განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/453-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ახალციხის რაიონული სასამართლო
04 ივლისი 2019 წელი ქ.ახალციხე
მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე
სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი - თ---------------–---–-
დაცვის მხარე - ბრალდებული - ზ----------–-–---–-, - საქართველოს მოქალაქე, დაბ.1--------- წ. ბ---------–-, პ/ნ 1----------, მცხ: ქ.ბ---------- სოფელი მ----------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილი, სსკ-ის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ზ----------–-–---–--, 2018 წლის ივნისში, ბ----------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ----------- მიმდებარედ არსებულ წ--------- სატყეოს მე-12 კვარტალში, მე-7 ლიტერში უკანონოდ გაჩეხა 8.84 კუბური მეტრი 7 ძირის ნაძვის ჯიშის ხე, იმავე სატყეოს მე-11 კვარტალში, 34-ე ლიტერში უკანონოდ გაჩეხა 15,49 კუბური მეტრი 5 ძირი სოჭის ჯიშის ხე და იმავე სატყეოს მე-9 კვარტალში, 46-ე ლიტერში უკანონოდ გაჩეხა 2,61 კუბური მეტრი 3 ძირი ფიჭვის ჯიშის ხე, რითაც გარემოს მიაყენა 3556,08 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
ასევე, ზ----------–-–---–-- თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში განთავსებულ სათავსო ნაგებობაში, სათანადო რეგისტრაციის გარეშე 2017 წლის ზაფხულის პერიოდში მოაწყო სახერხი საამქრო, სადაც დაამონტაჟა მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი დანადგარი და მოწყობილობა. 2018 წლის ზაფხულში ზ----------–-–---–-- სათანადო რეგისტრაციის გარეშე მოწყობილ სახერხ საამქროში გადაამუშავა უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ნაწილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ზ----------–-–---–-- ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა
ზ----------–-–---–-- ჩაიდინა სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევა.
სამართლებრივი შეფასება.
ბრალდებულმა ზ----------–-–---–-- აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლის პატაკი, მოწმეების: პ--------------–---–---------------–-–---–--, ზ----------–-–---–-ს, ლ-–---------–---–---------------------------------------–-–---–------------------------–---- გამოკითხვის ოქმები, ზ----------–-–---–-- საცხოვრებელი სახლის, სახლის სათავსოების და მისი მიმდებარე ტერიტორიის ჩხრეკის ოქმი, თანდართული ფოტოსურათებითა და დოკუმენტაციით, ზ----------–-–---–-ს საცხოვრებელი სახლის, ეზოს, სათავსოებისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ჩხრეკის ოქმი თანდართული ფოტოსურათებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა სასამართლოს მიერ, როგორც უდავო სახის მტკიცებულებანი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.
სასამართლოს დასკვნა ზ----------–-–---–-ს მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილი, სსკ-ის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
ზ----------–-–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება.
დამამძიმებელი გარემოებაა წარსულში ნასამართლობა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან/და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
ამავე კოდექსის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით მან ნაწილობრივ აანაზღაურა ზიანი, ზ----------–-–---–- განაჩენთა ერთობლიობით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ სახეზეა რეციდივის ფაქტი. კერძოდ, საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.
საქართველოს სსკ-ის მე-58 მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 მარტს განაჩენით ზ----------–-–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 03 (სამი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად უნდა გაუქმდეს პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილი.
საბოლოო სასჯელად ზ----------–-–---–- განაჩენთა ერთობლიობით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ნივთიერი მტკიცებულება: მერქნული რესურსის დანადგარები მუშა მდგომარეობაში, ხის გადასამუშავებელი დაზგა-დანადგარები, ე.წ. „ცირკული“ სახეობის მუშა მდგომარეობაში, მრგვალი ხის გადასამუშავებელი დაზგა-დანადგარი ე.წ. „ლენტური ხერხის“ ძრავი, ორი ცალი 5.20 სმ სიგრძის ლენტური ხერხის ლიანდაგი და ერთი ცალი ლენტური ხერხის პირი; ხის გადასამუშავებელი დაზგა-დანადგარი ე.წ. „ლენტური ხერხი“ საბურავებისა და ძრავის გარეშე, ლენტური ხერხის ძრავი დაშლილ მდგომარეობაში და ლენტური ხერხის სამი ცალი პირი. ლენტური ხერხის ორი ცალი ლიანდაგი, მათ შორის ერთი ცალი სამი მეტრი სიგრძის, ხოლო მეორე 1,5 მეტრი სიგრძის, ერთი ცალი ლენტური ხერხის პირი, ლენტური ხერხის ერთი ცალი ბორბალი და ერთი ცალი ხერხის პირი, ერთი ცალი ლენტური ხერხის დაზგა-დანადგარის ბორბალი. ლენტური სახერხის დაზგა-დანადგარის ორი ცალი 6 მეტრი სიგრძის რელსი. იატაკში არსებული სამალავიდან ამოღებული ლენტური სახერხის ორი ცალი ბორბალი, ორი ცალი ღვედი და ერთი ძალი ძრავი, რომელიც ინახება სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ტერიტორიაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კომფისკაციის მიზნით გადაეცეს სახელმწიფოს.
ბ----------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ----------ში მცხოვრები ზ----------–-–---–-ს საცხოვრებელი სახლის ეზოდან და მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული : 47 ცალი 3 მეტრი სიგრძის დაუფირნიშებელი წიწოვანი კატეგორიის მრგვალი მორი საერთო მოცულობით 12 მ3, მათ შორის 18 ცალი ნაძვის ჯიშის შემდეგი დიამეტრებით: 23, 27, 21, 29, 34, 32, 31, 24, 23, 25, 27, 27, 29, 33, 30, 30, 29, 37, 32 სმ - საერთო მოცულობით 4, 123 მ3. 19 ცალი სოჭის ჯიშის შემდეგი დიამეტრებით: 28, 27, 20, 23, 31, 24, 35, 28, 21, 26, 38, 25, 30, 36, 33, 29, 33, 33, 32 სმ - საერთო მოცულობით 4, 551 მ3 . 10 ცალი ფიჭვის ჯიშის შემდეგი დიამეტრებით: 29, 34, 35, 27, 33, 35, 33, 24, 25, 26 სმ - საერთო მოცულობით 2, 551მ3. სამი მეტრი სიგრძის 3,3 კუბური მეტრი დახერხილი პირველადი გადამუშავების პროდუქტი, ფიცარი, სხვენიდან ამოღებული 2 კუბური მეტრი დახერხილი პირველადი გადამუშავების პროდუქტი, ფიცარი, 0,4 კუბური მეტრი ანარჩენი, რომელიც ინახება სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ტერიტორიაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კომფისკაციის მიზნით გადაეცეს სახელმწიფოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ----------–-–---–- (პ/ნ 1----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 6 თვის ვადით.
1.1. ზ----------–-–---–- (პ/ნ 1----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ზ----------–-–---–- დანაშაულთა ერთობლიობით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი სასჯელი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილი და საბოლოო სასჯელად ზ----------–-–---–- განაჩენთა ერთობლიობით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
2. მსჯავრდებულის ზ----------–-–---–-ს (პ/ნ 1----------) მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას 5 000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ ზ-------------–---- (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ 31500.00 ლარის ღირებულების მისი კუთვნილი წილ უძრავ ქონებას, მდებარე: ბ----------ს რაიონი სოფ. მ---------- ს.კ.6----------- (2018 წლის 13 ნოემბრის განჩინება).
3. ზ----------–-–---–- დაკავებული იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზში და დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან;
4. ნივთიერი მტკიცებულებები:
4.1 მერქნული რესურსის დანადგარები მუშა მდგომარეობაში, ხის გადასამუშავებელი დაზგა-დანადგარები, ე.წ. „ცირკული“ სახეობის მუშა მდგომარეობაში, მრგვალი ხის გადასამუშავებელი დაზგა-დანადგარი ე.წ. „ლენტური ხერხის“ ძრავი, ორი ცალი 5.20 სმ სიგრძის ლენტური ხერხის ლიანდაგი და ერთი ცალი ლენტური ხერხის პირი; ხის გადასამუშავებელი დაზგა-დანადგარი ე.წ. „ლენტური ხერხი“ საბურავებისა და ძრავის გარეშე, ლენტური ხერხის ძრავი დაშლილ მდგომარეობაში და ლენტური ხერხის სამი ცალი პირი. ლენტური ხერხის ორი ცალი ლიანდაგი, მათ შორის ერთი ცალი სამი მეტრი სიგრძის, ხოლო მეორე 1,5 მეტრი სიგრძის, ერთი ცალი ლენტური ხერხის პირი, ლენტური ხერხის ერთი ცალი ბორბალი და ერთი ცალი ხერხის პირი, ერთი ცალი ლენტური ხერხის დაზგა-დანადგარის ბორბალი. ლენტური სახერხის დაზგა-დანადგარის ორი ცალი 6 მეტრი სიგრძის რელსი. იატაკში არსებული სამალავიდან ამოღებული ლენტური სახერხის ორი ცალი ბორბალი, ორი ცალი ღვედი და ერთი ძალი ძრავი, რომელიც ინახება სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ტერიტორიაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კომფისკაციის მიზნით გადაეცეს სახელმწიფოს.
4.2. ბ----------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ----------ში მცხოვრები ზ----------–-–---–-ს საცხოვრებელი სახლის ეზოდან და მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული : 47 ცალი 3 მეტრი სიგრძის დაუფირნიშებელი წიწოვანი კატეგორიის მრგვალი მორი საერთო მოცულობით 12 მ3, მათ შორის 18 ცალი ნაძვის ჯიშის შემდეგი დიამეტრებით: 23, 27, 21, 29, 34, 32, 31, 24, 23, 25, 27, 27, 29, 33, 30, 30, 29, 37, 32 სმ - საერთო მოცულობით 4, 123 მ3. 19 ცალი სოჭის ჯიშის შემდეგი დიამეტრებით: 28, 27, 20, 23, 31, 24, 35, 28, 21, 26, 38, 25, 30, 36, 33, 29, 33, 33, 32 სმ - საერთო მოცულობით 4, 551 მ3 . 10 ცალი ფიჭვის ჯიშის შემდეგი დიამეტრებით: 29, 34, 35, 27, 33, 35, 33, 24, 25, 26 სმ - საერთო მოცულობით 2, 551მ3. სამი მეტრი სიგრძის 3,3 კუბური მეტრი დახერხილი პირველადი გადამუშავების პროდუქტი, ფიცარი, სხვენიდან ამოღებული 2 კუბური მეტრი დახერხილი პირველადი გადამუშავების პროდუქტი, ფიცარი, 0,4 კუბური მეტრი ანარჩენი, რომელიც ინახება სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ტერიტორიაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კომფისკაციის მიზნით გადაეცეს სახელმწიფოს.
5. მსჯავრდებულ ზ----------–-–---–-ს ეტაპირება სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
7.განემარტოს მსჯავრდებულებს, რომ მას გააჩნია შეწყალების უფლება.
მოსამართლე გიორგი ლონდარიძე