გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.07.2019
საქმის ნომერი
130224018002784435
კატეგორია
დავის ტიპი
მხარდამჭერის მიმღებად ცნობის თაობაზე
თარიღი
04.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN2-13-19

130224018002784435

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 .07.2019 წ. ქ. ხაშური

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე: ნაირა გიგიტაშვილი

სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი

განმცხადებელი - მხარდამჭერი-ე-–-----------------–--ლი

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონული განყოფილება

წარმომადგენელი - ნანა ბანცაძე

მხარდაჭერის მიმღები -გ---------------–--ლი

ადვოკატი - ლელა ღამბარაშვილი

მოთხოვნის არსი: პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, დროებითი მხარდამჭერის დანიშვნა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 284–285–ე, 414–ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ე-–-----------------–--ლის განცხადება დაკმაყოფილდეს.

2.ე-–-----------------–--ლი (პ/ნ 5----------) დაინიშნოს გ---------------–--ლის (პ/ნ 5----------) მხარდამჭერად და მხარდაჭერა დაუწესდეს საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, მედიკამენტების მიღების, სოციალური პაკეტისა და საარსებო შემწეობის მიღებისათვის შესაბამისი სამსახურისათვის მიმართვისა და მიღების სფეროებში.

ე-–-----------------–--ლს მიენიჭოს უფლებამოსილება, მხარდაჭერის მიმღების სახლით და მის გარეშე, დამოუკიდებლად მიმართოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრალურ ოფისს და მის ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს მხარდამჭერის ინტერესებიდან გამომდინარე ნებისმიერი საკითხის, მათ შორის მისი კუთვნილი სოციალური პაკეტის მიღების მოთხოვნით. მხარდასაჭერი პირის თანხმობის გარეშე, დამოუკიდებლად მიმართოს "ლიბერთი ბანკს" და სხვა ნებისმიერ საბანკო დაწესებულებას მხარდასაჭერი პირის ანგარიშზე დარიცხული სოციალური პაკეტის და სხვა თანხების მისაღებად და დამოუკიდებლად განკარგოს თანხები გ---------------–--ლის საჭიროებების გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს დამატებითი საბანკო პლასტიკური ბარათის დამზადება. მხარდაჭერის მიმღების სახელით და მის გარეშე, დამოუკიდებლად მიმართოს საჯარო რეესტრის სამსახურს გ---------------–--ლის პირადობის მოწმობის განახლების თხოვნით, ე-–-----------------–--ლს მიენიჭოს უფლებამოსილება, მხარდაჭერის მიმღების სახელით და მის გარეშე, დამოუკიდებლად მიმართოს ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის მისაღებად და ასევე საჯარო რეესტრის სამსახურს მხარდასაჭერი პირის უძრავი ქონების რეგისტრაციის მიზნით. ე-–-----------------–--ლს მიენიჭოს უფლებამოსილება, მხარდაჭერის მიმღების სახელით და მის გარეშე, დამოუკიდებლად მიმართოს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას, მხარდასაჭერი პირისათვის ერთჯერადი დახმარების მიღების მოთხოვნით.

 

4. მხარდამჭერი ვალდებულია:

ა) თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში. მხარდამჭერი აგრეთვე ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ექვს თვეში ერთხელ მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია, მასში მიუთითოს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებული თავისებურებები;

ბ) მხარდამჭერი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის/მხარდაჭერის გაუქმების შესახებ, თუ აღარ არსებობს ან შეიცვალა ის საფუძველი, რომლის გამოც მხარდაჭერის მიმღებს მხარდაჭერა დაუწესდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უკვე მიმართა სასამართლოს;

გ) მხარდამჭერს უფლება აქვს, მხარდაჭერის მიმღების სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დადოს აუცილებელი გარიგებები.

5. მხარდაჭერის ვადა და მისი გადასინჯვის პერიოდულობა განისაზღვროს 5 წლით;

6. გადაწყვეტილება, კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა, გადაეგზავნოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონულ განყოფილებას.

7. გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ნაირა გიგიტაშვილი

 

შენიშვნა:

 

მხარის მოთხოვნით, რომელიც ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას და უარს ამბობს მის გასაჩივრებაზე, რაც მან დაადასტურა თავისი წერილობითი განცხადებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო შემოიფარგლა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით.

ამავე კოდექსის 370-ე მუხლისა და 264-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შესულია კანონიერ ძალაში.

 

მოსამართლე:

ნაირა გიგიტაშვილი