შპს „ხიდმშენი-99“-ის, შპს „საქართველოს სამხედრო გზის“, შპს „ხულოს საგზაო სამმართველოს“, შპს „გზამშენი-24“-ისა და სს „გზის მშენებელი №11“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №570
2007 წლის 10 ოქტომბერი
ქ. თბილისი
შპს „ხიდმშენი-99“-ის, შპს „საქართველოს სამხედრო გზის“, შპს „ხულოს საგზაო სამმართველოს“, შპს „გზამშენი-24“-ისა და სს „გზის მშენებელი № 11“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს № 136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე:
1. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ამ პუნქტით განსაზღვრული პირებისათვის გაცემული არა აქვს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია აღნიშნული სამუშაოებისათვის გათვალისწინებულ ტერიტორიებზე, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას ლიცენზიისაგან 3 თვის ვადით გათავისუფლდნენ:
ა) შპს „ხიდმშენი-99“(სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პროექტით გათვალისწინებული რაოდენობა: ქვის ლოდი – 1900 მ3, რიყის ქვა – 18000 მ3, ქვიშა-ხრეშოვანი მასალა – 5000 მ3) – სოფ. გლოლასა და სოფ. უწერასთან მდ. ჭანჭახისა და მდ. რიონის კალაპოტიდან;
ბ) შპს „საქართველოს სამხედრო გზა“(სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პროექტით გათვალისწინებული რაოდენობა: ქვის ლოდი – 4000 მ3, ქვიშა-ხრეშოვანი მასალა – 5000 მ3) – სოფ. გველეთთან, მდ. ჩხერისა და მდ. თერგის შესართავის ხეობიდან;
გ) შპს „გზამშენი-24“(სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პროექტით გათვალისწინებული რაოდენობა: ქვიშა-ხრეშოვანი მასალა – 20 000 მ3) – სოფ. ტყვიავთან მდ. პატარა ლიახვის კალაპოტიდან;
დ) შპს „ხულოს საგზაო სამმართველო“(სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პროექტით გათვალისწინებული რაოდენობა: 1500 მ3 გრუნტის დამუშავება ბულდოზერით, რიყის ქვა – 1200 მ3, 700 მ3 გრუნტის დამუშავება ექსკავატორით) – სოფ. განახლებასა და სოფ. გორას შორის არსებული მდ. სუფსის ჭალიდან;
ე) სს „გზის მშენებელი № 11“(სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პროექტით გათვალისწინებული რაოდენობა: ბუნებრივი ქვიშა-ღორღის მასალა – 6500 მ3) – სოფ. აბრამეთთან.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დასადგენად განკარგულების ძალაში შესვლიდან 3 დღის ვადაში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შეუთანხმოს იმ ტერიტორიების X და Y კოორდინატები, სადაც პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები გეგმავენ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სამუშაოების განხორციელებას.
3. პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს უფლება აქვთ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება განახორციელონ მხოლოდ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შესაბამისი ტერიტორიების X და Y კოორდინატების შეთანხმების შემდეგ.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი