლეს ქურდობისთვის, ხოლო ახალი დანაშაულის ჩადენისას იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ. თ--------------–---–ს არ იცნობს და მისთვის გაუგებარია რა ინტერესი გააჩნია დაზარალებულს მის მიმართ; ბრალდებული აღიარებს მობილური ტელეფონისა და პლანშეტის ქურდობის ფაქტს; თ--------------–---–ისთვის კი მობილური ტელეფონი არ წაურთმევია. ბრალდებულმა დაადასტურა, რომ 2018 წლის 30 დეკემბერს, ღამის საათებში იმყოფებოდა დ------------ში და მეგობართან ერთად ლუდი დალია; ამოცნობაში მონაწილეობა მიიღო თუ არა არ იცის, თუმცა ოქმზე ხელმოწერა ნამდვილად მისია. დაზარალებულ ნ--------------–--ს მობილური ტელეფონი მოპარა ც---------------ის გამზირზე. ბრალდებულმა საქმის არსებითი განხილვისას დაადასტურა, რომ პირადი ჩხრეკისას დაზარალებულ ნ--------------–--ს მობილური ტელეფონი მისგან ამოიღეს პოლიციელებმა. ბრალდებულმა ასევე განაცხადა, რომ დაკავებისას სამმა პოლიციელმა ჩატენა ავტომანქანაში; ყოველგვარი განმარტების გარეშე დაუწყეს გინება და ცემა; პოლიციელთა მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად კი ნეკნი დაუზიანდა. ასევე ბრალდებულმა განაცხადა, რომ ერთი საათის განმავლობაში წყალს ითხოვდა, მაგრამ პოლიციელებმა უარი უთხრეს. პოლიციის განყოფილებაში მიყვანამდე, ბრალდებული მ----------- ძეგლთან გააჩერეს პოლიციელებმა და მისი ცემა გააგრძელეს; დაკავებიდან სამი-ოთხი საათის შემდეგ კი მიიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც დახვდა გამომძიებელი, პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე; განყოფილებაშიც გაგრძელდა მისი ცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მ-----–--------–---–ის ჩვენების თანახმად, იგი მედიკამენტს ითხოვდა, თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნულზეც უარი უთხრეს; მეორე დილით გაიყვანეს საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად; ბრალდებულმა ასევე განაცხადა, რომ გამოკითხვის ოქმზე ხელი მისი შინაარსის წაუკითხავად მოაწერა; პოლიციაში გამოძახების შესახებ უწყება არ ჩაბარებია; აღნიშნულ დოკუმენტზე ხელი პოლიციის განყოფილებაში მოაწერინეს. ბრალდებულმა დამატებით განმარტა, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას, ასევე წინასასამართლო სხდომის მიმდინარეობისას, მოსამართლისთვის არ განუცხადებია მის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის შესახებ.

 

2.16. სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და მ-----–--------–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია მ-----–--------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის; შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პ------–ი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

3.3. საქმეში - Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli a№d others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], №o. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, no. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).ქ

 

3.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

3.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

3.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და საქმეში არსებულ სხვა, პრეიუდიციულად მიჩნეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პ------– პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.7. სასამართლომ ზემოხსენებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული მ-----–--------–---–ის მიერ ძარცვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარა დაუფლების, არაერთგზის და ასევე ქურდობის. ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარული დაუფლების, არაერთგზის ჩადენა, კერძოდ: მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა მ-----–--------–---–მა 2018 წლის 30 დეკემბერს, დაახლოებით 22:10 საათზე, ქ. თბილისში, დ--------------------–-----–--------ისა და მ----–--ის ქუჩების კვეთაზე, თ--------------–---–ს გასტაცა ამ უკანასკნელის კუთვნილი ,--------- ფირმის მობილური ტელეფონი, ღირებული 50 (ორმოცდაათი) ლარად. ბრალდების ხმარის მტკიცებულებებით ასევე უტყუარად დადასტურდა, რომ 2018 წლის 30 დეკემბერს, დაახლოებით 23:55 საათზე, ქ. თბილისში, ც------------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე მ-----–--------–---–მა ნ--------------–--ს ქურთუკის გარეთა ჯიბიდან ფარულად ამოაცალა ჰ-------“ ფირმის მობილური ტელეფონი, ღირებული 623 ლარად, ხოლო 2018 წლის 18 დეკემბერს, 09:30 საათზე, ქ. თბილისში, ვ-----–-----------ზე მდებარე სავაჭრო ცენტრ -„-----–----–--------––-- განთავსებულ შპს „----------------- საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიაში ფარულად დაეუფლა „-–--------- ფირმის ტაბლეტს, ღირებულს, დღეის მდგომარეობით, 300 ლარად.

 

3.8. განსახილველ შემთხვევაში ზემოხსენებული დასკვნის მიღებამდე, სასამართლომ მიმოიხილა დაცვის მხარის არგუმენტაცია და არ გაიზიარა მისი პოზიცია მ-----–--------–---–ის უდანაშაულობის თაობაზე, კერძოდ:

 

- დაცვის მხარის მტკიცებით, მ-----–--------–---–ისაგან დანაშაულის აღიარების მოპოვება მოხდა პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის შედეგად; შესაბამისად, სწორედ ასეთი ფორმით მიღებული აღიარება დაედო საფუძვლად შემდგომში საგამოძიებო მოქმედებებს თ--------------–---–ის ეპიზოდში. ბრალდებულს დაკავებისას მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მისი ცემა გაგრძელდა პოლიციის განყოფილებაშიც. იგი რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში საკვებისა და წყლის გარეშე.

 

- სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულ მ-----–--------–---–ის განცხადებას მის მიმართ პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის ინფორმაციით, აღნიშნულზე დაწყებულია გამოძიება და აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია უტყუარად დადგინდეს, ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი მ-----–--------–---–ის მიმართ პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებს, თუმცა მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები მოცემული ბრალდების ფარგლებში განსახილველ საკითხს არ წარმოადგენს და საჭიროებს გამოძიებას, რომელზეც კონტროლი და ეფექტური ღონისძიებების გატარება სახელმწიფოს მოვალეობას წარმოადგენს.

 

- დაცვის მხარის განმარტებით, მ-----–--------–---–ს დაზარალებულ თ--------------–---–ისათვის მობილური ტელეფონი არ წაურთმევია და აღნიშნულ ეპიზოდში, მ-----–--------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დადასტურების თვალსაზრისით, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა; დაეყრდნო მხოლოდ დაზარალებულისა და ირიბი მოწმეების (პოლიციელების) ჩვენებებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ერთმანეთსა და დაზარალებულის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებულ ინფორმაციას. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ პოზიციას და განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას არ ყოფილა გამოვლენილი რაიმე გარემოება, რაც დაზარალებულ თ--------------–---–ის ჩვენებას ეჭვქვეშ დააყენებდა. დადგენილია, რომ (თავად ბრალდებულიც აღიარებს) დაზარალებული მ-----–--------–---–ს არ იცნობდა; შესაბამისად, გამოირიცხება რაიმე სახის პირადი დაინტერესება დაზარალებულის მიერ ბრალდებულის პიროვნებით, რაც თ--------------–---–ის ჩვენებას ეჭვქვეშ დააყენებდა. დაზარალებული დაიკითხა მხარეთა მიერ, დაესვა არაერთი კითხვა და სასამართლო ცალსახად დარწმუნდა მის გულწრფელობაში; შესაბამისად, სასამართლო ცალსახად იზიარებს თ--------------–---–ის განმარტებებს იმ გარემოებებთან მიმართებით, რომ შემთხვევა მოხდა ლამპიონებითა და საახალწლო განათებით განათებულ ქუჩაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მან კარგად დაინახა მ-----–--------–---–ის სახე და ბრალდებულის ამოცნობა არ გაჭირვებია; ამასთან, სასამართლო თვლის, რომ დაზარალებულის ჩვენება, მისი მონაწილეობით ჩატარებული პირის ამოცნობისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, ასევე საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული სხვა მტკიცებულებები, ერთობლიობაში ქმნიან გამამტყუნებელი განაჩენისთვის კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს; ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებში რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები არ შეინიშნება.

 

- დაცვის მხარემ ასევე აღნიშნა, რომ მ-----–--------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება არასრულად იქნა წარმოებული. დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იყო ვიდეოსამეთვალყურეო კამერები, რომელთა ჩანაწერებიც ბრალდების მხარის მიერ არ იქნა ამოღებული. სასამართლო დაცვის მხარის აღნიშნული პოზიციის საწინააღმდეგოდ განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის პ------–ი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას აწარმოებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფების გამომძიებლები. გამოძიებაზე ზედამხედველობას კი ახორციელებენ პროკურორები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში; შესაბამისად, საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, ჩაერიოს საგამოძიებო პროცესში და მიუთითოს საგამოძიებო ორგანოებს, თუ რა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები უნდა განახორციელოს მან. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პ------–ი ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება; შესაბამისად, სასამართლო აფასებს მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და მათი სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე, გამოაქვს გადაწყვეტილება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე. მ-----–--------–---–ის მიმართ (ძარცვის ნაწილში) წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობის, სანდოობისა და უტყუარობის თვალსაზრისით უკვე შეაფასა სასამართლომ და მათზე დამატებით ყურადღებას არ შეაჩერებს.

 

3.9. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის. ძარცვა ორობიექტიანი დანაშაულია და მისი დაცვის ობიექტს წარმოადგენს როგორც საკუთრებითი ურთიერთობა, ასევე ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პ------–ი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“. ობიექტური მხრივ, ძარცვა აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება, რა დროსაც ხდება სხვისი მოძრავი ქონების აშკარა, მართლსაწინააღმდეგო დაუფლება. ძარცვისთვის დამახასიათებელია მოქმედების აშკარა ხასიათი და ზოგჯერ ადამიანზე ფიზიკური ან ფსიქიკური ზემოქმედება, რაც ამ დანაშაულის სოციალურ საშიშროებას ზრდის. განსახილველი ქმედების აშკარა ხასიათი იმაში მდგომარეობს, რომ სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლება ხდება თვალნათლივ, კერძოდ, დაუფლების ფაქტი აღქმადია უშუალოდ მესაკუთრის ან მფლობელისათვის ან/და სხვა პირებისათვის, ამასთანავე, დამნაშავე აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების აშკარა ხასიათს. ამრიგად, იმისათვის, რომ განისაზღვროს, თუ რა ხერხით ხდება სხვისი ქონების დაუფლება, ყურადღება უნდა მიექცეს ობიექტურ და სუბიექტურ კრიტერიუმებს. ობიექტური კრიტერიუმი გულისხმობს ქონების მესაკუთრის, მფლობელის ან სხვა პირის შეგნებას, რომ ისინი ხედავენ და აღიქვამენ პირის ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს; ხოლო სუბიექტური კრიტერიუმი კი მდგომარეობს იმაში, რომ თვით დამნაშავესაც შეცნობილი აქვს, რომ სხვა პირი აღიქვამს ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტს. სუბიექტური შემადგენლობის მხრივ, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლი მოითხოვს პირდაპირი განზრახვის არსებობას, უფრო მეტიც, ძარცვა მოითხოვს სპეციალურ - მისაკუთრების მიზანს, რაც შესაძლებელია მხოლოდ პ------–ი ხარისხის პირდაპირი, კონკრეტიზებული განზრახვის არსებობისას.

 

3.10. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ქურდობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის სახეობითი ობიექტია საკუთრების ურთიერთობა მთლიანად; იგი მოიცავს როგორც ყველა მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ასევე ქონების სხვა კანონიერი მფლობელის უფლებასაც, ხოლო უშუალო ობიექტს კი წარმოადგენს ისეთი ქონებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საკუთრების ან ქონების ფლობასთან. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პ------–ი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“

 

3.11. კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) ნივთის კუთვნილება და სახე (ნივთი უნდა განეკუთვნოდეს მოძრავ ნივთს და უნდა იმყოფებოდეს სხვა სუბიექტის საკუთრებაში/მფლობელობაში); 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება - ნივთის ფარული დაუფლება; 3) პირის მიერ განხორციელებული ქმედება უნდა ხელყოფდეს ნივთის მესაკუთრის უფლებას.

 

3.12. რაც შეეხება მ-----–--------–---–ის ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებებს, მათ სასამართლო მიმოიხილავს დეტალურად:

 

მ-----–--------–---–ის მიერ ჩადენილმა ქმედებებმა გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილ მინიმალურ ზღვარს ბევრად აღემატება ის ზიანი, რაც გამოიწვია მ-----–--------–---–ის მიერ ჩადენილმა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულმა ქმედებებმა. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი ბრალდების მხარის მტკიცებულებებით, დადგენილია, რომ მ-----–--------–---–ის მიერ ფარულად დაუფლებული „--------- ფირმის მობილურ ტელეფონის ღირებულება შეადგენს 623 ლარს, ხოლო „-–--------- ფირმის ტაბლეტის ღირებულება მასზე არსებული დაზიანებისა და ცვეთის გათვალისწინებით, შეადგენს - 300 ლარს. შესაბამისად, სახეზეა მნიშვნელოვანი ზიანის არსებობის ფაქტი.

 

ქურდობისა და ძარცვის ჩადენა არაერთგზის:

 

საქართველოს სისხლის სამართლის მე-15 მუხლის პ------–ი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–--------------- განაჩენით, მ-----–--------–---–ი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენის დროისთვის იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ. ამასთან, ნასამართლობის გაქარწყლების ვადის გასვლამდე, მან კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული, საქართველოს სსკ-ის 178-ე და 177-ე მუხლებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები. შესაბამისად, სახეზეა მ-----–--------–---–ის მიერ ძარცვისა და ქურდობის ჩადენა არაერთგზის.

 

3.13. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

3.14. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ მ-----–--------–---–ის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედების არცერთ ნიშანთან დაკავშირებით; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება; შესაბამისად, მ-----–--------–---–ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მ-----–--------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებებიდან ქურდობის ნაწილში მისი აღიარება და მის მიერ სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პ------–ი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პ------–ი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

5.3. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ხუთიდან რვა წლამდე, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ოთხიდან შვიდ წლამდე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ და მიუხედავად, იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მის მიმართ გატარებული იქნა საშეღავათო ღონისძიება, აღნიშნულმა მის ქცევაზე ვერ იქონია შემაკავებელი ხასიათი, პირობითმა მსჯავრმა ვერ უზრუნველყო სასჯელის მიზნების მიღწევა და მჯავრდებულის რესოციალიზაცია და მან კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პ------–ი ნაწილით გათვალისწინებული წესი. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევმა მ-----–--------–---–მა ნასამართლობის გაქარწყლების ვადის გასვლამდე ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული თუმცაღა, მისი წარსული ნასამართლობა განსახილველ შემთხვევაში წარმოადგენს ქმედების შემადგენლობის მაკვალიფიცირებელ ნიშანს; შესაბამისად, მას სასჯელი არ განესაზღვრება რეციდივის წესით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ მ-----–--------–---–ს არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი სხვა რაიმე გარემოება, ხოლო მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებებიდან ქურდობის ნაწილში მისი აღიარება და სწრაფი მართლმსაჯულებისთვის ხელის შეწყობა (აღნიშნულ ნაწილში), რის საფუძველზეც მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ მინიმალური სასჯელის გამოყენების შემთხვევაშიც იქნება მიღწეული სასჯელის კანონისმიერი მიზნები.

 

5.5. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პ------–ი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს, სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. განსახილველ შემთხვევაში, მ-----–--------–---–ს წინა განაჩენით დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც ჩათვლილი აქვს პირობითად იმავე გამოსაცდელი ვადით. სასამართლო გააქუმებს რა წინა განაჩენით დანიშნულ პირობით მსჯავრს, სასჯელის დანიშვნისას გამოიყენებს შთანთქმის პრინციპს; საბოლოოდ, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ-----–--------–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით, ხოლოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით, თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, მ-----–--------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

- მ-----–--------–---–ის ნერწყვის ნიმუში - უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

- ამოღებული „--------- ფირმის მობილური ტელეფონი; მ-----–--------–---–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ელემენტი, „-–--------- ფირმის პლანშეტი - უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;

 

- შპს „მ------------------- გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი დალუქული 1 (ერთ) დისკად, რომელიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ-----–--------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;

 

2. მ-----–--------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით;

 

3. მ-----–--------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, მ-----–--------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------- განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათის დანიშნული პირობითი მსჯავრი;

 

6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------- განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ-----–--------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 5 (ხუთი) წლის ვადით;

 

7. მ-----–--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 31 დეკემბრის 12:21 საათიდან.

 

8. მსჯავრდებულ მ-----–--------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

9. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

- მ-----–--------–---–ის ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

- ამოღებული „--------- ფირმის მობილური ტელეფონი; მ-----–--------–---–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ელემენტი, „-–--------- ფირმის პლანშეტი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;

 

- შპს „მ------------------- გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი დალუქული 1 (ერთ) დისკად, რომელიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე იზა კელენჯერიძე