ქ. თბილისი შპს „თამ-ველის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100 პროცენტი წილის შპს „თბილავიამშენისათვის“ მართვის უფლებით გადაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №427
2005 წლის 14 ოქტომბერი
ქ. თბილისი
შპს „თამ-ველის“სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100 პროცენტი წილის შპს „თბილავიამშენისათვის“მართვის უფლებით გადაცემის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 12 ნოემბრის № 1003 განკარგულების, „სს „თბილავიამშენის“სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწესდებო კაპიტალის ყველა აქციის 90 პროცენტის შპს „თბილავიამშენისათვის“პირდაპირი მიყიდვის შესახებ“საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „თბილავიამშენს“შორის 2004 წლის 24 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების, საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 მაისის № 203 ბრძანებულებით დამტკიცებული „საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებისათვის აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის“შესაბამისად:
1. გადაეცეს შპს „თბილავიამშენს“მართვის უფლებით, ოცდახუთი წლის ვადით, შპს „თამ-ველის“სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100 პროცენტი წილი.
2. შპს „თამ- ველის“სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100 პროცენტი წილის შპს „თბილავიამშენისათვის“მართვის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს:
ა) სს „თბილავიამშენის“საცდელი საწარმოს (აეროდრომის) მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და ფრენის მართვის სისტემების რეაბილიტაცია და მუდმივი ექსპლოატაციისათვის მზადყოფნა;
ბ) ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციისათვის არანაკლებ ორი მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი