განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 160100119002925168
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
saqme #1/127-19 17 ივნისი 2019 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031260319002)
მოსამართლე - თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი - დიანა ქოჩორაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: მადონა ურუშაძე
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ნანი აბრამიშვილი
ბრალდებული: მ------ ა----–---–ი
მამის სახელი: ტ------–-
დაბადებული: 2-----------–--–-
პირადი ნომერი: 3----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ---------------------------------------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენით, მ------ ა----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ (3 ეპიზოდი) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
ქურდობისათვის ნასამართლევი მ------ ა----–---–ი, 2019 წლის 24 მარტს, დაახლოებით 07:30 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ პირველ ქესალოში მდებარე ე-–----- გ------------ოვის მშენებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 1500 ლიტრის მოცულობის ლითონის წყლის ავზს, რითაც დაზარალებულ ე-–----- გ------------ოვს მიადგა 250 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.
მ------ ა----–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას:
საქმეზე უდავოდ ცნობილი 2019 წლის 26 მარტის ამოღების ოქმის თანახმად საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ადგილია ქ. რუსთავი, აღმაშენებლის გამზირი, ახალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, სადაც შპს ,,გ.ტ. გრუპის“ მენეჯერისგან ამოღებული იქნა ლითონის წყლის ავზი და შავი და ფერადი ლითონის მიღება ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალი.
დაზარალებულ ე-–----- გ------------ოვის გამოკითხვის ოქმით დგინდება რომ ცხოვრობს მარნეული რაიონის სოფელ პირველ ქესალოში. დაახლოებით ერთი წლის წინ თავისი საცხოვრებელი სახლიდან 500 მეტრის მოშორებით დაიწყო ახალი სახლის მშენებლობა, სადაც სახლთან მოთავსებული ჰქონდა ლითონის წყლის ავზი 1500 ლიტრის მოცულობით. აღნიშნული ავზი 2019 წლის 25 მარტს ადგილზე აღარ დახვდა, რის გამოც მიმართა პოლიციას. ე-–----- გ------------ოვმა განმარტა, რომ მას მიადგა 250 ლარის ოდენობის ზიანი.
მოწმე მალხაზ ჩიჩუას გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ იგი არის შპს ,,გ.ტ. გრუპის მენეჯერი, რომელმაც განმარტა რომ 2019 წლის 24 მარტს დაახლოებით 08:00 საათზე, მათთან მივიდა მ------ ა----–---–ი, რომელმაც მისი მართვის ქვეშ მყოფი ფორდტრანზიტის მარკის ავტომანქანით ჩასაბარებლად მიიტანა ლითონის წყლის ავზი, 1500 ლიტრიანი. მალხაზ ჩიჩუამ შეიძინა აღნიშნული ავზი. რის შემდეგაც მ------ ა----–---–მა მას წარუდგინა პირადობის მოწმობა, ხოლო მალხაზ ჩიჩუამ მისი პირადი მონაცემები გაატარა ჟურნალში.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ქურდობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის სახეობითი ობიექტია საკუთრების ურთიერთობა მთლიანად; იგი მოიცავს მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას. კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) ნივთის კუთვნილება და სახე (ნივთი უნდა განეკუთვნოდეს მოძრავ ნივთს და უნდა იმყოფებოდეს სხვა სუბიექტის საკუთრებაში/მფლობელობაში); 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება - ნივთის ფარული დაუფლება; 3) პირის მიერ განხორციელებული ქმედება უნდა ხელყოფდეს ნივთის მესაკუთრის უფლებას.
ზემოაღნიშნული და საქმეში წარმოდგენილი უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობაში გაანალიზებით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ------ ა----–---–ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ე-–----- გ------------ოვის ლითონის წყლის ავზს.
2.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავი - დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ ადგენს, რომ ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის(ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზევით. საქმეზე დადგენილი გარემოებების თანახმად მ------ ა----–---–მა ე-–----- გაჯიმახმუოდვს მიაყენა 250 ლარის ზიანი, რაც საკუთრების წინააღმდეგ დანაშაულთა თავის მიხედვით ითვლება მნიშვნელოვან ზიანად.
2.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენით მ------ ა----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ემუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით, საიდანაც სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წელი, განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად.
2019 წლის 28 მარტის ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს წერილიდან ირკვევა რომ მ------ ა----–---–ის მიმართ მიმდინარეობს საქმის წარმოება რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენის საფუძველზე. მ------ ა----–---–ის მიმართ გამოსაცდელი ვადის დასაწყისია: 05.11.2019 წელი, ხოლო გამოსაცდელი ვადა უნდა დასრულებულიყო : 02.04.2022 წელს. შესაბამისად დადგენილია რომ მ------ ა----–---–ს ნასამართლეობა გაქარწყლებული ან მოხსნილი არ ჰქონია.
საქართველოს სსკ-ის 15-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. მ------ ა----–---–ი ნასამართლევი იყო რა სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მას კვლავ დაუდასტურდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, აღნიშნულიდან გამომდინარე მას ბრალად უნდა შეერაცხოს არაერთგზისობა.
3.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას. ამდენად, სასამართლოს დასკვნა მ------ ა----–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ მ------ ა----–---–ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებული ე-–----- გაჯიმახმუდოვის გამოკითხვის ოქმი, მოწმე გიორგი რაზმაძის, მალხაზ ჩიჩუას გამოკითხვის ოქმები, 2019 წლის 26 მარტის დათვალიერების ოქმი, 2019 წლის 26 მარტის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, 2019 წლის 26 მარტის ამოღების ოქმები, ამოღებული ნივთმტკიცება, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენი.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, მ------ ა----–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ მ------ ა----–---–ს ჰქონდა განზრახვა, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა დაზარალებულების საკუთრებას.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ მ------ ა----–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სასჯელის დანიშვნის დროს, თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მათ წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს და ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, კერძოდ:
5.1. მ------ ა----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
6.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ოთხიდან შვიდ წლამდე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს (მ------ ა----–---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ჰყავს სამი შვილი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი), ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ მინიმალური სასჯელის გამოყენების შემთხვევაში მიღწეული იქნება სასჯელის კანონისმიერი მიზნები.
6.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ------ ა----–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.გა
ამასთან, საქართველოს სსკ-ის 67-ემუხლის მე-5 ნაწილის თანახმად უნდა გაუქმდეს მ------ ა----–---–ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს 59-ემუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 4(ოთხი) წლის ვადით უნდა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფელბის აღკვეთა 2(ორი) წლის 4(ოთხი) თვის და 28(ოცდარვა) დღის ვადით და საბოლოოდ მ------ ა----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
7. ნივთმტკიცების საკითხი:
7.1 .საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად დაზარალებულს, გამართლებულს ან სხვა პირს კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს. საქმეზე ნივთმტკიცების სახით ამოღებული წყლის ავზი უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ------ ა----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდეს მ------ ა----–---–ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 4(ოთხი) წლის ვადით შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფელბის აღკვეთა 2(ორი) წლის 4(ოთხი) თვის და 28(ოცდარვა) დღის ვადით და საბოლოოდ მ------ ა----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით.
მ------ ა----–---–ს დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 26 მარტიდან.
მ------ ა----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკევთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეზე დართული ნივთმტკიცებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- წყლის ავზი დაუბრუნდეს დაზარალებულს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე