გზების რეაბილიტაციის გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №833
2007 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
გზების რეაბილიტაციის გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს № 136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე, გზების რეაბილიტაციის გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ინერტული მასალის მოპოვების მიზნით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 3 (სამი) თვის ვადით გათავისუფლდნენ შემდეგი პირები:
ა) შპს „თავადი I“, ინდმეწარმე „ზურაბ რაფავა“, ინდმეწარმე „ვახტანგ შონია“, ინდმეწარმე „ამირან ლაგვილავა“მდინარეების ჯუმის, ენგურის, ჩხოუშიას, ჭალისწყლის, ყულიშკარისა და რუხისწყლის კალაპოტებიდან 3000 მ3 ინერტული მასალის მოპოვების მიზნით;
ბ) შპს „მარტვილავტოგზა“:
ბ.ა) მდინარე ცხენისწყლიდან (სოფ. ლეხაინდრაო) – 1200 მ3 ინერტული მასალის მოპოვების მიზნით;
ბ.ბ) მდინარე ნოღელას კალაპოტიდან (ქ. მარტვილი, ქვაითის უბანი) – 600 მ3 ინერტული მასალის მოპოვების მიზნით;
ბ.გ) მდინარე აბაშის კალაპოტიდან (ქ. მარტვილის სოფ. ბიბოთი) – 1200 მ3 ინერტული მასალის მოპოვების მიზნით;
ბ.დ) მდინარე ტეხურას კალაპოტიდან (სოფ. დიდი ჭყონი) – 800 მ3 ინერტული მასალის მოპოვების მიზნით;
ბ.ე) მდინარე აბაშიდან (სოფ. ბანძის ხიდთან) – 1800 მ3 ინერტული მასალის მოპოვების მიზნით;
გ) შპს „ავტობანი“– მდინარე აბაშიდან (სოფ. ბალდა) 1800 მ3 ინერტული მასალის მოპოვების მიზნით;
დ) შპს „ჩხაია“– მდინარე მუნჩიის კალაპოტიდან – 5000 მ3 ინერტული მასალის მოპოვების მიზნით;
ე) შპს „შარაგზამშენი პირველი“:
ე.ა) მდინარე ჭანისწყლის კალაპოტიდან – 2500 მ3 ინერტული მასალის მოპოვების მიზნით;
ე.ბ) მდინარე ხობის წყლის კალაპოტიდან – 2500 მ3 ინერტული მასალის მოპოვების მიზნით;
ვ) შპს „კარიერი“:
ვ.ა) მდინარე ჭანისწყლის კალაპოტიდან – 2500 მ3 ინერტული მასალის მოპოვების მიზნით;
ვ.ბ) მდინარე ხობისწყლის კალაპოტიდან – 2500 მ3 ინერტული მასალის მოპოვების მიზნით;
ზ) შპს „აბაშის საგზაო სამმართველო“:
ზ.ა) მდინარე აბაშის კალაპოტიდან – 3000 მ3 ინერტული მასალის მოპოვების მიზნით;
ზ.ბ) მდინარე ცხენისწყლის კალაპოტიდან – 1000 მ3 ინერტული მასალის მოპოვების მიზნით;
თ) შპს „ომარპ-R“მდინარე ოჩხომურის, ხობისწყლის, ზანას, შებესა და ჩეღალუს კალაპოტებიდან – 10 000 მ3 ინერტული მასალის მოპოვების მიზნით.
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (დ. ჩანტლაძე) განკარგულების ძალაში შესვლიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში უზრუნველყოს იმ ფართობების X, Y კორდინატების განსაზღვრა, საიდანაც პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა უნდა განახორციელონ ინერტული მასალის მოპოვება.
3. პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს უფლება მიეცეთ ინერტული მასალის მოპოვება განახორციელონ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელების შემდეგ.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე