გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.06.2019
საქმის ნომერი
330210017002240009
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
21.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №-/37470-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 ივნისი, 2019 წელი თ---–--ი

შესავალი ნაწილი

თ---–--ის საქ--–--ო სასამართლოს სამოქ--–--ო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი - ანა მეშველიანი

მოსარჩელე - ქ--–-- თ---–--ის მ----–----–------ის მ----ა

წარმომადგენელი - ბ------- ნ------ე, ს---–--- კ------ე

მოპასუხე - ბ---- ნ-------ე

წარმომადგენელი - კ---- ბ--------ე

დავის საგანი - დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ბ---- ნ-------ეს ქ--–-- თ---–--ის მ----–----–------ის მ----ის სასარგებლოდ დაეკისროს დანაშაულით მიყენებული ზიანის - 3 524 237,00 ლარის ანაზღაურება.

 

სარჩელში განმარტებულია, რომ თ---–--ის საქ--–--ო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 აპრილის განაჩენით საქმეზე №--------- ბ---- ნ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (შ-- „ე–-ოს" ეპიზოდი), რაც გამოიხატა მის მარლთზომიერ გამგებლობაში მყოფი 3 250 253 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვაში, რამაც თ---–--ის მ----ას მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (შ-- „ბ----------–ის" ეპიზოდი), რაც გამოიხატა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით; ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ და სხვისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით განხორციელებულ მოქმედებაში, რითიც თ---–--ის მ----–----–------ის მ----ას მიადგა 16 764 ლარის მატერიალური ზიანი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (შ-- „ე-------- კ------ის" ეპიზოდი), რაც გამოიხატა მის მართლზომიერ გამგებლობაში მყოფი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, რითიც თ---–--ის მ----–----–------ის მ----ას მიადგა 8 285 ლარის მატერიალური ზიანი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (შ-- „ე-------- კ------ის" ეპიზოდი), რაც გამოიხატა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ და სხვისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით განხორციელებულ მოქმედებაში, რითიც თ---–--ის მ----–----–------ის მ----ას მიადგა 52 538 ლარის მატერიალური ზიანი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (ინდ. მეწარმე „გ------- ქ------–---–ის" ეპიზოდი), რაც გამოიხატა მის მართლზომიერ გამგებლობაში მყოფი 101 061 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვაში, რითიც თ---–--ის მ----ას მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (შ-- „ნ----------ის" ეპიზოდი), რაც გამოიხატა მის მართლზომიერ გამგებლობაში მყოფი 95 336 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვაში, რამაც თ---–--ის მ----ას მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

საქმეში წარმოდგენილი ცნობის თანახმად, №--------- სისხლის სამართლის საქმეზე 2009 წლის 30 ივლისს დაზარალებულად იქნა ცნობილი თ---–--ის მ----ა. 2015 წლის 06 აპრილის №--------- განაჩენის თანახმად, ბ---- ნ-------ის მიერ 2007-2009 წლებში სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, გაფლანგული იქნა სახელმწიფო შესყიდვებისათვის გათვალისწინებული ფულადი სახსრები, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა საზოგადოების პარტნიორი თ---–--ის მ----ის სახით.

 

ბ---- ნ-------ის მიერ ჩადენილი მარლთსაწინააღმდეგო ქმედებით თ---–--ის მ----ას ჯამურად მიადგა 3 524 237 ლარის მატერიალური ზიანი.

 

ბ---- ნ-------ეს მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი არ აუნაზღაურება.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

მოპასუხე ბ---- ნ-------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

 

შესაგებელში მითითებულია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია; მოთხოვნის წარმოშობის ვადა იწყება იმ დროიდან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე. მოსარჩელემ გაუშვა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, რაც დასტურდება 2009 წლის დაზარალებულის დაკითხვის ოქმიდან, სადაც დაზარალებულის მიერ გაცხადებული ზიანის თანხები უცვლელად არის ასახული განაჩენის ტექსტში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 06 აპრილის თ---–--ის საქ--–--ო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება განსასჯელ ბ---- ნ-------ესთან.

 

განაჩენის თანახმად ბ---- ნ-------ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში (შესაბამის ეპიზოდებში):

 

2007 წლის 9 ნოემბერს, შ-- "თ---–--ის ა---------ის" მიერ 2.000.000 ლიტრი L--- მარკის დიზელის საწვავის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში, სატენდერო კომისიის 2007 წლის 17 დეკემბრის №- ოქმით მიღებული დადგენილებით გამარჯვებულად გამოცხადდა შ-- „ე–-ო", რომელმაც სატენდერო წინადადებაში დააფიქსირა, რომ 2.000.000 ლიტრ L--- მარკის დიზელის საწვავს საწარმოს მიაწვდიდა საბაზრო ფასისათვის არარეალურად დაბალ ფასად - 2.920.000 ლარად, ანუ 1 ლიტრს — 1.46 ლარად. ბ---- ნ-------ემ 2007 წლის 27 დეკემბერს, შ-- ”ე–-ოსთან“ გააფორმა №----------- ხელშეკრულება 2.920.000 ლარის ღირებულების L--- მარკის დიზელის საწვავის შესყიდვაზე. ხელშეკრულებითა და №- დანართით დაშვებული იქნა ტენდერით დ---იქსირებული ფასის კორექტირება, კერძოდ: ყოველ მიწოდებაზე საწვავის ღირებულება განისაზღვრა ე.წ „პ-–-–ის“, ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებებისა და სატენდერო წინადადებების უცვლელი კოეფიციენტით - 1 ლიტრ საწვავზე 3.092 თეთრის ოდენობით. დამატებით, 2--- წლის 25 იანვარს, შ-- „თ---–--ის ა---------ის“ მიერ 15.200.00 კილოგრამი L--- მარკის დიზელის საწვავის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში, სატენდერო კომისიის 2--- წლის 28 თებერვლის №- ოქმის დადგენილებით, კვლავ გამარჯვებულად გამოცხადდა შ-- „ე--ო“, რომელსაც ტენდერის პირობებით შს „თ---–--ის ა---------ისათვის” 15.200.000 კილოგრამი L--- მარკის დიზელის საწვავი უნდა მიეწოდებინა 27,892,000 ლარად, ანუ 1 კგ. საწვავი - 1,835 ლარად. ამ დროისათვის შ-- „თ---–--ის ა---------ის“ საწესდეზო კაპიტალი შეადგენდა 69.386.207,5 ლარს, საწვავის შესასყიდი ღირებულება - 27.892.000 ლარს, რომელიც აღემატებოდა საწესდეზო კაპიტალის - 10%-ს. ბ. ნ-------ემ სამსახურებრივი მდგომაწეობის გამოყენებით, ქ. თ---–--ის მ----ასთან შეუთანხმებლად, 2--- წლის 4 მარტს გააფორმა №----------- ხელშეკრულება 27.892.000 ლარის ღირეზულების L--- მარკის დიზელის საწვავის შესყიდვაზე. ფასნამატი 1 ლიტრ საწვავზე შეადგენდა 26.295 თეთრს, აღნიშნული 10-ჯერ აღემატებოდა სს "ვ-----– პ--------–---- ჯ-------ას“ მიერ ადრე შემოთავაზებულ წინადადებას, სადაც ფასნამატი შეადგენდა 2.629 თეთრს, რითაც გაძვირდა საწვავის ღირებულება. ხელშეკრულებით, დიზელის საწვავის ფასი უნდა განაზღვრულიყო ყოველ იმპორტირებულ პარტიაზე საიმპორტო საბაჟო დეკლარაციაში დ---იქსირებული პ-–-–ის მიხედვით და იგი უცვლელ უნდა დარჩენილიყო ყოველ კონკრეტულ პარტიაზე პ-–-–ის ცვლილების მიუხედავად. შ-- „ე–-ო” არ იყო იმპორტიორი, წარმოადგენდა შუამავალს იმპორტიორსა და შ-- „თ---–--ის ა---------ს“ შორის, რაზეც შ-- “თ---–--ის ა---------ს” ეცნობა 2--- წლის 20 და 27 მარტის წერილებით, თუმცა ბ---- ნ-------ეს არ უმსჯელია შ-- “ე–-ოსთან” დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელების მიზანშეწონილობაზე. ტენდერში გაცხადებული პირობა — 15.200.000 კილოგრამი L -62 მარკის დიზელის საწვავის 27.892.000 ლარად მიწოდების შესახებ, რამაც ტენდერში შ-- „ე–-ოს“ გამარჯვებულად გამოცხადება განაპირობა, ხელშეკრულებაში უცვლელად ასახვის ნაცვლად შეიცვალა და დ---იქსირდა ისეთი პირობები, რამაც ე.წ. „პ-–-–ისა“ და ვალუტის კურსის ცვლილებების შესაბამისად დიზელის საწვავის ღირებულების ხელოვნურად გაზრდა გამოიწვია, შ-- “ე–-ოს“ მიერ შ-- “თ---–--ის ა---------ზე“ 2--- წლის იანვრიდან 2009 წლის 6 მაისის ჩათვლით სულ მიწოდებული იქნა 17 683 379 კგ. დიზელის საწვავი 31 407 982 ლარად, რაც სატენდერო წინადადების სახით განცხადებულ ფასს აღემატება 595 982 ლარით. რიგ შემთხვევაში საწვავი მიწოდებული იქნა ისეთი ფასებით, რაც მნიშვნელოვნად აღემატებოდა შესაბამისი პერიოდისათვის არსებულ საცალო ფასს, კერძოდ: 2--- წლის აპრილში, მაისში, ივნისში, ივლისში და 2009 წლის იანვარში და აპრილში ერთობლიობაში მიწოდებული საწვავის ღირებულება 1 424 523 ლარით აღემატებოდა იმ დროისავის არსებულ საცალო ფასს. შემსყიდველისათვის ხელშეკრულებებში აშკარად არახელსაყრელი პირობების ჩადებით, იმ პერიოდისათვის ჩამოყალიბებული საბითუმო ფასების გათვალისწინებით, შ-- „ე–-ოს“ მიერ მიწოდებული 17 683 379 კგ, დიზელის საწვავის შეძენა, 31 407 982 ლარის ნაცვლად, დაუჯდებოდა 28 157 729 ლარი, ანუ 3 250 253 ლარით ნაკლები ბ. ნ-------ის დანაშაულებრივი ქმედებით, საზოგადოების დებულების მოთხოვნათა უგულვებელყოფით, მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგულ იქნა მის მართლზომიერ გამგებლობაში მყოფი 3 250 253 ლარი, რამაც თ---–--ის მ----ას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

 

2007 წელს შ-- „თ---–--ის ა---------ის” მიერ, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის თანახმად, მსუბუქი ავტომობილების შესყიდვაზე ჩატარებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შ-- „ბ----------–ი”, რომელთანაც 2007 წლის 26 დეკემბერს გაფორმდა №------- 0-- ხელშეკრულება 16 ერთეული მსუბუქი ავტომობილის შესყიდვაზე, ღირებულებით 223,520 ლარი (ერთეულის ფასი 13,970 ლარი). გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შ-- „ბ----------–ს” შ-- „თ---–--ის ა---------ისათვის” ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში - 2--- წლის 26 იანვრამდე უნდა მიეწოდებინა 2007 წელს გამოშვებული 16 ერთეული „ტ---ა”-ს მარკის მსუბუქი ავტომანქანა. ხელშეკრულების მიხედვით, მიწოდების ვადების გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 5%–ის ოდენობით. შ-- „ბ----------–მა" ვერ შეძლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, კერძოდ: საქონლის 2--- წლის 26 იანვრამდე მიწოდება. ბ. ნ-------ემ ნაცვლად იმა, რომ ხსენებული ფირმისათვის დაეკისრებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები, შ-- „ბ----------–თან" ურთიერთობისას ბოროტად გამოიყენა მისთვის მინიჭებული ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება, იმოქმედა შ-- „თ---–--ის ა---------ის” კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ და მომწოდებლისათვის უპირატესობის მინიჭების მიზნით, შ-- „ბ----------–ის” ერთ-ერთ დამფუძნებელს ჰ------ ო-----ს შესთავაზა წერილით მიემართა შ-- „თ---–--ის ა---------ისათვის" და ფინანსური პრობლემების მომიზეზებით მოეთხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მოწოდების ვადების გაგრძელება. თავის მხრივ, ბ. ნ-------ე ხსენებული წერილის საფუძველზე მომწოდებელთან გააფორმებდა ურთიერთშეთანხმების აქტებს და შედეგად შ-- „ბ----------–ი’’ თავს აარიდებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საჯარიმო სანქციებს. შეთანხმებისამებრ, ჰ------ ო-----ის მითითებით, შ-- „ბ----------–ის” დირექტორმა ვ--–------ ე-----–--ემ 2--- წლის 23 იანვარსა და 28 მარტს წერილებით მიმართა ბ. ნ-------ეს. ამ უკანასკნელმა წერილების საფუძველზე შ-- „თ---–--ის ა---------ის“ ინტერესების საზიანოდ, 2--- წლის 5 იანვარსა და 28 მარტს ვ. ე-----–--ესთან გააფორმა ურთიერთშეთანხმების აქტები, რომელთა საფუძველზეც შ-- „ბ----------–ს” შესაძლებლობა მიეცა დაერღვია საქონლის მიწოდების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები და თავი აერიდებინა 16 764 ლარის ოდენობის საჯარიმო სანქციებისათვის, რითაც ქ. თ---–--ის მ----ას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა;

 

2--- წლის 28 თებერვალს, შ-- „თ---–--ის ა---------მა” გამოაცხადა ტენდერი „დ---ის“ მარკის ა---------ების სათადარიგო ნაწილების შესყიდვაზე, სადაც ერთ-ერთ გამარჯვებულად გამოცხადდა შ-- „ე-------- კ------ი”, რომელთანაც იმავე წლის 12 მარტს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №--------007 ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, ამ უკანასკნელს შ-- „თ---–--ის ა---------ისთვის” უნდა მიეწოდებინა 364 842 ლარის საერთო ღირებულების მარაგ ნაწილები, მათ შორის, 60 კომპლექტი დგუში, ცილინდრი და რგოლები, ღირებულებით 15 060 ლარი. ამავე ხელშეკრულების 7.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მიმდინარეობისას ერთეულის დ---იქსირებული ფასის შეცვლა დასაშვები იყო საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსის ცვალებადობის მიხედვით, აღნიშნული კურსის აბსოლუტური მნიშვნელობის 5% მეტი ცვლილების შემთხვევაში, როგორც ზრდისას, ასევე შემცირებისას. საქონლის მიწოდების პროცესში, დოლარის კურსი ლართან მიმართებაში გაიზარდა 8.12%-ით ანუ 1.526-დან 1.65-მდე, რის გათვალისწინებითაც საქონლის ერთეულის ღირებულება 251 ლარის ნაცვლად უნდა განსაზღვრულიყო 271 ლარით. შ-- „ე-------- კ------ის” დირექტორმა ნ. მ-------ემ, ვალუტის კურსთა შორის ცვალებადობა გამოიყენა რა თავის სასარგებლოდ, ნაცვლად კუთვნილი 271 ლარისა, მოითხოვა არარეალურად გაზრდილი ფასი - 610 ლარი და 2--- წლის 20 ნოემბერს წერილით მიმართა ზ. ნ-------ეს, რომლითაც ხელშეკრულების 7.2 პუნქტის საფუძველზე, ითხოვა დგუშის, ცილინდრისა და რგოლების ერთეული კომპლექტის ღირებულების 251 ლარიდან 610 ლარამდე გაზრდა. მიუხედავად იმისა, რომ ზ, ნ-------ე ვალდებული იყო გადაემოწმებინა შ-- „ე--------” კ------იის დირექტორის ნ. მ-------ის მოთხოვნის საფუძვლიანობა, 2--- წლის 27 ნოემბერს, ამ უკანასკნელთან ერთპიროვნულად გააფორმა ურთიერთშეთანხმების აქტი, რის საფუძველზეც დგუში-ცილინდრი–რგოლების ერთ კოპლექტში 271 ლარის ნაცვლად გადაუხადა 602,4 ლარი, ანუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფასზე 240%-ით მეტი, რის შედეგადაც ბ. ნ-------ემ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგა მის მართლზომიერ გამგებლობაში მყოფი 8 285 ლარი, რამაც თ---–--ის მ----ას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა;

 

2--- წლის 12 მარტს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №------------ ხელშეკრულებით შ-- „ე-------- კ------ის“ შ-- „თ---–--ის ა---------ისთვის" სათადარიგო ნაწილები უნდა მიეწოდებინა 2--- წლის 31 დეკემრამდე. 2--- წლის 15 დეკემბერს ბ. ნ-------ესა და ნ. მ-------ეს შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების აქტით აღნიშნულმა ვადამ გადაიწია 2009 წლის 28 თებერვლამდე. მიუხედავად ამისა, საქონელი მიწოდებულ იქნა 6 დღის დაგვიანებით - 2009 წლის 6 მარტს. 2009 წლის 25 თებერვალს ბ. ნ-------ესა და ნ. მ-------ეს შორის კვლავ გაფორმდა ურთიერთშეთანხმების აქტი, რომლის თანახმადაც საქონლის მიწოდების ვადა კვლავ გაგრძელდა, ამჯერად 2009 წლის 30 მარტამდე, მაგრამ საქონლის მიწოდება განხორციელდა 36 დღის დაგვიანებით და მიწოდებულ იქნა 2009 წლის 06 აპრილს. ამავე დროს, საერთოდ არ იქნა მიწოდებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული 17 370 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების მარაგნაწილები. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, მოწოდებელს შემსყიდველისთვის უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,2%-ის ოდენობით, ხოლო ხელშეკრულების ნაწილის შეუსრულებლობისთვის - პირგასამტეხლო 5% ის ოდენობით. ბ. ნ-------ემ შ-- „ე-------- კ------ისთან" ურთიერთობისას ბოროტად გამოიყენა მისთვის მინიჭებული ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება, იმოქმედა შ-- „თ---–--ის ა---------ის" კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ და უპირატესობა მიანიჭა შ-- „ე-------- კ------ის", რომლისგანაც ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის არ მოითხოვა პირგასამტეხლო - 52 538 ლარის ოდენობით, რითიც თ---–--ის მ----ას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა;

 

ბ---- ნ-------ემ, განაგრძობდა რა დანაშაულებრივ საქმიანობას, 2--- წლის 26 აგვისტოს, 5 ნოემბერსა და 2009 წლის 12 თებერვალს, ინდ. მეწარმე გ------- ქ------–---–თან, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გააფორმა შესაბამისად №-----------, №------------ და №--------078, ხელშეკრულებები „ბ-------ის" მარკის ა---------ის ძრავის ზეთის ფილტრების შეძენაზე. ხელშეკრულებების საერთო ღირებულებამ შეადგინა 47 830 ლარი. გარდა ამისა, ბ. ნ-------ემ 2009 წლის 22 აპრილს იმავე ინდ. მეწარმესთან, გააფორმა №--------011 სატენდერო ხელშეკრულება, 88000 ლარის ღირებულების ძრავის ზეთის ფილტრებისა და ჰაერის ფილტრების შეძენაზე. სულ 2----2009 წლებში, ინდ. მეწარმე გ------- ქ------–---–თან გაფორმებული ხელშეკრულებებით, ზეთისა და ჰაერის 5700 ცალი ფილტრის შესაძენად შ-- „თ---–--ის ა---------ს” გადასახდელი ჰქონდა 134 750 ლარი, მაშინ როდესაც, რეალურად ბაზარზე იმ პერიოდისათვის აღნიშნულ საქონელზე მოქმედი ფასებით შ-- „თ---–--ის ა---------ს“ უნდა გადაეხადა 33 689 ლარი ანუ ბ. ნ-------ემ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგა 101061 ლარი; რამაც თ---–--ის მ----ას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა;

 

2009 წლის 11 აპრილს, შ-- „თ---–--ის ა---------ი”-ს მიერ გამართულ ტენდერში, 15.000.000 კილოგრამი გაზოილ-0,2% მარკის დიზელის საწვავის შესყიდვაზე, სატენდერო კომისიის 2009 წლის 29 აპრილის სხდომის №- ოქმით მიღებული დადგენილებით გამარჯვებულად გამოცხადდა შ-- „ნ----------ი”, რომელმაც სატენდერო წინადადებაში დააფიქსირა, რომ 15.00.000 კილოგრამ გარბოილ-0,2% მარკის დიზელის საწვავს საწარმოს მიაწოდებდა 18.690.000 ლარად, ანუ 1 კილოგრამს - 1,264 ლარად. შ-- „თ---–--ის ა---------ის“ გენერალურმა დირექტორმა ბ. ნ-------ემ 2009 წლის 8 მაისს, შ-- „ნ----------”-თან გააფორმა №--------0-- ხელშეკრულება 15.000.000 კილოგრამი გაზოილ-0,2% მარკის დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ, ისეთი პირობებით, რამაც ე.წ. „პ-–-–ისა“ და ვალუტის კურსის ცვლილებების შესაბამისად დიზელის საწვავის ღირებულების ხელოვნურად გაზრდა გამოიწვია. ხელშეკრულების №- დანართის თანახმად ერთ კგ. საწვავის მკვეთრად გაზრდილმა ფასნამატმა შეადგინა 35,92 თეთრი. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შ-- „ნ----------ი"-ს მიერ 2009 წლის მაისში განხორციელდა 374,633 კილოგრამი დიზელის საწვავის 496.193 ლარად, ანუ იმ პერიოდისათვის ბაზარზე ჩამოყალიბებული საბითუმო ფასებთან შედარებით 95.334 ლარით მეტი ღირებულებით, რითაც ბ, ნ-------ის მიერ უგულვებელყოფილ იქნა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონეს მოთხოვნა შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფის შესახებ. ბ---- ნ-------ის აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით, საზოგადოების დებულების მოთხოვნათა უგულვებელყოფით, გაფლანგულ იქნა მის მართლზომიერ გამგებლობაში მყოფი 95 336 ლარი, რამაც თ---–--ის მ----ას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

 

2015 წლის 6 აპრილის განაჩენით საქმეზე №--------- ბ---- ნ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (შ-- „ე–-ოს" ეპიზოდი), რაც გამოიხატა მის მარლთზომიერ გამგებლობაში მყოფი 3 250 253 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვაში, რამაც თ---–--ის მ----ას მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (შ-- „ბ----------–ის" ეპიზოდი), რაც გამოიხატა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით; ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ და სხვისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით განხორციელებულ მოქმედებაში, რითიც თ---–--ის მ----–----–------ის მ----ას მიადგა 16 764 ლარის მატერიალური ზიანი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (შ-- „ე-------- კ------ის" ეპიზოდი), რაც გამოიხატა მის მართლზომიერ გამგებლობაში მყოფი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, რითიც თ---–--ის მ----–----–------ის მ----ას მიადგა 8 285 ლარის მატერიალური ზიანი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (შ-- „ე-------- კ------ის" ეპიზოდი), რაც გამოიხატა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ და სხვისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით განხორციელებულ მოქმედებაში, რითიც თ---–--ის მ----–----–------ის მ----ას მიადგა 52 538 ლარის მატერიალური ზიანი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (ინდ. მეწარმე „გ------- ქ------–---–ის" ეპიზოდი), რაც გამოიხატა მის მართლზომიერ გამგებლობაში მყოფი 101 061 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვაში, რითიც თ---–--ის მ----ას მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (შ-- „ნ----------ის" ეპიზოდი), რაც გამოიხატა მის მართლზომიერ გამგებლობაში მყოფი 95 336 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვაში, რამაც თ---–--ის მ----ას მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).

2015 წლის 06 აპრილის განაჩენი (ს.ფ. 51-108).

 

3.1.2. სისხლის სამართლის №--------- საქმეზე ბ---- ნ-------ის მიმართ, გამოძიება დაიწყო 2009 წლის 15 მაისს და დასრულდა 2009 წლის 3 აგვისტოს.

 

2009 წლის 30 ივლისს №--------- საქმეზე დაზარალებულად ცნობილი იქნა ქ--–-- თ---–--ის მ----ა.

 

№--------- საქმეზე სამოქ--–--ო სარჩელი განცხადებული არ ყოფილა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).

ცნობა სისხლის სამართლის საქმეზე (ს.ფ. 18).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის 3 524 237,00 ლარის ანაზღაურების შესახებ ხანდაზმულია.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი და სარჩელი არ ცნო ხანდაზმულობისა და უსაფუძვლობის გამო. ხანდაზმულობასთან დაკავშირებით მოპასუხე მიიჩნევს, რომ ხანდაზმულობის ვადა უნდა აითვალოს 2009 წლიდან, როდესაც მოსარჩელე ცნობილ იქნა დაზარალებულად და არა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის თარიღიდან. რაც შეეხება სარჩელის უსაფუძვლობას მოპასუხე აპელირებს მასზედ, რომ 2015 წლის 06 აპრილის თ---–--ის საქ--–--ო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება განსასჯელ ბ---- ნ-------ესთან. შესაბამისად, არ მომხდარა სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა და აღნიშნული განაჩენით არ შეიძლება დადგენილ იქნეს ზიანის ოდენობა.

 

სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა უნდა აითვალოს 2009 წლის 30 ივლისიდან, როდესაც სისხლის სამართლის №--------- საქმეზე დაზარალებულად ცნობილი იქნა ქ--–-- თ---–--ის მ----ა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა) სამართლებრივ მოწესრიგებას საჭიროებს დელიქტური ვალდებულებებით გათვალისწინებული საფუძვლებიდან - სსკ-ის 992-ე მუხლი, 408-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

საქართველოს სამოქ--–--ო კოდექსის 1008-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა არის სამ წელი იმ მომენტიდან, როდესაც დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.

 

ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაში პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის არსებობის ფაქტის და ზიანის მიმყენებლის ვინაობის დადგენა, როგორც წესი, თანხვედრაშია, ხოლო, თუ გარემოებათა თავისებურების გათვალისწინებით ზიანის ფაქტის შესახებ შეტყობის მომენტში დაზარალებულისთვის უცნობია ზიანის მიმყენებლის ვინაობა, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს მხოლოდ მისი ვინაობის შეტყობის შემდეგ. დანაშაულის ჩადენის შედეგად მიყენებული ზიანის მოთხოვნის ხანდაზმულობასთან გასათვალისწინებელია, რომ ვადის ათვლა დაიწყება ზიანის შეტყობის და ანაზღაურებაზე ვალდებული პირის ფაქტობრივი იდენტიფიკაციის მომენტიდან, თუ საკმარისად განსაზღვრადია ზიანის მიმყენებელი პირის ვინაობა. ზიანის მიყენების ფაქტის (ანუ უფლების დარღვევის ფაქტის - სსკ 130-ე მუხლი) და ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის ვინაობის შეტყობა ვადის ათვლის დაწყების კუმულატიურ წინაპირობებად უნდა განვიხილოთ.

 

დელიქტური პასუხისმგებლობის შემთხვევაში თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რაც დაზარალებულს უფლებას აძლევს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ზიანის მიმყენებლისგან, თუმცა, დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქ--–--ო სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება პირს დაეკისრება ერთდროულად მხოლოდ შემდეგი პირობების არსებობის შემთხვევაში: უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, სახეზე უნდა იყოს ზიანი, უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სისხლის სამართლის №--------- საქმეზე გამოძიება ბ---- ნ-------ის მიმართ დაიწყო 2009 წლის 15 მაისს და დასრულდა 2009 წლის 3 აგვისტოს.

 

ასევე, დადგენილია, რომ 2009 წლის 30 ივლისს სისხლის სამართლის №--------- საქმესთან დაკავშირებით, თ---–--ის მ----ა ცნობილი იქნა დაზარალებულად. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ დაზარალებულის დაკითხვის ოქმზე (იხ. ტომი 1, ს.ფ. 166-168) საიდანაც ნათლად ჩანს, რომ დაზარალებულისათვის (მოსარჩელისათვის) იმთავითვე ცნობილია როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე ზიანის მიმყენებელი პირებისა და ზიანის ოდენობის შესახებ. მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მომართა 2017 წლის 29 დეკემბერს, შესაბამისად, საქართველოს სამოქ--–--ო კოდექსის 1008-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით - ,,საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2010 წლის 15 დეკემბერს, საქართველოს სამოქ--–--ო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, V კარს დაემატა ახალი XXXIV3 თავი – ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესი. განხორციელებული ცვლილების პროცესუალურ სამართლებრივი ანალიზის მიზნებისათვის, ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესი დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარდგენილი სარჩელის ჩვეულებრივი წარმოებისაგან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქ--–--ო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით გათვალისწინებული წესები გამოიყენება მაშინ, როდესაც სახეზეა კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, ანუ როდესაც დანაშაულის ჩადენის შედეგად პირისათვის ზიანის მიყენების ფაქტი დასტურდება კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. ასეთ შემთხვევაში, სამოქ--–--ო საქმის განმხილველი მოსამართლე აღარ იკვლევს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტსა და მიზეზობრივ კავშირს მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. დადასტურებულად ითვლება მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. აღნიშნული დასკვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქ--–--ო საპროცესო კოდექსის 30920–ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ 2010 წლის 24 სექტემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით გაუქმებული იქნა საქართველოს სამოქ--–--ო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს აღარ გააჩნიათ პრეიუდიციული ძალა, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქ--–--ო-სამართლებრივი შედეგების შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილია განაჩენი, თუმცა სსსკ-ის 30920 მუხლის, ფორმულირებით, დანაშაულის მიყენების ფაქტი პრეიუდიციის რანგშია აყვანილი ანუ მიჩნეულია ფაქტად, რომელიც მტკიცებას არ საჭიროებს. „საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სსსკ-ის 106-ე მუხლზე მითითება ამავე კოდექსის 30920-ე მუხლის მეორე ნაწილის გაუთვალისწინებლად არ შეიძლება. მართალია, სსსკ-ის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი („ფაქტები იმის შესახებ, განხორციელდა თუ არა მოქმედება და ჩაიდინა თუ არა ეს მოქმედება ამ პირმა, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილებით, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქ--–--ოსამართლებრივი შედეგების შესახებ, რომლის მიმართაც გამოტანილია საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილება“) 2010 წლის 24 სექტემბერს განხორციელებული ცვლილების შედეგად ამოღებულ იქნა, მაგრამ იმავე წლის 15 დეკემბრის კანონით (#4075.სსმ1, #76) განხორციელებული ცვლილებით დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნების განხილვისას მოქმედებს განსხვავებული წესი, რაც იმას გულისხმობს, რომ კანონიერ ძალაში შესულ განაჩენში მითითებული სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები ხელახლა არ დგინდება, ანუ ისინი დადგენილად მიიჩნევა (სსსკ-ის XXXIV თავი)“ (იხ. სუსგ ას-1322-2018, 4 აპრილი 2019 წელი; სუსგ №ას-638-605-2014, 22 აპრილი, 2016).

 

ამავე განჩინებაში საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხია, მიიჩნევა თუ არა დადასტურებულად ზიანის ოდენობა და სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს თუ არა ზიანის ოდენობით, როგორც დადასტურებული ფაქტით. სსსკ-ის 30920 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო ამავე კოდექსის 30917 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.

 

აღნიშნული ნორმები განხილულ უნდა იქნეს სისტემური, ლოგიკური და შინაარსობრივი ანალიზის შედეგად. საქართველოს სამოქ--–--ო საპროცესო კოდექსის 30917მუხლი განსაზღვრავს სარჩელზე დასართავ მტკიცებულებათა წრეს, კერძოდ, სარჩელი უნდა შეიცავდეს ზიანის ოდენობის ამსახველ მტკიცებულებას. აღნიშნულს შეიძლება მოიცავდეს თვით განაჩენი ან კიდევ, შესაძლებელია, მითითებული მტკიცებულების დამოუკიდებლად შექმნა და სარჩელზე დართვა. რაც შეეხება საქართველოს სამოქ--–--ო საპროცესო კოდექსის 30920მუხლს, აღნიშნული ნორმა ადგენს დელიქტით მიყენებული ზიანის თაობაზე წარდგენილი სარჩელის განხილვის წესს. მითითებული მუხლი იმპერატიულად ადგენს ასევე, თუ რა უნდა ჩაითვალოს დადასტურებულად ანუ ე.წ. პრეიუდიციად. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაში ნათლად და მკაფიოდ იკითხება: ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობა მხოლოდ ზიანის ფაქტსა და მიზეზობრივ კავშირს გააჩნია. „საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ამ სპეციალური წარმოების არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლოს აღარ უწევს ზიანის მიყენების ფაქტის, ე.ი. თავად მიყენებული ზიანის, ზიანის მიმყენებლის ბრალის, მის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის კვლევა. თუკი ზიანი დანაშაულის შედეგად დადგა, ყველა აღნიშნული გარემოება სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დასტურდება. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, აღნიშნულთან მიმართებით მსჯელობას შესაძლებელია შეიცავდეს თავად განაჩენი/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, სხვა შემთხვევებში, კი, ზიანის გაანგარიშება დასაშვებია უფლებამოსილი პირიის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტით (საპროცესო კოდექსის 30917მუხლის მე-2 ნაწილი). (შდრ. სუსგ №ას-937-888-2012, 13 დეკემბერი, 2012.)’’

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა თ---–--ის საქ--–--ო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 აპრილის განაჩენი, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად, სასამართლო სსსკ 30920-ე მუხლის საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და მიზეზობრივ კავშირს მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილი განაჩენის პირობებში სამოქ--–--ო სამართალწარმოების ფარგლებში ვეღარ მოხდება მოპასუხის ბრალის გად---ასება. შესაბამისად, სასამართლო აღარ გაამახვილებს ყურადღებას მოპასუხის განმარტებაზე მისი არაბრალეულობის შესახებ.

 

რაც შეეხება მოპასუხის აპელირებას მასზედ, რომ თ---–--ის საქ--–--ო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 აპრილის განაჩენი არ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას ზიანის ოდენობის განსაზღვრისათვის, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა არ შემდგარა და დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, სასამართლო აღნიშნულს ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე მუხლის თანახმად - სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე, ბრალდების შემსუბუქებაზე ან ნაწილობრივ მოხსნაზე. 2. საპროცესო შეთანხმების დადებისას ბრალდებული პროკურორს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირობებთან ერთად შეიძლება შეუთანხმდეს თანამშრომლობაზე ან/და ზიანის ანაზღაურებაზე.

 

ამავე კოდექსის 210-ე მუხლის 12 პუნქტის თანახმად საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორი ვალდებულია გააფრთხილოს ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტოს მას, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქ--–--ო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, მართალია თ---–--ის საქ--–--ო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 აპრილის განაჩენი გამოტანილია საქმის არსებითი განხილვის გარეშე, თუმცა წარმოდგენილი განაჩენი შეიცავს მოპასუხის მიერ მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, რაც აღიარებულია მოპასუხის მიერ სისხლის სამართალწარმოებისას და სამოქ--–--ო პასუხისმგებლობისათვის წარმოადგენს სამოქ--–--ო კოდექსის 30917-ე და 30920-ე მუხლებით გათვალისწინებულ მტკიცებულებას. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულების საპირწონედ ვერ გამოდგება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 9 მარტის დასკვნა. (იხ. ტომი 2, ს.ფ. 402-416).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სარჩელი ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქ--–--ო კოდექსის 992-ე, 998-ე, 1008-ე, 128-ე, 130-ე, 144-ე მუხლებით.

 

საქართველოს სამოქ--–--ო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით.

 

6. სამართლებრივი შეფასება 6.1. საქართველოს სამოქ--–--ო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქ--–--ო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. საქართველოს სამოქ--–--ო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. საქართველოს სამოქ--–--ო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამავე კოდექსის 1008-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს დელიქტით გამოწვეული ზიანის ხანდაზმულობის ვადას სამი წლით და ამ ვადის ათვლას უკავშირებს იმ მომენტს, როდესაც დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რა დროშიც პირს აქვს შესაძლებლობა მოითხოვოს შესრულება. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა ობიექტურად არსებობს, მაგრამ მისი შესრულება მხოლოდ მხარის ნებაზეა დამოკიდებული. მოთხოვნის ხანდაზმულობა გამორიცხავს მისი იძულების წესით დაკმაყოფილების შესაძლებლობას. აღნიშნული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირმა, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე (საქართველოს სამოქ--–--ო კოდექსის 144-ე მუხლი). სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ 1996 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, სასამართლო განმარტავს: „... ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პარ.51). 2010 წლის 15 დეკემბერს, საქართველოს სამოქ--–--ო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, V კარს დაემატა ახალი XXXIV3 თავი – ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესი. განხორციელებული ცვლილების პროცესუალურ-სამართლებრივი ანალიზის მიზნებისათვის, ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესი დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარდგენილი სარჩელის ჩვეულებრივი წარმოებისაგან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქ--–--ო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით გათვალისწინებული წესები გამოიყენება მაშინ, როდესაც სახეზეა კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, ანუ როდესაც დანაშაულის ჩადენის შედეგად პირისათვის ზიანის მიყენების ფაქტი დასტურდება კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. ასეთ შემთხვევაში, სამოქ--–--ო საქმის განმხილველი მოსამართლე აღარ იკვლევს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტსა და მიზეზობრივ კავშირს მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. დადასტურებულად ითვლება მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. გამარტივებული წესით საქმის განხილვა, სასარჩელო წარმოების მსგავსად, მიზნად ისახავს დარღვეული უფლების აღდგენას, თუმცა გამარტივებული წარმოების თავისებურება ისაა, რომ საქმე დაჩქარებულად და სპეციალური საპროცესო წესებით განიხილება. ამ წესით განსახილველ საქმეთა კატეგორია კანონით ზუსტად არის განსაზღვრული და იგი მხარის მოთხოვნის საფუძველზე მიმდინარეობს, ანუ კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას, გამარტივებული წესით საქმის განხილვაზე მოთხოვნა მხარემ უნდა წარადგინოს და სასამართლო ვალდებულია, საქმე შესაბამისი საპროცესო წესებით აწარმოოს. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მხარის მოთხოვნა, საქმე სასარჩელო წარმოებით განიხილება და საერთო საპროცესო ვადები ვრცელდება. მოსარჩელის შესაბამისი მოთხოვნის არსებობისას ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი გამარტივებული წესით განხილვას ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ზიანის მიყენებას ადასტურებს. ამ შემთხვევაში, სასამართლოს აღარ უწევს ზიანის მიყენების ფაქტის, ზიანის მიმყენებლის ბრალის, მის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობის გამოკვლევა, ყველა აღნიშნული გარემოება განაჩენით/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული აქტით დასტურდება. ვინაიდან სამოქ--–--ო საქმის განმხილველი მოსამართლის დასადგენ გარემოებათა წრე მცირდება, შესაბამისად, მცირდება საქმის განხილვის ვადაც. მოცემულ ტიპის დავების გამარტივებული წესით განხილვა, პირველ რიგში, საქმის საპროცესო კოდექსით დადგენილი სპეციალური ვადების ფარგლებში განხილვას გულისხმობს (იხ, სუსგ, საქმე №ას-471-450-2015, 30 ოქტომბერი, 2015 წელი). საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით - ,,საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოქმედებამდე (2010 წლის 1-ლი ოქტომბერი) მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის IV -ე თავი ითვალისწინებდა სისხლის სამართლის საქმეში სამოქ--–--ო სარჩელის წარდგენის შესაძლებლობას. კერძოდ, სსსკ-ის 30-ე მუხლის თანახმად ( 2010 წლის 1-ელ ოქტომბრამდე მოქმედი რადაქციით), პირს, რომელსაც უშუალოდ დანაშაულის შედეგად მიადგა ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანი, უფლება ჰქონდა სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება და ამ მიზნით წარედგინა სამოქ--–--ო სარჩელი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში სამოქ--–--ო სარჩელის აღძვრა იყო დაზარალებული პირის უფლება და არა ვალდებულება. მას შეეძლო როგორც სისხლის სამართლის საქმეში ჩაბმულიყო სამოქ--–--ო მოსარჩელის სტ---უსით, ან სისხლის სამართლის საქმისაგან დამოუკიდებლად სარჩელით მიემართა სასამართლოსათვის და მოეთხოვა მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული მოქმედებით მიყენებული ზიანის ანაზრაურება.ერთადერთი გამონაკლისი ამ წესიდან, გათვალისწინებული იყო სსსკ-ის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, (2010 წლის 1-ელ ოქტომბრამდე მოქმედი რედაქციით), რომლის თანახმადაც,პროკურორი ვალდებული იყო წარედგინა სარჩელი, თუ იმ პირის დანაშაულის ან მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, რომლის მიმართაც წარმოებდა სისხლის სამართლის საქმე, ზიანი მიადგა სახელმწიფოს… საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქ--–--ო საპროცესო კოდექსში 2010 წლის 15 დეკემბერს განხორცელებული ცვლილების შესაბამისად, V-ე კარს - გამარტივებული წარმოება, დაემატა ახალი XXXIV3 თავი – ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესი, კერძოდ, ამ თავით დადგენილი წესით შეიძლება განხილული იქნეს სარჩელი დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ. მაშასადამე, აღნიშნული ცვლილებების განხორციელებამდე, დანაშაულის ან მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის წარდგენა შესაძლებელი იყო ორი წესით: სისხლის სამართლის საქმეზე სამოქ--–--ო სარჩელის წარდგენით ან საერთო სასარჩელო წესით. ამ წესიდან გამონაკლისი იყო დადგენილი, როცა დავა ეხებოდა იმ პირის მიმართ, რომლის წინააღმდეგაც წარმოებდა სისხლის სამართლის საქმე, სახელმწიფოსათვის დანაშაულის ან მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნას, რომელიც პროკურორს სავალდებულო წესით უნდა აღეძრა 2010 წლის 1-ელ ოქტომბრამდე მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი წესით და ასეთი შემთხვევების მიმართ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება ( სსკ-ის 1008-ე მუხლი) უნდა მოხდეს იმ დღიდან, როდესაც სახელმწიფო დაზარალებულად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის საქმეზე და მისთვის ცნობილი გახდა ზიანის მიმყენებლისა და ზიანის ოდენობის შესახებ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოქმედებამდე (2010 წლის 1-ლი ოქტომბერი) მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 681 მუხლის მიხედვით, დაზარალებულად მიიჩნეოდა სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის შედეგად. შესაბამისად, სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებულად მიჩნეული შეიძლება ყოფილიყო სახელმწიფო, იურიდიული პირი, ან ფიზიკური პირი. სსსკ-ი მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხს უკავშირებდა დაზარალებულის ნების გამოვლენას და ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას ითვალისწინებდა დაზარალებულის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე სამოქ--–--ო სარჩელის შეტანის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ სსსკ-ი დაზარალებულის სტ---უს უკავშირებდა ზიანის არსებობას, საპროცესო სამართლებრივი მნიშვნელობით ასეთი პირი პროცესში დაზარალებულის სტ---უსს იძენდა მხოლოდ პროცესის მწარმოებელი ორგანოს მიერ დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების (განჩინების) გამოტანის შემდეგ. დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებას გამოსცემდა გამომძიებელი ან პროკურორი, ხოლო განჩინებას კი - სასამართლო. დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება (განჩინება) გამოტანილი შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ და მასში სავალდებულოდ უნდა ყოფილიყო აღნიშნული მიყენებული ზიანის სახე. პირი დაზარალებულად შეიძლება მიჩნეულიყო: წინასწარი გამოძიებისას; სასამრთლო სხდომის მოსამზადებელი ნაწილის; ასევე სასამართლო გამოძიებისას. სასაამრთლოში საქმის წარმოებისას დაზარალებულად ცნობის უფლება გააჩნდა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს სისხლის სამართლის საქმის განხილვისას და ისიც სასამრთლო კამათის დაწყებამდე. პირის დაზარალებულად ცნობა არ იყო დამოკიდებული მის ნება-სურვილზე. შესაბამისი ზიანის სავარაუდო მიყენების ფაქტის დადგენისთანავე პროცესის მწარმოებელი ორგანო დაუყონებლივ ღებულობდა გადაწყვეტილებას პირის პროცესში დაზარალებულად მოწვევის შესახებ. პირის დაზარალებულად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა - ინფორმაცია სავარაუდოდ დანაშაულის ჩადენის შესახებ; ამ ქმედებით ზიანის მიყენების ფაქტი; მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. (იხილეთ დამატებით: სისხლის სამართლის პროცესი, ზოგადი ნაწილი, ავტორთა კოლექტივი, თბ., 2---, გვ. 213-227). (იხ. სუსგ ას-1322-2018, 4 აპრილი 2019 წელი).’’ განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ 2009 წლის 30 ივლისს სისხლის სამართლის №--------- საქმესთან დაკავშირებით, თ---–--ის მ----ა ცნობილი იქნა დაზარალებულად, რომლისთვისაც იმთავითვე ცნობილი იყო როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე ზიანის მიმყენებელი პირებისა და ზიანის ოდენობის შესახებ, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს სწორედ 2009 წლის 30 ივლისიდან. მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მომართა 2017 წლის 29 დეკემბერს, შესაბამისად, საქართველოს სამოქ--–--ო კოდექსის 1008-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, სახეზეა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქ--–--ო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები - დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სარჩელებზე.

 

საქართველოს სამოქ--–--ო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქ--–--ო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვიანიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებები უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქ--–--ო საპროცესო კოდექსის მე–3, მე–8, 53–ე, 55-ე, 243–244–ე, 248–250–ე, 257–ე, 30916-30921-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ქ--–-- თ---–--ის მ----–----–------ის მ----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თ---–--ის საქ--–--ო სასამართლოს სამოქ--–--ო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები, რომლითაც ყადაღა დაედო ბ---- ნ-------ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე: ქ. ბ---------ი, პლატო, სართული 1, ბინა N--, ს/კ 6------------------; ყადაღა დაედო ბ---- ნ-------ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე: მ–----ა, სოფელი წ--------------------ი, ს/კ 7-----------; ყადაღა დაედო ბ---- ნ-------ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე: მ–----ა, სოფელი წ--------------------ი, ს/კ 7-----------; ყადაღა დაედო ბ---- ნ-------ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე: მ–----ა, სოფელი წ--------------------ი, ს/კ 7-----------; ყადაღა დაედო ბ---- ნ-------ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ 80%-იან წილს შ-- "ქ--------–- პ-------------ი რ------ში" (ს/ნ N---------); ყადაღა დაედო ბ---- ნ-------ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ 60%-იან წილს შ-- "პ----- ლ--–---ში" (ს/ნ N---------); ყადაღა დაედო ბ---- ნ-------ის (პ/ნ0----------) საკუთრებაში არსებულ 100%-იან წილს შ-- "ს--------ო ს---------–---–--- ც------ში" (ს/ნ N---------); ყადაღა დაედო ბ---- ნ-------ის (პ/ნ0----------) საკუთრებაში არსებულ 34%-იან წილს შ-- "ა-----------სში" (ს/ნN---------).

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–--ის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–--ის საქ--–--ო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–--ის საქ--–--ო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე