განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119002965298
საქმე #1-326/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 ივლისი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
ნათია ზოიძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ მ-----–--------–--ის
ადვოკატის _ ი-----–-----–--ის
მონაწილეობით, ბრალდებულ ა-–----–-- მ---–-–-ს დასწრების გარეშე - ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №075090119002 საქმე:
ბრალდებულ მ---–-–- შ-------ს ძე ა-–----–--ის მიმართ
დაბადებული: 0--------- წელს
მოქალაქეობა: თურქეთის რესპუბლიკის
ნასამართლობა: არმქონე
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
განათლება: უმაღლესი
რეგისტრირებული მისამართზე: თ--------------------–--------------–--------------------------------------
კვალიფიკაცია :
საქართველოს სსკ-ის 19, 344-ე მუხლის პირველი ნაწილი - საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი - ყალბი პირადობის მოწმობის შენახვა გამოყენების მიზნით და გამოყენება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 09 იანვარს, დაახლოებით 16:19 საათზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა-–----–-- მ---–-–-მ, რომელსაც სურდა უკრაინაში გამგზავრება, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილება „ბათუმის აეროპორტში“ საპასპორტო კონტროლის დროს მესაზღვრე-კონტროლიორთან წარადგინა გამოყენების მიზნით შენახული, კუსტარულად, სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით დამზადებული, თავის სახელზე გაცემული N------------- ყალბი პასპორტი და შეეცადა უკანონოდ გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ყალბი პირადობის მოწმობის შენახვა გამოყენების მიზნით და მისი გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა :
2. საქმეში წარმოდგენილი N52821 შეტყობინების, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის და N20/29/4 ტელეფონოგრამის თანახმად, 2019 წლის 09 იანვარს, დაახლოებით 16:09 საათზე, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამეტის თანამშრომლების მიერ შეჩერებული იქნა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა-–----–-- მ---–-–-, რომელიც ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ცდილობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და უკრაინაში გაფრენას. მან საპასპორტო კონტროლზე გავლისას მესაზღვრე-კონტროლიორს წარუდგინა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის, სავარაუდოდ, ყალბი N----------- პასპორტი, გაცემული 30.01.2017 წელს ა-–----–-- მ---–-–-ს სახელზე.
3. მოწმე თ----- ქ-------მ სასამართლოს განუმარტა, რომ არის მესაზღვრე-კონტროლიორი, 2019 წლის 9 იანვარს იმყოფებოდა ცვლაში სასაზღვრო-გამტარ პუნქტ "ბათუმის აეროპორტში" და ამოწმებდა საქართველოდან გასვლის მსურველების დოკუმენტებს. ბათუმი-კიევის რეისზე რეგისტრაციისას კონტროლის გასავლელად მასთან მივიდა თურქეთის მოქალაქე ა-–----–-- მ---–-–-, რომელმაც წარუდგინა მის სახელზე გაცემული პასპორტი. პასპორტის გადამოწმებისას ეჭვი შეიტანა დოკუმენტის სიყალბეში, შეამოწმა სპეციალური აპარატით, რომელიც აფიქსირებს პასპორტის ნამდვილობისათვის აუცილებელ რეკვიზიტებს და ნიშნებს. ასეთი რეკვიზიტები კი არ აღმოაჩნდა მ---–-–-ს მიერ წარმოდგენილ პასპორტს, ამიტომ ცვლის უფროსს მ------ ბ-----ეს აცნობა აღნიშნულის შესახებ და გადასცა პასპორტი მეორადი ინსპექტირებისთვის.
4. მოწმე მ------ ბ-----ემ, სასაზღვრო - სამიგრაციო კონტროლის პირველი განყოფილების ცვლის უფროსმა სასამართლოს განუმარტა, რომ მესაზღვრე -კონტროლიორ თ----- ქ-------ს მიერ გადაცემული პასპორტის ნამდვილობა თავადაც გადაამოწმა, თავადაც დაეჭვდა პასპორტის სიყალბეში, გაესაუბრა მის წარმომდგენ ა-–----–-- მ---–-–-ს, რომელმაც დაადასტურა, რომ პასპორტი ნადვილად იყო გაყალბებული და წარუდგინა თურქული პირადობის მოწმობა, რომელიც გაცემული იყო მის სახელზე. მ---–-–-ს განმარტებით ამ პირადობის მოწმობოთ გადმოკვეთა საქართველო-თურქეთის საზღვარი "სარფის" სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით.
5. საქმეში წარმოდგენილი, 2019 წლის 09 იანვარს შედგენილი დათვალიერების ოქმის თანახმად, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს გამომძიებლის დ----- ჯ--------ის მიერ დათვალიერებული იქნა მესაზღვრე-კონტროლიორ თ----- ქ-------ს მიერ წარმოდგენილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა-–----–-- მ---–-–-ს სახელზე გაცემული, სავარაუდოდ, ყალბი N----------- პასპორტი, რომლის არც ერთ გვერდზე დამღა-ბეჭედი დასმული არაა. დათვალიერდა ასევე პირადობის მოწმობა, გაცემული ა-–----–-- მ---–-–-ს სახელზე - ნომრით 2----------.
6. საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის 2019 წლის 14 იანვრის N MIA 0 19 00085057 წერილის თანახმად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა-–----–-- მ---–-–-ს 2019 წლის 09 იანვარს უარი ეთქვა საქართველოდან გასვლაზე სსკგ „ბათუმის აეროპორტის“ გავლით. მის მიერ სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტი - საქართველოში შემოსვლა - დაფიქსირდა სგპ სარფის გავლით 2018 წლის 25 დეკემბერს 2---------- ნომრიანი პირადობი მოწმობის გამოყენებით.
7. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 16 იანვრის დოკუმენტის ტექნიკური ექსპერტიზის N72/დტ დასკვნის თანახმად, რომელიც სადავოდ არ გაუხდიათ მხარეებს, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ა-–----–-- მ---–-–-ს სახელზე შევსებული თურქეთის რესპუბლიკის სპეციალური პასპორტი N----------- არ არის დამზადებული სტამბური წესით, არ შეესაბამება ნამდვილი დოკუმენტის ბლანკს. პასპორტი დამზადებულია კუსტარულად სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით. ა-–----–-- მ---–-–-ს სახელზე გაცემული საიდენტიფიკაციო ბარათი (პირადობის ელექტრონული მოწმობა) დამზადებულია სტამბური წესით და შეესაბამება ნამდვილი დოკუმენტის ბლანკს.
8. ანკარას ინტერპოლიდან მიღებული წერილის თანახმად, პასპორტი N----------- ეკუთვნის თურქეთის სხვა მოქალაქეს. ა-–----–-- მ---–-–-ს პაპორტის ნომერია - U--------, რომელიც გაუქმებულია ადმინისტრაციული წესით. ა-–----–-- მ---–-–- არ ჰფლობს მოქმედ სამგზავო დოკუმენტს, ამავდროულად, მას ეკრძალება საერთაშორისო მოგზაურობა.
9. ამდენად, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი სასამართლოს უქმნის საფუძვლიან რწმენას, რომ ბრალდებულმა ა-–----–-- მ---–-–-მ საქართველოში გამოყენების მიზნით შეინახა და საქართველოდან გასვლისას საკონტროლო გამტარ პუნქტზე გამოიყენა ყალბი პასპორტი, რომლითაც შეეცადა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას .
10. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის "ი" ქვეპუნქტის თანახმად, სასაზღვრო გამტარი პუნქტია - საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული გზატკეცილის ან გზის მონაკვეთი, რკინიგზის სადგურის, პორტის, ნავსადგურის, აეროპორტის (აეროდრომის) ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სახის კონტროლი;
11. სწორედ ასეთი კონტროლის გავლით, 2019 წლის 09 იანვარს, მისივე სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა-–----–-- მ---–-–- შეეცადა უკანონოდ გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და „ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის“ გავლით წასულიყო უკრაინაში, რა დროსაც მხილებული იქნა მესაზღვრე-კონტროლიორების მიერ.
12. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
13. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
14. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
15. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ა-–----–-- მ---–-–-ს ბრალდების დადასტურება.
16. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
17. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
18. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.
19. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.
20. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.
21. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.
22. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
23. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
24. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
25. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
26. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სამართლებრივი შეფასება:
27. ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2019 წლის 09 იანვარს, დაახლოებით 16:19 საათზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა-–----–-- მ---–-–-, რომელსაც სურდა უკრაინაში გამგზავრება, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილება „ბათუმის აეროპორტში“, საპასპორტო კონტროლის დროს მესაზღვრე-კონტროლიორთან წარადგინა გამოყენების მიზნით შენახული, კუსტარულად, სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით დამზადებული თავის სახელზე გაცემული N----------- ყალბი პასპორტი და შეეცადა უკანონოდ გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც მხილებული იქნა, შესაბამისად, ბრალდებულმა ა-–----–-- მ---–-–-მ ჩაიდინა დანაშაულები, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 19, 344-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
28. ა-–----–-- მ---–-–-ს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
29. ა-–----–-- მ---–-–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
30. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
31. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
32. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
33. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდ-ექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
34. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
35. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, არა მისი სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
36. საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.
37. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას, ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
38. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა-–----–-- მ---–-–-ს, რომელმაც თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას, სასჯელის სახედ და ზომად სსკ-ის ორივე მუხლით უნდა განესაზღვროს მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით. საბოლოო სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს დანაშაულთა ერთობლიობით, სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
39. სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ ასეთი სასჯელი გახდება საფუძველი მომავალში ა-–----–-- მ---–-–-ს საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა :
40. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - დათვალიერების შედეგად ამოღებული ა-–----–-- მ---–-–-ს სახელზე გაცემული N----------- ყალბი პასპორტი - უნდა განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო პირადობის მოწმობა N---------, რომელიც ინახება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოში გამომძიებელ ზ------ ბ-----ესთან - უნდა დაუბრუნდეს ა-–----–-- მ---–-–-ს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ა-–----–-- შ-------ს ძე მ---–-–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სსკ-ის 19, 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ა-–----–-- მ---–-–-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის წლის ვადით.
მსჯავრდებულ ა-–----–-- მ---–-–-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან და დაკავებისთანავე მოთავსებულ იქნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
მსჯავრდებულ ა-–----–-- მ---–-–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
ნივთმტკიცებები - დათვალიერების შედეგად ამოღებული ა-–----–-- მ---–-–-ს სახელზე გაცემული N----------- ყალბი პასპორტი, რომელიც ინახება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო პირადობის მოწმობა N---------, რომელიც ინახება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოში გამომძიებელ ზ------ ბ-----ესთან - დაუბრუნდეს ა-–----–-- მ---–-–-ს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო მსჯავრდებულის მიერ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში მისი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადებიდან, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი