გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.07.2019
საქმის ნომერი
421210119002858568
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
04.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 421210119002858568

N2/33-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

04.07.2019 წ. ქ. ყვარელი

შესავალი ნაწილი

ყვარლის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი გვანცა სოლოღაშვილი

მოსარჩელე - რო--- ვა------–--ლი;

წარმომადგენელი - მა----–- ხა------–--ლი-ღვ--–-ძე;

მოპასუხე -გი------ ვა------–--ლი;

წარმომადგენელი - ალ---ი ტუ----–--ლი;

მესამე პირი -კახეთის აღსრულების ეროვნული ბიურო“;

წარმომადგენელი - გი------ მა-----ძე;

დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.

აღწერილობითი ნაწილი:

მოსარჩელის მოთხოვნა: კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2019 წლის 11 თებერვალის თარიღით შედგენილი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან ამოირიცხოს მოსარჩელის კუთვნილი 1. ტელევიზორი ,,SAMSUNGI''-ის გირმის, შავი ფერის; 2. კუთხის დივანი, ტყავის, შავი ფერის; 3. მაცივარი ,,SAMSUNGI''-ის გირმის ვერცხლისფერი, ორკამერიანი; 4. გაზქურა ,,EORODUL'' - ის ფირმის ; 5. მისაღები ოთახის ავეჯი, ე.წ. ,,კედელი" შავი ფერის. 6. ტელეფონის მაგიდა შავი ფერის; 7. ჟურნალების მაგიდა, ხის; 8. სარეცხის მანქანა SAMSUNGI-ი, ფირმის, ვერცხლისფერი, 5-კგ-იანი; 9. შესასვლელი ოთახის გარნიტური სარკით, საკიდებით; 10. საოფისე სავარძელი, გორგოლაჭებიანი; 11. კომპიუტერის მაგიდა, ლამინატის, მუქი ყავისფერი; 12. კომპიუტერის ქეისი, უცნობი ფირმის. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა დაამყარა შემდეგ გარემოებებზე: მოპასუხე გი------ ვა------–--ლის არის მოსარჩელე რო--- ვა------–--ლის შვილი. მოპასუხე 2018 წლის 16 ივლისის თბილისის საქალაო სასამართლოს მიერ მსჯავრდებული იქნა სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდა 11 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 20 000 ლარის ოდენობით. დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2019 წლის 11 თებერვალის თარიღით შედგენილი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტით მოხდა მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ნივთების, დაყადაღება. ნივთები რომელის დაყარაღებაც მოხდა მოსარჩელემ წამოიღო ქ. ქობულეთიდან, სადაც მას ჰქონდა სახლი და გაყიდა 2017 წლის 10 ნოემბერს. ყადაღა დადებული ნივთები ჩამოტანა ქ. ყვარელში, ილ. ჭავჭავაძის ქ. N--–- მდებარე სახლში, რომელიც ეკუთვნის მოსარჩელის შვილიშვილს რო-–---- ვა------–--ლს, სადაც თვითონ მოსარჩელეც ცხოვრობს. მოსარჩელე ვალდებულად თვლის თავს იზრუნოს პატიმარი შვილის ოჯახზე. მოსარჩელე განმარტავს, რომ იგი პროფესიით არის ექიმი და დააყაღებული ნივთები თავისი შრომით აქვს შეძენილი. მოსარჩელე ითხოვს კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2019 წლის 11 თებერვალის თარიღით შედგენილი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან ამოირიცხოს მოსარჩელის კუთვნილი 1. ტელევიზორი ,,SAMSUNGI''-ის გირმის, შავი ფერის; 2. კუთხის დივანი, ტყავის, შავი ფერის; 3. მაცივარი ,,SAMSUNGI''-ის გირმის ვერცხლისფერი, ორკამერიანი; 4. გაზქურა ,,EORODUL'' - ის ფირმის ; 5. მისაღები ოთახის ავეჯი, ე.წ. ,,კედელი" შავი ფერის. 6. ტელეფონის მაგიდა შავი ფერის' 7. ჟურნალების მაგიდა, ხის; 8. სარეცხის მანქანა SAMSUNGI-ი, ფირმის, ვერცხლისფერი, 5-კგ-იანი; 9. შესასვლელი ოთახის გარნიტური სარკით, საკიდებით; 10. საოფისე სავარძელი, გორგოლაჭებიანი; 11. კომპიუტერის მაგიდა, ლამინატის, მუქი ყავისფერი; 12. კომპიუტერის ქეისი, უცნობი ფირმის. 2. მოპასუხეების და მესამე პირის პოზიცია: 2.1. მოპასუხე გი------ ვა------–--ლმა სარჩელი ცნო. 2.2. მესამე პირმა კახეთის სააღსრულებო ბიურომ შესაგებელი არ წარმოადგინა. სასამართლო სხდომაზე წარმომადგენელმა განმარტა, რომ სააღსრულებო წარმოება კრედიტორის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომლის ფარგლებში განხორციელდა ნივთების დაყადაღება. შესაბამისად მესამე პირს რაიმე შედავება ნივთების კუთვნილებასთან დაკავშირებით არ გააჩნია. 3. ფაქტობრივი გარემოებები: 3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები: 3.1.1. კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია №A18103981-011/001 სააღსრულებო საქმე, სადაც კრედიტორია სახელმწიფო ბიუჯეტი, ხოლო მოვალეს გი------ ვა------–--ლი წარმოადგენს. სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში, კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი 2019 წლის 11 თებერვალს ქ. ყვარლში ჭავჭავაძის ქ.N--–- გამოცხადდა, სადაც აღწერა და დააყადაღა შემდეგი მოძრავი ნივთები:1. ტელევიზორი ,,SAMSUNGI''-ის გირმის, შავი ფერის; 2. კუთხის დივანი, ტყავის, შავი ფერის; 3. მაცივარი ,,SAMSUNGI''-ის გირმის ვერცხლისფერი, ორკამერიანი; 4. გაზქურა ,,EORODUL'' - ის ფირმის ; 5. მისაღები ოთახის ავეჯი, ე.წ. ,,კედელი" შავი ფერის. 6. ტელეფონი მაფიდა შავი ფერის' 7. ჟურნალების მაგიდა, ხის; 8. სარეცხის მანქანა SAMSUNGI-ი, ფირმის, ვერცხლისფერი, 5-კგ-იანი; 9. შესასვლელი ოთახის გარნიტური სარკით, საკიდებით; 10. საოფისე სავარძელი, გორგოლაჭებიანი; 11. კომპიუტერის მაგიდა, ლამინატის, მუქი ყავისფერი; 12. კომპიუტერის ქეისი, უცნობი ფირმის. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: - სარჩელი; - ნივთის აღწერის და დაყადაღების აქტი. 3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები: 3.2.1. კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2019 წლის 11 თებერვალს შედგენილ ნივთების აღწერისა და დაყადაღების აქტში მითითებული მოძრავი ნივთები წარმოადგენს მოსარჩელე რო--- ვა------–--ლის საკუთრებას. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: - - სარჩელი. - -მოპასუხე გი------ ვა------–--ლის შესაგებელი; - - ნივთის აღწერის და დაყადაღების აქტი. - - მოწმეთა ჩვნებები. - სამოტივაციო ნაწილი: 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა: საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. 5. კანონები, სხვა სახის ნორმატიული აქტები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ: 5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; 5.2. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი. 6. სამართლებრივი შეფასება: 6.1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. ამავე კანონის 44-ე უხლის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე ყადაღას ექვემდებარება მხოლოდ ის ქონება, რომელიც მოვალეს ეკუთვნის. ამასთან, კანონის 44-ე მუხლი აწესებს ვარაუდს, რომლის მიხედვით მოვალეს ეკუთვნის ის ნივთები, რომლებსაც მასთან პოულობენ. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელემ მიუთითა, რომ ყადაღის აქტში ჩამოთვლილი ნივთები მისი საკუთრებაა. მოპასუხე გი------ ვა------–--ლმა შესაგებლით სცნო სარჩელი და მიუთითა, რომ მას დაყადაღებულ ნიტებთან არავითარი კავშირი არ აქვს, რადგან ისინი არის მისი მამის შეძენილი და ქობულეთში მდებარე სახლიდან გადმოტანილი, რაც მითითებული ბინა გაყიდა მისმა მამამ. 6.2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია, აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად, (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდა, რომ დაყადაღებული ნივთები მისი შეძენილია, ისინი ჩამოტანილია ქ. ქობულეთიდან სახლის გაყიდვის შემდეგ. მოწმეებმა ლი- რუ---–--ლმა, გე-–- ბე------ძემ, მა-–----- კუ----–--ლმა, ირ---–- ვა------–--ლმა და და-–- ღლ-----მა დაადასტურეს, რომ დაყადაღებული ნივთები მოსარჩელემ ჩამოიტანა ქ. ქობულეთიდან იქ არსებული ბინის გაყიდვის შემდეგ და წარმოადგენს მოსარჩელის ქონებას. 6.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. წარმოდგენილი სარჩელით სადავო ნივთების ღირებულება 1770 ლარით განისაზღვრა. შესაბამისად, დავის საგნის ღირებულება 2 000 ლარს არ აღემატება და ამდენად, მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ საჩივრდება. 7. საპროცესო ხარჯები: 7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის რაოდენობა დავის საგნის ღირებულების 3%-ს შეადგენს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში ამავე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს შეადგენს. მოსარჩელე რო--- ვა------–--ლს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, რომლის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს. სარეზოლუციო ნაწილი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37- 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 264-ე, 265-ე მუხლებით და გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა: 1. მოსარჩელე რო--- ვა------–--ლის სარჩელი მოპასუხეების გი------ ვა------–--ლის, მესამე პირის კახეთის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ დაკმაყოფილდეს სრულად. 2. გათავისუფლდეს ყადაღისგან კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2019 წლის 11 თებერვლის აქტით დაყადაღებული ნივთები: 1. ტელევიზორი ,,SAMSUNGI''-ის გირმის, შავი ფერის; 2. კუთხის დივანი, ტყავის, შავი ფერის; 3. მაცივარი ,,SAMSUNGI''-ის გირმის ვერცხლისფერი, ორკამერიანი; 4. გაზქურა ,,EORODUL'' - ის ფირმის ; 5. მისაღები ოთახის ავეჯი, ე.წ. ,,კედელი" შავი ფერის. 6. ტელეფონი მაფიდა შავი ფერის; 7. ჟურნალების მაგიდა, ხის; 8. სარეცხის მანქანა SAMSUNGI-ი, ფირმის, ვერცხლისფერი, 5-კგ-იანი; 9. შესასვლელი ოთახის გარნიტური სარკით, საკიდებით; 10. საოფისე სავარძელი, გორგოლაჭებიანი; 11. კომპიუტერის მაგიდა, ლამინატის, მუქი ყავისფერი; 12. კომპიუტერის ქეისი, უცნობი ფირმის. 3. მოპასუხე გი------ ვა------–--ლს (პ/ნ 45001025489) დაეკისროს მოსარჩელე რო--- ვა------–--ლის სასარგებლოს მის მიერ გადახდილი სახე ვა------–--ლის სასარგებლოდ სახელმსიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება. 01ოტ 4. გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და სააპელაციო წესით გასაცივრებას არ ე გასაჩივრებას არ ექვემდებარება. მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე