გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.03.2019
საქმის ნომერი
330210019002845841
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
18.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2506-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 მარტი 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კიოლეგია

მოსამართლე დალი აბჟანდაძე

სხდომის მდივანი თამარ ჯაგაშვილი

მოსარჩელე - მ--------------ე

წარმომადგენელი - დ-------------ა

მოპასუხე - გ-------------–---–ი

წარმომადგენელი - ლ--–----------–---–ი

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 გ-------------–---–ისთვის (პ/ნ 2----------) არასრულწლოვანი შვილის, 2--- წლის 2-------------ს დაბადებული ა-–---------ე ს----–---–ის (პ/ნ 0----------) რჩენა-აღზრდისთვის მ--------------ის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება, ყოველთვიურად 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2----–-–-- 12 თ-------–----ნ, ბავშვის სრულწლოვნებამდე.

 

1.2 გ------- ს----–---–ისთვის (პ/ნ 2----------) არასრულწლოვანი შვილის, 2--- წლის 1-------ს დაბადებული დ----- ს----–---–ის (პ/ნ 0----------) რჩენა-აღზრდისთვის მ--------------ის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება, ყოველთვიურად 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2----–-–-- 12 თ-------–----ნ, ბავშვის სრულწლოვნებამდე.

 

მოსარჩელის პოზიცია:

 

მ--------------ე და გ-------------–---–ი 2--- წლიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2--- წლის 2-------------ს დაბადებული - ა-–---------ე ს----–---–ი და 2--- წლის 1-------ს დაბადებული - დ----- ს----–---–ი. მხარეებმა, 2014 წელს, გადაწყვიტეს შეეწყვიტათ თანაცხოვრება, არასრულწლოვნები დარჩნენ დედასთან საცხოვრებლად. შვილებზე, როგორც მატერიალურად ასევე მორალურად, ზრუნავს მხოლოდ დედა. მოსარჩელე, ბავშვების მოვლა-პატრონიბიდან გამომდინარე, ვერ ახერხებს სრულგანაკვეთიან სამსახურში დასაქმებას, თუმცა საჭიროებიდან გამომდინარე იგი დასაქმებულია ნახევარი განაკვეთით. მოსარჩელე ადრე მუშაობდა შპს ,------------–--, ხოლო ამჟამად მუშაობს შპს ,--------–-- მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს - 650 ლარს. ცხოვრობს მშობლებთან, ძმასთან და არასრულწლოვან შვილებთან ერთად.

ა-–---------ე და დ----- ს----–---–ები არიან სკოლის მოსწავლეები და მათ ესაჭიროებათ მატერალური უზრუნველყოფა, ბავშვებს სჭირდებათ კვების ფული ყოველდღიურად სკოლაში - 100 ლარის ოდენობით, ხოლო კვების ზოგადი ხარჯი შეადგენს - 600 ლარს, ამასთან ერთი ბავშვის მეცადინეობაში იხდის 200 ლარს, რადგან მისი სამსახურის გრაფიკი არ აძლევს ბავშვისათვის მეცადინეობაში დახმარების შესაძლებლობას, რის გამოც იძულებული გახდა აეყვანა კერძო მასწავლებელი. ორივე მოზარდს სჭირდება ახალი ტანსაცმელი, რისი ხარჯიც თვეში შეადგენს დაახლოებით 200 ლარს, ხოლო მედიკამენტების ხარჯი საშუალოდ - 50 ლარს. მოსარჩელის განცხადებით, გ-------------–---–ი, ბავშვებს ურიცხავს ყოველთვიურად 250 ლარს, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც არ ასრულებს ვალდებულებას, მოცემული თანხა ბუნებრივია, არ არის საკმარისი ორი ბავშვის საჭიროებების უზრუნველსაყოფად. მ--------------ის განცხადებით გ-------------–---–ი არის დასაქმებული, აქვს სტაბილური შემოსავალი და მას შეუძლია ალიმენტის სახით, შვილებს გადაუხადოს ყველთვიურად 500 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე გ-------------–---–მა ნაწილობრივ ცნო სარჩელი. მისი განცხადებით, თანაცხოვრების შეწყვეტის შემდგომ, იგი რეგულარულად ურიცხავდა შვილებს ყოველთვიურად 250 (ორას ორმოცდაათ) ლარს. მოსარჩელე შვილებთან ერთად ცხოვრობს მშობლების სახლში, იქიდან გამომდინარე, რომ მ--------------ე და დედამისი არიან დასაქმებულები, ბავშვები ძირითადად არიან ბაბუასთან - მ--------------ის მამასთან, რომელსაც გარკვეული პერიოდი უტოვებდა შვილებისთვის განკუთვნილ თანხას. მოსარჩელის მითითების შემდგომ დაიწყო თანხის ჩარიცხვა ანგარიშზე. ა-–---------ე და დ----- ს----–---–ები არდადეგებს ატარებენ მამასთან, რომელიც მათთვის ყიდულობს ტანსაცმელს, არდადეგების დასრულების შემდგომ დროულად აბრუნებს დედასთან, რათა ბავშვები სათანადოდ მოემზადონ სასკოლო წლის დაწყებისთვის. თუმცა მოსარჩელე არ ზრუნავს შვილების აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაზე, ა-–---------ე ს----–---–ი ხშირად აცდენს დამატებით გაკვეთილებს. გარდა რეგულარულად დარიცხული თანხებისა, გ-------------–---–ი ზრუნავს ბავშვების სამოსზე, სასკოლო ნივთებზე. სკოლის პერიოდში მონახულებისას უტოვებს გარკვეულ თანხას ბავშვებს. მოპასუხე აღნიშნავს, რომ მას აქვს საკრედიტო ვალდებულება, რაც თვიურად შეადგენს - 1056 ლარს. 2--- წლის ნომებრის თვიდან ჰყავს მეუღლე. მოპასუხეს ესმის თუ რას ნიშნავს შვილების რჩენა-აღზრდა და რამდენ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ მას სხვა სახის შემოსავალი არ გააჩნია და შეუძლია გადაიხადოს ალიმენტის სახით 125 – 125 ლარი, თითოეულ ბავშვზე, ჯამში 250 ლარი. მოპასუხე აღნიშნავს, რომ დასახელებულ თანხას დღემდე ურიცხავს შვილებს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.მ--------------ე (პ/ნ 0----------) და გ-------------–---–ი (პ/ნ 2----------) 2--- წლიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეების ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

3.1.2. გ-------------–---–ს და მ--------------ეს არარეგისტრირებული ქორწინების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი ა-–---------ე ს----–---–ი(პ/ნ 0----------, დაბადებული 2--- წლის 2-------------ს) და დ----- ს----–---–ი (პ/ნ 0---------- დაბადებული 2--- წლის 1-------ს).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობა. (იხ.ს.ფ.17);

- დაბადების მოწმობა. (იხ.ს.ფ.18);

3.1.3. გ-------------–---–ი და მ--------------ე ცხოვრობენ ცალ-ცალკე, კერძოდ მ--------------ე ცხოვრობს ქ. თბილისში, ხოლო გ-------------–---–ი ცხოვრობს თელავში. არასრულწლოვანი შვილები ა-–---------ე ს----–---–ი და დ----- ს----–---–ი ცხოვრობენ დედასთან - მ--------------ესთან ერთად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეების ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის 26.02.2----–-–-- ცნობით, მ--------------ის

(პ/ნ0----------) შემოსავალს 2--- წლის იანვრის თვიდან- 2--- წლის აგვისტოს თვემდე შეადგენს - 2188.77 ლარი, აქედან დაკავებული გადასახადი კი - 437.77 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების ცნობა (იხ.ს.ფ 28-29);

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

 

3.2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის 26.02.2----–-–-- ცნობით, გ-------------–---–ის (პ/ნ2----------) შემოსავალს 2--- წლის იანვრის თვიდან- 2----–-–-- იანვრის თვემდე შეადგენს - 49,172 . 37 ლარი, აქედან დაკავებული გადასახადი კი - 9,833.88 ლარი, შესაბამისად, გ-------------–---–ის საშუალო ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 2--- წლის 01 იანვრიდან -2--- წლის დეკემბრის თვის ჩათვლით - 3278.2 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების ცნობა (იხ.ს.ფ 28-30);

- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

 

3.2.3. კერძო მასწავლებლის - ირინე აბესაძის ხელწერილის თანახმად, იგი არასრულწლოვან ა-–---------ე ს----–---–ს ამეცადინებს სასკოლო საგნებში, რის საფასურიც შეადგენს, ყოველთვიურად 200 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ირინე აბესაძის ხელწერილი. (იხ.ს.ფ 19);

3.2.4. ს.ს. თ--–--------------------- დირექტორის მიერ 25.02.2----–-–-- ცნობის თანახმად, გ-------------–---–ი არის დასაქმებული სს ,,თ--–---------------------“ მევენახეობის დეპარტამენტის კონდოლის განყოფილებაში, ინჟინერ-მექნიკოსის პოზიციაზე, ყოველთვიური ხელფასი კი განისაზღვრება 1.820 ლარის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ს.ს. თ--–--------------------- ცნობა (იხ.ს.ფ 33-38);

- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

 

3.2.5. სს „-–---------------- 26.02.2019 წლის ცნობის მიხედვით, გ-------------–---–ს, მ--------------ის ანგარიშზე, 01.01.2014 წლიდან 12.02.2019 წლამდე უფიქსირდება გადარიცხვები, მინიმუმ - 200 ლარის და მაქსიმუმ - 250 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სს „-–---------------- ცნობა (იხ.ს.ფ. 43-45)

3.2.6. საკრედიტო ხელშკრულება # 2017-04-1--------------------- -ის თანახმად სს ,,ბაზის ბანკს“ და გ-------------–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშკრულება, რომლის მიხედვით კრედიტის მოცულობა არის 5---- ლარი, ხანგრძლივობა 26.04.2017-26.04 2027 წლამდე, ყოველთვიური გადასახადი 741 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სს „ბაზის ბანკის“ ხელშეკრულება (იხ.ს.ფ 47-48)

 

3.2.7. საკრედიტო ხელშეკრულება N2----07-16----------------------- ის მიხედვით, გ-------------–---–ს და სს ,,ბაზის ბანკს“ შორის დაიდო საკრედიტო ხელშკრულება, რომლის მიხედვით კრედიტის მოცულობა არის 9--- ლარი, ხანგრძლივობა 16.07.2----დან- 12.07 2021 წლამდე, ყოველთვიური გადასახადი 315.54 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სს „ბაზის ბანკის“ ხელშეკრულება (იხ.ს.ფ 54-57)

 

3.2.8. მხარეთა ახსნა-განმარტებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხე გ-------------–---–ს კანონისმიერი რჩენის ვალდებულება, გარდა 2--- წლის 2-------------ს დაბადებული ა-–---------ე ს----–---–ის და 2--- წლის 1-------ს დაბადებული დ----- ს----–---–ისა არ ეკისრება. მოსარჩელე განმარტავს, რომ ის ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფება სხვა პირთან, რომელიც არის ფეხმძიმედ, ამასთან, მისი ზრუნვა სჭირდებათ ოჯახის წევრებს, მაგრამ მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, იმის თაობაზე, რომ მითითებულ პირებს სხვა გზით სარჩოს მიღების შესაძლებლობა არ გააჩნიათ, არიან ქმდუუნაროები, არ ეძლევათ სახელმწიფოს მიერ დაწესებული დახმარება - პენსია ან სხვა გასაცემელი მოპასუხეს არ წარმოუდგენია.

3.2.9. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას გააჩნია სასესხო ვალდებულებები და ამ მიზეზის გათვალისწინებით, მისი შემოსავლებიდან გამომდინარე, არ შეუძლია არასრულწლოვან შვილებს გადაუხადოს ალიმენტი სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით, რადგან სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი, 26.02.2019 წ. ინფორმაციის მიხედვით, გ-------------–---–ის შემოსავალს 2--- წლის იანვრის თვიდან - 2----–-–-- იანვრის თვემდე შეადგენს - 49,172.37 ლარი, აქედან დაკავებული გადასახადი - 9,833.88 ლარი, შესაბამისად, გ-------------–---–ის საშუალო ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 2--- წლის 01 იანვრიდან - 2--- წლის დეკემბრის თვის ჩათვლით - 3278.2 ლარს, ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე მას გააჩნია ორი საკრედიტო ვალდებულება სს ,-----------------, სადაც ყოველთვიური გადასახადი ერთ სესხზე შეადგენს -741 ლარს, ხოლო მეორე სესხზე - 315.54 ლარს, შესაბამისად სრულად სასესხო ვალდებულების მოცულობა შეადგენს თვეში - 1056.54 ლარს, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის საშუალო ყოველთვიური შემოსავლიდან და გამომდინარე იქედან, რომ კანონისმიერი რჩენის ვალდებულება, გარდა არასრულწლოვანი შვილებისა გ-------------–---–ს არ ეკისრება, შესწევს უნარი შვილებს გადაუხადოს რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტი, ამასთან, მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მისი შემოსავლებიდან გამომდინარე ვერ ასრულებს ბანკის მიმართ საკრედიტო ვალდებულებას და არის მძიმე მდგომარეობაში მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების, ასევე შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობისა და ბავშვის რჩენა-აღზრდის საჭიროებების გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს სრულად და ალიმენტის ოდენობა განისაზღვროს თითოეულ არასრულწლოვანზე ყოველთვიურად 250 ლარის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე, “ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18, 27-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები, 2--- წლის 2-------------ს დაბადებული ა-–---------ე ს----–---–ი და 2--- წლის 1-------ს დაბადებული დ----- ს----–---–ი, რომლებიც მეორე მშობლისაგან ასევე, მატერიალურ დახმარებას საჭიროებენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად: მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მ--------------ე და გ-------------–---–ი ცხოვრობენ ცალ-ცალკე, მხარეებს შორის ფაქტობრივი საქორწინო ურთიერთობა შეწყვეტილია. ბავშვების საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დედის საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, ორივე მშობელი ვალდებულია არჩინოს არასრულწლოვანი შვილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონისმიერი ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზანს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესის დაცვა. არასრულწლოვანის „უპირატესი ინტერესია“ (“main interest“) - მიიღოს მშობლებისაგან ის სამართლებრივი სიკეთე, რაც აუცილებელია მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებისათვის. არასრულწლოვანი ბავშვის ამ ლეგიტიმური ინტერესის დაცვას ეძღვნება ეროვნული კანონმდებლობის - სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა, ბავშვის ეს უფლება გარანტირებულია ასევე უნივერსალური საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით, რომლებიც სახელმწიფო მხრიდან აწესებენ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვის ამგვარი ინტერესის დაცულობა.

 

აღნიშნული მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩარევის დაუშვებლობას (რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები), არამედ აწესებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასაც - განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის, კერძოდ, შეიმუშავოს არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციები.

 

,, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც „სახელმწიფოს სახელით“ გამოტანილი სამართლებრივი დოკუმენტია და შეეხება არასრულწლოვანის ინტერესებს, არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების ყველაზე ნათელი მაგალითი“ (იხ.სუსგ ას-307-294-2015, 3.06.2015 წელი)

 

ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილის უფლება მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნოს არასრულწლოვან შვილზე.

 

აღნიშნული ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილურად მაღალი მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისგან. მშობლის პოზიტიური ვალდებულება, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი, არა მისი ფაქტობრივად არსებული შემოსავლით, არამედ იმითაც განისაზღვრება, რამდენად შრომისუნარიანია მარჩენალი, რათა მან ყოველი ღონე იხმაროს შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდის პირობების შესაქმნელად.

 

საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც იგი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ გ-------------–---–ი დასაქმებულია სს ,,თ--–---------------------“ მევენახეობის დეპარტამენტის კონდოლის განყოფილებაში, ინჟინერ-მექანიკოსის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი განისაზღვრება 1820 ლარის ოდენობით, ხოლო სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი, 26.02.2019 წ. ინფორმაციის მიხედვით გ-------------–---–ის შემოსავალს 2--- წლის იანვრის თვიდან - 2----–-–-- იანვრის თვემდე შეადგენს -ს 49,172.37 ლარი, აქედან დაკავებული გადასახადი - 9,833.88 ლარი, შესაბამისად, მას აქვს უნარი და შესაძლებლობა უზრუნველყოს შვილების რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიური ხარჯები. მ--------------ე ამჟამად მუშაობს შპს ,--------–-- მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს - 650 ლარს, ამასთან, შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი, 26.02.2019 წ. ინფორმაციის მიხედვით მ--------------ის შემოსავალს 2--- წლის იანვრის თვიდან - 2--- წლის აგვისტოს თვემდე შეადგენდა - 2188.77 ლარს, აქედან დაკავებული გადასახადი კი - 437.77 ლარს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ გ-------------–---–ი ყოველთვიურად ურიცხავს შვილებს 250 ლარს, მაგრამ მხარეთა საერთო შვილები ცხოვრობენ დედასთან, რომელიც ფინანსურად უზრუნველყოფს ბავშვებს, რაც არ არის საკმარისი მოსარჩელე მხარის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით.

სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვნები ა-–---------ე ს----–---–ი და დ----- ს----–---–ი არიან სკოლის მოსწავლეები, მათ ესაჭიროებათ კვება, ტანსაცმელი, მოსარჩელის სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე დამატებითი მეცადინეობა კერძო მასწავლებელთან, რაც შესაბამის ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამდენად, ბავშვი საჭიროებს მშობლების დახმარებას, მის აღზრდა-განვითარების, განათლების მიღების, და ყოველდღიური საჭიროებებიდან გამომდინარე, მხოლოდ დედის დახმარება არ არის საკმარისი. მშობლებმა უპირველესად უნდა გაითვალისწინონ შვილების საჭიროებები. მამა ასევე ვალდებულია ჩაერთოს შვილის რჩენა-აღზრდის საკითხებში, რათა უზრუნველყოფილი იქნას ბავშვის საარსებო მოთხოვნილებები.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან მას აქვს ფინანსური ვალდებულებები ბანკის წინაშე, ვერ შეძლებს მის მიერ მითითებულზე მეტი თანხის გადახდას, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. მოპასუხეს ფინანსური ვალდებულება აღებული აქვს გარკვეული ვადით, მის დაფარვაში ეხმარება დედა, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან - ბავშვების სრულწლოვანებამდე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობაც (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (), რაც საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2--- წლის თებერვლის თვისათვის - 179.1 ლარს. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.

 

არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს, რაც გამოიხატება ბავშვისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნაში, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. არასრულწლოვანის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მისი ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ არასრულწლოვანის უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც მას მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხავადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.

 

გასაზიარებელი არ არის მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ის ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფება სხვა პირთან, რომელიც არის ფეხმძიმედ, ამასთან, მისი ზრუნვა სჭირდებათ ოჯახის წევრებს, ვინაიდან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი მდგომარეობის შეფასებისას სარჩენ პირთა წრე განისაზღვრება არა სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმით და მასში მოიაზრებიან მხოლოდ ის პირები, რომლებსაც სხვა გზით სარჩოს მიღების შესაძლებლობა არ გააჩნიათ (არიან ქმდუუნაროები, არ ეძლევათ სახელმწიფოს მიერ დაწესებული დახმარება პენსიის ან სხვა გასაცემელის სახით), საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, მოპასუხე მხარის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ასაკის, ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, იქნება თითოეულისათვის თვეში 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი. არასრულწლოვნი ა-–---------ე და დ-----------–----–-ბისათვის განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა თითოეულისათვის თვეში – 250 ლარი, ის გონივრული ოდენობაა, რაც აუცილებელია არასრულწლოვანი ბავშვებისათვის ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად. ამავდროულად, მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე, მათი ინტერესების დაბალანსებისას გასათვალისწინებელია, რომ მშობელი, რომელთანაც ბავშვი არ ცხოვრობს, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილის მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო, მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება, უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2----–-–-- 12 თ-------–----ნ უნდა დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის სახით თითოეული ბავშვისათვის თვეში 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის გადახდა მის სრულწლოვანებამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ლელა დოლაბერიძე ალიმენტთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ამასთან მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო, მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო 125-125 ლარის ნაწილში, გ-------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-14, 38-39-ე, 42-ე, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით.

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ--------------ის სარჩელი გ-------------–---–ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს:

 

1.1. გ-------------–---–ს (პ/ნ 2----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - 2--- წლის 2-------------ს დაბადებული ა-–---------ე ს----–---–ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2----–-–-- 12 თ-------–----ნ ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

2. გ-------------–---–ს (პ/ნ 2----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - 2--- წლის 1-------ს დაბადებული დ----- ს----–---–ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2----–-–-- 12 თ-------–----ნ ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

3. გ-------------–---–ს (პ/ნ 2----------) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: დალი აბჟანდაძე