შპს „ბათუმის აეროპორტის“ 100-პროცენტიანი წილის მართვის უფლებით გაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №377
2007 წლის 24 ივლისი
ქ. თბილისი
შპს „ბათუმის აეროპორტის“100-პროცენტიანი წილის მართვის უფლებით გაცემის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 მაისის №203 ბრძანებულებით დამტკიცებული „საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის“მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. შპს „ბათუმის აეროპორტის“ 100-პროცენტიანი წილი მართვის უფლებით, 20 წლის ვადით, სიმბოლურ ფასად 1 აშშ დოლარად გადაეცეს შპს „ტავ ბათუმი ოფერეიშენსს“.
2. შპს „ბათუმის აეროპორტის“ 100-პროცენტიანი წილის შპს „ტავ ბათუმი ოფერეიშენსისათვის“მართვის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:
ა) შპს „ბათუმის აეროპორტის“არსებული დავალიანებების დაფარვა, მათ შორის – 2011 წლის 30 მაისიდან 2016 წლის 30 მაისამდე შპს „ბათუმის აეროპორტის“ 1 413 726 (ერთი მილიონ ოთხას ცამეტი ათას შვიდას ოცდაექვსი) ლარის ოდენობი ს რესტრუქტურიზებული ვალის გადახდა, თანაბარი ყოველწლიური გადახდების სახით;
ბ) სს „თბილისის საერთაშორისო აეროპორტისათვის“უსაფრთხოების სისტემის მუშაობის ხარჯის დასაფარავად მხარეებს შორის წერილობით შეთანხმებული ყოველთვიური უსაფრთხოების თანხის გადახდა;
გ) მართვის ხელშეკრულების ვადის განმავლობაში შპს „ბათუმის აეროპორტის“თანამშრომლების 85-პროცენტის საქართველოს მოქალაქეებისაგან დაკომპლექტება.
3. შპს „ტავ ბათუმი ოფერეიშენსი“შპს „ბათუმის აეროპორტის“ 100-პროცენტიანი წილის მართვისათვის ჰონორარის (მართვის ჰონორარი) სახით მიიღებს საწარმოს ყოველწლიურ წმინდა მოგებას.
4. განკარგულების შესრულების მიზნით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პრემიერ-მინსიტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „ბათუმის აეროპორტის“ 100-პროცენტიანი წილის მართვის უფლებით გაცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „ბათუმის აეროპორტის“ 100-პროცენტიანი წილის მართვის უფლებით გაცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.07.2007.
- როდის იქნა მიღებული „შპს „ბათუმის აეროპორტის“ 100-პროცენტიანი წილის მართვის უფლებით გაცემის შესახებ“?
- „შპს „ბათუმის აეროპორტის“ 100-პროცენტიანი წილის მართვის უფლებით გაცემის შესახებ“ მიღებულია 24.07.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №377. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „შპს „ბათუმის აეროპორტის“ 100-პროცენტიანი წილის მართვის უფლებით გაცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.07.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „ბათუმის აეროპორტის“ 100-პროცენტიანი წილის მართვის უფლებით გაცემის შესახებ“, №377, 24.07.2007, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.07.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2058812/