შპს ,,ბათუმის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100 პროცენტი წილის კონკურსის წესით მართვის უფლებით გადაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №46
2006 წლის 2 თებერვალი
ქ. თბილისი
შპს ,,ბათუმის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100 პროცენტი წილის კონკურსის წესით მართვის უფლებით გადაცემის შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ი” ქვეპუნქტის თანახმად:
1. მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, რომ კონკურსის წესით მართვის უფლებით გასცეს შპს ,,ბათუმის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100 პროცენტი წილი 49 წლის ვადით.
2. შპს ,,ბათუმის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურის” სახელმწიფო საკუთრებაში ასრებული 100 პროცენტი წილის მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საზღაურის ოდენობა განისა-ზღვროს 35 000 000 (ოცდათხუთმეტი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტით.
3. კონკურსის პირობებად განისაზღვროს, რომ:
ა) მართვის უფლებით ამღები დადგენილ საზღაურს დაფარავს სულ გვიან სამ თვეში;
ბ) მართვის უფლებისათვის კონკურსში გამარჯვებული ხელშეკრულების გაფორმებიდან სულ გვიან სამ თვეში სახელმწიფოს დამატებით გადაუხდის ნავსადგურის სალაროში და საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხის ტოლ თანხას, რომელიც დაფიქსირდება ხელშეკრულების დადების დღეს;
გ) პორტი უზრუნველყოფს ყოველწლიურად სულ ცოტა 6.0 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვას.
4. იმასთან დაკავშირებით, რომ მართვის უფლებისათვის კონკურსში გამარჯვებული ხელშეკრულების გაფორმებიდან სულ გვიან სამ თვეში სახელმწიფოს დამატებით გადაუხდის ნავსადგურის სალაროში და საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხის ტოლ თანხას, შპს ,,ბათუმის საზღვაო სავაჭრო ნავსადგური” გათავისუფლდეს სახელმწიფოსათვის 2005 წლის კუთვნილი დივიდენდების გადახდისაგან.
5. მმართველი კომპანია შპს ,,ბათუმის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილის მართვისათვის ჰონორარის (მართვის ჰონორარი) სახით მიიღებს საწარმოს ყოველწლიურ წმინდა მოგებას.
6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი