გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.06.2019
საქმის ნომერი
330210118002492173
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
14.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/17429-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

1- ივნისი, 20-9 წელი თბ--–--ი

 

თბ--–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მადი ჩანტლაძე

სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი

 

მოსარჩელე - ლა----------------ე

წარმომადგენელი - ლო-------------------ე

 

მოპასუხე - ირ---–---------ე

წარმომადგენელი - ნი--------------–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ლა----------------ესა და ირ---–---------ეს შორის 20-7 წლის ოქტომბერში უძრავ ქონებაზე ზეპირი ფორმით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება საკადასტრო კოდით: 0--1-----0--.01-.0--0-.5--; დაევალოს მოპასუხეს დაუბრუნოს მოსარჩელეს გადაცემული თანხა 10 000,00 აშშ დოლარი;

 

1.2. მოპასუხის ირ---–---------ისათვის უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად მიღებული თანხის (მოსარჩელის მიერ ქონებაზე გაწეული ხარჯის) 4 407,60 ლარის გადახდის დაკისრება.

 

მოსარჩელე ლა----------------ის განმარტებით, თბ--–--ში, მი–-----ის ქ. №---ში მშენებარე საცხოვრებელ კორპუსში მისმა ოჯახმა შეიძინა საცხოვრებელი ბინა, რომელიც გაფორმდა დედის - ნა----–---------ის სახელზე. ამავე კორპუსის პირველ სართულზე იყიდებოდა 29 კვ.მ. კომერციული ფართი, რომლის შეძენაც სურდა თავად მოსარჩელეს. საცხოვრებელი კორპუსი აშენდა შპს „აპ---ის“ მიერ, რომლის მენეჯერმა გი--------------ემაც ლა----------------ეს განუმარტა, რომ იმ ეტაპზე ფართი ვერ გადაფორმდებოდა, ვინაიდან „ანტრესი“ და პირველ სართულზე არსებული ფართი მომზადებული იყო ერთად, მის გაფორმებას სჭირდებოდა ტექნიკურად დახვეწა და გამიჯვნა. გარდა ამისა, გი--------------ის განმარტებით, დანარჩენი ფართი ეკუთვნოდა ირ---–---------ეს, რომელიც 15 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ აღნიშნულ ფართს (ს.კ. 0--1-----0---0---0--0-.5--) 29 კვ.მ.-ს გადააფორმებდა მის სახელზე. მოლაპარაკების შემდეგ, გი--------------ემ მოსარჩელეს შესთავაზა, გადაეხადა ირ---–---------ისათვის 15 000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც გი--------------ე ირ---–---------ეს, ხოლო ირ---–---------ე ლა----------------ეს გადაუფორმებდა სადავო კომერციულ ფართს. ლა----------------ემ ირ---–---------ეს დაახლოებით 20-7 წლის ოქტომბერში გადასცა 10 000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 5 000 აშშ დოლარი უნდა გადაეცა ფართის გადაფორმების შემდეგ. 20-8 წლის 16 აპრილს გი--------------ე დაუკავშირდა მოსარჩელე მხარეს და შეატყობინა, რომ სადავო ფართი გაფორმებულია ირ---–---------ის სახელზე. მოსარჩელე მოპასუხე მხარეს დაუკავშირდა რამდენჯერმე და სთხოვა ფართის გადაფორმება, თუმცა, ირ---–---------ე ლა----------------ეს მას არ ხვდებოდა. მოსარჩელემ სადავო ფართში საკუთარი ხარჯით ჩაატარა გარკვეული სახის სარემონტო სამუშაოები იმ იმედით, რომ საბოლოოდ მესაკუთრე თვითონ გახდებოდა. სარემონტო სამუშაოებისთვის გაწეული ხარჯი შეადგენს 4 407.60 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით შესაგებლით სარჩელი არ ცნო. ირ---–---------ის განმარტებით, მხარეთა შორის ხელშეკრულება არ გაფორმებულა, მოსარჩელეს მისთვის თანხა არ გადაუცია და არც სარემონტო სამუშაოები არ ჩაუტარებია; სასარჩელო მოთხოვნა კი დაუსაბუთებელია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 20-8 წლის 30 მაისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ 0--1-----0---0---0--0-.5-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება, კომერციული ფართი 29,00 კვ.მ, მდებარე თბ--–--ი, მი–-----ის ქუჩა 5-, რეგისტრირებულია ირ---–---------ის სახელზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 19-20).

 

3.1.2. მხარეებს შორის წერილობითი ფორმით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება არ გაფორმებულა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.-). ფ. 4-9).

მ.ოპასუხის ახსნა-განმარტება (ს.ფ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. არ დგინდება მოპასუხეთათვის ლა----------------ის მიერ 15--,00 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი.

 

მხარეთა შორის სადავოა მოსარჩელის მიერ მოპასუხის სასარგებლოდ 10 000,00 აშშ დოლარის (უძრავი ქონების ღირებულების) გადახდის ფაქტი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მოსარჩელემ მის მიერ მითითებული გარემოება, 20-7 წლის ოქტომბერში ირ---–---------ის სასარგებლოდ 10 000,00 აშშ დოლარის გადახდის შესახებ, დაამყარა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე.

 

პროცესუალურად, ზოგადი წესის მიხედვით, მტკიცების ტვირთი მხარეებს ერთნაირად ეკისრებათ. მატერიალურ - სამართლებრივი ნორმა კი, მოცემულ შემთხვევაში, განსაზღვრავს რომელმა მხარემ რომელი ფაქტები უნდა დაამტკიცოს. ამგვარი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა განსახილველ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლია, რომლის პირველი ნაწილის კრედიტორის მიერ შესრულების მიღების ფაქტის მტკიცების ტვირთს მოვალეს აკისრებს შესრულების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტის წარდგენით.

 

მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია ამგვარი წერილობითი დოკუმენტი, რაც მის მიერ მოპასუხის სასარგებლოდ 10 000,00 აშშ დოლარის გადახდის ფაქტს დაადასტურებდა.

3.2.1. არ დგინდება ლა----------------ის მიერ უძრავი ქონების გასარემონტებლად 4 407,60 ლარის გაწევის ფაქტი.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.

 

დადგენილია, რომ 0--1-----0---0---0--0-.5-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე თბ--–--ი, მი–-----ის ქუჩა N5- მესაკუთრედ ირიცხება ირ---–---------ე.

 

მოსარჩელემ სარემონტო ხარჯის გაწევის გარემოების დასადასტურებლად წარმოადგინა 20-8 წლის 04 დეკემბრის შპს „თი----------------------------ის“ მიერ მომზადებული აუდიტორული დასკვნა, რომლის თანახმად, თბ--–--ში, მი–-----ის ქუჩის №---ში მდებარე კომერციულ ფართში ჩატარებული სამუშაოების საერთო საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 4 407,60 ლარი.

 

სსსკ-ის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-? ?????? ????????? ????? , მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული დასკვნით დადასტურებულად ვერ მიიჩნევა ფაქტები მოსარჩელის მიერ უძრავ ქონებაში სარემონტო სამუშაოების ჩატარებისა და ამ მიზნით, მითითებული ოდენობით (4 407,60 ლარი) ლა----------------ის მიერ თანხის გაწევის შესახებ, მით უფრო იმ პირობებში, როცა მოსარჩელეს სხვა რაიმე მტკიცებულება, მაგალითად როგორიც შეიძლება იყოს მასალების შეძენის მიზნით თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები ან/და სამშენებლო მასალების ნასყიდობის ხელშეკრულებები, ან, თუნდაც, სარემონტო/სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისათვის შემსრულებლისათვის გადახდილი თანხის დამადასტურებელი მასალები, არ წარმოუდგენია. ამასთან, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად მოსარჩელის მიერ თანხის გადახდის ფაქტს.

 

შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა შეაფასოს სსსკ-ის 172-ე და 105-ე მუხლებით დადგენილი სტანდარტის გათვალისწინებით, სხვა მტკიცებულებებთან შედარებისა და შეჯერების გზით.

 

ამდენად, სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს მოსარჩელის მიერ 0--1-----0---0---0--0-.5-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაში, (მდებარე თბ--–--ი, მი–-----ის ქუჩა 5-) სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიზნით 4 407,60 ლარის ოდენობით ხარჯის გაწევის ფაქტს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. სასამართლოს შემაჯამებელი დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ ლა----------------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ დაკმაყოფილდება.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე, 987-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში „სსკ“) 477-ე მუხლის პირველი ნაწილის ანალიზის საფუძველზე, ნასყიდობის ხელშეკრულება კონსესუალურია და იგი დადებულად ითვლება მის ყველა არსებით პირობაზე საამისოდ დადგენილი ფორმით მხარეთა შეთანხმების მომენტიდან.

 

სსკ-ის 323-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას. აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებისათვის აუცილებელი ყველა არსებითი პირობის წერილობითი ფორმით ასახვა და ხელმოწერით დადასტურება მხარეებს წარმოუშობს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებებსა და მოვალეობებს.

 

უძრავი ნივთის ნასყიდობაზე შეთანხმება სანივთო გარიგებაა, რომლის ნამდვილობისთვის კანონმა იმპერატიულად დაადგინა კონკრეტული ფორმა, კერძოდ, სსკ-ის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობისთვის აუცილებელია წერილობითი ფორმა. იმავე შინაარსისაა 323-ე მუხლი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის უძრავი ნივთის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება არ დადებულა, შესაბამისად მხარეებს შესაბამისი უფლება მოვალეობები არ წარმოშობიათ. მოსარჩელე მხარემ მიუთითა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების პირობებზე მხარეთა მიერ ზეპირი ფორმით შეთანხმება, რაც მოპასუხე მხარემ გახადა სადავოდ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდებოდა მხარეთა შორის ზეპირი ფორმით ნასყიდობის ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმების ფაქტი, მხარეებს შორის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება - მოვალეობები წარმოშობილად ვერ ჩაითვლებოდა. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა მხარეებს შორის ზეპირი ფორმით დადებული უძრავი ქონების ბათილად ცნობის შესახებ, სსკ-ის 54-ე, 59-ე, 183-ე და 323-ე მუხლების შესაბამისად, მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს და არ დაკმაყოფილდება.

 

სსკ-ის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი.

 

სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ- კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

 

მოცემული ნორმით გათვალისწინებული შემადგენლობა გულისხმობს შემდეგი სამი პირობის ერთდროულად არსებობას: მოპასუხის გამდიდრებას, რაც ხდება მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისის საფუძველზე და მატერიალურ სიკეთეთა გადანაცვლებას უსაფუძვლოდ.

 

სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე ხდება.

 

განსახილველ შემთხვევაში თანხის (10 000,00 აშშ დოლარი) გადაცემის დადასტურების შემთხვევაში მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა თანხის დაბრუნება სსკ-ის 976-ის 1-ლი ნაწილის „ა)“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვალდებულების „სხვა საფუძვლის გამო“ არ არსებობის საფუძვლით, ვინაიდან მხარეებს შორის ვალდებულება არც წარმოშობილა.

 

განსახილველ შემთხვევაში კი მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის თანხის გადახდის დაუდასტურებლობის პირობებში, არ არსებობს ზემოთ აღნიშნული, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანი ობიექტური შედეგი (ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე). ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა, 10 000,00 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ, მოკლებულია ფაქტობრივ საფუძვლებს და არ დაკმაყოფილდება.

 

6.2. მოსარჩელემ მოითხოვა მის მიერ უძრავ ქონებაზე სარემონტო სამუშაოებისათვის გაწეული ხარჯის მოპასუხისათვის, ამ უკანასკნელის მიერ როგორც უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად მიღებული თანხის, 4 407,60 ლარის გადახდის დაკისრება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა. ამავე ნორმის მეორე ნაწილის თანახმად - გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს.

 

სსკ-ის 987-ე მუხლიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება შეიძლება განხორციელდეს, როგორც დამოუკიდებელი მოთხოვნის უფლება. გაწეული დანახარჯების ცნება კანონში განმარტებული არ არის. ნაგულისხმევია ყველა ის ქონებრივი დანახარჯი, რომელიც ხმარდება ნივთის სიკეთეს, მაშასადამე ღონისძიებები, რომლებიც ემსახურება ნივთის მდგომარეობის შენარჩუნებას, აღდგენას ან გაუმჯობესებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც არ დადასტურდა მოსარჩელის მიერ 0--1-----0---0---0--0-.5-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაში (მდებარე თბ--–--ი, მი–-----ის ქუჩა 5-) სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიზნით 4 407,60 ლარის ოდენობით ხარჯის გაწევის ფაქტი, ამდენად, არ არსებოს სსკ-ის 987-ე მუხლით გათვალისწინებული ფაქტობრივი საფუძვლები (გარდა ვალდებულების არ არსებობისა): მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრება არ გამოხატულა მოსარჩელის მიერ ირ---–---------ის კუთვნილი ფართის გაუმჯობესებითა (4 407,60ლარის ოდენობით) და მოსარჩელის ქონების შემცირებით (ამავე ოდენობით).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ირ---–---------ე ლა----------------ის ხარჯზე უსაფუძვლოდ არ გამდიდრებულა (სსკ-ის 987-ე მუხლის მიხედვით), რის გამოც მოსარჩელე მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს ირ---–---------ეს მოსთხოვოს თანხის (4 407,60 ლარის) გადახდა, როგორც შესაბამისი საფუძვლის გარეშე მიღებული შესრულებისა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელწიფო ბაჟი 177,00 ლარი, ხოლო დანარჩენი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ლა----------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. მოსარჩელე ლა----------------ეს 20-8 წლის 0- მაისს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 800,00 ლარიდან (საგადახდო დავალება №-) დაუბრუნდეს 177,00 ლარი.

 

3. გაუქმდეს თბ--–--ის საქალაქო სასამართლოს 20-8 წლის 13 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ირ---–---------ეს (პ/ნ 6000-024641) აეკრძალა მისი კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბ--–--ი, მი–-----ის ქ. №--, ს/კ 0--1-----0---0---0--0-.5-- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბ--–--ის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1- დღის ვადაში (მდ. თბ--–--ი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბ--–--ის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბ--–--ი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბ--–--ის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

6. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მადი ჩანტლაძე